გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/3185-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2019 წელი ქ. თ---–---
შესავალი ნაწილი
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
მოსარჩელე: მ------–--------------–-, პ/ნ 0----------
წარმომადგენელი: რ----- კ------–---–-
მოპასუხეები: ე--------- გ--------–-, პ/ნ 0----------, ლ---- მ-------, პ/ნ 0----------
წარმომადგენელი: ფ------ მ--------
დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
აღიკვეთოს ე--------- გ--------–-სა და ლ---- მენაბდის ხელშეშლა და მ------–---- გ-------ლს მიეცეს მის თანასაკუთრებაში არსებულ ბინაში N7-, მდებარე მისამართზე ქ. თ---–---, პ------ გამზირი N--, საკადასტრო კოდი N0----------------------, თავისუფლად შესვლისა და ამ ბინის საცხოვრებლად გამოყენების შესაძლებლობა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ე--------- გ--------–- მოსარჩელის ძმაა, ხოლო ლ---- მ------- - ე--------- გ--------–-ს მეუღლე. მ------–---- გ-------ლსა და ლ---- მ-------ს თანასაკუთრებაში აქვთ სადავო ბინა N7-, მდებარე მისამართზე ქ. თ---–---, პ------ გამზირი N--, საკადასტრო კოდი N0----------------------, თუმცა, მიუხდავად აღნიშნულისა, მოპასუხეებმა ბინის გასაღები გამოცვალეს და მოსარჩელეს მის თანასაკუთრებაში არსებული ბინით სარგებლობის შესაძლებლობას არ აძლევენ.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ მოსარჩელეს სადავო ბინის გასაღები აქვს და შეუძლია, როცა სურს, მივიდეს და სადავო ბინაში იცხოვროს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ბინა N7-, მდებარე მისამართზე ქ. თ---–---, პ------ გამზირი N--, საკადასტრო კოდი N0----------------------, რეგისტრირებულია მ------–--------------–-სა და ლ---- მენაბდის საკუთრებად. დადგენილია, რომ ე--------- გ--------–- მოსარჩელის ძმაა, ხოლო ლ---- მ------- - ე--------- გ--------–-ს მეუღლე (ს.ფ. 20-21, მხარეთა ახსნა-განმარტება).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა ახსნა-განმარტების, საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში წარმოდგენილი რეაგირების ოქმების, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 აპრილის წერილისა და მოსარჩელის მიერ მოპასუხეების სახელზე გაგზავნილი წერილების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ ურთიერთობა მხარეთა შორის დაძაბულია, მოპასუხეები ხელს უშლიან მოსარჩელეს მოსარჩელის თანასაკუთრებად რეგისტრირებული სადავო ბინით სარგებლობაში და მოსარჩელე მოპასუხეთა ნების გარეშე, სადავო ბინაში ვერ შედის ბინის გასაღების არქონის გამო (ს.ფ. 22, 24, 25, 80, 81, 83).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. აღნიშნულის მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნეს სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აპელირებს, რომ მას სადავო ბინის გასაღები არა აქვს და მოპასუხეები მოსარჩელეს სადავო ბინით სარგებლობის შესაძლებლობას არ აძლევენ. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია მხარეს უარყოფითი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, ე.ი., მოცემულ შემთხვევაში, დაუშვებელია მოსარჩელეზე იმ გარემოების მტკიცების ტვირთის დაკისრება, რომ მოსარჩელეს სადავო ბინის გასაღები არა აქვს. მოპასუხე მხარეს კი, რომელიც განმარტავს, რომ მოსარჩელეს სადავო ბინის გასაღები აქვს, ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი, რაც მოპასუხე მხარეს არ დაუძლევია, ვინაიდან მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადატურებდა, რომ მოსარჩელეს სადავო ბინის გასაღები მიღებული აქვს, ან რომ მოსარჩელე სადავო ბინის გასაღებით სარგებლობს. ამასთან, გადაწყვეტილების 3.2. პუნქტის პირველ აბზაცში მითითებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ურთიერთობა მხარეთა შორის დაძაბულია, მოპასუხეები ხელს უშლიან მოსარჩელეს მოსარჩელის თანასაკუთრებად რეგისტრირებული სადავო ბინით სარგებლობაში და მოსარჩელე მოპასუხეთა ნების გარეშე, სადავო ბინაში ვერ შედის ბინის გასაღების არქონის გამო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სასამართლო განმარტავს, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგ-------ობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგ-------ობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბინა, რომლის თავისუფლად სარგებლობის უფლების რეალიზებასაც ითხოვს მოსარჩელე, მოსარჩელის თანასაკუთრებაა. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ ურთიერთობა მხარეთა შორის დაძაბულია, მოპასუხეები ხელს უშლიან მოსარჩელეს მოსარჩელის თანასაკუთრებად რეგისტრირებული სადავო ბინით სარგებლობაში და მოსარჩელე მოპასუხეთა ნების გარეშე, სადავო ბინაში ვერ შედის ბინის გასაღების არქონის გამო.
შესაბამისად, სახეზეა ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი, ზემოგანმარტებული წინაპირობები (მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების - თავის საკუთრებაში არსებული ნივთით თავისუფლად სარგებლობის - სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია), რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეშის აღკვეთის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეშლის აღკვეთის შესახებ დავებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 120 ლარს. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსახილველ დავაზე შეადგენს 60 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარის ოდენობით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ე“, და 41-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებისა (ს.ფ. 29).
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით. სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შუამდგომლობს მოპასუხეებზე მოსარჩელის მიერ ადვოკატებისთვის, საფოსტო გზავნილებისთვის და საჯარო რეესტრში გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ. საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს საქმეზე ორი ადვოკატის დახმარებისთვის გადახდილი აქვს ჯამში 4500 ლარი (ს.ფ. 27-28). საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საფოსტო გზავნილებისთვის და საჯარო რეესტრის მომსახურეობისთვის მოსარჩელის მიერ საქმეზე გაწეული ხარჯი შეადგენს ჯამში 101 ლარსა და 10 თეთრს. კერძოდ, საფოსტო მომსახურების ხარჯი შეადგენს 56.60 (15+12.60+5+14+10) ლარს, ხოლო საჯარო რეესტრის მომსახურების ხარჯი - 44.50 (21+15+8.50) ლარს (ს.ფ. 77-78, 85, 90-92, 111-112).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საქმეზე ადვოკატთა დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1800 ლარის ოდენობით. მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ასევე მოსარჩელის მიერ საქმეზე გაღებული ხარჯის ანაზღაურება ჯამში 101 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით, მ------–--------------–-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ლ---- მ-------ს აეკრძალა საჯარო რეესტრში ნომერი 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სადავო უძრავი ნივთის ½ ნაწილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა (ს.ფ. 34-36).
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ------–--------------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. აღიკვეთოს ე--------- გ--------–-სა და ლ---- მენაბდის ხელშეშლა და მ------–---- გ-------ლს მიეცეს მის თანასაკუთრებაში არსებულ ბინაში N7-, მდებარე მისამართზე ქ. თ---–---, პ------ გამზირი N--, საკადასტრო კოდი N0----------------------, თავისუფლად შესვლისა და ამ ბინის საცხოვრებლად გამოყენების შესაძლებლობა.
3. ე--------- გ-------ლსა და ლ---- მ-------ს მ------–--------------–-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით.
4. მ------–---- გ-------ლს დაუბრუნდეს 60 ლარი რ-----ი კ------–---–-ს მიერ 14/02/2019 წელს სახელმწიფო ბაჯის სახით გადახდილი 170 ლარიდან. გადახდის რეკვიზიტებია: საგადასახადო დავალება №0, სახაზინო კოდი 30077-150, ბანკის კოდი TRESGE22.
5. ე--------- გ-------ლსა და ლ---- მ-------ს მ------–--------------–-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
6. ე--------- გ-------ლსა და ლ---- მ-------ს მ------–--------------–-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ადვოკატთა დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით.
7. ე--------- გ-------ლსა და ლ---- მ-------ს მ------–--------------–-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საფოსტო გზავნილებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება ჯამში 56,60 ლარის (ორმოცდათექვსმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ოდენობით.
8. ე--------- გ-------ლსა და ლ---- მ-------ს მოსარჩელე მ------–--------------–-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება ჯამში 44,50 (ორმოცდაოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე