განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
010100119002972243
დავის ტიპი
276 6 , 276 2
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002972243

1-334/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - დ--------------–-

 

ბრალდებული - ი-–-- ბ-----

ადვოკატი - რ--------–---

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N1-----------

 

ბრალდებული: ი-–-- ბ-----

მამის სახელი: ვ-–---------

დაბადებული: 06.09.1--- წელი

მოქალაქეობა: ს----------–----------–------------–-------–----–------------------------------------------------–-----------------------------------------------–--------------------------------------------–-----------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილები.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 22 ივნისს, ღამის საათებში, ი-–-- ბ-----, თავისი მართვის ქვეშ მყოფი „------------ მარკის სახ. ნომრით B-------- ავტომობილით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მოძრაობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩ-------------- სოფელ ხ--–-- მიმართულებით. მსვლელობისას ავტომობილის მძღოლმა ი-–-- ბ-----მ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, ყოველგვარი ხელშემშლელი პირობების გარეშე დაარღვია „ საგზაო მოძრაობის შესახებ “ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნები, ასფალტირებული გზიდან გადავიდა გრუნტიან გზაზე, ვეღარ დაიმორჩილა ავტომობილი და გადავარდა ხევში, რის შედეგადაც მგზავრმა ა-------- ვ------------ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო მგზავრი ს-----–--- ჰ----- გარდაიცვალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა:

 

2018 წლის 22 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩ-------------- სოფელ ხ--–-- მიმართულებით ი-–-- ბ----- მართავდა „------------ მარკის სახ. ნომრით B-------- ავტომანქანას.

 

ი-–-- ბ-----მ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა და გადავარდა ხევში, რის შედეგადაც მგზავრმა ა-------- ვ------------ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო მგზავრი ს-----–--- ჰ----- გარდაიცვალა.

 

N 2---- ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლის, ი-–-- ბ-----ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 და 33.2 მუხლების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას მძღოლს დარღვეული ჰქონდა თუ მოძრაობის უსაფრთხოების წესი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ის შეძლებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას.

 

შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება:

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის № 0--------- დასკვნის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემებთ ა-------- ვ----------ი მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 22.06.18 წ. დაესვა დიაგნოზი: მარცხენა ბარძაყის ძვლის დისტალური ბოლოს ნამსხროვანი მოტეხილობა ცდომით. აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობები მარჯვენა წინამხრისა და თხემის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ( საგნების) მოქმედებით და ერთობაში არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

შეჯახების შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა:

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის № 0--------- დასკვნის თანახმად, ს------–--- ჰ-----ს სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული, მუცლის ღრუს დახურული ტრავმის შედეგად დაზიანებული შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენით. ს------–--- ჰ-----ს გარდაცვალებიდან გვამის გამოკვლევამდე გასული არანაკლებ 6 საათისა. ს------–--- ჰ-----ს გვამზე აღინიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მუცლის ღრუს დახურული ტრავმა შინაგანი ორგანოების დაზიანებით, შინაგანი სისხლდენით მუცლის ღრუში. ღვიძლის მრავლობითი დაზიანებები გაგლეჯა- ნახეთქი ჭრილობების სახით მარჯვენა წილის, მრგვალი იოგის , კვადრატული წილის, კუდიანი წილის არეებში. ქვემო ღრუ ვენის კედლის გაგლეჯა, ღვიძლის კუდიანი წილის მიდამოში არსებულ დაზიანებასთან ერთად. სისხლჩაქცევები მუცლის ფარის სისქეში. ელენთის გაგლეჯა. სისხლჩაქცევები მუცლის ღრუს ორგანოთა დაზიანებების ირგვლივ. სხეულის მრავლობითი ნაჭდევები სისხლნაჟღენთები და ნაფლეთოვანი ჭრილობები. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

 

ი-–-- ბ-----ს განმარტების თანახმად, იგი აღიარებს დანაშაულს და წარდგენილ ბრალდებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას დაზარალებულზე მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-–-- ბ-----მ დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–-- ბ-----მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-–-- ბ-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ი-–-- ბ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ი-–-- ბ-----ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, პირობითად ჩათვლილი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი-–-- ბ-----ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ი-–-- ბ----- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

ბრალდებული ი-–-- ბ----- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ი-–-- ბ-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 06 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ი-–-- ბ-----ს მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ი-–-- ბ-----ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ბარბარე ბ-----ს (პ/ნ: 61001019203) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქN121 (ზონა - ბათუმი 05, სექტორი - 26, კვარტალი - 04, ნაკვეთი - 002, კოდი - 01/007) 8 000 (რვა ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

პირობით მსჯავრდებულ ი-–-- ბ-----ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული „ტოიოტა’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ.№BL 77 AC, ი-–-- ბ-----ს ტანისამოსი დაუბრუნდეს მფლობელს, ხოლო კომპაქტდისკი ინახებოდეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი