გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3759-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - სს ,,ფ---- ბანკი საქართველო“
წარმომადგენელი - სოფიო ს------------. დ-----------–---
მოპასუხე - ზ-----------–------. ა---------–-----ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება; იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):
1.1. მოპასუხე ზურაბი და ა---------–-----ებზე, მოსარჩელე სს ,,ფ---- ბანკი საქართველო“-ს სასარგებლოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - ძირი - 8781.16 აშშ დოლარის და სარგებელის - 1732.14 აშშ დოლარის სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება.
1.2. კრედიტორის- სს ,,ფ---- ბანკი საქართველო“-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მოხდეს იპოთეკით დატვირთული ზ-----------–------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებების რეალიზაცია, საკადასტრო კოდი 0------------------ ; იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს ძირითადი მსესხებლის უძრავ-მოძრავი ქონებიდან ამონაგები ქონების რეალიზაციით.
1.3. მოპასუხეებზე, ბანკის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯების მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება.
1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 12 აგვისტოს ფ---- ბანკსა და ზურაბ ასლანიდს შორის გაფორმდა გენერალური ხელშკერულება საკრედიტო მომსახურების შესახებ. 2016 წლის 12 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულებებით სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზურაბ ასლანიდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ 0------------------). 2015 წლის 25 ივნისს ხელშეკრულებით მსესხებელმა ზურაბ ასლანიდმა სს ,,ბინკა ბანკი საქართველო’’-სგან სესხად მიიღო 12, 500 აშშ დოლარი 1458 დღის ვადით, 2016 წლის 17 აგვისტოსდან 2020 წლის 14 აგვისტომდე ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.45%-ით წლის განმავლობაში. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.00%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორცილდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. ვინაიდან მოვალე ზურაბ ასლანიდი და მისი თავდები პირი ა---------–-----ის მიერ გამუდმებით ირღვევა სესხის ხელშეკრულების პირობები ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე იძულებულია შეწყვიტოს სახელშეკრულებლო ურთიერთობები და მიმართოს სასამართლოს რათა მოოთხოვის სესხის დაუყონებლივ დაბრუნება და ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.
2.1. მოპასუხე ზურაბი და ა---------–-----მა წარმოადგინეს შესაგებელი და სარჩელი ცნეს სრულად.
მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე ზ-----------–-----მა განმარტა, რომ აღიარებს სესხის ძირს და პროცენტს. ბანკში შედგენილი გრაფიკის მიხედვით იხდის სესხის თანხას.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 12 აგვისტოს ფ---- ბანკსა და ზურაბ ასლანიდს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურების შესახებ.
მტკიცებულება:
- 2016 წლის 12 აგვისტოს გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურების შესახებ. 3.1.2. 2016 წლის 12 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულებებით სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ-----------–------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ 0------------------).
მტკიცებულება: 2016 წლის 12 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულება.
3.1.3. 2015 წლის 25 ივნისს ხელშეკრულებით მსესხებელმა ზ-----------–-----მა სს ,,ფ---- ბანკი საქართველო’’-სგან სესხად მიიღო 12, 500 აშშ დოლარი 1458 დღის ვადით, 2016 წლის 17 აგვისტოსდან 2020 წლის 14 აგვისტომდე ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.45%-ით წლის განმავლობაში.
მტკიცებულება: 2015 წლის 25 ივნისის ხელშეკრულება
2015 წლის 26 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება
3.1.4. მოპასუხე ზურაბი და ა---------–-----ებმა წარმოადგინეს შესაგებელი და სარჩელი ცნეს სრულად.
მტკიცებულება: შესაგებელი
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.
3.2.2. სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნიათ დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეების სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 867-868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე, 867-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
6.4. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.5.სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ ზ-----------–-----ს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
6.7. მოცემულ შემთხვევაში დდაგენილია, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს ფ---- ბანკსა და ზურაბ ასლანიდს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურების შესახებ.
დადგენილია, რომ 2015 წლის 25 ივნისს ხელშეკრულებით მსესხებელმა ზ-----------–-----მა სს ,,ფ---- ბანკი საქართველო’’-სგან სესხად მიიღო 12, 500 აშშ დოლარი 1458 დღის ვადით, 2016 წლის 17 აგვისტოსდან 2020 წლის 14 აგვისტომდე ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.45%-ით წლის განმავლობაში.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
დადგენილია, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურების შესახებ. 3.1.2. 2016 წლის 12 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულებებით სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ-----------–------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ 0------------------).
ამდენად მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში საფუძვლიანია.
6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
6.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11ნაწილით - ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის დათქმას, რაც იმპერატიული ხასიათისაა და უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 1050.52 ლარი. მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს.
სსს კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოხმობილი სამართლის ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს სრულად უნდა დაუბრუნდეს გაადახდილი სახ. ბაჟი 1050.52 ლარი, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150. საგადახდო დავალება N59981810. თარიღი 2017.12.04. გადამხდელის ბანკი სს ფ---- ბანკი საქართველო.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს სს ,,ფ---- ბანკი საქართველო“-ს სარჩელი.
2. მოპასუხებს - ზ-----------–-----ს და ა---------–-----ს, სს ,,ფ---- ბანკი საქართველო“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 12 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - ძირი - 8781.16 აშშ დოლარის და სარგებელის - 1732.14 აშშ დოლარის გადახდა.
3. სს ,,ფ---- ბანკი საქართველო“-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მოხდეს იპოთეკით დატვირთული ზ-----------–------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებების რეალიზაცია, მდებარე ქ. ქუთაისი, ქუჩა კ----–------5. საკადასტრო კოდი 0------------------;
იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს ძირითადი მსესხებლის უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციით.
4. მოსარჩელეს დაუბრუნდეს გადახდილი სახ. ბაჟი 1050.52 ლარი, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150. საგადახდო დავალება N59981810. თარიღი 2017.12.04. გადამხდელის ბანკი სს ფ---- ბანკი საქართველო.
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე