გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2019
საქმის ნომერი
080210018002767675
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002767675

#2/4017-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.05.2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - სს ე-----------------------ა

წარმომადგენელი - ნ------------ე, ტ------–-–---------ე;

მოპასუხე - შპს დ---------

წარმომადგენელი- დ-------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს დ--------ს მოსარჩელე სს ე-----------------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 1053,13 ლარის გადახდა.

 

1.1. შპს დ--------ს მოსარჩელე სს ე-----------------------ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სს ე-----------------------ა შპს დ--------ს აწვდის ელექტრო ენერგიას. მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტრო ენერგიის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ინდივიადუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით აბონენტად რეგისტრაციის დღიდან 2017 წლის ივლისიდან. შპს დ--------ს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება. სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრო ენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მომხმარებელი არ იხდის მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასურს დადგენილ ვადაში, ელექტრომომარაგებელ ორგანიზაციას უფლება აქვს შეუწყვიტოს მას ელექტრო ენერგიის მიწოდება. მხარეები ვალდებულების წარმოშობის დროს იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. სემეკის დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 და მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განაწილების ლიცენზიატს და მომხმარებელს შორის ელექტრო ენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით, ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმით). ცალსახაა, რომ ენერგოკომპანიის მხრიდან ქვითრის მიწოდება და ამ ქვითრის საფუძველზე ანგარიშსწორება ითვლება ხელშეკრულებად. მოპასუხე მხარე იხდიდა აღრიცხული ელექტრო ენერგიის საფასურს. შპს დ---------ს დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1053,13 ლარს. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შპს „დ---------„-ს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს დ--------ს სდავოდ ქცეული ელექტრო ენერგია არ მოუხმარია. შპს დ--------მა გააფორმა ხელშეკრულება სს ე-----------------------ასთნ, მაგრამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სიმძლავრეს ვერ ღებულობდა, შესაბამისად მას არც თანხა არ გადაუხდია დავალიანების შესახებ (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეების მიერ სადავოდ არის გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია, რომ შპს დ--------- რეგისტრირებულია აბონენენტად ქ. ქუთაისში, გ---------------------–---------------. ასევე დადგენილია, რომ სს ე-----------------------ას მიერ ხორციელდება აღნიშულ მისამართზე ელექტრო ენერგიის მიწოდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- აბონენტის ბარათი.

 

3.2.2. სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბარათით და მხარეთა განმარტებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ამჟამად ქ. ქუთაისში, გ---------------------–----------------ში, რეგისტრირებულ აბონენტს შპს დ--------ს სს „ე-----------------------ას“ მიმართ გააჩნია ელექტროენერგიის დავალიანება 1053.13 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- აბონენტის ბარათი.

- ქვითარი, დავალიანების შესახებ.

 

3.2.3. მოპასუხის მტკიცებით, სს ე-----------------------ას მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #20 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. მისივე მტკიცებით ელექტრო ენერგია არ მოუხმარია, შესაბამისად სს ე-----------------------ას მიმართ დავალიანება არ გააჩნია, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს დ--------მა 2017 წლის 17 მაისს განცხადებით მიმართა სს ე------------------------ას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, მისამართზე: ქ. ქუთაისში, ზ-------------------------------------–------–---ის ქუჩის მიმდებარედ. შპს დ---------ს მიერ 2017 წლის 17 მაისს გადახდილი იქნა ქსელზე მიერთების საფასური 200 ლარის ოდენობით. ხოლო დარჩენილი თანხა გადახდილი იქნა 2017 წლის 29 აგვისტოს. შპს დ---------ს დაკვეთით, სს ე-----------------------ას მიერ მომზადდა ქ. ქუთაისში, გ--–----- ქუჩის მიმდებარედ მდებარე შპს დ---------ს ობიექტის გარე ელექრომომარაგების დიზაინი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს „ე-----------------------ასთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება მოპასუხე, შესაბამისად იგი არის რეგისტრირებული აბონენტად და მის მიერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდებოდა ელექტროენერგიის მიწოდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს შესაგებელს და შესაბამისად, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოპასუხე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებებით. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.

 

სამოტივაციონაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ე-----------------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაცსასამართლომიხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 477-ე, 483-ე, 361-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივიშეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #20 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 და მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განაწილების ლიცენზიატს და მომხმარებელს შორის ელექტრო ენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით, ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმით). შესაბამისად ენერგოკომპანიის მხრიდან ქვითრის მიწოდება და ამ ქვითრის საფუძველზე ანგარიშსწორება ითვლება ხელშეკრულებად.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს დ--------- რეგისტრირებულია სს ,,ე-----------------------ას’’ აბონენტად. მხარეებს შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აბონენტს შპს დ--------ს, ქ. ქუთაისში, გ---------------------–----------------ში მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ მხარები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, სს ე-----------------------ამ მიაწოდა აბონენტს ელექტრო ენერგია, რისი საფასურიც შპს დ---------ს მიერ არ იქნა გადახდილი. დავალიანება წარმოშობილია 2017 წლის 01 აგვისტოდან 2018 წლის 01 ოქტომბრამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. სსკ 477.2 მუხლის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად საქონელი მიღებულად ითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას. სს კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების დადების შედეგად, მხარეებს წარმოეშობათ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების შესრულების მოთხოვნის უფლება. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველადი მოთხოვნებია გამყიდველის მიერ ნივთის გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა. ამ ძირითადი სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა წარმოშობს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ 3.1, 9.1, მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სს ,,ე-----------------------ას’’ მიმართ ერიცხება დავალიანება - 1053,13 ლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამყიდველმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მიაწოდა ელექტროენერგია, ხოლო მყიდველის, ამ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება და არ იქნა გადახდილი მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე 1053,13 ლარის ოდენობით დავალიანების დაკისრების შესახებ არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესოხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულის თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე _ გადასახდელი თანხით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „დ--------მა„ სარჩელი არ ცნო. მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ამდენად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ე-----------------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს დ--------ს - სს ე-----------------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 1053 ლარის და 13 თეთრის გადახდა.

 

3. შპს დ--------ს - სს ე-----------------------ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 50 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორიათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე