განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #299390--123-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახ--––--ის რაიონული სასამართლო
27 ივნისი, 2019 წელი ქ.ახ--––--ე
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - გ-------–--------ე;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ა---------– გ-----–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--0-.---- წელს, პ/ნ 47--------6 მცხ: ქ.ახ--––--ე რ---------–-ს ქ.N1----
ადვოკატი - ი----- ხ-------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 2- მარტს ქ-----––---–-- რ---------–-ს ქუჩა N1-----ში მცხოვრებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა---------– გ-----–-–---–მა მისსავე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, სამზარეულოს ტაფის დარტყმით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს მ----ა წ-–---–---–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუიძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა---------– გ-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
1.2 ქ-----––---–-- რ---------–-ს ქუჩა N1-----ში მცხოვრები ა---------– გ-----–-–---–ი მრავალი წლის განმავლობაში, როგორც ოჯახის წევრების თანდასწრებით, ასევე მარტოც ყოფილ მეუღლეს მ----ა წ-–---–---–ს ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით, ამცირებდა, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა--------– გ-----–-–---–მა მიუხედავად მისი წარსული დამოკიდებულებისა ყოფილი მეუღლის მიმართ 2019 წლის 2- მარტს ოჯახის წევრების თანდასწრებით კვლავ დაამცირა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მ----ა წ-–---–---–ს, ყოფილი მეუღლის მიერ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფით დადამცირებით მ----ა წ-–---–---–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა--------– გ-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ა--------– გ-----–-–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ( შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ; მ----ა წ-–---–---–ის 2-.0-.2019 წ, 26.0-.2019წ მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმები; მ----ა პა-----–---–ის 2-.0-.2019წ, მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი; ბ-----ი გ-----–-–---–ის 2-.0-.2019წ, მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი,; მ----ა წ-–---–---–ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი,; ა--------– გ-----–-–---–ის 25.0-.2019წ, ბრალდებულის სახით გამოკითვის ოქმი; სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 3 მაისის N500------- დასკვნა და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდავო სახის მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შეს--ამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დას--უთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
დაზარალებულის მ----ა წ-–---–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, 1----–--–- ოფიციალურად დაქორწინდა ქ.ახ--––--ეში მცხოვრებ ა--------– გ-----–-–---–ზე, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა 2 შვილი. დაახლოებით 8 წელია რაც ოფიციალურად გაშორდა მეუღლეს ა--------– გ-----–-–---–ს, თუმცა დღემდე ერთდ ცხოვრობენ, რადგან სხვა საშუალება ფიზიკურად არ გააჩნიათ. 2019წლის 2- მარტს სახლში არასრულწლოვნებთან ერთად იყო, რა დროსაც სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა მისი მეუღლე ა--------– გ-----–-–---–ი, რომელიც დილიდან იგინებოდა უცენზური სიტყვებით. მთელი დღის განმავლობაში მისი მისამართით და ასევე ოჯახის სხვა წევრების მისამართითაც, ხოლო შვილიშვილებს არაფერს უშავებს. როდესაც ჩუბს იწყებდა ბავშვები ყოველთვის სხვა ოთხში შეყავდათ, რადგან ჩხუბისთვის არ ეყურებინათ. ეს ყოველივე მისთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვის აუტანელი იყო და როდესაც სთხოვა, რომ აღარ ეყვირა და ეგინა. ამაზე სულ გადაირია და კატეგორიულად მოსთხოვა სახლი დაეტოვებინა თორე არ აცოცხლებდა. აღნიშნულის შემდეგ უთხრა რომ არ აცოცხლებდა და ხელი ჰკრა, რა დროსაც ა--------– გ-----–-–---–მა სამზარეულოდან აიღო ტაფა და უნდოდა მისთვის დაერტყა, რაზეც მოითმინა, გაერიდა აღნიშნულ სიტუაციას და დარეკა 112-ში, ვინაიდან მისი მეუღლის მუქარა აღიქვა რეალურად, ვინაიდან სისტემატიურად სვავს და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური განადგურებით. მისი მეუღლე ა--------– გ-----–-–---–ი ცილს სწამდა რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, ქუჩის ქალი და ქურდი, თითქოს იყო სომეხი, ოსი, ან თათარი და მას ძალით შეეტენა. აღნიშნული საქციელები გრძელდება დაახლოებით 25 წლის განმავლობაში. საფუძვლიანი შიში აქვს, რომ თუ მის მეუღლეს არ დააპატიმრებენ ის თვის მუქარას შეასრულებს და მას მოკლავს. მის მეუღლემ ხელი რომ ჰკრა ფიზიკური ტკივილიარ განუცდია, შეს--ამისად არანაირი დაზიანება არ აღენიშნება და უარს აცხადებს ექსპერტიზის ჩატარებაზე.
მოწმე მ----ა პა-----–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, 2019 წლის 2-მარტს სახლში იყვნენ ოჯახის ყველა წევრი, გარდა მისი მაზლისა და მეუღლისა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა მისი მამამთილი ა---------– გ-----–-–---–ი, რომელიც დილიდან იგინებოდა უცენზურო სიტყვებით მისი დედამთილის მ----ა წ-–--–---–ის მისამართით, თუმცა ბავშვებს არაფერს ერჩის და არაფერს უშავებს. როდესაც მისი მამათილი მთვრალია და იწყებს ჩხუბს და გინებას, ბავშვებს მას არიდებს და შეჰყავს სხვა ოთახში. ეს ყოველივე მისთვის არის მიუღებელი, ვინაიდან მისი ყვირილი და გინება ძალიან მოქმედებს ბავშვებზე, განსაკუთრებით ნ------ე, რომელიც რომელიც ტირილით ჩაბჟირდა კიდეც. მის დედამთილმა მ----ა წ-–---–---–მა მეუღლეს ა---------– გ-----–-–---–ს როდესაც სთხოვა, რომ აღარ ეყვირა და ეგინა, ამაზე სულ გადაირია და კატეგორიულად მოსთოვა სახლი დაეტოვებინა თორე არ აცოცხლებდა. აღნიშნულის შემდეგ უთხრა, რომ არ აცოცხლებდა და ხელი ჰკრა, რა დროსაც ა--------– გ-----–-–---–მა სამზარეულოდან აიღო ტაფა და უნდოდა მ----ა წ-–--–---–ისთვის დაერტყა, რაზეც მოითმინა, გაერიდა აღნიშნულ სიტუაციას და დარეკა 112-ში.
მოწმე ს--ა გ-----–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 2- მარტს დილით სახლიდან გავიდა მის ძმასთან ბ-----ი გ-----–-–---–თნ ერთად და სახლში 17:00 საათზე დაბრუნდნენ. სახლში დაბრუნებისას მისი მეუღლისგან მ----ასგან გაიგო რომ მის მამას ა--------– გ-----–-–---–ს დედისთვის უცენზურო სიტყვებით უგინებია, რის შემდეგ ხელი ჰკრა, ტაფაც აუღია ხელში დასარტყმელად და სცოცხლის მოსპობით დაემუქრებია. აღნიშნავს, რომ მამამისი სისტემატიურად სვავს და და მუდამ აგინებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დედა მ----ა წ-–---–---–ს. ხოლო რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას მას არ დაუნახავს და არც გაუგია ამის შესახებ. როდესაც მამამისი მთვრალია ბავშვები სხვა ოთახში შეჰყავთ, რადგან მოარიდონ ჩხუბს და ყვირილს.
მოწმე ბ-----ი გ-----–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 2- მარტს დილით სახლიდან გავიდა მის ძმასთან ს--ა გ-----–-–---–თნ ერთად და სახლში 17:00 საათზე დაბრუნდნენ. სახლში დაბრუნებისას მისი რძლისგან მ----ასგან გაიგო, რომ მის მამას ა--------– გ-----–-–---–ს დედისთვის უცენზურო სიტყვებით უგინებია, რის შემდეგ ხელი ჰკრა, ტაფაც აუღია ხელში დასარტყმელად და სცოცხლის მოსპობით დაემუქრებია. აღნიშვნავს, რომ მამამისი სისტემატიურად სვავს და და მუდამ აგინებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დედა მ----ა წ-–---–---–ს. ხოლო რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას მას არ დაუნახავს და არც გაუგია ამის შესახებ. როდესაც მამამისი მთვრალია ბავშვები სხვა ოთახში შეჰყავთ, რადგან მოარიდონ ჩხუბს და ყვირილს.
მოწმე თ---–ა გ-----–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ცხოვრობს ახ--––--ეში რუსთველის ქ.N1-----ში ოჯახთან ერთად. ზუსტად არ ახსოვს როდის, მაგრამ პაპა ა--------– გ-----–-–---–ი ყვიროდა სახლში მაგრამ რატომ ყვიროდა არ იცის. ამ დროს სხვა ოთხში იყო მის ბიძაშვილთან ნ--------- ერთად. ა---------– გ-----–-–---–ი მათთან არც შესულა და მათთვის არაფერი უთქვამს.
2019 წლის 2- მარტის საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული მ----ა წ-–--–---–ის ჩვენება, რომელმაც ადგილზე აღწერა, 2019 წლის 2- მარტს მისი მეუღლის ა---------– გ-----–-–---–ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დეტალები.
ლ---- ს----------–-- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------9 სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, მ----ა წ-–---–---–ი (პ/ნ 4---------7) განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2019 წლის 13 მაისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, მ----ა წ-–---–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ა--------– გ-----–-–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ა---------– გ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შეს--ამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შეს--ამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დას--უთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დას--უთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დას--უთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლოს დასკვნა ა---------– გ-----–-–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც სადავოდ არ გაუხდია დაცვის მხარეს და იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ა---------– გ-----–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დას--უთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დას--უთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ბრალდებულს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შეს--ამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვლება პირობითი მსჯავრით, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------– გ-----–-–---–ი (პ/ნ 4----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.
1.1.ა---------– გ-----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.
- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთი სასჯელი შთანთქავს მეორე სასჯელს და ს--ოლოოდ, ა---------– გ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.
- ა---------– გ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 2- მარტიდან 2019 წლის 29 მარტის ჩათვლით.
2. ა---------– გ-----–-–---–ის (პ/ნ 4----------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისაგან გათავისუფლდეს ა---------– გ-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ლ---- ა----–---ს (პ/ნ 4---------5) საკუთრებაში არსებულ 14300 ლარის ღირებულების კუთვნილი უძრავ ქონებას, მდებარე მდებარე სოფელი ა–-----ი სასოფლო–სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი - 2170 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 6-.0-.5-.1--. ( 12-----19წ 2019 წლის 28 მარტის განჩინება )
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. ნივთიერი მტკიცებულება-ერთი ცალი ტაფა რომელიც ინახება შსს ახ--––--ის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, რომლის შესრულებაც დაევალოს შსს ახალცხიის რაიონულ სამმართველოს,5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახ--––--ის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახ--––--ე, მებაღიშვილის ქ.N6-) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია