განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-–- გ-------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ----- ზ-------- ძე ბ--–-------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, რეგისტრირებული: წ---–-------- რაიონი, სოფელი გ------ა, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ა--–---–-----ის მ----–-------ი, კორპუსი #--- ბინა #---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
ადვოკატები - თ----- გ-------, ი-----–- ჩ------–---–-
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.2.2018 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ა--–---–-----ის მ----–-------ი, კორპუსი #--- ბინა#1--–-- საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ----- ბ--–-------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს ზ------ ბ--–-------ეს. ძალადობის შედეგად ზ------ ბ--–-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა
2.1.2018 წლის 30 ნოემბერს, გვიან ღამით, ზ------ ბ--–-------ემ პოლიციას წერილობითი განცხადებით აცნობა ოჯახში ძალადობის ფაქტის თაობაზე. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მამამ დ----- ბ--–-------ემ მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მოითხოვა საპოლიციო რეაგირება და დახმარება.
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ა----- ხ----–---–ი, რომელმაც მოცემულ საქმეზე ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება. გამომძიებლის ა----- ხ----–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 30 ნოემბერს, გვიან ღამით, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა მოქალაქე ზ------ ბ--–-------ე, რომელსაც ცხვირზე აღენიშნებოდა ნაკაწრები და შემხმარი სისხლი. ზ------ ბ--–-------ემ გამომძიებელს განუცხადა, რომ მამამ დ----- ბ--–-------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ზ------ ბ--–-------ის განცხადების და სახეზე აშკარად გამოხატული ძალადობის კვალის - დაზიანების გამო დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. დაზარალებულს მიყენებული ფიზიკური დაზიანების გამო პოლიციის განყოფილებაში გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ასევე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ა--–---–-----ის მ----–-------ი, კორპუსი #--- ბინა#--- ბინიდან ამოღებული იქნა დახეული მაისური.
2.3.2018 წლის 30 ნოემბერს, 03:18 საათზე ექიმებმა ზ------ ბ--–-------ეს გაუწიეს სამედიცინო დახმარება. პაციენტის #1--- სამედიცინო ბარათის მიხედვით, ზ------ ბ--–-------ე ანამნეზში უჩიოდა თავის ტკივილს, აფორიაქებას, მისი გადმოცემით, მამამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გააწნა სილა სახეში, აღენიშნებოდა ექსკორიაცები მარჯვენა ყვრიმალის და ცხვირის არეში. პაციენტს დაესვა კლინიკური დიაგნოზი: ცხვირის ზედაპირული ტრავმა, ქუთუთოსა და პერიოკულური მიდამოს სხვა ზედაპირული ტრავმები.
2.4. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის - მ--- ს---------ის ჩვენებით 2018 წლის 30 ნოემბერს, გვიან ღამით, პოლიციის განყოფილებაში სამედიცინო დახმარება გაუწია ზ------ ბ--–-------ეს. მოწმის ჩვენებით, პაციენტს სახეზე აღენიშებოდა დაზიანების კვალი, როგორც ცხვირის, ასევე მარჯვენა თვალბუდის ყვრიმალის არეში. პაციენტი აცხადებდა, რომ მამამ მასზე ფიზიკურად იძალადა, დაარტყა ხელი სახეში, უჩიოდა თავის ტკივილს, ნესტოსთან აღენიშნებოდა შემხმარი სისხლი, გაუკეთდა ტკივილგამაყუჩებელი, პაციენტს დაზიანებების გამო შეეთავაზა ჰოსპიტალიზაცია, რაზეც უარი განაცხადა.
2.5.ზ------ ბ--–-------ეს სხეულზე არსებული დაზიანებების გამო ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტმა შეისწავლა როგორც სამედიცინო დოკუმენტი-პაციენტის სამედიცინო ბარათი, ასევე პირადად შეამოწმა დაზარალებული ზ------ ბ--–-------ე. ექსპერტმა განსაზღვრა როგორც დაზიანების ხარისხი, ხანდაზმულობა, ასევე მიმყენებელი ობიექტი - მკვრივი ბლაგვი საგანი.
სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით:
ა).მოქალაქე ზ------ ბ--–-------ეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება 30.11.18წ. 03.18 სთ, დაუდგინდა დიაგნოზი: ცხვირის ზედაპირული ტრავმა, ქუთუთოსა და პერიოკულური მიდამოს სხვა ზედაპირული ტრავმები. სახის მიდამოში აღენიშნებოდა ექსკორიაციები.
ბ)მოქალაქე ზ------ ბ--–-------ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა თვალბუდის, მუცლის, გულმკერდის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევები, მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებანი გარდა გულმკერდის მიდამოში არსებული ნაჭდევისა, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
გ)სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემები: სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ზ------ ბ--–-------ეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. პაციენტის გადმოცემით მამამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გააწნა სილა სახეში, უჩივის ტკივილს, აფორიაქებას. აღენიშნება ექსკორიაციები ცხვირზე,-მარჯვნივ პერიოკულურ არეში. დიაგნოზი: ცხვირის ზედაპირული ტრავმა, ქუთუთოსა და პერიოკულური მიდამოს სხვა ზედაპირული ტრავმები.
დ)პირადი შემოწმების მონაცემები: მარჯვენა თვალბუდის გარეთა კუთხეში აღენიშნება მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული, კანის ზედაპირის დონეზე მდებარე ნაჭდევი, ზომით 0,2X0,2სმ; მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით 0,7X0,2სმ; მუცლის ქვემო მესამედში - მარცხნივ, იღლიის წინა და ლავიწშუა ხაზებს შორის აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული, კანის ზედაპირის დონეზე მდებარე ნაჭდევი, ზომით 0,4X0,2სმ.
ე)შესამოწმებელმა პირმა ზ------ ბ--–-------ემ როგორ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმს, ასევე ექსპერტს განუცხადა როგორც დაზიანების წარმოშობის მექანიზმი, ასევე დაზიანების მიმყენებელი პირი, ,,შესამოწმებლის გადმოცემით - 2018 წლის 29 ნოემბერს მამამ მიაყენა დაზიანებები“ (იხ. ექსპერტიზის დასკვნა -გვ.2/2)
2.6.ექსპერტმა ქ------- ბ------–---–მა დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის შინაარსი და სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ზ------ ბ--–-------ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებული იყო მკვრივი-ბლაგვი საგნით.
2.7.დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განცხადების მიღებიდან მალევე დაკავებული იქნა მოძალადე დ----- ბ--–-------ე. დამკავებელი პირის ი----- გ--–-–---–ის ჩვენებით, დაკავებული პირი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ.
2.8.დანაშაულის მამხილებელი ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის მიზნით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერდა ა--–---–-----ის მ----–-------ი, კორპუსი #--- ბინა#--- ექსპერტების მონაწილეობით და დაზარალებულის ზ------ ბ--–-------ის და მისი ოჯახის წევრის დედის ნ----- ბ--–-------ის თანდასწრებით ბინიდან ამოღებული იქნა ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულება ზ------ ბ--–-------ის გახეული მაისური. ამოღებულ მაისურზე დაინიშნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა. #1-------- დასკვნის მიხედვით მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანება გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული მაისური დათვალიერდა სასამართლო სხდომაზეც. მაისურს აშკარად ეტყობოდა ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად მიყენებული დაზიანება - გახევის სახით. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე უფროსი ექსპერტი - ი-----–- ზ------ე. ექსპერტმა ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა 2018 წლის 30 ნოემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა და დამატებით განმარტა, რომ დათვალიერების დროს ამოღებული ყველა ობიექტი დაილუქა, გარდა ამისა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესი დასურათდა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოილუსტრაცია, ფოტოზე გამოსახულ ობიექტს მაისურს აშკარად ეტყობა ფიზიკური ძალადობის კვალი.
2.9.სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებულის მეუღლე ნ----- ბ--–-------ე, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს არასრულწლოვან შვილთან ნ---- ბ--–-------ესთან ერთად იმყოფებოდა სახლში სადაც მოხდა ძალადობა. მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 29 ნოემბერს, დ----- ბ--–-------ე ღამით, ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში. ცოტა ხანში მამა - შვილი დ----- ბ--–-------ე და ზ------ ბ--–-------ე შევიდნენ ერთ-ერთ ოთახში, საიდანაც მოწმეს ესმოდა ყვირილის და ლანძღვა-გინების ხმა. ნ----- ბ--–-------ემ სცადა ოთახში შესვლა, მაგრამ ვერ შევიდა, რადგან კარი ჩაკეტილი იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ზ------ ბ--–-------ე აღელვებული გამოვიდა ოთახიდან და გავიდა სახლიდან. ზ------ ბ--–-------ის წასვლის შემდეგ, მოგვიანებით, პოლიციელებმა დააკავეს დ----- ბ--–-------ე შვილზე ძალადობის ბრალდებით.
2.10. სასამართლო სხდომაზე ნ----- ბ--–-------ე ფაქტების დაფარვით შეეცადა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, მან ზეპირ ჩვენებაში განაცხადა, რომ ზ------ ბ--–-------ის სხეულზე დაზიანების კვალი არ უნახავს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ზეპირი ჩვენების პარალელურად გამოქვეყნდა ნ----- ბ--–-------ის 30.11.2018 წ. გამოკითხვის ოქმი. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,... სახლში მოვიდა ჩემი მეუღლე დ----- ბ--–-------ე, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ჩემს მეუღლეს უნდოდა საუბარი ჩემს უფროს შვილთან ზ------თან. იმის გამო, რომ მამამისი იყო ნასვამ მდგომარეობაში ზ------მა არ ისურვა მასთან საუბარი და გავიდა მეორე ოთახში. აღნიშნულზე ჩემი მეუღლე გაღიზიანდა და შევიდა ზ------თან ოთახში, სადაც დ-----მა დაიწყო ხმამაღლა საუბარი, ზ------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ლანძღავდა..., ...როდესაც ზ------ი ოთახიდან გამოვიდა, იგი იყო აღელვებული, მას სახეზე ცხვირთან ჰქონდა სისხლი..., ... ჩემმა შვილმა მითხრა, კამათისას, მამამ დ----- ბ--–-------ემ სახის არეში ხელით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა“. მოწმე ნ----- ბ--–-------ემ ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა გამოკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერა, რაც შეეხება მოწმის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოკითხვის ოქმს ხელი ისე მოაწერა შინაარს არ გაცნობია, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა ერთი მხრივ იმის გამო, რომ არადამაჯერებელია დოკუმენტის სისწორე და შინაარსის გაცნობა პირმა დაადასტუროს ოქმზე ხელმოწერით ისე, რომ ამ დოკუმენტის შინაარს არ გაეცნოს და მეორე მხრივ გამოკითხვის ოქმის შინაარსი თანხვედრაშია დანაშაულის მამხილებელ მტკიცებულებებთან, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებთან, შესაბამისად, მასში ასახული ინფორმაცია გადმოსცემს რეალურ ფაქტებს, რაც მოხდა 2018 წლის 29 ნოემბერს დ----- ბ--–-------ის ოჯახში.
2.11. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ფსიქოლოგი ნ---- ფ--------–---–ი და სოციალური მუშაკი ნ---- ბ----------ი, რომლებიც გამოძიებაში ესწრებოდნენ არასრულწლოვანი მოწმის ნ---- ბ--–-------ის გამოკითხვას. საქმის მასალებით და ნ----- ბ--–-------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს ოჯახში კონფლიქტის დროს ბინაში იმყოფებოდა არასრულწლოვანი ნ---- ბ--–-------ეც. მოწმეების ნ---- ფ--------–---–ის და ნ---- ბ----------ის ჩვენებებით ბავშვი ძალიან განიცდიდა ოჯახში მომხდარ სიტუაციას. ფსიქოლოგმა ნ---- ფ--------–---–მა დამატებით განმარტა, მას შემდეგ რაც გამოკითხვის ოთახში შევიდა ნ---- ბ--–-------ის დედა ნ----- ბ--–-------ე სიტყვებით ,,კამფეტი, რომ მისცე შეიძლება მოიტყუოსო“ და გამოთქვა წინააღმდეგობა მოწმის დაკითხვაზე, არასრულწლოვანი ცოტა დაიძაბა, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო იმის გამო, რომ დედამ მისი კომპეტენტურობა ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა იქვე შეეწინააღმდეგა ,,მე სიმართლეს ვამბობო“. ბავშვი სოციალურად და გონებრივად განვითარებული იყო, ამიტომ დეტალურად და თანმიმდევრულად გადმოსცემდა ოჯახში მომხდარ ფაქტს, რასაც ძალიან განიცდიდა. არასრულწლოვნის განწყობა და ემოცია სასამართლოს გონივრულად აფიქრებინებს, რომ მისი განცდა იყო შესატყვისი იმ ძალადობრივი ფაქტისა, რაც 2018 წლის 29 ნოემბერს დ----- ბ--–-------ემ ოჯახში განახორციელა.
2.12.სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზ------ ბ--–-------ემ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის დ----- ბ--–-------ის წინააღმდეგ. ჩვენების მიცემაზე უარით - დაზარალებულს არ მოუხდენია გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორის უარყოფა, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს შეფასების საგანი გახდა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა.
2.13. ზ------ ბ--–-------ის მოთხოვნით და შექმნილი საჭიროებიდან გამომდინარე 2018 წლის 30 ნოემბერს გამოიცა შემ---ვებელი ორდერი მოძალადის დ----- ბ--–-------ის მიმართ. შემ---ვებელი ორდერის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს მსხვერპლი და ამ ხელმოწერით ეთანხმება ორდერის შინაარს, - დასტურდება, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს დ----- ბ--–-------ემ შვილს ზ------ ბ--–-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობის დროს მოძალადე იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. გარდა აღნიშნულისა, მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რომელიც ასევე მისი ხელმოწერითაა დადასტურებული, მითითებულია, რომ ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, წარსულშიც ადგილი ჰქონია ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა მსხვერპლს პოლიციისთვის არ მიუმართავს. ძალადობის ფაქტებიდან გამომდინარე, მსხვერპლი გამოთქვამდა შიშს, რომ მოძალადეს შესაძლოა კვლავ მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა. შემ---ვებელი ორდერი, რომელიც გამოიცა ფიზიკური ძალადობის ფაქტზე არ გასაჩივრებულა მსხვერპლის ან მოძალადის მიერ, რაც ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ორივე ეს პირი ადასტურებდა, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს დ----- ბ--–-------ემ ფიზიკურად იძალადა ზ------ ბ--–-------ეზე.
2.14. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ია ი----–---–ი რომელმაც გამოსცა შემ---ვებელი ორდერი. მოწმის ი. ი----–---–ის ჩვენებით შემ---ვებელი ორდერი გამოიცა მსხვერპლის ზ------ ბ--–-------ის თხოვნით. ორდერის გამოცემის პროცესში ზ------ ბ--–-------ე აცხადებდა, რომ მამამ 29 ნოემბერს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ძალადობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. მოწმის ჩვენებით ზ------ ბ--–-------ეს სახეზე აშკარად ეტყობოდა ძალადობის კვალი.
2.15. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, ამ კატეგორიის დანაშაულისათვის დამახასიათებელია ლატენტურობა, ვინაიდან იგი ძირითადად დახურულ - ოჯახურ სივრცეში ხდება სადაც მხოლოდ მსხვერპლი და მოძალადე არიან, ხშირად დაზარალებულები მოძალადის შიშით ვერ ააშკარავებენ ძალადობის ფაქტებს და სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც, მსხვერპლის ზ------ ბ--–-------ის მიერ შემ---ვებელი ორდერის გამოცემის პროცესში მიწოდებული ინფორმაციით, 2018 წლის 29 ნოემბრის ფაქტი არ ყოფილა ძალადობის პირველი შემთხვევა, თუმცა დაზარალებულს წარსულში პოლიციისთვის არ მიუმართავს, 29 ნოემბრის შემთხვევა დაზიანებების სიმრავლის გათვალისწინებით იყო იმდენად მასშტაბური, რომ მსხვერპლი იძულებული გახდა გვიან ღამით მიემართა პოლიციისთვის და დახმარება ეთხოვა.
2.16.დაზარალებულის ზ------ ბ--–-------ის სამედიცინო დოკუმენტით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ფიზიკური ძალადობის მამხილებელი ნივთიერი მტკიცებულებით - გახეული მაისურით, მოწმე გამომძიებლების: ა----- ხ----–---–ის, ია ი----–---–ის, ექიმის მ--- ს---------ის და ექსპერტის ქ------- ბ------–---–ის ჩვენებებით, რომლებაც პირადად ნახეს ზ------ ბ--–-------ის სხეულზე დაზიანების კვალი, დასტურდება რომ 2018 წლის 29 ნოემბერს დ----- ბ--–-------ემ შვილს ზ------ ბ--–-------ეს განზრახ მიაყენა ფიზიკური დაზიანება. ძალადობის ფაქტობრივ გარემოებას მოწმობს ასევე უშუალოდ დაზარალებულის ზ------ ბ--–-------ის მიერ შემ---ვებელი ორდერის გამოცემის და პოლიციის განყოფილებაში დანაშაულის შესახებ განცხადებით მიმართვის პროცესში გამომძიებლების წინაშე დაფიქსირებული პოზიცია ოჯახში მომხდარი ძალადობის ფაქტზე.
2.17.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:
2.17.1. ბრალდებულმა დ----- ბ--–-------ემ ჩვენებაში, ასევე დასკვნით და საბოლოო სიტყვებში არ აღიარა დანაშაული. ბრალდებულის ჩვენებით წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო წლების განმავლობაში იხდიდა სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში, რის გამოც სათანადო დრო ვერ დაუთმო შვილის ზ------ ბ--–-------ის მისი შეხედულებისამებრ აღზრდას. ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც ზ------ ბ--–-------ე გარკევული პერიოდი მასთან არ ცხოვრობდა, მას შემდეგ რაც დაიწყეს ერთად თანაცხოვრება ხშირად კამათობდნენ. კამათის მიზეზი იყო ის, რომ დ----- ბ--–-------ეს არ მოსწონდა შვილის თანამედროვე ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა, თანამედროვე სამეგობრო წრე, ცხოვრების წესი - რაც გამოიხატებოდა ბარებში სიარულით, ამ თემებზე ხშირად აძლევდა შენიშვნას ზ------ ბ--–-------ეს, რაც ამ უკანასკნელს თავის მხრივ არ მოსწონდა. დასახელებული მიზეზების გამო ხშირად კამათობდნენ სიტყვიერად, ფიზიკურ ძალადობას ბრალდებულის ჩვენებით არასდროს ჰქონია ადგილი. შვილთან სიტყვიერი კამათის და დაძაბული ურთიერთობის გამო, დ----- ბ--–-------ის ჩვენებით, იგი დაკავებამდე გარკვეული პერიოდის წინ, რამდენიმე თვე ცალკე ცხოვრობდა. 2018 წლის 29 ნოემბერს, გვიან დაბრუნდა სახლში, შვილმა ზ------ ბ--–-------ემ აგდებული ტონით დაუწყო საუბარი, რასაც მათ შორის, ბინის ერთ-ერთ ოთახში, მოჰყვა სიტყვიერი კამათი, ლანძღვა-გინება, ამის შემდეგ ზ------ ბ--–-------ე წავიდა სახლიდან, მისი წასვლიდან მალევე იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა ოჯახური ძალადობის ბრალდებით. ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ ზ------ ბ--–-------ეს სახლიდან წასვლის დროს, სახეზე რაიმე სახის დაზიანება არ ეტყობოდა, აქვს სუსტი კაპილარები, რომელიც შესაძლოა თავისით გაუსკდა და ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი.
2.17.2. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ, დ----- ბ--–-------ის ბრალეულობა დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლული მტკიცებულებებით.
2.17.3.სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს იმ არსებით საკითხებს, რაზედაც დაცვის მხარე აპელირებდა.
2.17.4. დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ საქმეში არ არსებობს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. ძალადობის მამხილებელ არსებით მტკიცებულებას წარმოადგენს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული მსხვერპლის მაისური, რომელსაც ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სხდომაზე ვიზუალური დათვალიერება-გამოკვლევით აშკარად ეტყობა ძალადობის კვალი. ბრალდებულის ბრალეულობა ასევე დასტურდება პაციენტის - ზ------ ბ--–-------ის სამედიცინო ბარათით, რომლის მიხედვით მსხვერპლს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, უჩიოდა ტკივილს და დაზიანებას უკავშირებდა მამის მიერ მასზე განხორციელებულ ძალადობას. გარდა ზემოაღნიშნულისა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ზ------ ბ--–-------ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა თვალბუდის, მუცლის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევები, მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 29 ნოემბერს. ძალადობის დამადასტურებელ მტკიცებულებად შეფასდა სამედიცინო დახმარების ექიმის მოწმე მ--- ს---------ის და სამედიცინო ექსპერტის ქ------- ბ------–---–ის ჩვენებები, პირველმა პირველადი დახმარება აღმოუჩინა მსხვერპლს პოლიციის განყოფილებაში, ხოლო მეორემ ექსპერტიზის ფარგლებში პირადად შეამოწმა ზ------ ბ--–-------ე. მოწმეებმა ზეპირ ჩვენებებში დაადასტურეს, რომ მსხვერპლს აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის ობიექტური ნიშნები, შესამოწმებელი პირი დაზიანების წარმოშობას უკავშირებდა მამის მიერ მასზე განხორციელებულ ძალადობას. ასევე არსებით მტკიცებულებას წარმოადგენს შემ---ვებელი ორდერის ოქმი, რომელშიც ასახულია მსხვერპლის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს ამ კუთხით მნიშვნელოვანია მოწმე გამომძიებლების ა----- ხ----–---–ის და ია ი----–---–ის ჩვენებები, დასახელებული მოწმეების ჩვენებებით, 2018 წლის 30 ნოემბერს, გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში მისულ ზ------ ბ--–-------ეს სახეზე აშკარად ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი - დაზიანების და სისხლის სახით, მსხვერპლმა მათ დაუდასტურა, რომ მამამ დ----- ბ--–-------ემ რამდენიმე საათის წინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გარდა აღნიშნულისა, საქმის მასალებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ ზ------ ბ--–-------ემ სხვა ვითარებაში მიიღო სახეზე დაზიანებები.
2.17.5. დაცვის მხარის არგუმენტი, გაზიარებული იქნას მოწმე ნ----- ბ--–-------ის ზეპირი ჩვენება და სასამართლო არ დაეყრდნოს მისი გამოკითხვის ოქმს, - გათვალისწინებული არ იქნა. სასამართლო განმარტავს: 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი ადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკითხვის ოქმის გამოკვლევის პროცედურას და შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში ნ----- ბ--–-------ის გამოკითხვის ოქმი გამოქვეყნდა კანონის შესაბამისად, ანუ პროცედურული ნაწილი მტკიცებულების გამოქვეყნების დაცულია, რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მტკიცებულებას წარმოადგენს მხოლოდ ზეპირი ჩვენება საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე მითითებით და არა გამოკითხვის ოქმი - სამართლებრივად არამართებულია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი 24-ე პუნქტში, რაზედაც დაცვა აპელირებდა, აკეთებს მოწმის ჩვენების და არა მტკიცებულების დეფინიციას - ,,მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“ და ეს ლოგიკურიც არის, ვინაიდან გამოძიებაში მოწმის გამოკითხვა ხდება და არა დაკითხვა. მტკიცებულების არსი და ტერმინი განარტებულია არა მოწმის ჩვენების დეფინიციაში, არამედ 23-ე პუნქტში: ,, მტკიცებულება არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას“. ანუ, მტკიცებულებას წარმოადგენს როგორ მოწმის ზეპირი ჩვენება, ასევე ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის მოწმის გამოკითხვის ოქმი), რითიც შესაძლოა დადგინდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები. ამავე ნორმის თანახმად ,,დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით“. მოწმე ნ----- ბ--–-------ის გამოკითხვის ოქმი წარმოადგენს დოკუმენტს, ვინაიდან მასში ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით, გარდა ამისა, გამოკითხვის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის დაცვით და მოწმე გამოკითხულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად, ამავე დროს, გამოკითხვის ოქმი წინასასამართლო სხდომაზე დაშვებულია როგორც მტკიცებულება და დღის წესრიგში არ დამდგარა მისი დაუშვებლობის საკითხი. შესაბამისად, სასამართლომ სრულიად ლეგიტიმურად, მტკიცებულებითი არსიდან გამომდინარე გაიზიარა ნ----- ბ--–-------ის გამოკითხვის ოქმი. რაც შეეხება ნ----- ბ--–-------ის ზეპირ ჩვენებას იგი გაზიარებული არ იქნა, გაუზიარებლობის საფუძველი წარმოშვა მოწმის ვერბალურ პასუხებზე და არავერბალურ ჟესტიკულაციებზე დაკვირვებამ, მოწმე უკიდურესი დაბნეულობით და პასუხებზე თავის არიდებით ცდილობდა მოძალადის გამართლებას და იმის ახსნას, რომ ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე მშობელი უნდა ჩაერიოს სრულწლოვანი შვილის ჩაცმულობაში, ვარცხნილობაში. მოწმე ნ----- ბ--–-------ის მცდელობა დაადანაშაულოს და მაპროვოცირებლად შეაფასოს მსხვერპლის პროტესტი - არ შეეგუოს მოძალადე მამის ჩარევას მის ჩაცმასა და ვარცხნილობაში და ამით გაამართლოს ,,მზრუნველი“ მამის ქცევა, სხვა არაფერია თუ არა განზრახვა, გააბათილოს დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის სისწორე რასაც სასამართლო არ იზიარებს.
2.17.6. დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ დაზარალებულის ცხვირზე არსებული დაზიანება არის არა ფიზიკური ძალადობის შედეგი, არამედ ზ------ ბ--–-------ეს აქვს სუსტი კაპილარები, რომლებიც შესაძლოა ბუნებრივად გაუსკდა, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ გარემოებათა გამო: პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით საუბარია ცხვირის ზედაპირულ ტრავმაზე, რაც გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას ძალადობრივი ჩარევის გარეშე კაპილარის შემთხვევით გასკდომას. კაპილარი გასკდა ძალადობის შედეგად მიყენებული ტრავმის გამო. გარდა ამისა პაციენტის სამედიცინო ბარათის სხვა ჩანაწერის, ასევე ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ქ------- ბ------–---–ის ჩვენებით ზ------ ბ--–-------ეს გარდა ცხვირზე არსებული დაზიანებისა ქუთუთოსა და პერიოკულურ მიდამოზე აღენიშნებოდა სხვა ზედაპირული ტრავმები. სახის მიდამოში აღენიშნებოდა ექსკორიაციები. მარჯვენა თვალბუდის გარეთა კუთხეში აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული, კანის ზედაპირის დონეზე მდებარე ნაჭდევი, ზომით -0,2X0,2სმ; მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით 0,7X0,2სმ; მუცლის ქვემო მესამედში -მარცხნივ, იღლიის წინა და ლავიწშუა ხაზებს შორის აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული, კანის ზედაპირის დონეზე მდებარე ნაჭდევი, ზომით 0,4X0,2სმ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ექსპერტის განმარტებით და თეორიაში დამკვიდრებული მოსაზრებით მკვრივ-ბლაგვ საგნებს წარმოადგენს ადამიანის კიდურები, მათ შორის ხელი. სასამართლოს შეფასებით, რომელიც ეყრდნობა გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ზემოთ დასახელებული დაზიანებები, საუბარია იმ დაზიანებებზე, რომლებიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დანაშაულის ჩადენის დროს 2018 წლის 29 ნოემბერს, ზ------ ბ--–-------ეს მიაყენა მამამ დ----- ბ--–-------ემ ფიზიკური ძალადობის დროს.
2.17.7. ბრალდებულის მხრიდან მტკიცებულებების უტრირება, თითქოს იგი ისჯება იმის გამო, რომ არის მშობელი, რომელსაც სურს ტრადიციების შესაბამისად აღზარდოს შვილები - სასამართლოს შეფასებით არის მცდელობა გადაფაროს დანაშაული, როგორც სასამართლომ ზემოთ არაერთხელ აღნიშნა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 29 ნოემბერს ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც დაეთმო შვილის აღზრდის შეფასებას, სასამართლო განმარტავს, რომ ყველა მშობლის ვალდებულებაა იზრუნოს შვილის სოციალური და გონებრივი განვითარებისთვის, მშობელი ვალდებულია ჩაერიოს შვილის ცხოვრებისეულ ინტერესებში თუკი სახეზეა კანონთან კონფლიქტის სურვილი ან/და განზრახვა, თუმცა მშობლის ჩარევა სისტემატური შეურაცხყოფის გზით შვილის, მით უფრო სრულწლოვნის თანამედროვე ჩაცმის სტილში და ვარცხნილობაში და თავად განსაზღვროს შვილის სამეგობრო წრე, აღიქმება ფსიქოლოგიურ ძალადობად, რომელიც თრგუნავს თითოეულ ინდივიდს და უჩენს არასრულფასოვნების განცდას და კომპლექს რაც თავის მხრივ იწვევს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტანჯვას. დ----- ბ--–-------ის ოჯახში შვილების ინტერესების დისკრედიტაცია და კომპეტენტურობის ეჭვქვეშ დაყენება იყო ერთგვარი ცხოვრებისეული რუტინა, რაც დამატებით გამოვლინდა ფსიქოლოგის ნ---- ფ--------–---–ის ჩვენებით. ფსიქოლოგმა სასამართლოს უამბო, თუ როგორ ახდენდა ბრალდებულის მეუღლე ნ----- ბ--–-------ე გამოძიებაში არასრულწლოვანი მოწმის ნ---- ბ--–-------ის დისკრედიტაციას, აცხადებდა, რომ მოწმე ერთი ,,კამფეტის“ გამო იტყოდა ტყუილს, დედის ამგვარი შეფასება არასრულწლოვანმა ძალიან განიცადა და გულწრფელად ცდილობდა დაემტკიცა, რომ ამბობდა სიმართლეს და სამომავლოდაც იტყოდა მხოლოდ სიმართლეს. სასამართლოს დასკვნა: შვილების სამართლიანი პროტესტი, როდესაც მშობლები ახდენენ მათი ინტერესების დისკრედიტაციას, აზრების გაუთვალისწინებლობას და კანონიერი უფლებების შეზღუდვას, არ უნდა გახდეს შვილებზე ძალადობის მოტივი და საფუძველი, პირიქით, ასეთ დროს მშობლებს უფრო მეტი წინდახედულობა მართებთ პატივი სცენ შვილების საუკეთესო ინტერესებს.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს, დ----- ბ--–-------ემ ფიზიკურად იძალადა შვილზე ზ------ ბ--–-------ეზე. პაციენტის სამედიცინო ბარათით და ექიმის მ--- ს---------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ზ------ ბ--–-------ე ძალადობის შედეგად მიყენებული დაზიანების გამო უჩიოდა ტკივილს და კლინიკური დიაგნოზის საფუძველზე აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება, მიეცა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი, დაზიანების კლინიკურმა მდგომარეობამ წარმოშვა სტაციონარში გადაყვანის საჭიროება, თუმცა გადაყვანა ვერ განხორციელდა დაზარალებულის მიერ გაცხადებული უარის გამო. სასამართლო სხდომაზე გამოვლინდა ძალადობის მოტივი, ბრალდებული უხეშად ერეოდა სრულწლოვანი შვილის ზ------ ბ--–-------ის ინტერესებში, უზღუდავდა თანამედროვე ტანსაცმლის ჩაცმასა და ვარცხნილობას, რასაც მსხვერპლი სამართლიანად აპროტესტებდა, მამა-შვილის ურთიერთობაში იყო კრიზისი, დ----- ბ--–-------ე ცდილობდა შვილის ინტერესების დისკრედიტაციასა და უგულებელყოფას, ეს დაძაბული ურთიერთობა გახდა მაპროვოცირებელი ალკოჰოლური თრობის პირობებში ძალადობის ჩადენის.
3.4. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება შვილი. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ----- ბ--–-------ე და ზ------ ბ--–-------ე არიან მამა-შვილი, ამდენად, სახეზეა ოჯახური დანაშაული.
3.5. სასამართლო განმარტავს რომ, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს.
3.6.სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ დ----- ბ--–-------ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. დ----- ბ--–-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. დ----- ბ--–-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი, რაც გამოიხატა მიყენებული დაზიანებების სიმრავლეში, ძალადობის მოტივი და ქმედების ჩადენა ალკოჰოლური თრობის ქვეშ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის მოტივს, რაც გამოვლინდა ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრის ნ----- ბ--–-------ის ჩვენებებით, კერძოდ, დ----- ბ--–-------ე შვილს ზ------ ბ--–-------ეს არ აძლევდა ტანისამოსის თავისუფალი შერჩევის და ჩაცმის უფლებას, ეჩხუბებოდა ვარცხნილობის გამო, მოითხოვდა მამის შეხედულებისამებრ აერჩია სამეგობრო წრე და ახდენდა მისი ინტერესების დისკრედიტაციას. პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს ძალადობის მასშტაბს და იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ძალადობა ჩადენილი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში.
5.4. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით დ----- ბ--–-------ეს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელი (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით. სასამართლოს შეფასებით, დანიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში დ----- ბ--–-------ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს შვილის მიმართ ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოილუსტრაცია კომპიუტერულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მაისური - დაუბრუნდეს დაზარალებულს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 ხელსახოცი და სისხლის კვალის ნიმუში - განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- ბ--–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დ----- ბ--–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 ნოემბრიდან.
3. ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოილუსტრაცია კომპიუტერულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მაისური - დაუბრუნდეს დაზარალებულს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 ხელსახოცი და სისხლის კვალის ნიმუში - განადგურდეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა