გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
521210019002875251
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N521210019002875251 (N2/15-19)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივნისი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე - სა---------–-------------------------------------------------------------

წარმომადგენელი - ეკ-----–---

მოპასუხე - შპს ,,სა-------------

წარმომადგენელი - ზუ-------------–---–-

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,სა------------ათვის” მოსარჩელე სა---------–-------------------------------------------------------------ს სასარგებლოდ ელექტროენერგიის დავალიანების - 431.20 ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის №0------- ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს ,-------------------------------------------------------–-------------------------------–--------------–--------------–------–-------------------------–-------------------–----------------–--------------------------–--------------------------------- ერთმანეთთან შერწყმა და შეიქმნა სს ,,ე-----------’’, რომელიც წარმოადგენს ყველა ზემოაღნიშნული საწარმოების სამართალმემკვიდრეს. აღნიშნული რვა სუბიექტის შერწყმისას მოხდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონსოლიდაცია;

2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სა---------–-------------------------------------------------------------სა და სს ,,ე-----------’’-ის გაკოტრების მმართველს შორის "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მას გადმოეცა ,,ე-----------’’-ის (ყოფილი სს ,------------–-------------------–----------------–----------------------’) დებიტორული დავალიანებები, მათ შორის მოპასუხის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების გადაუხდელობის შედეგად წარმოშობილი დავალიანება; მოპასუხის დავალიანება მის წინაშე შეადგენს 431.20 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,სა------------'' წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე და წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. ასევე მიუთითა, რომ ვალდებულება მისი მხრიდან სრულად არის შესრულებული.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის №1------ ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს ,-------------------------------------------------------–-------------------------------–--------------–--------------–------–-------------------------–-------------------–----------------–--------------------------–--------------------------------- ერთმანეთთან შერწყმა. ზემოაღნიშნული საწარმოების შერწყმის შედეგად შეიქმნა სააქციო საზოგადოება ,,ე-----------’’, რომელიც წარმოადგენს ზემოაღნიშნული საწარმოების სამართალმემკვიდრეს.

 

-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ს.ფ. 3-17);

-2007 წლის 10 ოქტომბრის N1------ ბრძანება (ს.ფ. 30-31).

-ამონაწერი რეესტრიდან (ს.ფ. 32-37)

 

3.1.2. 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სს ,,ე-----------”-ის გაკოტრების მმართველს შორის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სა---------–-------------------------------------------------------------ს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და ასევე დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ს.ფ. 3-17);

-2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულება (ს.ფ. 38-40);

-2010 წლის 11 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 41-42).

 

3.1.3. მოსარჩელისთვის სს ,,ე-----------’’-ის დებიტორული მოთხოვნების გადაცემის მომენტისათვის მოპასუხის გადაუხდელი დავალიანება შეადგენდა 431.20 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის ინფორმაცია (ს.ფ. 23)

- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 21)

- ქვითარი (ს.ფ. 22)

 

3.1.4. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე წარმოშობილია 2006 წლის 01 მარტიდან და წარმოადგენს მოპასუხის მიერ 2007 წლის 05 ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების საფასურს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 21)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის მოთხოვნა შპს ,,სა------------ათვის” 431.20 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი მოთხოვნის ხანდაზმულობა. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილ შესაგებელშიც და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციაშიც მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ადენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება კი დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო, ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტს უკავშირებს მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად ათვლისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

განსახილველ სარჩელში დავის საგანია მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

მოპასუხე წარმოადგენდა სს ”ს----------–-------------------–----------------–----------------------- აბონენტს, სადაო დავალიანება წარმოშობილია 2006 წლის 01 მარტიდან 2007 წლის 06 ივნისამდე პერიოდში.

 

2007 წლის 30 მაისამდე სს ”ს----------–-------------------–----------------–----------------------- აბონენტების მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი განისაზღვრებოდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 1------------- დადგენილებით დამტკიცებული სს ”ს----------–-------------------–----------------–----------------------- საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის” მიხედვით, ხოლო 2007 წლის 30 მაისის შემდგომ პერიოდზე ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა ხორციელდებოდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის” მიხედვით.

 

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 1------------- დადგენილების მე-9 მუხლის თანახმად, მომხმარებელმა ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 10 სამუშაო დღეზე ნაკლები ქვითრის მიღებიდან. აღნიშნული წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეთანხმების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის და ამოღებული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიას და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო მომხმარებლებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის თვეში ერთხელ უნდა მოხდეს შედარების აქტის გაფორმება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე კომპანია შეადგენს და მომხმარებელს წარუდგენს ქვითარს. მსგავს რეგულაციას შეიცავს ასევე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი”.

 

ამდენად, აბონენტს ყოველთვიურად ეგზავნებოდა ქვითარი მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის და დარიცხული საფასურის მითითებით. მომხმარებლები ვალდებული იყვნენ ქვითრის მიღებიდან 10 დღეში გადაეხადათ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, კერძოდ, წინა თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა მომდევნო თვეში. შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდეგ ელექტროენერგიის მიმწოდებელს წარმოეშობოდა ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლება.

 

მოსარჩელე ითხოვს 2007 წლის ივნისის თვის მდგომარეობით არსებული მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დავალიანების ანაზღაურებას, ხოლო აბონენტის ბარათის მიხედვით ეს დავალიანება არის 2006 წლის 01 მარტიდან სხვადასხვა თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფაუსრის საერთო ღირებულება. ამდენად, ყველაზე გვიან ამ თანხის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2007 წლის ივნისის მომდევნო თვიდან - 2007 წლის ივლისიდან. ამ დროიდან სს ”საქართველოს გ--------------–---------------–----------------------” წარმოეშვა სარჩელით ამ თანხის მოთხოვნის უფლება, რადგან ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება ხდება მისი მოხმარების მომდევნო თვეში. შესაბამისად, სადაო თანხის სარჩელით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დასრულდა 2010 წლის ივლისში.

 

სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით, სს "რ------------------------------------------------–-----------------------------–------------–-------------–-----–------- სს ”ს----------–-------------------–----------------–----------------------- და შპს ”ა-------------------------- შეწყმის შედეგად შეიქმა სს “ე-----------”. შესაბამისად, საზოგადოებათა შერწყმის შედეგად სს “ე-----------” გახდა სს ”ს----------–-------------------–----------------–----------------------- უფლებამონაცვლე და მასზე გადავიდა სადაო თანხის მოთხოვნის უფლება. სს ”გ--------------–-------------–----------------------” სარჩელი ამ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით არ აღუძრავს.

 

განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2019 წლის 01 მარტს, ამდენად, მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდევინების თაობაზე სარჩელი აღძრულია კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ იქნა შესრულებული, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 477-ე, 361-ე, მე-400, 198-ე, 199-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს, ამასთან, ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მხარეთა მოქმედების რეგლამენტი და უპირატესობა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს ენიჭება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა მოიცავს სწორედ ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობას, რომლითაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მიეწოდებინა მოპასუხისთვის ელექტროენერგია, ხოლო ამის სანაცვლოდ აბონენტი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მისი საფასური სა---------–-------------------------------------------------------------სთვის.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. შესაბამისად, ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. სწორედ ეს ნორმა განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის რღვევა და აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მოსარჩელის წინაშე ვალდებულება და არ გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება რის გამოც მას ერიცხება დავალიანება 431.20 ლარის ოდენობით.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში სადაოა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურება, რაც თავის არსით არის ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნა. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ურთიერთობაში ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ელექტროენერგია, ხოლო აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური.

 

მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება გადაეცა 2010 წლის 11 მარტს დადებული ხელშეკრულებით, რომელიც თავისი არსით არის მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. 2. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

აღნიშნული ნორმების შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე პირის საკუთრებაში გადადის მოთხოვნა ან უფლება ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ძველი მფლობელის ხელში იყო. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოთხოვნის დათმობით ხამდაზმულობის ვადის შეწყვეტა ან ხელახლა დაწყება არ ხდება, რადგან ახალი მფლობელის ხელში მოთხოვნა გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორც ჰქონდა ძველ მფლობელს. მოთხოვნის ახალი მფლობელი აგრძელებს მიღებული მოთხოვნის შესახებ უკვე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას, მოთხოვნის დათმობა იწვევს მხოლოდ სამართალურთიერთობის სუბიექტის ცვლილებას.

 

მომხარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რის გამოც მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა აითვლება უფლების დარღვევის დროიდან ან იმ დროიდან, როცა დაინტერესებული პირისათვის ობიექტურად შესაძლებელი იყოს უფლების დამრღვევი ქმედების შესახებ ინფორმაციის მიღება. სადაო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება წარმოიშვა 2007 წლის აგვისტოდან, რომლის მომდევნო 3 წლის მანძილზე სს ”გ--------------–---------------–----------------------” ან მის უფლებამონაცვლეს უნდა აღეძრა მოპასუხის მიმართ სარჩელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სს ”ს----------–-------------------–----------------–----------------------- სხვა საზოგადოებებთან შერწმის შედეგად სს “ე-----------” შეიქმნა სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, რის შედეგად სს “ე-----------” გახდა სს ”ს----------–-------------------–----------------–----------------------- უფლებამონაცვლე, შესაბამისად მას წარმოეშვა უფლებამოსილება მოეთხოვა მოპასუხისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, ხოლო 2010 წლის 11 მარტს მოთხოვნის დათმობის გარიგების საფუძველზე ეს უფლება მიიღო მოსარჩელემ. ამდენად, მოთხოვნის დათმობის გარიგების დადების დროს მოთხოვნის ხანდაზმულობა გასული არ იყო, მოსარჩელეს კი მოთხოვნის იძულებით განხორციელება უნდა მოეთხოვა ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.

 

ამდენად, სადაო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება წარმოიშვა 2007 წლის ივლისიდან. სარჩელი აღძრულია 2019 წლის მარტში, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე ხანდაზმულობის ვადა თავიდან დაიწყო, სარჩელი ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელისათვის მოპასუხის შეუსრულებელი ვალდებულების შესახებ ცნობილი გახდა შეთანხმების დადებისთანავე - 2010 წლის 11 მარტს, რომლის მომდევნო სამი წლის განმავლობაში - 2013 წლის 11 მარტამდე მას სარჩელით უნდა მოეთხოვა ამ დავალიანების დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულება.

 

„ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლებას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.

 

ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.

 

ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშვა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. თუ პირმა, თავისი დაუდევრობის/გულგრილობის გამო ვერ გიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ზოგიერთ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილისათვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საფუძველი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სა---------–-------------------------------------------------------------ს სარჩელი შპს ,,სა------------'' მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე