განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
210100119002929384
დავის ტიპი
381 (1) , 151
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119002929384

saqme #1/67-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი, 2019 წელი ქ . სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ბ----- შ---–---–--,ბრალდებულ _ ი---- ბ-------,ადვოკატ - ა-----– ტ----–---–--

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №040230219001

 

ბრალდებულ ი---- ბ------- მიმართ

 

პირადი ნომერი - 0----------

დაბადებული - 2-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე

განათლება - უ-----–--- გ------–---- მქონე

ოჯახური მდგომარეობა - დასაოჯახებელი

ნასამართლობა - ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---, გ-–------ მასივი, მე-- მიკრო/რაიონი, კორპუსი №1-, ბინა №--

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსია 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ი---- ბ------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

- ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ი---- ბ-------, რომელსაც შსს დ--------–--–------- რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ 2019 წლის 12 თებერვალს შედგენილი შემაკავებელი ორდერით 30 დღით ჰქონდა აკრძალული დედასთან მიახლოება და ყოველგვარი კომუნ---ცია, 2019 წლის 16-17 თებერვალს დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და მივიდა დ--------–--–------- რაიონის, სოფელ ქ----- ქ---–- მდებარე დედის - თ------ ბ---------–-- საცხოვრებელ სახლში, სადაც დარჩა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში და მსხვერპლთან ჰქონდა ყოველდღიური კონტაქტი.

 

ესე იგი, ი---- ბ------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

- 2019 წლის 23 თებერვალს, დილის საათებში, დ--------–--–------- რაიონის, სოფელ ქ----- ქ---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ი---- ბ------- ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა განახორციელა თავისი დედის - თ------ ბ---------–-- მიმართ, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ესე იგი, ი---- ბ------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ი---- ბ------- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ი---- ბ------- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2019 წლის 27 ივნისს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ი---- ბ------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი---- ბ------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსია 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი---- ბ------- ბრალეულობა, კერძოდ:

 

შეტყობინებები №475447 და №369211 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გ------- გ----–---–-- პატაკი MIA 6 19 00477256 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილება თ------ ბ---------–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულ თ------ ბ---------–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ი-----–- ბ-------, გ------- გ----–---–--, გ------- ლ----–---–--, ი----- თ----–---–--- და ნ--- ე---------- გამოკითხვის ოქმები; შემაკავებელი ორდერი №007160 და შემაკავებელი ორდერის ოქმი; სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი ი---- ბ------- მიმართ; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; ი---- ბ------- დაკავების ოქმი; ი---- ბ------- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული აღიარებითი ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ი---- ბ------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მართებულად მიაჩნია, რომ ი---- ბ------ ცნობილ იქნას დამნაშავედ და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსია 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და, შესაბამისად, სასჯელის სახე და ზომა განესაზღვროს მითითებული მუხლების სანქციის ფარგლებში.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ამავდროულად, სასამართლო ი---- ბ------- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ იგი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენის თანახმად, ნასამართლევია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით) და აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2018 წლის 24 აგვისტოს. შესაბამისად, მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსია 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ანუ, ი---- ბ------- მიმართ სასჯელის ვადა განსაზღვრულ უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადის სულ მცირე ერთი წლით მეტით, ვინაიდან, სახეზეა დანაშაულის რეციდივი.

 

ამავდროულად, სასამრთლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ი---- ბ------- პასუხისმგებლობას უმსუბუქებს შემდეგი გარემოებანი, კერძოდ, იგი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, ითხოვს ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათის გამოყენებას. ამდენად, ბრალდებულის მიერ მომხდარი ფაქტის გულწრფელი აღიარება და მონანიება სასამართლოსათვის წარმოადგენს საფუძველს აღნიშნული მიიჩნიოს მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

ბრალდებულ ი---- ბ------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, სასამართლოს მიაჩია, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ი---- ბ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი. ი---- ბ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და ი---- ბ------- დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დაადგინა:

 

1. ი---- ბ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო, დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

2. ი---- ბ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო, დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და ი---- ბ-------, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო, დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

4. გაუქმდეს ი---- ბ------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი---- ბ------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 თებერვლიდან.

 

6. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ი---- ბ------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ი---- ბ------- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი