განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
330100118002657016
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4426-18

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ--------–--–------–-–---–-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ტ------–---------

 

ბრალდებული - ი-----–-------------------------------, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თ---–--–---–----–------------------------ში, ამჟამად პატიმარი

 

წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ი-----–-------------მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები - 1,47825 გრამი ბუპრენორფინის შემცველი აბები, აბის ნატეხები და ფხვნილი და 0,79536 გრამი მეთადონის (მარილი) შემცველი კაფსულები, ფხვნილი და ნივთიერებები, საიდანაც ი-----–-------------მ 2018 წლის 22 აგვისტოს, თბილისში, გ---------------------ში მდებარე ც------------------ ტერიტორიაზე, ო--------–----–---–--- უკანონოდ გაასაღა 0,0318 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1 ცალი ტაბლეტი და ტაბლეტის ოთხი ნატეხი, რაც 2018 წლის 22 აგვისტოს, თბილისში, გ---------------------ში მდებარე ც------------------ ტერიტორიაზე, ამოღებულ იქნა შ---–--------–---------------–----------–-–---------------------- თანამშრომლების მიერ ჩატარებული, ო--------–----–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო 1,2749 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 153 ცალი ტაბლეტი (საიდანაც 2 ცალი ტაბლეტი დაზიანებულია (დატეხილი ნატეხებად)) ი-----–-------------მ უკანონოდ გაასაღა გ--------–-----–-–---–---, რაც ამ უკანასკნელმა შეინახა თბილისში, ლ----------------–--------------- ბინაში, რაც ამოღებულ იქნა 2018 წლის 22 აგვისტოს, შ---–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ჩატარებული, გ--------–-----–-–---–-ს ბინის ჩხრეკის შედეგად. 0,13017 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 16 ცალი ტაბლეტი და ტაბლეტის ორი ნატეხი ი-----–-------------მ უკანონოდ შეინახა ტანთმოსილ შარვლის ჯიბეში, რაც 2018 წლის 22 აგვისტოს, თბილისში, გ---------------------ში მდებარე ც------------------ ტერიტორიაზე, ამოღებულ იქნა შ---–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ჩატარებული, ი-----–-------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად. 0,04138 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 5 ცალი ტაბლეტი, ტაბლეტის ნატეხი და ფხვნილი და 0,79536 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) შემცველი 19 ცალი კაფსულა, ფხვნილი და ნივთიერებები ი-----–-------------მ უკანონოდ შეინახა თავის მართვის ქვეშ მყოფ ,,V----------ის‘‘ მარკის ავტომანქანაში, სახ.----------, რაც 2018 წლის 22 აგვისტოს, თბილისში, გ---------------------ში მდებარე ც------------------ ტერიტორიაზე, ამოღებულ იქნა შ---–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ჩატარებული, ი-----–-------------ს ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ი-----–-------------მ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები - 0,17155 გრამი ბუპრენორფინის შემცველი აბები, აბის ნატეხები და ფხვნილი, ასევე, 0,79536 გრამი მეთადონის (მარილი) შემცველი ნივთიერებები, კაფსულები და ფხვნილი.

 

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებიდან 0,04138 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 5 ცალი აბი, აბის ნატეხი და ფხვნილი, ასევე, 0,79536 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) შემცველი ნივთიერებები, 19 ცალი კაფსულა და ფხვნილი ი-----–-------------მ უკანონოდ შეინახა თავის მართვის ქვეშ მყოფ ,,V----------ის‘‘ მარკის ავტომანქანაში, სახ.----------, რაც 2018 წლის 22 აგვისტოს, თბილისში, გ---------------------ში მდებარე ც------------------ ტერიტორიაზე, ამოღებულ იქნა შ---–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ჩატარებული, ი-----–-------------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ხოლო 0,13017 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 16 ცალი აბი და აბის ორი ნატეხი ამოღებულ იქნა ი-----–-------------ს პირადი ჩხრეკისას.

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების

უკანონო შეძენა და შენახვა

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–--------------------------------------–-------------------–-- სამმართველოს გამომძიებლის, მოწმე გ------------–-–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 21 აგვისტოს დაიწყო გამოძიება ვინმე ი-----–-ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე. ვინაიდან ინფორმაცია არ იყო საკმარისი, წერილით მიმართა ხელმძღვანელობას, დადგენილიყო აღნიშნული პირის დემოგრაფიული მონაცემები და მისი დანაშაულებრივი კავშირები. 22 აგვისტოს, თანამშრომლებთან ერთად, იმყოფებოდა ქალაქში, რა დროსაც შ--–---–--–------მ რაციით გადასცა, რომ ვინმე ი-----–- იყო ი-----–-------------, რომელიც იმ დროისთვის ,,V----------ის‘‘ მარკის ავტომანქანით, სახ.----------, იმყოფებოდა ც------------------ ტერიტორიაზე და პირადად და ავტომანქანაში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს. რამდენიმე წუთში, თანამშრომლებთან ერთად, მივიდა მისამართზე, სადაც მართლაც იყო გაჩერებული ხსენებული მანქანა, თუმცა მანქანაში, ერთის ნაცვლად, სამი პირი იჯდა. წინიდან, მარცხენა გვერდიდან და უკნიდან ისე დაუდგნენ, რომ გაქცევის საშუალება არ მისცემოდათ, უთხრეს, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, წარუდგინეს მოწმობები და მოსთხოვეს მანქანიდან გადმოსვლა. ი-----–-------------, რომელიც საჭესთან ოჯდა, შეეცადა მანქანის დაძვრას, თუმცა მათი მანქანები იმგვარად იყო გაჩერებული მისი მანქანის გარშემო, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებდა დაძვრას. იმის გამო, რომ არ გადმოდიოდნენ და მანქანის კარიც ჩაკეტილი ჰქონდათ, თანამშრომელმა ჩაამტვრია მანქანის საქარე მინა, გააღეს კარი და გადმოიყვანეს. ავტომანქანაში ი-----–-------------ს გვერდით იჯდა გ--------–-----–-–---–-, ხოლო უკან - ო--------–----–---–-. პოლიციელების მიმართ სამივე ძალიან აგრესიულად იქცეოდა, მათ შორის, ყველაზე აგრესიული ი-----–------------- იყო. ვინაიდან არ იყვნენ საკმარისი პოლიციელები, რომ საგამოძიებო მოქმედებებიც ჩაეტარებინათ და უსაფრთხოებაც დაეცვათ, მოხდა დამატებითი ძალების გამოძახება. პოლიციის თანამშრომლებს ი-----–-------------სთვის მკლავებში ჰქონდათ ხელი მოკიდებული და მოუწოდებდნენ დამშვიდებისკენ, მაგრამ ის ხელების გაშვებას, დასხლტომას ცდილობდა, რის საშუალებასაც არ აძლევდნენ და იყენებდნენ პროპორციულ ძალას. ადგილზე, გარშემო, მოქალაქეები მოძრაობდნენ, რამდენიმე კიდეც მივიდა და იკითხა, რა ხდებოდა, მაგრამ უკან გააბრუნეს, რათა ხელი არ შეეშალათ. რამდენიმე წუთში დამატებით გამოცხადდნენ თანამშრომლები, ამასობაში დროც გავიდა, თან ამდენი პოლიციელის დანახვის გამო, შეჩერებული პირებიც მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა და ნელ-ნელა დამშვიდდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს ი-----–-------------ს, გ--------–-----–-–---–-სა და ო--------–----–---–-ს მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

 

მოწმის განმარტებით, ი-----–-------------ს პირადი ჩხრეკა ჩაატარა ლ-–-------------------------------------–---–---- ერთად, ი-----–-------------ს მანქანის უკან გაჩერებულ პოლიციის მანქანასთან. ლ-–-------------------------ს შარვლის ჯიბიდან ამოიღო წონაკები, ფოლგის ქაღალდში და პოლიეთილენში გადახვეული, რაშიც მოთავსებული იყო აბის ნატეხები. ამოღების შემდეგ პირადად დაათვალიერა აღნიშნული საგნები, მოათავსა პოლიეთილენის პარკში და დალუქა, ასევე, ი-----–-------------ს გააცნო ჩხრეკის ოქმი, ისევე, როგორც ჩხრეკის დაწყებამდე გააცნო დადგენილება. მან ჩხრეკის ოქმზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი შენიშვნა შეიტანა ოქმში. ამის შემდეგ ის დააკავეს ბრალდებულის სახით, განუმარტა უფლება-მოვალეობები, შეადგინა ოქმი, რაზეც დაკავებულმა, ასევე, არ მოაწერა ხელი. შემდეგ ჩაატარეს ი-----–-------------ს ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც გ--------------–---–-- მძღოლის მხარეს, წინა მარცხენა კარის სათავსოს შიგნით, ხელოვნურად გაკეთებული საცავიდან, ამოიღო პლასტმასის ორი კოლოფი. ამოღებული ნივთები დეტალურად დაათვალიერა, შედარებით დიდ კოლოფში იდო აბის ნატეხები, აბები და კაფსულები, მეორე კოლოფში იყო მეთადონის შემცველი ორი ცალი წონაკი, ფხვნილი. მისივე მანქანის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ორი ცალი მინის ქილა, ე.წ. პუზირი, ქილების კედლებზე ნარკოტიკის ხარშვის კვალით, ასევე, ამოიღო გამოყენებული ინსულინის შპრიციც, სისხლის კვალით. ი-----–-------------ს თვალწინ ხდებოდა ყველა ამოღებული ნივთის დათვალიერება და პარკში მოთავსება. ამის შემდგომ მანქანა ამოიღეს ნივთმტკიცებად. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ცოტა წამოწვიმა, მაგრამ ისე არა, რომ ხელშემშლელი ყოფილიყო, თუმცა რადგან ხელში ოქმები და ამოღებული ნივთები ეჭირა, 2-3 წუთით მანქანაში ჩაჯდა, ისე, რომ ყველაფერს ირგვლივ აკონტროლებდა. ყველა ბრალდებულის ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედება მის თვალწინ ხდებოდა და, როგორც ძირითად გამომძიებელს, ყველაფერს მას უთანხმებდნენ. პოლიციის მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმე გ--------------–---–-ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 22 აგვისტოს იმყოფებოდა გ-------------–--–---- და ლ-–----------------- ერთად, ვერცხლისფერი ,,მერსედესით‘‘, როდესაც გადმოსცეს, რომ ც------------------დ ავტომანქანით უნდა ყოფილიყო ი-----–-------------, შესაბამისად, უნდა მისულიყვნენ და შეემოწმებინათ. ცირკის უკან, ქვაფენილზე, დაინახეს ლურჯი პასატი ,,V---------‘‘, თუმცა მასში, მძღოლის გარდა, კიდევ ორი პირი იჯდა. წარუდგნენ გადასამოწმებლად, მაგრამ მანქანაში მყოფთ ყველა კარი ჩაკეტილი ჰქონდათ და არ უღებდნენ, თითქოს, გაქცევის, მანქანის დაძვრის მცდელობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ვერ წავიდოდნენ, რადგან ისინი სამი მანქანით იყვნენ და ისე დაუდგნენ, ჩაკეტილი ჰყავდათ მათი მანქანა. მანქანის მარჯვენა მინა ჩაუმსხვრიეს და ამის შემდეგ გადმოიყვანეს მანქანიდან, ძალიან ღელავდნენ, ფიზიკურად ვერ აჩერებდნენ, წინააღმდეგობას უწევდნენ. დამხმარე თანამშრომლებს ელოდებოდნენ, რათა პერიმეტრი ეკონტროლებინათ და დაეცვათ. ი-----–-------------, წინააღმდეგობის გამო, მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ, იქვე, ძარაზეც ჰყავდათ გადაწვენილი, მისთვის ხელი არავის დაურტყამს, არც დაკავებული ყოფილა, ერთი წამი არ მოსცილებია, გვერდით ედგა. მათი დაწყნარების შემდეგ დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. ი-----–-------------, იქვე, თავისივე მანქანის გვერდით, ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, ლ-–----------------- და გ------------–-–---–თან ერთად, რა დროსაც ლ-–------------მ ჯიბიდან გარკვეული სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოუღო, თვითონ მობილური ტელეფონი ამოუღო, ყველაფერი გამომძიებელ გ------------–-–---–ს გადასცეს. ამის მერე ჩაატარეს ი-----–-------------ს ავტომანქანის ჩხრეკა. ამოალაგეს მძღოლის მხარეს ჩალაგებული წყლის ბოთლები, რა დროსაც ერთი ბოთლი ისე შეიწია, მიხვდნენ, სამალავი იყო ხელოვნურად გაკეთებული. ამ სამალავიდან ამოიღეს ორი ცალი ყუთი - დიდი და პატარა, რომლებშიც აბები, კაფსულები, წონაკები იყო. ასევე, ამოიღეს ბევრი სხვა ნივთი. ამ საგამოძიებო მოქმედების ოქმიც გამომძიებელმა შეადგინა. ასევე, მოხდა ი-----–-------------ს ავტომანქანის ამოღება. ი-----–-------------ს არაფერი გაუპროტესტებია, თუმცა არცერთ ოქმზე ხელი არ მოუწერია.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ლ-–------------მ, რომელმაც განმარტა, რომ ი-----–-------------ს მანქანასთან მათი მისვლისთანავე მძღოლის გვერდით მჯდომმა, რომელიც გ--------–-----–-–---–- აღმოჩნდა, ხელი პირისკენ წაიღო, შესაძლებელი იყო, გაენადგურებინა მტკიცებულება, მანქანის კარიც ჩაკეტილი ჰქონდათ და მძღოლმაც საჭე აიღო, სიჩქარეში გარდართო, ამიტომ თანამშრომელმა გ-------------–--–-- ჩაამსხვრია ავტომანქანის მინა. სამივე ძალიან აფორიაქებული იყო, ნერვული მიხვრა-მოხვრა ჰქონდათ, ელოდებოდნენ სიტუაციის დამშვიდებას, ამასთან, სიტუაციის დაწყნარებიდან საგამოძიებო მოქმედებებზე გადასვლამდე იყო შუალედი, პერიმეტრი იყო საკონტროლებელი, უცხო ხალხი ტრიალებდა, ხრამი იყო და რამდენიმე ეკიპაჟი უნდა მისულიყო დამატებით. გადმოყვანის დროს პირველმა ვინ ვის მოკიდა ხელი და ვინ რა მოქმედება შეასრულა, დეტალურად არ ახსოვს, რადგან ყველაფერი წამიერად მოხდა. თვითონ, გ--------------–---–---- და გამომძიებელ გ------------–-–---–თან ერთად, ი-----–-------------თ იყო დაკავებული. მას გამომძიებელმა წარუდგინა დადგენილება და ჩაატარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც პირადად ამოუღო შარვლის ჯიბიდან ორი ფოლგა, პოლიეთილენის პაკეტები, აბებით. ამის შემდეგ ბრალდებულის სახით დააკავეს ი-----–------------- და გადავიდნენ მანქანის ჩხრეკაზე, რა დროსაც მძღოლის მხარეს, კარის სათავსოში, სამალავიდან, ორი ცალი - დიდი და პატარა კოლოფი იქნა ამოღებული. მომცრო კოლოფში იყო 5 აბი და 19 კაფსულა, ხოლო მეორეში - 2 წონაკი, ნივთიერებებით. ე.წ. ტორპედოს სათავსოდან ამოღებულ იქნა ინსულინის შპრიცი, მწვანე მცენარეული მასა და პატარა კოლბა, რომელსაც კედლებზე ნივთიერებები აღენიშნებოდა. ყველა ამოღებული ნივთი გამომძიებელს გადასცეს, რომელმაც დაათვალიერა. კონვერტში მოთავსების პროცესში პირადად მონაწილეობას არ იღებდა, გამომძიებელს ეჭირა კონვერტიც და ნივთიერებაც და დალუქა, რაზეც ხელმოწერები დაუსვეს, გამომძიებელმა ი-----–-------------საც შესათავაზა ლუქზე ხელის მოწერა, მაგრამ უარი განაცხადა. ამოღებულ იქნა ი-----–-------------ს ავტომანქანაც. აღნიშნულის შემდეგ, გ--------------–---–---- ერთად, ი-----–------------- გადაიყვანა განყოფილებაში.

 

ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმეებმა - გ-------------–--–-- და მ----------------–-–---–-- პოლიციის თანამშრომლების მისვლის და საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე ი-----–-------------ს, გ--------–-----–-–---–-სა და ო--------–----–---–-ს მიერ გაწეულ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით. ამასთან, განმარტეს, რომ გამომძიებელ გ------------–-–---–-სგან მიიღეს მითითებები, ვისთან უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. თვითონ ჩაატარეს გ--------–-----–-–---–-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. მ----------------–-–---–-- განაცხადა, რომ წასვლამდე ხედავდა ი-----–-------------სა და ო--------–----–---–-ს ჩხრეკას, რადგან ყველაფერი, იქვე, ,,V----------ის‘‘ ფირმის ავტომანქანის მიმდებარედ ხდებოდა, თუმცა რა შედეგებით დამთავრდა, უცნობია. არ შეუნიშნავს, რომ ვინმეს რამე გაეპროტესტებინოს.

 

მოწმე ზ---------------- ჩვენების თანახმად, რაციით დაუკავშირდა თანამშრომელი წოწორია და აცნობა, რომ ი-----–------------- ავტომანქანით უნდა ყოფილიყო ც------------------ ტერიტორიაზე და პირადად და ავტომანქანაში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ც------------------დ, ქვაფენილზე, ზედა მხარეს, მართლაც დახვდათ ლურჯი ,,V---------‘‘, არ იცოდნენ, თუ ვინმესთან ერთად უნდა ყოფილიყო, მოგვიანებით გაიგეს, რომ მასთან ერთად მანქანაში მყოფი პირები იყვნენ გ--------–-----–-–---–- და ო--------–----–---–-. მანქანის დაძვრას და გაქცევას შეეცადნენ, თუმცა, მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბლოკირების მსგავსად ჩაკეტეს სამი მანქანით. ამ დროს თანამშრომელმა მარჯვენა ფანჯარა ჩაამტვრია და შედეგად ყველა კარი გაიხსნა. არ ემორჩილებოდნენ, იყო ხელ-ფეხის ქნევა, გინება, მაგრამ თანამშრომლებმა პროპორციული ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი კვლავ იგივეს აგრძელებდნენ, მაგრამ შებოჭილი ჰყავდათ. ვინაიდან ი-----–-------------სთან ერთად სხვა პირებს არ ელოდნენ და, ერთის ნაცვლად, სამის მიმართ იყო ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებები, ჯგუფი იძულებული გახდა, გამოძახებულ დამატებით ძალას დალოდებოდა. შესაბამისად, გარკვეული დრო გავიდა. მართალია, ადგილზე არ იყო იმდენი პოლიციელი, რომ ყველასთან დაწყებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა თითო შეჩერებულთან თითო პოლიციელი აუცილებლად იდგებოდა. ამასობაში სიტუაცია დაწყნარდა და საგამოძიებო მოქმედებები წყნარ ვითარებაში გაგრძელდა, რომლის მიმდინარეობისას ვინ რა ლოკაციაზე იყო, ზუსტად არ ახსოვს, ყველანი მანქანებთან იქვე იყვნენ. რაღაც პერიოდში ტერიტორიის დატოვება მოუწია, რადგან ჯგუფი გ--------–-----–-–---–-ს სახლის ჩხრეკის ჩასატარებლად წაიყვანა, დატოვა და დაბრუნდა. საგამოძიებო მოქმედებებში პირადად მონაწილეობა არ მიუღია, პერიმეტრზე იმყოფებოდა სიმშვიდის დაცვის მიზნით. კონკრეტულად რომელი თანამშრომელი ვისგან რას იღებდა, არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, ი-----–-------------სთვის მას ხელი არ დაურტყამს, ფიზიკურ ძალადობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმეებმა - ქ--------–--–--------, შ--–---–--–------მ და ა-----–---–--–-–---–-- დაადასტურეს ი-----–-------------ს (ვინმე ი-----–-ს) შესახებ 2018 წლის 21-22 აგვისტოს ინფორმაციების მიღების ფაქტი.

 

ამავე საქმეზე ბრალდებულ გ--------–-----–-–---–-ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 22 აგვისტოს მეგობარ ი-----–-------------ს გაჰყვა ადამიანის სანახავად, რომელიც შუქნიშანზე დაეჯახა. ი-----–- თავისი მანქანით იყო, თვითონ წინ იჯდა, უკან კი - ო--------–----–---–-, რომელიც იმ დღეს პირველად ნახა. ცირკის უკანა მხარეს მანქანაში ისხდნენ და წყნარად საუბრობდნენ, რა დროსაც მივიდნენ პოლიციელები, მათი მხრიდან რაიმეს დამალვას, ჩხუბს, დაძაბულ საუბარს, წინააღმდეგობას, გაქცევას ადგილი არ ჰქონია. ასეთი არ დაუნახავს ი-----–-ს მხრიდანაც, არც ყვირილი და არც ხელის დარტყმა შეუნიშნავს. ი-----–- ვერცხლისფერ მანქანაზე იყო მიყუდებული. ი-----–-ს და ოთარის ჩხრეკა არ დაუნახავს, რადგან თვითონ მიკროავტობუსში ჩასვეს უკან და, მიუხედავად იმისა, რომ კარი არ ჩაუკეტავთ, გარეთ გამოხედვის საშუალება არ ჰქონდა, ორ პოლიციელს ეჭირა ხელით. როგორც ახსოვს, მანქანაში სხვა პოლიციელებიც რამდენჯერმე შევიდნენ, დაელაპარაკებოდნენ და მიდიოდნენ. დაახლოებით 5 წუთში გაჩხრიკეს, რა დროსაც არაფერი ამოუღიათ, თუმცა ნებაყოფლობით განუცხადა სამართალდამცავებს, რომ სახლში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც ი-----–-------------მ დაუტოვა. ჩხრეკის ოქმზე იქვე მოაწერა ხელი.

 

ბრალდებული ი-----–-------------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 22 აგვისტოს სამსახურში, კ-----–-, ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც მენეჯერად მუშაობდა, ჩააკითხა მეგობარმა გ--------------მ და მანქანა სთხოვა. გაატანა, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც მეგობარს მანქანას ატანდა, მანქანა დაუბრუნა ერთ საათში, თუმცა არაფერი შეუმოწმებია, რადგან ასეთი ურთიერთობა არ ჰქონდათ მეგობრებს. შემდეგ მასთან მეგობარმა დავითმა ჩაიყვანა გ--------–-----–-–---–-, რომელიც მისი დიდი ხნის, დაახლოებით 12 წლის მეგობარია და აინტერესებდა, სად მუშაობდა. სამსახურში ყოფნისას დაურეკეს, რომ წინა დღით მომხდარი პატარა ავარიის გამო უნდოდათ მისი მანქანის ხელოსანთან მიყვანა და შეკეთება, დაიბარეს ც------------------ ტერიტორიაზე. 4 საათამდე სამსახურში იყო, რადგან საწვავის მიღება ჰქონდა, რის შემდეგაც, გ--------–-----–-–---–---- ერთად, წამოვიდა თბილისში. იმ პიროვნებამ ცირკთან დაათვალიერა მანქანა, შეთანხმდნენ ხელოსანთან წასვლაზე. მანქანის ამბავი იცოდა ო--------–----–---–მაც, რომელსაც, ასევე, დიდი ხანია, 2013 წლიდან იცნობს და მისი მეგობარია, დაურეკა, ჰკითხა, სად იყო და რას აკეთებდა. რომ გაიგო, 15 წუთში ც------------------დ იქნებოდა, ისიც მივიდა, თუმცა ამ დროს უკვე მანქანაზე მოლაპარაკება დასრულებული ჰქონდა. დაახლოებით 5 წუთი გარეთ იდგნენ, მაგრამ რადგან ცხელოდა, მანქანაში ჩასხდნენ, კონდიციონერი ჩართო, წყალზე გასასვლელად მანქანა დაძრა, რა დროსაც ო------- უთხრა, რომ ძალიან ეჩქარებოდა. შუა ქუჩაში რომ არ გაეჩერებინა მანქანა, მარცხენა მხარეს, ამოსასვლელთან შეუხვია და გააჩერა. ამ დროს ო------- ჰკითხა, რა მოხდა მანქანის თაობაზე, გასცა პასუხი და ძალიან მალევე, სადღაც 3-5 წუთში წინიდან მანქანა გაუჩერდა, სხვა მხრიდანაც მანქანებით ჩაკეტეს, გადმოხტნენ და ეგრევე ეცნენ მის მანქანას, დაიწყეს ბრახუნი, არ უთქვამთ, კარი გაეღოთ, ისე დაიწყეს მტვრევა. არ უღებდნენ, რადგან ჯიბეში სამსახურის ფული ჰქონდა და არ იცოდა, ვინ იყვნენ, არცერთს პოლიციელის ფორმა არ ეცვა, არც საბუთი უჩვენებიათ, გატეხეს გვერდითა მარჯვენა ფანჯარა, მის მხარესაც ორჯერ დაარტყეს შუშას, მინის ჩამტვრევა არ დასჭირდებოდათ, რომ ნორმალურად მისულიყვნენ. მანქანის ადგილიდან დაძვრაც არ უცდია. როცა გადმოიყვანეს, არ ცდილობდა თავის დაღწევას, არც ხელ-ფეხს იქნევდა, ვერც გაიქნევდა, რადგან ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა, ერთი მარცხნივ მიათრევდა, მეორე - მარჯვნივ. ამის ამსახველი კადრები პროკურორსაც ნანახი უნდა ჰქონდეს, რადგან 2 ოქტომბერს გაუცვალეს მტკიცებულებები, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენია ამ გადაცდომაზე და მის ცემაზე, პირიქით, დაეთანხმა მტკიცებულების მოხსნას. კარი თვითონ გააღო, ცენტრალური საკეტი აქვს და მისი კარის გაღების შემდეგ ავტომატურად გაიღო ყველა. გადმოათრიეს მანქანიდან, გვარები ჰკითხეს, თავში ურტყამდნენ, სამივეს აგინებდნენ. თვითონ საბარგულზე გადააწვინეს და აქეთ-იქიდან ჰყავდათ ხელებით გაქაჩული, არადა, არცერთს პოლიციელისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, არანაირი გაქცევის მცდელობა არ ყოფილა. ჩასხდნენ მის მანქანაში, გადმოალაგეს ყველაფერი, აფთიაქი ედო, რომელშიც გამაყუჩებლები ეწყო, რასაც ნაღვლის ბუშტის შეტევის დროს მოიხმარს, ორგრამიანი შპრიცი და რაღაცები იყო კიდევ, როგორც ახსოვს, საბარგულზე დააწყვეს ყველაფერი, არაფერი ამოუღიათ. ამის შემდეგ დაახლოებით 40 წუთი იდგნენ ჩვეულებრივად, საუბრობდნენ. პოლიციელი, ვინმე ზ--------------, მივიდა და უთხრა, გაფაქტული ხართ მე-3 ნაწილით და ჩვენება უნდა მოგვცე, რომ შ-----–-–---–-- მოგცათ ნარკოტიკები შენ და ი-–----–---–---. პასუხობდა, რომ არაფერი ჰქონდა, მაგრამ გაქვს, ჩათვალე და ეს ჩვენება უნდა მოგვცეო, უთხრა. უარი განუცხადა, ვინაიდან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მან სახეში 2-3-ჯერ დაატყა მუშტი, თან სხვა პოლიციელებს ხელებით ჰყავდათ გაკავებული. გ--------–-----–-–---–- მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ აღარ დაუნახავს, წინ წაიყვანეს, შემდეგ გამოატარეს. ი-–----–---–- მისი ჩხრეკის დასრულებამდე მანქანიდან არ გადაუყვანიათ, თვითონ გადაიყვანეს თუ არა მანქანიდან, მას ეგრევე ჩაუსხდნენ პოლიციელები და დაიწყეს ჩხრეკა. მანქანის უკან გადაიყვანეს, გაჩხრიკეს, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ, რადგან ასეთი არაფერი ჰქონია. ჰქონდა ბანკში შესატანი სამსახურის ფული - ბენზინგასამართი სადგურის წინა დღის ნავაჭრი, შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბეში ედო საფულე, ბარათებით, და თავისი ფული - 300 ლარი, წინა მარჯვენა ჯიბეში - სიგარეტი, სანთებელა, ხურდები და ტელეფონი. სამსახურის ფული მარცხენა წინა ჯიბეში ჰქონდა, კუპიურებით ახსოვს 2850 ლარი, 100 და 50 ლარიანები, და 60 ლარი, 20 და 10 ლარიანები, თავისი ჩეკით, რეზინაშემორტყმული, უკანა ჯიბეში, ასევე, ხურდები, ცხვირსახოცი და პატარა დანა ედო. ყველაფერი უკან გადაალაგეს პარკებში, გამომძიებლისგან რაიმე დათვალიერება, ოქმის შევსება არ დაუნახავს, სულ გვერდით ედგა და აუცილებლად დაინახავდა, არავის არაფერი დაუთვალიერებია. მხოლოდ ფულის ამოღების შემდეგ მის გვერდით მდგომმა პოლიციელმა 2-3-ჯერ გადათვალა, აკლიაო, მაგრამ როცა თვითონ უთხრა, რომ 2850 ლარი იყო მსხვილი ფული, 60 ლარი კი - წვრილი, მესამე დათვლაზე თქვა, სწორიაო, და უკან გადადეს, სხვა არავის არაფერი დაუთვალიერებია. მიდიოდნენ გამვლელები, კითხულობდნენ, რა ხდებოდა, მაგრამ უკან უშვებდნენ, სთხოვდა, ვინმე დაესწროთ ჩხრეკაზე, მაგრამ არავინ დაასწრეს. შემდეგ ორივე პოლიციელმა გაუშვა ხელი და ისევ წინა მხარეს გადავიდნენ, მათ მანქანასთან, მის გვერდით ერთი პოლიციელი დარჩა, არ დაუკავებიათ, არც ბორკილი დაუდიათ, უბრალოდ საუბრობდნენ. დაახლოებით 20-30 წუთში უთხრეს, მანქანის ჩხრეკაზე მისულიყო, რაზეც უთხრა, რომ მანქანა თავიდანვე ხომ გაჩხრიკეს, მაგრამ მაინც მიიყვანეს. დ--------–---–-, ისე, რომ არსად არაფერი მოუძებნია, პირდაპირ მივიდა კართან, მიტრიალდა და თქვა, ეს რა არისო, მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა, რა იყო. ეკითხებოდა, რად უნდოდათ, დნმ ხომ მაინც არ იქნებოდა ამ ნივთებზე, მაგრამ ეუბნებოდნენ, ყველაფერი იქნებაო. გ------------–-–---–ს სთხოვა, პირადი ჩხრეკის ოქმი მიეცა ხელმოსაწერად, მაგრამ მან ჰკითხა, მანქანის ჩხრეკას თუ მოაწერდა ხელს, ვინაიდან უარი განუცხადა, ქაჩლიშვილმა უპასუხა: შენ ჭკუაზე სიარულს ვერ დავიწყებ, აქ მოგიწერ, იქ არ მოგიწერ, არცერთზე არ გაწერინებო. მანქანის ჩხრეკის შემდეგ დაადეს ბორკილები. წვიმა ისეთი არ იყო, რომ ხელი შეეშალა, წამოწვიმა და მალევე გადაიღო. სამმართველოში მიყვანის შემდეგაც მიდიოდა გინება, ხელის კვრა, ჯერ წინ ჰქონდა ბორკილები, მერე - უკან, რაღაცეებს უსმევდნენ ხელებზე, აშინებდნენ, დაახლოებით ათჯერ მოსთხოვეს, ვითომ შ-----–-–---–-- მისცა ნარკოტიკული საშუალება მას და ი-–----–---–-, მაგრამ უარობდა. ამის გამო ერთმა უთხრა, ბოლო შანსს გაძლევთ, მაქსიმუმ 6 თვეს მოგცემენ და გარეთ ხარო, მაგრამ ისევ უარზე იყო, რადგან ადამიანს ხელს ტყუილად ვერ დაადებდა. ამის გამო პოლიციელმა უთხრა: ნახავ, შენ თუ არ შემოგიტრიალებთ ყველაფერსო. არავის არანაირი დოკუმენტაცია არ გადაუცია, მეორე დღეს გაიგო, რომ წინა მარჯვენა ჯიბეში 16 თუ 17 ნარკოტიკული საშუალება ჰქონია და, ასევე, ნარკოტიკი ჰქონია მანქანაში, თუმცა ჩხრეკების დღეს ესეთი არავის არაფერი უთქვამს მისთვის. მისი პირადი ჩხრეკისას არავის არაფერი ამოუღია, საიდან აღმოჩნდა აბები, არ იცის. ინსულინის შპრიცზე, მანქანიდან ამოღებულზე, და წონაკებზე რომ მისი დნმ აღმოჩნდა, იმით ხსნის, რომ თავიდან ხელები უკან ჰქონდა დაბმული და რაღაცეებს უსვამდნენ, როგორც ადგილზე, ისე - სამმართველოში, ვერ ხედავდა, უკან რა ხდებოდა. ო--------–----–---–-ს დნმ როგორ აღმოჩნდა ინსულინის შპრიცზე, მის დნმ-თან ერთად, არ იცის. დოკუმენტაცია არ შეუდგენიათ, თანამშრომლები უხეში ტონით ეუბნებოდნენ, რომ მისი საქმე ცუდად იყო, მანქანა მათ გადაეცემოდათ. ასეთივე ტონით ესაუბრებოდნენ სამმართველოშიც, ეუბნებოდნენ: იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ შენ კარგი ენა არ გესმის და ეხლა მანქანასაც დაკარგავ და ,,სროკზეც‘‘ წახვალო. დაკავებამდე გ--------–-----–-–---–---- და ო--------–----–---–თან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. რომელიმე პოლიციის თანამშრომელს დაკავებამდე არ იცნობდა. მის მიმართ პირადი ინტერესი შეიძლება იყოს ის, რომ მ-------- დაკავებისთანავე ითხოვდა მისგან კონკრეტული ჩვენების მიცემას და უარის მიღებაზე, პირიქით შემოგიტრიალებ ყველაფერსო, უთხრა. ო--------–----–---–ს ან გ--------–-----–-–--ლს რა დამოკიდებულება აქვთ ნარკოტიკებთან, არ იცის, თვითონ არ მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, ხანდახან მეთადონს ან კოკაინს მოიხმარს, სხვა არაფერს. შემოწმებით დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარება, რაც წინა ღამეს ჰქონდა მოხმარებული, დღისით არ მოიხმარდა, რადგან მუშაობდა, ზემოქმედების ქვეშ მყოფი მანქანითაც არ მოძრაობდა. ამოღებული მანქანა მის მფლობელობაში არ არის, დედის სახელზეა გამოყვანის დღიდან. ამ მანქანით მოძრაობდნენ თვითონ, მისი ძმა, მამა, მეგობრები, არავისთვის არასდროს უარი არ უთქვამს მანქანის მიცემაზე, თუ თვითონ არ სჭირდებოდა.

 

დაცვის მოწმის - ნ-----–----------------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების, ასევე, მისი გამოკითხვის ოქმის მიხედვით (რომელიც გამოკვლეულ იქნა საქმის არსებითი განხილვისას), ცხოვრობს ა-------–-, სექტემბრის თვეში იმყოფებოდა თბილისში, რა დროსაც დაურეკა ადვოკატმა ო-----------–---მ და უთხრა, რომ გამომძიებელს მისთვის უნდა გადაეცა მისი ძმის - ი-----–-------------ს ნივთები, რაც მას დაკავების დროს ჰქონდა. მივიდნენ ქ--–-----------------–--–-, გამომძიებელმა აიყვანა და პირადად გადასცა ი-----–-ს სამსახურის ფული -2910,41 ლარი, ქვითარი, ტყავის საფულე, 300 ლარით, საკრედიტო ბარათები, ოქროს ძეწკვი, კულონით, საათი, საფულე, სამაჯური და პატარა დანა. მზის სათვალე არ გადაუცია. როდესაც ადვოკატმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მზად ოქმი ნივთების ჩაბარების შესახებ, უპასუხა, რომ არ იყო საჭირო, რადგან ეს ნივთები ოფიციალურად არ ამოუღია. მოწმის განმარტებით, ი-----–- მოიხმარს თუ არა ნარკოტიკებს, არ იცის.

 

თბილისში, გ---------------------ში მდებარე ც------------------ ტერიტორიაზე, 2018 წლის 22 აგვისტოს ი-----–-------------ს მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმით, მისი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი გახვეული ფოლგის ქაღალდი, რომლებიც გაიხსნა, დათვალიერების მიზნით. მათგან პირველში აღმოჩნდა ერთი ცალი მთლიანი აბი, ხოლო მეორეში - ორი აბის ნატეხი. ამავე ჯიბიდან ამოღებულ იქნა სამი ცალი გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, თითოეულში შეხვეული ხუთი აბი, სულ თხუთმეტი აბი. ამავე შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ,,აიფონის‘‘ ფირმის მობილური ტელეფონი. ამოღებული საგნები შეიფუთა ცალ-ცალკე ორ ცალ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა, რომლებზეც შესრულდა მონაწილეთა ხელმოწერები და დაესვა თარიღი. ოქმში მითითებულია, რომ ი-----–------------- დაესწრო დალუქვას, მაგრამ ლუქზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი.

 

იმავე დღეს, იმავე ტერიტორიაზე ჩატარებული, ი-----–-------------ს მფლობელობაში არსებული ,,V----------ის‘‘ მარკის, სახ.----------, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ავტომანქანის წინა მარცხენა კარში, სათავსოს შიგნით გაკეთებული ჯიბიდან, ამოღებულ იქნა ორი კოლოფი, ერთი - შედარებით გრძელი, მეორე - შედარებით მოკლე. მოგრძო კოლოფიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებილი სამი ცალი აბი. ამავე კოლოფიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 19 ცალი კაფსულა, თითოეულზე წარწერით: ,,40 mg‘‘. ასევე, ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში გადახვეული ორ ცალი აბი. აღნიშნული კვლავ მოთავსდა თავიანთ პოლიეთილენის პარკებში, დაუბრუნდა თავდაპირველ მდგომარეობას და მოთავსდა აღნიშნულ კოლოფში. მეორე კოლოფიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკის ორი ცალი წონაკი, რომლებშიც მოთავსებულია ნივთიერებები და შავი ძაფით აქვს ორივეს თავი მოკრული. აღნიშნული ორი წონაკი კვლავ მოთავსდა იმავე კოლოფში და დაიხურა. ასევე, ავტომანქანის ჩხრეკისას ტორპედოს სათავსოდან ამოღებულ იქნა ორი ცალი მცირე ზომის სამედიცინო მინის ქილა, რომელთა კედლებზე აღინიშნება სითხის კვალი. ამავე სათავსოდან ამოღებულ იქნა ინსულინის შპრიცი და ქაღალდში გადახვეული მწვანე ფერის მცენარეული მასა. მოგრძო კოლოფი, მასში არსებული 5 ცალი აბით და 19 ცალი კაფსულით, მეორე კოლოფი - მასში არსებული ორი წონაკით, შპრიცი, 2 მინის ქილა და ქაღალდში გადახვეული მცენარეული მასა ერთად მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა. ოქმზე გაკეთებული შენიშვნის თანახმად, ი-----–------------- პირადად გაეცნო მისი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმს და მასზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

 

2018 წლის 22 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად, ამოღებულ იქნა ავტომანქანა ,,V---------‘‘, სახ.----------, რომელიც გადაყვანილ იქნა თ---–---------–-–--------------------- ავტოსადგომზე, სადაც დაილუქა, ლუქები დათარიღდა და გაკეთდა ხელმოწერები. შენიშვნის თანახმად, ი-----–------------- პირადად გაეცნო მისი ავტომანქანის ამოღების ოქმს და ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

 

ქიმიური ექსპერტიზის #2------------ქრ დასკვნით:

§ ი-----–-------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭრებში სამ ცალად დაფასოებული და ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდებში ორ ცალად დაფასოებული თეთრი ფერის, ოვალური ფორმის 16 ცალი ტაბლეტი და ტაბლეტის ორი ნატეხი, ამოტვიფრული ლოგოთი ,,B-‘‘, საერთო წონით - 6,51 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს და ტაბლეტის ნატეხებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა 0,13017 გრამი;

§ ი-----–-------------ს ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული, 1 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ინსულინის ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი), წონით 0,00016 გრამი;

§ უფერო, გამჭვირვალე მინის ხუფიანი ფლაკონის, ქაღალდის ეტიკეტზე რუსულენოვანი წარწერით ,,ვ--–-------------------..‘‘ შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი), წონით 0,0048 გრამი;

§ უფერო, გამჭვირვალე მინის ხუფიანი ფლაკონის, ქაღალდის ეტიკეტზე რუსულენოვანი წარწერით ,,ვ--–-------------------..‘‘, შიდა კედლებზე არსებული მოთეთრო ტამპონები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი), წონით 0,0049 გრამს;

§ უჯრებიან ქაღალდში, ხელნაწერი წარწერებით, გახვეული მომწვანო ფერის, მშრალი და დაქუცმაცებული მცენარეული მასა, სპეციფიკური სუნით, წონით - 0,4067 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას;

§ სიგარეტის შავი ფერის კოლოფში მოთავსებული, შავი ძაფით თავმოკრულ, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული: თეთრი ფერის მცირე ზომის ნატეხი, წონით - 0,0048 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0,00008 გრამს; თეთრი ფერის ფხვნილი, მცირე ზომის ნატეხებთან ერთად, წონით - 0,2198 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0,0021 გრამს, და ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი), წონით 0,0268 გრამს;

§ ვერცხლისფერ თუნუქის კოლოფში უფერო, გამჭვირვალე ჩამკეტიან პოლიეთილენის მცირე ზომის სამ ცალ პაკეტში მოთავსებული, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული 5 ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი, ამოტვიფრული ლოგოთი ,,B-‘‘, საერთო წონით - 1,97 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს და ტაბლეტის ნატეხებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა 0,0392 გრამი;

§ 19 ცალი კაფსულა, მოთეთრო-მოყავისფრო ფერებში, წარწერით ,,40mg‘‘, საერთო წონით - 3,78 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკულ საშუალება მეთადონის (მარილი) შემცველ კაფსულებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) საერთო წონაა 0,7587 გრამი;

§ ი-----–-------------ს ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) საერთო წონაა 0,79536 გრამი, ბუპრენორფინის საერთო წონაა 0,04138 გრამი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----------–---–-- სასამართლოში დაადასტურა როგორც კვლევის ჩატარება ექსპერტ ს--------–--------------- ერთად, ასევე, აღნიშნული დასკვნის სისწორე.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ი------------- ავტომანქანიდან ამოღებულ სიგარეტის კოლოფზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ამავე კოლოფში მოთავსებულ პოლიეთილენისა და ძაფის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–-------------ს; მონაცრისფრო მეტალის კოლოფზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე კოლოფში მოთავსებულ პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და თვითმკეტ პაკეტებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ი-----–-------------ს; ერთ-ერთ ბოთლზე, რომელშიც მოთავსებულია ბამბა, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–-------------ს; ინსულინის საინექციო შპრიცზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ო--------–----–---–ს, მეორე წილი ეკუთვნის ი-----–-------------ს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------–-----მ დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ბიომასალის გადასვლა შესაძლებელია კონტაქტით, კერძოდ, შეიძლება გადავიდეს ოფლით, სისხლით, მათში არსებული ეპითელური უჯრედებით, თუმცა კვალის წარმოშობის მექანიზმზე დნმ ლაბორატორიაში კვლევა არ წარმოებს, აქედან გამომდინარე, კატეგორიულად დადასტურება იმისა, რომ ერთი საგნიდან მეორეზე შეხებით შეიძლება გადავიდეს დნმ, შეუძლებელია. მოწმის განმარტებით, ხელით შეხებით შეიძლება თუ არა გადავიდეს დნმ, ამ მიმართულებით კვლევა არ ხდება. როდესაც ადამიანი საუბრობს, შესაძლებელია, ნერწყვი მოხვდეს და გადავიდეს, თუმცა რა პირობებში დარჩა კვალი, მსჯელობა შეუძლებელია. ასევე, მიახლოებითი ვადა, რა პერიოდი უნდა დარჩეს ობიექტზე დნმ, არ არსებობს, მნიშვნელობა აქვს გარემო პირობებს, რა პირობებშია საკვლევ ობიექტზე ბიომასალა, ასევე, მნიშვნელობა აქვს, რა სახისაა ბიომასალა. ამასთან, თუ კონკრეტულ ობიექტზე არ აღმოჩნდა კონკრეტული ადამიანის კვალი, ვერ მოხდება მტკიცებით ფორმაში საუბარი, რომ ამ პირს არ ჰქონია კონკრეტულ ნივთთან შეხება. აგრეთვე, მეორე პირის შეხების შემთხვევაში, შეუძლებელია ითქვას, რომელი დარჩება მინორულად და რომელი - მაჟორულად. მაგალითად, თუ პირი ხელს მოკიდებს საგანს, რომელზეც გადავა მისი დნმ და შემდეგ იმავე ადგილზე სხვა პირი მოკიდებს ხელს, თუ ორივეს კვალი საკმარისია, მიიღება შერეული პროფილი. ამასთან, თეორიულად, ალბათ, შეიძლება, მეორეს კვალმა იმდენად ჭარბად დატოვოს დნმ, რომ ვეღარ მოხდეს მანამდე დატოვებული კვალის იდენტიფიცირება. მოწმის განმარტებით, პრაქტიკაში ყოფილა საკვლევი ობიექტები, რომელზეც აღინიშნებოდა ცვეთის კვალი და არ შეიძლებოდა იქ არ ჰქონოდა ვინმეს შეხება, თუმცა მასზე დნმ-ის მინიმალური კონცენტრაციაც არ ყოფილიყო დატოვებული.

 

ნარკოლოგიური ექსპერტიზის #7------ დასკვნით, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ი-----–------------- კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, ხოლო ლაბორატორიულად დაუდგინა მეტადონისა და კოკაინის მოხმარება.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------------- წერილის მიხედვით, ბოჭკოების მიკრონაწილებში ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო ,,ფოლგის ქაღალდი‘‘ და ,,პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი‘‘ გატანილია უკვე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან. ამასთან, თუ ზემოთ მითითებულ ნიმუშებზე უკვე ჩატარებულია რაიმე სახის ექსპერტიზა, ისინი ბოჭკოების მიკრონაწილაკების ექსპერტიზის ჩასატარებლად უვარგისია.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----–-------------მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები -ბუპრენორფინის შემცველი აბები, აბის ნატეხები და ფხვნილი და მეთადონის (მარილი) შემცველი ნივთიერებები, კაფსულები და ფხვნილი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო არგუმენტებზე, რომელთა გამო მიიჩნევს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ი-----–-------------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას.

 

ბრალდებულმა ი-----–-------------მ კატეგორიულად უარყო მის მიერ ნარკოტიკული საშუალებების ფლობა, როგორც პირადად, ისე - ავტომანქანაში და მიუთითა, რომ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ ჰქონია, ამასთან, მეტი სანდოობისთვის დაასახელა, პირადი ნივთებიდან რა რომელი ჯიბიდან ამოუღეს. მანვე განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ამოღებული ნივთები დაალაგეს იქვე მდგარი მანქანის ძარაზე. ამავდროულად, მიუთითა, რომ არანაირი დათვალიერება ადგილზე არ ჩატარებულა. სასამართლოსთვის გაუგებარია, თუკი პოლიციელებმა ნივთები მანქანაზე დაალაგეს, რას გულისხმობს ბრალდებული დათვალიერებაში, იქვე იყვნენ თვითონ და პოლიციის თანამშრომლები და ყველაფერი ხილული იყო იქ მყოფთათვის.

 

ყველა პოლიციის თანამშრომელმა, რომლებიც შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ ც------------------დ, დაადასტურეს, რომ ი-----–-------------, თანმხლებ პირებთან ერთად, მათ დანახვაზე გახდა აგრესიული, ამასთან, შეეცადა მანქანის დაძვრას, რაც ვერ შეძლო, რადგან სპეციალურად ისე ჩაუყენეს მანქანები, რომ ეს ვერ მოეხერხებინა. მართალია, ბრალდებულმა განაცხადა, რომ მშვიდად ისხდნენ და არავითარ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა აღნიშნული ეწინააღმდეგება მისსავე ჩვენებაში ნათქვამს, რომ პოლიციელებს არ უჩვენებიათ მოწმობები, არ იცოდნენ, ვინ იყვნენ და ვინაიდან თან სამსახურის ფული ჰქონდა, კარებს არ უღებდა მათ. ამ ვითარებაში, როდესაც არც ისე მცირე თანხა აქვს თან და, მისივე სიტყვებით, არ იცის, რომ პოლიციელები არიან, ნაკლებადსავარაუდოა, მშვიდად ყოფილიყო და დალოდებოდა, მისთვის უცნობი პირები როდის გაუღებდნენ კარს ძალისმიერად. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, ი-----–------------- არ ამბობს სიმართლეს მისი და თანმხლები პირების აგრესიულ ქცევასთან მიმართებაში.

 

პოლიციის თითოეულმა თანამშრომელმა, რომელთაც ჩაატარეს ი-----–-------------ს პირადი ჩხრეკა, ლ-–------------მ, გ--------------–---–-- და გამომძიებელმა გ------------–-–---–მა, თანმიმდევრულად აღწერეს ი-----–-------------ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობა. სამივე მათგანმა მიუთითა პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე. ამასთან, გამომძიებელმა დეტალურად აღწერა, თუ კონკეტულად რა სახის და რა რაოდენობის ნივთიერება იქნა ამოღებული. აღნიშნული ჩვენება სრულ თანხვედრაშია ი-----–-------------ს პირადი ჩხრეკის ოქმთან, რომლის თანახმადაც, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 16 ცალი აბი და აბის ორი ნატეხი.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ არც ი-----–-------------ს პირადი ჩხრეკის ოქმი და არც სხვა საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმები, თითქოს, ადგილზე არ შემდგარა. აღნიშნულს არ იზიარებს არა მხოლოდ იმის გამო, რომ საგამოძიებო მოქმედებების ადგილზე შედგენის ფაქტი სასამართლოში დაადასტურეს როგორც ჩხრეკის მონაწილე პირებმა, ასევე, ადგილზე მყოფმა სხვა სამართალდამცავებმა და ამავე საქმეზე ბრალდებულმა გ--------–-----–-–--ლმა, რომელმაც განმარტა, რომ პირადი ჩხრეკის ოქმზე ადგილზე მოაწერინეს ხელი, არამედ, იმის გამოც, რომ ბრალდებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისივე ჩვენებით ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციაში ჩადგა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ დაკავების ადგილზე არანაირი ოქმი არ უნახავს, თუმცა, იმავდროულად, მიუთითა, რომ ავტომანქანის ჩხრეკის შემდეგ გამომძიებელს უთხრა, რომ პირადი ჩხრეკის ოქმზე ხელს მოაწერდა, თუმცა ამ უკანასკნელმა ჰკითხა, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმზე თუ მოუწერდა ხელს, რაზეც უარი განუცხადა, რის გამოც არცერთ ოქმზე ხელი აღარ მოაწერინა. შესაბამისად, მისი ჩვენება შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, რამდენადაც, თუკი მან სთხოვა ოქმი და გამომძიებელმაც ავტომანქანის ჩხრეკის ოქმზე მიუთითა, რის შემდეგაც პირადი ჩხრეკის ოქმზეც მოაწერინებდა ხელს, შესაბამისად, ფაქტობრივად აღიარა, რომ ოქმები შედგა ადგილზე. ცალკე საკითხია, რამდენად უთხრა გამომძიებელმა და რამდენად დამაჯერებელია, თითქოს, მისი მხრიდან ავტომანქანის ჩხრეკის ოქმზე ხელმოწერაზე უარის თქმამ განაპირობა, რომ გამომძიებელმა არც პირადი ჩხრეკის ოქმზე მოაწერინა ხელი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს, ასევე, დაცვის მხარის ვერსიას, რომ ავტომანქანიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (თუ ასეთი ამოღებულ იქნა) არ ეკუთვნოდა ი-----–-------------ს და აღნიშნული შესაძლოა ჩაედო ნებისმიერ პირს, ვინც აღნიშნული ავტომანქანით სარგებლობდა, ასევე, შეიძლებოდა ჩაედო ო--------–----–---–ს, რომელიც თავიდანვე არ გადმოუყვანიათ ი-----–-------------ს ავტომანქანიდან და გარკვეული პერიოდი მანქანაში ჰყავდათ. ბრალდებულის ჩვენების თანახმადვე, ავტომანქანაში ჩასხდნენ პოლიციის თანამშრომლები, შესაბამისად, ო--------–----–---–- მანქანაში მარტო არ ყოფილა. ამასთან, ო--------–----–---–-ს პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, შესაბამისად, თუკი ო--------–----–---–- თავიდან მოიშორებდა ნარკოტიკულ საშუალებას, ის ამას განახორციელებდა სრულად და არა - ნაწილობრივ. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ, თითქოს, ავტომანქანას არ ჰქონია ხელოვნურად გაკეთებული სამალავი, სასამართლო კატეგორიულად ვერ დაეთანხმება, რამდენადაც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარემ (ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა) ნივთიერი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ავტომანქანა არ გახადეს სადავო და, შესაბამისად, სასამართლოს მიერ იგი მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებად.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ გამორიცხავს ზემოთ მითითებული ავტომანქანით სხვა პირების მხრიდან სარგებლობის ფაქტსაც, რამდენადაც აღნიშნული ავტომანქანა წარმოადგენს ბრალდებულის დედის - ნ----------------ის საკუთრებას, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ავტომანქანიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების ი-----–-------------სადმი კუთვნილება.

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-----–-------------ს ავტომანქანიდან ამოღებულ სიგარეტის კოლოფზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ამავე კოლოფში მოთავსებულ პოლიეთილენისა და ძაფის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–-------------ს, ასევე, ი-----–-------------ს გენეტიკური პროფილია მონაცრისფრო მეტალის კოლოფში მოთავსებულ პოლიეთილენის ფრაგმენტებზე, ხოლო თვითმკეტ პაკეტებზე არის შერეული გენეტიკური პროფილის ბიომასალა, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ი-----–-------------ს. ასევე, ე.წ. ტორპედოდან ამოღებულ ერთ-ერთ ბოთლში მოთავსებულ ბამბაზე დაფიქსირდა ი-----–-------------ს გენეტიკური პროფილი, ხოლო შპრიცზე, როგორც ი-----–-------------ს, ისე - ო--------–----–---–-ს გენეტიკური პროფილები. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ყველა ობიექტზე, მათ შორის იმაზეც, რომელზეც შერეული გენეტიკური პროფილი დაფიქსირდა, მაჟორული წილი სწორედ ი-----–-------------ს ეკუთვნოდა, გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ ი-----–-------------ს არ ჰქონია ამ ნივთებთან შემხებლობა.

დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, თითქოს, ი-----–-------------ს ხელებზე უსვამდნენ რაღაცეებს და, შესაბამისად, ამან განაპირობა მისი გენეტიკური პროფილის აღმოჩენა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებზე, სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება გაზიარებული, რამდენადაც, პირველ რიგში, გარდა ბრალდებულის ჩვენებისა, არაფრით დასტურდება, რომ მას რაღაცეებს უსმევდნენ, გარდა ამისა, მისი გენეტიკური პროფილი არ ამოსულა მხოლოდ ერთ ობიექტზე და დაფიქსირებულია სხვადასხვა ობიექტებზე, მათ შორის, შიგთავსზე. ამასთან, თუკი არსებობდა ი-----–-------------ს მიმართ მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნის სურვილი სამართალდამცავთა მხრიდან, რატომ არ შექმნეს ასეთი ხელოვნური მტკიცებულება და რატომ არ დაფიქსირდა მისი გენეტიკური პროფილი გ--------–-----–-–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკული საშუალებების კონვალუტებზე, მით უფრო, რომ იმ დროისთვის გააჩნდათ ინფორმაცია გ--------–-----–-–---–-სგან, რომ მას აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ი-----–-------------სგან გადაეცა, ასევე, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებზე. შესაბამისად, აღნიშნული ვერსია ცალსახად მიმართულია ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემსუბუქებისკენ ან სრულად გათავისუფლებისკენ და მოკლებულია დამაჯერებლობის სულ მცრე ხარისხსაც კი.

ამასთან, დაცვის მხარემ აპელირება მოახდინა პოლიციელთა ჩვენებებზე, რომ მათი ჩვენებები წინააღმდეგობრივია რიგ წვრილმან ფაქტებთან მიმართებით, როგორიცაა, მაგალითად, ვინ რა მდებარეობით იდგა ჩხრეკის დროს, ან რომელი ნივთი ამოიღეს პირველი, ან რომელი ჯიბიდან ამოიღეს, და, შესაბამისად, არ უნდა იქნეს გაზიარებული. პირველ რიგში, სასამართლო არ იზიარებს იმ აზრს, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენება ნაკლებადსანდოა, ვიდრე სხვა რიგითი მოქალაქის, მით უფრო, იმ მოცემულობაში, როდესაც სამართალადამცავთა ჩვენებები არ არის ერთადერთი, რასაც სასამართლო ეყრდნობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას და როდესაც ასეთი ნათელი და ცალსახა პირდაპირი მტკიცებულებაა გენეტიკური ექსპერტიზის სახით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ ვითარებაში, როდესაც საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტს, რის შემდეგაც ობიექტურად არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღებდნენ იგივე პოლიციელები მონაწილეობას, ასეთი დეტალების დამახსოვრება და პოლიციელთა მიერ ზუსტი თანმიმდევრობით და მწყობრად ჩამოყალიბებული ჩვენებები ასეთ დეტალებთან მიმართებით, სწორედაც რომ შეიძლებოდა გამხდარიყო კითხვის ნიშნის წარმომშობი და არა - პირიქით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2-----–---- #1------- განაჩენში მითითებულია, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ურთიერთთავსებადობისა და შესაბამისობის თვალსაზრისით, ჩვენებების სახით არსებული მტკიცებულებების უტყუარობის კრიტერიუმად მათი იდენტურობის მიჩნევა არასწორია, პირიქით, სწორედ მათი იდენტურობა წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს მათ მიმართ. საქმე ისაა, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის, დაზარალებულიც და მოწმეც, ინდივიდს წარმოადგენს, რომელიც თავისებურად, სხვებისგან განსხვავებულად, აღიქვამს, იმახსოვრებს და გადმოსცემს ერთი და იმავე მოვლენის ამსახველ ინფორმაციას, რაზედაც გავლენას ახდენს როგორც სუბიექტური ფაქტორები, ისე - გარე ობიექტური გარემოებები, ანუ მოვლენის ადეკვატური აღქმისათვის საჭირო პირობები და სხვა, მაგალითად, როგორიცაა დროის ხანგრძლივობა მომხდარ შემთხვევასა და ჩვენების მიცემის მომენტს შორის. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენება, ანდა მოწმეთა ჩვენებები, ყველა დეტალში იყოს ერთმანეთთან სრულად თავსებადი. მნიშვნელოვანია, რომ მათი შინაარსი თანხვდენილი იყოს საქმის იმ ძირითად ფაქტობრივ გარემოებებთან, რომლებიც მტკიცების საგანს წარმოადგენს და პირდაპირ გავლენას ახდენს ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე, ან პირიქით – პირის უდანაშაულოდ ცნობაზე. ჩვენებებს შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია მტკიცების ამა თუ იმ საგანთან მიმართებით, აგრეთვე, მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანში აღნიშნულია რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე, რომლის არსებობა მოცემულ შემთხვევასა და პირობებში ბუნებრივად იქნებოდა შეუძლებელი, ანდა რომელიც უარყოფილია უტყუარი ალიბით. მოცემული პრობლემური საკითხის ასეთი გადაწყვეტა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთანაც.

 

ამასთან, სასამართლო ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეთა დაინტერესებულობას ი-----–-------------ს პიროვნებით, რამდენადაც დადგენილია, რომ დაკავებასა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე არცერთი პოლიციელი არ იცნობდა მას და არც ეს უკანასკნელი იცნობდა მათ. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონოდა რაიმე სახის ინტერესი და დანაშაულის მასზე დაბრალების სურვილი რომელიმე მათგანს. საქმის სასამართლო განხილვისას, რა დროსაც დაცვის მხარე სრულად იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ჰქონდა მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის სრული შესაძლებლობა, რითაც ისარგებლა კიდეც, არ გამოკვეთილა და არ გაცხადებულა ისეთი ფაქტი ან გარემოება, რაც ი-----–-------------ს მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირთა ჩვენებების არასანდოობასა და საქმის შედეგით დაინტერესებულობაზე მიანიშნებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ მიიჩნევს სანდოდ ბრალდებულის ჩვენებას, რომ პოლიციის თანამშრომლები აძალებდნენ მას, გ--------–-----–-–---–- დაესახელებინა მასზე და ო--------–----–---–--- ნარკოტიკული საშუალებების გამავრცელებელ პირად. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ თუკი მას საერთოდ არ ჰქონია ნარკოტიკული საშუალება, რომელი ნარკოტიკული საშუალების მასზე გავრცელებაზე იყო საუბარი გ--------–-----–-–---–-ს მხრიდან, აღნიშნული სასამართლოსთვის გაუგებარი რჩება. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ი-----–-------------სადმი კუთვნილების ეჭვქვეშ დაყენება ემსახურება მხოლოდ დაცვის მიზნებს და მიმართულია ბრალდებულის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისკენ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, ასევე, დაცვის და ბრალდების მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდეს და უტყუარად იქნეს მიჩნეული ი-----–-------------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე - დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვის ბოლო ეტაპზე, საპატიმრო ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე, ახალი მტკიცებულების წარმოდგენისა და მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენებაზე, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. პირველ რიგში, სასამართლო კვლავ გაიმეორებს, რომ დაცვის მხარის მიერ შუამდგომლობის დაყენებისას დარღვეული იყო საპროცესო კანონის ნორმები. კერძოდ, დაცვის მხარემ სასამართლოს ვერ დაუდასტურა არა მარტო ის ფაქტი, თუ რატომ ვერ შეძლო დაცვამ აღნიშნული მტკიცებულების წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე წარმოდგენა, როდესაც ბრალდებულის ინტერესებს საქმის წარმოების ყველა ეტაპზე იცავდა არაერთი ადვოკატი, არამედ, ვერ დაუდასტურა მითითებული მტკიცებულების (მოწმის სახით გამოკითხული პირისთვის ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე ხელში ჩავარდნილი ვიდეოჩანაწერის) შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან, გაურკვეველია, საიდან გახდა ცნობილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები თ---------------–-----თვის და საერთოდ რის საფუძველზე აცხადებს დაცვის მხარის მიერ მოწმის სახით გამოკითხული პირი, რომ მის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერი სწორედ მოცემულ საქმეზე ბრალდებულ ი-----–-------------ს დაკავებას ასახავდა, მაშინ, როდესაც დაცვის მხარეს არცკი მოუხდენია მითითებული პირის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერება და მისი ამსახველი ოქმის სასამართლოში წარმოდგენა.

 

ამასთან, მართალია, სასამართლო ვერ შეაფასებს იმ მტკიცებულებას, რომლის გამოკვლევაც საქმის არსებითი განხილვისას არ მომხდარა, თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი არის იმავე ინფორმაციის ამსახველი, რაც ამავე საქმეზე ბრალდებულ ო--------–---–---–-ს მიერ იქნა სასამართლოში წარმოდგენილი, რაც შემდგომში დაცვის მხარემ თავად მოხსნა, ნაკლებადსავარაუდოა, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი იმ ინფორმაციის მატარებელი იყოს, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება, რამდენადაც, მიუხედავად აღნიშნული მტკიცებულების დასაშვებობისა, ბრალდებულმა ო--------–----–---–მა, ისევე, როგორც ბრალდებულმა გ--------–-----–-–--ლმა, აღიარეს ბრალად წარდგენილი ქმედებები და ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ მათ მიმართ განხორციელებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.

 

აქვე, სასამართლო ყურადღების მიღმა არ დატოვებს დაცვის მოწმის - ნ-----–----------------ს ჩვენებას და, შესაბამისად, დაცვის მიერ გავითარებულ პოზიციას, რომ ჩხრეკა ჩატარდა დარღვევებით, რამდენადაც ჩხრეკის ოქმში არ არის მითითებული ის ნივთები, რომლებიც მოგვიანებით გამომძიებლის მიერ გადაეცა ბრალდებულის ძმას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღნიშნულია განჩინებაში ან დადგენილებაში. ასევე, ამოღებულ უნდა იქნეს ინფორმაციის შემცველი ყველა სხვა ობიექტი, რომელსაც შესაძლოა მტკიცებულების მნიშვნელობა ჰქონდეს ამ საქმისათვის ან რომელიც აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულზე, აგრეთვე, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. მოცემულ შემთხვევაში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილებით, რომელიც გაეცნო ი-----–-------------ს და რასაც ადასტურებენ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებლი პირები, ირკვევა, რომ ჩხრეკის საფუძველი გახდა ის, რომ ი-----–-------------ს შესაძლებელია პირადად ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა და საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმშიც გამომძიებლის მიერ მითითებულია ის, სავარაუდოდ, კანონსაწინაღმდეგო ნივთები/ნივთიერებები, რისი აღმოჩენისა და ამოღების მიზნითაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. ის ფაქტი, რომ ი-----–-------------ს, ასევე, ჰქონდა სხვა პირადი ნივთები, რაც არ არის ასახული საგამოძიებო მოქმედების ოქმში, რაც შემდგომში გადაეცა მის ძმას, განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ი-----–-------------ს დაკავება მოხდა ადგილზე, ამასთან, ამოღებულ იქნა მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანაც, შესაბამისად, ის ნივთები, რომლებიც ინახებოდა ი-----–-------------სთან პირადად ან ავტომანქანაში და არ იყო მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის და არ არსებობდა მათი ამოღების სამართლებრივი საფუძველი, დაუბრუნდა მის ძმას.

 

გარდა ამისა, დაცვის მხარის მიერ აპელირება მოხდა იმ თემაზე, რომ ჩხრეკის ჩამტარებელ პირებს გამომძიებლის მიერ არ წარედგინა ამოღებული ნივთები, რასაც აფუძნებს მოწმე გ--------------–---–-ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ გამომძიებელი მარტოც შეძლებდა ამოღებული ნივთების დათვალიერებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიფუთოს. იმ პირობებში, როდესაც ჩხრეკის უშუალო ჩამტარებელი პირები იყვნენ გ--------------–---–- და ლ-–------------, რომელმაც პირადად ამოიღო ი-----–-------------სგან ნარკოტიკული საშუალება და სწორედ მან გადასცა გამომძიებელს აღნიშნული საგნები, გაუგებარია, რას გულისხმობს დაცვის მხარე, როდესაც აპელირებს ამოღებული ნივთის დათვალიერებაზე მხოლოდ გამომძიებლის მხრიდან (პირიქით, გამომძიებელს უნდა წარედგინა აღნიშნული ნივთი იმ პირისთვის, ვინც უშუალოდ მოახდინა ამოღება?). საპროცესო კანონის თანახმად, ამოღებული ნივთების აღწერა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმში ხორციელდება იმ პირის მიერ, რომელიც ადგენს ოქმს, რომლის სისწორესაც შემდგომში თავისი ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ჩხრეკის ოქმები ხელმოწერილია მასში მონაწილე ყველა პირის მიერ, გარდა ბრალდებულ ი-----–-------------სა, რომელსაც, ოქმებზე არსებული შენიშვნის თანახმად, უარი აქვს განცხადებული ხელმოწერაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ი-----–-------------ს მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ასევე, მათი ამსახველი ოქმების შედგენისას ადგილი არ ჰქონია კანონის არსებით დარღვევას, რაც გამოიწვევდა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დაუშვებლად ცნობას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ განცხადებაზე, რომ მიმდინარეობს გამოძიება სამართლდამცავთა მხრიდან ი-----–-------------ს მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე. მართალია, სასამართლოსთვის არ არის ცნობილი, თუ რა კუთხით მიმდინარეობს გამოძიება კონკრეტულ შემთხვევაში და საერთოდ მიმდინარეობს თუ არა, რამდენადაც ამის დამადასტურებელი რაიმე სახის ინფორმაცია სასამართლოში გამოკვლეული არ ყოფილა, თუმცა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისას ეჭვქვეშ არ დგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა და სანდოობა და არ დასტურდება ბრალდებულის მიმართ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზემოქმედების განხორციელება, ან ღირსებისშემლახავი მოპყრობა. გამოკვლეული მტკიცებულებები იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ სამართლადამცავთა ღონისძიებები არ სცდება იძულების პროპორციულ ღონისძიებას, რამდენადაც დადასტურებულია სამართალდამცავთა მიმართ ი-----–-------------ს, გ--------–-----–-–---–-სა და ო--------–----–---–-ს წინააღმდეგობრივი ქცევა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნა ემყარება.

 

მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, რაც უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.

 

ამავე კანონის სია #2 განსაზღვრავს ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს, სადაც მე-10 ნომრად მითითებულია ბუპრენორფინი, რომლის განსაკუთრებით დიდ ოდენობად, დანართი #2-ის მიხედვით, ითვლება აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების ნებისმიერი ოდენობა 0,12 გრამს ზემოთ. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-----–-------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნივთიერებებში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის წონა შეადგენს 0,13017 გრამს, 0,04138 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება, ე.ი. მთლიანობაში ამოღებულ ნივთიერებებში ბუპრენორფინის საერთო წონაა 0,17155 გრამი, რაც წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას. ამავე კანონში უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, მეთადონის (მარილი) დიდ ოდენობად ითვლება აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობა 0,2 გრამს ზემოთ 1 გრამის ჩათვლით. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-----–-------------ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ ნივთიერებებში ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) წონა შეადგენს 0,79536 გრამს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა გამოკვლეული და უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ ი-----–-------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდების ნაწილში სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

 

ზემოთ განხილულ, მთელ რიგ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ი-----–-------------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთდონის (მარილი) შეძენა და შენახვა. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, ი-----–------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელი დაენიშნოს აღნიშნული მუხლის ნაწილით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში.

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება

(ო--------–----–---–--- გასაღების ეპიზოდი)

 

მოწმე გ------------–-–---–-ს ჩვენების თანახმად, ამავე საქმეზე ბრალდებულ ო--------–----–---–-ს (რომლის მიმართაც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო) პირადი ჩხრეკა განახორციელეს მისმა თანამშრომლებმა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა აბები. ამის შემდეგ აღნიშნული პირი დააკავეს და ჩატარდა მისი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ო--------–----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა უდავოდ გახადეს მტკიცებულებები ო--------–----–---–-ს ნაწილში, მისი პირადი ჩხრეკის მონაწილე პირები სასამართლოში არ დაკითხულან. მოწმეებმა - გ--------------–---–--, ლ-–------------მ, გ-------------–--–--, მ----------------–-–---–-- და ზ---------------მ ზოგადად დაადასტურეს მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ფაქტი.

 

ბრალდებულ ი-----–-------------ს ჩვენების მიხედვით, როდესაც ის სამართალდამცავებმა გადაიყვანეს ავტომანქანიდან, ეგრევე, ჩასხდნენ მანქანაში პოლიციელები. ო--------–----–---–-, მათთან ერთად, საათზე მეტ ხანს იჯდა ავტომანქანაში და მხოლოდ მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გადმოიყვანეს, ამის მერე გაჩხრიკეს ო--------–----–---–-. მას სთხოვდნენ, ეთქვა, ვითომ გ--------–-----–-–--ლმა მისცა ნარკოტიკული საშუალებები მას და ო--------–----–---–ს, მაგრამ უარს ამბობდა, რის გამოც დაემუქრნენ, რომ ეს მის სასიკეთოდ არ იმოქმედებდა.

 

ბრალდებულ ი-----–-------------ს განმარტებით, მას დაკავებამდე გ--------–-----–-–---–---- და ო--------–----–---–თან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მისთვის უცნობია, რა დამოკიდებულება აქვთ ნარკოტიკებთან აღნიშნულ პირებს და არც ის იცის, როგორ აღმოჩნდა ინსულინის შპრიცზე ო--------–----–---–-ს დნმ, მის დნმ-თან ერთად.

 

თბილისში, გ---------------------ში მდებარე ც------------------ ტერიტორიაზე, 2018 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული ო--------–----–---–-ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ოთხი ცალი გადახვეული ფოლგის ქაღალდი, აღნიშნული ფოლგის ქაღალდები გახსნილ იქნა, დათვალიერების მიზნით, და მათში აღმოჩნდა: ერთ ქაღალდში - ერთი მთლიანი აბი, წარწერით ,,B-‘‘, ერთ ქაღალდში - ერთი ნატეხი აბი, ერთ ქაღალდში - ერთი ნატეხი აბი და ერთ ქაღალდში - ორი ნატეხი აბი. აღნიშნული კვლავ გადახვეულ იქნა ფოლგის ქაღალდებში და დაუბრუნდა პირვანდელ მდგომარეობას, რის შემდეგაც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.

 

ქიმიური ექსპერტიზის #2------------ქრ დასკვნით, ო--------–----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდებში 4 ცალად დაფასოებული თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ერთი ტაბლეტი და ტაბლეტის ოთხი ნატეხი, ამოტვიფრული ლოგოთი ,,B-‘‘, საერთო წონით - 1,6 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს და ტაბლეტის ნატეხებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა 0,0318 გრამი.

 

ექსპერტმა ნ----------–---–-- დაადასტურა, ექსპერტ ს--------–--------------- ერთად, აღნიშნული გამოკვლევის ჩატარება და მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ინსულინის საინექციო შპრიცზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ო--------–----–---–ს, მეორე წილი ეკუთვნის ი-----–-------------ს; პაკეტში წარწერით: ,,...შესაფუთი მასალა... ო.ი-–----–---–-ს პ/ჩ‘‘ მოთავსებულ ფოლგის ქაღალდის ფრაგმენტებზე გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

ექსპერტმა ნ--------–-----მ დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე.

 

მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად მიჩნეული ნარკოლოგიური ექსპერტიზის #7------ დასკვნით, ო--------–----–---–- კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიულად დაუდგინა ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) და მეტადონის მოხმარება.

 

ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად, რომ ი-----–-------------მ 2018 წლის 22 აგვისტოს, თბილისში, გ---------------------ში მდებარე ც------------------ ტერიტორიაზე, ო--------–----–---–--- გაასაღა 0,0318 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1 ცალი აბი და აბის 4 ნატეხი.

 

ქიმიური ექსპერტიზის #2------------ქრ დასკვნით დადგენილია, რომ ო--------–----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ოთხ ცალად დაფასოებული ერთი აბი და აბის ოთხი ნატეხი, საერთო წონით 1,6 გრამი, წარმოადგენს 0,0318 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ აბებს და აბის ნატეხებს, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მას გადასცა ი-----–-------------მ.

 

სასამართლოში დაკითხულმა ც--------–---------------–----------------------- თანამშრომლებმა სასამართლოს ჩვენებები მისცეს ბრალდებულების - ო--------–----–---–-ს, ი-----–-------------სა და გ--------–-----–-–---–-ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ავთენტურობასთან მიმართებით, თუმცა არცერთი მათგანი არ ყოფილა ი-----–-------------ს მიერ ო--------–----–---–-სთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტის თვითმხილველი, ასევე, არცერთ მათგანს ირიბადაც არ მოუხსენიებია, რომ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ი-----–-------------მ გაასაღა, ან აპირებდა ნარკოტიკული საშუალების გასაღებას რომელიმე სხვა პირზე, როგორიცაა კონკრეტულ შემთხვევაში ო--------–----–---–-.

მართალია, ბიოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ი-----–-------------ს ინსულინის საინექციო შპრიცზე არსებული შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ო--------–----–---–ს, მაგრამ აღნიშნული არ სცდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფარგლებს და, შესაბამისად, არაფერს ამტკიცებს ნარკოტიკული საშუალების ი-----–-------------ს მიერ ო--------–----–---–--- გასაღებასთან მიმართებით.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ო--------–----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე არ აღმოჩნდა გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია. შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულება ამ მხრივაც, რომ ი-----–-------------ს ჰქონდა გარკვეული შემხებლობა ო--------–----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან. მართალია, ის ფაქტი, რომ შესაფუთ მასალაზე არ დაფიქსირდა გენოტიპის მასალა, არ ამტკიცებს პირის უდანაშაულობას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს არცერთი სხვა, არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება, აღნიშნული უპირობოდ მიიმართება ბრალდებულის სასიკეთოდ.

იმისათვის, რომ პირი პასუხისგებაში მიეცეს სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, საჭიროა ჯერ ფაქტის დადგენა, შემდეგ პირის დანაშაულებრივი კავშირის დადგენა ამ ფაქტთან. მართალია, სასამართლო არ იზიარებს ი-----–-------------ს ვერსიას, რომ ც--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლები მას სთხოვდნენ ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლად გ--------–-----–-–---–-ს დასახელებას, ხოლო უარის მიღების შემდეგ დაემუქრნენ აღნიშნულის საპირისპიროდ შებრუნებით, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად ვერ მიიჩნევს ი-----–-------------ს მიერ ო--------–----–---–--- დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს.

 

ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარემ თავად მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან ო--------–----–---–-, აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ სასამართლო განაჩენს დააყრდნობდა მხოლოდ მის ჩვენებას, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს არცერთი სხვა მტკიცებულება, თუმცა ო--------–----–---–-ს ჩვენება, შესაძლოა, კიდევ ერთი დამატებითი ინფორმაციის მომცემი გამხდარიყო რიგ გარემოებებთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ ო--------–----–---–--- სწორედ ი-----–-------------მ გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება, აღნიშნული ფაქტი არ არის უტყუარად დადგენილი და დაფუძნებულია მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდზე.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ ნაწილში არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილ სტანდარტს და ი-----–------------- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმა, არამედ - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–------------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, რამდენადაც ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-----–-------------ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებას.

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება

(გ--------–-----–-–---–--- გასაღების ეპიზოდი)

 

მოწმე გ-------------–--–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, გ--------–-----–-–---–-ს პირადი ჩხრეკა ჩაატარეს მიკროავტობუსში, რა დროსაც მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჰქონია, თუმცა გ--------–-----–-–--ლმა მათ თანამშრომელს - მ----------------–-–---–ს უთხრა, რომ სახლში ინახავდა ი-----–-------------ს მიერ მიცემულ სუბოტექსის აბებს. გამომძიებელმა შესთავაზა და პირადი ჩხრეკის ოქმში არსებულ გრაფაში გ--------–-----–-–--ლმა თავისი ხელით ჩაწერა, რომ სახლში ინახავდა სუბოტექსის აბებს. მის მიმართ ზეწოლას და რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, მასთან ერთად, წავიდნენ მის საცხოვრებელი სახლში, გ------------------------ში, სადაც გ--------–-----–-–--ლმა მშვიდ ვითარებაში მიუთითა, თუ კონკრეტულად სად ედო ნარკოტიკული საშუალება, რაც ამოიღეს. მ----------------–-–---–-- შეადგინა ბინის ჩხრეკის ოქმი, რის შემდეგაც გ--------–-----–-–---–- დააკავეს. მანამდე მას ბორკილები დადებული არ ჰქონია, თუმცა თავისუფლად გადაადგილება შეზღუდული ჰქონდა.

 

მოწმე მ----------------–-–---–ის ჩვენებით, როდესაც გამოცხადდა ადგილზე, გ--------–-----–-–---–---- იდგა მისი თანამშრომელი გ-------------–--–- და ესაუბრებოდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა, თუმცა ჩხრეკის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ გ--------------ში, მის საცხოვრებელ ბინაში, ინახავდა ნარკოტიკული საშუალების შემცველ აბებს, რომელიც ი-----–-------------მ შესანახად გადასცა. ამასთან, როგორც ახსოვს, მან იცოდა, რომ სუბოტექსის აბები იყო. ამის შესახებ თვითონ განაცხადა. გ--------–-----–-–---–- გაეცნო პირადი ჩხრეკის ოქმს და თავისივე ხელით დააფიქსირა ბინაში არსებული ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის საფუძველზე, გამომძიებელი ჩააყენა საქმის კურსში, უთხრა, რომ ბინის გასაჩხრეკად მიდიოდნენ და, გ-------------–--–---- ერთად, ჩაატარა გ--------–-----–-–---–-ს ბინის ჩხრეკა. ჩხრეკისას მისი საძინებელი ოთახიდან ამოიღეს 31 აბი სუბოქსინი, ასევე, მოთეთრო ფერის პარკში მოთავსებული 122 ცალი თეთრი ტაბლეტი, წარწერით ,,B-‘‘, ნატეხები და მცირეოდენი ფხვნილი. ყველაფერი დაილუქა შესაბამისი წესით, დაესვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები, მათ შორის, გ--------–-----–-–--ლმა, რომელიც გაეცნო ოქმს, ოქმში გააკეთა ჩანაწერი, რომ აღნიშული წარმოადგენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველ აბებს, რომელიც შესანახად გადასცა მეგობარმა ი-----–-------------მ. მან, ალბათ, იცოდა, რომ სუბოტექსის აბები ბუპრენორფინს შეიცავს, რადგან თვითონ ჩაწერა ამის შესახებ.

 

მოწმე გ------------–-–---–-ს ჩვენების თანახმად, გ--------–-----–-–---–-ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა პოლიციელების მიერ მიკროავტობუსში, სადაც ის შეიყვანეს მისმა თანამშრომლებმა. მისი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა, თუმცა პოლიციელებს განუცხადა, რომ ბინაში ინახავდა სუბოტექსის აბებს, რომელიც შესანახად დაუტოვა ი-----–-------------მ. ამის შემდეგ მისმა თანამშრომლებმა ჩაატარეს გ--------–-----–-–---–-ს ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აბები, 31 ცალი სუბოქსინი და 122 ცალი სუბოტექსი. შესაბამისად, დააკავეს გ--------–-----–-–---–-.

 

მოწმე გ--------------–---–-ს ჩვენების მიხედვით, ის გ--------–-----–-–---–-ს პირად ჩხრეკას არ დასწრებია. შესაბამისად, არ იცის, რა საუბარი წარიმართა მასსა და თანამშრომლებს შორის.

 

მოწმე ლ-–------------ს ჩვენებით, გ--------–-----–-–---–-ს მიმართ საგამოძიებო მოქმედებებში არ მიუღია მონაწილეობა. სამსახურში გაიგო, რომ გ--------–-----–-–---–-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული იყო აბები.

 

მოწმე ზ---------------ს ჩვენების თანახმად, რაღაც პერიოდში ტერიტორიის დატოვება მოუწია, რადგან ჯგუფი გ--------–-----–-–---–-ს სახლის ჩხრეკის ჩასატარებლად წაიყვანა, მიიყვანა მისამართზე, სადაც დატოვა ისინი და შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა. საგამოძიებო მოქმედებებში პირადად მონაწილეობა არ მიუღია, პერიმეტრზე იმყოფებოდა სიმშვიდის დაცვის მიზნით.

 

ბრალდებულ გ--------–-----–-–---–-ს (რომლის მიმართაც მოგვიანებით საქმე, ასევე, ცალკე წარმოებად გამოიყო) სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 19 აგვისტოს ი-----–-------------მ დაურეკა და სთხოვა წაყვანა, რადგან თავისი მანქანა ავტოსახელოსნოში ჰყავდა დატოვებული. იგი მასთან მივიდა ხელში პარკით, უთხრა, ამას შენთან დავტოვებო, თან ისიც უთხრა, რომ პარკში სუბოტექსი იყო. მის მიერ მიცემული პარკი სახლში, თავის ოთახში, შეინახა, რომ დაბრუნდებოდნენ, ი-----–-ს უკან უნდა წაეღო. ისე მოხდა, რომ ი-----–-ს იმ დღეს საქმეზე დაურეკეს, პარკი ვერ წაიღო, შემდეგ გამოგივლიო, უთხრა და დარჩა და დარჩა. შემთხვევის დღეს ი-----–-------------ს და ო--------–----–---–-ს ჩხრეკა არ დაუნახავს, რადგან ის მიკროავტობუსში ჩასვეს, კარი არ ჩაუკეტავთ, თუმცა გარეთ გამოხედვის საშუალება არ ჰქონდა, ორ პოლიციელს ეჭირა ხელით. დაახლოებით 5 წუთში გაჩხრიკეს, რა დროსაც არაფერი ამოუღიათ, თუმცა ნებაყოფლობით განუცხადა სამართალდამცავებს, რომ ნარკოტიკულ საშუალებას სახლში ინახავდა, რაც ი-----–-------------მ დაუტოვა. ეს იმის შიშით არ უთქვამს, რომ ბინას მაინც გაჩხრეკდნენ. ი-----–-------------სთან არ აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ ტყუილად დააბრალოს რამე, მეგობრები არიან, რასაც აცხადებს, სიმართლეა. ოქმზე იქვე მოაწერა ხელი. ჩხრეკის დასრულებიდან მალევე წაიყვანეს სახლში, სადაც პოლიციის თანამშრომლებს აჩვენა ი-----–-ს მიერ რამდენიმე დღის წინ დატოვებული ნარკოტიკი. ბორკილები დაადეს მას შემდეგ, რაც სახლიდან ნარკოტიკი ამოიღეს, იქვე განუმარტეს უფლებები.

 

ბრალდებულმა ი-----–-------------მ სასამართლოს განუმარტა, რომ გ--------–-----–-–---–-ს ჩხრეკაზე არაფერი იცის, რადგან მანქანიდან გადაყვანის შემდეგ ის გააქრეს, მერე დაინახა, რომ მიკროავტობუსიდან ჩამოიყვანეს. გ--------–-----–-–---–-ს ჩვენება, რომლის მიხედვითაც, მან გადასცა ნარკოტიკი მას, არ შეესაბამება სიმართლეს, ის ცრუობს თავის გადარჩენის მიზნით, რადგან დაკავებისთანავე მ-------- ითხოვდა, ეთქვა, თითქოს, გ--------–-----–-–--ლმა მისცა მას ნარკოტიკული საშუალება და გადასცა ო--------–----–---–საც.

 

თბილისში, გ---------------------ში მდებარე ც------------------ ტერიტორიაზე, 2018 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული გ--------–-----–-–---–-ს პირადი ჩხრეკის ოქმით, მისი პირადი ჩხრეკისას არაფერი ამოღებულა. ამავე ოქმზე არსებულ შენიშვნისა და განცხადებების გრაფაში მითითებულია, რომ მის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, გ------------------------ში, ინახავს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ სუბოტექსის აბებს, რომელიც შესანახად მიუტანა მისმა მეგობარმა ი-----–-------------მ.

 

გ--------–-----–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, მისი საძინებელი ოთახის კარადის თაროდან ამოღებულ იქნა 4 ცალი კონვალუტა, თოთოეულზე არსებული 7 ცალი აბით, და 3 ცალი კონვალუტის ნაჭერი, თითოეულზე არსებული თითო აბით, სულ 31 ცალი აბი, კონვალუტებზე არსებული წარწერით ,,Suboxone‘‘, ამავე თაროს ზედაპირიდან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული 122 ცალი მოთეთრო ფერის ოვალური ფორმის აბი, მათზე არსებული წარწერით ,,B-‘‘, და აბის ნატეხები, მცირეოდენ ფხვნილთან ერთად. გ--------–-----–-–---–-ს მიერ ოქმზე გაკეთებულია შენიშვნა: ,,ჩემი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ჩემი საძინებელი ოთახიდან ამოღებული აბები არის ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი სუბოტექსის და სუბოქსინის აბები, რომლებიც მომიტანა შესანახად ი-----–-------------მ‘‘.

 

ქიმიური ექსპერტიზის #2------------ქრ დასკვნით, რაც სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა ნ----------–---–--, გ--------–-----–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ 4 ცალ კონვალუტაზე და კონვალუტის 3 ნაჭერზე, წარწერებით ,,Suboxone 8mg/2mg lot:------...‘‘, განთავსებული 29 ცალი თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის მთლიანი ტაბლეტი და 2 ცალი დაზიანებული ტაბლეტი (დატეხილი ნატეხებად), საერთო წონით - 12,215 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს და ტაბლეტის ნატეხებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა 0,2441 გრამი. თეთრ პოლიეთილენის ნაჭერში გახვეული თეთრი ფერის, ოვალური ფორმის 122 ცალი ტაბლეტი, ამოტვიფრული ლოგოთი ,,B-‘‘, და თეთრი ტაბლეტის ნატეხები, საერთო წონით - 51,55 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს და ტაბლეტის ნატეხებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა 1,0308 გრამი. გ--------–-----–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა 1,2749 გრამი.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, უჯრებიან ქაღალდის ფურცელზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში, გ--------–-----–-–---–-ს, ო--------–----–---–-ს და ი-----–-------------ს გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება; პაკეტში წარწერით: ,,...შესაფუთი მასალა... გ-–-----–-–---–-ს ბინის ჩხრეკა“ მოთავსებულ პოლიეთილენის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ--------–-----–-–--ლს, მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; კონვალუტებზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება გ--------–-----–-–---–-ს გენეტიკური თანამონაწილეობა და არ ვლინდება ო--------–----–---–-სა და ი-----–-------------ს გენეტიკური თანამონაწილეობა.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა ნ--------–-----მ.

 

ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად, რომ ი-----–-------------მ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებებიდან 1,2749 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 153 აბი უკანონოდ გაასაღა გ--------–-----–-–---–---, რაც შ---–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული გ--------–-----–-–---–-ს ბინის ჩხრეკის შედეგად.

 

ქიმიური ექსპერტიზის #2------------ქრ დასკვნით დადგენილია, რომ გ--------–-----–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ აბებსა და აბების ნატეხებში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა 1,2749 გრამი, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება გ--------–-----–-–--ლს გადასცა ი-----–-------------მ.

 

ი-----–-------------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების გ--------–-----–-–---–--- გასაღების ეპიზოდში, გარდა გ--------–-----–-–---–-ს ჩვენებისა, სასამართლოში არ წარმოდგენილა სხვა მტკიცებულება, ც--------–---------------–----------–-–--------------------- არცერი თანამშრომელი არ გამხდარა ი-----–-------------ს მიერ გ--------–-----–-–---–-სთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტის შემსწრე. ეს ლოგიკურიცაა, რამდენადაც, გ--------–-----–-–--ლს არ აღმოჩენია შემთხვევის ადგილზე არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, თუმცა მან მიუთითა ი-----–-------------ზე, რომ მან რამდენიმე დღის წინ დაუტოვა ნარკოტიკული საშუალება სახლში, რასაც ბინაში, თავის საძინებელ ოთახში, ინახავდა.

 

იგივე ირკვევა გ--------–-----–-–---–-ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, რომ მან ადგილზევე ნებაყოფლობით განუცხადა სამართალდამცავებს მის ბინაში ი-----–-------------ს მიერ დატოვებული ნარკოტიკულ საშუალების არსებობის თაობაზე, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს სახლში, სადაც აჩვენა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები. ამასთან, გ--------–-----–-–--ლმა სასამართლოს განუცხადა, რომ ი-----–------------- მისი მეგობარია, არ აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ ტყუილად დააბრალოს რამე, მან სასამართლოში პირველად აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა ეს არ არის განპირობებული საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილით და რასაც აცხადებს, სრული სიმართლეა.

 

მიუხედავად იმისა, რომ, სასამართლოს აზრით, 2018 წლის 22 აგვისტოს გ--------–-----–-–---–-ს ნებაყოფლობითი თანამშრომლობა სამართალდამცავებთან, შეუძლებელია საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილით მომხდარიყო, რამდენადაც გ--------–-----–-–---–- წარმოადგენს ამავე საქმეზე თანაბრალდებულ პირს, ზედმიწევნით ამოწმებს მისი ჩვენების შესაბამისობას სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით, რამდენად იქმნება გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტისთვის აუცილებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა და მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ჩვენება სასამართლოსთვის არაა საკმარისი ი-----–-------------ს დამნაშავედ მიჩნევისათვის გ--------–-----–-–---–--- ნარკოტიკული საშუალების გასაღების ეპიზოდში.

 

სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია მოცემულ საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა და ნ--------–-----ს ჩვენება, რომლის თანახმადაც, გ--------–-----–-–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ კონვალუტებზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში არ დადგინდა ი-----–-------------ს გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო პოლიეთილენის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ--------–-----–-–--ლს, მინორული წილი კი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. შესაბამისად, გ--------–-----–-–---–-ს ჩვენება არ მყარდება ჩატარებული გენეტიკური კვლევითა და სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. სასამართლო განმარტავს, რომ ი-----–-------------ს მიერ გ--------–-----–-–---–--- ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს სასამართლო უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს არა იმის გამო, რომ გენეტიკური პროფილის დაუდასტურებლობა გამორიცხავს პირის შემხებლობას ნარკოტიკულ საშუალებასთან, არამედ, იმის გამო, რომ არ არსებობს სხვა მტკიცებულება, რომელიც იქნება მტკიცებულებათა ერთობლიობის მომცემი გასაღების ფაქტის დასადასტურებლად.

 

სასამართლო აცხადებს რა აღნიშნულს, მიუთითებს, რომ ამით ეჭვქვეშ აყენებს არა იმ ფაქტს, რომ გ--------–-----–-–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბები და აბის ნატეხები, არამედ უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების მისთვის ი-----–-------------ს მიერ გადაცემას.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გ--------–-----–-–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული და ი-----–-------------ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკებისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (გარდა მეტადონისა) ერთი და იგივე ნარკოტიკული საშუალების - ბუპრენორფინის შემცველია, თუმცა არ არსებობს სრული ერთგვაროვნებაც ნარკოტიკულ საშუალებებში, გ--------–-----–-–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულია, სუბოტექსთან ერთად, სუბოქსინი. ამასთან, ქარხნული წესით დამზადებული ბუპრენორფინის შემცველი აბების ორი პირის მიერ ფლობის ბრალდებულის საზიანოდ მიმართვა სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი უტყუარი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ყველა მტკიცებულება ექვემდებარება დასაშვებობის, სარწმუნოობისა და რელევანტურობის ტესტზე თანაბარ შემოწმებას. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს აქვს მხოლოდ გ--------–-----–-–---–-ს ჩვენება მისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ი-----–-------------ს მიერ გადაცემასთან (გასაღებასთან) მიმართებით, რომელიც არ მოდის ერთობლიობაში არცერთ სხვა მტკიცებულებასთან, ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირში იწვევს ეჭვს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით და ბადებს გონივრულ კითხვებს, მათ შორის, იმ კუთხით, რამდენიმე საათით შესანახად დატოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება რამდენიმე დღის შემდეგ რატომ ინახებოდა კვლავ გ--------–-----–-–---–----.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ ნაწილში, ასევე, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილ სტანდარტს და ი-----–------------- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით (გ--------–-----–-–---–--- გასაღების ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ არ იყოს ჩადენილი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში‘‘ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, #1/1/548; 22/01/2015; §41).

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი, რომ ნამდვილად ი-----–-------------მ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბები და აბის ნატეხები გ--------–-----–-–---–---.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–------------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით (გ--------–-----–-–---–--- ნარკოტიკული საშუალების გასაღების ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, რამდენადაც ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-----–-------------ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებას.

 

ამასთან, უტყუარად დადასტურებულია ი-----–-------------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, იმას, რომ ი-----–-------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშულების შეძენითა და შენახვით, შესაძლოა შემქნილიყო მისი გავრცელებისთვის ხელშემწყობი პირობები, ასევე, ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.

 

მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი და, ამავდროულად, დანიშნულმა სასჯელმა, მისი სიმკაცრის გამო, არ გამოიწვიოს მასში უსამართლობის განცდა.

 

ამასთან, სასამართლო ქონების ჩამორთმევასთან მიმართებაში ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე დანაშაულის ჩასადენად გამიზნული და გამოყენებული ნივთი, ,,V----------ის‘‘ მარკის ავტომანქანის, სახ.----------, სახით, არ არსებობს მისი ჩამორთმევის სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა, აღნიშნული არ გამომდინარებს ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან და, ასევე, არ არის საჭირო ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, რამდენადაც, აღნიშნული ავტომანქანა წარმოადგენს ი-----–-------------ს დედის - ნ----------------ის საკუთრებას, დანაშაულის ჩამდენ პირს - ი-----–-------------ს კი სასამართლო ხანგრძლივი ვადით აღუკვეთავს თავისუფლებას.

 

ამასთან, ი-----–-------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ი-----–-------------სა და გ--------–-----–-–---–-სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, შესაფუთი მასალა და ნერწყვის ნიმუშები უნდა განადგურდეს, კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს უნდა დაუბრუნდეს ი-----–-------------ს ტელეფონი, ხოლო რაც შეეხება ო--------–----–---–-ს პირადი და სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების ბედს, რამდენადაც არ დასრულებულა სამართლწარმოება ო--------–----–---–-ს მიმართ, მათი ბედი უნდა გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ი-----–------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით (გასაღების ეპიზოდებში) წარდგენილ ბრალდებებში.

 

ი-----–------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

ი-----–-------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 22 აგვისტოდან.

 

ი-----–-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ი-----–-------------ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ი-----–-------------ს პირადი ჩხრეკის, ავტომანქანის ჩხრეკის და გ--------–-----–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და მათი შესაფუთი მასალა, ი-----–-------------სა და გ--------–-----–-–---–-ს ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს; ი-----–-------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ავტომანქანა ,,V---------‘‘, სახ.----------, დაუბრუნდეს მის მესაკუთრე ნ----------------ეს, ხოლო ო--------–----–---–-ს პირადი და სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების ბედი გადაწყდეს ო--------–----–---–-ს მიმართ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე