განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/51-18
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
27 ივნისი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ-----–----–-------------------–----, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი #5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, წ--–--- მუნიციპალიტეტის რწმუნებულის ა--------------–---–-----, მცხოვრები: წ--–--- რაიონი, სოფელი ა------------
ადვოკატები - მ--------------–----, ნ-----------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
თარჯიმნები - ე-–-------------, ე-–---------------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2----–-–-------------------, დაახლოებით, 18:00 საათზე, წ--–--- რაიონის სოფელ ა----------–-, ე----------–----–----- ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, ვ-----–-----------–----- თმის მოქაჩვის გზით იძალადა თავისი მეუღლის - ნ---------------–----- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
2. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა ვ-----–-----------–----- მიერ მეუღლეზე ნ---------------–------- ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.
4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე. ამდენად, ერთი მხრივ, ვ-----–-----------–---ი და, მეორე მხრივ, ნ---------------–---- არიან მეუღლეები, ერთი ოჯახის წევრები, რაც სადავო არ გამხდარა.
5. ბრალდებულის ჩვენებით, დაზარალებულმა დაურეკა და იკითხა თუ სად იყო, ეჭვიანობდა. მივიდა სიდედრის სახლში, სადაც ასევე მივიდა მისი მეუღლე. ტელეფონით ესაუბრებოდა დედას, რა დროსაც დაზარალებულმა ტელეფონი წაართვა და ყვიროდა. ამ დროს უთხრა, რომ ტელეფონი დაებრუნებინა, რის შემდეგაც ხელიდან წაართვა ტელეფონი მეუღლეს. ვ-----–-----------–----- მეუღლემ ნ---------------–----მ და დედამ ა----------------–----- უარი განაცხადეს ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. #2------ შეტყობინების მიხედვით, ნ----------–----–----- განაცხადა ცოლ-ქმარს შორის ოჯახური ძალადობის თაობაზე, თუმცა მას სთხოვეს რომ დაერეკა პოლიციაში. ინიციატორი ადგილზე არ იმყოფება. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ნ---------------–---- საუბრობდა ტელეფონით, რა დროსაც ვ-----–-----------–----- მოქაჩა თმა. იგივე აღნიშნულია ე----------–----–------- (დაზარალებულის დედა) ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს. ნ---------------–----- ხელწერილის მიხედვით, მას მეუღლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, მას არ უცემია და თავს დაზარალებულად არ გრძნობს, თავად არ მიუმართავს პოლიციისთვის, რადგან მასსა და ქმარს შორის შელაპარაკება სერიოზულად არ მიიჩნია. ე----------–----–----- ჩვენებით, ბრალდებულმა და დაზარალებულმა იკამათეს, ბრალდებული იყო ნასვამი, მას მოეჩვენა, რომ იყო ნასვამი, ვ-----–-- ტელეფონის წართმევის დროს თმები მოექაჩა, დაბლა არ დაუქაჩია, არც განმეორებულა, მხოლოდ ერთხელ მოხდა. თავიდან ასე უთხრა დაზარალებულმა, რომ ტკივილისგან იტირა, შეიძლება სიბრაზის გამო იტირა, მას შემდეგ უთხრა, რომ არ ეტკინა. #1------- ალკოტესტის მიხედვით (თარიღდება 2----–-–------------------------- საათით), ვ-----–-----------–----- ალკოჰოლის შემცველობა შეადგენს 0.000 პრომილს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. #--- სამედიცინო ბარათის მიხედვით, ნ---------------–----- ჩივილები არა აქვს. სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით (თარიღდება 2----–-–--------------------), ნ---------------–----- ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, ნ---------------–----- ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნება. ექსპერტმა გ----------------–---–-- დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სისწორე. გამომძიებლებმა - ნ-----–----–-------, ნ----------------- და მ----------–--–---–-- ან არაფერი იციან მომხდარის შესახებ, ან საგამოძიებო მოქმედებებისას შეიტყვეს და ირიბ მოწმეებს წარმოადგენენ. ჩ----------------–------ და ა--------------–----- გამოკითხვის ოქმების მიხედვით, დედასა და მამას შორის კამათს ან ჩხუბს არასდროს შესწრებიან. შ------------–------------------------- (ბრალდებულის დეიდაშვილი და მისი და) განმარტებით მიხედვით, მოესმათ ჩხუბის ხმა ვ-----–- იგინებოდა, ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან, მხოლოდ კამათს და გინებას. ნ----------–----–----- (სიმამრი) განმარტებით, მეუღლემ უთხრა, რომ ვ-----–- თმაში წვდა ნ------. ზ------------------ (დაზარალებულის და) მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ იცის გადმოცემით.
6. სასამართლოს შეფასებით, უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტი. საქმეზე არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომ ბრალდებულმა თმა იმდაგვარად მოქაჩა დაზარალებულს, რომ ეს შესაძლოა ძალადობის შემადგენლობას ქმნიდეს. მოწმე ე----------–----–----- აღნიშნა, რომ ტელეფონის წართმევის დროს თმაც გაყვა. დაზარალებულს რაიმე დაზიანება არ აქვს და არც ტკივილს უჩიოდა. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია თუნდაც იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, რომ დაზარალებულმა განიცადა ტკივილი. საქმეზე გამოკვლეული ყველა სხვა მტკიცებულება ან არაფერზე მიუთითებს ან ირიბ ჩვენებებს წარმოადგენს, რასაც სასამართლო ვერ დაეყრდნობა.
7. ასეთ ვითარებაში, დაზარალებულ ნ---------------–-----თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვ-----–-----------–----- თმა მოქაჩა არასაკმარისია, ხოლო ე----------–----–---- სასამართლო სხდომაზეც აღნიშნავდა თმის "მოქაჩვის" ფაქტს, თუმცა სხვა კონტექსტში. ასეთ ვითარებაში, რომც მივიჩნიოთ დაასტურებულად, რომ თმის „მოქაჩვას“ ადგილი ჰქონდა, შეუძლებელია იმის ზუსტი განსაზღვრა რა სიძლიერით და ინტენსივობით განხორციელდა აღნიშნული, რაც პირდაპირ კავშირშია ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტთან აღნიშნული ტელეფონის გამორთმევას ახლდა თუ დამოუკიდებელი მოქმედება იყო. რაც შეეხება ნ---------------–-----თან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს, მას ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ვერ დაეყრდნობა, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, იგი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად. მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულება აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის (მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ბრალდების მხარე მას ჩვენების ადგილზე შემოწმებას უწოდებს, თუ ვითარების ადგილზე აღდგენას, რაც იმ მნიშვნელობით, რასაც სასამართლო ეხება, იდენტურ მონაცემებს შეიცავს და ისედაც, სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილიც ანალოგიურად არის ფორმულირებული) ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა, რითაც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა. გარდა ამისა, არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტის დადგენა. დაზარალებულს ექიმებთან კომუნიკაციისას არანაირი ჩივილები ჰქონია. და თუ წარმოვიდგენთ, რომ თმის მოქაჩვას ადგილი ჰქონდა ტელეფონის გამორთმევის რეჟიმში, მხოლოდ მინიმალური ეჭვი შეიძლება არსებობდეს ამგვარი ტკივილის შესახებ, რაც ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ მოცემულობად.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვ-----–-----------–----- მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში მითითებულ გარემოებას. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, კი ასეთი არაერთი ეჭვის წამოჭრაა შესაძლებელი, რომელთა შემოწმებას მტკიცებულებების ნაკლებობის გამო სასამართლო ვერ ახერხებს, ასევე დაცვის მხარეც მოკლებული იყო შესაძლებლობას დაესვა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით კრიტიკული შეკითხვები სწორედ იმ პირისთვის, რომელიც უშუალო წყაროა ტკივილის განცდასთან და თმის მოქაჩვის გარემოებებთან დაკავშირებით, რის გამოც ამ საკითხებზე კატეგორიული დასკვნების გაკეთება საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
სამართლებრივი შეფასება:
9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
10. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
11. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა რომ სწორედ ვ-----–-----------–----- განახორციელა ისეთი ძალადობა მეუღლეზე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ-----–-----------–----- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-----–-----------–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ვ-----–-----------–----- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 10000 ლარის ნაწილში დაყადაღებულ ვ-----–-----------–----- (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: წ--–--- რაიონი, სოფელი ა-----------, ს/კ 8-----------.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ვ-----–-----------–---ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი