განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0-----------------
საქმე N 1-----
განაჩენი
საქართველოს სახელით
02.07.2019 წელი ქ. ოზ--------ი
ოზ--------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
ბრალდების მხარე
პროკურორი: პ----------–----აძე
დაცვის მხარე
დამცველი: მ-----–-------ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 0-----------
ბრალდებული: ლ------------ე
მამის სახელი: პ------ი
დაბადებული: 0-.0-.1----–--–ი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ------–---ი, სოფელი ა-–------ი
რეგისტრირებული: ქ------–---ი, სოფელი ა-–------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილი (200- წლის 28 აპრილის რედაქცია).
დისპოზიცია: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლი (2015 წლის 13 დეკემბერს მოქმედი რედაქცია).
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. 2015 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 02.00 საათზე, მთვრალმა ლ------------ემ, ოზ--------ში, რ---------–ის ქუჩა N 1---ში მცხოვრებ ნ-----–---------ის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იძალადა ნ-----–---------ეზე, კერძოდ, თმები მოქაჩა მას, რამაც ნ-----–---------ეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
1.2. 2015 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, მთვრალ ლ------------ეს, ოზ--------ში, რ---------–ის ქუჩა N 1---ში მცხოვრებ ლ-------------ის საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკება მოუვიდა ლ-------------ესთან, რომელსაც თხემის მიდამოში განზრახ დაარტყა რკინის საგანი და მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. მტკიცებულებების ერთობლიობა/ქმედების სამართლებრივი აღწერა
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2.1. ბრალდებულმა ლ------------ემ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დ-----------ძე იყო მისი მეგობარი და მივიდა მასთან როგორც მეგობართან, მისთვის უცნობი იყო რატომ დაიწყეს მის მიმართ დ-----------ძის ოჯახის წევრებმა აგრესიის გამოხატვა. ლ------------ემ აღნიშნა, რომ მას არავისთვის დაურტყამს. მისი ჩვენებით, დ-----------ძემ მას მოუქნია იატაკის ჯოხი, რომელიც მოხვდა დავითის დედას. მისთვის ასევე უცნობი იყო რატომ მოუქნია დავითმა იატაკის ჯოხი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულმა ნ-----–---------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს გაიგონა კარზე დაკაკუნების ხმა. კითხვაზე თუ ვინ იყო, ერთ-ერთმა უპასუხა, რომ იყო ლ----ი ბ------ე და სურდა დ-----------ძის ნახვა, რის გამოც ითხოვდა სახლში შეშვებას. ვინაიდან ლ----ი და მისი თანმხლები პირი, აგრესიულად იქცეოდნენ არ გააღო კარი და დაურეკა პოლიციის თანამშრომელს, გ--------–----–----ეს და დახმარება ითხოვა. მცირე ხნის შემდეგ, დროის გაყვანის მიზნით გააღო კარი. ლ------------ე, წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდა სახლში და თმებზე ძლიერად მოქაჩა, რაც ეტკინა. ლ------------ეს, სახლის დატოვებისკენ მოუწოდა დედამ ლ-------------ემ, თუმცა დაინახა, როგორ დაარტყა ლ----მა რკინის საგანი თავში ლ-------------ეს. მისი ჩვენებით გამოძახებიდან მალე მივიდა პოლიცია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულმა ლ-------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს გაიგონა კარზე დაკაკუნების ხმა. ნ-----–---------ემ გააღო კარი და წინააღმდეგობის მიუხედავად სახლში შევიდა ლ------------ე, რომელიც დაემუქრა მათ აფეთქებით. მივიდა ლ------------ესთან და სურდა რომ დაეტოვებინა მას სახლში, თუმცა ლ----ი სწვდა კისერში და ძლიერად დაარტყა თავში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ვ--------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ეძინა და როდესაც ხმაურის ხმაზე გაიღვიძა და გამოვიდა ოთაიდან დაინახა დედა, ლ-------------ე, რომელიც წაქცეული იყო და სისხლი სდიოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დ-----------ძემ განმარტა, რომ ლ------------ესთან არ მეგობრობდა და მხოლოდ ერთხელ ყავდა ნანახი. შემთხვევის დღეს ეძინა და როდესაც გამოვიდა ოთახიდან დაინახა, რომ დედას თავი ქონდა გატეხილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ე---------–----ძემ განმარტა, რომ 2015 წლის 13 დეკემბერს მომხდარი ფაქტის შესახებ არაფერი იცის, რადგან როდესაც ხმაურის ხმა ოთახიდან გავიდა, მეუღლის დედას, ლ-------------ეს თავი დაზიანებული ქონდა და სისხლის სდიოდა. ასევე მათთან სახლში უკვე მისული იყო კრიმინალური პოლიცია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ს-------------ემ განმარტა, რომ არის ლ------------ის მეგობარი. ასევე მეგობრობს დ-----------ძესთან. შემთხვევის დღეს, ლ------------ესთან ერთად მივიდა დ-----------ძის საცხოვრებელ სახლში. მისთვის მოულოდნელად დავითის დედამ და დამ, დაიწყეს კივილი. მას და ლ------------ეს ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ.
ვ-–-------------–-ძემ და თ----------------------–-ძემ მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტეს, რომ ლ------------ეს და ლუარა და ნ-----–---------ეებს შორის მომხდარი დაპირისპირების თვითმხილველები არ იყვნენ.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დეტექტივ-გამომძიებელმა გ--------–----–----ემ განმარტა, რომ 2015 წლის 13 დეკემბერს ტელეფონზე დაურეკა ნ-----–---------ემ, რომელმაც თხოვა დახმარება, რადგან მასთან სახლში მისული იყვნენ ლ------------ე და ს-------------ე, რომლებიც ითხოვდნენ დ-----------ძესთან შეხვედრას. ჯგუფთან ერთად მივიდა გამოძახების ადგილას, სადაც დახვდა ლ------------ე და ს-------------ე, რომლებიც იყვნენ მთვრალები და ითხოვდნენ დ-----------ძესთან შეხვედრას. ნ-----–---------ემ უთხრა, რომ ლ------------ემ თმებით ითრია, ხოლო ლ-------------ეს თავში ქონდა საგანი ჩარტყმული და სისხლი სდიოდა.
სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა უ------------მ, ი-----–--–---------ემ, თ-----------------ემ და ნ-------------ემ დაადასტურეს, რომ ლ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
2015 წლის 13 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დადგენილია, რომ ლ-------------ის საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში იატაკზე შესამჩნევია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა. ლ-------------ემ განმარტა, რომ აღნიშნული ლაქა არის სისხლი, რომელიც მას ჭრილობიდან წამოუვიდა.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 14 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, სამედიცინო საბუთების მონაცემებით, ლ-------------ეს 13.12.15წ. მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მიუმართავს სამედიცინო დახმარებისათვის. დესვა დიაგნოზი: თხემის მიდამოს დიდი ზომის ჭრილობა. დაზიანება მიეკუთხნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. მიმყენებელი საგნის სახეობის დადგენა შეუძლებელია ვინაიდან სამედიცინო საბუთებში არ არის აღწერილი დაზიანებების მორფოლოგიური სურათი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტიზის დასკვნის გამცემმა მ-----------------–-ა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
დაზარალებულებმა ნ-----–---------ემ და ლ-------------ემ იდენტური ჩვენებები მისცეს სასამართლოს და აღწერეს ლ------------ის მხრიდან ნ-----–---------ისათვის თმების მოქაჩვის, ხოლო ლ-------------ისათვის რკინის საგნის თავში ჩარტყმის ფაქტი. ნ-----–---------ემ აღნიშნა, რომ ლ------------ის ქმედების შედეგად განიცადა ტკივილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით (200- წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი არის დაზარალებულის მხირდან ტკივილის განცდა, რაც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლის (2015 წლის 13 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) ქმედების შემადგენლობას, აღნიშნული გარემოებები სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის საფუძველზე.
რაც შეეხება ბრალდებულის ჩვენებას, რომელიც აღნიშნავს, რომ მას ბრალად წარდგენილი ქმედებები არ ჩაუდენია, სასამართლო არ იზიარებს, რადგან კონფლიქტის ინიციატორი არის ლ------------ე, რომელიც მთვრალი მიდის დ-----------ძესთან სახლში, ღამის ორ საათზე. ლ------------ე პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით მიუთითებს, რომ არის დ-----------ძის მეგობარი და მეგობართან მივიდა სახლში, რადგან დ-----------ძე უარყოფს ლ------------ესთან მეგობრობის ფაქტს. ამ გარემოებაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ ლ-------------ე ხედავს რა ლ------------ეს, მას არ აღიქვამს, როგორც სტუმრად მისულ დ-----------ძის მეგობარს, რადგან იგი იქცევა აგრესიულად, რის გამოც ლ-------------ე დახმარებისათვის მიმართავს პოლიციას. დ-----------ძე, ვ--------------ე და ე---------–----ძე, ერთგვაროვნად მიუთითებენ, რომ როდესაც გამოვიდნენ საძინებელი ოთახიდან, ნ-----–---------ეს თავი უკვე ქონდა გახეთქილი და სისხლი სდიოდა. არც ერთ მოწმეს, გარდა ბრალდებულისა, არ მიუთითებია, რომ დ-----------ძემ მოუქნია ჯოხი ლ------------ეს, რომელიც მოხვდა ლ-------------ეს. აქედან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ სხვა პირთა ჩვენებებს, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს ლ------------ის პოზიციას, მისი უდანაშაულობის შესახებ.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).
დაზარალებულთა ჩვენებების სანდოობის შეფასების დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს არ მიუთითებია კონკრეტული მოტივი, რაც შესაძლოა ამოძრავებდათ დაზარალებულებს, რის გამოც ისინი იგონებენ ისეთ ფაქტებს რასაც არ ქონდა სინამდვილეში ადგილი. კონკრეტული მოტივის გამოკვეთის გარეშე, რაც წინამდებარე შემთხვევაში დაცვის მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, სასამართლო ვერ გაიზირებს დაცვის მხარის მხოლოდ სიტყვიერ მითითებას, რომ მოწმეები იტყუებიან. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ნ-----–---------ე და ლ-------------ე სასამართლომ გააფრთხილა ცრუ ჩვენებისათვის სისხლისსამართლევი პასუხისმგებლობის შესახებ.
სასამართლო, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ ნ-----–---------ის და ლ-------------ის ჩვენებები, შინაარსობრივად არ შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, თითოეული მოწმის ჩვენება გამყარებულია სხვა მოწმის ჩვენებით. დაზარალებულმა გულწრფელად ისაუბრეს ლ------------ის მხრიდან, მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე და საქმის განხილვის დროს მინიშნებაც კი არ ყოფილა რაიმე მოტივზე, რაც დაზარალებულებს ცრუ ჩვენების მიცემისაკენ უბიძგებდა.
საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, განაჩენის 1.1. და 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ------------ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლით (2015 წლის 13 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით (200- წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულები.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ლ------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ლ------------ე ნასამართლევი არ არის, დაცვის მხარის განმარტებით ამჟამად სამუშაოდ იმყოფება საზღვარგარეთ და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ლ------------ეს სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 42-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით (200- წლის 28 აპრილის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2015 წლის 13 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
1.1. ლ------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით (200- წლის 28 აპრილის რედაქცია) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
1.2. ლ------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2015 წლის 13 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
1.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ ლ------------ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
3.1. ავტომანქანა "უ----------", რომელიც დგას ოზ--------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზ--------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა