განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/2----19
(გამოძიების N0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც------ ც---–---ე;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - უ–---- გ--–--–---–ი;
ბრალდებული - ა-–---ი ი------- ძე ც--–---–-–--ლი, დაბადებული 1----–-–------------–ს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები ქ------–---------------------------ში;
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
სხდომის სახე: ღია,აღწერილობით -სამოტივაციო ნაწილი :
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 1) 2017 წლის აგვისტოდან 2019 წლის 08 იანვრამდე, ა-–---ი ც--–---–-–--ლი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი----- ტ-------ეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აგინებდა, ლანძღავდა, რის შედეგად ი----- ტ-------ემ განიცადა სულიერი ტანჯვა. კერძოდ, 2017 წლის 06 აგვისტოს და 2018 წლის 08-09 იანვარს ა---------------–------------------------ში ა-–---ი ც--–---–-–--ლმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს - ი----- ტ-------ეს. 2018 წელს, ქ.თბილისში დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, ა-–---ი ც--–---–-–--ლი ი----- ტ-------ეს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რის შედეგად ეს უკანასკნელი განიცადა ფსიქიკურ და სულიერ ტანჯვას.
ა-–---ი ც--–---–-–--ლი ი----- ტ-------ესთან თანაცხოვრების პერიოდში სიტემატურად სცემდა და ძალადობდა. ხელებსა და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა ორგანოში. ასევე ქაჩავდა თმებს რითაც ი----- ტ------ე განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას. ყველა შემთხვევას თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და დამამცირებელი მიმართვა. ი----- ტ-------ე 2017 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა-–---ი ც--–---–-–--ლთან, რომელთანაც ჰყავს საერთო შვილი - 2018 წელს დაბადებული ც------ ც--–---–-–--ლი. 2017 წლის 06 აგვისტოს და 2018 წლის 08-09 იანვარს, ა---------------–------ში ა-–---ი ც--–---–-–--ლმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს ი----- ტ-------ეს. კერძოდ, დაარტყა ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე 2018 წლის 30 აგვისტოს, ქ-------–--–--------------------------------------ში ა-–---ი ც--–---–-–--ლმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს ი----- ტ-------ეს. კერძოდ, დაარტყა ხელები სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, წვდა ყელში და ცდილობდა მისთვის ზიანის მიყენებას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2019 წლის 07 იანვარს, ქ. თბილისში, ხ---------------------ში ა-–---ი ც--–---–-–--ლმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს - ი----- ტ-------ეს, კერძოდ დაარტყა ხელები სახეში, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, წააქცია იატაკზე და ურტყამდა ზემოდან ხელებსა და ფეხებს, რის შედეგადაც ი----- ტ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ა-–---ი ც--–---–-–--ლი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი----- ტ-------ეს არასრულწლოვანი შვილების ა------- და მ------------------–---–ების თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, ლანძღავდა, აგინებდა. 2017 წლის 06 აგვისტოს და 2018 წლის 08-09 იანვარს, ა---------------–------------------------ში, ა-–---ი ც--–---–-–--ლმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ი----- ტ-------ეს. ასევე, 2018 წლის იანვრის თვეში, ქ. თბილისში, გ-------–---–-------------ე, ა-–---ი ც--–---–-–--ლმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მ------------------–---–ს. ა-–---ი ც--–---–-–--ლის მიერ განხორციელებული ქმედებებით ა------- და მ------------------–---–ებმა განიცადეს ფსიქიკური ტანჯვა.
ა-–---ი ც--–---–-–--ლი თვეების განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი----- ტ-------ეს. კერძოდ: 2017 წლის 06 აგვისტოს, 2018 წლის 08-09 იანვარს ა---------------–-----------------------ში, ა-–---ი ც--–---–-–--ლი სიტყვიერი შელაპარაკების დროს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით მეუღლეს ი----- ტ-------ეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში. ასევე, 2018 წლკის 30 აგვისტოს ქ.თბილისში თ---------------------------------------------------ში ა-–---ი ც--–---–-–--ლი სიტყვიერი შელაპარაკების დროს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით მეუღლეს ი----- ტ-------ეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე 2019 წლის 07 იანვარს, ქ------–--–------------------------ში ა-–---ი ც--–---–-–--ლი სიტყვიერი შელაპარაკების დროს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით მეუღლეს ი----- ტ-------ეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ა-–---ი ც--–---–-–--ლის ქმედების შედეგად, ი----- ტ-------ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში.
მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო თვლის, რომ ა-–---ი ც--–---–-–--ლის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ფარგლებში ბრალდებულის აღიარება სრულად თავსებადია დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, დაზარალებულ ი--------------ის, მ------------------–---–ის და ა-------------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეთა, დ-------------–---–ის და გ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათით და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის და სასამართლო სამედიცინო ექსაპერტიზის დასკვნებით დადგენილ ფაქტებთან.
ამასთან, სასამართლო თვლის, რომ ა-–---ი ც--–---–-–--ლის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ ი----- ტ-------ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ დაზარალებული არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა-–---ი ც--–---–-–--ლთან და მათ ჰყავთ საერთო შვილი ექვსი თვის ც------ ც--–---–-–--ლი. ამავე ოქმით, 2017 წლის 06 აგვისტოს როდესაც იმყოფებოდნენ ა------–ი, ა-–---ი ც--–---–-–--ლმა მას უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, აგინა უშვერი სიტყვებით, რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, წვდა ყელში და უჭერდა, თან ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დარტყმების და ყელში ხელის მოჭერის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარის გამო დაეუფლა სიცოცხლის მოსპობის რეალური განცდა.
2018 წლის იანვრის თვეში იქნებოდა დაახლოებით 8-9 რიცხვი, ა-–---ი ც--–---–-–--ლმა, ასევე უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ აგინა უშვერი სიტყვებით და რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე წიხლი ჩაარტყა ფეხის არეში. დაზარალებულის განმარტებით ფაქტს ესწრებოდნენ 16 წლის მ------------------–---–ი და 6 წლის ა-------------------–---–ი.
2019 წლის 07 იანვარს, ქ------–--–---------------------------ში ნაქირავებ ბინაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა-–---ი ც--–---–-–--ლმა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, ხოლო შემდეგ სახეში და თავის არეში, წვდა თმებში და ათრია. დაზარალებულმა დარეკა 112-ში. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მომხდარი ინციდენტის შედეგად მან მიიღო ფიზიკური დაზიანება, სახის, თვალის და მუცლის არეში.
არასრულწლოვან დაზარალებულ მ------------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილი გარემოებაა, რომ ა-–---ი ც--–---–-–--ლი არის მისი მამინაცვალი. 2018 წლის იანვრის დასაწყისში (რიცხვი ზუსტად არ ახსოვს) ძმასთან ა-------------------–---–თან ერთად იმყოფებოდა დედასთან ა------–ი. ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ა-–---ი ც--–---–-–--ლი დედამისს მუშტებით ურტყმდა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მეორე დღეს როცა მან მამინაცვალს ჰკითხა, თუ რატომ მიაყენა ი----- ტ-------ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ა-–---ი ც--–---–-–--ლმა უთხრა, რომ მისი საქმე არ იყო აგინა უშვერი სირტყვებით და ლანძღა, რითაც მან მიიღო ძლიერი სტრესი და განიცადა ტანჯვა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ დედასთან და ძმასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში გ-------–---–-------------ე ნაქირავებ ბინაში. ა-–---ი ც--–---–-–--ლი მათ მიერ ნაქირავებ ბინაში მივიდა და დაემუქრა დედამისს მოკვლით, მანვე ლანძღა მ------------------–---–ი, რომელსაც აბრალდებდა ოჯახის დანგრევას. მომხდარი ფაქტის გამო მ------------------–---–მა განიცადა სტრესი და ტანჯვა. ამავე ჩვენებით, 2017 წლის აგვისტოს თვეში რიცხვი არ ახსოვს ნახა, რომ ი----- ტ-------ეს სხეული ჰქონდა დალურჯებული. დედამ უთხრა, რომ ფიზიკური დაზიანებები მას ა-–---ი ც--–---–-–--ლმა მიაყენა,არასრულწლოვან დაზარალებულ ა-------------------–---–ის განმარტებით: - დედა, ი----- ტ-------ე ცხოვრობს მეორე ქმართან ა-–---ი ც--–---–-–--ლთან. დედასთან სტუმრობის დროს მან ნახა, რომ ა-–---ი ც--–---–-–--ლმა სცემა ი----- ტ-------ეს და მას გაეკიდა დანით. ეუბნებოდა რომ ყელს გამოჭრიდა. მომხდარი ფაქტის გამო შეეშინდა და დაიწყო ტირილი. ა-–---ი ც--–---–-–--ლმა ასევე იჩხუბა მ-------------------–---–თან რომელსაც აგინებდა.
ამბოლატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერეტიზის N0-------- დასკვნის თანახმად წაროდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ი---------------ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ი----- ტ-------ემ ა-–---ი ც--–---–-–--ლის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერეტიზის N0-------- დასკვნით დადგენლია, რომ მ------------------------------–---–ი ა-–---ი ც--–---–-–--ლის მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებასა და ტანჯვას.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერეტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ა------- მ----------------------–---–ი ა-–---ი ც--–---–-–--ლის მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებასა და ტანჯვას.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ბრალდებულმა წარდგენილი მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ და დაეთანხმა ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს, სასამართლო ვალდებულია ა-–---ი ც--–---–-–--ლის ქმედებას მისცეს სწორი სამართლებრივი შეაფასება.
ზემოთმოყვანილ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლო თვლის, რომ არ დადასტურდა ა-–---ი ც--–---–-–--ლის მიმართ შერაცხული ბრალდება არასრულწლოვან ა--------------------–---–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდში, რამაც ტანჯვა გამოიწვია და ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ა-–---ი ც--–---–-–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულ ი----- ტ-------ეს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოებები, რომ იგი პოლიცილების მხრიდან არაერთხელ იქნა გაფრთხილებული დაზარალებულის მიმართ განხორცილებული ძალადობისათვის, მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი და მისი პირობების დარღვევისათვის შეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა რაც არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–---ი ც--–---–-–--ლის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე და სასჯელის სახედ დაენიშნოს თვისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
ა-–---ი ც--–---–-–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თვისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
ა-–---ი ც--–---–-–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თვისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თვისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით ა-–---ი ც--–---–-–--ლს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით და მასვე 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
ა-–---ი ც--–---–-–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 08 იანვრიდან;
გაუქმდეს ა-–---ი ც--–---–-–--ლს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა;
ნივთიერი მტკიცებულებები: ა-–---ი ც--–---–-–--ლის პირადი ნივთები (ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ხოლო ი----- ტ-------ის მიერ განხორციელებული ზარის აუდიო ჩანაწერი, მოთავსებული კომპიუტერულ დისკზე შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/