განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
330100118002661469
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4476-18

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ანნა ქოჩიაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----------------, ი-----–---------, ნ---------------–-–---–-, ნ-------------–---–-

სტაჟიორ-პროკურორი - ნ-----------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნ------------–---–-

 

ბრალდებული - დ---------------, დაბადებული - 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, მისამართის გარეშე, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ც-------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 2018 წლის 26 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, კ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თაღლითობისთვის ნასამართლევი დ--------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა გასაქირავებლად მდგარ ი-–-------------- კუთვნილ „მ-----------“ (ე---–---) ფირმის ა/მანქანას (სახ. ნომრით №-------), ღირებულს 18 004 (თვრამეტი ათას ოთხი) ლარად, რომელიც შემდეგ მიაქირავა კ---------------------. აღნიშნული ქმედებით დ---------------მ ი-–-------------- მიაყენა დიდი ოდენობით - 18 004 (თვრამეტი ათას ოთხი) ლარის ქონებრივი ზიანი.

 

1.2. წარდგენილი ბრალდების თანახმად, დ---------------მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2018 წლის 26 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, კ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--------------- თვითნებურად დაეუფლა, გასაქირავებლად მდგარ ი-–-------------- კუთვნილ „მ-----------“ ფირმის ა/მანქანას (სახ. ნომრით №-------), რომელიც შემდეგ მიაქირავა კ---------------------. აღნიშნული ქმედებით ი-–-------------- მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.2. სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, დ---------------- ქმედება შეაფასა, თვითნებობად, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებად, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. შესაბამისად, დ---------------- მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

3.2. დ---------------- მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების დასადასტურებლად/უარსაყოფად, მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს: მოწმეების: ი-–--------------, შ--–-----–------, გ-------–---–------, დ--------------–---–--, რ----–----------–---–--, ნ--------–------, ზ--------------–---–--, გ--–--------, მ--–----------–---- ბ--------------, გ---------------–---–--, ი--–-------------- ვ--------------–---–--, ი-----–------------- შ--–----------–---–--, თ----------------, ლ-----------------, რ---------------–---–--, ლ---------–-–---–--, გ-----------------–---–--, ს--–-------------–---–--, თ--------–---–---–--- და დ---------------- ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება. მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები დ---------------- მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ი-–-------------- ჩვენებით დგინდება, რომ მის საკუთრებაშია „მ-----------“ ფირმის ა/მანქანა (სახ. ნომრით №-------), რომელსაც მისი ნათესავის - შ--–-----–------ მეშვეობით აქირავებდა დღიურად. შ--–-----–----- მას ყოველი გაქირავებისას ურეკავდა თანხმობის მიღების მიზნით და ატყობინებდა/უთანხმებდა დეტალებს. 2018 წლის 26 აგვისტოს, მას დაუკავშირდა შ--–-----–-----, რომელმაც ამცნო, რომ მისი კუთვნილი ა/მანქანა აღარ იდგა თავის ადგილზე. ამის შემდეგ, იგი სასწრაფოდ მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა აღელვებული შ--–-----–-----. ა/მანქანის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არავის ჰქონდა. მოგვიანებით, ა/მანქანაში დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით, მისი კუთვნილი ა/მანქანა დამტვრეულ მდგომარეობაში იპოვა ქ. თბილისში, კ----------------–--–---.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული შ--–-----–------ ჩვენებით დგინდება, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს ა/მანქანების გაქირავება. მის განკარგულებაშია რამდენიმე ა/მანქანა, საიდანაც ოთხი მათგანი არის მის სახელზე რეგისტრირებული, ხოლო დანარჩენთაგან ერთ-ერთი - ი-–-------------- სახელზე. ა/მანქანების, რომლებიც განთავსებული ჰყავდა ქ. თბილისში, კ----------- ქუჩაზე, გაქირავება ხდებოდა კლიენტთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით, თუმცა მათ მიერ დაწესებული წესების თანახმად. მაგ., კლიენტის პირადობის მოწმობას ან პასპორტს უღებდნენ სურათს, ასევე ამოწმებდნენ მართვის მოწმობას, რათა წარმოდგენა შეჰქმნოდათ კლიენტის სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილებაზე და დეპოზიტის სახით იტოვებდნენ გარკვეულ თანხას. მოწმის გადმოცემით, ბრალდებულ დ---------------ს, რომელიც მუშაობდა კონკურენტ კომპანიაში, იცნობს დაახლოებით ერთი წელია. ამ უკანასკნელს მის მფლობელობაში არსებული ა/მანქანა არასოდეს გაუქირავებია, გარდა ერთი შემთხვევისა, რის შემდეგაც გაქირავებულ ა/მანქანას არსებული დაზიანებიდან გამომდინარე, რომელიც მას აღენიშნებოდა გაქირავების შემდეგ, დასჭირდა რამდენიმე ასეული ლარი. მოწმემ აღნიშნული ფაქტის შემდეგ დ---------------ს აუკრძალა მის მფლობელობაში არსებული ა/მანქანების გაქირავება. მოწმის განმარტებით, ქ. თბილისში, კ----------- ქუჩაზე, მის გარდა ა/მანქანის გაქირავებით დაკავებული იყო დ--------------–---–- და რ----–----------–---–-. როგორც მას, ისე აღნიშნულ პირებს ერთმანეთის ა/მანქანების გაქირავებისას აუცილებლად უნდა დაერეკათ ა/მანქანის მფლობელისთვის და შეეტყობინებინათ გაქირავების ფაქტი. მოწმემ დაადასტურა, რომ ყველა ა/მანქანის (რომელიც გაჩერებული იყო ქ. თბილისში, კ----------- ქუჩაზე), გასაღები მოთავსებული იყო ერთ ა/მანქანაში, ხოლო იმ ა/მანქანის გასაღები, სადაც ინახებოდა გასაღებების ასხმა (დაახლოებით 15-20 ა/მანქანის გასაღები), ინახებოდა იქვე არსებულ ჯიხურში. შემთხვევის წინა დღეს, მასთან ა/მანქანის ქირაობის მიზნით მივიდა კ--------------------- (როგორც მოგვიანებით შეიტყო ვინაობა), თუმცა, ვინაიდან მოწმეს ერთი შეხედვით არ მოეწონა კლიენტი, კატეგორიული უარი უთხრა. უარი იმ გარემოებამაც განაპირობა, რომ აღნიშნულ პირს ა/მანქანის ქირაობა უნდოდა მხოლოდ ერთი დღით, რაც მომგებიანი არ იყო. მოწმე 2018 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 00:00-00:30 საათზე წავიდა სახლში, რა დროსაც ი-–-------------- კუთვნილი ა/მანქანა დატოვა ქ. თბილისში, კ----------- ქუჩაზე. დილით, სამსახურში მისულს დ--------------–---–-- ჰკითხა, თუ რამდენი დღით ჰქონდა გაქირავებული „მ-----------“ ფირმის ა/მანქანა, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ არ ჰქონდა გაქირავებული. იმავე დილით ა/მანქანა მასში დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით, დამტვრეულ მდგომარეობაში იპოვეს ქ. თბილისში, კ----------------–--–---. როგორც აღმოჩნდა, დ---------------ს სწორედ იმ პირისთვის ჰქონდა „მ-----------“ ფირმის ა/მანქანა მიქირავებული, ვისაც შ--–-----–-----მ უარი უთხრა წინა დღეს. მოწმემ კატეგორიულად განმარტა, რომ მის მფლობელობაში არსებული ა/მანქანის გაქირავების უფლება, მასთან შეთანხმების გარეშე, არავის ჰქონდა.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ-------–---–------ ჩვენებით დგინდება, რომ ბიძამისს - შ--–-----–-----ს ზაფხულობით ეხმარებოდა ა/მანქანების გაქირავებაში. მის მოვალეობაში შედიოდა კლიენტთა მოძიება, ხოლო მოძიებული კლიენტის შემდეგ - ბიძამისთან დარეკვა, რათა ეს უკანასკნელი მისულიყო ხელშეკრულების დასადებად. მოწმემ არაერთგზის დაადასტურა, რომ იგი დამოუკიდებლად, შ--–-----–------ ნებართვის გარეშე, ვერ გააქირავებდა ა/მანქანას. ბრალდებულთან დაკავშირებით განმარტა, რომ მხოლოდ ერთხელ გააქირავა შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული ა/მანქანა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან აღნიშნული ბიზნესით ბიძამისის გარდა დაკავებულნი იყვნენ სხვა პირებიც, ყველა მათგანის მფლობელობაში არსებული ა/მანქანის გასაღებების ასხმას ინახავდნენ ერთ-ერთ ა/მანქანაში, ხოლო ამ უკანასკნელის გასაღებს - იქვე არსებულ ჯიხურში. 2018 წლის 26 აგვისტოს, შეიტყო, რომ ადგილზე არ იდგა შ--–-----–------ მფლობელობასა და ი-–-------------- საკუთრებაში არსებული „მ-----------“ ფირმის ა/მანქანა. როგორც გაირკვა აღნიშნული ა/მანქანა შეუთანხმებლად ჰქონდა გაქირავებული დ---------------ს.

 

3.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დ--------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ დაახლოებით 2 წელია დაკავებულია ა/მანქანების გაქირავებით. მის სამუშაო ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, კ----------- ქუჩა. აღნიშნულ ქუჩაზე მუშაობს თავის სამ მეგობართან (შ--–-----–-----სთან, ჯ------–-------თან და ვინმე ა-–-----თან) ერთად, თუმცა მათ გარდა სხვა კომპანიებსაც ჰყავთ ა/მანქანები განთავსებული მითითებულ ტერიტორიაზე. მოწმის განმარტებით, მისი ან მისი რომელიმე მეგობრის არ ყოფნის შემთხვევაში, ა/მანქანას აქირავებდა რომელიმე ამ ოთხთაგან, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ა/მანქანის მფლობელთან ზარის გარეშე. 2018 წლის 25 აგვისტოს, მას დაუკავშირდა დ---------------, რომელიც იმ დროისთვის მუშაობდა კონკურენტ ფირმაში და უთხრა, რომ გასაქირავებლად სჭირდებოდა მისი ა/მანქანა. მოწმემ პირობების შეთანხმების შემდეგ, დ---------------ს მისცა მის მფლობელობაში არსებული ა/მანქანის გაქირავების უფლება. მომდევნო დღეს შეიტყო, რომ აღნიშნული ა/მანქანა საპატრულო პოლიციას გადაყვანილი ჰყავდა საჯარიმოზე, დაჯარიმებული კი იყო დ---------------, ვინაიდან ის იჯდა საჭესთან. 2018 წლის 26 აგვისტოს, დღის საათებში ნახა, რომ ადგილზე აღარ იდგა შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული ი-–-------------- კუთვნილი „მ-----------“ ფირმის ა/მანქანა. კითხვაზე, თუ რამდენით დღით ჰქონდა აღნიშნული ა/მანქანა გაქირავებული, შ--–-----–-----მ უპასუხა, რომ საერთოდ არ ჰქონია გაქირავებული. ძიების შედეგად დ---------------- მიერ გაქირავებული ა/მანქანა, დამტვრეულ მდგომარეობაში იპოვეს ქ. თბილისში, კ----------------–--–---.

 

3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----–----------–---–-- განმარტა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს ა/მანქანათა გაქირავება. სამუშაო ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, კ----------- ქუჩაზე. ვინაიდან ა/მანქანებს ძირითადად ტურისტებზე აქირავებდნენ, კლიენტებთან კომუნიკაციაში დამხმარედ დასაქმებული ჰყავდა დ---------------, რომელიც იყო თავის შვილის კლასელი. მოწმის თქმით, შემთხვევის დღეს, სამუშაო ადგილზე მისულმა შეიტყო, რომ თავის ადგილზე აღარ იდგა დ--------------–---–--ა და შ--–-----–------ ა/მანქანები. მან ამ უკანასკნელთაგან შეიტყო, რომ მიზეზი იყო დ---------------, თუმცა საქმის ვითარება ზუსტად არ იცოდნენ. მოწმემ სწორედ იმ დღეს შეიტყო შ--–-----–------გან, ამ უკანასკნელისა და დ---------------- დაძაბული ურთიერთობის შესახებ, რაც გამოიხატებოდა დ----------------თვის შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული ა/მანქანების გაქირავების უფლებით სარგებლობის შეზღუდვაში. ამის შემდეგ, მან თავისი შვილის მეშვეობით მოძებნა დ---------------, რომელიც იმყოფებოდა მეგობართან ერთად, ხოლო მოგვიანებით შეხვდნენ დ---------------- მეგობარს, რომელმაც უთხრა, რომ დ--------------- იყო ცუდად, სადავო ა/მანქანა კი გაქირავებული იყო კ-----------------------, რის დასტურადაც გადასცა ამ უკანასკნელი კუთვნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პასპორტი. აღნიშნული პასპორტი მან მიუტანა შ--–-----–-----ს, თუმცა მან არ გამოართვა. ამის შემდეგ მოწმემ მიაკითხა დ---------------ს, რათა მასთან ერთად წასულიყო პოლიციაში და გაერკვიათ საქმის ვითარება, თუმცა არ დასცალდა, ვინაიდან ეზოში ჩასული დ--------------- დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მოწმის განმარტებით, დ---------------ს შ--–-----–------ ა/მანქანის გაქირავების უფლება დარეკვის გარეშეც ჰქონდა, თუმცა ასეთ შემთხვევაში უნდა დაერეკა მისთვის ან დ--------------–---–--თვის. რეალურად დ---------------მ მართლაც დაურეკა წინა ღამეს დ--------------–---–-.

 

3.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნ--------–------ ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ. თბილისში, კ----------------------–- მდებარე თამბაქოს ჯიხურში. ის იცნობს იმავე ქუჩაზე ა/მანქანათა გაქირავებით დაკავებულ პირებს, მათ შორის, შ--–-----–-----სა და დ---------------ს. 2018 წლის 25 აგვისტოს, საღამოს საათებში მას დაუტოვეს ა/მანქანის გასაღები, რომელიც 26 აგვისტოს, დაახლოებით 02:00-03:00 საათამდე პერიოდში წაიღო დ---------------მ. გასაღების გადაცემის მომენტში მისთვის კითხვა არ დაუსვამს, რადგან ასეთ შემთხვევას პირველად არ ჰქონია ადგილი. მოწმემ მომდევნო დღეს შეიტყო მომხდარი ფაქტის შესახებ.

 

3.9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (26.08.2018) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, კ----------------–--–-------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაჩერებულია „მ-----------“ ფირმის ა/მანქანა სახ. ნომრით №-------, რომელსაც აღენიშნება სავარაუდოდ შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანება. დაზიანებულ ნაწილებზე აღენიშნება თეთრი საღებავის მსგავსი ნივთიერების კვალი. დაზიანებულია ა/მანქანის ძრავი, ხუფი, გვერდით ფრთები, საქარე მინა, ძრავი და მისი ნაწილები.

 

3.10. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაციის სისწორე დაადასტურა ამავე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტმა - ზ--------------–---–--.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ--–--------ა და მ--–----------–--- ჩვენებებით დგინდება, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს, დილის საათებში „მ-----------“ ფირმის ა/მანქანით გადაადგილდებოდნენ ქ. თბილისში, ვ---------–----------- მიმართულებით. გზად მათ უკნიდან დაეჯახა ასევე „მ-----------“ ფირმის ა/მანქანა, რომელსაც მართავდა კ---------------------, რომელიც ძალიან ნერვიულობდა და ამბობდა, რომ ა/მანქანა ნაქირავები ჰყავდა. ავარიის შემდეგ, მათ ჩაიწერეს ამ პირის ტელეფონი და შეთანხმდნენ შეხვედრაზე, თუმცა ეს უკანასკნელი აღარ გამოჩენილა.

 

3.12. ამოღების ოქმის (27.09.2018) თანახმად, რ----–----------–---–--გან ამოღებულ იქნა კ---------------------ს სახელზე გაცემული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პასპორტი.

 

3.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ბ--------------, გ---------------–---–--, ი--–-------------, ვ--------------–---–--, ი-----–------------, შ--–----------–---–--, თ---------------- და ლ----------------- დაადასტურეს მათ მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე.

 

დაცვის მხარის მტკიცებულებები

 

3.14. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: რ---------------–---–-- და ლ---------–-–---–-- დ--------------- დაახასიათეს დადებითად და განმარტეს, რომ იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მაქსიმალურად ეხმარებოდა ყველას, მათ შორის მათაც. მოწმეებმა დ---------------- მიმართ არსებული ნდობის გათვალისწინებით, გამორიცხეს მისი მხრიდან შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული ა/მანქანის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა.

 

3.15. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ-----------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ დ--------------- იყო მისი კლასელი და ბავშვობის მეგობარი, რომელიც დასაქმებული იყო მამამისთან ა/მანქანათა გაქირავების სფეროში. ვინაიდან დ--------------- ფლობდა უცხო ენას, კლიენტების მოზიდვაში მათ გარდა ეხმარებოდა მათ კონკურენტ ფირმაში მომუშავე პირებსაც. 2018 წლის 26 აგვისტოს, სამსახურში მისულს დახვდა აურზაური, რაც გამოწვეული იყო შ--–-----–------ ა/მანქანის თავის ადგილზე არ ყოფნით. იმ დღეს შ--–-----–------გან შეიტყო, რომ დ---------------ს აკრძალული ჰქონდა მის მფლობელობაში არსებული ა/მანქანების გაქირავება. ამის შემდეგ იგი დაუკავშირდა დ---------------- მეგობარს, რომელმაც მიუტანა კლიენტის პასპორტი (ვინც იქირავა სადავო ა/მანქანა) და გადასცა, რომ დ--------------- იყო ცუდად. მან ეს პასპორტი მიუტანა შ--–-----–-----ს, რომელმაც არ გამოართვა. მოწმის განმარტებით, დ---------------ს თავისუფლად მიუწვდებოდა ხელი ნებისმიერი ა/მანქანის გაქირავებაზე.

 

3.16. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ს--–-------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ არის დ---------------- მეგობარი. 2018 წლის 25 აგვისტოს, დ---------------სთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ რესტორანში. დაახლოებით 22:00 საათზე, დ---------------მ თქვა, რომ სამსახურის საქმეზე უნდა წასულიყო და მალე დაბრუნდებოდა. მოწმემ ზუსტად არ იცის რას აკეთებდა, თუმცა ის დანამდვილებით ახსოვს, რომ დ---------------ს ხელში ფურცლები ეჭირა. ეს უკანასკნელი დაბრუნდა დაახლოებით 15-20 წუთში, რის შემდეგაც თავად წავიდა სახლში, ხოლო დ--------------- - თავის შეყვარებულთან. მეორე დღეს მას დაუკავშირდა დ---------------, რომელმაც უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. მოწმის განმარტებით, იგი მივიდა დ---------------- სანახავად, რა დროსაც მობილური ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა გ-----------------–---–-, რომელმაც უთხრა, რომ სასწრაფოდ სურდა დ---------------- ნახვა. ამის შემდეგ დ---------------მ გ-----------------–---–---- გაატანა იმ პირის პასპორტი, ვისაც მიაქირავა „მ-----------“ ფირმის ა/მანქანა.

 

3.17. სასამართლო სხდომაზე დაკითხული თ--------–---–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ არის დ---------------- შეყვარებული. 2018 წლის 25 აგვისტოს, დ---------------სთან და თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ რესტორანში, საიდან გამოსვლის შემდეგაც, დ---------------მ თქვა, რომ სამსახურის საქმეზე უნდა წასულიყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დ--------------- დაბრუნდა (მისგან იცის, რომ პირველი ა/მანქანა ვერ გააქირავა დაჯარიმების გამო) და წავიდნენ მასთან სახლში. მეორე დილით დაუკავშირდნენ გ-----------------–---–- და ს--–-------------–---–-, რომლებმაც უთხრეს, რომ დ--------------- აუცილებლად უნდა მისულიყო სამსახურში, რადგან გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ვინაიდან დ--------------- თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, მოწმეს გადასცა იმ კლიენტის პასპორტი, ვისაც მიაქირავა „მ-----------“ ფირმის ა/მანქანა. პასპორტში მოთავსებული იყო 60 აშშ დოლარი, რაც მან თავის მხრივ მიუტანა რ----–----------–---–-. ჩვენების მიცემისას მოწმემ დაადასტურა, რომ დ--------------- მუშაობდა რ----–----------–---–---- და არა სხვასთან, შესაბამისად, მის უფლებამოსილებაში მხოლოდ რ----–----------–---–-- მფლობელობაში არსებული ა/მანქანების გაქირავება შედიოდა.

 

3.18. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა დ---------------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენდა ა/მანქანათა გაქირავება. 2018 წლის 25 აგვისტოს, საღამოს საათებში იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ რესტორანში. იქიდან გამოსვლის შემდეგ, წავიდა იმ ადგილისკენ, სადაც გასაქირავებელი ა/მანქანები იყო განთავსებული. მოწმის თქმით, გზად მას შეხვდა კლიენტი - კ---------------------, რომელსაც სურდა დ--------------–---–-- მფლობელობაში არსებული ა/მანქანის ქირაობა. წესისამებრ, პირი, რომელიც ქირაობდა ა/მანქანას დეპოზიტის სახით იხდიდა 100 აშშ დოლარს, რაც აღნიშნულ კლიენტს არ გააჩნდა, ამიტომ პირობების დაზუსტების მიზნით იგი დაუკავშირდა დ--------------–---–-, რომელსაც გააცნო საქმის ვითარება. ამის შემდეგ, დ--------------–---–---- შეთანხმებით, 200 ლარად გააქირავა ა/მანქანა, თუმცა ა/მანქანის გადაცემამდე, იგი დააჯარიმა საპატრულო პოლიციამ (მას, იმ მომენტში, როგორც მართვის მოწმობის არმქონეს ადგილიდან გამოჰყავდა გასაქირავებელი ა/მანქანა) და გასაქირავებელი ა/მანქანა გადაყვანილ იქნა საჯარიმოზე. ვინაიდან მასსა და კ--------------------- შორის მიღწეული იყო შეთანხმება, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მას აუცილებლად უნდა მიექირავებინა ა/მანქანა და მიუთითა იქვე მდგარ „მ-----------“ ფირმის შავ ა/მანქანაზე. მოწმე დათანხმდა და ხელშეკრულების გაფორმებისა და პასპორტის გამორთმევის შემდეგ კლიენტს მიაქირავა სასურველი ა/მანქანა. ამის შემდეგ წავიდა თავის შეყვარებულთან - თ--------–---–---–----. დილის საათებში მან შეუძლოდ ყოფნის გამო ვერ მოახერხა სამსახურში წასვლა, რის გამოც გ-----------------–---–-- მოთხოვნისამებრ, კ---------------------ს პასპორტი რ----–----------–---–---- გაატანა მის შეყვარებულსა და მეგობარს, რომელთაც სთხოვა მათთვის ეთქვა, რომ თავად მოგვიანებით მივიდოდა სამსახურში. სახლში დაბრუნებულმა თ--------–---–---–-- უთხრა, რომ აუცილებლად უნდა მისულიყო სამსახურში. იგი პოლიციის განყოფილებაში მისვლას აპირებდა, რა დროსაც დააკავეს. მოწმის განმარტებით, მას ჰქონდა შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული ა/მანქანების გაქირავების უფლება. კითხვაზე - ა/მანქანის გაქირავების შემდეგ მეპატრონეს ატყობინებდა თუ არა გაქირავების თაობაზე, მოწმემ დაზუსტებული პასუხი არ გასცა. მისი თქმით, ყველა შემთხვევა ინდივიდუალური იყო.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

4.2. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლი თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.

 

4.3. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.

 

4.4. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი და მათივე მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, იკვეთება დ---------------- მიერ საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, თუმცა არა იმ კვალიფიკაციით, რასაც მას ბრალდების მხარე ედავება. ამდენად, სასამართლო პირველ რიგში შეაფასებს რამდენად აკმაყოფილებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები პირის მსჯავრდებისთვის კანონმდებლის მიერ დაწესებულ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და შემდეგ იმსჯელებს ჩადენილი ქმედების სწორ კვალიფიკაციაზე.

 

4.5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).

 

4.6. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს დ---------------- მიერ შ--–-----–------ მფლობელობასა და ი-–-------------- საკუთრებაში არსებული „მ-----------“ ფირმის ა/მანქანის (სახ. №-------) გაქირავების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოსთვის აუცილებელია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს: 1. ჰქონდა თუ არა დ---------------ს შ--–-----–------ მფლობელობასა და ი-–-------------- საკუთრებაში არსებული ა/მანქანის (სახ. №-------), მფლობელთან შეთანხმების გარეშე გაქირავების უფლება? 2. ჰქონდა თუ არა დ---------------ს შ--–-----–------ მფლობელობასა და ი-–-------------- საკუთრებაში არსებული „მ-----------“ ფირმის ა/მანქანის (სახ. №-------) მისაკუთრების მიზანი? სწორედ აღნიშნულ კითხვებზე მიღებული პასუხია გადამწყვეტი დ---------------- მიერ ჩადენილი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის. პირველ კითხვაზე პასუხის მისაღებად, სასამართლო უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს შ--–-----–------ ჩვენებაზე, რომლის ფაქტობრივ მფლობელობაშიც იმყოფებოდა სადავო „მ-----------“ ფირმის ა/მანქანა, რომლის თაღლითურად დაუფლებასაც ედავება ბრალდების მხარე დ---------------ს. ჩვენების მიცემისას მოწმემ კატეგორიულად განმარტა, რომ მას იმავე ტერიტორიაზე კონკურენტ ფირმაში მომუშავე დ----------------თვის აკრძალული ჰქონდა მის მფლობელობაში არსებული ა/მანქანების გაქირავება. აღნიშნული ფაქტი, რომელიც შემთხვევის დღეს გახდა ცნობილი სხვა პირთათვისაც, დაადასტურეს რ----–----------–---–-- და გ-----------------–---–--–. შ--–-----–------ განმარტებით მას, დ--------------–---–-ა და რ----–----------–---–- ჰქონდათ ერთმანეთის ა/მანქანათა გაქირავების უფლება, თუმცა ამისთვის აუცილებელი წინაპირობა იყო ა/მანქანის მფლობელთან დარეკვა და მისგან ნებართვის აღება. სასამართლოს შეფასებით, მოწმე შ--–-----–------ ჩვენება, აშკარად გამორიცხავს ბრალდებულის განმარტებას, რომ მას გააჩნდა სრული უფლებამოსილება, თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა კონკურენტ ფირმაში მომუშავე შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული ა/მანქანები. დ---------------- განმარტების საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოწმე დ--------------–---–-ც, რომელიც შ--–-----–------ მეგობარი და თანამშრომელია. მისი განმარტებით, შ--–-----–------ არ ყოფნის შემთხვევაში, მას ჰქონდა ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებულ ა/მანქანათა გაქირავების უფლება, თუმცა არავითარ შემთხვევაში მასთან შეთანხმების ან/და მისი ინფორმირების გარეშე. ასეთ შემთხვევაში, გასაკვირია რატომ უნდა მიეცა შ--–-----–-----ს დ----------------თვის, როგორც კონკურენტ ფირმაში მომუშავე პირისთვის, მის მფლობელობაში არსებული ა/მანქანების გაქირავების უფლება მასთან შეთანხმების გარეშე, როდესაც ამის შესაძლებლობა თავის პარტნიორსაც შეზღუდული ჰქონდა.

 

4.7. დაცვის მხარე იმ ფაქტის დასტურად, რომ დ--------------- სარგებლობდა დისკრეციული უფლებამოსილებით - საკუთარი სურვილისამებრ განეკარგა შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული გასაქირავებელი ა/მანქანები, აპელირებდა რ---------------–---–--ა და გ-----------------–---–-- ჩვენებებზე. მართალია აღნიშნული პირები ადასტურებდნენ ამ გარემოებას, თუმცა მათ სასამართლოსთვის არ დაუსახელებიათ კონკრეტული ფაქტები, როდესაც მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ამასთან, ჩვენების მიცემისას რ----–----------–---–- მიუთითებდა, რომ დ--------------- შ--–-----–-----სთან დარეკვის გარეშე, ამ უკანასკნელის ა/მანქანას გააქირავებდა მხოლოდ მაშინ, თუკი ამის თაობაზე აცნობებდა მას ან დ--------------–---–-, რასაც ბრალდებულის ჩვენების თანახმად, განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ბრალდებულის თქმით, ა/მანქანის გაქირავების შესახებ საქმის კურსში იყო დ--------------–---–-. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერც ბრალდებულის მოსაზრებას გაიზიარებს ამ საკითხთან მიმართებით და ვერც რ----–----------–---–-- განმარტებას, რომელიც ცდილობდა გაემართლებინა დ---------------- ქმედება. სასამართლოსთვის ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია ის ფაქტი, რომ დ---------------- მიერ შ--–-----–------ კუთვნილი ა/მანქანის გაქირავების შემთხვევაში, საკმარისი იყო მისი ან დ--------------–---–-- თანხმობა, ვინაიდან აღნიშნული პირები ნივთის მფლობელები არ იყვნენ. ამასთან, ა/მანქანის გაქირავებისას თავად დ--------------–---–-, რომელიც სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს ობიექტურ პირს, მიუთითებს მის მფლობელთან კომუნიკაციის აუცილებლობაზე. სასამართლო რ----–----------–---–-- განმარტების გაზიარების შემთხვევაშიც კი ვერ მიიჩნევს, რომ დ---------------- მხრიდან ადგილი ჰქონდა დადგენილი წესის შესაბამისად მოქმედებას, შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია მოწმეთა ჩვენებებით ნათლად დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, ღამის საათებში დ--------------- დაუკავშირდა დ--------------–---–-, თუმცა ბრალდებულს მისთვის არ შეუთანხმებია „მ-----------“ ფირმის ა/მანქანის (სახ. №-------) გაქირავების ფაქტი, რისი ვალდებულებაც რ----–----------–---–-- ჩვენების თანახმად მას გააჩნდა. მათი საუბარი შეეხებოდა სრულიად სხვა ა/მანქანას, რომელიც მალევე ჩამოართვა საპატრულო პოლიციამ. შესაბამისად, რ----–----------–---–-- განმარტების სრულად გაზიარების შემთხვევაშიც კი, დადგენილად შეიძლება იმის თქმა, რომ დ--------------- ვალდებული იყო ხელმეორედ დაკავშირებოდა დ--------------–---–- და შეეთანხმებინა შეცვლილი პირობები, რაც არ განუხორციელებია.

 

4.8. სასამართლო მეტი თვალსაჩინოებისთვის კიდევ ერთხელ აღნიშნავს, თუ რატომ არ იზიარებს დ---------------- განმარტებას, რომ მას ჰქონდა უფლება ინდივიდუალურად შეეფასებინა ა/მანქანის გაქირავების ყოველი შემთხვევა და საკუთარი სურვილისამებრ გადაეწყვიტა აღნიშნულის თაობაზე მფლობელს ჩააყენებდა თუ არა საქმის კურსში, შემდეგ გარემოებათა გამო:

· დ---------------- ჩვენება ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე დაკითხული შ--–-----–------ა და დ--------------–---–-- ჩვენებებს;

· დ---------------- ჩვენება წინააღმდეგობაშია რ----–----------–---–-- ჩვენებასთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მაქსიმალურად ცდილობდა ბრალდებულის ქმედების გამართლებას, რაც გამოიხატებოდა ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულ განმარტებაში;

· სასამართლოსთვის იმ პირობებში, როდესაც შ--–-----–----- თავის პარტნიორს არ აძლევს დამოუკიდებლად, მასთან შეთანხმების გარეშე ა/მანქანის გაქირავების უფლებას, არადამაჯერებელია რატომ უნდა აღჭურვოს მან აღნიშნული უფლებამოსილებით კონკურენტ ფირმაში მომუშავე პირი. აღნიშნული ფაქტი გამორიცხავს დ---------------- განმარტების ნამდვილობას;

· თ--------–---–---–-- განმარტებით, დ--------------- მუშაობდა რ----–----------–---–---- და არა სხვასთან, შესაბამისად, მის უფლებამოსილებაში მხოლოდ რ----–----------–---–-- მფლობელობაში არსებული ა/მანქანების გაქირავება შედიოდა.

 

4.9. ამდენად, წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე უტყუარად დგინდება ის ფაქტი, რომ დ---------------ს შ--–-----–-----სთან შეთანხმების გარეშე არ გააჩნდა მის მფლობელობაში არსებული ა/მანქანის გაქირავების უფლება.

 

4.10. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, სახელმწიფო ბრალმდებელი დ---------------ს ედავება, რომ იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა შ--–-----–------ მფლობელობასა და ი-–-------------- საკუთრებაში არსებულ „მ-----------“ ფირმის ა/მანქანას (სახ. №-------), ღირებულს 18 004 ლარად. აღნიშნული გარემოების დასადგენად აუცილებელია პასუხი გაეცეს მეორე კითხვას - ჰქონდა თუ არა დ---------------ს შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული „მ-----------“ ფირმის ა/მანქანის (სახ. №-------) მისაკუთრების მიზანი? სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებები ცალსახად გამორიცხავს ამგვარი მიზნის არსებობას, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ბრალდებულის განმარტებით, მან „მ-----------“ ფირმის სადავო ა/მანქანა გააქირავა დადგენილი წესების დაცვით (კლიენტს გამოართვა პასპორტი და საგარანტიო ფულადი შენატანი ე.წ. „დეპოზიტის თანხა“). მას შემდეგ, რაც ბრალდებულს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს პრობლემური სიტუაციის თაობაზე, მან კლიენტის პასპორტი გაატანა თავის მეგობარსა და შეყვარებულს, რომლებმაც აღნიშნული გადასცეს რ----–----------–---–-. პასპორტის გადაცემის ფაქტს თავის მხრივ ადასტურებენ რ----– და გ-----------------–---–---. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ცალსახად გამორიცხავს „მ-----------“ ფირმის ა/მანქანის (სახ. №-------) მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნის არსებობასა და მოვლენათა იმგვარ განვითარებას, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია ასახული.

 

4.11. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს თ--------–---–---–-- ჩვენებაზე, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა გამოკითხვის ოქმისგან განსხვავებული ინფორმაცია, რომ თითქოს გ-----------------–---–--თვის პასპორტის გადაცემისას მასში იდო 60 აშშ დოლარი (ე.წ. „დეპოზიტის თანხა“). ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ფაქტი არც გ-----------------–---–- განუცხადებია და არც რ----–----------–---–-, რომელსაც გ-----------------–---–-- გადასცა პასპორტი. უფრო მეტიც, ამოღების ოქმის თანახმად, კ---------------------ს პასპორტში რაიმე თანხის არსებობა არ დადგენილა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ მოცემულობით, რაც მხარეთა მიერ მოწმეთა დაკითხვის დროს გამოკვეთილი გარემოებებით დგინდება, დ---------------- მიერ გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლის შ--–-----–------თვის გადაცემის ან გადაცემის მცდელობის ფაქტი არ იკვეთება.

 

4.12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია: „სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №230აპ–13, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.).

 

4.13. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბრალდება ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ---------------ს ედავება, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა გასაქირავებლად მდგარ ი-–-------------- კუთვნილ „მ-----------“ ფირმის ა/მანქანას (სახ. ნომრით №-------), ღირებულს 18 004 (თვრამეტი ათას ოთხი) ლარად. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---------------- მიერ გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლის შ--–-----–------თვის გადაცემის ან გადაცემის მცდელობის ფაქტი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ მოწმეთა დაკითხვა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების ცალსახად გამოკვეთის კუთხით არ წარმართულა, არ დგინდება. ამდენად, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რასაც ბრალდების მხარე არ ედავება ბრალდებულს, ცალსახად იქნებოდა ბრალდების ფარგლების გაცდენა, რისი უფლებამოსილებაც სასამართლოს არ გააჩნია. ამდენად, სასამართლომ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, კ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--------------- თვითნებურად დაეუფლა, გასაქირავებლად მდგარ ი-–-------------- კუთვნილ „მ-----------“ ფირმის ა/მანქანას, სახ. ნომრით №-------, რომელიც შემდეგ მიაქირავა კ---------------------. აღნიშნული ქმედებით ი-–-------------- მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

4.14. ამდენად, ვინაიდან საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება ბრალდებულ დ---------------- მიერ შ--–-----–------ მფლობელობასა და ი-–-------------- საკუთრებაში არსებული „მ-----------“ ფირმის ა/მანქანის (სახ. ნომრით №-------), საკუთარი სურვილისამებრ (მესაკუთრეს ან/და მფლობელთან შეთანხმების გარეშე), განკარგვის ფაქტი და არა ზემოაღნიშნული ა/მანქანის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით მისაკუთრება, დ----------------თვის ბრალად წარდგენილი ქმედება - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლზე.

 

4.15. საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით კრიმინალიზებულია თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ზემოაღნიშნული ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია სადავო უფლებათა განხორციელების დადგენილი წესი. მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ მოქმედი პირი შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. ნამდვილად თავისი უფლება ისეთი უფლებაა, რომელიც პირს მინიჭებული აქვს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, ხოლო თავისად დაგულვებული კი - ისეთი, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა, სინამდვილეში, ასეთი უფლება არ გააჩნია ანდა ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან რეალიზაციის ნორმატიული აქტით დადგენილ წესს, როცა პირი მოვალე იყო ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, თვითნებობა განზრახი დანაშაულია, მის ჩამდენ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის - ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობას.

 

4.16. მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ---------------- მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს თვითნებობას. იგი წარმოადგენდა პირს, რომელსაც არ გააჩნდა გარკვეული წინაპირობის (ნებართვის აღების/შეთანხმების) გარეშე შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული ა/მანქანების გაქირავების უფლება, რასაც აცნობიერებდა და ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობასაც. მიუხედავად აღნიშნულისა, სხვის მფლობელობაში არსებული ა/მანქანის გაქირავება მიიჩნია თავისად დაგულებულად და დადგენილი წესისგან გადახვევით (შ--–------–---------- შეთანხმების გარეშე), გააქირავა ი-–-------------- კუთვნილი ა/მანქანა, რომლის განკარგვის უფლებაც მას დამოუკიდებლად არ გააჩნდა.

 

4.17. საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობისათვის სავალდებულოა ისეთი ნიშნის არსებობა, როგორიცაა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დამდგარი მნიშვნელოვანი ზიანი. განსახილველი დანაშაულისთვის ზიანის ოდენობას კანონი არ განსაზღვრავს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ის შეიძლება წარმოადგენდეს მატერიალურ ან მორალურ ზიანს, კონსტიტუციური უფლებისა და თავისუფლების დარღვევას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დ---------------- ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ვინაიდან მან მესაკუთრეს შეუზღუდა უზენაესი საკანონმდებლო აქტით გარანტირებული საკუთრების უფლება - საკუთარი ნების შესაბამისად ესარგებლა/განეკარგა კუთვნილი ქონება, მათ შორის ქირავნობის ხელშეკრულება დაედო მის მიერ შერჩეულ კონტრაჰენტთან. იმ ფაქტზე, რომ კ--------------------- (დ---------------- მიერ შერჩეული კლიენტი) არ წარმოადგენდა შ--–-----–------თვის სასურველ კონტრაჰენტს, მეტყველებს შ--–-----–-----ს მიერ ა/მანქანის მიქირავებაზე უარის თქმა. ამ უკანასკნელის განმარტებით, უარს ისიც განაპირობებდა, რომ აღნიშნულ პირს ა/მანქანის ქირაობა უნდოდა მხოლოდ ერთი დღით, რაც მისთვის მომგებიანი არ იყო.

 

4.18. ვინაიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ---------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება იცვლება, სასამართლოს სურს დამატებით განმარტოს, რომ ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას ადგილი არ აქვს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.19. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში - ევროპული კონვენცია) მე-6 მუხლის მე-3(b) პუნქტი უზრუნველყოფს ბრალდებულს დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროითა და საშუალებით. სასამართლო იზიარებს ამ საკითხთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდეგში - ევროპული სასამართლო) დადგენილ პრაქტიკას, რომ ბრალდების გადაკვალიფიცირებისას, ბრალდებულს უნდა მიეცეს სათანადო დრო და საშუალება მათზე რეაგირებისთვის და ახალ ბრალდებაზე დაყრდნობით დაცვის ორგანიზებისთვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mattoccia v. Italy, 25/07/2000, განაცხადი №23969/94, §61); ევროპული სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს დროის ფაქტორს. კერძოდ, როდესაც სამართალწარმოების განმავლობაში, ფაქტების კვალიფიკაცია იცვლება, ბრალდებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად და ეფექტურად განახორციელოს დაცვის უფლებები გონივრულ ვადაში (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Pélissier and Sassi v. France, 25/03/1999, განაცხადი №25444/94, §62); ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის სტანდარტი არ არის დარღვეული იმ შემთხვევაში, როცა სამართალწარმოების განმავლობაში ქმედების გადაკვალიფიცირებისას ბრალდებულს დაცვის განსახორციელებლად საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Block v. Hungary, 25/01/2011, განაცხადი №56282/09, §24); აგრეთვე, ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარ განჭვრეტადია, როდესაც „ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია“ (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე De Salvador Torres v. Spain, 24/10/1996, განაცხადი №21525/93, §33); აგრეთვე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Juha Nuutinen v. Finland, 24/04/2007, განაცხადი №45830/99, §32).

 

4.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულ დ---------------- მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. დაცვის მხარე საქმის არსებითი განხილვისას მსჯელობდა და ავითარებდა საკუთარ პოზიციას იმ საკითხთან მიმართებით, რომ ბრალდებულს ჰქონდა შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული ა/მანქანის გაქირავების უფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი სასამართლოს მიერ ფორმულირებული ბრალდების მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია, რის შეფასების შედეგადაც სასამართლომ დაადგინა დ---------------- ქმედების შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია.

 

4.21. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ---------------- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. დ---------------ს პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩადენა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.

 

6.3. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დ---------------- მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (დ---------------მ თვითნებურად, ნამდვილად თავისად დაგულებული უფლება გამოიყენა დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ); დამდგარ შედეგს (მესაკუთრეს შეუზღუდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება - საკუთარი ნების შესაბამისად ესარგებლა/განეკარგა ქონება, მათ შორის გაექირავებინათ მის მიერ შერჩეულ კონტრაჰენტზე); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დ---------------- მტკიცე სურვილს ჩაედინა დანაშაული); მის პიროვნებას (დ---------------მ დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც მიუთითებს როგორც არაკანონმორჩილ მოქალაქეზე).

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს დ---------------ს, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული შემთხვევაში, სასჯელის სახის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ახალი დანაშაულის ჩადენა, რაც იმის ცალსახა დასტურია, რომ დ---------------- რესოციალიზაცია ჯერ კიდევ არ მომხდარა. ბრალდებულის მიმართ შეღავათის გავრცელების მიუხედავად, მან მაინც არ შეწყვიტა დანაშაულებრივი საქმიანობა, რითაც გამოავლინა მყარი მიდრეკილება დანაშაულებრივი საქმიანობისაკენ, რის გამოც არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, მიჩნეულ უნდა იქნას არასამართლიანად.

 

6.5. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

6.6. მოცემულ შემთხვევაში, დ--------------- დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იყო განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით.

 

6.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განჩინებით, დ---------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 3 თვით.

 

6.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით, დ---------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დამატებითი სასჯელის სახედ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი შეიცვალა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმით.

 

6.9. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------- წერილის თანახმად დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით დ----------------თვის დაკისრებული ჯარიმის 2000 ლარის ოდენობით, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარდგენილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროში, რის გამოც დ--------------- იმყოფება მოვალეთა რეესტრში.

 

6.10. სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს/თბილისის პრობაციის ბიუროს 2----–-–---------------- წერილით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენის საფუძველზე აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში. გამოსაცდელი ვადის დასასრულად მითითებულია 01.09.2020 წელი.

6.11. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2----–-–---------------- წერილის თანახმად დგინდება, რომ დ---------------- შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული.

 

6.12. 6.5.-6.11. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო საბოლოო სასჯელს დანიშნავს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და იხელმძღვანელებს ნაწილობრივი შეკრების პრინციპით. სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----------------თვის შერჩეული სასჯელი, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ და ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ასევე აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

· კ---------------------ს პასპორტი, „მ-----------“ ფირმის ა/მანქანა სახ. №------- და აღნიშნული ა/მანქანის გასაღები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

· ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით;

· ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, საღებავის ნიმუში, ერთი ცალი ღილი და ერთი ცალი პლასტმასის მრგვალი საგანი, მოწითალო პლასტმასის ფრაგმენტი, უსაფრთხოების საჰაერო ბალიშის ამონაჭერი, სუნისა და ხელის კვალის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ---------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

დ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, აგრეთვე სრულად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 აგვისტოდან.

 

დ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

· კ---------------------ს პასპორტი, „მ-----------“ ფირმის ა/მანქანა სახ. №------- და აღნიშნული ა/მანქანის გასაღები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

· ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

· ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, საღებავის ნიმუში, ერთი ცალი ღილი და ერთი ცალი პლასტმასის მრგვალი საგანი, მოწითალო პლასტმასის ფრაგმენტი, უსაფრთხოების საჰაერო ბალიშის ამონაჭერი, სუნისა და ხელის კვალის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი