გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/65-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
კახა კომლაძის მდივნობით
მოსარჩელე სა---------–----–--------–---------------------------
წარმომადგენელი კა--------------–-–---–-, გ----------------------
იო-----–----–---–-
მოპასუხე თო-----------–---–-
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თო-----------–---–-სათვის მოსარჩელე ს----------–----–--------–---------------------------ს სასარგებლოდ 3330.57 ლარის გადახდა.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 1 აგვისტოს N01/08/02 განკარგულებით 2018 წლის 28 ოქტომბერს დაინიშნა პრეზიდენტის არჩევნები.
საზღვარგარეთ დისლოცირებულ ს----------–----–-------------–---–--–--–------------–------–-------–-------------–----–-------------–-----–--------–----------------–------–---------------- საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზაციის მიზნით შეიქმნა N2 მ--------–-------ს საარჩევნო უბანი.
პ/გ „ე-----------–------–------------------“ მიერ სპეციალური ჯგუფის წევრად N2 მ--------–-------ს უბანზე დაინიშნა თო-----------–---–-.
ს----------------------–--–--------–------------–----–-------------–---–--–--–-------------–------–-------–-------------–----–-------------–-----–--------–----------------–------ში მ------------- საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისას საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფის წევრები, მათ შორის თო-----------–---–- მივლინებულ იქნა ა--------ში.
ს----------–----–--------–------------------------------------------------------ს დაევალა ზემოაღნიშნული პირებისათვის, მათ შორის მოპასუხისათვის სადღეღამისო ნორმის, სავიზო მოსაკრებლის, ავიაბილეთის და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯების ფინანსური უზრუნველყოფა.
მოსარჩელის მიერ მოპასუხის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, გაწეულ იქნა შემდეგი ხარჯები: საერთაშორისო ფრენის (ავიაბილეთის) ხარჯი 2736 ლარი. ა--------ის სავიზო მოსაკრებლის ხარჯები 270.26 ლარი და სადღეღამისო ნორმა 324.31 ლარი, სულ 3300. 57 ლარი.
მოპასუხე არ გაემგზავრა მივლინებაში. შესაბამისად, მას მონაწილეობა არ მიუღია ა--------–------–-------–-------------–----–-------------–-----–--------–----------------–------–- მ------------- საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისას საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფის მუშაობაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელის მოთხოვნა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 1 აგვისტოს N01/08/02 განკარგულებით 2018 წლის 28 ოქტომბერს დაინიშნა პრეზიდენტის არჩევნები.
საზღვარგარეთ დისლოცირებულ ს----------–----–-------------–---–--–--–------------–------–-------–-------------–----–-------------–-----–--------–----------------–------–---------------- საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზაციის მიზნით შეიქმნა N2 მ--------–-------ს საარჩევნო უბანი.
პ/გ „ე-----------–------–------------------“ მიერ სპეციალური ჯგუფის წევრად N2 მ--------–-------ს უბანზე დაინიშნა თო-----------–---–-.
ს----------------------–--–--------–------------–----–-------------–---–--–--–-------------–------–-------–-------------–----–-------------–-----–--------–----------------–------ში მ------------- საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისას საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფის წევრები, მათ შორის თო-----------–---–- მივლინებულ იქნა ა--------ში.
3.1.2. ს----------–----–--------–------------------------------------------------------ს დაევალა ზემოაღნიშნული პირებისათვის, მათ შორის მოპასუხისათვის სადღეღამისო ნორმის, სავიზო მოსაკრებლის, ავიაბილეთის და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯების ფინანსური უზრუნველყოფა.
მოსარჩელის მიერ მოპასუხის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, გაწეულ იქნა შემდეგი ხარჯები: საერთაშორისო ფრენის (ავიაბილეთის) ხარჯი 2736 ლარი. ა--------ის სავიზო მოსაკრებლის ხარჯები 270.26 ლარი და სადღეღამისო ნორმა 324.31 ლარი, სულ 3300. 57 ლარი.
მოპასუხე არ გაემგზავრა მივლინებაში. შესაბამისად, მას მონაწილეობა არ მიუღია ა--------–------–-------–-------------–----–-------------–-----–--------–----------------–------–- მ------------- საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისას საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფის მუშაობაში.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო, მას ს----------–----–--------–--------------------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3330.57 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, მე-3 მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თ-------------–---–მა გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების წესის განსაზღვრა სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს, როდესაც აღსასრულებელია სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.
დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერი ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგად ერთჯერადად, არაუმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილების აღსრულების პირობები და საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარემოების არსებობას ან მიუთითებს თავის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, რაც სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოთხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას. აღნიშნული კანონის დანაწესი არ უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარის ფინანსური სიძნელეების არსებობა თავისთავად განაპირობებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს და საშუალებებში კანონით გათვალისწინებული ცვლილების შეტანას. მითითებული ღონისძიებები ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის თხოვნას, თუ ის დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადება, განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება. ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლამ არსებითი გავლენა არ უნდა მოახდინოს გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ შედეგზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ იშუამდგომლობა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის 2 თვის ვადით გადავადების თაობაზე, რასაც დაეთანხმნენ მოსარჩელის წარმომადგენლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან. მოპასუხემ სარჩელი ცნო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს არ გამოუყენებია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე, 208-ე, მე-3 მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ს----------–----–--------–--------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს მოპასუხე თ-------------–---–ს მოსარჩელე ს----------–----–--------–--------------------------ს სასარგებლოდ 3330.57 ლარის გადახდა.
2.გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა მოპასუხე თ-------------–---–ს გადაუვადდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2(ორ) თვის ვადით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5.გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ განჩინებაზე შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან) 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მაკა ჭედია