განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5340-18 (№------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნ---- ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ------ თ------ის ძე გ-------ე - დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე; რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------–--------------------------------ში
ადვოკატები - კ----–------–--ე, ზ------ რ-------–---–ი, ტ------– მ--------–---–ი
კვა-–-ფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ზ------ გ-------ემ საზღვარგარეთ ყოფნისას, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 570,455 გრამი „მდმა“, 330,51 გრამი „ტეტრაჰიდროკარაბინოლი“, 31,275 გრამი „კოკაინი“ და 0,000114 გრამი „ლიზერგინის მჟავა“, რაც სპეციალურად მოწყობილ სამალავში, ფარულად მოათავსა გერმანიის რესპუბლიკაში ნაყიდ ავტომანქანა „ოპელ ასტრაში“ და ამგვარი შენიღბული სახით, ნარკოტიკული საშუალებები უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
2018 წლის 3-------------ს, ს----------–----–---------------- ც--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ ქ.თბილისში, ფ--------------ის გამზირის და ი-------------–ის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარებული ზ------ გ-------ის ავტომანქანის „ოპელ ასტრას“ ტრანზიტული ნომრით №G------ ჩხრეკისას ამოღებული იქნა:
· განსაკუთრებით დიდი ოდენობით 570,455 გრამი „მდმა“-ს (ე.წ „ექსტაზის“) შემცველი 5820 ცა-–- ტაბლეტი, ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი;
· 330,51 გრამი „ტეტრაჰიდროკარაბინოლის“ (ე.წ „ჰაშიშის“) შემცველი 10 ცალად დაფასოებული სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო-მომწვანო ნივთიერება;
· 31,275 გრამი „კოკაინის“ შემცველი 2 ცალ პაკეტში დაფასოებული მოთეთრო ფერის ფხვნილი და გრანულები;
· 0.000114 გრამი „ ლიზერგინის მჟავა“ (ე.წ „ლსდ“) შემცველი პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------ი ქ------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 2-------------ს შედგენილი პატაკის სისწორე, რომლის თანახმად, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ვინმე „ზ----ა“ მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც შეიძინა ა/მანქანა „ოპელი“ და მასში მოათავსა ნარკოტიკული ნივთიერებები. აღნიშნული მანქანა გამოაგზავნა საქართველოში მეუღლის - „ქ-------ის“ სახელზე, თვითონ თვითმფრინავით ჩამოფრინდა საქართველოში, ხოლო მანქანა მასში დამალულ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან ერთად ჩამოდის თბილისში, რომელსაც დახვდებიან და იბარებენ „ზ----ა“ და „ქ-------ი.“ მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაადგინდა ზ------ გ-------ისა და ქ------- მ--–--ის დემოგრაფიული მონაცემები. მოწმის ჩვენებით, მიღებული ინფორმაციის თანახმად, ზ---------ის მიერ მეუღლის სახელზე გერმანიიდან გამოგზავნილი ა/მანქანა იმყოფებოდა ფ--------------ის გამზირზე.
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 3-------------ს, ქ. თბილისში, ფ--------------ის გამზირისა და ი-------------–ის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ზ------ გ-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა. ოქმზე ფიქსირდება ზ---------ის მიერ გაკეთებული შენიშვნა: „2018 წლის აგვისტოს თვეში გერმანიაში შევიძინე ავტომანქანა ოპელ ასტრა, სადაც დავმალე გერმანიაში ნაყიდი ნარკოტიკული ნივთიერებები - ჰაშიში, კოკაინი, ექსტაზი. აღნიშნული ნარკოტიკები მე დავმალე აღნიშნული მანქანის ბარდაჩოკის უკან. მე მანქანა გამოვაგზავნე და მე გამოვფრინდი თვითმფრინავით. დღეს აღნიშნული მანქანა ჩამომივიდა თბილისში, რასაც დავხვდი და ჩავიბარე მასში ჩემს მიერ დამალულ ნარკოტიკებთან ერთად“ (გამომძიებელი ა---–--–-–---–ი, მონაწილე პირები: შ-–--–----ია და გ-------ძე).
ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 3-------------ს, ქ. თბილისში, ფ--------------ის გამზირისა და ი-------------–ის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ავტომანქანა „ოპელ ასტრას“ ტრანზიტული ნომრით G------ ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის სალონის წინა მხარეს ე.წ ტორპედოში მარჯვენა მხარეს არსებული სათავსოს ე.წ ბარდაჩოკის უკანა მხარეს არსებულ სივრცეში ნანახი და ამოღებულ იქნა 7 (შვიდი) ცა-–- მოზრდილი ფერის დასკოჩილი წონაკი, 1 (ერთი) ცა-–- მომცრო ზომის დასკოჩილი წონაკი და 1 (ერთი) ცა-–- ბოთლის ფორმის დასკოჩილი წონაკი. №1 დასკოჩილ წონაკში აღმოჩნდა ვერცხლისფერი ფოლგის გადახვეული ქაღალდი, რომლის გახსნის შემდგომ მასში აღმოჩნდა პოლიეთილენის ქარხნულად შეფუთული პოლიეთილენის პაკეტი გამჭვირვალე, სადაც მოთავსებულია მუქი ფერის ექვსკუთხა ფორმის და ამავე ფერის ფხვნილებისებრი ნივთიერები. №2 დასკოჩილი წონაკში აღმოჩნდა ვერცხლისფერი ფოლგის გადახვეული ქაღალდი, რომლის გახსნის შემდგომ მასში აღმოჩნდა პოლიეთილენის ქარხნულად შეფუთული გამჭირვალე პაკეტი სადაც მოთავსებულია მუქი ფერის ექვსკუთხა ფორმის აბები და ამავე ფერის ფხვნილისებრი ნივთიერებებით. №3 დასკოჩილი წონაკში აღმოჩნდა ვერცხლისფერი ფოლგის გადახვეული ქაღალდი, რომლის გახსნის შემდგომ მასში აღმოჩნდა პოლიეთილენის ქარხნულად შეფუთული გამჭვირვალე პაკეტი, სადაც მოთავსებულია მუქი ფერის ექვსკუთხა ფორმის აბები და ამავე ფერის ფხვნილებისებრი ნივთიერებით. №4 დასკოჩილ წონაკში აღმოჩნდა ვერცხლისფერი ფოლგის გადახვეული ქაღალდი, რომლის გახსნის შემდგომ მასში აღმოჩნდა პოლიეთილენის ქარხნულად შეფუთული გამჭვირვალე პაკეტი, სადაც მოთავსებულია მოვარდისფრო ფერის აბები და ამავე ფერის ფხვნილისებრი ნივთიერებით. №5 დასკოჩილ წონაკში აღმოჩნდა ვერცხლისფერი ფოლგის გახვეული ქაღალდი, რომლის გახსნის შემდგომ მასში აღმოჩნდა პოლიეთილენის ქარხნულად შეფუთული პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტი, სადაც მოთავსებულია მუქი ფერის ექვსკუთხა ფორმის აბები და ამავე ფერის ფხვნილისებრი ნივთიერებით. №6 ბოთლის ფირმის დასკოჩილ წონაკში აღმოჩნდა ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდი გახვეული, რომლის გახსნის შემდგომ მასში აღმოჩნდა პოლიეთილენის ბოთლი ხუფით დახურული წარწერით „სპრაიტი“, სადაც მოთავსებულია მოიასამნისფრო ფერის აბები. №7 დასკოჩილ წონაკში აღმოჩნდა ვერცხლისფერი ფოლგის გახვეული ქაღალდი, რომლის გახსნის შემდგომ მასში აღმოჩნდა გამჭვირვალე პოლიეთილენის ლენტში გადახვეული ქაღალდი, რომლის გახსნის შემდგომ მასში აღმოჩნდა 5 (ხუთი) ცა-–- პოლიეთილენის პარკში დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება, საიდანაც 3 (სამი) ცალს აქვს დაკრული ქაღალდი წარწერით „1“. №8 დასკოჩილ წონაკში აღმოჩნდა ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდში გახვეული, პოლიეთილენის ზიპშესაკრავიან პაკეტში წარწერით „I---” -ში მოთავსებული, 5 (ხუთი) ცალ პოლიეთილენის პარკში დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება, საიდანაც 2 ცალს აქვს დაკრული ქაღალდი წარწერით „1“. №9 მომცრო ზომის დასკოჩილ წონაკში აღმოჩნდა ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდში გახვეული 1 (ერთი) ცა-–- მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ქაღალდის ნაჭერი მასზე გამოსახული 5 (ხუთი) ცა-–- ნახატით, ასევე 2 (ორი) ცა-–- პოლიეთილენის გამჭირვალე პარკის წონაკი. ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით. ოქმზე ფიქსირდება ზ---------ის მიერ გაკეთებული შენიშვნა: „ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული აბები, ფხვნილი და მუქი ფერის ნივთიერებები ქაღალდის სურათიანი ნაჭერი არის ნარკოტიკული საშუალებები კოკაინი, ექსტაზი, ჰაშიში და ლსდ, რაც შევიძინე გერმნიაში და ჩამოვიტანე საქართველოში. ნარკოტიკი მეკუთვნის მე“ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოსურათები ერთვის სს საქმეს (გამომძიებელი ა---–--–-–---–ი, მონაწილე პირები: შ-–--–----ია და გ-------ძე).
დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 3-------------ს 09:02 საათზე, ქ. თბილისში, ფ--------------ის გამზირისა და ი-------------–ის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ზ------ თ------ის ძე გ-------ე (გამომძიებელი ა---–--–-–---–ი, მონაწილე პირები: შ-–--–----ია და გ-------ძე).
ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 3-------------ს, ამოღებული იქნა ზ---------ის მფლობელობაში არსებული ა/მანქანა „ოპელ ასტრა“ სატრანზიტო ნომრით G------, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ა---–--–-–---–ი, მონაწილე პირები: შ-–--–----ია და გ-------ძე).
ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებებისა და შესაბამისი ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლებმა: ა-----– ნ-–--–-–---–მა, გ------ი ჩ-----ძემ და შ--–-- წ--–----იამ, აგრეთვე ექსპერტ-კრიმინა-–-სტებმა: გ----- ჩ----ემ და ლ---–- გ-----–--მ.
სამართალდამცავებმა დამატებით განმარტეს, რომ თანამშრომლის გ.ქ------–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2018 წლის 3-------------ს, გავიდნენ ქ. თბილისში, ფ--------------ის გამზირისა და ი-------------–ის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ ავტომანქანა „ოპელ ასტრა“ ტრანზიტული ნომრით G------. ა/მანქანაში მძღოლის სავარძელზე იჯდა ზ------ გ-------ე, რომელიც გადახრილი იყო გვერდით, მგზავრი სავარძლის მხარეს და სათავსოს ე.წ. „ბარდაჩოკს“ ხსნიდა, 1-2 ჭანჭიკი უკვე მოხსნილი ჰქონდა. გამომძიებელმა ა---–--–-–---–მა ზ---------ეს განუმარტა, რომ უნდა ჩატარებულიყო მისი პირადი და ა/მანქანის ჩხრეკა, გააცნო უფლება-მოვალეობები და დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. ზ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მხოლოდ პირადი ნივთები, რაც დაილუქა სათანადო წესით, კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა. ზ---------ემ ხელი მოაწერა პირადი ჩხრეკის ოქმს, ამასთან ნებაყოფლობით ითანამშრომლა და როგორც პირად საუბარში, ისე ოქმზე დააფიქსირა შენიშვნა, რომ გერმანიაში შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, რაც მოათავსა იქვე შეძენილ ა/მანქანაში და ამ გზით შემოიტანა საქართველოში. ზ---------ემ სამართალდამცავებს მიუთითა როგორც მის მიერ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების სახობები და ოდენობები, ისე ზუსტი ადგილმდებარეობა „ოპელ ასტრას“ მარკის ა/მანქანაში. აღნიშნულის შემდეგ, გამოძახებული იქნა კრიმინა-–-სტიკური სამსახური და მათი მონაწილეობით, ზ---------ის თანდასწრებითა და მისივე მითითებით, შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა ა/მანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები 9 წონაკად. ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, ზ---------ემ ხელი მოაწერა როგორც ოქმს, ისე ლუქებს და დააფიქსირა შენიშვნა, რომ ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული აბები, ფხვნილი და მუქი ფერის ნარკოტიკული საშუალებები - კოკაინი, ექსტაზი, ჰაშიში და ლსდ, შეიძინა გერმანიაში და ჩამოიტანა საქართველოში. საგამოძიებო მოქმედების დროს ექსპერტების მიერ გადაღებული იქნა ფოტოსურათები. ზ---------ე დააკავეს და გადაიყვანეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში. მოწმე გ-------ძის განმარტებით, ზ---------ემ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ საკუთარი ხელით მოათავსა ნარკოტიკული საშუალებები ა/მანქანის სამალავში და მათი მისვლის მომენტისათვის სწორედ მისი გახსნით იყო დაკავებული - „თვითონ თქვა, ვხსნიდიო და აი, მიგვითითა.“ მოწმეთა ჩვენებით, ზ---------ემ ხელი მოაწერა როგორც ჩხრეკის, ისე დაკავების ოქმებს და არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.
ექსპერტებმა: ლ-------–-ამ და გ------ემ დამატებით განმარტეს, რომ 2018 წლის 3-------------ს, შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ თბილისში, ფ--------------ის გამზირისა და ი-------------–ის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა/მანქანის ჩხრეკაში მონაწილეობის მისაღებად. ბრალდებულის მითითებით იქნა ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ე.წ. „ბარდაჩოკის“ უკან განთავსებული სამალავიდან, რაც დაილუქა, დასურათდა და ხელი მოეწერა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირის მიერ. ლ-------–-ას განმარტებით, ბრალდებულმა მიუთითა ნარკოტიკული საშუალებების ადგილსამყოფელი - „ბარდაჩოკის უკან ღრმადააო“. ცალკეული ნივთიერებების ამოღების შემდეგ, ზ---------ემ პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ კიდევ უნდა ყოფილიყო წონაკი და მართლაც იქნა ამოღებული.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 3-------------ს, ზ------ გ-------ის პირის ღრუდან ბიოლოგიური სტერილური ჩხირით აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ა---–--–-–---–ი, ექსპერტი თ--------–---–ი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--- ღ----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ნარკოლოგიური გამოკვლევის №------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, 2018 წლის 3-------------ს, ზ------ გ-------ეს ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.
ს----------–----–---------------–--------–---------------------------- 2018 წლის 4 ოქტომბრის წერილის თანახმად, ზ------ გ-------ემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა ქ--------------------------------------- მიმართულებით 2018 წლის 6----------- 4:39 საათზე, შემოსვლა კი ფიქსირდება გერმანიიდან საქართველოში იმავე აეროპორტის მეშვეობით 2018 წლის 1------------------ საათზე.
ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 3-------------ს, ჩატარდა ზ------ გ-------ის ბინის ჩხრეკა, მდებარე: თ---–------–--------------------------------ში, რა დროსაც ამოღებული იქნა ორი ცა-–- „ს---------“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით: 1) 3-------------- - აღნიშნულ მობილურ ტელეფონს არ აქვს ელემენტი და უკანა სახურავი, მასში მოთავსებულია სიმბარათი ნომრით 8------------------ და 2) 3-------------- -აღნიშნულ მობილურ ტელეფონს არ აქვს უკანა სახურავი, მასში მოთავსებულია სიმბარათი ნომრით 8------------------. ამოღებული მობილური ტელეფონები სიმბარათებთან ერთად დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი რ-----------–---–ი, მონაწილე პირები: ა---------ი, ა------–---–ი, ქ----–--ე).
ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებებისა და შესაბამისი ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლებმა: რ-------- მ---------–---–მა, ა-–- გ-------მა და ა---------– მ----–---–მა. მოწმეთა განმარტებით, ბინის ჩხრეკას ეწრებოდა ბრალდებულ ზ---------ის მეუღლე ქ------- მ--–--ე, რომელსაც რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- ნ----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ს----------–--------------------------- №---------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
ზ------ გ-------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ფიგურული ამონატვიფრიანი, მოყავისფრო-ოქროსფერი ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტები, ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი, საერთო წონით - 500,0 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4-მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 112,5 გრამს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- ნ----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ს----------–--------------------------- №---------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
ზ------ გ-------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული:
- ორივე მხარეს ფიგურული ამონატვიფრიანი, მოყავისფრო-ოქროსფერი ექვსკუთხა ფორმის 1014 ( ათას თოთხმეტი) ცა-–- ტაბლეტი, ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი, საერთო წონით - 499,4 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - „მდმა“-ს (3,4 - მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 114,339 გრამს.
- ორივე მხარეს ფიგურული ამონატვიფრიანი, იასამნისფერი ექვსკუთხა ფორმის ერთი ტაბლეტი, მოყავისფრო-ოქროსფერი ექვსკუთხა ფორმის 1030 (ათას ოცდაათი) ცა-–- ტაბლეტი, ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი, საერთო წონით - 501,47 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - „მდმა“-ს (3,4 - მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით 114,84 გრამს.
- ორივე მხარეს ფიგურული ამონატვიფრიანი, მოვარდისფრო ფიგურული ფორმის 1004 (ათას ოთხი) ცა-–- ტაბლეტი, ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი, საერთო წონით - 446 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - „მდმა“-ს (3,4 - მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით 75,84 გრამს.
- ორივე მხარეს ფიგურული ამონატვიფრიანი, მოყავისფრო-ოქროსფერი ექვსკუთხა ფორმის 1010 ( ათას ათი) ცა-–- ტაბლეტი, ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი, საერთო წონით - 500,47გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - „მდმა“-ს (3,4 - მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 113,526 გრამს.
- უფერო, გამჭვირვალე პოლიმერული მასა-–-ს ხუფიანი ბოთლში მოთავსებული ორივე მხარეს ფიგურული ამონატვიფრიანი, იასამნისფერი ფიგურული ფორმის 781 (შვიდას ოთხმოცდაერთი) ცა-–- ტაბლეტი და ტაბლეტის ორი ნატეხი, საერთო წონით - 358,24 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“-ს (3,4 - მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 39,41 გრამს.
ობიექტში №1-5 (4840 ცა-–- ტაბლეტი, ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი) ნარკოტიკული საშუალება - „მდმა“-ს (3,4 - მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 457,955 გრამი.
- უფერო, გამჭირვალე პოლიეთილენის ნაჭრებში გახვეული, 10 (ათი) ცალად დაფასოებული სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო-მომწვანო ნივთიერება, საერთო წონით - 940,27 გრამი, წარმოადგენს კანაფის მცენარისგან კუსტარული წესით დაქუცმაცების, გაცრის და დაპრესვის შედეგად მიღებულ მასას, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკარაბინოლს, საერთო წონით - 330,52 გრამს.
- უფერო, გამჭვირვალე ჩამკეტიან მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერზე, ყვითელი ფერის გამოსახულებით, წონით - 0,079 გრამი, აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდი (ლსდ), წონით - 0,000114 გრამი.
- ორ ცალ უფერო, გამჭირვალე პოლიეთილენის ორ ცალ პაკეტში, ორ ცალად დაფასოებული მოთეთრო ფერის ფხვნილი და გრანულები, საერთო წონით - 39,08 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი) საერთო წონით - 31,275 გრამს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------------- ნ---- გ--–-–---–მა დაადასტურა მის მიერ შესრულებული სანოტარო აქტის სისწორე, რომლის თანახმად, 2018 წლის 2-------------ს, მოქ.ქ------- მ--–--ემ მინდობილობა გასცა მოქ. პ---–- ზ--–--ის სახელზე და ამ უკანასკნელს მიანიჭა უფლებამოსილება, რომ უზრუნველყოს მიმნდობის სახელზე შემოყვანილი ნებისმიერი ა/მანქანის და მასში არსებული ტვირთის გამოყვანა ბათუმის საბაჟო პორტიდან, ტერმინა-–-დან, გაფორმების ეკონომიკური ზონიდან, მოახდინოს ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე - თბილისამდე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე პ---–- ზ--–--ისა და საჯაროდ წაკითხული, მოწმე მ---- ბ------–---–ის ჩვენებებით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
პ---–- ზ--–--ი და მ---- ბ------–---–ი მინდობილობის საფუძველზე ახორციელებენ საღვარგარეთიდან შემოყვანილი ა/მანქანების ბათუმის საბაჟო ტერმინა-–-დან გამოყვანას და მესაკუთრისათვის გადაცემას. 2018 წლის 2-------------ს, პ---–- ზ--–--ს დაუკავშირდა ტელეფონით მოქ. ქ------- მ--–--ე და სთხოვა მის სახელზე ბათუმის საბაჟო ტერმინალში განთავსებული ა/მანქანის თბილისში ჩამოყვანა, რის გამოც მომდევნო დღეს, 2-------------ს პ-----–--ს გადაუგზავნა მინდობილობა. ხსენებული მინდობილობის საფუძველზე, 2-------------ს, ქ.ბათუმში, საბაჟო ტერმინა-–-დან მუშებმა პ-----–--სა და მ--------–---–ს ბუქსირით გამოუყვანეს ა/მანქანა „ოპელ ასტრა“, რომელიც მოათავსეს ევაკუატორზე და მ---- ბ------–---–მა წამოიყვანა თბილისში. დედაქალაქში ჩამოსვლისთანავე, პ---–-ს დავალებით, მ----მ ქ----–--ეს აცნობა, რომ მანქანა განთავსებული იყო დ------------–------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე. მოწმეთა ჩვენებებით, საბაჟო ტერმინალში უცხო პირთა შესვლა აკრძალულია, ა/მანქანა „ოპელ ასტრა“ შესაბამისი მინდობილობისა და 51 ლარიანი ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარეთ გამოიყვანეს მუშებმა და გადამზიდავების: პ-----–--ისა და მ--------–---–ის გარდა ქ.თბილისში ჩამოყვანამდე და მესაკუთრისათვის გადაცემამდე ა/მანქანასთან სხვა პირს შემხებლობა არ ჰქონია. 3-------------ს გამთენიისას, დიდ დიღომში, ფ--------------ის ქუჩასთან, მ--------–---–ს მოტოციკლით მიაკითხა ახალგაზრდა მამ---ცმა, რომელიც გაეცნო ზ------ გ-------ის სახელით და საბუთების შემოწმების შემდეგ, მ----მ ზ------ გ-------ეს ჩააბარა მისი მეუღლის სახელზე ჩამოსული ა/მანქანა „ოპელ ასტრა“ ტრანზიტული ნომრით G------.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------- ს-------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ბ----–--------------------------------------------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
- პაკეტში, წარწერით „-----------…შესაფუთი მასალა...“ მოთავსებულ პოლიეთილენის პაკეტზე (ობ№1) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით „-----------…შესაფუთი მასალა“... მოთავსებულ ბოთლზე (ობ№2,3), ორ ცალ პარკზე და ლურჯზოლიან თვითმკეტ პაკეტზე (ობ№4), ერთ-ერთ პოლიეთილენის პაკეტზე (ობ№8) და მოთეთრო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტებზე (ობ№9,10) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა. ობ№2,4,10-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ------ გ-------ეს (ობ№20, პაკეტი წარწერით „ნერწყვის ნიმუში აღებული ბრალდებულ ზ------ გ-------ის პირის ღრუდან’). ობ№8-ის და ობ№9-ის გენეტიკური პროფილები ეკუთვნის ორ სხვადასხვა მამრობითი სქესის პირს და არ ეკუთვნის ზ------ გ-------ეს (ობ№20). ობ№3-ის შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. პაკეტში მოთავსებულ სხვა შესაფუთ მასალაზე (ობ№5-7) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით „F---------“ შესაფუთი მასალა ქაღალდის პაკეტებში“ მოთავსებულ სხვადასხვა შესაფუთ მასალაზე (ობ№11-17,18), ქაღალდის ფრაგმენტზე (ობ№17ა) და პოლიეთილეინს პაკეტზე (ობ№18ა) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 3-------------ს, ქ.თბილისში, ლ-- კ------ის ქ---------ში ჩატარდა ქ------- მ--–--ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა (გამომძიებელი ქ-–--–-----ძე, მონაწილე პირი თ-------–--).
ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლებმა: თ----- დ----–--მ და ქ------- ც--–-----ძემ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: გ------ი ქ---–-–---–მა და ა-----– ნ-–--–-–---–მა დაადასტურეს ზ---------ის ბრალდების სს საქმეზე გამოძიების დაწყების, აგრეთვე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
მოწმე ქ------- მ--–--ის ჩვენებით, ა/მანქანა „ოპელ ასტრა“ მისმა მეუღლემ ზ------ გ-------ემ შეიძინა გერმანიაში და გამოაგზავნა საქართველოში. თარიღი არ ახსოვს, შუა კვირაში ტელეფონით შეატყობინეს, რომ მანქანა ბათუმში იყო ჩამოსული. 2-------------ს დილით, ზ----ამ თქვა, რომ თვითონ ჩავიდოდა ბათუმში მანქანის ჩამოსაყვანად, ვინაიდან ქ-------ს მის სახელზე აქვს გაცემული მინდობილობა ა/მანქანების გაფორმება-ჩამოყვანასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, ბრალდებული 2-------------ს წავიდა ბათუმში და იმავე დღეს დაბრუნდა, ვინაიდან მანქანას პრობლემები ჰქონდა. გადაწყდა, რომ მანქანა ევაკუატორით უნდა წამოეყვანათ, რის გამოც შაბათ დღეს, 2-------------ს ქ----–--ემ მინდობილობა გააფორმა პ-----–--ის სახელზე. მოწმის ჩვენებით, 28-2-------------ს სახლის დალაგებისას აღმოაჩინა ტელეფონები, რასთან დაკავშირებითაც ზ----ამ განუცხადა, რომ სხვისი კუთვნილება იყო და სავარაუდოდ აღნიშნული ტელეფონები ამოიღო გამოიძიებამ ბინის ჩხრეკის დროს. მოწმის განმარტებით, გამოძიებაში განსხვავებული ჩვენების მიცემა განაპირობა გამომძიებლის რჩევამ, რომ მისი მეუღლისათვის უკეთესი იქნებოდა, თუკი იტყოდა, რომ ზ------ გ-------ე საზღვარგარეთ არ ყოფილა მანქანის შესაძენად.
ბრალდებულ ზ------ გ-------ის ჩვენებით, 2018 წლის 2-------------ს შეატყობინეს, რომ მის მიერ გერმანიიდან გამოგზავნილი ა/მანქანა ბათუმში ჩამოვიდა. 2-------------ს, დილის 6 საათზე უკვე იმყოფებოდა საბაჟო ტერმინა-–-ს ტერიტორიაზე, სადაც შეხვდა 2 წლის ნაცნობი, თურქი ეროვნების პირი, სახელად ‘შ-----–-“. ხსენებულმა პირმა ბრალდებულს შესთავაზა 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, კუთვნილი ა/მანქანით თბილისში გადაეზიდა ნარკოტიკული საშუალებები და გადაეცა კონკრეტული ადამიანისათვის, რაზეც ზ---------ე დათანხმდა. ბრალდებულის განმარტებით, ტერმინა-–-ს ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა არაა მარტივი, თუმცა „შ-----–-ს“ ნაცნობის დახმარებით, დაუბრკოლებლად შეაღწიეს ა/მანქანების პარკინგზე, სადაც „შ-----–-მ“ გახსნა ე.წ. „ბარდაჩოკი“ ქანჩის გამოყენებით, შეინახა ნარკოტიკული საშუალებების პაკეტები, ბრალდებულსაც აჩუქა პატარა პაკეტი „ლსდ“ და „კოკაინი“, ისევ დააბრუნა სათავსო პირვანდელ მდგომარეობაში და კვლავ მისი ნაცნობის დახმარებით, დატოვეს ტერმინა-–-ს ტერიტორია. აღნიშნულის შემდეგ, „შ-----–-მ“ ბრალდებულს გადასცა 3 ტელეფონი, რომელიც უნდა ჩაერთო 5 ოქტომბერს და რომელზეც დაუკავშირდებოდა გოგონა და სწორედ მისთვის უნდა გადაეცა ნარკოტიკული საშუალებები, დავალების შესრულებისთანავე კი ზ------ი მიიღებდა დაპირებულ 5000 აშშ დოლარს. „შ-----–-მ“ ასევე ურჩია ბრალდებულს, რომ მანქანა ევაკუატორით გადაეზიდა თბილისში. ზ------ გ-------ე და მისი ნაცნობი ერთამნეთს დაშორდნენ, 2-------------ს საღამოს ბრალდებული გამოემგზავრა და 3-------------ს დილით, გამთენიისას, უკვე თბილისში იმყოფებოდა, ტელეფონებიც სახლში მიიტანა. ბრალდებულის ჩვენებით, ტელეფონით შეატყობინეს, რომ მანქანა ჩამოყვანილი იყო, რის გამოც მივიდა დ------------–------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე და ა/მანქანაში ჩაჯდომისთანავე დააკავა პოლიციამ. მან ნებაყოფლობით მიუთითა სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალებების ადგლსამყოფელი, თუმცა უარყო, რომ ე.წ. „ბარდაჩოკის“ მოხსნით იყო დაკავებული მათი მისვლისას. ბრალდებულის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არათუ ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფაც არ ყოფილა, თუმცა მათი რჩევით დააფიქსირა, რომ ნარკოტიკული საშუალება გერმანიიდან შემოიტანა საქართველოში, ვინაიდან დაპირდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და შეღავათებს. ბრალდებულმა თავდაპირველად განმარტა, რომ მისი ბათუმში წასვლის დროისათვის მინდობილობა პ-----–--ზე მის მეუღლეს გაცემული ჰქონდა, შემდეგ კი დაცვის მხარის მინიშნებით, განაცხადა, რომ ზუსტად არ ახსოვს აღნიშნული ფაქტი. ბრალდებულის ჩვენებით, ა/მანქანა გერმანიაშივე არ იყო მწყობრში, თუმცა ბათუმში საერთოდ არ დაიქოქა, გარდა ამისა, ფანჯრის მინები ჩავარდნილი ჰქონდა და დახურულ მდგომარეობაში არ ჩერდებოდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებადაა შერაცხული, ხოლო სსკ-ის 262-ე მუხლით დასჯადია ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა სახელმწიფო კონტროლისაგან მალულად, სამალავში მოთავსებით, რათა გაძნელებულიყო კანონსაწინააღმდეგო ნივთიერების აღმოჩენა.
ზ------ გ-------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა და შენახვა გარდა თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, პირადი და ა/მანქანის ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნებით, ამასთან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სს საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში.
სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ გ-------ემ ზ/აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები განათავსა გერმანიაში შეძენილი ა/მანქანა „ოპელ ასტრას“ სამალავში და შენიღბული სახით შემოიტანა საქართველოში. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანა-–-ზის შედეგად დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
· 2018 წლის 6--- აგვისტოს პერიოდში ზ------ გ-------ე ნამდვილად იმყოფებოდა გერმანიის რესპუბლიკაში, შეიძინა ა/მანქანა „ოპელ ასტრა“ და საქართველოში გამოაგზავნა მეუღლის ქ----–--ის სახელზე;
· ა/მანქანა „ოპელ ასტრა“ ტრანზიტული ნომრით G------ განთავსებული იყო ქ.ბათუმში, საბაჟო ტერმინალში ე.ი. შემოსავლების სამსახურის მკაცრი საბაჟო კონტროლის ზონაში, სადაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული მოქმედებები სრულდება შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით;
· ბათუმის საბაჟო ტერმინა-–-დან ქ.თბილისში, ზ---------ისათვის ჩაბარებამდე ა/მანქანა „ოპელ ასტრასთან“ ტრანზიტული ნომრით G------ შემხებლობა ჰქონდათ მხოლოდ საბაჟო ტერმინა-–-ს თანამშრომლებსა და გადამზიდავებს: პ-----–--სა და მ--------–---–ს, შესაბამისად, გამოირიცხება და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია ვარაუდი ვინმეს მიერ ზ---------ის ა/მანქანაში, მისგან მალულად განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ძვირადღირებული ნარკოტიკული საშუალებების „ჩადების“ ფაქტი;
· შ---–--------–---------------–----------–-–--ს თანამშრომლების ჩვენებებითა და ა/მანქანის ჩხრეკის ოქმზე თანდართული ფოტოსურათებით დადგენილია, რომ სამართალდამცავების მისვლის მომენტისათვის ზ---------ე დაკავებული იყო ა/მანქანის ე.წ. „ბარდაჩოკის“ მოხსნით. იმავე მოწმეთა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკისა და ა/მანქანის ჩხრეკის ოქმზე ბრალდებულის მიერ გაკეთებული შენიშვნებით დასტურდება, რომ ზ---------ემ ნარკოტიკული საშუალებები შეიძინა გერმანიაში და შენიღბული გზით, სპეციალურად მოწყობილი სამალავით შემოიტანა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ თავად ზ---------ის ჩვენებით, შენიშვნები დააფიქსირა ნებაყოფლობით, სამართალდამცავების მხრიდან ყოველგვარი იძულებისა თუ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების გარეშე, მის მიმართ ადგილი არ ჰქონია არათუ ფიზიკურ, არამედ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც კი.
· რაც შეეხება ბრალდებულისა და მისი მეუღლის მიერ სასამართლო სხდომაზე განვითარებულ ვერსიას, სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების უტყუარობის კონტექსტში მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, აგრეთვე სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო. მოცემულ შემთხვევაში ზ---------ისა და ქ----–--ის ჩვენებები არათუ ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, არამედ მათი ჩვენებები ურთიერსაწინააღმდეგოცაა მთელ რიგ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, გარდა ამისა, სხდომაზე დაკითხვისას გამოვლინდა ბრალდებულის მიერ გაკეთებული არაერთი არათანმიმდევრული და არაგულწრფელი განმარტება. ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულისა და მისი მეუღლის ვერსია დაუსაბუთებელია და მიზნად ისახავას მხოლოდ ზ------ გ-------ისათვის მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის თავიდან არიდებას.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყა-–-ბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღა-–- უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვა-–-სწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ გ-------ემ ჩაიდინა:
1. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვა-–-სწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
2. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, დანაშაული გათვა-–-სწინებული საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ზ------ გ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება.
4.2. ზ------ გ-------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოცია-–-ზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა - ზოგადად, არ არსებობს სამართლიანობის დეფინიცია, განმარტება, კანონით რეგლამენტირებული ცნება, თუმცა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სამართლიანობა წარმოადგენს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის შეფარდების უპირობო მიზანს და შეფასებადია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით.
კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაკისრების გზით სამართლიანობის აღდგენის პრაქტიკული შინაარსი დაკავშირებულია შემდეგი მოლოდინების დაკმაყოფილების აუცილებლობასთან, კერძოდ:
· მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეა-–-ზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის, ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც (სასჯელს). მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას.
· სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდი, ჰარმონიული თანაცხოვრების სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებასა და დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინების დაკმაყოფილებას. წესრიგი, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოების იმანენტური მოთხოვნილებაა, ამიტომ, ლოგიკური და საფუძვლიანია საზოგადოების მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქმედება/ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის წესრიგს, შეთანხმებულს საზოგადოების წევრებს შორის, აღკვეთილი, თავიდან აცილებული და რეაგირებული იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამ წესრიგის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ დაცულობას.
· სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის გათვა-–-სწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს კონკრეტული პირისგან (მისი ქმედებიდან) მომდინარე პოტენციური საფრთხეების განეიტრალება. სასჯელი უნდა იყოს საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა იმავდროულად, უკიდურესად აუცილებელი, რათა ობიექტურ პირს შეექმნას წარმოდგენა, რომ, თუ არა სწორედ ასეთი სასჯელი, საფრთხეების სხვაგვარად განეიტრალება შეუძლებელი იქნებოდა. სამართლიანი სასჯელი გულისხმობს სახელმწიფოს რაციონალურ და მიზანშეწონილ, თანაზომიერ პასუხს სახელმწიფოს და, მაშასადამე, საზოგადოების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ აღიარებულ ქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის ფუნქციის წარმატებით შესრულებას, საზოგადოების ჰარმონიული და მშვიდი თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის საზოგადოების მიერვე ნაკარნახებ და ხელისუფლების მიერ მიღებული სათანადო წესების დაცვას.
· სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც კანონმდებელს, ისე სამართალშემფარდებელს, სასჯელის გამოყენება ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმდებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინა პირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების გათვა-–-სწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა შეძლოს სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვა-–-სწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლე უნდა იყოს მზად, ყველა რელევანტური საფუძვლისა და წინა პირობის დეტალური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეა-–-ზაციას.
მაშასადამე, სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეა-–-ზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეა-–-ზების შესაძლებლობას.
დამნაშავის რესოცია-–-ზაცია - რესოცია-–-ზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყა-–-ბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის და ამ მიზნით სასჯელის გამართლებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძა-–-ან მაღა-–-ა ყოველ ჯერზე, როგორც სასჯელის სახეობის, მისი სამართლიანად შეფარდების, ასევე მსჯავრდებულის იმ სამართლებრივ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში მოთავსების თვალსაზრისით (პირველ რიგში იგულისხმება საპატიმროში საამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნა), რამაც საბოლოო ჯამში ობიექტურად შესაძლებელი უნდა გახადოს სასჯელით მსჯავრდებულის რესოცია-–-ზაციის მიზნის უზრუნველყოფა.
ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენცია.
სპეციალური პრევენცია რეციდივის წინააღმდეგ არის მიმართული, გულისხმობს დამნაშავისათვის ახა-–- დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას. ლოგიკა შემდეგ დაშვებას ეფუძნება: ა) როდესაც დამნაშავე ისეთი მაღა-–- საფრთხის შემცველია, რომ საზოგადოების დაცვის მიზნით მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება კანონზომიერად ამცირებს საზოგადოებისთვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს; ბ) ამასთან, პირი პირადად განიცდის რა საკუთარ თავზე დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ შედეგებს, სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიების ნეგატიურ ეფექტებს, ეს გარემოება გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის მომავალ ქცევაზე. თუმცა, ცხადია, სასჯელი არ არის პირის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის გამორიცხვის აბსოლუტური გარანტია, სასჯელს მხოლოდ ასეთი რისკების მინიმა-–-ზების ზოგადი პოტენცია-–- აქვს, რომელიც ყოველ ჯერზე მიიღწევა ან არა.
ამდენად, სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმა-–-ზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოცია-–-ზაციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და რესოცია-–-ზაციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.
მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი (ზოგადი პრევეცია), შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ. მაშასადამე, ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებულ/კონკრეტულ შემთხვევაში შეფარდებულ სასჯელს აქვს უნარი, შეამციროს როგორც იგივე, ისე სხვა პირების მიერ ამ დანაშაულის ჩადენა. სასჯელმა უნდა უზრუნველყოს როგორც დამნაშავის მიერ საკუთარი ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა (მომავალში დანაშაულებრივ საქმიანობაზე უარის თქმა), ისე საზოგადოების დაცვა დამნაშავეთა აგრესიისგან.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვა-–-სწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელის დაკისრებისას გათვა-–-სწინებული უნდა იქნეს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვა-–-სწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსითა და ფორმით, ობიექტურად შეუწყობს ხელს ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, დანაშაულის შემცირებას და დამნაშავე პირის რესოცია-–-ზაციას, საბოლოოდ კი, შეუწყობს ხელს სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, კი უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.
მოცემულ შემთხვევაში, ზ------ გ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ორ უმნიშვნელოვანეს გარემოებას:
· დანაშაულის ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება - აღსანიშნავია, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ – 1 გრამზე მეტი ოდენობით, „კოკაინი (მარილი)“ - 6 გრამზე მეტი ოდენობით, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ 5 გრამზე მეტი ოდენობით წარმოადგენს განსაკუთრებით დიდი ოდენობას, სს საქმეში წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით კი, თითოეული ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბევრად აღემატება კონკრეტულად მისთვის დადგენილ ზ/აღნიშნულ ზღვარს (მდმა - 570,455 გრამი, კოკაინი – 31.275 გრამი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი - 330.51 გრამი). სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ/აღნიშნული უპრეცედენტო რაოდენობის, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტი არაპირდაპირ მიუთითებს მისი შესაძლო გავრცელების საფრთხეზე, ვინაიდან ალოგიკურია საუბარი პირადი მოხმარების მიზანზე.
· ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება - ზ------ გ-------ის მიერ შემუშავებული, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და საქართველოში შენიღბული გზით შემოტანის დანაშაულებრივი სქემის კარგად ორგანიზებულობა, ბრალდებულის წინდახედულობა და სიფრთხილე დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებისას მიუთითებს, რომ მისი ნება იყო მტკიცე და ურყევი, რომ სოლიდური ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ჩაედინა ასეულობით ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რამაც ასევე გავლენა უნდა მოახდინოს სასჯელის ზომაზე დამძიმების თვალსაზრისით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ზ------ გ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გასათვა-–-სწინებელი არაერთი დამამძიმებელი გარემოებება, რასაც ცხადია ვერ გადაწონის ბრალდებულის მიერ დანაშაულის ნაწილობრივი აღიარება (ამასთან, მტკიცებულებათა სრულად გამოკვლევის შემდეგ, მხოლოდ სასჯელის შემსუბუქების მოტივით), შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვა-–-სწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, ზ------ გ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვა-–-სწინებული სანქციის ფარგლებში - თავისუფლების აღკვეთა 17-17 წლის ვადით, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, დანაშაულებრივი სქემისა და უკანონოდ შეძენილი, შენახული და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის გათვა-–-სწინებით, ზ------ გ-------ის დანაშაულებრივი ქმედება ისეთი მაღა-–- საფრთხის შემცველია, რომ მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება მაქსიმალური ვადით, რაც შეამცირებს საზოგადოებისათვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს. ამასთან, ზ------ გ-------ეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------------სა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1--------------ს განჩინებები ყადაღის დადების თაობაზე და ყადაღა უნდა მოეხსნას ზ------ გ-------ის სახელზე რეგისტრირებულ მოტოციკლს “H--------------” (გამოშვებული 2008 წელს, სახ№------, ვინ კოდით №------------------), ქ------- მ--–--ის სახელზე რეგისტრირებულ ა/მანქანას „N-----------” სახ№------- და ქ------- მ--–--ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ბ---------------------------------------------------–-----–-------------–----------------------------–-------------------------------------------------------------------------------------, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ ზ/აღნიშნული ქონება წარმოადგენს ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი გზით მიღებულ ქონებას, ამდენად, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, მათი ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება ა/მანქანა „ოპელ ასტრას“, სატრანზიტო ნომრით G------, სს საქმეზე გამოკვეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ იგი წარმოადგენს დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთს, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ზ------ გ-------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას ხსენებული ა/მანქანა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ------ გ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ------ გ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზ------ გ-------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 3 ოქტომბრიდან.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ზ------ გ-------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი - ა/მანქანა „ოპელ ასტრა“, სატრანზიტო ნომრით G------.
ზ------ გ-------ეს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ზ------ გ-------ეს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------------სა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1--------------ს განჩინებები ყადაღის დადების თაობაზე და ყადაღა მოეხსნას ზ------ გ-------ის სახელზე რეგისტრირებულ მოტოციკლს “H--------------” (გამოშვებული 2008 წელს, სახ№------, ვინ კოდით №------------------), ქ------- მ--–--ის სახელზე რეგისტრირებულ ა/მანქანას „N-----------” სახ№------- და ქ------- მ--–--ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ბ---------------------------------------------------–-----–-------------–----------------------------–-------------------------------------------------------------------------------------.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ზ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, საბუთები და ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი სიმბარათთან ერთად, ზ---------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები, ზ---------ის მოტოციკლი და ა/მანქანა „ნისანი“ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;
- ნარკოტიკული საშუალებები, შესაფუთი მასალა და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ლაზერული დისკები შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნ---- ნაჭყებია