განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
330100115789845
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1912-15 (№--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ

თამარ შუბითიძის მდივნობით

 

პროკურორ დ---------------ის,ადვოკატ გი------ მ---------ის მონაწილეობით,განსასჯელ ი----- კ-----–---ოს დაუსწრებლად,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----- ვ-–--------ის ძე კ-----–---ოს (დაბადებული 1----–-–-------------ს, რეგისტრირებული: გ---–-----–---------------------–---ა და მცხოვრები: თ---–-------–-------------------------------------------ში, ამჟამად ძებნილი) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ი----- კ-----–---ოს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2003 წლის 29 იანვარს, ი----- ვ-–--------ის ძე კ-----–---ო, მეტსახელად „კ-----ა“, დაახლოებით 19:00 საათზე მივიდა ქ.თბილისში, ქ--------–------------------–--აში მდებარე საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ, ა---------იდან დევნილ ნათესავ მ-----ა გ------ესთან, რომელთანაც ბინაში იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის დედა მ-----–ა ფ-----ე, თავად მ-----ა გ------ე, მისი მეზობელი ვ-–- ც-------ე და ვ-----–ი ბ--–---ი, მათ ივახშმეს და მ-----–ა ფ-----ემ, ვ-----–ი ბ--–---მა და ი----- კ-----–---ომ მიიღეს ერთი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი - არაყი „პარლამენტი“. დაახლოებით 21:00 საათზე, ი-------–---ომ გადაწყვიტა სახლში წასვლა და მ-----ა გ------ის ბინიდან იგი გამოაცილეს ვ-–- ც-------ემ და ვ-----–ი ბ--–---მა. გაცილების დროს, გზაში ვ-----–ი ბ--–---სა და ი----- კ-----–---ოს შორის, მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ვ-----–ი ბ--–---მა ი----- კ-----–---ოს ორჯერ დაარტყა თავი სახის არეში. ვ-–- ც-------ემ ისინი გააშველა, რის შემდეგაც ი----- კ-----–---ო წავიდა, ხოლო ვ-–- ც-------ე და ვ-----–ი ბ--–---ი დაბრუნდნენ მ-----ა გ------ესთან სახლში, სადაც გვიანობამდე უყურებდნენ ტელევიზორს. დაახლოებით 01:30 საათზე, ვ-----–ი ბ--–---ი წავიდა თავის ბინაში და დაიძინა. ზემოაღნიშნული ჩხუბით განაწყენებული ი----- კ-----–---ო დაბრუნდა უკან დაახლოებით 03:00 საათზე, შეიპარა ვ-----–ი ბ--–---ის ბინაში და მას მკვლელობის განზრახვით, შურისძიების მოტივით, სამჯერ გულმკერდის მარცხენა არეში დაარტყა ე.წ „სპიცი“ - ლითონის წვრილი ღერი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ-----–ი ბ--–---ი მეზობლის მიერ გადაყვანილი იქნა ქალაქ თბილისის №1 კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებით შეუნარჩუნეს სიცოცხლე.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, საბრალდებო დასკვნის თანახმად, ი----- კ-----–---ომ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.

 

ნივთმტკიცების წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2003 წლის 30 იანვარს, მოქ. მ-----ა გ------ემ გამომძიებელს წარუდგინა ვ----–---ის მაისური მოწითალო მოყავისფრო ლაქებით, რაც დაილუქა სათანადო წესით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2003 წლის 31 იანვარს, დათვალიერდა ქ.თბილისში, ქ--------–-------აში, სამხედრო ნაწილის ოფიცერთა საერთო საცხოვრებელში არსებული, ვ-----–ი ბ--–---ის დროებითი საცხოვრებელი სახლი №3, რა დროსაც დადგინდა, რომ სასტუმრო ოთახის წინ მდებარე ფანჯრის მარჯვენა ფრთის ზედა მარცხენა ნაწილი ჩამსხვრეულია და გდია იატაკზე ორი ნატეხის სახით (ერთი ნატეხი დამტვრეული უფრო წვრილ ნაწილებად), ასევე შესასვლელ და სამზარეულოს კარებს შორის არსებულ ტუმბოზე აღმოჩენილი იქნა დიქტის ნაჭერი, მოწითალო ფერის სისხლის ლაქებით.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, დაზარალებულ ვ-----–ი ბ--–---ის 2003 წლის 3 თებერვლის ჩვენებით, 2003 წლის 29 იანვარს, მ-----ა გ------ესთან სტუმრად იმყოფებოდნენ მეზობლები - ვ-----–ი ბ--–---ი და ვ-–- ც-------ე. დაახლოებით 19:00 საათზე, მათ შეუერთდა მ-----ას ოჯახის ნათესავი - ი----- კ-----–---ო, ზედმეტსახელად „კ-----ა“. სტუმრებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით 21:00 საათზე, „კ-----ამ“ დატოვა მ--------ის სახლი, ვ-----–იმ და ვ-–-მ კი იგი გააცილეს. გზად საუბრისას, „კ-----ა“ დაინტერესდა ვ-–-სა და მ-----ას ურთიერთობით, რაზეც ვ-–-------ისაგან პასუხად მიიღო, რომ მათ მხოლოდ კარგი მეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ. აღნიშნულის შემდეგ, „კ-----ამ“ განაცხადა, რომ მ--------ე იყო მისი საყვარელი, „მისი ქალი“, რაზეც ვ----–---ი გაღიზიანდა (ვინაიდან ი-------–---ო იყო მ--------ის ნათესავი - მ--------ის ძმისშვილის ნათლია), ორჯერ დაარტყა თავი და შემდეგ მუშტი სახის არეში, თან გააფრთხილა, რომ „წათრეულიყო“. ვ-–- ც-------ემ გააშველა ვ----–---ი და „კ-----ა“, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გატრიალდა და წავიდა. სახლში დაბრუნებული ვ----–---ი დაწვა დასაძინებლად, ძილში კი იგრძნო ჩხვლეტა, რამაც გააღვიძა და დაინახა, რომ „კ-----ა“ იყო ჩაჩოქილი მის საწოლთან და რაღაც მოკლე ფრაზა ჩაილაპარაკა, რომელიც ვერ გაიგო. ამ დროს მეორედ დაარტყა „შტირი“ – „სპიცი“ მკერდის არეში ი-------–---ომ, ვ-----–იმ კი სახეში გაარტყა მუშტი, შეძლო წამოდგომა და წინააღმდეგობის გაწევა. „კ-----ამ“ მესამედაც დაარტყა ვ----–---ს, რის საპასუხოდაც დაზარალებულმა მარჯვენა ხელი გაარტყა ნიკაპის არეში, თუმცა „კ-----ამ“ დარტყმის ასაცილებლად თავი უკან გადაწია და მიარტყა ფანჯარას, რა დროსაც მინა ჩაიმსხვრა. ვ----–---ი შეეცადა ტუმბოზე განთავსებული დიქტის ნაჭერი ესროლა ი-------–---ოსათვის, თუმცა იგი ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. დაჭრილი ვ----–---ი ბინიდან გარეთ გავიდა და მეზობელს მ-----–ა ფ-----ეს სთხოვა დახმარება, რა დროსაც გონება დაკარგა. მეზობლებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. დაზარალებულის ჩვენებით, გზაში პერიოდულად მოდიოდა გონზე.

 

მოწმე მ-----ა გ------ის ჩვენებით, იყო ვ-----–ი ბ--–---ის მეზობელი და ი----- კ-----–---ოს ნათესავი. 2003 წლის 29 იანვარს საღამოს, მასთან სახლში იმყოფებოდნენ დედამისი მ-----–ა ფ-----ე, ვ-–- ც-------ე, ი----- კ-----–---ო, მეტსახელად „კ-----ა“ და ვ-----–ი ბ--–---ი და მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს. სუფრის დასრულების შემდეგ, ვ----–---მა და ვ-–-------ემ გააცილეს ი-------–---ო, უკან დაბრუნებული ვ----–---ისაგან კი შეიტყო, რომ ვ----–---სა და ი-------–---ოს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ვ----–---მა დაარტყა. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 24:00 საათზე, შემოესმა მამაკაცის ყვირილის ხმა და დაინახა კართან წელში მოხრილი ვ----–---ი, რომელიც მ-----–ა ფ-----ეს სთხოვდა დახმარებას. დაჭრილი დაზარალებული მეზობლის ა/მანქანით გადაიყვანეს ე.წ. „არამიანცის“ საავადმყოფოში, გზაში კი დაზარალებულს უთქვამს, რომ „კ-----ამ“ წვრილი რაღაც დაარტყა და გააფრთხილა არავისთვის ეთქვათ. მოწმის განმარტებით, ვ----–---მა მაისური აიწია, მაგრამ სად და რა ჰქონდა დარტყმული, არ დაუნახავს, თუმცა დაზარალებული თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ სახლში მყოფ ვ----–---ს ძილში დაარტყა ი-------–---ომ „სპიცი“, რამდენჯერ მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, იმ დღის შემდეგ ი--------–---ო აღარ უნახავს.

 

მოწმე მ-----–ა ფ-----ის ჩვენებით, იყო ვ-----–ი ბ--–---ის მეზობელი. 2003 წლის 29 იანვარს, მასთან სახლში იმყოფებოდნენ მისი შვილი მ-----ა გ------ე, მეზობლები: ვ-----–ი ბ--–---ი და ვ-–- ც-------ე, აგრეთვე ნათესავი ი----- კ-----–---ო, მეტსახელად „კ-----ა“. სტუმრებმა მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი. სუფრის დასრულების შემდეგ, ი-------–---ო გააცილეს ვ----–---მა და ვ-–-------ემ. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 03:00 საათზე, კართან შემოესმა ვ-----–ი ბ--–---ის ხმა, რომელიც იყო ჩაკეცილი და ყვიროდა „მიშველეთ, ვკვდებიო“. მოწმის ჩვენებით, დაზარალებულს არც ფიზიკური დაზიანების და არც სისხლის კვალი არ აღენიშნებოდა. მ--------ემ ვ-----–ი შეიყვანა სახლში და მეზობელ მედდასთან ერთად, დაზარალებულის სხეულის დათვალიერებისას აღმოაჩინა გულის არეში პატარა ნაჩხვლეტი წერტილი. ვ----–---მა მეზობლებს უთხრა მხოლოდ ის, რომ მისი მოკვლა უნდოდათ. დაჭრილი დაზარალებული მეზობლის ა/მანქანით გადაიყვანეს ე.წ. „არამიანცის“ საავადმყოფოში, სადაც დადგინდა, რომ ვ----–---ს ჰქონდა შინაგანი სისხლდენა და რომ არა დროული სამედიცინო დახმარება, გარდაიცვლებოდა. მოწმის განმარტებით, ვ----–---ისაგან შემდეგ შეიტყო, რომ ინციდენტამდე მასსა და ი-------–---ოს შორის მომხდარა შეკამათება, დაზარალებულმა შეაგინა დედის მისამართით განსასჯელს, რის გამოც ი-------–---ომ მოგვიანებით ერთხელ დაარტყა „სპიცი“. მოწმის ჩვენებით, მისთვის უცნობია ი-------–---ოს ადგილსამყოფელი.

 

მოწმე ვ-–- ც-------ის ჩვენებით, ვ-----–ი ბ--–---ი იყო მისი მეზობელი. 2003 წლის 29 იანვარს, მეზობლის მ-----–ა ფ-----ის ბინაში იმყოფებოდნენ თავად, მ--------ის შვილი მ-----ა გ------ე, ვ-----–ი ბ--–---ის და ი----- კ-----–---ო, რა დროსაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. განსასჯელსა და დაზარალებულს შორის რამდენჯერმე დაიძაბა საუბარი, მიზეზი უცნობია. სუფრის დასასრულს, მ--------ის თხოვნით, ვ-–-------ემ და ვ----–---მა გააცილეს ი-------–---ო. გზად ი-------–---ოსა და ვ----–---ს კვლავ მოუვიდათ შელაპარაკება, იყო ხელით შეხებაც (თუმცა სერიოზული არაფერი მომხდარა), რა დროსაც ი-------–---ომ დაზარალებულს უთხრა, რომ ამას ასე არ დატოვებდა და „დაშტირავდა“. დაახლოებით 24:00 საათზე, ვ----–---ი და ვ-–-------ე დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში დასაძინებლად. მოწმის განმარტებით, გვიან ღამით, გააღვიძა კორიდორში კარზე ბრახუნის ხმამ, გარეთ გამოსულმა კი მ--------ის სახლში ნახა „სპიცით“ დაჭრილი ვ-----–ი ბ--–---ი. მოწმის ჩვენებით, ვ----–---ი იყო ძალადაკარგული, უჭირდა სუნთქვა და საუბარი, რის გამოც მალევე წაიყვანეს საავადმყოფოში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ვ----–---მა ვ-–-------ეს უამბო, რომ ი-------–---ომ, მეტსახელად „კ-----ამ“ მძინარეს გულმკერდის არეში 4-5-ჯერ დაარტყა „სპიცი“, ასევე ჰქონდა 2-3 ჭრილობა ხელის არეში.

 

მოწმე ქ------ინა გ------ის ჩვენებით, ვ-----–ი ბ--–---ი იყო მისი მეზობელი, ი----- კ-----–---ო კი - ნათესავი. მოწმის განმარტებით, 2003 წლის 29 იანვარს განვითარებული მოვლენებიდან ახსოვს, რომ მათთან სტუმრად იყო ი----- კ-----–---ო. გვიან ღამით კი მათ კართან, ბებიას მ--------ეს დახმარებას სთხოვდა ვ----–---ი და ამბობდა, რომ ი----- კ-----–---ომ, მეტსახელად „კ-----ამ“ დაჭრა გულმკერდის არეში რაღაც წვრილი საგნით. მოწმის განმარტებით, დაზარალებული იყო შეშინებული, თუმცა ლაპარაკი მაინც შეეძლო. ქ.გ------ისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი ი--------–---ოსა და ვ----–---ს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალები.

 

მოწმე ლ--–- თ----ის ჩვენებით, ვ-----–ი ბ--–---ი იყო მისი მეზობელი. 2003 წელს, თარიღი არ ახსოვს, ღამის საათებში, შემოესმა ხმაური, გარეთ გასვლისას კი შეიტყო, რომ ვ-----–ი ბ--–---ი დაჭრა ი----- კ-----–---ომ, მეტსახელად „კ-----ამ“ „სპიცით“, ასევე დაინახა, როგორ ჩასვეს მანქანაში დაზარალებული და წაიყვანეს საავადმყოფოში. მეორე დღეს, შეიტყო, რომ ი----- კ-----–---ო ღამით შეპარულა ვ-----–ი ბ--–---ის სახლში და დაუჭრია „სპიცით“. მოწმისთვის უცნობია, რამდენჯერ დაარტყა განსასჯელმა „სპიცი“ დაზარალებულს.

 

მოწმე მ--- მ------–-–---–ის ჩვენებით, ვ-----–ი ბ--–---ი იყო მისი მეზობელი. 2003 წლის იანვარში, ბავშვებს აძინებდა, როდესაც ღამით ფანჯრიდან მოესმა ორი პირის ხმამაღალი საუბარი. ერთი იყო ვ-----–ი ბ--–---ი და მეორე მასზე შედარებით დაბალი მამაკაცი. საუბრისათვის ყურადღება აღარ მიუქცევია, მეორე დღეს მეზობლისგან გაიგო, რომ ვ-----–ი ბ--–---ი დაუჭრია მ-----–ა ფ-----ესთან სტუმრად მყოფ, მისი შვილიშვილის ნათლიას, ი----- კ-----–---ოს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სერვისების განვითარების სააგენტოს, 2015 წლის 24 აპრილის №0------- წერილისა და გარდაცვალების აქტის ჩანაწერის თანახმად, ვ-----–ი ბ--–---ის (დაბადებული 0----.1--3წ, პირადი №6----------) გარდაცვალება რეგისტრირებულია 2004 წლის 6 მარტს.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე მ---------ა ფ--–-----ას 2003 წლის 24 მარტის ჩვენებით, არის ი----- კ-----–---ოს ბებია. განსასჯელი მასთან ცხოვრობდა პერიოდულად. მოწმის ჩვენებით, ი-------–---ო მან ბოლოს ნახა 2003 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათისთვის, როდესაც ეს უკანასკნელი გავიდა სახლიდან და დაიბარა, რომ თუ ორ დღეში არ დაბრუნდებოდა, ე.ი. რუსეთში გაემგზავრა. აღნიშნულის შემდეგ, მისთვის უცნობია შვილიშვილის ადგილსამყოფელი, 2003 წლის 29 იანვარს მომხდარი ინციდენტის თაობაზე კი მოგვიანებით გახდა ცნობილი მ--------ის დეიდისაგან.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თბილისის პირველ კლინიკური საავადმყოფოს ისტორია №5------დან მოქალაქე ვ-----–ი ვ----–ის ძე ბ--–---ი 2003 წლის 30 იანვარს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 2003 წლის 30 იანვრიდან - 4 თებერვლის ჩათვლით, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა არეში. მარცხენა მხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთრაქსი, შემოფარგლული კანქვეშა ემფიზემით. ნაჩხვლეტი ჭრილობები მარცხენა მხრის და წინამხრის არეში. აღნიშნული დაზიანებანი მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს (ექსპერტი ე-----–--–---–ი).

 

სასამართლო ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:

· ვინაიდან ექსპერტიზაზე არ არის წარდგენილი დაზიანებათა მიმყენებელი კონკრეტული საგანი, იდენტიფიციკაციის საკითხის გადაწყვეტა (დაზიანებები მიყენებულია თუ არა „სპიცით“ - ლითონის წვრილი ღეროთი) ექსპერტიზას არ შეუძლია, თუმცა გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვ-----–ი ბ--–---ის ჯემპრზე აღინიშნება მრავლობითი დაზიანებები (ობიექტი №1-14 მათი აღწერილობა და ლოკალიზაცია გამოკვლევით ნაწილშია მოყვანილი), რომელთაგან ობიექტები №1-12, თავისი მორფოლოგი----- სურათიდან გამომდინარე, განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავი საგნის (საგნების) მოქმედებით: ჯემპრზე არსებული ობიექტი №12, №13, №14 წამოადგენენ განახევებსა და განარღვევში გარდამავალ განარღვევს და განვითარებულნი არიან რაიმე ბლაგვი მექანიკური ძალის ზემოქმედებით ქსოვილისა და განაკერის ძაფების გადაჭიმვის შედეგად ამ მიდამოებში.

· ვ----–---ის ჯემპრზე და მის სხეულზე არსებული დაზიანებების ზუსტი შესაბამისობის დადგენა ვერ ხერხდება, შესაძლებელია დაზიანებათა განვითარების მათი ურთიერთგადანაცვლების გამო. თუმცა რაოდენობრივად ჯემპრზე არსებული დაზიანებები აღემატებიან ვ----–---ის სხეულზე არსებულ დაზიანებებს და ჯემპრზე არსებული ობიექტი №1,2,3 შესაძლოა შეესაბამებოდეს მის სხეულზე გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ არსებულ ჭრილობებს. ობიექტი №9,10,11-დან ერთ-ერთი შეესაბამება უკანა ზედაპირზე მარცხნივ ბეჭის ძვლის ქვედა კიდესთან არსებულ ჭრილობას. ობიექტი №5 უნდა შეესაბამებოდეს სხეულზე მარცხენა წინამხრის მიდამოში არსებულ ჭრილობებს; ობიექტი №6,7,8-დან ერთ-ერთი უნდა შეესაბამებოდეს სხეულზე მარცხენა მხრის მიდამოში არსებულ ჭრილობას. ვ----–---ის სხეულზე მარჯვენა ბეჭის ძვლის ქვედა კუთხესთან არსებული ჭრილობის შესაბამისად ჯემპრზე დაზიანება არ აღინიშნება. ჯემპრზე არსებული ობიექტი №4,12,13,14-ის შესაბამისად მის სხეულზე დაზიანება არ აღენიშნება (ექსპერტი ნ--------ე).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ქმედების განხორციელებას ყოველგვარი მაკვალიფიცირებელი გარემოებების გარეშე. აღნიშნული დანაშაულის განხორციელების აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით. რაც შეეხება ქმედების მცდელობად შეფასებას, მცდელობა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი გარკვეულ მიზეზთა და გარემოებათა გამო (საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლი).

 

მოცემულ შემთხვევაში სს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან (მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები) ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დანაშაულებრივ ქმედებასთან ი----- კ-----–---ოს სავარაუდო კავშირზე არის თავად დაზარალებულ ვ-----–ი ბ--–---ის საჯაროდ წაკითხული ჩვენება. სხვა მტკიცებულებებიდან ნაწილი არის ირიბი მტკიცებულება (მაგ: მოწმეები, რომლებიც მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ ვ----–---ისაგან), ხოლო ნაწილი - არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად (მაგ: სასმართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა).

 

რაც შეეხება ერთადერთ მტკიცებულებას - ვ----–---ის ჩვენებას (რაც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, ვინაიდან დაზარალებული გარდაცვლილია), აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

ევროსასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია დაფიქსირებული პოზიცია, რომ ძალზე ფრთხილად და სათანადო წინდახედულობით უნდა შეფასდეს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მიღებულია ისეთ პირობებში, როდესაც დაცვის უფლება არაა უზრუნველყოფილი. ზოგიერთ გარემოებაში შეიძლება საეჭვო გახდეს გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებებზე მითითება მაშინ, როდესაც ბრალდება მთლიანად ან მეტწილად დაფუძნებულია პირის ჩვენებებზე და მოცემულ შემთხვევაში თავად დაზარალებულზე, რომლის უშუალოდ დაკითხვის საშუალებაც ბრალდებულს არ ჰქონდა არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვის სტადიაზე, რაც მისცემდა სასამართლოს საშუალებას, რომ ერთმანეთისათვის შეედარებინა მოწმისა და ბრალდებულის ჩვენებები და ეჭვი შეეტანა მათ სანდოობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მოესმინა დაზარალებულ ვ-----–ი ბ--–---ის ჩვენება (მისი სასამართლოში წარმოდგენა ვერ მოხერხდა გარდაცვალების გამო და საჯაროდ იქნა წაკითხული გამოძიებაში მიცემული ჩვენება) და უშუალოდ შეეფასებინა მისი ქცევა, აგრეთვე მოვლენათა მის მიერ აღწერილი ვერსიის საიმედოობა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ „ყოველი ადამიანი,... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამოკვლევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით...“ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:

... დ) დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები...“

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული გარანტია მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიან განხილვაზე უფლების კონკრეტული ასპექტია, რომელიც სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja a№d Tahery v. the U№ited Ki№gdom), განაცხადები №os. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 118). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმ შემთხვევებს, როდესაც ბრალდებულს არ შეეძლო დაეკითხა ბრალდების მოწმე, რადგან ეს უკანასკნელი გარდაიცვალა და სასამართლომ მისი ინფორმაცია მტკიცებულებად დაუშვა, განიხილავს აღნიშნულ ორ ნორმასთან მიმართებაში (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bo№ev v. Bulgaria), განაცხადი №o. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, § 40). აღნიშნულ კონტექსტში, სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას, ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე საზოგადოების და დაზარალებულის ინტერსებს, რომ დანაშაული სისხლის სამართლის წესით იქნეს დასჯილი (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hor№castle a№d others v. the U№ited Ki№gdom), განაცხადი №o. 4184/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 130).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთხელ მიუთითებს თავის გადაწყვეტილებებში, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობას, უპირატესად, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა უნდა აწესრიგებდეს და როგორც წესი, ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა მათ ხელთ არსებული მტკიცებულების შეფასება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამოცანაა, რომ მთლიანობაში შეაფასოს სამართალწარმოების სამართლიანობა, იმის ჩათვლით, თუ რამდენად სამართლიანად იყო მტკიცებულება მოპოვებული (i№ter alia, გეფგენი გერმანიის წინააღმდეგ (Gäfge№ v. Germa№y), განაცხადი №o. 22978/05 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, § 162.

 

ჩვეულებრივ, ყველა მტკიცებულება სასამართლოს უნდა წარედგინოს ბრალდებულის თანდასწრებით, რათა მოხდეს მათი განხილვა შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად. კერძოდ, როგორც წესი, მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული უფლებები მოითხოვს, რომ განმცხადებელს ჰქონდეს ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, რომ ბრალდების მოწმეს, მათ შორის დაზარალებულს, კითხვა დაუსვას და მისი პასუხი ეჭვქვეშ დააყენოს, როდესაც მოწმე ჩვენებას იძლევა ან სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოწმემ ინფორმაცია ყოველთვის სასამართლოში, საჯაროდ უნდა მისცეს, რათა იგი მტკიცებულებად იქნეს დაშვებული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეუძლებელია. გამოძიების ეტაპზე პირის მიერ გაკეთებული განცხადებების სასამართლოს მიერ გამოყენება თავისთავად არ არღვევს მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს იმ პირობით, თუ დაცვის უფლება გარანტირებულია (აში ავსტრიის წინააღმდეგ (Asch v. Austria), განაცხადი №o. 12398/86, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1991 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, § 27).

 

1) კერძოდ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, მოწმის სასამართლოზე დაკითხვის შეუძლებლობას ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი. მოწმის გარდაცვალების შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს სტანდარტული ფრაზაა, რომ იმის გამო, რომ მოწმე ვერ იკითხება სასამართლოზე, პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს მოპასუხე სახელმწიფოს.

 

2) ამის შემდეგ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, ხომ არ იყო გარდაცვლილი მოწმის ჩვენება ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება პირის მსჯავრდებისთვის. აღნიშნულ კონტექსტში „გადამწყვეტი“ ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე სიტყვა „მტკიცებითი ძალა“. ანუ ამ მტკიცებულების გარეშე მსჯავრდების შესაძლებლობა იკლებს და იზრდება გამართლების შესაძლებლობა. ეს ტერმინი შეზღუდვითად უნდა განიმარტოს და გამოყენებული იქნეს იმ მნიშნველოვან მტკიცებულებასთან მიმართებით, რომელზედაც საქმის შედეგია დამოკიდებული. როდესაც დაუსწრებელი მოწმის ჩვენება სხვა, დამადასტურებელი მტკიცებულებებითაა გამყარებული, იმის შეფასება, თუ რამდენადაა მტკიცებულება გადამწყვეტი, დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებით ძალაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებითი ძალა, დაუსწრებელი მოწმის ჩვენება „გადამწყვეტად“ ვერ ჩაითვლება (Ibid. § 131). მოცემულ სს საქმეზე, სწორედაც, რომ დაზარალებულ ვ-----–ი ბ--–---ის ჩვენება არის ერთადერთი და გადამწყვეტი და რომელიც სხვა, დამადასტურებელი მტკიცებულებებით არაა გამყარებული.

 

3) თუ დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულებაა ან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მსჯავრდებისთვის, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დაცვის უფლების შეზღუდვის ხარისხი შეუთავსებელია მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებთან. ამიტომ, ასეთ შემთხევაში (როცა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველია) უნდა არსებობდეს საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მძლავრი საპროცესო გარანტიების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს მტკიცებულების უტყუარობის სამართლიან და ჯეროვან შეფასებას (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja a№d Tahery v. the U№ited Ki№gdom ), განაცხადები №os. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 119).

 

საქმეზე ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ, პირი, რომელმაც გამომძიებელს განმცხადებლების წინააღმდეგ ჩვენება მისცა, გარდაიცვალა და მისი დაკითხვა სასამართლოზე ვერ მოხერხდა. ამის გამო მოპასუხე სახელმწიფოს პასუხი არ უნდა ეგო, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა. ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა საგულდაგულოდ გაანალიზეს ბრალდების მოწმის ჩვენებები და დაასკვნეს, რომ ისინი გამყარებული იყო რიგი სხვა მტკიცებულებებით. აღნიშნულის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების საქმე განიხილა სამართლიანმა სასამართლომ და მათ მიმართ არ ჰქონდა კოვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუქნტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ (Ferra№telli a№d Sa№ta№gelo v. Italy), განაცხადი №o. 19874/92, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება, § 52-53).

 

საქმეზე ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ განმცხადებელმა განსაკუთრებული სისასტიკით სცემა თავის ნაცნობს, რასაც შედეგად მოყვა სიკვდილი. განმცხადებელს ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განმცხადებელი დავობდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა უსამართლო იყო, ვინაიდან მას არ შეეძლო ჯვარედინად დაეკითხა მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც მსჯავრდების ძირითად საფუძველს შეადგენდა. კერძოდ, ეროვნულმა სასამართლოებმა განმცხადებლის მსჯავრდება დააფუძნეს სამი მოწმის ჩვენებას და ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას. სამი მოწმიდან ორი მოწმე იყო თვითმხილველი და არცერთი მათგანის ჯვარედინი დაკითხვა სასამართლოში არ მოხერხდა, ვინაიდან ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორეს მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ ჰქონდა და ვერ იქნა უზრუნველყოფილი მისი სასამართლო პროცესზე გამოცხადება. მესამე მოწმე ირიბ ჩვენებას იძლეოდა. ბულგარეთის კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება პირის მსჯავრდება მხოლოდ ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას ემყარებოდეს. შესაბამისად, ორი თვითმხილველი მოწმის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მსჯავრდებისთვის.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა შემდეგი ფაქტორები: მოპასუხე სახელმწიფო ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოწმე გარდაიცვალა და მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა სასამართლო განხილვისას, მაგრამ მიიჩნია, რომ მეორე თვითმხილველი მოწმის სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები, რის შედეგადაც ბრალდებულს არ ჰქონდა შესაძლებლობა სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომელთა ჩვენებასაც ძირითადად დაეყრდნო სასამართლო მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებაში და ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის სასჯელის დანიშვნაში. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bo№ev v. Bulgaria), განაცხადი №o. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, §§ 44-45).

 

საქმეზე მიკა შვედეთის წინააღმდეგ, განმცხადებელს ბრალი ედებოდა გაუპატიურებაში. დაზარალებულმა განაცხადი შეიტანა პოლიციაში და დაიკითხა. მან გაიარა სამედიცინო შემოწმება და ისარგებლა ქალთა კლინიკის კონსულტანტის მომსახურებით. თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დაზარალებულმა თავი მოიკლა. განმცხადებელი თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ დააკავეს და წარუდგინეს ბრალი გაუპატიურებაში. ამ დროისთვის ბრალდება ემყარებოდა შემდეგ მტკიცებულებებს: დაზარალებულის სამედიცინო შემოწმების დასკვნა, კონსულტანტის შენიშვნები, დაზარალებულის წერილობითი ჩვენება. დაკავების შემდეგ, ჩატარდა განმცხადებლის სისხლის ნიმუშის დნმ-ის ანალიზი და დადგინდა იდენტობა დაზარალებულის სხეულზე აღმოჩენილ სპერმას შორის.

 

მოცემულ საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებული გაუპატიურებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და შვედეთის ხელისუფლებას არ შეიძლებოდა პასუხი ეგო იმაზე, რომ ვერ უზრუნველყო მოწმის სასამართლო პროცესზე გამოცხადება. ამასთან, დაზარალებული გარდაიცვალა განმცხადებლისთვის ბრალის წარდგენამდე და ამიტომ ამ უკანასკნელს მისი დაკითხვის შესაძლებლობა არ ჰქონია არც გამოძიების ეტაპზე, რაზეც სახელმწიფო ასევე არ აგებს პასუხს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება, მტკიცებულებად დაეშვა დაზარალებულის ჩვენება, მოცემული პოლიციის პატაკში, თავისთავად არ არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს (Ibid. § 37).

 

ევროპული სასამართლოს გადასაწყვეტი იყო, ხომ არ ემყარებოდა მთლიანად ან ძირითადად, განმცხადებლის მსჯავრდება დაზარალებულის ჩვენებას ისე, რომ მისი უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე დარღვეულად ჩათვლილიყო. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებულის ჩვენება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, ვინაიდან ეროვნულ სასამართლოს წინაშე სხვა მოწმეებიც წარსდგნენ და წერილობითი მტკიცებულებაც იქნა განხილული (Ibid. § 38).

 

რაც შეეხება მეორე კითხვას, ხომ არ იყო დაზარალებულის ჩვენება გადამწყვეტი, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მტკიცებულებას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა პირის მსჯავრდებისთვის და საქმეში არსებობდა რიგი სხვა მტკიცებულებები, დოკუმენტებისა თუ ჩვენებების სახით, რომლებიც დეტალურად იქნა გამოკვლეული ეროვნული სასამართლოების მიერ; ამასთან, დაზარალებულის ჩვენება გამყარებული იყო ნივთმტკიცებულებებით და ამიტომ დაზარალებულის ჩვენებას განმცხადებლის მსჯავრდებაში ძირითადი მნიშვნელობა არ ჰქონდა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებელმა ისარგებლა სამართლიანი სასამართლოთი და მას კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები არ დარღვევია (Ibid . §§ 39-42).

 

საქმეზე ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განმცხადებლების წინააღმდეგ საქმეში არსებობდა დაზარალებულის გამოძიების დროს დეპონირებული ჩვენება. დაზარალებულის გარდაცვალების გამო, ბრალდებულებს არ შეეძლოთ მისი სასამართლო განხილვის დროს დაკითხვა. ამასთან, დაზარალებული იყო რეგისტრირებული ალკოჰოლიკი, განმცხადებლების მიერ მასზე სავარაუდო თავდასხმის დროს ის ნასვამი იყო და თავად მისივე ჩვენების თანახმად, „ბუნდოვნად“ ახსოვდა თავდასხმის დეტალები (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hor№castle a№d others v. the U№ited Ki№gdom), განაცხადი №o. 4184/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება).

 

ევროპულმა სასამართლომ იმის შეფასებისას, იყო თუ არა დაზარალებულის ჩვენება გადამწყვეტი განმცხადებლების ბრალდებისთვის, ყურადღება მიაქცია ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებში განვითარებულ მსჯელობას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდება ემყარებოდა დაზარალებულის ჩვენებას. სააპელაციო სასამართლომ, დაზარალებულის ჩვენების გარდა, რიგ სხვა არსებით მტკიცებულებებზე მიუთითა (Ibid . § 141). თუმცა, საბოლოო ჯამში, ევროპულმა სასამართლომ მთავარი აქცენტი გადაიტანა საპროცესო გარანტიებზე და მათ გამოყენებაზე, ვინაიდან, თუნდაც მტკიცებულება გადამწყვეტი ყოფილიყო მსჯავრდებისთვის, ეს თავისთავად მე-6 მუხლს არ დაარღვევდა. ევროპულმა სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლემ განიხილა შუამდგომლობა დაზარალებულის ჩვენების მტკიცებულებად დაუშვებლობის შესახებ მის გამოქვეყნებამდე; დეტალური დასაბუთებით გაამყარა თავისი უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე; მოსამართლემ განუმარტა ნაფიც მსაჯულებს დაზარალებულის ჩვენების მნიშვნელობა და მისცა მითითება, ყურადღებით მოკიდებოდნენ ინფორმაციას; აუხსნა, თუ როგორ შეიზღუდა დაცვის უფლება იმის გამო, რომ დაზარალებულის გარდაცვალების გამო მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა. ბრალდებულებს შეეძლოთ, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინათ დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა, მათ ეცნობათ დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული დეტალები და შეეძლოთ ჩვენების უტყუარობაზე დავა დაზარალებულის ალკოჰოლიზმსა და „ბუნდოვან“ მეხსიერებაზე მითითებით. საბოლოო ჯამში, ევროპული სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდების სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო გარანტიების გამოყენებით, ნაფიც მსაჯულებს შეეძლოთ სამართლიანად და ჯეროვნად შეეფასებინათ დაზარალებულის ჩვენება. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს (Ibid . §§ 142-143).

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმე ვ----–---ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა ვერ იქნა უზრუნველყოფილი ობიექტური მიზეზით (მისი გარდაცვალების გამო), მისი გამოძიებაში მიცემული ჩვენება საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული სასამართლო სხდომაზე, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულების გამოკვლევისა და გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ზ/აღნიშნული მოწმის ჩვენება არ იყო გამყარებული სხვა არცერთი მტკიცებულებით და სწორედ ამ ერთადერთ მტკიცებულებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ი----- კ-----–---ოს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებაში. გარდა ამისა, ვ----–---ისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებში არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით ისევე, როგორც თავად მოწმეთა ჩვენებებში ფიქსირდება ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ვ----–---ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს წარდგენილ ბრალდებაში ი----- კ-----–---ოს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შესაბამისობაშია როგორც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობასთან, ისე ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით _ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლით, რომლის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუცი----- დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუცი----- სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი----- კ-----–---ოს დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც ი-------–---ო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-496-ე, 498-ე, 504-ე, 510-ე, 511-ე, 512-ე, 513-ე, 523-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი----- კ-----–---ო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა~ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ი----- კ-----–---ოს მიმართ სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 5 თებერვლის ბრძანებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ი----- კ-----–---ოს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ნაჭყებია