განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2019
საქმის ნომერი
120100118002729172
დავის ტიპი
177 3 გ , 177 2 ა
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/431-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

1 ივლისი 2019 წელი ქ. ახალციხე

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---------–---–---–-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ი-----–------------

 

ბრალდებული - ა-–----------------, დაბადებული - 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ. ბ-------------------–-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ა-–----------------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 9 ოქტომბერს იმყოფებოდა ხ-–------ რაიონის სოფელ ო--------- მიმდებარედ, გაზ გასამართი სადგურ „-----“ ტერიტორიაზე, რა დროსაც მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა-–----------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული, მოყავისფრო ნივთიერება შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით 0,0891 გრამი.

 

1.1. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ა-–----------------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

1.2.სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა ა-–----------------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, (09.10.2018წ. პატაკი, მოწმეების მ---------------------------------–---–-------------------------------------–---- გამოკითხვის ოქმები, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ა-–----------------- დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდავო სახის მტკიცებულებანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ა-–----------------- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 02 ოქტომბერს დაახლოებით 08:00 საათიდან 12 საათის შუალედში ქ. ბ---------–- გ------------–----------ში მცხოვრებმა ა-–----------------მ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეაღწია ქ. ა---––---–- შ-----------------–-----------ში მცხოვრებ ზ------------–---–-ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლა ოქროს სამკაულებს, სხვადასხვა სახის ბიჟუტერიას, ფანარს და თმის საკრეჭ ელექტრო მანქანას, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ზ------------–---–- მიადგა 3000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ა-–----------------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------------------- განმარტა, რომ 2018 წლის 02 ოქტომბერს დილით, დაახლოებით ცხრის ნახევარზე, ოჯახის წევრები გავიდნენ სახლიდან, დაკეტეს კარები და წავიდნენ სახლიდან. დაახლოებით 12:00 საათზე მას დაურეკა უფროსმა შვილმა და უთხრა, თუ რა ხდებოდა სახლში, რაზეც ნ------------------- გადაურეკა მეუღლეს და მივიდნენ სახლში. შიგ არ შესულან მხოლოდ შეიხედეს და დაინახეს, რომ გადმოყრილი იყო ყველაფერი. დაათვალიერეს სახლი და ნახეს, რომ აკლდა ნივთები, ოქრო, რომელიც შენახული ჰქონდა საძინებელში მდებარე გარდეროფში, ცალკე ედო, მათ შორის იყო „კალიცო“, ჯვრები, ბეჭდები დაახლოებით 3 000 ლარის ღირებულების ნივთები. ნივთები მოთავსებული იყო პლასტმასის გამჭირვალე პატარა მოცულობის ყუთში, რომელიც ძირს ეგდო. გარდა ოქროს სამკაულებისა იყო ძვირადღირებული ,,ბიჟუტერიები“, დაახლოებით 40 ცალი, ვერცხლის სამკაულები, ვერცხლის ცეფი, 4-5 ბეჭედი, საყურეები, ჯვარი, „კულონი“.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---------------–---–-- განმარტა, რომ ცხოვრობს ქ------––---–-------------–-----------ში, 2018 წლის 02 ოქტომბერს იმყოფებოდა ძმებთან ერთად. დილის ცხრის ნახევარზე დაკეტეს სახლის კარები, ერთ-ერთმა ძმამ უთხრა, რომ იქ ვიღაც კაცი იდგა და იგინებოდა, მაგრამ ეჩქარებოდათ და ყურადღება აღარ მიაქციეს. სკოლიდან სახლში დაბრუნდა ადრე და როდესაც სახლის კარებს გაუკეთა გასაღები არ გადატრიალდა, ჩამოწია სახელური და გააღო კარები, იყო არეულობა, მიხვდა, რომ ბინა გაქურდული იყო, ოქროს შესანახი ყუთი ძირზე ეგდო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------------–---–-- განმარტა, რომ ცხოვრობს ქ------––---–-------------–-----------ში, 2018 წლის 02 ოქტომბერს დაურეკა შვილმა და უთხრა, რომ სახლში მისულიყო, მისვლისას ნახა, სახლის კარები, რომელიც იყო დაზიანებული - კარების გარეთა მხარე საკეტთან იყო შეღუნული ე.წ. ,,მანტიროვნკით“, შიგნით იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, ყველაფერი გადაყრილი-გადმოყრილი და დაჭრილი იყო სავარძელი და „დივანი“, მაგიდა იყო დამტვრეული, ტანსაცმელი და ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული-დარეული. წაღებული იყო ოქროს ნათლობის ჯვრები, მისი და მეუღლის ბეჭედი, ვერცხლეულობა, თმის შესაჭრელი მანქანა, წვრილმანი რაღაცეები. დაახლოებით 3000 ლარის ღირებულების. რაც შეეხება ბრალდებულს, როგორც მისთვის ცნობილია იგი ყიდდა სასახლეებს გზის მარჯვენა მხარეს არსებულ მაღაზიაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ------------–---- განმარტა, რომ არის ოქრომჭედელი და აქვს სალონი. 2018 წლის 3 ოქტომბერს მასთან მივიდა ბრალდებული, რომელსაც თან ჰქონდა ოქროს ნივთი, წვრილი ცეფი, და 2 ცალი ჯვარი, რომლებიც იყო დაზიანებული, დაახლოებით იყო 130 ლარის ღირებულების, 4 გრამამდეც არ იყო. დ------------–---- შეამოწმა და შეაფასა ოქროს ნივთები. ვინაიდან იმ დროს თანხა არ ჰქონდა ბრალდებული დაიბარა მეორე დღეს. მეორე დღეს შეხვდა და გადასცა თანხა. ჩაბარებული ნივთები კი გადაადნო. რაც შეეხება ბრალდებულს, მას ადრე არ იცნობდა, ასევე ნახა შემდგომ ქ. ა---––---–-, დროებითი მოთავსების იზოლატორში, ამოცნობის დროს.

 

2018 წლის 11 ოქტომბერს 18:00-18:45 საათის პერიოდში ჩატარებული ა---––---- დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა დ------------–---- ამოსაცნობად წარდგენილი 3 პიროვნებიდან ამოიცნო ა-–----------------, სიმაღლით, სიმელოტით, სახის ნაკვთებით, სახის საერთო მოყვანილობით, რომელმაც 2018 წლის 2 ოქტომბერს ჩააბარა ოქროს სამკაულები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–-------------------–---–-- განმარტა, რომ მუშაობს შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2018 წლის 11 ოქტომბერს ქ. ა---––---–- დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც ა-–----------------მ ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, თუმცა დასრულებისას გაურკვეველი მიზეზით არ მოაწერა ხელი ოქმს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ------------- განმარტა, რომ მუშაობს შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში. 2018 წლის 11 ოქტომბერს მიიღო ინფორმაცია, რომ ქ. ა---––---–-, რ---------–-----------ში, მცხოვრები ზ------------–---–-ს ბინის გაქურდვის ჩამდენი პირები შავი ფერის მ------------ ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ ქ. ა---––---–- 9-------–-- ქუჩაზე, რომელიც უნდა დაეფიქსირებინა შპს ,,-------ის გარე სათვალთვალო კამერებს და აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე უნივერსიტეტის გარე სათვალთვალო კამერებს, 2018 წლის 11 ოქტომბერს დამატებით გახდა მისთვის ცნობილი აღნიშნული ავტომობილის სახელმწიფო ნომერი S--------, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--------------- განმარტა, რომ მუშაობს შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორად. მის სამოქმედო უბნებში შედიოდა ხანძთელის ქუჩაც, სადაც ცხოვრობდა ა-–----------------, რომელიც წარსულში იყო ნასამართლევი.როგორც მისთვის ცნობილია ა-–----------------ს ჰქონდა 1 მობილური ტელეფონი და 3 ნომერი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ---------–------ განმარტა, რომ მუშაობს შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ა-–-----------------აგან ექსპერტ-კრიმინალისტის კ------------------------ და ნ----------–--------- მეშვეობით აიღო ნერწყვის ნიმუში, სუნის ნიმუში და თითის ანაბეჭდები ბრალდებულის თანხმობით.

 

2018 წლის 11 ოქტომბრის 18:48-19:00 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის კ------------------------ მიერ ქ.ა---––---–-, რ---------–----------ში მდებარე ა---––---- დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ა-–-----------------გან მისივე თანხმობით აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიური ჩხირების საშუალებით, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად, რაზეც გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერა და თარიღი.

 

2018 წლის 11 ოქტომბრის 19:20-19:40 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის კ------------------------ მიერ ქ.ა---––---–-, რ---------–----------ში მდებარე ა---––---- დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ა-–-----------------გან მისივე თანხმობით აღებული იქნა თითის ანაბეჭდები, რომელიც დატანილ იქნა ერთ დაქტილოფირზე, რაზეც გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერა და თარიღი.

 

2018 წლის 11 ოქტომბრის 19:05-19:15 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის ნ----------–--------- მიერ ქ.ა---––---–-, რ---------–----------ში მდებარე ა---––---- დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ა-–-----------------გან მისივე თანხმობით აღებული იქნა სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად მინის ქილაში, რაზეც გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერა და თარიღი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----------–--------- დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა, განმარტა, რომ აიღო სუნის ნიმუში შემთხვევის ადგილიდან, რაც დალუქა და გადასცა გამომძიებელს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------------------------ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა და განმარტა, რომ ა-–-----------------გან აიღო სუნის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში და თითის ანაბეჭდები, რომლებიც დალუქა და გადასცა გამოძიებელს.

 

2018 წლის 02 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზ------------–---–-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ------––------------ში. სახლში, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები იყო გადმოყრილი ძირს, ოთახი მთლიანად იყო არეული. ე.წ. „ტრილიაჟიდან“ და გარდერობიდან ყველა ნივთი ძირს ეყარა. შემთხვევის ადგილი დათვალიერებულ იქნა ექსპერტებთან ერთად. დათვალიერების შედეგად შესასვლელი კარებიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი თითის კვლის ნიმუში, რომელიც დატანილ იქნა ორ ცალ დაქტილოფირზე. კოლიდორში არსებული ავეჯიდან აღებულ იქნა ანაწმენდის ნიმუში. სამზარეულოში არსებული სუნელების ქილებისგან აღებულ იქნა ანაწმენდის და თითის კვლის ნიმუშები. მისაღებ ოთახში არსებული საყვავილე ვაზიდან აღებულ იქნა თითის კვლის და ანაწმენდის ნიმუშები, ხოლო საძინებელ ოთახში არსებული გარდერობიდან აღებულ იქნა თითის კვლის ნიმუში. ასევე კინოლოგისგან საძინებლიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში, ხოლო მისაღები ოთახიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში.

 

2018 წლის 11 ოქტომბრის ქ. ხ-–----–-------------–---------ში მდებარე დ------------–---ს კუთვნილ ოქროს სამჭედლოს ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ შსს ა---––---- რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ლ--------------ს მიერ გაიჩხრიკა ქ. ხ-–----–-------------–---------ში მდებარე დ------------–---ს კუთვნილი ოქროს სამჭედლო და მასში განთავსებული ავეჯი, საიდანაც ამოღებული იქნა ვერცხლისფერი ყელსაბამი, ვერცხლის ნაქსოვი ყელსაბამი, ვერცხლის ბურთულებიანი სამაჯური, ვერცხლის ბეჭედი შავი თვლით, ვერცხლის კალიცო მოწითალო ფერის თვლებით, მრგვალი მედალიონი ღვთისმშობლის გამოსახულებით, ვერცხლის ბეჭედი ოქროსფერი ზედაპირით, შავი ფერის მედალიონი ღვთისმშობლის გამოსახულებით, ვერცხლის საყურეები იასამნისფერი თვლებით, ვერცხლის სამაჯური ზედ აღნიშნული ციფრებით 25.14.8.9.14, ვერცხლის საყურეები შავი თვლებით, ორი ცალი ვერცხლის ნაქსოვი სამაჯური, ოქროს ბეჭედი მოპირკეთებული ზედაპირით, ოქროს მედალიონი ზედ გამოსახული ყვავილით, ოქროს ბეჭედი იასამნისფერი თვლით, ოქროს ბეჭედი წვრილი თვლებით, ოქროს კალიცო, ორი ცალი საყურე თეთრი ფერის თვლებით, ოქროს სამაჯური, ორი ცალი ოქროს საყურე. ორი ცალი საყურე გიშრის თვლებით, ორი ცალი შავი ფერის საყურე შავი თვლებით, ოქროს კალიცო, ოქროს მცირე ზომის გადამდნარი ოქრო, ვერცხლის სამაჯური, დაზიანებული ბეჭდის და საყურეების ნაწილები, ოქროს ჯვარი იესო ქრისტეს გამოსახულებით, ოქროს ბეჭედი რომბის ფორმის თვლით, ოქროს ნაქსოვი ცეპი, ოქროს ჯვარი ორნამენტებით, ორი ცალი ოქროს სეტკის ბეჭედი, ორი ცალი სამუშაო წიგნი, რომლებიც დაილუქა.

2018 წლის 10 ოქტომბრის 18:45-19:00 საათის პერიოდში ჩატარებული ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ა-–----------------- დაკავება მოხდა ქ. ბ------------–------------- ქუჩაზე ბ---------------------–------------- მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალური საავტომობილო გზის გვერდით არსებულ ქვეითთა საფეხმავალო ბილიკზე.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ჩხრეკის ოქმის და ბრალდებულის დაკავების ოქმების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ლ---------------, და განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმდებებები მათ შორის ნიმუშის აღება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---------------- განმარტა, რომ ქ. ა---––---- რაიონულ სამმართველოში შევიდა ინფორმაცია, რომ ზ------------–---–-ს სახლის გაქურდვის ფაქტზე მოპარული ოქროს სამკაულები ჩაბარებული იყო ქ----–----–-------------–----------ში დ------------–---ს ოქროს სამჭედლოში, სადაც გამომძიებელ ლ------------------ ერთად ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა--------------- დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა, განმარტა, რომ მორიგეობდა, როდესაც შევიდა შეტყობინება, რომ სახლი იყო გაქურდული, მივიდა შემთხვევის ადგილზე და დაელოდა ექსპერტ ნ----------–--------- მიერ მოვალეობის შესრულებას, ვინაიდან უნდა აეღო სუნის ნიმუში და არ შეიძლებოდა ოთახში შესვლა. შემთხვევის ადგილზე აიღო ნიმუში შემთხვევის ადგილიდან, რაც დალუქა და გადასცა გამომძიებელს. თითი კვლის ნიმუშები, ანაწმენდის ნიმუშები და სუნის ნიმუში.

 

2018 წლის 02 ოქტომბრის 20:55-21:15 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის ფ------------------- მიერ მოწმისგან ზ------------–---–-სგან აღებული იქნა ხელების კვლების ანაბეჭდის ნიმუში, რომელიც დატანილი იქნა ერთ დაქტილო ბარათზე.

 

2018 წლის 03 ოქტომბრის 14:20-14:35 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის ფ------------------- მიერ მოწმისგან ნ---------------------- აღებული იქნა ხელების კვლების ანაბეჭდის ნიმუში, რომელიც დატანილი იქნა ერთ დაქტილო ბარათზე.

 

2018 წლის 03 ოქტომბრის 15:12-15:30 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის ფ------------------- მიერ მოწმისგან გ---------------–---–----- აღებული იქნა ხელების კვლების ანაბეჭდის ნიმუში, რომელიც დატანილი იქნა ერთ დაქტილო ბარათზე.

 

2018 წლის 14 ოქტომბრის N----- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, გამოსაკვლევად წარდგენილ იქნა 1 ცალი სპეციალური პაკეტი შტრიხკოდით F-------- დალუქულ მდგომარეობაში. პაკეტის გახსნისას მასში იყო 5 ცალი ქაღალდის პაკეტი, რომლებიც დაინომრა პირობითად დაინომრა I, II, III,IV, V.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელის თითის კვლები (კვალი N1, კვალი N2 და კვალი N3) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია, იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვლებიდან :

 

კვალი N1 იდენტურია - 1--------- წელს დაბადებული - ა-–------------------------------ მარცხენა ხელის არათითის ანაბეჭდის ნიმუშის.

 

კვალი N2 იდენტურია - 1--------- წელს დაბადებული - ა-–------------------------------ მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშის.

 

კვალი N3 იდენტურია - 2--------- წელს დაბადებული - ზ-------------------------–---–-- მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის.

 

2018 წლის 18 ოქტომბრის N--------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, გამოსაკვლევად წარდგენილ იქნა 4 ქილა 4 პაკეტად. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები, რომლებიც მოთავსებული იყო ცალ-ცალკე 3 ცალ 0.5 ლიტრი ტევადობის მინის ქილაში. ასევე ა-–-----------------აგან აღებული სუნი კვალის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იყო მინის ქილაში 1 ცალ პაკეტში. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტური იყო ა-–-------------------- აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ-----------------------–-------------–---–-------------------------- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზა და მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ-------------–---–--------–------------ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ა-–----------------მ განმარტა, რომ იგი დააკავეს 2018 წლის 9 ოქტომბერს ქ----–----–- გაზგასამართ სადგურზე, სადაც იმყოფებოდნენ ბ----------- პოლიციის უფროსი, ბ----------- პოლიციის უფროსის მოადგილე, ქ. ა---––---- პოლიციის უფროსის მოადგილე, ბ--------------–--- და რამდენიმე პოლიციის თანამშრომელი. როდესაც იგი გადმოვიდა მანქანიდან საწვავის გაზის შესავსებად, მის წინ გაჩერდა მწვანე „----–----- საიდანაც გადმოვიდნენ ბ----------- პოლიციის უფროსის მოადგილე და ა---––---- პოლიციის უფროსის მოადგილე, მივიდნენ მასთან და გაუყარეს ე.წ. „პადრუჩკი“, გაუხსნეს ხელი და უთხრეს „ეს შენიაო“, რაზეც ბრალდებულმა უთხრა, რომ არ იყო მისი და მას თავისიც ჰქონდა. გაჩხრიკეს, ამოიღეს ყველაფერი. გარკვეული დროის შემდეგ მივიდა გამოძიებელი ა-–--------------–- და ექსპერტი, მანქანის გვერდზე, გაშალეს მისი ჯიბიდან ამოღებული ნარკოტიკი, გადაიღეს სურათები, ავტომანქანა გაჩხრიკეს და წავიდნენ ბ----------- რაიონულ სამმართველოში. აიყვანეს ბ----------- პოლიციის უფროსის კაბინეტში, კაბინეტში, რომ შევიდა ბ----------- პოლიციის უფროსი იდგა ფეხზე თავის მაგიდასთან, იქ იდგა „-------------, შავ სავარძელში იჯდა უცნობი პიროვნება, სავარძელის სახელურზე ჩამომჯდარი იყო კიდევ ახალგაზრდა ბიჭი და და სხვა თანამშრომლებიც იყვნენ ასევე. სავარძელში მჯდომი პიროვნება წამოდგა პოლიციის უფროსს გამოართვა ტელეფონი და ბრალდებულს აჩვენებდა ტელეფონში გადაღებულ სურათს და ჰკითხა ამ კოჭლს თუ იცნობდა, რაზეც ბრალდებულმა უთხრა, რომ ცნობით იცნობდა, მაგრამ კოჭლი არ იყო, ამის მერე ჰკითხეს გ-----------–-----ს თუ იცნობდა, რაზეც მან გ-----------–----- უცებ ვერ მოისაზრა, ვისზე ეუბნებოდნენ და უთხრა, რომ არ იცნობდა. ასევე ჰკითხეს ა---––---–- ვინებმა გატეხეს ბინაო, ბრალდებულმა უპასუხა, რომ არ იცოდა. ლაპარაკში ჩაერთო „-------------, უთხრეს რომ იცოდნენ მისი გაქურდული რომ არ იყო ბინა და რომ ამის თაობაზე იცოდა ა-–----------------მ და დაესახელებინა, ასევე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბრალდებულმა იცოდა იმის შესახებ, რომ გ-----------–----------ს ცნობილი იყო რომ ზ------------–---–-- წინა დღეს ბანკიდან, რომ გამოიტანა 50 000 ლარი. ა-–---------------- უარყოფდა, რა დროსაც მას სახეში შემოარტყა ხელი მისთვის უცნობმა პირმა, დაესივნენ იქ მყოფები და სცემეს. „------------- ეუბნებოდა, რომ თუ არ იტყოდა მაგათზე, მათი გაქურდული იყო გაავრცელებდნენ ხმას, რომ მან ჩაუშვა. ეუბნებოდნენ თავი არ დაეღუპა, სიტყვიერად დაედასტურებინა და სასამართლოში უშუამდგომლებდნენ პირობითის მიცემის თაობაზე. რაზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ ვერ დაადასტურებდა. N8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდგომ მან გამომძიებელს უთხრა, რომ ითანამშრომლებდა გამოძიებასთან, უთხრა სად აიღო და ვისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რაზეც გამომძიებელმა ა-–--------------–-- უთხრა, რომ ჯერ არავისთან არაფერი ეთქვა, არც სასამართლოში, შეუთანხმდებოდა უფროსობას და თავად დაუკაშვირდებოდა. გამომძიებელს რამდენჯერმე დაურეკა მარა იგი მასთან შეხვედრას თავს არიდებდა. მოგვიანებით მას დაურეკა გამომძიებელმა და უთხრა, რომ პოლიციაში მისულიყო. იგი მივიდა პოლიციის უფროსის კაბინეტში, სადაც ა---––---- პოლიციის სამმართველოს უფროსმა ლ--------------- დაუდო ფურცლები და უთხრა, ეს იყო მოსამართლის განჩინება, რომ იგი იყო დაკავებული ამა და ამ მუხლით, ქურდობის დანაშაულთან დაკავშირებით, რაზეც მან არ მოაწერა ხელი.

 

როდესაც იგი პირველად დააკავეს ნარკოტიკებზე და რომ მიიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში მივიდნენ გამომძიებლები, აუღეს თითის კვლები, თითის კვლებს, რომ უღებდნენ იმ პიროვნებამ თქვა, რომ არ გამოდიოდა კარგი, არ ემჩნეოდა კარგად ფურცელს და დაავალა ნორმალური ტუშის მოტანა. მანამდე კი თვითონვე აუღო ნერწყვის ნიმუში და სუნის ნიმუში. ამასობაში მიიტანეს ტუში, წაუსვეს ხელებზე და გააგრძელეს თითის კვლების აღება. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება ქურდობის მუხლით. ჩაატარეს ამოცნობა მასსა და ოქრომჭედელს შორის. რაც შეეხება დ------------–----, იგი ცხოვრობს ხ-–----–-, ბრალდებული მას იცნობს წლებია. იგი ასევე იცნობს დ------------–---ს ოჯახის წევრებსაც 2018 წლის 4 ოქტომბერს იგი სოფელ უ---–- მოემსახურა 2 ოჯახს, იმყოფებოდა უდე-ა---––---–- 7-8 საათამდე, გამორიცხულია, რომ იმ დღეს ხ-–----–- ყოფილიყო.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------–----- განმარტა, რომ ბრალდებული არის მისი მეუღლე, ყოველ დილით 8 საათზე მიდიოდა ხოლმე სამუშაოზე და ასევე მიჰყავდა თავადაც, ვინაიდან მუშაობს ქ. ბ---------–--სწრაფ კვებაში მცხობელის დამხმარედ, რომელიც მოშორებით მდებარეობს. 2018 წლის 02 ოქტომბერს დილით 8 საათზე წაიყვანა მეუღლემ სამსახურში, მასთან ერთად წაიყვანა სკოლაში შვილი და ამის შემდეგ უნდა წასულიყო ქ.ა---––---–-.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–--------------–-- განმარტა, რომ მონაწლეობას ღებულობა საგამოძიებო მოქმედებებში. ბრალდებულის სახით უნდა გამოეკითხა ბრალდებული, რომელმაც დუმილის უფლება გამოიყენა, ასევე ბრალდების დადგენილება გააცნო ბრალდებულს. რაც შეეხება ბრალდებულის განმარტებას, რომ როდესაც იგი დააკავეს 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით და ეკითხებოდნენ არა იმ ფაქტზე რაზეც დააკავეს არამედ ქურდობაზე, მოწმის განმარტებით აღნიშნული საუბარი მათ შორის არ ყოფილა, რაც შეეხება დაზიანებებს ბრალდებულზე, მას არაფერი აღენიშნებოდა და თუ კი ექნებოდა დაზიანებები მოხდებოდა მათი შეტანა ოქმში.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები), თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, სანდოობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–----------------- დამნაშავედ ცნობისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა შეფასებისას სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დ------------–---ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, სადაც პირდაპირ მიუთითა, რომ ა-–----------------მ მას მიუტანა ოქროს ნივთი, წვრილი ცეფი, და 2 ცალი ჯვარი, რომლებიც იყო დაზიანებული. მოწმის მიერ კი ქ. ა---––---- დროებითი მოთავსების იზოლატორში ამოცნობილ იქნა ის პიროვნება ვინც მიუტანა აღნიშნული ნივთები, რომელიც იყო ა-–----------------. დაცვის მხარის განმარტებას, რომ საქმეში არ მოიპოვება ნივთიერი მტკიცებულება, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე დ------------–---- ჩვენებაში დააფიქსირა, რომ მან ნივთები გადაადნო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ------------–---- განმარტა, რომ არის ოქრომჭედელი და აქვს სალონი. 2018 წლის 3 ოქტომბერს მასთან მივიდა ბრალდებული, რომელსაც თან ჰქონდა დაახლოებით 130 ლარის ღირებულების ნივთები, 4 გრამამდეც არ იყო. დ------------–---- შეამოწმა და შეაფასა ოქროს ნივთები. ვინაიდან იმ დროს თანხა არ ჰქონდა ბრალდებული დაიბარა მეორე დღეს. მეორე დღეს შეხვდა და გადასცა თანხა. ჩაბარებული ნივთები კი გადაადნო. რაც შეეხება ბრალდებულს, მას ადრე არ იცნობდა, ასევე ნახა შემდგომ ქ. ა---––---–-, დროებითი მოთავსების იზოლატორში, ამოცნობის დროს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის იმ განმარტებას, რომ თითქოს მოწმეებმა თქვეს, რომ საცხოვრებელი ბინის გაქურდვა მოხდა დილის ცხრა საათზე, ხოლო დაცვის მხარის განმარტებით კი ამ დროს ა-–---------------- იმყოფებოდა ბ---------–-, რაც გამორიცხავს მის ბრალეულობას. სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეებმა ზ------------–---–--, ნ------------------- და გ---------------–---–-- განმარტეს, რომ მათი ბინა სავარაუდოდ გაქურდული უნდა ყოფილიყო დილის ცხრა საათიდან დღის თორმეტ საათამდე. მათ დარწმუნებით არ უთქვამთ და ვერც იტყოდნენ, როდის მოხდა ქურდობა, ვინაიდან ისინი ფიზიკურად სახლში დროის დასახელებულ შუალედში არ იმყოფებოდნენ, ხოლო როდესაც დაბრუნდენ დღის თორმეტ საათზე სახლი უკვე გაქურდული დახვდათ.

 

რაც შეეხება ოდოროლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი დათვალიერებულ იქნა ექსპერტებთან ერთად. შესასვლელი კარებიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი თითის კვალი, რომელიც დატანილ იქნა ორ ცალ დაქტილოფირზე. კოლიდორში არსებულ ავეჯიდან აღებულ იქნა ანაწმენდის ნიმუში. კუხნაში არსებული სუნელების ქილებისგან აღებულ იქნა ანაწმენდის და თითის კვლის ნიმუში. მისაღებ ოთახში არსებული საყვავილე ვაზიდან აღებულ იქნა თითის კვლის და ანაწმენდის ნიმუში, ხოლო საძინებელ ოთახში არსებული გარდერობიდან აღებულ იქნა თითის კვლის ნიმუში. ასევე კინოლოგისგან საძინებლიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში, ხოლო მისაღები ოთახიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რომელიც დალუქულ იქნა სამ პაკეტში სპეციალურ ქილაში. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები, რომლებიც მოთავსებული იყო ცალ-ცალკე 3 ცალ 0.5 ლიტრი ტევადობის მინის ქილაში. ასევე ა-–-----------------აგან აღებული სუნი კვალის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იყო მინის ქილაში 1 ცალ პაკეტში. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტური იყო ა-–-------------------- აღებული სუნის კვალის ნიმუშის. ასევე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელის თითის კვლები (კვალი N1, კვალი N2 და კვალი N3) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი იყო, იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვლებიდან კი:

 

კვალი N1 იდენტური - 1--------- წელს დაბადებული - ა-–------------------------------ მარცხენა ხელის არათითის ანაბეჭდის ნიმუშის.

 

კვალი N2 იდენტური - 1--------- წელს დაბადებული - ა-–------------------------------ მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშის.

 

კვალი N3 იდენტური - 2--------- წელს დაბადებული - ზ-------------------------–---–-- მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის.

 

აღნიშნული დასკვნების სისწორე კი სასამართლო პროცესზე დადასტურებულ იქნა ჩამტარებელი ექსპერტების მიერ.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალმდებლის მოვალეობაა, თუმცა სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარე წარმოადგენს საკუთარი პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებას. მოცემულ შემთხვევაშიც, ა-–---------------- არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მის მიერ განვითარებული ვერსია და დაუსაბუთებელი ზეპირსიტყვიერი ვარაუდი ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ როგორც სადავოდ, ისე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–----------------ს ამოძრავებდა ზ------------–---–-ს საცხოვრებელ სახლში არსებული ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც გამოიხატა დანაშაულისთვის შერჩეულ დროსა და თავად ქმედების ხასიათში. ბრალდებულმა ქურდობის განსახორციელებლად შეარჩია სწორედ ასეთი დრო, რაც მაქსიმალურად მისცემდა საკუთარი განზრახვის (ფარულად განეხორციელებინა დანაშაულებრივი ქმედება), სისრულეში მოყვანას.

 

ვინაიდან სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ა-–----------------- მიერ ქურდობის განხორციელება, მომდევნო ეტაპად მიიჩნევს მისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე მსჯელობას.

 

სასამართლო უპირველესად განმარტავს ბინაში უკანონო შეღწევა როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი გულისხმობს იმას, რომ პიროვნება იქ უნდა შევიდეს კარიდან, ფანჯრიდან ან უარეს შემთხვევაში, კედელი შეანგრიოს. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ საცხოვრებელი ბინის კარი იყო დაკეტილი, რომელიც შემდგომ მისვლისას აღმოჩნდა დაზიანებული შესაბამისად, ბრალდებულის მიერ იქ შეღწევა საჭიროებდა გარკვეული ბარიერის გადალახვას, რაც განახორციელა კიდეც.

 

სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-–----------------- მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ზ------------–---–- მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველესად სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში შეფასების ობიექტს ოქროს სამკაულები, სხვადასხვა სახის ბიჟუტერია, ფანარი და თმის საკრეჭი ელექტრო მანქანა. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებით, დადგინდა, რომ ნაქურდალი ნივთები იყო დაახლოებით 3000 ლარის ღირებულების, იმის გათვალისწინებით, რომ მათი შეფასება ვერ მოხდა იმ საპატიო მიზეზით ოქროულობა გადადნობილ იქნა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარ სიტუაციაში (როდესაც ზუსტად არ დგინდება სადავო ნივთის ღირებულება), ზიანის შესაფასებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს სადავო ნივთის მოცულობა და რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ არცერთ მოწმეს უარყვია ის ფაქტი, რომ წაღებული იყო ოქროს და ვერცხლის ნივთები. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საერთო ჯამში, მათი ღირებულება, გონივრული ვარაუდის ფარგლებში უნდა ცდებოდეს კანონმდებლის მიერ დადგენილ 150 ლარიან ნიშნულს.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-–----------------- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

4.სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში შეზღუდულია თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნით, რადგან ხსენებული მუხლები უალტერნატივოდ ითვალისწინებენ თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, ითვალისწინებს ა-–----------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული სხვის საკუთრებაში ფარულად შესვლით, დაეუფლა სხვის საკუთრებაში არსებულ ოქროს ნივთებს), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინა დანაშაული, რაც გამოიხატა დანაშაულის ჩადენამდე საგულდაგულოდ მომზადებაში - ის აღჭურვილი იყო შესაბამისი ხელსაწყოებით რომლის მეშვეობით მოახდინა საცხოვრებელი კარის დაზიანება), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დაუფლებოდა სხვის მოძრავ ქონებას), აგრეთვე მის პიროვნებას (საქმეში წარმოდგენილი მასალებით ა-–---------------- წარსულში ნასამართლევია) და მიიჩნევს, რომ ა-–----------------ს ზემოთ ხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს მოსაზრებით, ა-–-----------------თვის დანიშნული სასჯელი იქნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.

 

5.ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

- გამომშრალი მარიხუანა წონით 0,69, 0.14, 2,36, 0.48 გრამი და ჰეროინი საერთო წონით 0,1531 გრამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- შემთხვევის ადგილიდან და ა-–-----------------გან აღებული სუნის ნიმუში ოთხი ქილა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- შემთხვევის ადგილიდან აღებული თითის კვლის ნიმუშები ხუთ ცალ დაქტილოფირზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- ერთი ცალი DVD დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–---------------- (პირადი №1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

ასევე, ა-–---------------- (პირადი №1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა-–----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. მსჯავრდებულის ა-–----------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო -2018 წლის 09 ოქტომბრიდან 2018 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 20 ოქტომბრიდან

 

3. ა-–----------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება

 

- გამომშრალი მარიხუანა წონით 0,69, 0.14, 2,36, 0.48 გრამი და ჰეროინი საერთო წონით 0,1531 გრამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- შემთხვევის ადგილიდან და ა-–-----------------გან აღებული სუნის ნიმუში ოთხი ქილა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- შემთხვევის ადგილიდან აღებული თითის კვლის ნიმუშები ხუთ ცალ დაქტილოფირზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- ერთი ცალი DVD დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7.განემარტოს მსჯავრდებულებს, რომ მას გააჩნია შეწყალების უფლება.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე