გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32554-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე ვ---------------------
წარმომადგენელი ზ----------------ი
მოპასუხე ლ----------–------–---–ი
წარმომადგენელი ა-----------–---–ი
მესამე პირი ლ------------------ (არასრულწლოვანი)
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
წარმომადგენელი მ--------–---------–---ი
დავის საგანი არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ვ---------------------სთვის (პ/ნ 6----------) 2--- წლის 3-------ს დაბადებულ ლ------------------სთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა შემდეგი გრაფიკით: ყოველი კვირის სამშაბათს 17:00 საათიდან ოთხშაბათს დილის 09:000 საათამდე, პარასკევს 17:00 საათიდან კვირას 10:00 საათამდე, ასევე საზამთრო და საზაფხულო არდადეგების ნახევარი.
მოსარჩელის პოზიცია:
ვ--------------------- და ლ----------–------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2008 წლიდან 2018 წლის ივნისის თვემდე. თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 3-------ს შეეძინათ შვილი - ლ------------------. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, არასრულწლოვანი ლ------------------ ცხოვრობს დედასთან ერთად. მათი ურთიერთობა დაძაბულია და მოპასუხე ცდილობს შეუზღუდოს ლ----სთან ურთიერთობა სხვადასხვა მიზეზით. ბავშვის აღზრდაში ორივე მშობლის მონაწილეობა სავალდებულოა. მოპასუხეს სურს შვილის აღზრდაში მიიღოს მონაწილეობა და ამ მიზეზით მომართავს სასამართლოს შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ----------–------–---–ი განმარტავს, რომ მოსარჩელე უსაფუძვლოდ ცდილობს დაარწმუნოს სასამართლო თითქოსდა ირღვევა მისი როგორც მამის უფლებები და ბავშვის ინტერესები. სიმართლე ის არის, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის არ არსებობს არანაირი დაძაბული ურთიერთობა. მოსარჩელეს არავინ უზღუდავს ნახოს შვილი და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში. მოპასუხე არ უშლიდა და არც მომავალში აპირებს ხელშეშლას მოპასუხისათვის ბავშვთან ურთიერთობაში, პირიქით მოპასუხე ზრუნავს და ცდილობს ყველანაირად, რომ მამას გააჩნდეს ნორმალური, თბილი და ნამდვილი მამა-შვილური ურთიერთობა თავის არასრულწლოვან შვილთან.
მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის მხოლოდ ერთი რამ არის დავის გამომწვევი, კერძოდ მოპასუხეს, როგორც არასრულწლოვანის დედას არ სურს ბავშვს შემხებლობა ჰქონდეს ქალბატონთან, რომელთანაც მოსარჩელეს აქვს გარკვეული ტიპის ურთიერთობა, რაც გახლდა კიდეც მათი დაშორების საფუძველი. მოსარჩელე შვილს ნახულობს ამ ქალბატონის თანხლებით, რაც ცუდ გავლენას ახდენს ბავშვზე, რადგან ამ დროს მთელი ყურადღება მიმართული არ არის ბავშვზე და სამწუხაროდ ბავშვი არაერთხელ შესწრებია მათ გადამეტებულ არშიყობასაც, რის საფუძველზეც მამის ნახვის სურვილი თანდათან ეკარგება მას.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 04 თებერვლის დასკვნის #2----ის მიხედვით, ორივე მხარეს საცხოვრებელი გარემოსა და სოციალური პირობების შეფასების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ არცერთ მხარესთან არ არსებობს საფრთხისშემცველი გარემოებები, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვის ზრდა-განვითარებას და შეაფერხოს მისი სოციალიზაციის პროცესი. სოციალური მუშაკის შემთხვევის შეფასების შედეგად, ბავშვის უფლებებიდან და მისი ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, რელევანტურია ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედის, ასევე მამის ოჯახთან. ამასთან, ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას არასრულწლოვანს განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, ლ----------–------–---–მა და ვ---------------------მ ოჯახი სიყვარულით შექმნეს, ვ---------------------მ მეუღლესთან კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო ოჯახიდან წასვლის გადაწყვეტილება. ჰყავთ ასევე უფროსი სრულწლოვანი შვილი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, რაც შეეხება უმცროს შვილს ლ------------------ს მოსარჩელეს სურს იზრუნოს მასზე და ჩართული იყოს მის აღზრდა-განვითარებაში მიუხედავად მეუღლესთან განქორწინებისა. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ვიზიტის დროს ლ----სა და მამას შორის შეიმჩნეოდა თბილი დამოკიდებულება, იგრძნობოდა მიჯაჭვულობა, საცხოვრებელი კარგ მდგომარეობაშია, არის ორი ოთახი და სამზარეულო, ახალი გარემონტებულია ბინა. ის იხდის ლ----ს რჩენა- აღზრდისთვის ალიმენტს თვეში 800 ლარის ოდენობით, დასაქმებულია თ---–------------------ში და აქვს კარგი შემოსავალი.
რაც შეეხება მოპასუხე ლ----------–------–---–ს, მასთან სოციალური მუშაკის ვიზიტი განხორციელდა ორჯერ. იგრძნობა თბილი დამოკიდებულება დედა-შვილს შორის, ლ----------–------–---–ის განმარტებით სიყვარულით შეიქმნა ოჯახი, მეუღლესთან წლების განმავლობაში ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ზრუნავდნენ ერთმანეთზე, ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებებს შვილების ცხოვრების ამათუ იმ ასპექტზე, თუმცა მეუღლის მხრიდან ხშირად იყო ღალატის საკითხები, რასაც მოჰყვებოდა კონფლიქტები. ის მეუღლესთან დაშორების შემდეგ ცდილობდა ლ----სა და მამას შორის ყოფილიყო კარგი ურთიერთდამოკიდებულება, რადგან მოსარჩელე მზრუნველი მამაა და ლ----ს ძალიან უყვარს. ის ხშირად არ ნახულობდა შვილს და ხშირი იყო ტყუილი დაპირებებიც, მეზობლების განმარტებით მათ ხშირად უნახავთ ლ---- ატირებული იმის გამო, რომ მამა მის წასაყვანად არ მოვიდა.
ლ---- არის მხიარული ბავშვი, ადვილად ამყარებს კომუნიკაციას, არ აქვს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა, როგორც დედა ასევე მამა აქტიურად არიან ჩართული მის განვითარებაში, ამიტომ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული, ლ----ს ხელი არ შეეშალოს რომელიმე მშობელთან ურთიერთობის პროცესში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა (ტომი ს.ფ.94);
-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვ--------------------- და ლ----------–------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2008 წლის 15 ივნისიდან, ხოლო განქორწინდნენ თბილისის საქალაქო სასამრთლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის საქალაქო სასამარლოს გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ.14-38)
3.1.2. ვ---------------------სა და ლ----------–------–---–ს ჰყავთ შვილები - 2--- წლის 2------ს დაბადებული ლ------------------ და 1--- წლის 1--------–ს დაბადებული ლ-----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა #0---------- (იხ. ს.ფ. 13);
-თბილისის საქალაქო სასამარლოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ.14-38)
3.1.2. მხარეები ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე ლ----------–------–---–ი არასრულწლოვან შვილთან - ლ------------------თან ერთად ცხოვრობს მისამართზე - თბილისი, ბ---------------------------8;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 1- ივლისის გადაწყვეტილებით ვ---------------------ს სარჩელი ლ----------–------–---–ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა და შეწყდა ქორწინება ვ---------------------სა (პ/ნ 6----------, დაბადების თარიღი: 2-.0-.1---წ) და ლ----------–------–---–ს (პ/ნ 0----------, დაბადების თარიღი: 1-.1-.1---წ) შორის რეგისტრირებული 2008 წლის 15 ივნისს, სააქტო ჩანაწერი: N 4-----------
ლ----------–------–---–ის შეგებებული სარჩელი ვ---------------------ს მიმართ ალიმენტის დაკისრების და თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ლ----------–------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ვ---------------------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებების მდებარე: 1. თბილისი, ბ--------------------, (ნაკვეთი #3----), ს-------------------------–-------------, ფართი 144 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0--; 2. თბილისი, ბ--------------------, (ნაკვეთი #3----), ა------------------, ფართი 15.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0--; 3. თბილისი, ბ--------------------, (ნაკვეთი #3----), ა------------------, ფართი 15.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0--, - ½ წილზე.
ლ----------–------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნა მესაკუთრედ შსს მომსახურების სააგენტოში ვ---------------------ს სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - Q------, მარკა, მოდელი - L------------, ფერი -რ--------, გამოშვების წელი - 20-5, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A--------, გაცემული 3-/0-/2---წ - ½ წილზე.
ლ----------–------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნა მესაკუთრედ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში შპს N-----------ის ( ს/კ 4--------) ვ---------------------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხული 1-0%-იანი წილის ½ ნაწილზე.
ვ---------------------ს (პ/ნ 6----------) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2------ს დაბადებული ლ------------------ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 14 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის საქალაქო სასამარლოს გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ.14-38)
3.1.7. ვ--------------------- დასაქმებულია თ---–------------------ში, აქვს კარგი შემოსავალი და ლ------------------ს სასარგებლოდ იხდის ყოველთვიურად ალიმენტს - 800 ლარის ოდენობით. ვ---------------------ს საცხოვრებელს წარმოადგენს ორ ოთახიანი იზოლირებული, გარემონტებული ბინა, სადაც უსაფრთხო გარემოა შექმნილი ბავშვისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა (იხ. ს.ფ.94).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ვ---------------------ს შვილთან, ლ------------------სთან აქვს სტაბილური, ჯანსაღი, მამა-შვილური ურთიერთობა. ურთიერთობისას არ დაფიქსირებულა ფაქტი მოსარჩელის მხრიდან შვილის რომელიმე საჭიროების უგულებელყოფისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არასრულწლოვანის საუკეთესო, უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღეების განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1202-ე, 115-ე მუხლები.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-9, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ ხოლო ამავე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ისეთ ქცევის წესს, რომ მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ლ------------------ არის ვ---------------------ს და ლ----------–------–---–ის შვილი, რომელიც დაიბადა 2--- წლის 3-------ს. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო არასრულწლოვანი ლ------------------ ცხოვრობს და იზრდება დედასთან ერთად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დავაში მონაწილე თითოეულმა მხარემ, მათთვის კანონით მინიჭებული უფლების, კონკრეტულ შემთხვევაში მშობლის უფლების განხორციელებისას, უნდა დაიცვას კეთილსინდისიერება და მართლზომიერება სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რომელიც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ავალდებულებს მონაწილე სუბიექტებს უფლებები ბოროტად არ გამოიყენონ. ეს უკანასკნელი მათი ზნეობრივი მოვალეობაცაა. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამოდინარე მოპასუხე მარიამ ოვიანმა მისთვის მინიჭებული მშობლის უფლება არ უნდა გამოიყენოს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს მეორე მშობლის, თემურ აკოფოვის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს თავის შვილთან.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი -„ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის შესაბამისად „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.“
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნული ნორმის შესახებ ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #14 (2013 წ.) მითითებულია ბავშვის უფლების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესებს დაეთმოს უპირველესი ყურადღება (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი)*#, მე-60 პუნქტის მე-2 წინადადებაში მიუთითებს, რომ ერთ ან ორივე მშობელთან დაცილებული ბავშვი უფლებამოსილია, „რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი).
ბავშვის საუკეთესო ინტერესები, კონვენციის მიხედვით, გულისხმობს მისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური განვითარების ინტერესს. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საუკეთესო ინტერესი და მისი შინაარსი უნდა შეფასდეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.
ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულაციების განმარტებიდან გამომდინარე, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.
მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილი, საერთაშორისოდ აღიარებული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენისას სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ჰქონდეს მას ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“. (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომნდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ)
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v.Poland, no. 17254/11, 15 april 2014)
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში ზავადკა პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadka v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 12.10.2005წ), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი.
ამრიგად, ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს, შემცირდეს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად აღნიშნული უფლების შემცირების, შეზღუდვის ან გამორიცხვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: 1. არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; 2. არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა, შემცირება ან გამორიცხვა პროპორციული ზომა და 3. არის თუ არა უფლების შეზღუდვის, შემცირების ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული.
შესაბამისად, სასამართლოს შემოწმების საგანია არის თუ არა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებში მამასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა მოთხოვნილი წესითა და ოდენობით, რამდენად შეესაბამება აღნიშნული წესი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
ბავშვის, ლ------------------ს ჭეშმარიტი ინტერესის დადგენისათვის, მშობლის ბავშვთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს.
ლ------------------ არის სკოლის მოსწავლე, შესაბამისად, მას აქვს განვითარებული კვების, ჩაცმისა და პირადი ჰიგიენის დაცვის დამოუკიდებელი უნარ-ჩვევები. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება გარემოება იმისა, რომ მამის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვების რომელიმე საჭიროების უგულებელყოფას, მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებას, რის გამოც ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან, რომელთაც თავის მხრივ აღზრდის თანაბარი ვალდებულებები აკისრიათ.
ამასთან, ურთიერთობის კონკრეტული წესის დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ვ---------------------ს დასაქმება და მისი სამუშაო გრაფიკი.
საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით, სასამართლო იზიარებს ლ------------------ს წარმომადგენლის (სოც. სააგენტოს წარმომადგენლის) პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან ლ---- არის მხიარული ბავშვი, ადვილად ამყარებს კომუნიკაციას, არ აქვს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა, როგორც დედა ასევე მამა აქტიურად არიან ჩართული მის განვითარებაში, ამიტომ მიზანშეწონილია, რომ ყველა ზომა იქნას მიღებული, ლ----ს ხელი არ შეეშალოს რომელიმე მშობელთან ურთიერთობის პროცესში.
შესაბამისად, არასრულწლოვანი ლ------------------ს ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან.
შესაბამისად, სასამართლო ბავშვის, ლ------------------ს საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, იქონიოს მამასთან კონტაქტი, მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვ---------------------ს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მამა-შვილს შორის ურთიერთობა უნდა მოხდეს შემდეგი წესის მიხედვით: ყოველი კვირის სამშაბათს, 16:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანის, (არდადეგების პერიოდში დედის საცხოვრებელი ადგილიდან) არასრულწლოვანი შვილის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და ოთხშაბათს დილით არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებაში მიყვანის ვალდებულებით;
ყოველი კვირის პარასკევსს, 16:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანის, (არდადეგების პერიოდში დედის საცხოვრებელი ადგილიდან) არასრულწლოვანი შვილის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და კვირას დილით, 10.00 საათზე, არასრულწლოვანი შვილის დედის საცხოვრებელ ადგილას მიყვანის ვალდებულებით;
ზამთრის არდადეგების პერიოდი არასრულწლოვანმა გაატაროს მონაცვლეობით, ლუწი წლის პირველი ნახევარი დედასთან, მეორე ნახევარი მამასთან, კენტი წლის პირველი ნახევარი მამასთან, მეორე ნახევარი დედასთან;
ზაფხულის არდადეგების მიმდინარეობისას 25 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე არასრულწლოვანმა გაატაროს მამასთან, მამის მიერ ბავშვის დასასვენებლად ქალაქგარეთ გაყვანის უფლებით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს - 100 ლარს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ვ---------------------ს წარმომადგენლის ზ----------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით. (იხ. ს.ფ. 48); ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არსებობს მოსარჩელისათვის ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების, ხოლო ლ----------–------–---–ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე- 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ვ---------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ვ---------------------ს განესაზღვროს არასრულწლოვან შვილთან ლ------------------სთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს ნახვისა და სახლში წაყვანის შემდეგი წესი:
Ш ყოველი კვირის სამშაბათს, 16:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანის, (არდადეგების პერიოდში დედის საცხოვრებელი ადგილიდან) არასრულწლოვანი შვილის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და ოთხშაბათს დილით არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებაში მიყვანის ვალდებულებით;
Ш ყოველი კვირის პარასკევსს, 16:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანის, (არდადეგების პერიოდში დედის საცხოვრებელი ადგილიდან) არასრულწლოვანი შვილის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და კვირას დილით, 10.00 საათზე, არასრულწლოვანი შვილის დედის საცხოვრებელ ადგილას მიყვანის ვალდებულებით
Ш ზამთრის არდადეგების პერიოდი არასრულწლოვანმა გაატაროს მონაცვლეობით, ლუწი წლის პირველი ნახევარი დედასთან, მეორე ნახევარი მამასთან, კენტი წლის პირველი ნახევარი მამასთან, მეორე ნახევარი დედასთან;
Ш ზაფხულის არდადეგების მიმდინარეობისას 25 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე არასრულწლოვანმა გაატაროს მამასთან, მამის მიერ ბავშვის დასასვენებლად ქალაქგარეთ გაყვანის უფლებით
4. სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა