განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/780-18 (N 041190318002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14.05.2019 წელი ქუთაისი
ქ--------- საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული ლ-–--–---------ე
მამის სახელი: ა----
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: ქ--–---–-----------------–-------------
ადვოკატი - თ----------------
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ლ-–--–---------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 18:20 საათზე, ქ-------–---------------------------–- განთავსებულ სასურსათო მაღაზიის წინამდებარე ტერიტორიაზე, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, ლ-–--–---------ე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით უკანონო შეღწევის გზით, ფარულად დაეუფლა „თი ბი სი ფეის“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულად თანხას 4875.5 ლარისა და 555 დოლარის ოდენობით. რის შედეგადაც, „თი ბი სი ფეის“ მიადგა 6229,7 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 12 სექტემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ლ-–--–---------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემულ ჩვენებაში ლ-–--–---------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. კერძოდ, განმარტა, რომ 2018 წლის 18 მარტს ქ-------–------------------------ განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. „ატმეჩკის“ მეშვეობით დაეუფლა ფულად თანხას გამოძიებით დაუდგენელ პირთან წინასწარი შეთანხმებით. მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამასთან, ბრალდებულის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ ბრალად წარდგენილი ქმედებიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, ვინაიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ქურდობა არ წარმოადგენს საცავში შეღწევას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ლ-–--–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: დ-------------------------------–---------–------------------–--–-–---–---------------------------------–--------–-----–-----------–---------------–----------------------–---–-------------------------–---–-- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პატაკით, ლ-–--–---------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N0-------- და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ლ-–--–---------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ადვოკატის მოსაზრებას, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ქურდობა არ უნდა დაკვალიფიცირდეს საცავში შეღწევად, ვინაიდან მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, საცავში შეღწევას წარმოადგენს ნებისმიერ დაცული სივრციდან ნივთის დაუფლება, გარდა ბინისა და სადგომისა. მოცემულ შემთხვევაში კი ფულადი თანხის დაუფლება, თავად ბრალდებულის ჩვენებით, განხორციელდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაცული საცავიდან, რომლის გასაღებად ბრალდებულმა გამოიყენა ე.წ. „ატმეჩკა“. შესაბამისად, ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ლ-–--–---------ემ აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, ამასთან, წარსულში ნასამართლევია ოჯახური ძალადობისათვის.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ-–--–---------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-–--–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. ლ-–--–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2019 წლის 14 მაისიდან.
3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
3.1 შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ჩარჩოდან ამოღებული სამი ხელის კვალი, მონიტორის სენსორიანი ეკრანის ზედაპირიდან ამოღებული ხელის ორი კვალი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის შიდა მხრიდან ამოღებული ანაწმენდი - რაც ინახება ქ--------- საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
3.2 სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საკეტი თავისი გასაღებით - რაც ინახება ქ--------- საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
3.3 შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთ) ცალ დისკად - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
3.4 ლ-–--–---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტყავის საფულე, მასში მოთავსებული პასპორტით, 300 ლარითა და 150 თურქული ლირით - რაც ინახება ქ--------- საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
3.5 საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთ) ცალ დისკად - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
3.6 ლ-–--–---------ის ნერწყვის ნიმუშის ჩხირი - რაც ინახება ქ--------- საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
3.7 მაღაზიიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
3.8 მაღაზიიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი გადატანილი მეხსიერების ბარათზე (ჩიპზე) დალუქულ მდგომარეობაში - რაც ინახება ქ--------- საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქ--------- სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე