გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------
საქმე N3/405-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ჩიქოვანი
მოსარჩელე - ლ---------------–---–ი
წარმომადგენელი - ტ------–--–-------–---–-
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი - რ------------–---–-
დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასცეს ინფორმაცია ქ. თბილისში, დ-------------–-------–------------–------–------–------------------------–-- მდებარე სააგარაკე კოტეჯის N1 ბინის თაობაზე;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ლ---------------–---–ის წარმომადგენელმა 2018 წლის 13 აგვისტროს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა: ქ. თბილისში, დ-----------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სააგარაკო კოტეჯის (ყ------–-------–---------------–-) N------, საკუთრების უფლებით გადაეცა თუ არა ფიზიკურ პირებს - მ-----–----–--ესა და ი--------–---ეს და იგი დღეის მდგომარეობით წარმოადგენს თუ არა სახელმწიფო საკუთრებას.
განცხადებას თან ერთვოდა: 1. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 21 თებერვლის N-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, გაცემული მ-----–----–--ის სახელზე დ-------------–----------------ე საცხოვრებელი სააგარაკო კოტეჯის ბინა N-------- საერთო ფართით 60,80 კვ.მ. ბინის გადაცემის თაობაზე; 2. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 20 მარტის N-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, გაცემული მ-----–----–--ის სახელზე დ-------------–----------------ე საცხოვრებელი სააგარაკო კოტეჯის ბინა N-------- საერთო ფართით 62,7 კვ.მ. ბინის გადაცემის თაობაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ---------------–---–ის წარმომადგენლის 2018 წლის 13 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 15-17);
- საკუთრების მოწმობები (ს.ფ. 18-19);
3.2. 2018 წლის 8 ოქტომბერს ლ---------------–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით განმეორებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ინფორმაციის გაცემა მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ს.ფ. 20-21);
3.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 10 ოქტომბრის წერილით ლ---------------–---–ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ საკითხის განსახილველად საჭირო იყო წარედგინა დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების დაზუსტებული საკადასტრო მონაცემი ან ორთოფოტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 10 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 28);
3.4. 2018 წლის 19 ნოემბერს ლ---------------–---–ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ინფორმაციის გაცემა მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 22-26);
3.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 21 იანვრის წერილით ლ---------------–---–ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტო შეიქმნა ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N08.32.412 დადგენილების საფუძველზე, ხოლო დღეის მდგომარეობით სააგენტო მოქმედებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-42 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
ასევე ეცნობა, რომ როგორც წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება განიკარგა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ, რომელიც წარმოადგენდა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. შესაბამისად, განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული ინფორმაცია დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სააგენტოში არ მოიძებნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 21 იანვრის წერილი (ს.ფ. 72);
3.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის წერილით განიმარტა, რომ დ-------------–----------------------ში მდებარე სააგარაკო კოტეჯის ბ------, მართალია, წარმოადგენს უძრავი ქონების სივრცეში ლოკალიზაციის ერთ-ერთ საშუალებას. თუმცა, საკადასტრო მონაცემებისაგან განსხვავებით, არ იძლევა უძრავი ქონების მესაკუთრის დადგენის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს 21.01.2019 წლის N-------------- წერილში მითითებულია სწორედ ის გარემოება, რომ მოთხოვნილი მონაცემებით უძრავი ქონების განკარგვის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია სააგენტოში არ მოიძებნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის წერილი (ს.ფ. 78-79);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,მ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.
ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
დადგენილია, რომ ლ---------------–---–ის წარმომადგენელმა 2018 წლის 13 აგვისტროს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა: ქ. თბილისში, დ-----------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სააგარაკო კოტეჯის (ყ------–-------–---------------–-) N------, საკუთრების უფლებით გადაეცა თუ არა ფიზიკურ პირებს - მ-----–----–--ესა და ი--------–---ეს და იგი დღეის მდგომარეობით წარმოადგენს თუ არა სახელმწიფო საკუთრებას.
განცხადებას თან ერთვოდა: 1. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2007 წლის 21 თებერვლის N-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, გაცემული მ-----–----–--ის სახელზე დ-------------–----------------ე საცხოვრებელი სააგარაკო კოტეჯის ბინა N-------- საერთო ფართით 60,80 კვ.მ. ბინის გადაცემის თაობაზე; 2. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმარჩელოს 2007 წლის 20 მარტის N-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, გაცემული მ-----–----–--ის სახელზე დ-------------–----------------ე საცხოვრებელი სააგარაკო კოტეჯის ბინა N-------- საერთო ფართით 62,7 კვ.მ. ბინის გადაცემის თაობაზე;
2018 წლის 8 ოქტომბერს ლ---------------–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით განმეორებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ინფორმაციის გაცემა მოითხოვა.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 10 ოქტომბრის წერილით ლ---------------–---–ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ საკითხის განსახილველად საჭირო იყო წარედგინა დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების დაზუსტებული საკადასტრო მონაცემი ან ორთოფოტო. 2018 წლის 19 ნოემბერს ლ---------------–---–ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ინფორმაციის გაცემა მოითხოვა.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 21 იანვრის წერილით ლ---------------–---–ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტო შეიქმნა ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N08.32.412 დადგენილების საფუძველზე, ხოლო დღეის მდგომარეობით სააგენტო მოქმედებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-42 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
ასევე ეცნობა, რომ როგორც წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება განიკარგა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ, რომელიც წარმოადგენდა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. შესაბამისად, განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული ინფორმაცია დებულების განსაზღვრული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სააგენტოში არ მოიძებნა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის წერილით განიმარტა, რომ დ-------------–----------------------ში მდებარე სააგარაკო კოტეჯის ბ------, მართალია, წარმოადგენს უძრავი ქონების სივრცეში ლოკალიზაციის ერთ-ერთ საშუალებას. თუმცა, საკადასტრო მონაცემებისაგან განსხვავებით, არ იძლევა უძრავი ქონების მესაკუთრის დადგენის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს 21.01.2019 წლის N-------------- წერილში მითითებულია სწორედ ის გარემოება, რომ მოთხოვნილი მონაცემებით უძრავი ქონების განკარგვის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია სააგენტოში არ მოიძებნა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-42 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა; ამავე დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის განყოფილების უფლებამოსილებას განეკუთვნება სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მომართვის ან სხვა პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, დაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის მოძიება, მასზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარე ქონების მართვასა და განკარგვას ახორციელებს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. ასევე, ადმინისტრაციული ორგანო მისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია მასთან დაცული, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის გაცემაზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის წერილით განიმარტა, რომ დ-------------–----------------------ში მდებარე სააგარაკო კოტეჯის ბ------, მართალია, წარმოადგენს უძრავი ქონების სივრცეში ლოკალიზაციის ერთ-ერთ საშუალებას. თუმცა, საკადასტრო მონაცემებისაგან განსხვავებით, არ იძლევა უძრავი ქონების მესაკუთრის დადგენის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს 21.01.2019 წლის N-------------- წერილში მითითებულია სწორედ ის გარემოება, რომ მოთხოვნილი მონაცემებით უძრავი ქონების განკარგვის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია სააგენტოში არ მოიძებნა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ინფორმაციის გაცემის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული ქონების მიმართ მას ინფორმაცია არ გააჩნია.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 331 მუხლით განისაზღვრება ამ კატეგორიის სარჩელის დაკმაყოფილების პირობები: თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხე მხარე არ ფლობს ინფორმაციას კონკრეტული ქონების საკუთრებაში გადაცემის ან მისი თვითმმართველის საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას მოსარჩელეს გადასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელიც ეხება ქ. თბილისში, დ-------------–-------–------------–------–------–------------------------–-- მდებარე სააგარაკე კოტეჯის N1 ბინის საკუთრების საკითხს. შესაბამისად, ლ---------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 24-ე, 331, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ---------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებ: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე