გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.05.2019
საქმის ნომერი
330210018002537623
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/20842-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

28 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე

 

მოსარჩელე - სს "დ-------------------–------------------ ი-----"

წარმომადგენელი - ა-------------------

 

მოპასუხე - შ--–-- ზ------–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შ--–-- ზ------–---–ს მოსარჩელე სს "დ-------------------–------------------ ი-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 8 180 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 08 თებერვალს ქალაქ თბილისში, ასათიანის ქუჩაზე თავისი კუთვნილი "მ-–----–ის” მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით (სარეგისტრაციო (სახელმწიფო) #V------) მოძრაობისას, მოპასუხე შ--–-- ზ------–---–მა ვერ უზრუნველყო რა მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება “ი-----ში” დაზღვეულ, საქართველოს ს------–---------–-----------------–-----------------ს კუთვნილ "ტ-------ას" მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე (სარეგისტრაციო (სახელმწიფო) C-----).

საქართველოს ს------–---------–-----------------–-----------------ს კუთვნილი "ტ-------ას" მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყო “ი-----ში”. საქართველოს ს------–---------–-----------------–-----------------ს კუთვნილ "ტ-------ას" მარკის ავტო სატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 8 180 ლარი.

 

სს ,,ს----------------------- ი-----მ” სრულად შეასრულა რა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება, აუნაზღაურა დამზღვევს 9 947.4 ლარის ზიანი. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში “ი-----ს” გადახდილი აქვს 21 ლარის ოდენობით მომსახურების საფასური.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შ--–-- ზ------–---–მა სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ სს ,,ს----------------------- ი-----ს“ მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ი-----------–ის ქუჩაზე, ლ------------ის ქუჩის მხრიდან ლ--------------ის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა ავტომანქანა ,,მ-–----–ი“ სახელმწიფო ნომრით V--------, რომელსაც მართავდა შ--–-- ზ------–---–ი. როდესაც მიუახლოვდა ლ--------------ის ქუჩის კვეთას, სადაც მოქმედებს საგზაო ნიშანი ,,დაუთმე გზა“, გზაჯვარედინზე შევიდა შეუჩერებლად, რა დროსაც შეეჯახა ლ--------------ის ქუჩაზე გ----------------ის ქუჩის მხრიდან, შ--–-- დ------ის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა ,,ტ-------ა ჰ---–---სს“, სახელმწიფო ნომრით C------, რომელსაც მართავდა გ--–- ლ-------–---–ი.

 

დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო შ--–-- ზ------–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 22.06.2017 წლის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 14-16);

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ. 17-18);

- ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ (ს.ფ. 19-21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;

 

3.1.2. ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - მ-–-----ი კ---–---, შასის ნომერი -V------, გამოშვების წელი - 2007, ფერი - თეთრი, 22.02.2017 წლამდე რეგისტრირებული იყო შ--–-- ზ------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს 24.05.2017წლის ცნობა 4---------------- (ს.ფ. 22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 21/02/2017 წელს, შპს ,,ა-----------------ას“ საექსპერტო დასკვნის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების T-----------, სახელმწიფო ნომრით C-----, საგზაო-სატრასპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა ჯამში 8180 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21/02/2017 წლის საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 28);

- დანართი #1 (ს.ფ. 29-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. სს ,,დ-------------------–------------------ ი-----ს“ სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურებამ ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ ზარალზე შეადგინა 9947.40 ლარი, ფრანშიზის გათვალისწინებით, რაც სრულად იქნა ანაზღაურებული მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი (ს.ფ. 31);

- საგადასახადო დავალება #1 (ს.ფ. 32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მესამე პირის საქართველოს ს------–---------–-----------------–-----------------ს კუთვნილი, დაზიანებული ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, შეადგენს 8180 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ა-----------------ის“ მიერ შედგენილი საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების T-----------, სახელმწიფო ნომრით C-----, საგზაო-სატრასპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა ჯამში 8180 ლარი, ხოლო სადაზღვევო კომპანიის მიერ დამზღვევისთვის, სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურდა 9947.40 ლარი.

აქედან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანის ის ოდენობა, რაც დასტურდება საექსპერტო კომპანიის მიერ შედგენილი აქტით, რაც რეალურად ანაზღაურდა კიდეც სადაზღვევო კომპანიის მიერ. რაც შეეხება მოპასუხე მხარის განმარტებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,ა---------------ის“ მიერ დადგენილი ზიანის ოდენობა არ შეესაბამება ასეთი ტიპის ჩვეულებრივი მომსახურებისთვის განკუთვნილ ტარიფებს, სასამართლო მტკიცების ტვირთის გონივრული განაწილების სტანდარტის საფუძველზე მიუთითებს, რომ მოპასუხეს შპს ,,ა-----------------ის“ მიერ შედგენილი დასკვნის საპირისპირო მტკიცებულება არ წამოუდგენია. აქედან გამომდინარე მისი პოზიცია ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით არ არის არგუმენტირებული და გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ზეპირ განმარტებას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21/02/2017 წლის საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 28);

- დანართი #1 (ს.ფ. 29-30);

- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი (ს.ფ. 31);

- საგადასახადო დავალება #1 (ს.ფ. 32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).....“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საქმე №ას-380-364-2016. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx).

 

ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე. თუმცა მოიაზრებს, თუ არა კანონმდებელი ახალი კრედიტორის უფლებას იმავე მოცულობით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მესამე პირისაგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სუბროგაციის ფრაგმენტული განხილვა მხოლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ვერ იქნება მისი მიზნების შესატყვისი, კერძოდ, უზრუნველყოს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა და ამავდროულად გამორიცხოს მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრება. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი ერთმანეთს უკავშირებს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს. ამის გათვალისწინებით, დოქტრინაში ერთმანეთისაგან მიჯნავენ სადაზღვევო-სამართლებრივ ზიანს და სამოქალაქო-სამართლებრივ ზიანს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ი-----------–ის ქუჩაზე, ლ------------ის ქუჩის მხრიდან ლ--------------ის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა ავტომანქანა ,,მ-–----–ი“ სახელმწიფო ნომრით V--------, რომელსაც მართავდა შ--–-- ზ------–---–ი. როდესაც მიუახლოვდა ლ--------------ის ქუჩის კვეთას, სადაც მოქმედებს საგზაო ნიშანი ,,დაუთმე გზა“, გზაჯვარედინზე შევიდა შეუჩერებლად, რა დროსაც შეეჯახა ლ--------------ის ქუჩაზე გ----------------ის ქუჩის მხრიდან, შ--–-- დ------ის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა ,,ტ-------ა ჰ---–---სს“, სახელმწიფო ნომრით C------, რომელსაც მართავდა გ--–- ლ-------–---–ი. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო შ--–-- ზ------–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. 21/02/2017 წელს, შპს ,,ა-----------------ას“ საექსპერტო დასკვნის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების T-----------, სახელმწიფო ნომრით C-----, საგზაო-სატრასპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა ჯამში 8180 ლარი.

 

საქართველოს ს------–---------–-----------------–-----------------ს კუთვნილი "ტ-------ას" მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაზიანდა სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სს ,,დ-------------------–------------------ ი-----ში“ იყო დაზღვეული. სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურებამ ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ ზარალზე შეადგინა 9947.40 ლარი, ფრანშიზის გათვალისწინებით, რაც სრულად იქნა ანაზღაურებული მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიის მიერ, რის შედეგადაც სადაზღვევო კომპანიას წარმოეშვა უფლება სუბროგაციის წესით ზიანის ანაზღაურებისა.

 

როგორც აღინიშნა, სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია, სადაც ისინი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მათ შორის მომსახურების ხარისხი წარმოადგენს შეთანხმების საგანს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. მოცემულ შემთხვევაშიც, სს ,,ს----------------------- ი-----ს“ და დამზღვევს შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებით და სადაზღვევო პოლისით განისაზღვრა სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურების წესი, კერძოდ, ზარალის შეფასების აქტის (ხარჯთაღრიცხვის) შედგენის შემდეგ დგება სადაზღვევო შემთხვევის აქტი, რომელიც არის მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველი და რომლითაც მხარეები თანხმდებიან სადაზღვევო ანაზღაურების საბოლოო მოცემულობაზე, რის შემდეგაც ანაზღაურების თანხა, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში, გადაირიცხება დამზღვევის (მოსარგებლის) მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. შესაბამისად ანაზღაურებული და სასარჩელო მოთხოვნით დაყნებულ თანხას შორის არის განსხვავება.

 

საქმეში წარმოდგენილი 21/02/2017 წელს, შპს ,,ა-----------------ას“ საექსპერტო დასკვნის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების T-----------, სახელმწიფო ნომრით C-----, საგზაო-სატრასპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა ჯამში 8180 ლარი.

 

6.2. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში და ამავე ურთიერთობის ფარგლებში მოვალეს ანიჭებს დელიქტისთვის დამახასიათებელი შესაგებლის უფლებას, მათ შორის ზიანის მოცულობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ,,ს----------------------- ი-----ს“ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს შპს ,,ა-----------------ას“ მიერ შედგენილი საექსპერტო დასკვნა. აღნიშნული მოპასუხე მხარის მეირ სადავო გახდა, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხეს თავად უნდა წარმოედგინა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ ამ უკანასკნელზე იყო გადატანილი. საქმეზე კი წარმოდგენილია მხოლოდ მოსარჩელის მტკიცებულებები, მათ შორის ავტომანქანის დაზიანებული დეტალებისა და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი მათი რაოდენობისა და ფასის მითითებით. ვინაიდან აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლომ სარჩელის განხილვისა და ზიანის ოდენობის ნაწილში მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება გაითვალისწინა.

რაც შეეხება მოპასუხე მხარის განმარტებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,ა-----------------ის“ მიერ დადგენილი ზიანის ოდენობა არ შეესაბამება ასეთი ტიპის ჩვეულებრივი მომსახურებისთვის განკუთვნილ ტარიფებს, სასამართლო მტკიცების ტვირთის გონივრული განაწილების სტანდარტის საფუძველზე მიუთითებს, რომ მოპასუხეს შპს ,,ა-----------------ის“ მიერ შედგენილი აქტის საპირისპირო მტკიცებულება არ წამოუდგენია. აქედან გამომდინარე მისი პოზიცია ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით არ არის არგუმენტირებული და გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მხოლოდ მოპასუხის ზეპირ განმარტებას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების სფეროში შემავალი, სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.

 

ზეამოაღიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ,,ს----------------------- ი-----ს“ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე შ--–-- ზ------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------------------- ი-----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 245.40 ლარის გადახდა, ხოლო 0.60 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს "დ-------------------–------------------ ი-----"-ს სარჩელი მოპასუხე შ--–-- ზ------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შ--–-- ზ------–---–ს მოსარჩელე სს "დ-------------------–------------------ ი-----"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 8180 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შ--–-- ზ------–---–ს მოსარჩელე სს "დ-------------------–------------------ ი-----"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი მომსახურების საფასურის - 21 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე შ--–-- ზ------–---–ს მოსარჩელე სს "დ-------------------–------------------ ი-----"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 245.40 ლარის ანაზღაურება.

 

5. დაუბრუნდეს სს "დ-------------------–------------------ ი-----"-ს 2018 წლის 29 ივნისს სს „ბ---------ში" # 6--- საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 246.00 ლარის ნაწილი 0.60 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე