განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
330100119002984805
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1/2025-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 ივნისი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ა-–--- დ---–-–---–-

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ვ-----–- კ-----–---–--

მამის სახელი: რ------

დაბადებული: 0---------–-

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული: ჩ-------–------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–---–---------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 2---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-----–- კ-----–---–--ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: ვ-----–- კ-----–---–--ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით, ვ-----–- კ-----–---–-- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 01:45 საათზე, თბილისში, პ------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ-----–- კ-----–---–-- ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები სასამართლო სხდომაზე არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ვ-----–- კ-----–---–--ს გამოკითხვის ოქმით, პირის ზედაპირული შემოწმების ოქმით, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #8---–- დასკვნით და ცივი იარაღით დანით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ვ-----–- კ-----–---–--მ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 03 წლამდე.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა პირობით გამოსაცდელი ვადის დინების პერიოდში.

 

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ვ-----–- კ-----–---–--ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს 02(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ-----–- კ-----–---–-- (პ№4----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს ვ-----–- კ-----–---–--ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------------------------- გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით ვ-----–- კ-----–---–--ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილობრივ დაემატოს - 06(ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ვ-----–- კ-----–---–--ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ვ-----–- კ-----–---–--ს დაეწყოს 2019 წლის 28 ივნისიდან.

ვინაიდან, ვ-----–- კ-----–---–--ს მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, შესაბამისად, სასამართლო არ მსჯელობს აღკვეთი ღონისძიების საკითხზე.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ცივი იარაღი - დანა, რომელიც ინახება შ---------------------–----------------–------------ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე