განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1859-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-–---------–-–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ----------–----------------ი (დაბადებული - 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ხ---------–ის რაიონი სოფელი ზ----- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ბ--------–---–------------–-.
ადვოკატი - გ---------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (სამი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 7 მარტს, საღამოს საათებში, თბილისში, ა--------------------–- მდებარე ო------------- კუთვნილ N-- ბინაში უკანონოდ შეაღწია გ--------------მა, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ,-------- ფირმის ტელევიზორს, ,---–--- ფირმის ყურსასმენს, ,----------- ფირმის სუნამოს, ქურთუკს, ფულს და სხვადასხვა დასახელების ნივთს. ჩადენილი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 2190 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი;
1.2. 2019 წლის 23 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში, ბ--------–---–---------------–- მდებარე ი----------ს კუთვნილ N--- ბინაში უკანონოდ შეაღწია გ--------------მა, საიდანაც ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რა დროსაც დაზარალებულის მიერ იქნა შემჩნეული, რის გამოც დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი;
1.3. 2019 წლის 23 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში, ბ--------–---–--------------–- მდებარე მ--------------–--ის კუთვნილ N- ბინაში უკანონოდ შეაღწია გ--------------მა, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლა 3 ცალ ,,ს-------ის ფირმის ტელევიზორს. ჩადენილი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 3600 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი;
1.4. 2019 წლის 1 მარტს, ღამის საათებში, თბილისში, ბ---------------------–- მდებარე ა--------------–------ს კუთვნილ N-- ბინაში უკანონოდ შეაღწია გ--------------მა, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლა ა--------------–------ს კუთვნილ სპროტულ ფეხსაცმელს და ჩანთას. ჩადენილი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 350 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ--------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია გ--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ბრალდებულმა გ--------------ის საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილი ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.
3.2. გ--------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ გ--------------ის საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - ო-------------, ი----------ს, მ--------------–--ის, ა--------------–------ს და მოწმეების: ი-----–---–-----ის, გ--------------ს, თ----------------ის, გ----------------–--ის, ი-----–------------ის, ნ-------------ის, თ-----------------ის, ხ-------------ის, ტ------–---------ის და ა--–------------–-----ის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 08 მარტის ოქმს; ამოღების 2019 წლის 13 მარტის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა დათვალიერების 2019 წლის 13 მარტის ოქმებს;ობიექტის (საგნის) ამოცნობის 2019 წლის 13 მარტის ოქმებს; საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------------------–------------------------ დასკვნას; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 15 მარტის ოქმს; პირის ამოცნობის 2019 წლის 15 მარტის ოქმებს; ბრალდებულის დაკავების 2019 წლის 15 მარტის ოქმს; ბინის ჩხრეკის ოქმს; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 24 თებერვლის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 02 მარტის ოქმს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 04 მარტის ოქმს; საქართველოს შ------------------------------------------------------–-----------------------------------------–----------------------------------- დასკვნას; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა დათვალიერების 2019 წლის 31 მარტის ოქმებს; ობიექტის (საგნის) ამოცნობის 2019 წლის 31 მარტის ოქმებს; საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------------------–------------------------ დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ--------------ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით. ასევე, კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.
4.2. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული გამოიხატება: სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით (სამი ეპიზოდი). მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
4.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება); 3) აღნიშნულმა ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა და მნიშვნელოვანი ზიანი); 4) ქმედება ჩადენილი უნდა იყოს სხვის ბინაში უკანონო შეღწევით (ბინის მესაკუთრის/მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ).
4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ--------------ის ქმედებით დაზარალებულ ა--------------–-----ს მიადგა 350 ლარის ზიანი. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------------------–------------------------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ,-------ის ფირმის ტელევიზორის (პულტით), მოდელი R------- საბაზრო ღირებულებამ, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენა - 250 (ორასორმოცდაათი) ლარი. ასევე საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------------------–------------------------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ტელევიზორის S------, Model: T---------” დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა განისაზღვრა მისი ღირებულებით დაზიანებამდე, მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით და შეადგინა 300 (სამასი) ლარი. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, დაზარალებულთათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ, მნიშვნელოვანი ზიანისთვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 150 ლარს.
4.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით, წარმოადგენს ქურდობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს. შეღწევა ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით ბინაში შესვლას ქურდობის მიზნით. იმისათვის, რომ დამნაშავის მოქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია გაირკვეს, თუ რა მიზნით აღმოჩნდა პირი სხვის ბინაში. ბინა ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად (ინდივიდუალური სახლი, ბინა, აგარაკი, ოთახი სასტუმროში და ა.შ.). მოცემულ შემთხვევებში დადგენილია, რომ დაზარალებულების: ო-------------, ი----------ს, მ--------------–--ის და ა--------------–------ს საცხოვრებელი ბინებიდან წაღებულია ბინაში არსებული ნივთები.
4.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. დაზარალებულ ი----------ს ეპიზოდთან მიმართებით, ბრალდებულმა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა; შესაბამისად, გ--------------ს მსჯავრი უნდა დაედოს დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისთვის.
4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული გამოიხატება: სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაუმთავრებელ დანაშაულთან, კერძოდ, დანაშაულის მცდელობასთან, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და სამართლებრივი სიკეთისთვის შექმნილ საფრთხეს შორის.
4.9. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა); 3) აღნიშნულმა ქმედებამ უნდა შექმნას კონკრეტული საფრთხე (დაზარალებულის საკუთრების უფლებისთვის ზიანის მიყენების სახით); 4) ქმედება ჩადენილი უნდა იყოს სხვის ბინაში უკანონო შეღწევით (ბინის მესაკუთრის/მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ).
4.10 სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.12. სასამართლო, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.13. სასამართლო, ბრალდებულ გ--------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულების - ო-------------, ი----------ს, მ--------------–--ის, ა--------------–------ს და მოწმეების: ი-----–---–-----ის, გ--------------ს, თ----------------ის, გ----------------–--ის, ი-----–------------ის, ნ-------------ის, თ-----------------ის, ხ-------------ის, ტ------–---------ის და ა--–------------–-----ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 08 მარტის ოქმით; ამოღების 2019 წლის 13 მარტის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა დათვალიერების 2019 წლის 13 მარტის ოქმებით; ობიექტის (საგნის) ამოცნობის 2019 წლის 13 მარტის ოქმებით; საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------------------–------------------------ დასკვნით; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 15 მარტის ოქმით; პირის ამოცნობის 2019 წლის 15 მარტის ოქმებით; ბრალდებულის დაკავების 2019 წლის 15 მარტის ოქმით; ბინის ჩხრეკის ოქმით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 24 თებერვლის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 02 მარტის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 04 მარტის ოქმით; საქართველოს შ------------------------------------------------------–-----------------------------------------–----------------------------------- დასკვნით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა დათვალიერების 2019 წლის 31 მარტის ოქმებით; ობიექტის (საგნის) ამოცნობის 2019 წლის 31 მარტის ოქმებით; საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------------------–------------------------ დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--------------მა 2019 წლის 7 მარტს, საღამოს საათებში, თბილისში, ა--------------------–- მდებარე ო------------- კუთვნილ N-- ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ,-------- ფირმის ტელევიზორს, ,---–--- ფირმის ყურსასმენს, ,----------- ფირმის სუნამოს, ქურთუკს, ფულს და სხვადასხვა დასახელების ნივთს, რითაც დაზარალებულს მიადგა 2190 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; ასევე, გ--------------მა 2019 წლის 23 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში, ბ--------–---–---------------–- მდებარე ი----------ს კუთვნილ N--- ბინაში უკანონოდ შეაღწია და ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რა დროსაც დაზარალებულის მიერ იქნა შემჩნეული, რის გამოც დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი; მანვე 2019 წლის 23 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში, ბ--------–---–--------------–- მდებარე მ--------------–--ის კუთვნილ N- ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლა 3 ცალ ,,ს-------ის ფირმის ტელევიზორს, რითაც დაზარალებულს მიადგა 3600 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; მანვე 2019 წლის 1 მარტს, ღამის საათებში, თბილისში, ბ---------------------–- მდებარე ა--------------–------ს კუთვნილ N-- ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლა ა--------------–------ს კუთვნილ სპროტულ ფეხსაცმელს და ჩანთას, რითაც დაზარალებულს მიადგა 350 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
4.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--------------მა ჩაიდინა - ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. გ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
5.2. გ--------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი პიროვნული მახასიათებელი, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში, ასევე, ნასამართლობა განზრახი დანაშაულისათვის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. სასჯელის შემსუბუქების კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას და მის მიერ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობას; რაც შეეხება სასჯელის დამძიმებას, იმის გათვალისწინებით, რომ გ--------------ის 2----–-–----------------ის განაჩენით ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით) სახეზეა საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 (ერთი) წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
6.5. გ--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ასევე, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
6.6. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მძიმე კატეგორიის დანაშაულები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, წარმოდგენილ მტკიცებულებებს და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გ--------------ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულების: ო------------- და ა--------------–------ს ეპიზოდი), ასევე, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ მ--------------–--ის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
6.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (დაზარალებულ მ--------------–--ის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;
6.8. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გ--------------ის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა დროს არაერთი შეღავათი იქნა გამოყენებული, მაგრამ მიუხედავად გ--------------ის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი შეღავათების გამოყენებისა, მისი რესოციალიზაცია ამ დრომდე ვერ მოხდა და მის მიერ 2019 წლის 23 თებერვალს, 2019 წლის 1 და 7 მარტს ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადის მიმდინარეობისას, ჩადენილი იქნა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე დანაშაული. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------------------- წერილის თანახმად, გ--------------ი თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება 2----–-–-----------------იდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------------------ს საფუძველზე და გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2020 წლის 19 დეკემბერს.
6.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განსახილველ შემთხვევაში, გ--------------ი იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ; შესაბამისად, ჩაიდინა რა მან ახალი განზრახი დანაშაული, მის მიმართ პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლის ვადით უნდა გაუქმდეს; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
6.10. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--------------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი. ასევე, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
- ა------------ ბინა N---დან საძინებელში ტელევიზორის საკიდის დაბლა, გრძელი ტუმბოს ზედაპირიდან, აგრეთვე საძინებელში საწოლის წინ ლამინირებული იატაკიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშები დალუქული სპეცპაკეტში; გ--------------ის სუნის ნიმუში; დაქტილოფირები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- გ--------------------–- მდებარე შპს „-----------დან ამოღებული: ს----- ფირმის ტელევიზორი პულტით და საწოლის გადასაფარებელი დალუქულ მდგომარეობაში; თბილისი, ბ--------–---–------–- მდებარე გ--------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: შავი ფერის ქურთუკი და 1 (ერთი) წყვილი სპორტული ფეხსაცმელი დალუქული სპეცპაკეტში, ს-------ის ფირმის ტელევიზორი დალუქული სპეცპაკეტში, 2 (ორი) ცალი სუნამო და 1 (ერთი) ცალი ყურსასმენი დალუქული სპეცპაკეტში, 1 (ერთი) ნაჭრის ზურგჩანთა და 1 (ერთი) ცალი სპორტული ჩანთა დალუქული სპეცპაკეტში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- 5 (ხუთი) ცალი ლაზერული დისკი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–--აში - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით (დაზარალებულ ო------------- ეპიზოდი);
2. გ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
3. გ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით (დაზარალებულ მ--------------–--ის ეპიზოდი);
4. გ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით (დაზარალებულ ა--------------–------ს ეპიზოდი);
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
8. გ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 15 მარტის 19:24 საათიდან.
9. მსჯავრდებულ გ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
10. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ა------------ ბინა N---დან საძინებელში ტელევიზორის საკიდის დაბლა, გრძელი ტუმბოს ზედაპირიდან, აგრეთვე საძინებელში საწოლის წინ ლამინირებული იატაკიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშები დალუქული სპეცპაკეტში; გ--------------ის სუნის ნიმუში; დაქტილოფირები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- გ--------------------–- მდებარე შპს „-----------დან ამოღებული: ს----- ფირმის ტელევიზორი პულტით და საწოლის გადასაფარებელი დალუქულ მდგომარეობაში; თბილისი, ბ--------–---–------–- მდებარე გ--------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: შავი ფერის ქურთუკი და 1 (ერთი) წყვილი სპორტული ფეხსაცმელი დალუქული სპეცპაკეტში, ს-------ის ფირმის ტელევიზორი დალუქული სპეცპაკეტში, 2 (ორი) ცალი სუნამო და 1 (ერთი) ცალი ყურსასმენი დალუქული სპეცპაკეტში, 1 (ერთი) ნაჭრის ზურგჩანთა და 1 (ერთი) ცალი სპორტული ჩანთა დალუქული სპეცპაკეტში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- 5 (ხუთი) ცალი ლაზერული დისკი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–--აში - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე