განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
330100118002521094
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3021-18

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

18 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი, შოთა ზალკალიანი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - ლ-–----------–---–ი, თ--------------ე

სტაჟიორ-პროკურორი - მ------–--------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ-----------------------------ე (დაბადებული: 1---–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხ---------–ი, სოფელი ს------–- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ-----------------------------------------------------ში)

 

ადვოკატი - ი------------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილი (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) (სამი ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2017 წლის მარტში, ზ--------------------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, ზ---–-–-----–-–---–ს ავტომანქანის სალონში დარჩა საფულე და მასში მოთავსებული პირადობის დამადასტურებელი და მართვის მოწმობები. ზ--------------------ემ გადაწყვიტა ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას და ამ მიზნით, 2017 წლის 28 დეკემბერს, ზ--------------------ემ მეტროსადგურ „----------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ს.ს. „-–---------------- მიკროავტობუსში, ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, ითხოვა ანგარიშის გახსნა, პლასტიკური ბარათის დამზადება და სესხი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა რა ზ--------------------ე წარდგენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს, გახსნა ანგარიში ზ---–-–-----–-–---–ის სახელზე, დაამზადა პლასტიკური ბარათი და გაგზავნა მოთხოვნა მისივე სახელით სესხის გაცემაზე, რითაც განხორციელდა ზ---–-–-----–-–---–ის ელექტრონულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. ვინაიდან იდენტიფიკაციისათვის განაცხადში აუცილებელი იყო მობილური ტელეფონის მითითება, ზ--------------------ემ მიუთითა მის მფლობელობაში არსებული ბ--–----- ქსელში ჩართული სიმბარათის ნომერი - 5-----------. აღნიშნული განაცხადის საფუძველზე, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. მანვე თაღლითურად აიღო სესხი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, გაანაღდა ქ. თბილისში, ჯ----------------------–-------ში არსებული ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ს.ს. „-–--------------- მიადგა 500 (ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

1.2. ზ--------------------ემ კვლავ გადაწყვიტა ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას და ამ მიზნით, 2017 წლის 29 დეკემბერს, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „----------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ს.ს. „-–---------------- მიკროავტობუსში, ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, ითხოვა 2017 წლის 28 დეკემბერს აღებული სესხის თანხის გაზრდა 800 (რვაასი) ლარამდე. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა რა ზ--------------------ე წარდენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს, გაგზავნა მოთხოვნა ზ---–-–-----–-–---–ის სახელით სესხის თანხის გაზრდაზე, რითაც განხორციელდა ზ---–-–-----–-–---–ის ელექტორნულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. აღნიშნული განაცხადის საფუძველზე, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და გაიცა სესხი 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, საიდანაც 2017 წლის 28 დეკემბერს აღებული 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სესხი დაიფარა. ზ--------------------ემ დარჩენილი თანხა 300 (სამასი) ლარის ოდენობით, გაანაღდა ქ. თბილისში, ჯ----------------------–-------ში არსებული ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ს.ს. „-–--------------- მიადგა 300 (სამასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

1.3. 2018 წლის 06 იანვარს ზ--------------------ემ კვლავაც განიზრახა ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას და ამ მიზნით, იმავე დღეს, ქ. თბილისში, კ--–--------------------–- განთავსებულ ს.ს. „-–---------------- ფილიალში, ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით ითხოვა იდენტიფიკაციისათვის მისივე ანგარიშიდან ერთი თეთრის გადარიცხვა ს.ს. „---–---------------–--. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა რა ზ--------------------ე წარდგენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს, მოთხოვნის საფუძველზე, ზ-------–-----–-–---–ის ანგარიშიდან ერთი თეთრი გადარიცხა ს.ს. „---–---------------–--, რითაც განხორციელდა ზ---–-–-----–-–---–ის ელექტრონულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. 2018 წლის 08 იანვარს, ზ--------------------ემ, ქ. თბილისში, მ-----------------------------------–- მდებარე ინტერნეტ კაფეში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ზ---–-–-----–-–---–ის კომპიუტერულ სისტემაში, რეგისტრაცია გაიარა მისი მონაცემებით ს.ს. „---–------------------ ვებგვერდზე, თაღლითურად გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება, აიღო სესხი 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, გაანაღდა ქ.თბილისში, კ----------------–--–---–-------------–- არსებულ ს.ს. „-–---------------- ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ს.ს. „-–--------------- მიადგა 400 (ოთხასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის მარტში, ზ--------------------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, ზ---–-–-----–-–---–ს ავტომანქანის სალონში დარჩა საფულე და მასში მოთავსებული პირადობის დამადასტურებელი და მართვის მოწმობები. ზ--------------------ემ გადაწყვიტა ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას და ამ მიზნით, 2017 წლის 28 დეკემბერს, ზ--------------------ემ მეტროსადგურ „----------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ს.ს. „-–---------------- მიკროავტობუსში, ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, ითხოვა ანგარიშის გახსნა, პლასტიკური ბარათის დამზადება და სესხი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა რა ზ--------------------ე წარდგენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს, გახსნა ანგარიში ზ---–-–-----–-–---–ის სახელზე, დაამზადა პლასტიკური ბარათი და გაგზავნა მოთხოვნა მისივე სახელით სესხის გაცემაზე, რითაც მოლარე ოპერატორმა განახორციელა ზ---–-–-----–-–---–ის ელექტრონულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. ვინაიდან იდენტიფიკაციისათვის განაცხადში აუცილებელი იყო მობილური ტელეფონის მითითება, ზ--------------------ემ მიუთითა მის მფლობელობაში არსებული ბ--–----- ქსელში ჩართული სიმბარათის ნომერი - 5-----------. აღნიშნული განაცხადის საფუძველზე, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. მანვე თაღლითურად აიღო სესხი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, გაანაღდა ქ. თბილისში, ჯ----------------------–-------ში არსებული ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ს.ს. „-–--------------- მიადგა 500 (ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

1.2. ზ--------------------ემ კვლავ გადაწყვიტა ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას და ამ მიზნით, 2017 წლის 29 დეკემბერს, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „----------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ს.ს. „-–---------------- მიკროავტობუსში, ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, ითხოვა 2017 წლის 28 დეკემბერს აღებული სესხის თანხის გაზრდა 800 (რვაასი) ლარამდე. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა რა ზ--------------------ე წარდენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს, გაგზავნა მოთხოვნა ზ---–-–-----–-–---–ის სახელით სესხის თანხის გაზრდაზე, რითაც მოლარე-ოპერატორმა განახორციელა ზ---–-–-----–-–---–ის ელექტორნულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. აღნიშნული განაცხადის საფუძველზე, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და გაიცა სესხი 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, საიდანაც 2017 წლის 28 დეკემბერს აღებული 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სესხი დაიფარა. ზ--------------------ემ დარჩენილი თანხა 300 (სამასი) ლარის ოდენობით, გაანაღდა ქ. თბილისში, ჯ----------------------–-------ში არსებული ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ს.ს. „-–--------------- მიადგა 300 (სამასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

1.3. 2018 წლის 06 იანვარს ზ--------------------ემ კვლავაც განიზრახა ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას და ამ მიზნით, იმავე დღეს, ქ. თბილისში, კ--–--------------------–- განთავსებულ ს.ს. „-–---------------- ფილიალში, ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით ითხოვა იდენტიფიკაციისათვის მისივე ანგარიშიდან ერთი თეთრის გადარიცხვა ს.ს. „---–---------------–--. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა რა ზ--------------------ე წარდგენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს, მოთხოვნის საფუძველზე, ზ-------–-----–-–---–ის ანგარიშიდან ერთი თეთრი გადარიცხა ს.ს. „---–---------------–--, რითაც განხორციელდა ზ---–-–-----–-–---–ის ელექტრონულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. 2018 წლის 08 იანვარს, ზ--------------------ემ, ქ. თბილისში, მ-----------------------------------–- მდებარე ინტერნეტ კაფეში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ზ---–-–-----–-–---–ის კომპიუტერულ სისტემაში, რეგისტრაცია გაიარა მისი მონაცემებით ს.ს. „---–------------------ ვებგვერდზე, თაღლითურად გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება, აიღო სესხი 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, გაანაღდა ქ.თბილისში, კ----------------–--–---–-------------–- არსებულ ს.ს. „-–---------------- ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ს.ს. „-–--------------- მიადგა 400 (ოთხასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ზ--------------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით (2017 წლის 28 დეკემბრის და 2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისთვის და 2018 წლის 08 იანვრის ეპზიდოში) და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა (რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად), რომელიც საკმარისია ზ--------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამივე ეპიზოდში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით ( 2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში.

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

4.1. ბრალდებულმა ზ-------------------ემ საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.

4.2. ზ--------------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ ზ--------------------ის საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ - ზ---–--–-----–-–---–ის, დაზარალებულთა წარმომადგენლების - ბ--------------–---ის, ზ-----------------–---–ის და მოწმეების: დ--–-------–--ის, ნ-----------------ის და კ-----–----ის გამოკითხვის ოქმებს; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 14 მაისის ოქმს; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 21 მაისის ოქმს; დათვალიერების 2018 წლის 22 მაისის ოქმს; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 23 მაისის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 25 მაისის ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ზ--------------------ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

4.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

4.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

4.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

4.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

4.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

5. სამართლებრივი შეფასება:

5.1. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება მას; თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

5.3. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

5.4. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ზ--------------------ის ქმედება 2017 წლის 28 დეკემბრის და 2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდებთან მიმართებით ფორმულირებულია საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, 2017 წლის 28 დეკემბრის ეპიზოდში აღწერილია, რომ ზ--------------------ემ სს ,--–---------------- მიკროავტობუსში ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, ითხოვა ანგარიშის გახსნა, პლასტიკური ბარათის დამზადება და სესხის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა რა ზ--------------------ე წადრგენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს, გახსნა ანგარიში ზ---–-–-----–-–---–ის სახელზე, დაამზადა პლასტიკური ბარათი და გაგზავნა მოთხოვნა ზ---–-–-----–-–---–ის სახელით სესხის გაცემაზე, რითაც უნებართვოდ შეაღწია ზ---–-–-----–-–---–ის ელექტრონულ ანგარიშზე. ასევე, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, 2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდში აღწერილია, რომ ზ--------------------ემ ს.ს. „-–---------------- მიკროავტობუსში, ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, ითხოვა 2017 წლის 28 დეკემბერს აღებული სესხის თანხის გაზრდა 800 (რვაასი) ლარამდე. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა რა ზ--------------------ე წარდენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს, გაგზავნა მოთხოვნა ზ---–-–-----–-–---–ის სახელით სესხის თანხის გაზრდაზე, რითაც მოლარე-ოპერატორმა განახორციელა ზ---–-–-----–-–---–ის ელექტორნულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. აღნიშნულ ორივე ეპიზოდში ზ---–-–-----–-–---–ის ელექტრონულ ანგარიშზე შეღწევა განახორციელა მოლარე-ოპერატორმა და არა ზ--------------------ემ. ორივე ეპიზოდში კონკრეტული ქმედებებით, კერძოდ, ანგარიშის გახსნით, პლასტიკური ბარათის დამზადებით და სესხის მოთხოვნის გაგზავნით, ზ---–-–-----–-–---–ის ელექტრონულ ანგარიშზე შეღწევა განახორციელა სწორედ მოლარე-ოპერატორმა; ბრალდებულის მიერ, მოლარე-ოპერატორისთვის ზ---–-–-----–-–---–ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მიზნად ისახავდა მოლარე-ოპერატორის მოტყუებას და ამ გზით სხვისი სახელით სასესხო თანხის მიღებას, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა უნდა ჩაითვალოს თაღლითობის ერთ-ერთ საშუალებად; შესაბამისად, ზ--------------------ე მოცემულ შემთხვევაში არ არის საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით ინკრიმინებული ქმედების უშუალო ამსრულებელი და იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 28 დეკემბრის და 2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდებისთვის) წარდგენილ ბრალდებაში.

5.5. საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილი ფორმალური შემადგენლობისაა და დანაშაული დასრულებულად ითვლება უნებართვო შეღწევის (წვდომის) განხორციელების მომენტიდან. ,,შეღწევა“ გულისხმობს კონკრეტულ მოქმედებას, რომლის შედეგიც არის კომპიუტერული სისტემის მთლიანობის დარღვევა. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირი განზრახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის შენიშვნის მიხედვით, კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი); კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას; უნებართვო გულისხმობს უკანონოს, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის. აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოსროგროც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.

5.6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. განსახილველი დანაშაულის ჩადენისას დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი - დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე. თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად, ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში, დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს; ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვისგან მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.

5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

5.8. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ქონების კუთვნილება და სახე (ქონება შეიძლება იყოს უძრავი ან მოძრავი, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია და ქონება უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება მოტყუებით (ქონების მოტყუებით დაუფლება) და 3) აღნიშნული ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა და მნიშვნელოვანი ზიანი).

5.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარმოადგენს თაღლითობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ--------------------ის ქმედებების შედეგად სს ,--–--------------- მიადგა 500 (ხუთასი), 300 (სამასი) და 400 (ოთხასი) ლარის მატერიალური ზიანი, რაც აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ, მნიშვნელოვანი ზიანისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 150 ლარს.

5.10. სასამართლო, ბრალდებულ ზ--------------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულ - ზ---–--–-----–-–---–ის, დაზარალებულთა წარმომადგენლების - ბ--------------–---ის, ზ-----------------–---–ის და მოწმეების: დ--–-------–--ის, ნ-----------------ის და კ-----–----ის გამოკითხვის ოქმებით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 14 მაისის ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 21 მაისის ოქმით; დათვალიერების 2018 წლის 22 მაისის ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 23 მაისის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 25 მაისის ოქმებით, თავად ბრალდებულ - ზ--------------------ის აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ--------------------ემ 2017 წლის 28 დეკემბერს, მეტროსადგურ „----------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ს.ს. „-–---------------- მიკროავტობუსში, ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, ითხოვა ანგარიშის გახსნა, პლასტიკური ბარათის დამზადება და სესხი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა რა ზ--------------------ე წარდგენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს, გახსნა ანგარიში ზ---–-–-----–-–---–ის სახელზე, დაამზადა პლასტიკური ბარათი და გაგზავნა მოთხოვნა მისივე სახელით სესხის გაცემაზე, რითაც მოლარე ოპერატორმა განახორციელა ზ---–-–-----–-–---–ის ელექტრონულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. ვინაიდან იდენტიფიკაციისათვის განაცხადში აუცილებელი იყო მობილური ტელეფონის მითითება, ზ--------------------ემ მიუთითა მის მფლობელობაში არსებული ბ--–----- ქსელში ჩართული სიმბარათის ნომერი - 5-----------. აღნიშნული განაცხადის საფუძველზე, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. მანვე თაღლითურად აიღო სესხი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, გაანაღდა ქ. თბილისში, ჯ----------------------–-------ში არსებული ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ს.ს. „-–--------------- მიადგა 500 (ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; მანვე, 2017 წლის 29 დეკემბერს, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „----------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ს.ს. „-–---------------- მიკროავტობუსში, ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, ითხოვა 2017 წლის 28 დეკემბერს აღებული სესხის თანხის გაზრდა 800 (რვაასი) ლარამდე. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა რა ზ--------------------ე წარდენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს, გაგზავნა მოთხოვნა ზ---–-–-----–-–---–ის სახელით სესხის თანხის გაზრდაზე, რითაც მოლარე-ოპერატორმა განახორციელა ზ---–-–-----–-–---–ის ელექტორნულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. აღნიშნული განაცხადის საფუძველზე, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და გაიცა სესხი 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, საიდანაც 2017 წლის 28 დეკემბერს აღებული 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სესხი დაიფარა. ზ--------------------ემ დარჩენილი თანხა 300 (სამასი) ლარის ოდენობით, გაანაღდა ქ. თბილისში, ჯ----------------------–-------ში არსებული ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ს.ს. „-–--------------- მიადგა 300 (სამასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; ასევე, ზ--------------------ემ 2018 წლის 06 იანვარს, ქ. თბილისში, კ--–--------------------–- განთავსებულ ს.ს. „-–---------------- ფილიალში, ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით ითხოვა იდენტიფიკაციისათვის მისივე ანგარიშიდან ერთი თეთრის გადარიცხვა ს.ს. „---–---------------–--. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა რა ზ--------------------ე წარდგენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს, მოთხოვნის საფუძველზე, ზ-------–-----–-–---–ის ანგარიშიდან ერთი თეთრი გადარიცხა ს.ს. „---–---------------–--, რითაც განხორციელდა ზ---–-–-----–-–---–ის ელექტრონულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. 2018 წლის 08 იანვარს, ზ--------------------ემ, ქ. თბილისში, მ-----------------------------------–- მდებარე ინტერნეტ კაფეში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ზ---–-–-----–-–---–ის კომპიუტერულ სისტემაში, რეგისტრაცია გაიარა მისი მონაცემებით ს.ს. „---–------------------ ვებგვერდზე, თაღლითურად გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება, აიღო სესხი 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, გაანაღდა ქ.თბილისში, კ----------------–--–---–-------------–- არსებულ ს.ს. „-–---------------- ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ს.ს. „-–--------------- მიადგა 400 (ოთხასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

5.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ--------------------ემ ჩაიდინა - თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ზ--------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. ზ--------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ისჯება - ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ასევე, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება - ჯარიმით ან გამასწორებელ სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ ზ--------------------ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სახის სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ზ--------------------ე დასაქმებულია და ანაზღაურებული აქვს ზიანი 500 ლარის ოდენობით, შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ზ--------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით (სამივე ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში მოცემული სასჯელი - ჯარიმა მინიმალური სახით, 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

7.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

7.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ--------------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ--------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე სს „-–----------------დან მიღებული ინფორმაცია ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ დისკზე და სს „ ლ----------------ს ადმინისტრაციის განცხადებაზე თანდართული ინფორმაცია 3 (სამი) ცალ დისკად, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 270-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ--------------------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს (2017 წლის 28 დეკემბრის ეპიზოდი);

 

2. ზ--------------------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს (2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი);

 

3. ზ--------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (2017 წლის 28 დეკემბრის ეპიზოდი);

 

4. ზ--------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი);

 

5. ზ--------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი);

 

6. ზ--------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი);

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა (2017 წლის 28 დეკემბრის ეპიზოდი) შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 29 დეკემბრის და 2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ--------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

8. მსჯავრდებულ ზ--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

9. მსჯავრდებულ ზ--------------------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

10. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე სს „-–----------------დან მიღებული ინფორმაცია ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ დისკზე და სს „ ლ----------------ს ადმინისტრაციის განცხადებაზე თანდართული ინფორმაცია 3 (სამი) ცალ დისკად, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე