გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
81121001-002726088 საქმე №2/55--1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2019 წელი ქ. წ---–----ბო
შესავალი ნაწილი
წ---–----ბოს მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე - მ--–--ზ ჩ------ძე
სხდომის მდივანი - თ-------–ე ლ---------–-ანი
მოსარჩელე - შპს ,,რ--ო ე------სი“
წარმომადგენელი - ნ--ო ბ--–--–-ილი
მოპასუხეები - ნ---ელა შ-----–-ძე, დ----ჯან შ-----–-ძე, მ--ა შ-----–-ძე, ბ-----რე შ-----–-ძე, გ------ი შ-----–იძე, გ--ა შ-----–-ძე, ნუნუ მ-------–-ილი, ნესტან ც-----–-ილი, გ--ა შ-----–-ძე, რ---ზ შ-----–-ძე, ა------ა შ-----–-ძე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. მოპასუხეების ნ---ელა შ-----–-ძის, დ----ჯან შ-----–-ძის, მ--ა შ-----–-ძის, ბ-----რე შ-----–-ძის, გ------ი შ-----–იძის, გ--ა შ-----–-ძის, ნუნუ მ-------–-ილის, ნესტან ც-----–-ილის, გ--ა შ-----–-ძის, რ---ზ შ-----–-ძის, ა------ა შ-----–-ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას მოსარჩელე შპს ,,რ--ო ე------სი“-ს უძრავი ქონება მდებარე: წ---–----ბო, სოფელი ქ-------ი,25-ე ქუჩა N2, საკადასტრო კოდით 2-.12.31.2-- და მოსარჩელეს აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, მოსარჩელე შპს ,,რ--ო ე------სმა“ უძრავ ქონებაზე მდებარე: წ---–----ბო, სოფელი ქ-------ი,25-ე ქუჩა N2, საკადასტრო კოდით 2-.12.31.2-- საკუთრების უფლება მოიპოვა 201- წლის 2- აგვისტოს აუქციონის გზით. უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 201- წლის 19 ოქტომბერს.
ზემოაღნიშნული უძრავი ქონება იმყოფება მოპასუხეების უკანონო მფლობელობაში. მოსარჩელე შეეცადა მომხდარიყო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოლაპარაკების გზით, თუმცა უშედეგოდ, მოპასუხეები ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მითითებულ უძრავ ქონებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირღვევა მოსარჩელის საკუთრების უფლება რაც სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა ნ---ელა შ-----–-ძე, დ----ჯან შ-----–-ძემ, გ------ი შ-----–იძემ, ნუნუ მ-------–-ილმა, ნესტან ც-----–-ილმა, გ--ა შ-----–-ძემ და რ---ზ შ-----–-ძემ სარჩელი არ სცნეს და განმარტეს, რომ აუქციონის ჩატარების შესახებ მათთვის არ იყო ცნობილი, ამასთან ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ მხოლოდ რ---ზ შ-----–-ძედა ნუნუ მ-------–-ილი 4 მცირეწლოვან შვილებთან - მარიამ შ-----–-ძესთან, ბ-----რე შ-----–-ძესთან, გ--ა შ-----–-ძესთან და ა------ა შ-----–-ძესთან ერთად, ხოლო რაც შეეხება მოპასუხედ დასახელებულ ნ---ელა შ-----–-ძეს, დ----ჯან შ-----–-ძეს, გ------ი შ-----–იძეს, ნესტან ც-----–-ილს და გ--ა შ-----–-ძეს წ---–----ბოს რაიონის, სოფელი ქ-------ში, 25-ე ქუჩა N2-ში არ ცხოვრობენ.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე: წ---–----ბო, სოფელი ქ-------ი,25-ე ქუჩა N2, საკადასტრო კოდით 2-.12.31.2-- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,რ--ო ე------სი“-ს სახელზე.
საკუთრების უფლება მოიპოვა 2-/08/201- წელს, აღსრულების ეროვნული ბიუროს NA 1-05-32--013/001 განკარგულების საფუძველზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2-/10/201- წელი.
მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ.15).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონებაზე მდებარე: წ---–----ბო, სოფელი ქ-------ი,25-ე ქუჩა N2, საკადასტრო კოდით 2-.12.31.2-- მოპასუხეები ახორციელებენ უკანონო მფლობელობას. მოპასუხეები ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მითითებულ უძრავ ქონებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მას.
მტკიცებულება: სარჩელი. მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება:
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა-ახსნა განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეები უსაფუძვლოდ ფლობენ და სარგებლობენ მესაკუთრის ნივთით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე მუხლები,- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ევროპის სასამართლოს პრაქტიკა.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება. კერძოდ-საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ამ მხრივ ასევე საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. (პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლი). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საკუთრება მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე აქციებსა და პატენტებს, სახელშეკრულებო უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალებს. ,,სარკსის“ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ 1 ოქმის 1 მუხლი იცავს ამა თუ იმ პირის არსებულ ქონებას და არა ქონების შეძენის უფლებას. მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ითვლება საკუთრების უფლებად, ვიდრე ის სადავო არ გახდება. სასამართლო საკუთრებად მიიჩნევს ასევე ხელშეკრულებიდან თუ დელიქტიდან გამომდინარე სხვა სახის ფულად მოთხოვნებს.
პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლის თანახმად, 1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით; აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის.
საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“. პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას. ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერს მოსარჩელის მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ, საფუძვლად უდევს აღსრულების ეროვნული ბიუროს NA 1-05-32--013/001 განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების მიღების შესახებ, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ამონაწერში დ----გისტრირდა, როგორც ერთპიროვნული მესაკუთრე. საჯარო რეესტრის აღნიშნული ჩანაწერი ძალაშია და არ დამდგარა მისი ბათილობის საკითხი.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 60 ლარი, რომელის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს შპს ,,რ--ო ე------სის“ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. გამოთხოვილი იქნეს მოპასუხეების ნ---ელა შ-----–-ძის, დ----ჯან შ-----–-ძის, მ--ა შ-----–-ძის, ბ-----რე შ-----–-ძის, გ------ი შ-----–იძის, გ--ა შ-----–-ძის, ნუნუ მ-------–-ილის, ნესტან ც-----–-ილის, გ--ა შ-----–-ძის, რ---ზ შ-----–-ძის, ა------ა შ-----–-ძის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელე შპს ,,რ--ო ე------სი“-ს უძრავი ქონება მდებარე: წ---–----ბო, სოფელი ქ-------ი,25-ე ქუჩა N2, საკადასტრო კოდით 2-.12.31.2-- და მოსარჩელეს აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
3. მოპასუხეებს ნ---ელა შ-----–-ძეს, დ----ჯან შ-----–-ძეს, მ--ა შ-----–-ძეს, ბ-----რე შ-----–-ძეს, გ------ი შ-----–იძეს, გ--ა შ-----–-ძეს, ნუნუ მ-------–-ილეს, ნესტან ც-----–-ილეს, გ--ა შ-----–-ძეს, რ---ზ შ-----–-ძეს, ა------ა შ-----–-ძეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,რ--ო ე------სის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 60 ლარის გადახდა.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, წ---–----ბოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით წ---–----ბოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს წ---–----ბოს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მ--–--ზ ჩ------ძე