განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1/4469-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ლ-–----------–---–-
ადვოკატები: გ------- ბ-------, ე---------- მ------–---–-
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: კ------–---------ა
მამის სახელი: ვ--–------
დაბადებული: 0----------–-
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–--------------------------------------------------–---–-----------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 2--------- წელი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ კ--- ლ----------ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი: კ--- ლ----------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 1600 საათიდან, თბილისში, თ---–----------------- ,,ჰ----–-----“ დასახლების მიმდებარედ, კ--- ლ----------მ, თ------ ო---–----ამ, ბ---- ბ-----–---–მა, გ----------ამ, ტ------– ჯ------მ და კ------- ქ---------ემ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. კ--- ლ----------მ და გ----------ამ, მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტისას ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო, გ----------ამ და ბ---- ბ-----–---–მა გადაწყვიტეს მთვრალი კ--- ლ----------ს სახლში გაცილება. მათვე გაყვა სახლში მიმავალი თ------ ო---–----აც. მთელი გზის მანძილზე, კ--- ლ---------- არ წყვეტდა გ----------ას მიმართ გინებას და მისი ოჯახის წევრების ლანძღვას, რის გამოც, ,,ჰ----–-----“ დასახლებამდე დაახლოებით 400 მეტრში, თ--------------- მიმავალ საავტომობილო გზაზე, თ------ ო---–----ამ მოუწოდა, შეეწყვიტა ლანძღვა-გინება და დაარტყა სახის არეში, რასაც მოყვა თ------ ო---–----ასა და კ--- ლ----------ს შორის ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც კ--- ლ----------მ თ------ ო---–----ას დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაზიანება მიაყენა, კერძოდ: გულმკერდის ღრუში შემავალი 2 ნაკვეთი ჭრილობა, ასევე მარცხენა მხარის არეში - ნაკვეთი ჭრილობა. კ--- ლ----------ს დანაშაულებრივი განზრახვა, იქვე მყოფ პირთა მიერ ხელის შეშლის შედეგად, სისრულეში არ იქნა მოყვანილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------ ო---–----ამ განმარტა, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს გ----------ამ უთხრა, რომ ქონდა სუფრა, მიაკითხა ავტომანქანით და წაიყვანა თ---–--------------, ვ---------–-- მხრიდან. მათ გარდა სუფრაზე იყვნენ: ბ---- ბ-----–---–ი, ტ------– ჯ------ და მისთვის უცხო პირები, მათ შორის ერთ-ერთი სახელად კ---, სულ 6-7 კაცი. დაზარალებულმა განმარტა, რომ ბევრი დალია, გაითიშა და გაიღვიძა საავადმყოფოში, სადაც უთხრეს, რომ ტროტუარზე იპოვეს გათიშული და ძლივს გადარჩა. შესაბამისად, არ ახსოვს ვინ და როგორ მიაყენა 3 დაზიანება: გულ-მკერდის არეში ფილტვთან, ხელზე და ფეხზე. გამოკითხვისას გამომძიებელს განუმარტა, რომ არაფერი ახსოვდა და სთხოვა, თავად დაეწერა გამომძიებელს. შესაბამისად, ჩვენებაში წერია - ,,კ--- ლ---------- ისევ აგრძელებდა გ----------ასთვის შეურაცხყოფის მიყენებას, მე შენიშვნა მივეცი, მაგრამ ისევ აგრძელებდა, რის შემდეგაც ვიგრძენი მწარე წვა“ და ეს მაშინ, როცა რეალურად არ ახსოვს კ--- ლ----------ს კონფლიქტი ქონდა თუ არა გ----------ასთან, არ წაუკითხავს გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენება და ხელი ისე მოაწერა. მოწმემ განმარტა, რომ ერთ მომენტში გამოფხიზლდა, რა დროსაც ვიღაცას ეჭიდავებოდა, მაგრამ არ ახსოვს ვის. ამასთან, სიბნელე იყო. დანა არავის ხელში დაუნახავს. კ--- ლ----------სთან არ ქონია რაიმე კონფლიქტი, ამიტომ მის მიმართ პრეტენზია არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ დაინახავდა, რომ სწორედ კ--- ლ----------მ მიაყენა ჭრილობა, აუცილებლად განაცხადებდა სასამართლოზე. გარდა ამისა დაზარალებულმა განმარტა, რომ სანამ დალევა დაიწყეს, მათთან ახლოს ველოსიპედისტმა მოშარდა, რაზეც სუფრის წევრებმა შენიშვნა მისცეს, თუმცა ის განაწყენდა და დაიბარა, რომ დაბრუნდებოდა. შესაძლებელია, სწორედ აღნიშნულმა პირმა მოიყვანა ვინმე და მიაყენეს დაზიანება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------ამ განმარტა, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს თ---–---------------- სვამდა - თ----- ო---–----ასთან, კ--- ლ----------სთან, კ--- ო---–----ასთან და ბ---- ბ-----–---–თან ერთად. მას და კ--- ლ----------ს მოუვიდათ შელაპარაკება, თუმცა არ ახსოვს მიზეზი, ერთმანეთს ხელიც გაარტყეს. მომხდარის გამო ბ---- ბ-----–---–თან ერთად კ--- ლ---------- მიყავდა სახლში, რა დროსაც ეს უკანასკნელი აგინებდა, თუმცა მას რეაქცია არ ქონდა. თ----- ო---–----ამ კი გინების გამო ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ერთმანეთში დაიწყეს ჩხუბი. მოწმე და ბ---- აშველებდნენ. მოულოდნელად დაჭრილი თ----- ო---–----ა წაიქცა, მას სისხლი სდიოდა გულის არედან. მოწმემ განმარტა, რომ არ იცის, რა მოხდა და როგორ მიიღო დაზიანება თ----- ო---–----ამ. კ--- ლ----------ს ხელში არანაირი საგანი არ დაუნახავს, არც დარტყმა დაუნახავს, ღამე იყო. მის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენების თანახმად, კ--- ლ----------ს ხელში დაინახა სისხლიანი დანა, თუმცა აღნიშნულს უარყოფს, რადგან ჩვენების მიცემის დროს იყო მთვრალი და ეს ფაქტი არ დაუნახავს. ამასთან, ჩვენება არც წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. სუფრაზე ქონდათ 1 ცალი პლასტმასის ტარიანი დანა, თუმცა არა გასაშლელი. სუფრიდან დანა არ წამოუღიათ. მოწმემ და ბ---- ბ-----–---–მა თ----- ო---–----ა წაიყვანეს საავადმყოფოში უცნობის ავტომანქანით, რის შემდეგაც წავიდა სახლში, რადგან თავადაც სისხლიანი იყო. მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში გამომძიებლებს 0400 საათზე ანახა ადგილი, სადაც მოხდა შემთხვევა, საიდანაც ამოიღეს მაისური და კეპი. მანვე, დაადასტურა, რომ მაშინ როცა დაინახა წაქცეული თ----- ო---–----ა, კ--- ლ---------- უკვე წასული იყო სახლისკენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ---- ბ-----–---–მა განმარტა, რომ გ----------ამ 2018 წლის 21 აგვისტოს დაპატიჟა სუფრაზე, თ---–--------------. სუფრასთან მისვლისას, დახვდნენ ო----- ჯ------, კ--- ლ----------, კ--- ქ---------ე და თ----- ო---–----ა, ასევე მისთვის უცნობი პირები. ქეიფი მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე ლიტრი ღვინის შემდეგ, როდესაც დაღამდა, გ----------ამ და კ--- ლ----------მ იჩხუბეს მისთვის უცნობი მიზეზის გამო. ყველა მთვრალი იყო და კ--- ლ----------ს წინააღმდეგ იწევდნენ. მოწმემ გაიყვანა კ--- ლ---------- ზ-------------, დაახლოებით 200 მეტრში და მიყავდა სახლში, მათ მიყვებოდა გ----------ა, ხოლო მის უკან მიდიოდა თ----- ო---–----ა. დაძაბული ვითარება იყო, თ----- ო---–----ა, კ--- ლ---------- და გ----------ა ერთმანეთს აგინებდნენ. შემდეგ თ----- ო---–----ამ გ----------ას დასაცავად, ხელი დაარტყა კ--- ლ----------ს, რადგან თ----- ო---–----ა და გ----------ა ნათესავები იყვნენ. კ--- ლ----------, გ----------ა და თ----- ო---–----ა ჩხუბობდნენ, ერთმანეთს ხელებს და წიხლებს ურტყამდნენ, თავად კი აშველებდა, კერძოდ კ--- ლ----------ს გაუყარა ხელკავი და 25-30 მეტრის მოშორებით გაიყვანა, რა დროსაც გ----------ამ დაიყვირა, რომ თ----- ო---–----ა დაჭრილი იყო. მართლაც მოწმემ მიირბინა ძირს დავარდნილ უგონო მდგომარეობაში მყოფ თ----- ო---–----ასთან, რომელსაც გულ-მკერდის არედან სდიოდა სისხლი. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის უცნობია კონკრეტულად ვის შორის მოხდა ჩხუბი, რადგან ქაოტური სიტუაცია იყო. სუფრასთან ჩხუბისას 4 კაცი იწევდა კ--- ლ----------ს საცემად. ასევე, ვერ გაერკვა, ვინ ჩხუბობდა გზაზე მსვლელობისას. თ----- ო---–----ას მაისური არ ეცვა, ეხურა კეპი, რომელიც მან ჭრილობაზე დაადო, გ----------ას კი უთხრა, რომ ჭრილობაზე ხელი დაეჭირა. ამ დროისათვის კ--- ლ---------- იქ აღარ იყო. მოწმემ გააჩერა ტაქსი და დაჭრილი გადაიყვანა საავადმყოფოში. მოწმემ განმარტა, რომ სუფრაზე ერთი ცალი კრემისფერტარიანი დანა იყო, რომლითაც საზამთრო დაჭრეს, თუმცა მისთვის უცნობია წასვლისას ვინმემ, აიღო თუ არა დანა. ამასთან, არავის ხელში არ დაუნახავს დანა. სუფრაზე ლუდი, შემდეგ დაახლოებით 15 ლიტრი ღვინო დალიეს და ყველა მთვრალი იყო, მათ შორის გ----------აც. სუფრასთან ახლოს უცნობმა ველოსიპედისტმა ბიჭმა მოშარდა, სუფრის წევრებს შეაგინა და წავიდა, შემდეგ ზევით ტრასაზე მოძრაობდა, შესაძლოა თ----- ო---–----ა სწორედ მას შეხვდა. არ იცის, რატომ გაყვა გ----------ა მას, როდესაც კ--- ლ----------ს აცილებდა, თუმცა როგორც კ--- ლ----------, ისე გ----------ა მთვრალები და აგრესიულები იყვნენ. გ----------ამ ზოგადად დაიძახა, რომ თ----- ო---–----ა დაიჭრა, თუმცა კ--- ლ----------ს შესაძლოა, ვერ გაეგო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------ მ-----–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა თ---–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში. მასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ექსპერტმა გ----- ჩ----ემ და გამომძიებელმა ვ------- ბ-----------ამ. გ----------ამ მიუთითა, თუ სად მოხდა შემთხვევა, რაც შემდგომ დათვალიერდა, რა დროსაც ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქებიანი კენჭები, კეპი და მაისური, მოხდა ფოტო გადაღებაც. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას იყო დღის სინათლე, არ ახსოვს იყო თუ არა გარე განათების ბოძები ჩართული, თუმცა მას ქონდა ხელის სანათი, რომელიც არ გამოუყენებია.
საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა დაადასტურა ასევე ექსპერტმა გ----- ჩ----ემ და დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილი განათებული იყო ლამპიონებით, სავალი გზიდან დაახლოებით 3-4 მეტრში, ამიტომ ხელის ფანარი საჭირო გახდა მხოლოდ სურათების უკეთესი ხარისხით გადასაღებად.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ------- ბ-----------ამ განმარტა, რომ მოცემული საქმის ფარგლებში გამოკითხა მოწმეები, ასევე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და შემდეგ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქებით კეპი და მაისური, ასევე ანაწმენდები. განყოფილებაში არ შეუმჩნევია გ----------ასათვის ალკოჰოლური თრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაუტარდებოდა ალკოტესტი და იმ შემთხვევაში თუ ნასვამი იქნებოდა, გამოკითხვა გადაიდებოდა. გ----------ამ წაიკითხა ჩვენება და მოაწერა ხელი. შემთხვევის ადგილი განათებული იყო გარე განათების ბოძებით და რაიმე მნიშვნელოვანი განათება საჭირო არ იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ფ-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო თ------ ო---–----ას მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. საქმის ფარგლებში გამოკითხა: დ----- ჯ-----–---–ი, რ----- ხ-------–---–ი და გამომძიებელი ე---– კ-------ა, ასევე დაზარალებული თ------ ო---–----ა, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე გამოკითხა ქ-------–-. თ------ ო---–----ამ წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და მოაწერა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- ჯ-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს დეტექტივ-გამომძიებელ ი----- ბ----ესთან და გამომძიებელ ე---– კ-------ასთან ერთად მონაწილეობა მიიღო კ--- ლ----------ს ბინის ჩხრეკაში. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღეს კ--- ლ----------ს შვილმა ბ------ ლ----------მ და დედამ. საძინებელ ოთახში მდგარი დივნიდან ამოიღეს დასაკეცი დანა, ხოლო აბაზანაში მდგარი სარეცხი მანქანიდან ამოიღეს გარეცხილი - მოყავისფრო ფერის მაისური, მოვარდისფრო სისხლის მაგვარი ლაქებით. მოწმემ განმარტა, რომ მათ წინასწარ ქონდათ ინფორმაცია, რომ უნდა ამოეღოთ დანა.
იგივე ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა მოწმე ე---– კ-------ამ და დამატებით განმარტა, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად დანაშაული - მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი იყო - გასაშლელი დანით, შესაბამისად ჩხრეკისას ეძებდნენ გასაშლელ დანას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- შ-------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს დილის საათებში ,,-----–-----------------------––-- გამოკითხა ექიმი მ------ ხ--–--ე, რომელმაც აღნიშნა, რომ 21 აგვისტოს 2125 საათზე საავადმყოფოში შეიყვანეს და რეანიმაციაში მოათავსეს პაციენტი თ----- ო---–----ა, რომელსაც გულ-მკერდის არეში და მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობა. გარდა ამისა, მოწმემ ექთნისგან ამოიღო დაჭრილის ტანსაცმელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ------- ჟ----–---–---მა განმარტა, რომ 2018 წლის აგვისტოს მუშაობდა თ---–-----------------------––- ექიმის დამხმარედ. 2018 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 2000-0000 საათამდე შეიყვანეს გულ-მკერდში დაჭრილი თ------ ო---–----ა. ჩაიბარა პაციენტის ტანსაცმელი, შარვალი და ფეხსაცმელი, პაციენტს მაისური არ ეცვა. აღნიშნული ტანსაცმელი შემდეგ გადასცა გამომძიებელს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- პ---–---–მა განმარტა, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში 21-22 აგვისტოს, ,,ჩ----–--------------–-------- მდებარე ჰ---------–--------–---, საღამოს საათებში, მეწყვილე პ------ დ---–---–--ესთან ერთად დაათვალიერა ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც სალონში და გარედან აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. შესაბამისად, აიღეს მოწითალო ფერის ანაწმენდები და დალუქეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ო----- ლ-–----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს მიიღო შეტყობინება, რომ კ--- ლ---------- იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში და აპირებდა მიმალვას. შესაბამისად, პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაიკითხა, ხოლო გამომძიებლები გავიდნენ შემთხვევის ადგილზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----– ბ----–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, დეტექტივ-გამომძიებელ რ----- ხ-------–---–თან ერთად მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ბრალდებულის ადგილსამყოფელის შესახებ, რომელიც აპირებდა მიმალვას. შესაბამისად, დააკავეს კ--- ლ----------, რომელსაც პირადი ჩხრეკისას უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს დასაკეცი დანა, ხის ტარით. ბრალდებულს შარვალი ქონდა დასვრილი სისხლის მაგვარი ლაქებით. შესაბამისად, ამოიღეს ასევე შარვალი, ქამარი, წინდა, სპორტული ფეხსაცმელი და თეთრი ფერის მაისური. ამოღებული ნივთები დაილუქა, თუმცა კ--- ლ----------მ ხელი არ მოაწერა. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებული დაკავებამდე გადაადგილდებოდა ქუჩაში და დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ----------მა განმარტა, რომ მეწყვილესთან ერთად პენიტენციური დაწესებულებაში აიღო კ--- ლ----------ს ხელის თითის ანაბეჭდები.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ------- ხ------მ განმარტა, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს პენიტენციურ დაწესებულებაში სისხლის ნიმუში აუღო ბრალდებულ კ--- ლ----------ს, გამომძიებლისა და ბადრაგის თანხლებით.
საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რამაც პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძინა და რომლებიც გამოკვლევის გარეშე იქნა სასამართლო სხდომაზე მიღებული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმდნენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, უპირობოდ ვერ გახდება პირის წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების საფუძველი, არამედ თითოეული მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს ჯერ ფაქტის დადგენა და შემდგომ მისი სამართლებრივი შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში კ--- ლ----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის არგუმენტაცია და წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირის ფაქტის დასადგენად, კონკრეტულად ქონდა თუ არა დანაშაულის ჩადენას ადგილი მის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა ფორმით გამოვლინდა მისი განზრახვა და მოქმედება.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42).
მოცემულ შემთხვევაში, ბრალის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, თ------ ო---–----ა ჩაერია კ--- ლ----------სა და გ----------ას კამათში, კერძოდ მოუწოდა კ--- ლ----------ს შეეწყვიტა გ----------ას გინება, იმავდროულად დაარტყა ხელი სახის არეში. აღნიშნულმა გამოიწვია ფიზიკური დაპირისპირება უკვე თ------ ო---–----ასა და კ--- ლ----------ს შორის, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თ------ ო---–----ას მოკვლის განზრახვით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაზიანება მიაყენა, კერძოდ: გულმკერდის ღრუში შემავალი 2 ნაკვეთი ჭრილობა და მარცხენა მხარის არეში - ნაკვეთი ჭრილობა. იმავე ბრალის თანახმად - კ--- ლ----------ს დანაშაულებრივი განზრახვა, იქვე მყოფი პირთა მიერ ხელის შეშლის შედეგად, სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ - თ------ ო---–----ას ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც: მას არ ახსოვს, ვინ და როგორ მიაყენა 3 დაზიანება: გულ-მკერდის არეში ფილტვთან, ხელზე და ფეხზე, რაც ასევე განუმარტა გამომძიებელს გამოკითხვისას, თუმცა ჩვენებაში წერია - ,,კ--- ლ---------- ისევ აგრძელებდა გ----------ასთვის შეურაცხყოფის მიყენებას, მე შენიშვნა მივეცი, მაგრამ ისევ აგრძელებდა, რის შემდეგაც ვიგრძენი მწარე წვა“ და ეს მაშინ, როცა რეალურად არ ახსოვს კ--- ლ----------ს კონფლიქტი ქონდა თუ არა გ----------ასთან, არ წაუკითხავს გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენება და ხელი ისე მოაწერა. დაზარალებულის განმარტების თანახმად, დანა არავის ხელში დაუნახავს, მას კ--- ლ----------სთან არ ქონდა კონფლიქტი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დაინახავდა კ--- ლ----------ს მხრიდან დაჭრის ფაქტს, აუცილებლად იტყოდა. უშვებს, რომ მას ჭრილობა მიაყენა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც ველოსიპედისტმა მიიყვანა, რადგან ეს უკანასკნელი სუფრის წევრების შენიშვნამ გააღიზიანა.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - გ----------ას და ბ---- ბ-----–---–ის ჩვენებებზე, რომლებიც ბრალდების მხარის ვერსიის თანახმად არიან სწორედ ის პირები, რომელთა ხელის შეშლის შედეგად, სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი კ--- ლ----------ს მიერ თ------ ო---–----ას განზრახ მკვლელობა.
კერძოდ, ბ---- ბ-----–---–მა განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც სუფრის წევრებმა დალიეს, გ----------ამ და კ--- ლ----------მ იჩხუბეს, შესაბამისად კ--- ლ---------- მოარიდა დაძაბულ სიტუაციას და გაიყვანა ზ-------------, რათა წაეყვანა სახლში. მათ გაყვა გ----------ა და თ----- ო---–----ა. დაძაბული სიტუაცია იყო - თ----- ო---–----ა, კ--- ლ---------- და გ----------ა ერთმანეთს აგინებდნენ, შემდეგ თ----- ო---–----ამ ნათესავ გ----------ას დასაცავად, დაარტყა კ--- ლ----------ს, რის შემდეგაც კ--- ლ----------, გ----------ა და თ----- ო---–----ა ჩხუბობდნენ, ერთმანეთს ხელებს და წიხლებს ურტყამდნენ, ბ---- ბ-----–---–ი კი აშველებდა და ცდილობდა ბრალდებულის გარიდებას. სწორედ მაშინ, როცა გაუყარა ხელკავი და გაიყვანა 25-30 მეტრის მოშორებით, გ----------ამ დაიყვირა, რომ თ----- ო---–----ა დაჭრილი იყო. მართლაც უგონო მდგომარეობაში ძირს დავარდნილ დაზარალებულს გულ-მკერდის არედან სდიოდა სისხლი. შემთხვევის ადგილას მყოფმა მოწმემ განმარტა, რომ მას დანა არავის ხელში დაუნახავს. მანვე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ქეიფისას მათთან ახლოს უცნობმა ველოსიპედისტმა პირმა მოშარდა, სუფრის წევრებს შეაგინა და წავიდა, თუმცა ტრასაზე მოძრაობდა, ამიტომ არის ალბათობა, რომ სწორედ უცნობმა ველოსიპედისტმა მიაყენა დაზიანება თ------ ო---–----ას.
თავის მხრივ, გ----------ამ განმარტა, რომ მაშინ, როცა დაძაბულობის გამო კ--- ლ---------- მიყავდათ სახლში, რომელიც არ წყვეტდა მისი მისამართით გინებას, შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილო თ----- ო---–----ამ ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ერთმანეთში დაიწყეს ჩხუბი, გ------------ კი აშველებდნენ. მოულოდნელად დაჭრილი თ----- ო---–----ა წაიქცა, მას სისხლი სდიოდა გულის არედან. მოწმემ დაადასტურა, რომ წაქცეული თ----- ო---–----ას დანახვისას კ--- ლ---------- უკვე წასული იყო სახლისკენ, თუმცა წასვლამდე მის ხელში რაიმე საგანი, ან მისი მხრიდან დანის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. არ იცის, რა მოხდა და როგორ მიიღო დაზიანება თ----- ო---–----ამ. გ----------ამ უარყო გამოძიებისას მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისას მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც კ--- ლ----------ს ხელში დაინახა სისხლიანი დანა, ამასთან ჩვენება არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, რომლის შედეგია სიკვდილი. განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედების განზრახ მკვლელობით კვალიფიკაცია ვერ მოხდება.
დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
მოცემულ შემთხვევაში კ--- ლ----------ს მხრიდან დანის დარტყმის ფაქტი ვერ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ვერცერთმა მოწმემ. ამასთან, უშუალოდ დაზარალებულმა განმარტა, რომ ბრალდებულთან არანაირი კონფლიქტი და შელაპარაკება არ მოსვლია. დანა, მითუფრო დანით დაზიანების მიყენების ფაქტი, არ დაუნახავს, დანახვის შემთხვევაში კი აუცილებლად დაასახელებდა დამნაშავეს.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დაკითხული საქმისათვის მნიშვნელოვანი - ,,უშუალოდ ფაქტის შემსწრე’’ მოწმეების მიერ მიცემულ წინააღმდეგობრივ ჩვენებებზე, რომელთა შინაარსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან და ურთიერთგამომრიცხავია კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში და საკუთრივ არსებითად განსხვავდება მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისგანაც, კერძოდ: გ----------ა ადასტურებს, რომ თ----- ო---–----ამ გინების გამო ხელი გაარტყა კ--- ლ----------ს და მათ ერთმანეთში დაიწყეს ჩხუბი, თავად კი ბ----სთან ერთად აშველებდა, რა დროსაც მოულოდნელად დაჭრილი თ----- ო---–----ა წაიქცა, მას სისხლი სდიოდა გულის არედან. ბ---- ბ-----–---–ი კი ადასტურებს, რომ კ--- ლ----------, გ----------ა და თ----- ო---–----ა ჩხუბობდნენ, ერთმანეთს ხელებს და წიხლებს ურტყამდნენ, თავად კი აშველებდა, მანვე კ--- ლ----------ს გაუყარა ხელკავი და 25-30 მეტრის მოშორებით გაიყვანა, რა დროსაც გ----------ამ დაიყვირა, რომ თ----- ო---–----ა დაჭრილი იყო.
ცხადია, მსგავს სიტუაციაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თვითმხილველი და ნეიტრალური მოწმეები, რომელთა ჩვენებები, მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმის მტკიცებულებების მნიშვნელოვან წყაროს. სასამართლოს მხედველობაში აქვს ე.წ. ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი საქმის შედეგით და აძლევენ იმ ჩვენებას, რაც მათ რეალურად ნახეს და აღიქვეს.
მოცემულ შემთხვევაში ე.წ. ნეიტრალური და იმავე დროს ფაქტის შემსწრე მოწმეები არ არსებობენ, ხოლო შემთხვევის ადგილას მყოფი დასახელებული პირები კი ვერ, ან არ იხსენებენ როგორც ბრალდებულის, ისე საკუთარი ქმედების ცალკეულ ეტაპებს. აღნიშნულ ფონზე კი რთულია რეალური სინამდვილის დადგენა - ვინ მიაყენა თ------ ო---–----ას დაზიანებები.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებების მნიშვნელოვანი (თუ არა უმნიშვნელოვანესი) ნაწილი, რაც შეიძლება კონკრეტული ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ფარგლებში დამნაშავედ ცნობის წინაპირობა გამხდარიყო, სახეზე არ არის, ვინაიდან დაკითხული მოწმეები ან ვერ იხსენებენ მნიშვნელოვან დეტალებს, ან აკეთებენ ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მოწმეთა ჩვენებებითა და ექსპერტიზის დასკვნებით კი არ დასტურდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
თეორიულად, იმ დაშვების პირობებშიც, თუ საწყისი კონფლიქტი დაიწყო გ----------ასა და კ--- ლ----------ს შორის, რომელშიც გ----------ას დასაცავად ჩაერია თ------ ო---–----ა, უპირობოდ არ შეიძლება შეფასდეს ბრალდებულის მხრიდან მკვლელობის მცდელობად, მითუფრო მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების ფონზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებისა, კ--- ლ----------ს მიერ თ------ ო---–----ას მკვლელობის მცდელობის ფაქტს ეჭქვეშ აყენებს, ასევე დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ამ კუთხით კი მნიშვნელოვანია ექსპერტიზის დასკვნები, კერძოდ:
2019 წლის 14 მარტის სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნის თანახმად: სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით: ,,კ--- ლ----------სგან ამოღებული დანა“ მოთავსებული დანის პირსა (ობ. N1) და ტარზე (ობ. N2) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის კ--- ლ----------ს. ობ. N1,2-ის პროფილში, თ------ ო---–----ას გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
პაკეტში წარწერით: ,,დანა 1 ცალი“ მოთავსებული დანის (წარწერით: ,,BERBER”) პირზე (ობ. N3,4), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა. იმავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ.N5) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი განსხვავდება კ--- ლ----------სა და თ------ ო---–----ას გენეტიკური პროფილებისაგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს. ობ. N5-ის პროფილის მინორულ წილში, კ--- ლ----------ს და თ------ ო---–----ას გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
პაკეტში, წარწერით: ,,ლ----------ს ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე მოყავისფრო ლაქებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ--- ლ----------ს. შარვალზე არსებულ ქამარზე და იმავე პაკეტში მოთავსებულ მაისურსა და წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები, სისხლი არ აღმოჩნდა, ხოლო წყვილ წინდაზე, სისხლის საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.
ასევე, 2018 წლის 19 ნოემბრის სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, დასაკეცი კონსტრუქციის 2 ცალი დანის ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით, არ აღინიშნება.
მნიშვნელოვანია, თუ საიდან იქნა ამოღებული აღნიშნული დანები: 1. 2018 წლის 22 აგვისტოს ბრალდებულის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის თანახმად კ--- ლ----------ს პირადი ჩხრეკისას შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მოვერცხლისფრო დასაკეცი დანა, ქამარზე საკიდითა და ხის ორნამენტებით გაწყობილი; 2. 2018 წლის 22 აგვისტოს კ--- ლ----------ს ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საძინებელ ოთახში არსებული სავარძლიდან ამოღებული იქნა სერი ფერის დასაკეცი დანა, წარწერით - ,,GERBER”, ამასთან, აბაზანაში მდგარი სარეცხი მანქანიდან ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის, მოკლე მკლავიანი, დაზიანებული მაისური.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები არათუ უტყუარი და საკმარისია ბრალდებულ კ--- ლ----------ს მხრიდან თ------ ო---–----ას განზრახ მკვლელობის მცდელობის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადასტურებლად, არამედ ურთიერთსაწინააღმდეგოა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ისევე როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მტკიცების სტანდარტად განიხილავს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთკავშირში მყოფი დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე Labita v. Italy №26772/95, 2000 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება და Fyodorov and Fyodorova v. Ukraine №39229/03, 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება).
ამდენად, სასამართლომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ კ--- ლ----------ს მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება თ------ ო---–----ას განზრახ მკვლელობის მცდელობა და შესაბამისად, კ--- ლ---------- საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 270-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ--- ლ---------- (პN6----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
კ--- ლ----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას ც--–- კ--–------ს (პN6----------), საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ წილს - მდებარე თბილისი, ვ---------–--------------–----------------------------, (საკადასტრო კოდი 0----------------------) ბრალდებულ კ--- ლ----------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის 10.000 (ათიათასი) ლარის სანაცვლოდ.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ბ---- ბ-----–---–ისაგან ამოღებული წითელი ფერის მაისური, შავი ფერის სპორტული და ერთი წყვილი ფეხსაცმელი, დალუქული ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები სტერილურ ჩხირებზე, დალუქული 1 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
კ--- ლ----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი საკეცი დანა, დალუქული 1 პაკეტად, ტანსაცმელი - დალუქული 1 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
შპს ,,თ---–----------------------–----ნ“ ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული 1 პაკეტად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მაისური, დალუქული 1 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
კენჭები, დალუქული 1 პაკეტად, ანაწმენდები, დალუქული 1 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
კეპი, დალუქული 1 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
კ--- ლ----------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დასაკეცი დანა, დალუქული 1 პაკეტად, მაისური, დალუქული 1 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
კ--- ლ----------სგან აღებული სისხლის ნიმუშები, კ--- ლ----------სგან აღებული ხელის კვლის ნიმუშები, თ------ ო---–----ასგან აღებული სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
თ------ ო---–----ას სამედიცინო ისტორია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე