განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1/2453-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ივლისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: მ------ გ--------
ადვოკატი: მ----- მ------–-–---–-
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: გ------ მ-------–---–ი
მამის სახელი: ს--------
დაბადებული: 1---------–-
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ს---------------------------–-------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თ-----------------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
დაკავების დრო: 16.04.2019წ. 20:21 საათი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ------ მ-------–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი: გ------ მ-------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდებოდა და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, პირის მიმართ ძალადობის გამოყენების და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2019 წლის 16 აპრილის ჩათვლით პერიოდში, გ------ მ-------–---–ი მის ყოფილ მეუღლესთან ნ----- ბ----–---–თან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონის გამოყენებით და პირადად შეხვედრებით. მუდმივად აკონტროლებდა ნ----- ბ----–---–ის ტელეფონში მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს - თუ ვისთან ქონდა კომუნიკაცია ნ----- ბ----–---–ს, მუდმივად ურეკავდა ტელეფონით და სთხოვდა შერიგებას, თითქმის ყოველდღიურად აკითხავდა სამსახურში, რის გამოც ნ----- ბ----–---–ი იძულებული გახდა, თავი დაენებებინა სამსახურისათვის შპს ,,ტ----------–-“, თუმცა გ------ მ-------–---–ი კვლავ აკითხავდა მას ახალ სახსახურში შპს ,,დ---------–-–-“ და მუდმივად სთხოვდა შერიგებას. გ------ მ-------–---–ი საათობით მიდიოდა და სისტემატიურად უთვალთვალებდა ქ. თბილისში, მ-------------------------------------------------------ში მყოფ ნ----- ბ----–---–ს და მუდმივად აკონტროლებდა მისი გადაადგილების მარშუტს - თითქმის ყოველდღიურად ამოწმებდა ნ----- ბ----–---–ის საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის წინ ნ----- ბ----–---–ის ავტომობილის არსებობის ფაქტს, რითაც ამოწმებდა ნ----- ბ----–---–ის სახლსა და სამსახურში ყოფნას, ხოლო შემდეგ ურეკავდა და ამოწმებდა, თუ სად იყო. მის მიმართ სისტემატურად ეჭვიანოდა, ეუბნებოდა, რომ იყო ქალი და ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც მას, როგორც მამაკაცს სურდა. 2019 წლის 16 იანვრიდან, მას შემდეგ რაც ოფიციალურად განქორწინდნენ, 2019 წლის 16 აპრილის ჩათვლით, გ------ მ-------–---–ი მუდმივად ემუქრებოდა ნ----- ბ----–---–ს მოკვლით და ეუბნებოდა, რომ მასთან ერთად მოკლავდა იმ მამაკაცს, ვისთანაც ნ----- ბ----–---–ს ურთიერთობა ექნებოდა. ემუქრებოდა ნ----- ბ----–---–ის კუთვნილი ,,ჰონდა ფიტის“ დაწვით და დაზიანებით. გ------ მ-------–---–ის ქმედებებით ნ----- ბ----–---–ი განიცდიდა ტანჯვას და იძულებული იყო ყველანაირად თავი აერიდებინა მასთან ურთიერთობისთვის, რაც გამოიხატებოდა მასში, რომ სხვადასხვა მარშუტით დადიოდა სახლიდან სამსახურში. ცდილობდა სამსახურიდან სახლში ადრე გასვლას და სწრაფად მისვლას, რომ თავი აერიდებინა გ------ მ-------–---–ისათვის. არ ხვდებოდა მეგობრებს, მუდმივად იყო სახლში, ხოლო სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარას აღიქვამდა რეალურად და უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ნ----- ბ----–---–ის განცხადებით და მისივე გამოკითხვის ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამასთან, დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დამატებით დააფიქსირა პოზიცია, რომ არ აქვს პრეტენზია ბრალდებულის მიმართ, მათ ჰყავთ საერთო შვილი და ბავშვს ესაჭიროება მამა. შესაბამისად, დაზარალებულმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ საშეღავათო გარემოებების გამოყენება.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ გ------ მ-------–---–მა ჩაიდინა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდებოდა და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, პირის მიმართ ძალადობის გამოყენების და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ადევნება, როგორც დანაშაული, ყველა შემთხვევაში ასევე მოიცავს მუქარის ელემენტსაც და ამდენად, მუქარის ეპიზოდი ზედმეტად არის ბრალდებულისათვის წარდგენილი, სასამართლო განმარტავს, რომ ადევნება თავის თავში, აპრიორი არ მოიცავს მუქარას, ხოლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით კი უტყუარად დადგენილია ის გარემოება, რომ გ------ მ-------–---–ის მხრიდან სახეზეა ორი დამოუკიდებელი დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, გ------ მ-------–---–ის მსჯავრდება უნდა მოხდეს როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი კვალიფიკაციიით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, შერიგება დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გ------ მ-------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140(ასორმოცი) საათის ოდენობით. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშეც და ამდენად, მის მიმართ დადგენილი უნდა იქნას პირობითი მსჯავრი. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------ მ-------–---–ი (პ№4----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140(ასორმოცი) საათის ოდენობით, რომლის სახესაც განსაზღვრავს პრობაციის ბიურო და რომლის ხანგრძლივობაც დღეში არ უნდა აღემატებოდეს 08(რვა) საათს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ მ-------–---–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად გ------ მ-------–---–ს განესაზღვროს 02(ორი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140(ასორმოცი) საათის ოდენობით, რომლის სახესაც განსაზღვრავს პრობაციის ბიურო და რომლის ხანგრძლივობაც დღეში არ უნდა აღემატებოდეს 08(რვა) საათს.
გ------ მ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გაუქმდეს.
გ------ მ-------–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 16 აპრილიდან 2019 წლის 01 ივლისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე