გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2019
საქმის ნომერი
080210018002608319
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2/2860-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი - ალექსანდრე ხაჭაპურიძე

მოსარჩელე - სს „ს----------–---------“

წარმომადგენელი - ჯ---- ტ--–-----

მოპასუხეები - 1. თ---------- ჯ----–---

2. რ--- გ----------

წარმომადგენელი - ზ------- წ----–---

 

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების

შესრულება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ---------- ჯ----–---სა და რ--- გ----------ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 75 043.06 ლარის გადახდა;

 

1.2. თ---------- ჯ----–---სა და რ--- გ----------ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2 251.29 ლარის ოდენობით;

 

1.3. დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით რეალიზებულ იქნეს იპოთეკით დატვირთული რ--- გ----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ქუთაისი, გ------------------–------–- N125/68, ს.კ. 0------------------- იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეული იქნას თ---------- ჯ----–----- და რ--- გ----------- საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 28 ივლისს სს „ს----------–----------“ და თ---------- ჯ----–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #GCL0----------------. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იმავე მხარეებს შორის 2017 წლის 28 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N GCLCA0------------------------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 70 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით. სესხზე წლიური სარგებელი შეადგენდა 12.8%-ს, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის - 0,5%-ს. კრედიტის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 28 ივლისს სს „ს----------–----------“ და რ--- გ----------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება # CAH0--------, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა რ--- გ----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ქუთაისი, გ------------------–------–- N125/68, ს.კ. 0-------------------

 

კრედიტის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 28 ივლისს სს „ს----------–----------“ და რ--- გ----------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება # CAS0--------, რომლის თანახმად, რ--- გ----------მ სრულად იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებელ თ---------- ჯ----–---- მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

2018 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით სს „ს----------–---------ს“ წინაშე დავალიანება შეადგენს ძირ თანხას 60 260.55 ლარს, სარგებელს - 4986.40 ლარს, პირგასამტეხლოს - 9796.11 ლარს; სულ - 75 043.06 ლარს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე რ--- გ----------- წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის წინაშე ძირითადი მოვალე იყო თ---------- ჯ----–---, რომელიც ერთპიროვნულად იყო პასუხისმგებელი სესხის დაფარვაზე. მისი მარწმუნებლისათვის ცნობილია, რომ რაიმე სახის დარღვევას მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამდენად, გაუგებარია და არ ეთანხმებიან მოთხოვნას სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. მიაჩნიათ რომ სარგებელი არასწორად არის დაანგარიშებული. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, იმ შემთხვევაშიც, თუ თ---------- ჯ----–---- მხრიდან ადგილი ჰქონდა ვადაგადაცილებას, მითითებული თანხა შეუსაბამოდ მაღალია და არ შეესაბამება პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებას, რომელსაც აქვს არა მიყენებული ზიანის პროპორციული კომპენსირების დანიშნულება, არამედ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგიურ ბერკეტს, მოვალის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, არ ეთანხმებიან მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით.

 

2.2. მოპასუხე თ---------- ჯ----–---ს სარჩელზე შესაგებელი არა აქვს წარმოდგენილი.

 

მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეების რ--- გ----------- და თ---------- ჯ----–---- წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი. კერძოდ, ძირი თანხის დაკისრების ნაწილში. ასევე 9,6 % სარგებლის დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ხელშეკრულება კაბალურია, მოსარჩელე არის ძლიერი მხარე. ეროვნული ბანკის გაანგარიშებით, შეუსაბამოდ მაღალია სარგებელი, უნდა იყოს 9,6%, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად. ასევე შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლო. უნდა იყოს მხოლოდ 100 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 28 ივლისს სს „ს----------–----------“ და თ---------- ჯ----–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #GCL0----------------. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იმავე მხარეებს შორის 2017 წლის 28 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N GCLCA0------------------------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 70 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით. სესხზე წლიური სარგებელი შეადგენდა 12.8%-ს, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის - 0,5%-ს.

 

3.1.2. კრედიტის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 28 ივლისს სს „ს----------–----------“ და რ--- გ----------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება # CAH0--------, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა რ--- გ----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ქუთაისი, გ------------------–------–- N125/68, ს.კ. 0-------------------

 

3.1.3. კრედიტის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 28 ივლისს სს „ს----------–----------“ და რ--- გ----------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება # CAS0--------, რომლის თანახმად, რ--- გ----------მ სრულად იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებელ თ---------- ჯ----–---- მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულების თანახმად, რ--- გ----------მ სრულად იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებელ თ---------- ჯ----–---- მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მან, როგორც თავდებმა, იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ბანკის სასარგებლოდ თავდებად დაუდგეს ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განსაზღვრულ მოვალეს ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ბანკის უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად. თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 400000 აშშ დოლარი, ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში ბანკში დადგენილი კომერციული კურსით.

3.1.4. იპოთეკით და თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებია: ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო, ჯარიმა და ბანკისთვის მიყენებული ზიანი, ზარალი) ასევე სასამართლოს, აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება დანართებით (ს.ფ. 14-19);

- საკრედიტო ხელშეკრულება დანართით (ს.ფ. 20-23);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 24);

- იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 25-31);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 32-33);

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (იხ. ს.ფ. 34);

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 35-39);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს „ს----------–---------ს“ მიერ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებითა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, თ---------- ჯ----–---ზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

 

3.2.2. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მხრიდან მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა. თ---------- ჯ----–---მ შეწყვიტა სესხზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა. ამას ადასტურებს თვით მსესხებლის მხრიდან სარჩელის ცნობა ძირითადი თანხის დაკისრების, 9,6 % სარგებლის დაკისრების და 100 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

 

3.2.3. ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით დავალიანება სს „ს----------–---------ს“ წინაშე შეადგენს ძირ თანხას 60 260.55 ლარს, სარგებელს - 4986.40 ლარს, პირგასამტეხლოს - 9796.11 ლარს; სულ - 75 043.06 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ინფორმაცია სს „ს----------–---------ს“ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ (იხ. ს.ფ. 40).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

3.2.4. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ. გვერდზე განთავსებული წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ივლისის თვის საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ვალუტით სესხებზე ფიზიკურ პირებზე შეადგენდა 24.5 %, ხოლო უცხოური ვალუტით ფიზიკურ პირებზე - 9.6%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ. გვერდზე განთავსებული წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა (იხ. ს.ფ. 102-108).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-625-ე, 867-ე, 891-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ივლისს სს „ს----------–----------“ და თ---------- ჯ----–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #GCL0----------------. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იმავე მხარეებს შორის 2017 წლის 28 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N GCLCA0------------------------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 70 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით. სესხზე წლიური სარგებელი შეადგენდა 12.8%-ს, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის - 0,5%-ს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან შესრულებული იქნა მისი ვალდებულება და მან ნასესხები თანხა გადასცა მსესხებელ თ---------- ჯ----–---ს, ხოლო მოპასუხეების მხრიდან არ შესრულებულა მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები. მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ნასესხები თანხის გადაცემას.

 

დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მხრიდან მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა. ამას ადასტურებს თვით მსესხებლის მხრიდან სარჩელის ცნობა ძირითადი თანხის დაკისრების, 9,6 % სარგებლის დაკისრების და 100 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია. ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება სს „ს----------–---------ს“ წინაშე შეადგენს ძირ თანხას 60 260.55 ლარს, სარგებელს - 4986.40 ლარს, პირგასამტეხლოს - 9796.11 ლარს; სულ - 75 043.06 ლარს.

 

დადგენილია, რომ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეების რ--- გ----------- და თ---------- ჯ----–---- წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი. კერძოდ, ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, ასევე 9,6 % სარგებლის დაკისრებისა და პირგასამტეხლოს სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ. გვერდზე განთავსებული წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ივლისის თვის საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ვალუტით სესხებზე ფიზიკურ პირებზე შეადგენდა 24.5 %, ხოლო უცხოური ვალუტით ფიზიკურ პირებზე - 9.6%. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ შეუსაბამოდ მაღალი სარგებელია მოთხოვნილი, რადგან სესხზე წლიური სარგებელი შეადგენდა 12.8%-ს, ანუ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ.გვერდზე განთავსებული წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკურ მონაცემებზე ნაკლებს, ხოლო მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებული 9,6% - წარმოადგენდა უცხოური ვალუტით სესხებზე არსებულ მონაცემს. ამდენად, არ არსებობს სესხზე მოთხოვნილი სარგებლის ბათილად ცნობისა და მისი შემცირების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 28 ივლისს სს „ს----------–----------“ და რ--- გ----------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება # CAS0--------, რომლის თანახმად, რ--- გ----------მ სრულად იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებელ თ---------- ჯ----–---- მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მან, როგორც თავდებმა, იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ბანკის სასარგებლოდ თავდებად დაუდგეს ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განსაზღვრულ მოვალეს ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ბანკის უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად. თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 400000 აშშ დოლარი, ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში ბანკში დადგენილი კომერციული კურსით.

 

ასევე დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 28 ივლისს სს „ს----------–----------“ და რ--- გ----------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება # CAH0--------, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა რ--- გ----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ქუთაისი, გ------------------–------–- N125/68, ს.კ. 0-------------------

დადგენილია, რომ იპოთეკით და თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებია: ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო, ჯარიმა და ბანკისთვის მიყენებული ზიანი, ზარალი) ასევე სასამართლოს, აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სოლიდარული პასუხისმგებლობის თაობაზე საფუძვლიანია.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია.

 

ამ ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს წარმოეშვათ სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარათ სესხის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც მათ არაჯეროვნად შეასრულეს. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის სარგებელი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის კი, ხელშეკრულებითვე, დადგენილი იყო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს უფლებას - შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტის ძირითადი თანხის ოდენობის და მისი დაფარვის ვადაგადაცილების დროის გათვალისწინებით (ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა) სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გონივრულად, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით მოთხოვნილია პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის, ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0.5%. აღნიშნული კაბალურ მდგომარეობაში აყენებს მსესხებელს, რადგან მოთხოვნილია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო გაანგარიშებული უნდა იქნეს ვადაგადაცილებისათვის, ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0.05%-ის ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 979,61 ლარს (9796.11 ლარის მეათედი, ანუ მოთხოვნილ თანხაზე ათჯერ ნაკლები).

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ, კერძოდ ძირითადი თანხის დაკისრების, სარგებლის ნაწილისა და პირგასამტეხლოს ნაწილის დაკისრების ნაწილში, ცნო სარჩელი. ამასთან სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და აყენებს მოპასუხეს კაბალურ მდგომარეობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 2251.29 ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეების წარმომადგენელმა სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სრულად ცნო სარჩელი, ასევე ნაწილი პროცენტისა და ნაწილი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი, შესაბამისად, ამ ნაწილში მოპასუხე მხარე უნდა განთავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის თანხა 1910,81 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არსებობს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. შესაბამისად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 49.60 ლარი. ამასთან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 290.88 ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს თ---------- ჯ----–---ს და რ--- გ----------ს მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 66 226.55 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 60 260.55 ლარი, სარგებელი - 4 986.40 ლარი, პირგასამტეხლო - 979.6 ლარი.

 

3. დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით რეალიზებულ იქნეს იპოთეკით დატვირთული რ--- გ----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ქუთაისი, გ------------------–------–- N125/68, ს.კ. N0------------------- იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეული იქნას თ---------- ჯ----–----- და რ--- გ----------- საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.

 

4. მოპასუხეებს თ---------- ჯ----–---ს და რ--- გ----------ს მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 49.60 ლარის ოდენობით.

 

5. მოსარჩელე სს „ს----------–---------“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1910.81 ლარის ოდენობით, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 3--------, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2,251.29 ლარი, გადამხდელი: სს ,,ს----------–---------”, გადახდის თარიღი: 27 აგვისტო, 2018 წელი; საგადახდო დავალება N887, გადამხდელის ბანკი: სს ,,ს----------–---------“).

 

6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 290.88 ლარის ოდენობით, ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად და დარჩეს ბიუჯეტში.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე