გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210310018002500571
საქმე №2/440-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ს----------–--ს სახელით
18 ივნისი 2019 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე შპს ,,-----------–--- მ--–------–--"
წარმომადგენელი: ზ---- ი------ი;
მოპასუხე: ლ--–- აბ---–---;
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ლ--–- აბ---–---ს მოსარჩელე შპს ,,-----------–--- მ--–------–იის" სასარგებლოდ დაეკისროს სარწყავი წყლის დატაცებით მიყენებული ზიანის 13 875 (ცამეტი ათას რვაას სამოცდათხუტმეტი) ლარის გადახდა.
სარჩელის დასაბუთება
შპს „ ს----------–--ს მ--–------–-- “ წარმოადგენს სახელმწიფოს (100 %) წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელიც ს----------–--ს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს საირიგაციო და სადრენაჟე მომსახურებას.
შპს „ ს----------–--ს მ--–------–-- “ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის N2-98 ბრძანების საფუძველზე, ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს. ს----------–--ს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2011 წლის 1 თებერვლის დადგენილებით წლით მომარაგების ტარიფი შეადგენს 75 ლარს - 1 ჰექტარზე.
2017 წლის 06 მაისს მოპასუხე ლ--–- აბ---–---, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მ------–-, თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, კერძოდ 185 ჰა მიწის ფართობზე, განაცხადის გარეშე მოიხმარდა სარწყავ წყალს, რის გამოც შპს „ ს----------–--ს მ--–------–იის “ ინსპექტირების ჯგუფის ინსპექტორის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0-----, რომლის მიხედვითაც შპს „ ს----------–--ს მ--–------–იის “ ინსპექტირების ჯგუფის ინსპექტორის მიერ ს----------–--ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილით ლ--–- აბ---–---ს შეეფარდა სახდელი 250 ლარის ოდენობით, სამ--–------–იო სისტემიდან წყლის თვითნებურად დატაცების ფაქტზე. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრებული არ ყოფილა. 185 ჰა მიწის ფართობზე წყლის თვითნებურად დატაცების გამო კომპანიას მიადგა 1375 ლარის ზიანი.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მ------–- საკუთრებაში გააჩნია ორი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საიდანაც სახნავი კატეგორიის ერთის ფართობი შეადგენს 20 ჰექტარს, ხოლო საძოვრის კატეგორიის მეორეს ფართობი 165 ჰექტარს. ორივე მიწის ნაკვეთი ერთმანეთს ემიჯნება, ორივეში დათესილი იყო ხორბალი და წყალი შეყვანილი იყო და მიედინებოდა 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთში და ამ ფართობის გავლის შემდგომ უნდა მომხდარიყო 165 ჰექტარი საძოვრის მორწყვაც.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მ------–- საკუთრებაში გააჩნია ორი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საიდანაც სახნავი კატეგორიის ერთის ფართობი შეადგენს 20 ჰექტარს, ხოლო საძოვრის კატეგორიის მეორეს ფართობი 165 ჰექტარს. ორივე მიწის ნაკვეთი ერთმანეთს ემიჯნება და სახნავში დათესილი იყო ხორბალი და წყალი შეყვანილი იყო და მიედინებოდა 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთში. საძოვრის კატეგორიის მეორე ნაკვეთში, რომლის ფართობია 165 ჰექტარი წყლის შეყვანა არ მომხდარა და შპს „ ს----------–--ს მ--–------–იის “ წარმომადგენელმა მხოლოდ ივარაუდა, რომ უნდა მომხდარიყო სახნავის მორწყვაც, რაც არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა რთული რელიეფის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მ------–- საკუთრებაში გააჩნია ორი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საიდანაც სახნავი კატეგორიის ერთის ფართობი შეადგენს 20 ჰექტარს, ხოლო საძოვრის კატეგორიის მეორეს ფართობი 165 ჰექტარს. ორივე მიწის ნაკვეთი ერთმანეთს ემიჯნება. 2017 წლის 06 მაისს მოპასუხე ლ--–- აბ---–---, თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, განაცხადის გარეშე მოიხმარდა სარწყავ წყალს, რის გამოც შპს „ ს----------–--ს მ--–------–იის “ ინსპექტირების ჯგუფის ინსპექტორის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0-----, რომლის მიხედვითაც შპს „ ს----------–--ს მ--–------–იის “ ინსპექტირების ჯგუფის ინსპექტორის მიერ ს----------–--ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილით ლ--–- აბ---–---ს შეეფარდა სახდელი 250 ლარის ოდენობით, სამ--–------–იო სისტემიდან წყლის თვითნებურად დატაცების ფაქტზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრებული არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0-----;
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მ-------ს ტერიტორიაზე, მოპასუხის კუთვნილ 20 ჰექტარ სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთში მოპასუხის მიერ განხორციელდა სარწყავი წყლის დატაცება, ხოლო მოპასუხის კუთვნილ 165 ჰექტარ მიწის ფართობზე წყლის შეყვანა არ მომხდარა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.
ამავდროულად, კანონი განსაზღვრავს, თუ რა სახის მტკიცებულებებითაა დასაშვები ამა თუ იმ გარემოების დადასტურება და ასეთად მიიჩნევა: მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტები; მოწმეთა ჩვენებები; ფაქტების კონსტატაციის მასალები; წერილობითი მასალები; ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები (სსკ-ის 102-ე მუხლი). მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მიერ ზემოაღნიშნული წესის დაცვით წარმოდგენილი მტკიცებულებების სასამართლოს მიერ შეფასების წინაპირობებსაც, კერძოდ, 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, სწორედ სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს მხარეთა მიერ საქმისათვის დართული ამა თუ იმ მტკიცებულების საფუძველზე სადავო გარემოების დადგენის ან უარყოფის საკითხის განსაზღვრა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ წყლის დატაცება ხდებოდა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ორივე მიწის ნაკვეთში. მოსარჩელეს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. წარმოდგენილი ვიდეოფირით დასტურდება მხოლოდ 20 ჰექტარ სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთში სარწყავ წყალს დატაცების ფაქტი და მოსარჩელეს არ დაუფიქსირებია მეორე მიწის ნაკვეთში წყლის დატაცება და მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა, რომ მოხდებოდა მეორე ნაკვეთის მორწყვაც, რადგან იქაც ხორბალი იყო დათესილი.
სასამართლო მიყენებულ ზიანში ბრალეული პირის დადგენის მიზნით, ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, რომლის მიხედვით, მოპასუხე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად წყლის დატაცების ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაჯარიმდა 250 ლარით. სასამართლო ასევე ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი სარწყავი წყლის დატაცებით შპს „ ს----------–--ს მ--–------–--ზე “ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტით, შპს „ ს----------–--ს მ--–------–--ზე “ წყლის დატაცების შედეგად მიყენებულმა ზიანმა 1 ჰა შეადგინა 75 ლარი.
სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ წლის დატაცება განხორციელდა მხოლოდ 20 ჰექტარ ფართობზე და შესაბამისად შპს „ ს----------–--ს მ--–------–იისათვის “ მიყენებული ზიანი საერთო ჯამში შეადგენს 1500 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს ,,-----------–--- მ--–------–იის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 131-ე , 30917-ე, 30920-ე მუხლები;
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე. 992-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქმეში წარმოდგენილი მასალებით სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ წლის დატაცება მოპასუხის მიერ განხორციელდა მხოლოდ 20 ჰექტარ ფართობზე და შესაბამისად შპს „ ს----------–--ს მ--–------–იისათვის “ მიყენებული ზიანი საერთო ჯამში შეადგენს 1500 ლარს.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 15 დეკემბერს განხორციელებულმა ცვლილებებმა განსხვავებულად მოაწესრიგა სასამართლო განაჩენის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი დატვირთულობა დელიქტურ ვალდებულებებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლმა ერთმანეთისაგან გამიჯნა განაჩენის მნიშვნელობა დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში. ზემოთ მოყვანილი 30917-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დანიშნულებას პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების მტკიცების თვალსაზრისით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამდენად, თუ პირის მიმართ არსებობს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რის საფუძველზეც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, იგი იმთავითვე მოიცავს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალისწინებულ ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს აღნიშნული გარემოება.
საქმეში წარმოდგენილია შპს „ ს----------–--ს მ--–------–იის “ 2019 წლის 06 მაისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც ლ--–- აბ---–---ს ს----------–--ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილით, შეეფარდა სახდელი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სამ--–------–იო სისტემიდან წყლის თვითნებურად დატაცების ფაქტზე.
ამდენად, წარმოდგენილი მასალები, სრულფასოვნად ადასტურებს ლ--–- აბულაძის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების არსებობას, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია შპს ,,-----------–--- მ--–------–იისათვის" დამდგარ ზიანთან - სარწყავი წყლის დატაცებით მიყენებულ ზიანთან 1500 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამ მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობაა 1500 ლარი. ასევე, დადგენილია მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ 1500 ლარის ფარგლებში და შესაბამისად სარჩელის მოთხოვნა სარჩელის ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით. რაც შეეხება დარჩენილ მოთხოვნას, სასამართლოზე დადასტურდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი საძოვრის კატეგორიის მეორე ნაკვეთში, რომლის ფართობია 165 ჰექტარი წყლის დატაცება არ მომხდარა და შესაბამისად ან ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კანონის ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი, მოსარჩელე შპს ,,-----------–--- მ--–------–იის" უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 45 (ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და
გადაწყვიტა
1.შპს ,,-----------–--- მ--–------–იის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.მოპასუხე ლ--–- აბ---–---ს მოსარჩელე შპს ,,-----------–--- მ--–------–იის" სასარგებლოდ დაეკისროს 1500 (ათას ხუთასი) ლარის გადახდა.
დარჩენილ მოთხოვნაზე მოსარჩელე უარი ეთქვას.
2.შპს ,,-----------–--- მ--–------–იის" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი თანხა 416.25 (ოთხას თექვსმეტი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარი. (საგადახდო დავალება - №235; 08.11.2017 წ; გადამხდელის ბანკი - „ს----------–--ს ბანკი“, მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ანგაიში/სახაზინო კოდი 3--------, ბანკის კოდი T-------; თანხა - 416.25 ლარი).
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის წესების დაცვით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე