განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
330100118002406092
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1655-18

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

22 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი, სოფიო ჩოხელი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - დ---------------ე, ნ------------–---–ი,სტაჟიორ-პროკურორები - გ----------------ე, ა----------------–ი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ნ---------------------------–--ე, დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, თ--------------–---–------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, კ------------------ში).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

 

ადვოკატები - გ--------------–--ე, ა-–------------------ე, ნ------–-------ე, ბ--------------–--,სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ნ--------------–--ემ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა შპს „-------------- კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულად თანხას. ამ მიზნით, 2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით 05:10 საათზე, ისინი მივიდნენ ქ. თბილისში, ბ-------------–----–----- გამზირი, №---–- მდებარე შპს „-------------- კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, რა დროსაც ხელსაწყოების გამოყენებით, დააზიანეს და გახსნეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარები, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ აპარატში მოთავსებულ ფულად თანხას 1076 ლარის ოდენობით, რაც წაიღო ნ--------------–--ის თანმხლებმა, გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, რომელიც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ნ--------------–--ე, როდესაც ასევე ცდილობდა მიმალვას, ადგილზევე იქნა დაკავებული პოლიციის მუშაკების მიერ. აღნიშნული ქმედებით შპს „-------------- მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,2.1. საქართველოს შსს ი----------------------------–--------–-–-------------------–--ის გამომძიებელ ჯ------------–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 24 მარტს, კ-----------------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით დილის ექვსის წუთებზე, ქ. თბილისში, ბ-------------–----–----- ქუჩა №----- მიმდებარე ტერიტორიაზე მათ გაიგონეს ხმაური და შორიდან დაინახეს ორი პიროვნება, რომლებიც იმყოფებოდნენ „-------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან. ერთი მათგანი, რომელსაც ჩაფხუტი ეხურა, ძალაყინის მეშვეობით ცდილობდა აპარატის კარის გაღებას (გატეხვას). როდესაც პოლიციელებმა მათი მიმართულებით დაიწყეს გადაადგილება, აღნიშნული პირები გაიქცნენ. პოლიციელები გაეკიდნენ მათ და მოუწოდეს გაჩერებისკენ. სირბილისას ბრალდებულმა ჩაფხუტი მოიხსნა და გადააგდო. იგი თვალთახედვის არედან არ დაუკარგავთ. ნ-----–----–-----------------ან ჯ------------–---–მა და კ-----------------ემ დააკავეს ნ--------------–--ე, ხოლო მასთან ერთად მყოფმა პიროვნებამ გაქცევა მოახერხა. დევნისას ბრალდებულს ხელში ეჭირა რაღაც ყუთები, თუმცა სად გადააგდო ნ--------------–--ემ აღნიშნული ნივთები, პოლიციელებმა ვერ დაინახა. დაკავების ოქმი კ-----------------ემ შეავსო. მანვე განუმარტა ბრალდებულს უფლებები, რის შემდეგაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ნ--------------–--ისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ყოფილა ამოღებული. ჯ------------–---–ის განმარტებით, ნ--------------–--ემ დაკავების ოქმს ხელი მოაწერა და რაიმე შენიშვნა ან გაცხადება არ დაუფიქსირებია. მოწმის განმარტებით, აღნიშნული პიროვნებები სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან გვერდულად იდგნენ და პოლიციის გამოჩენისთანავე გაიქცნენ. ჯ------------–---–მა სქმის არსებითი განხილვისას განაცხადა, რომ მათი სახე დაინახა, თუმცა შეამჩნია, რომ ერთ მათგანს ჩაფხუტი ეფარა; დევნისას ბრალდებულმა პირველად ძალაყინი გადააგდო, შემდეგ კი ჩაფხუტი. ნ--------------–--ესთან ერთად მყოფ პიროვნებას კაპიუშონი ეხურა.

 

2.2. საქართველოს შსს ი----------------------------–--------–-–-------------------–--ის გამომძიებელ კ-----------------ის ჩვენებით, 2018 წლის 24 მარტს, დილის 5 საათზე, თანამშრომელ ჯ------------–---–თან ერთად ახორციელებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. ქ. თბილისში, ბ-------------–----–----- ქუჩაზე მათ შეამჩნიეს ორი პიროვნება, რომლებიც ძალაყინის გამოყენებით ტეხავდნენ „-------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატს. პოლიციის თანამშრომლები მოშორებით იმყოფებოდნენ, თუმცა ქუჩა კარგი განათებული იყო და აღნიშნული პიროვნებები კარგად ჩანდნენ. პოლიციის თანამშრომლების შემჩნევისთანავე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან მყოფი პირები გაიქცნენ. შემთხვევის ადგილზე მიახლოებისას, კ-----------------ემ და ჯ------------–---–მა დაინახეს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარები ღია იყო, ხოლო თანხის ჩასადები ე.წ. „კასეტები“ წაღებული. ისინი გაეკიდნენ გაქცეულებს მ------ ქუჩის მიმართულებით. კ-----------------ის ჩვენების თანახმად, ბრალდებულს თავზე ჩაფხუტი ეხურა, ერთ ხელში ძალაყინი ეჭირა, ხოლო მეორეში ე.წ. - „კასეტები“. მოწმის განმარტებით, მას ყურადღება ჩაფხუტიან პიროვნებაზე ჰქონდა გადატანილი და ამიტომ ვერ დაინახა თუ როდის გადაყარა ბრალდებულმა აღნიშნული კასეტები; მისთვის მთავარი იყო ნ--------------–--ე თვალთახედვის არედან არ დაეკარგა. ბრალდებული ნ-----–----–-----------------ან დააკავეს. კ-----------------ემ მას განუმარტა უფლებები და ჩაუტარა პირადი ჩხრეკა. ნ--------------–--ისაგან ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. მოწმის ჩვენების თანახმად, მან შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის შენობაში, ხოლო ნ--------------–--ესთან ერთად მყოფმა პიროვნებამ გაქცევა მოახერხა.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მან და ჯ------------–---–მა თავდაპირველად გაიგონეს ძალაყინის დარტყმის ხმა, შემდეგ დაინახეს ჩაფხუტიანი პიროვნება - ნ--------------–--ე, რომელიც ტეხავდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატს. სანამ პოლიციელები ადგილზე მივიდნენ, ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა პირმა აპარატი გატეხეს, „კასეტები“ ამოიღეს და გაიქცნენ. სამართალდამცავებმა გაქცეულებს მოუწოდეს შეჩერებისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის აღნიშნულ მოთხოვნას. უცნობი პიროვნება ნ--------------–--ეს ჩასარიცხი აპარატის კარის გაღებაში ეხმარებოდა. ჯ------------–---–სა და კ-----------------ეს პოლიციის ფორმები ეცვათ. ძალაყინი ნ--------------–--ემ სირბილის დროს მალევე გადააგდო. კ-----------------ეს დევნის დროს ბრალდებული თვალთახედვის არედან არ დაუკარგავს. ნ--------------–--ემ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე ხელი მოაწერა და რაიმე შენიშვნა არ განუცხადებია. დევნისას ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ ყოფილა.

 

2.3. 2018 წლის 2---------ს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დათვალიერდა ქ. თბილისში, ბ-------------–----–----- გამზირი №----- მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს ს------–------ მაღაზია „--------, რომლის მარჯვენა კუთხიდან 150 სანტიმეტრში, ტროტუარზე განთავსებულია „-------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ტერმინალის ნ---------------- რომელსაც აღენიშნება დაზიანება. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ აპარატის წინ მდებარე ასფალტის ზედაპირიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში. შემთხვევის ადგილიდან გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც მივიდა ს-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩენილ იქნა ძალაყინი, შემდეგ გავიდა მარჯვენა მხარეს, მ------ ქუჩაზე და გაჩერდა მარცხნივ, დაახლოებით 200 მეტრში. ძალაყინი ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ. დათვალიერებით დადგინდა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს დაზიანებული აქვს ქვედა და ზედა კარები. აპარატში არ აღმოჩნდა ფულის შემნახველი „კასეტები“. ექსპერტების მიერ აპარატის შიდა ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები. დათვალიერების შემდეგ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ. შემთხვევის ადგილი დასურათდა ექსპერტების მიერ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე დაადასტურა ქ. თბილისის ი------------------------------–-------------------–--ის გამომძიებელმა - ო-–-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

2.4. დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელ - ა----------------ის ჩვენების თანახმად, მუშაობს შპს „-------------- უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობაზე. 2018 წლის 24 მარტს, გამთენიისას, მონიტორინგის სამსახურში შევიდა განგაში. სიგნალიზაცია ჩაირთო და დაფიქსირდა ქ. თბილისში, ბ-------------–------–------------------ მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან კასეტის არასანქცირებული ამოღება. მოწმე დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა საპატრულო პოლიცია. პოლიციის თანამშრომლებს დაზიანებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გარშემო ლენტი ჰქონდათ შემოხვეული. მან შორიდან შეამჩნია, რომ აპარატში არ იდო თანხის შემნახველი ქეისი. პროგრამული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ აპარატიდან წაღებული იყო 1076 ლარი. დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ დაზიანებული იყო სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალის შუა, ზედა და ქვედა კარები. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ შედგა სათანადო ოქმი, რომელიც მოწმემ წაიკითხა და მანვე მოაწერა ხელი.

 

2.5. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 24 მარტს, საქართველოს შსს ი----------------------------–--------–-–-------------------–--ის გამომძიებელ ი-------–--ს მიერ, ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ადგილმდებარეობა - ქ. თბილისში, ბ-------------–----–----- გამზირი №---- მიმდებარე ტერიტორია, სადაც ელექტროსადენების ტრანსფორმატორისთვის განკუთვნილ პატარა შენობასა და ჯიხურს შორის არსებულ პატარა ჩიხში დაყრილია ნაგავი. დათვალიერებისას, აღნიშნული ტერიტორიიდან ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა 1 ცალი პლასტმასის ყუთი დაზიანებულ მდგომარეობაში და 1 ცალი რკინის ყუთი, რომლებიც დაილუქა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, გამომძიებელმა ი-------–--მ დაადასტურა ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის სისწორე.

 

2.6. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 24 მარტს, გამომძიებელ ნ-------------–---–ის მიერ, ქ. თბილისში, ნ-----–----–---------------–- მდებარე შ-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ამ უკანასკნელის თანხმობით, ამოღებულ იქნა 1 ცალი მოტოციკლის ჩაფხუტი, შავი ფერის, რომელსაც წინა მხარეს გააჩნია გამჭვირვალე სახის დამცავი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, გამომძიებელმა ნ-------------–---–მა დაადასტურა ამოღების ოქმის სისწორე.

 

2.7. საქართველოს შ------------------------------------------–-----------------------------------–-–------------–------------ დასკვნის თანხმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს აღენიშნება დაზიანებები დეფორმაციის, განცალკევების, ნაკაწრებისა და ნაჭდევების სახით. აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. ასევე აპარატს არ გააჩნია ლითონის მონეტებისა და ქაღალდის კუპიურების მიმღები კასეტები. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ლ-----–----–----ემ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.8. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–---------------------- დასკვნის თანხმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ჩაფხუტის ზედაპირზე გამოვლინდა სუსტად გამოხატული დვრილოვანი ხაზების კვალი, ფრაგმენტების, ნაწყვეტების და ზედდების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. მეტალის ძალაყინზე ხელის თითის კვლები დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოისახა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა ბ------------ემ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.9. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–----------------------- დასკვნის თანხმად, პაკეტში წარწერით: „...1 ც. ჩაფხუტი ამოღებული ეზოდან...“ მოთავსებულ ჩაფხუტის ფარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.№1ა) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ნ--------------–--ის (ობ. №9, პაკეტი წარწერით: „.. პირის ღრუდან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში ნ---------------------------–--ისგან...“) გენეტიკური პროფილისგან. ჩაფხუტის შიდა ზედაპირზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №1) შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება ობ. #1ა-სა და ნ--------------–--ის (ობ. №9) გენეტიკური თანამონაწილეობა.

 

პაკეტში წარწერით „...1 ც. რკინის დეტალი ამოღებული ჩასარიცხის მოშორებით ჩიხში ნიადაგიდან...“, მოთავსებულ ძალაყინზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ--------------–--ეს (ობ. №9).

 

პაკეტში წარწერით: „...2 ცალ ჩხირზე ანაწმენდი ჩასარიცხი აპარატის შიდა მხრიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №3,4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ--------------–--ეს (ობ. №9).

 

პაკეტში წარწერით: „...1 ცალი რკინის ყუთი...“ მოთავსებული მეტალის ყუთის სახელურზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №5) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, ხოლო ყუთის გარე ზედაპირზე (ობ. №6) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

პაკეტში წარწერით: „...1 ცალი პლასტმასის ყუთი დაზიანებულ მდგომარეობაში...“ მოთავსებულ პოლიმერული მასალის ყუთზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №7,8) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ექსპერტი ე-------------------–---.

 

2.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა ე-------------------–---მ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ შერეული გენეტიკური პროფილი ნიშნავს საგანზე რამდენიმე ადამიანის გენეტიკური ნიმუშის არსებობას. გამოკვლევით დადგინდა, რომ ჩაფხუტის ფარზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, რომელიც განსხვავდება ბრალდებულის გენეტიკური პროფილისგან. ნ--------------–--ისა და ობიექტი №1-ის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა ჩაფხუტის შიდა ზედაპირზე, ხოლო ძალაყინზე აღმოჩენილ იქნა მხოლოდ ბრალდებულის გენეტიკური პროფილი. ექსპერტის განმარტებით, საგანზე გენეტიკური მასალა (ნერწყვი, სისხლი, თმა და სხვა) რჩება მხოლოდ უშუალო კონტაქტის შემთხვევაში.

 

2.11. ბრალდებულის ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2018 წლის 24 მარტს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ბრალდებულმა ნ--------------–--ემ მიუთითა გ-------–----–------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე, რომელიც გაქურდა მეგობართან - „----------- ერთად. ბრალდებულმა ასევე მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც გადააგდო ძალაყინი და ჩაფხუტი, ასევე ის ტერიტორია, სადაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

2.12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, გამომძიებელმა გ---------–---–მა დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის კანონთან შესაბამისობა. მოწმის ჩვენების თანახმად, მან, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, კანონმდებლობის სრული დაცვით ჩაატარა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ბრალდებულის თანხმობით, რა დროსაც ნ--------------–--ემ მიუთითა ყველა იმ ადგილზე, რომელიც დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენასთან, კერძოდ: ნ--------------–--ემ მიუთითა ადგილზე, სადაც დააგდო ძალაყინი, ასევე ჯიხურზე, რომლის უკანაც შეყარა ფულის ჩასაყრელი კასეტები, ასევე ნ-----–----–------------------- მან გადააგდო მოტოციკლის ჩაფხუტი. სახლის მეპატრონის თანხმობით, ექსპერიმენტი გაგრძელდა შ-----------ის ეზოში, სადაც აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ჩაფხუტი. ბრალდებულის განმარტებით, იქვე მდებარე ნ-----–----–----------------- წინ იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ნ--------------–--ემ საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი მოაწერა და რაიმე შენიშვნა არ განუცხადებია. ბრალდებული თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა არ მოუთხოვია.

 

ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.13. დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელ ა----------------ის ჩვენების თანახმად, პროგრამული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ „-------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან წაღებული იყო 1076 ლარი.

 

2.14. „-------------- სერვისების განყოფილების უფროსის 2018 წლის 2---------ს წერილის თანახმად, კომპანიისათვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 1558 ლარი და 21 თეთრი.

 

ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

2.15. საქართველოს შსს ი----------------------------–--------–-–-------------------–--ის გამომძიებლების - ჯ------------–---–ისა და კ-----------------ის ჩვენებების თანახმად, 2018 წლის 24 მარტს, დილის საათებში, ბ-------------–----–----- ქუჩა №------- შეამჩნიეს ორი პიროვნება, რომლებიც იქვე განთავსებულ „-------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ტეხავდნენ. პოლიციის თანამშრომლების გამოჩენისთანავე, ისინი გაიქცნენ. დევნის შედეგად დაკავებულ იქნა მხოლოდ ნ--------------–--ე, რომელმაც სირბილისას მოახერხა ჩაფხუტის, ძალაყინისა და ჩარიცხვის აპარატის ე.წ. „კასეტების“ გადაყრა.

 

დაცვის მხარის პოზიცია

 

2.16. ბრალდებულმა ნ--------------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ბ-------------–----–----- ქუჩაზე განთავსებული „-------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გააღო მოტოციკლეტის ე.წ. „რუჩკით“, აიღო აპარატში ჩალაგებული „კასეტები“ და გაემართა ჩიხისკენ, სადაც მოტოციკლი ჰყავდა გაჩერებული. ამ დროს, მან შეამჩნია პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც კორპუსებიდან გამოდიოდნენ. ბრალდებულმა კასეტების დამალვა მოასწრო და გაიქცა. მან, სირბილისას, მოტოციკლის ჩაფხუტი გადააგდო. პოლიციის თანამშრომლებმა ორჯერ მოუწოდეს გაჩერებისკენ, რის შემდეგაც სროლა დაუწყეს. დაახლოებით 300-400 მეტრი სირბილის შემდეგ, იგი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. როგორც შემთხვევის ადგილზე, ასევე პოლიციის შენობაში ბრალდებულს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ განუმარტეს უფლებები. პოლიციის განყოფილებაში ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა და კონკრეტულად რომელმა მიაყენა მას შეურაცხყოფა, არ ახსოვს. დაკითხვის დასრულების შემდეგ, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ნ--------------–--ემ საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა. იგი მიიყვანეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან და გადაუღეს ფოტოსურათები. ბრალდებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს არ გასცნობია, თუმცა ხელი მაინც მოაწერა. პოლიციის თანამშრომლებმა მას არ დაუჯერეს, რომ შემთხვევის ადგილზე მარტო იმყოფებოდა და იძულებული გახდა ვინმე „------ დაესახელებინა თანამონაწილედ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვისას, მას ძალაყინი არ გამოუყენებია. პოლიციელებმა იგი მიიყვანეს ძალაყინთან და ფოტოსურათები გადაუღეს. ნ--------------–--ემ განმარტა, რომ მან დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი. ბრალდებულის თქმით, დამკავებელმა პირებმაც (ჯ------------–---–მა და კ-----------------ემ) მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციის განყოფილებაში ბრალდებულს ყველა აგინებდა. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, ბრალდებული ადვოკატის მომსახურებით სარგებლობდა. მოსამართლემ მას დაუსვა კითხვა, მის მიმართ განხორციელდა თუ არა ძალადობა ან მუქარა, რაზედაც ბრალდებულმა უპასუხა, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან შეეშინდა, რომ თუ სიმართლეს იტყოდა, მასთან არ დაიდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულმა დამატებით განმარტა, რომ მან გამოძიებას სწორი ინფორმაცია მიაწოდა, მხოლოდ „-------ს პიროვნება არის მოგონილი; იგი ძალაყინს არ შეხებია და საიდან აღმოჩნდა მისი გენეტიკური კვალი აღნიშნულ ნივთზე, მისთვის უცნობია.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლომ, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ნ--------------–--ის მიერ ქურდობის ჩადენა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ნ--------------–--ემ, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, 2018 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, გატეხა ქ. თბილისში, ბ-------------–----–----- ქუჩა №----- მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, „-------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, საიდანაც აღნიშნული პირები დაეუფლნენ 1076 ლარს. პოლიციის თანამშრომლების გამოჩენისთანავე, ისინი გაიქცნენ და დევნისას დაკავებულ იქნა მხოლოდ ნ--------------–--ე, ხოლო მისი თანამზრახველი მიიმალა.

 

3.8. ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია ნ--------------–--ის წარდგენილი კვალიფიკაციით ბრალდებაში უდანაშაულობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

- დაცვის მხარის ვერსია, ნ--------------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების დამოუკიდებლად, თანაამსრულებლის მონაწილეობის გარეშე ჩადენის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს და მხოლოდ ბრალდებულისათვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებასა და თანამზრახველის პიროვნების გაუმჟღავნებლობას ემსახურება მიზნად, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით; კერძოდ, თვითმხილველმა მოწმე სამართალდამცავებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს პროცესზე, რომ შემთხვევის ადგილზე მათ შენიშნეს ორი პირი, რომლებიც ცდილობდნენ „-------------- აპარატიდან თანხის დაუფლებას. აღნიშნული პირები არ დაემორჩილნენ სამართალდამცავთა მოთხოვნას შეჩერების თაობაზე; მათ მოახერხეს აპარატიდან თანხის დაუფლება და გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. მათგან ერთ-ერთი იყო ნ--------------–--ე. ამასთან, არ არსებობს რაიმე გონივრული საფუძველი იმისა, რომ თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებების სანდოობაში სასამართლომ ეჭვი შეიტანოს ვინაიდან, ისინი სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, ამასთან, მოწმეთა ჩვენებები იყო სრულყოფილი და კონკრეტული, მათ არ აურიდებიათ თავი შეკითხვებზე პასუხისაგან. ასევე არ არსებობს რაიმე დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ კონკრეტულ პირებს აქვთ დაინტერესება ნ--------------–--ის ცრუ ბრალდებით მსჯავრდების მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი აცხადებს, რომ თანაამსრულებლის მონაწილეობის გარეშე ჩადიოდა დანაშაულს, არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“

 

3.10. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ნივთის ფარული დაუფლება; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა ხელყოფდეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.

 

3.11. რაც შეეხება ნ--------------–--ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, მათ სასამართლო მიმოიხილავს დეტალურად:

 

· ნ--------------–--ის მიერ ჩადენილმა ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს ბევრად აღემატება ის ზიანი, რაც გამოიწვია ნ--------------–--ის მიერ ჩადენილმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულის წარმომადგენლის ჩვენებით და დაზარალებული კომპანიის წერილით დადგენილია, რომ ფულადი თანხა, რომელსაც დაეუფლნენ ნ--------------–--ე და გამოძიებით დაუდგენელი პიროვნება, დაახლოებით შეადგენს - 1076 ლარს.

 

· სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ--------------–--ის მიერ თანამზრახველთან ერთად ფარულად დაუფლებული თანხა შეადგენს 1076 ლარს. გამოძიება ბრალდებულს არ ედავება სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანებით კომპანიისათვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისად, სასამართლო ვერ გასცდება წარდგენილი ბრალდების ფარგლებს და მიუხედავად შპს „-------------- წერილისა, სადაც ზიანის ოდენობად მითითებულია 1558 ლარი (მათ შორის ფარულად დაუფლებული 1076 ლარი), სასამართლო ზიანის ოდენობად დაადგენს ნ--------------–--ის მიერ ფარულად დაუფლებული თანხის ოდენობას - 1076 ლარს, რაც გაცილებით აღემატება კანონმდებლობით მნიშვნელოვანი ზიანისათვის დადგენილ 150 ლარიან ნიშნულს.

 

· ასევე ქურდობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად; ჯგუფური დანაშაულის განმარტება მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლში, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქმედების ჩადენასთან. ბრალდებულსა და გამოძიებით დაუდგენელ პირს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა დასტურდება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით, რომ ჯგუფის წევრებმა, წინასწარ დაგეგმილად, ღამის საათებში, ძალაყინის გამოყენებით დააზიანეს „-------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ამოიღეს ფულის შესანახი ე.წ. „კასეტები“ და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ აპარატში არსებულ ფულად თანხას. მათი ქმედება შემჩნეულ იქნა სამსახურეობრივი მოვალეობის შესარულებისას, შემოვლაზე მყოფი პოლიციის თანამშრომელთა მიერ, რომელთა დანახვაზეც ბრალდებული და ქურდობის ჩადენაში მონაწილე გამოძიებით დაუდგენელი პირი - გაიქცნენ. ნ--------------–--ე დაკავებულ იქნა პოლიციელების მიერ, ხოლო გამოძიებით დაუდგენელმა პირმა მოახერხა გაქცევა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ორივე პირმა განახორციელა ერთი და იგივე უმართლობა, შესაბამისად, ნ--------------–--ე, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად, წარმოადგენს ერთიანი უმართლობის თანაამსრულებლს;

3.12. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს, კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია თუ არა, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

3.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ--------------–--ემ ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნ--------------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ დაზარალებული კომპანიისთვის სრულად ანაზღაურებულოია ზიანი, ნ--------------–--ეს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

 

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--------------–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლის ნიმუში, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ნ--------------–--ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ნ--------------–--ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუში, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- ნ--------------–--ისგან აღებული ხელის კვალის ნიმუშები, მოთავსებული საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზაში; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო მასალა მოთავსებული 1 (ერთი) ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, ადგილმდებარეობის დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, მოტოციკლის შლემის ამოღების დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების: - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 (ერთი) ცალი ძალაყინი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ,---------------ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული ანაწმენდები 2 (ორი) ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ,---------------ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელიც დალუქული სახით ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–---ში; ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული 1 (ერთი) ცალი პლასტმასის ყუთი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული 1 (ერთი) ცალი რკინის ყუთი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ქ. თბილისში, ნი----–----–---------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული 1 (ერთი) ცალი მოტოციკლის შლემი , ე.წ ,,ჩაფხუტი’’, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად - საკითხი უნდა გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 270-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ--------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით;

2. მსჯავრდებულ ნ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის ფაქტობრივი აღსრულების მიზნით მისი თავისუფლების აღკვეთის დროიდან - 2019 წლის 22 მაისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 2---------ს 05:20 საათიდან - 2018 წლის 26 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

3. მსჯავრდებულ ნ--------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლის ნიმუში, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ნ--------------–--ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ნ--------------–--ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუში, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად -განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- ნ--------------–--ისგან აღებული ხელის კვალის ნიმუშები, მოთავსებული საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზაში; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო მასალა მოთავსებული 1 (ერთი) ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, ადგილმდებარეობის დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, მოტოციკლის შლემის ამოღების დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების: - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 (ერთი) ცალი ძალაყინი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ,---------------ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული ანაწმენდები 2 (ორი) ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ,---------------ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელიც დალუქული სახით ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–---ში; ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული 1 (ერთი) ცალი პლასტმასის ყუთი, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული 1 (ერთი) ცალი რკინის ყუთი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ქ. თბილისში, მ-----–---–---------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული 1 (ერთი) ცალი მოტოციკლის შლემი , ე.წ ,,ჩაფხუტი’’, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად - საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე