განაჩენი

სისხლის სამართლის 30.06.2019
საქმის ნომერი
020100118002317474
დავის ტიპი
276 6
თარიღი
30.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN020100118002317474(1/67-2018)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 მარტი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი-მარიამ თოდუას

 

პროკურორი-ნო---------–-------ს

ბრალდებული-შა--–-----------ს

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: შა--–----------ს მიმართ

მამის სახელი: ბო----ი

დაბადებული: 1-.0-.1--- წელს

პირადი ნომერი: 19--------5

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

ნასამართლობა: მქონე

მისამართი: ქ. ზუ----------------------------2

რეგისტრირებული: ქ. ზუ----------------------------2

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

შა--–-----------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2018 წლის 1- იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქა-–-------------–---------------------ე მოძრავი ”მე---------ს” მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით FF-----, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი 1--- წელს დაბადებული შა--–-----------, დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს, 1--6 წელს დაბადებულ ჩა---------------ს (პ/ნ 19--------2).

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით ჩა--------------- გარდაიცვალა.

 

2018 წლის 28 თებერვალს ჩატარებულ ინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ბრალდებულ შა--–----------ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწი- ნააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ბრალდებულ შა--–----------ს აღიარებით.

 

20---–-–-------------ს ოქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ. (ს.ფ. 3-21)

 

20---–-–-------------ს შა--–----------სგან სისხლის ბიოლოგიური ნიმუშის აღების ოქმით (ს.ფ 35-36)

 

20---–-–-------------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ს.ფ. 125-127)

 

20---–-–-------------ს ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ექიმ ჟა---------–--ს მიმართ საგამოძიებო მოქმედება-ამოღების ჩატარების შესახებ. (ს.ფ.43-47)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20---–-–-------------ს განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჟა---------–--ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ. (ს.ფ. 177-179)

 

სტაციონალური პაციენტის სამედიცინო №1--- ბარათით (ს.ფ 48-70)

 

2018 წლის 16 იანვრის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შა--–----------ს მიმართ საგამოძიებო მოქმედება-ამოღების ჩატარების შესახებ. (ს.ფ. 75-77)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20---–-–-------------ს განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შა--–----------ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 181-182)

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 20---–-–-------------ს №5--- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 102-104)

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 20----–-–-------------ს 4--- ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით. (ს.ფ. 149-1-1)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 იანვრის №000485018 ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. (ს.ფ. 211-21-)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20----–-–----------------–-ს №00------8 ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. (ს.ფ. 231-234)

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის ირ-----–--------–---–-ს ჩვენებით.

 

მოწმეების კა-----------------–--------------------–----------–--ს ჩვენებებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 

ობიექტური მხარე გამოიხატება ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევაში და მძიმე შედეგში, რომელიც ამ ქმედებას მოჰყვა, ასევე ობიექტური მხარე მოიცავს მიზეზობრივ კავშირს მოძრაობის წესების დარღვევას და დამდგარ შედეგს შო----.

 

საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შო----. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწი- ნებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. ამდენად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი შა--–-----------ს ქმედებას და დამდგარ შედეგს, ჩა---------------ს გარდაცვალებას შო----.

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსისაა, ტრანსპორტის მოძრაობის წესი რეგულირდება საგზაო მოძრაობის წესებით და ამ წესების დარღვევა თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას, ხოლო დანაშაულის კვალიფიკაცია დამოკიდებულია მართლ- საწინააღმდეგო შედეგზე და შედეგის გამომწვევი დამნაშავის სიფხიზლე-სიმთვრალეზე.

 

მოცემულ შემთხვევაში შა--–----------ს მიერ ტრასპორტის მოძრაობის წესების დარღვევა ჩადენილი არის სიმთვრალეში, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და შესაბამისად მისი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.

 

სუბიექტური მხრივ ბრალდებულ შა--–----------ს მიერ ჩადენილია გაუფრთხი- ლებელი დანაშაული თვითიმედოვნებით, ის მთვრალი მართავდა ავტომანქანას, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და საფრთხის წარმოქმნის მიუხედავად გააგრძელა მოძრაობა და შეეჯახა ჩა---------------ს. შა--–----------ს გაცნობიერებული ჰქონდა ქმედების მართლწინააღმდეგობა და გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აბსტრაქტული შესაძლებლობა, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მძიმე შედეგის თავიდან აცილებას, წინდახედულობის ნორმებისადმი ბრალდებულის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით ვერ იქნა აცილებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, თუმცა მას გააჩნდა მისი აცილების რეალური შესაძლებლობა.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცი- ლებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, თითოეული მათგანის საქმესთან დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, პრეიუდიციული ძალის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა შა--–----------მ მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

ამდენად, ბრალდებულ შა--–----------ს ქმედება სწორად არის დაკვალი- ფიცირებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

შა--–----------ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე განაცხადა თანხმობა.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ ის ადრე ნასამართლევია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

შა--–----------ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ,დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

შა--–----------ს მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ შა--–----------ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების მართლსა- წინააღმდეგო ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული მძიმე შედეგი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და განიცდის ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია და დაეთანხმა ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მას ადრე რაიმე სახის სამართალდარღვევა არა აქვს ჩადენილი და მის მიმართ შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის გამოყენება, რაც სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შო----.“

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, შა--–----------სგან ამოღებული ლურჯი ფერის ე.წ ”დუტი”, ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს შა--–----------ს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ შა--–---------- (პირადი ნომერი 19-------5) საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

2.შა--–----------ს ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 0- (სამი) წლის ვადით.

 

3.შა--–----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

4.შა--–----------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 20---–-–-------------ს 22:13 საათიდან.

 

5.ნივთიერი მტკიცებულება, შა--–----------სგან ამოღებული ლურჯი ფერის ქურთუკი ე.წ ”დუტი”, ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს შა--–----------ს.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქუჩა №12)

 

მოსამართლე: ნატრული აკობია