განაჩენი

სისხლის სამართლის 30.06.2019
საქმის ნომერი
020100118002314364
დავის ტიპი
179 1
თარიღი
30.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N020100118002314364(1/64-2018)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 მარტი, 2018 წელი ქ.ზუგდიდი

 

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორების -ან----------ს

ბრალდებულ- ზუ----------–-----ს

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: ზუ----------–-----ს მიმართ

მამის სახელი: გა-–--------ი

დაბადებული: 0-.1-.1--- წელს

პირადი ნომერი:19--------8

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

დაოჯახებული

ნასამართლობა - მქონე

მისამართი: ზუ--------------------------–-------ი

რეგისტრირებული: ზუ--------------------------–-------ი

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ზუ----------–-----მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2017 წლის 16 მარტს, ზუ----------–----- მივიდა ქ. ზუ------–--------------–--------------ში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ლე-------–ი, სადაც იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა იქ მყოფ ან-----–----------–--------------------–--–-----------–---–ს, რის შემდეგ გაიტაცა ფულადი თანხა 5055 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

2018 წლის 27 თებერვალს ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ბრალდებულ ზუ----------–-----ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსა- წინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდი- ციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, რელევანტური და უდავო მტკიცებუ- ლებებით.

 

ბრალდებულ ზუ----------–-----ს აღიარებით.

 

20---–-–-------------ს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ 3-34, ტ.2)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20---–-–----------------ს განჩინებით საგამოძიებო მოქმედების ამოღების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის შესახებ (ს.ფ. 1--14)

 

20---–-–----------------ს ამოღების ოქმით (ს.ფ16-20)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20---–-–----------------ს განჩინებით საგამოძიებო მოქმედების ამოღების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის შესახებ (ს.ფ. 44-49)

 

20---–-–----------------ს ამოღების ოქმით (ს.ფ 51-57)

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 20---–-–----------------ს №3----- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 1-2-1-6)

 

დაზარალებულების ან-----–----------–--------------------–--–-----------–---–ის ჩვენებებით.

 

მოწმეების ილ------–-–-----------------------------------–--------------------------------–-----–-----------------------------–-–----------------------------–---–--ს დაკითხვის ოქმებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა თავისი შემადგენლობით რთული დანაშაულია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ზიანი ადგება, როგორც საკუთრებას, ასევე პიროვნებას. ყაჩაღური თავდასხმის მიზანია სხვისი ქონების დაუფლება, ეს დანაშაული ერთდროულად ხელყოფს ორ მნიშვნელოვან ობიექტს - ადამიანის საკუთრების უფლებას და პიროვნების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

 

ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინა- აღმდეგო დაუფლებაში, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა.

 

ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ ბრალდებულმა განახორციელოს დაზარალებულზე თავდასხმა და ის მიზნად ისახავდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას, მას თან უნდა ახლდეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა.

 

რაც შეეხება ყაჩაღობის დროს განხორციელებულ თავდასხმას, იგი ქონების დაუფლების საშუალებაა, რომელიც წარმოადგენს დაზარალებულისთვის უეცარ და მოულოდნელ ძალადობას, ან ძალადობის გამოყენების მუქარას. ყაჩაღობის დროს თავდასხმა არის ქონების დაუფლების ხერხი ან საშუალება, იგი წინ უნდა უსწრებდეს ქონების დაუფლებას, ამ დროს ძალადობა შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური და იგი გამოიხატება ფიზიკური ძალადობის დაუყოვნებლივ გამოყენების მუქარაში. მუქარის გამოხატვის ფორმა შეიძლება იყოს იარაღი, მათ შორის სათამაშო იარაღის ან სხვა საგნის ჩვენება, რომელთა გამოყენებაც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, როგორც ამას მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, დაზარალებულების ან-----–----------–--------------------–--–-----------–---–ის განმარტებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ზუ----------–-----მ სწორედ იარაღის დემონსტრირების და მუქარის განხორციელების შედეგად შეძლო შპ----–------ს” კუთვნილი ფულადი თანხის დაუფლება.

 

მოცემული დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ხოლო ზუ----------–-----ს შეგნებული ჰქონდა მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და საშიშროება, ითვალისწინებდა ზიანს, რომელიც მიადგა დაზარალებულ ორგანიზაციას და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლი- ობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილე- ბლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძალის მქონე) მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ზუ----------–-----მ ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

ბრალდებულ ზუ----------–-----ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ზუ----------–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქა- რთველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდე- ბულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 

ზუ----------–-----მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაეთანხმა და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ითხოვს შეღავათის გავრცელებას და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და ხერხის გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ ზუ----------–-----ს მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს, რაც არის გამართლებული და საკმარისი მისი შემდგომი რესოციალიზაციისათვის, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“

 

ზუ----------–----- ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განა- ჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაურჩა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მართალია, ზუ----------–----- 20---–-–---------–---ს განაჩენით ნასამართლევია განზრახი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, მაგრამ უფრო გვიან ჩადენილი ქმედებისათვის, რის გამოც სახეზე არ არის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივი და ზუ----------–-----ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, რა დროსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

 

ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრა- ციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება;

 

დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ლი-----------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, დაუბრუნდეს ლი-----------ს, შემდგომი განკარგვის უფლებით.

 

2 ცალი 50 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ორგანიზაციას -შპ----–------ს”.

 

2 ცალი DVD-R დისკი, (შპ----–------”-დან გამოთხოვილი ინფორმაცია). 1 ცალი DVD-R დისკი (სს ”ვი----–----------–---------------”-დან გამოთხოვილი ინფორმაცია). 1 ცალი СD დისკი, (შპს ”მა-----------ან” გამოთხოვილი ინფორმაცია). 1 ცალი СD დისკი, (შპს ”ჯ------–-----” გამოთხოვილი ინფორმაცია). 1 ცალი СD დისკი, (შპს ”მო------–------ გამოთხოვილი ინფორმაცია). 2 ცალი DVD-R დისკი (30.06.2017 წელს შპ----–------დან” გამოთხოვილი ინფორმაცია), რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

 

მინის ნამსხვრევები და ხელის კვლები გადატანილი 8 ცალ დაქტილოფირზე, ზუ----------–-----ს თითის ანაბეჭდი და რვა ცალი დაქტილოფირი განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ინ ა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ ზუ----------–----- (პირადი ნომერი 19--------8) საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

2.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თანაბარ სასჯელთა შთანთქმის პრინციპის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად რეალურად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაურჩა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ზუ----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 7 თვის და 15 დღის ვადით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის 4 (ოთხი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.

 

3.ზუ----------–-----ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 20---–-–-------------------- საათიდან.

 

4.ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ლი-----------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, დაუბრუნდეს ლი-----------ს, შემდგომი განკარგვის უფლებით.

 

2 ცალი 50 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ორგანიზაციას -შპ----–------ს”.

 

2 ცალი DVD-R დისკი, (შპ----–------”-დან გამოთხოვილი ინფორმაცია). 1 ცალი DVD-R დისკი (სს ”ვი----–----------–---------------”-დან გამოთხოვილი ინფორმაცია). 1 ცალი СD დისკი, (შპს ”მა-----------ან” გამოთხოვილი ინფორმაცია). 1 ცალი СD დისკი, (შპს ”ჯ------–-----” გამოთხოვილი ინფორმაცია). 1 ცალი СD დისკი, (შპს ”მო------–------ გამოთხოვილი ინფორმაცია). 2 ცალი DVD-R დისკი (30.06.2017 წელს შპ----–------დან” გამოთხოვილი ინფორმაცია), რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

 

მინის ნამსხვრევები და ხელის კვლები გადატანილი 8 ცალ დაქტილოფირზე, ზუ----------–-----ს თითის ანაბეჭდი და რვა ცალი დაქტილოფირი განადგურდეს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნატრული აკობია