გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.03.2019
საქმის ნომერი
160310018002708084
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310018002708084

№3/134-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 მარტი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

 

შესავალი ნაწილი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი ელენე თაგაური

 

მოსარჩელე- შპს „ავ---------–---კა“

წარმომადგენელი- თი-------------ე, ირ---–---------რი, ლარ----------ძე;

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ზვ-----------------ი, ხათ-----------–---–ი;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის №04-14/1905 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ - ზარ----------------ას, აიტ----------------ის და ან–--–--------------ვას შემთხვევის ნაწილში);

 

1.2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ავ---------–---კის“ მარნეულის პირველი ფილიალის კლინიკურ მენეჯერს ბატონ ზუ------–-–--–--–ს 2018 წლის 17 მარტს ჩაბარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის N04-14/1905 გადაწყვეტილება, რასაც არ ეთანხმებიან შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1) პაციენტ ზარ----------------ას (36-ე დადგენილების დანართით N1.3 განსაზღვრული მოსარგებლე) შპს ,,ავ---------–---კა“-ში 15.09.2017 03:20-05:30 ჩატარებული აქვს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება R33-შარდის შეკავება. ეს პაციენტი 11.09.17 (22:15) – 14.09.17 (15:00) იმყოფებოდა ავ---------–---კაში, სადაც დიაგნოზით k35.8 (მწვავე აპენდიციდი, სხვა და დაუზუსტებელი) ჩაუტარდა JESA - აპენდექტომია.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამედიცინო შემთხვევას N2384307921 მიენიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. აღნიშნულს არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე, რადგან 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილების ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს“. განმახორციელებლის ზეპირი განმარტების თანახმად, მოცემული შემთხვევის ღირებულება არ უნდა მოეთხოვა მოსარჩელე მხარეს, რადგან ჩატარებული სამედიცინო მომსახურებიდან: აპენდექტომიიდან, არ იყო გასული 10 დღის ვადა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების არც ერთი მუხლი არ ითვალისწინებს მსგავს მოთხოვნებს, რაც აბსოლიტურად გაურკვეველს ხდის განმახორციელებლის განმარტებას. 15.09.2017 წელს პაციენტისთვის დადგენილი დიაგნოზი: შარდის შეკავება, არანაირად არ არის დაკავშირებული ჩატარებულ ოპერაციულ მკურნალობასთან: აპენდექტომიასთან, შესაბამისად დაუსაბუთებელია მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად ,,ავ---------–---კა“-ს უნდა აუნაზღაურდეს პაციენტ ზ.მამედოვასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება 78.80 ლარი.

 

2) პაციენტი - აიტ----------------ას შპს ,,ავ---------–---კაში“ 21.09.17 (19:20) – 22.09.17 (12:00) ჩატარებული აქვს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება დიაგნოზით: R10.4 – ტკივილი გულმკერდის და/ან მუცლის და/ან მცირე მენჯის არეში, დაუზუსტებელი.

აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამედიცინო შემთხვევას N2468051671 მიენიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

 

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა ვინაიდან 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილების ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს“.

 

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ პაციენტი 11.09.2017-დან 14.09.2017-მდე მკურნალობდა ჯე-------------–ში აპენდიციტის დიაგნოზით, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია: აპენდექტომია. 21.09.2017 წელს შეყვანილი იქნა შპს ,,ავ---------–---კაში“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, მუცლის ტკივილით. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან შემდეგი დიაგნოზით, ,,მუცლის ტკივილი, დაუზუსტებელი“. განმახორციელებლის ზეპირი განმარტების თანახმად, პაციენტისათვის ავ---------–---კას უნდა მოეთხოვა მომსახურების ღირებულების გადახდა, რადგან მისთვის ჩატარებული ოპერაციიდან არ იყო გასული 10 დღე ან პაციენტს უნდა მიემართა ისევ ჯე-------------–ისთვის, სადაც უნდა მომსახურებოდნენ უფასოდ. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების არც ერთი მუხლი არ ითვალისწინებს მსგავს მოთხოვნას, რაც აბსოლიტურად გაურკვეველს ხდის განმახორციელებლის განმარტებას. პაციენტისათვის დადგენილი დიაგნოზი ,, მუცლის ტკივილი დაუზუსტებელი“ არანაირად არ უკავშირდება ჩატარებულ ოპერაციულ მკურნალობას. ამასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილ პაციენტს შპს ,,ავ---------–---კა“ გადაუდებელ სასწრაფო სამედიცინო მომსახურებაზე უარს ვერ ეტყოდა და ვერც სხვა სამედიცინო დაწესებულებაში ვერ გადაამისამართებდა, რაც ცალსახად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება, დახმარება აღმოუჩინა პაციენტს და განმახორციელებელს მოსთხოვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება დადგენილი წესის შესაბამისად. შესაბამისად ,,ავ---------–---კა“-ს უნდა აუნაზღაურდეს პაციენტ აიტ----------------ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება 102.50 ლარი.

 

3) პაციენტი ან–--–--------------ვას 01.09.2017 (09:30) – 05.09.2017 (14:00) შპს ,,ავ---------–---კა“-ში ჩაუტარდა სასწრაფო -დაყოვნებული გზით ოპერაცია დიაგნოზი: N81.2 არასრული უტერულ-ვაგინური პროლაფსი. აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამედიცინო შემთხვევას N1049712616 მიენიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

 

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა ვინაიდან 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილების ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს“.

 

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ პაციენტს ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება N81.2 არასრული უტერულ-ვაგინალური პროლაფსი LCSD11- ვაგინალური ჰისტერექტომია ლაპარასკოპიის დახმარებით, LESF10-კოლპოპერინეოპლასტიკა, LESf00-წინა კალპორაფია. განმახორციელებლის განმარტებით, სამედიცინო ღირებულების დაკორექტირების საფუძველი გახლდათ ის, რომ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურება კომბინაციაში არ აქვს ავ---------–---კას განფასებული. აღნიშნულ არ ეტანხმება მოსარჩელე მხარე, რადგან პაციენტს ჩაუტარდა სატანადო და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, არსებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე, ამავე წერილში მითითებული სამედიცინო მომსახურების შესაბამისად.

 

შესაბამისად ,,ავ---------–---კა“-ს უნდა აუნაზღაურდეს პაციენტ ან–--–--------------ვასათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება 1540.00 ლარი.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი, სააგენტომ არ იხელმძღვანელა აღნიშნული ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის ნორმებით, რის გამოც, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ პაციენტს - ზარ----------------ას შპს ,,ავ---------–---კა“-ში 15.09.2017 03:20-05:30 ჩატარებული აქვს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება R33-შარდის შეკავება. პაციენტი 11.09.17 (22:15) – 14.09.17 (15:00) იმყოფებოდა ავ---------–---კაში, სადაც დიაგნოზით k35.8 (მწვავე აპენდიციდი, სხვა და დაუზუსტებელი) ჩაუტარდა JESA - აპენდექტომია.

 

3.1.2. დადგენილია, რომ აიტ----------------ას შპს ,,ავ---------–---კაში“ 21.09.17 (19:20) – 22.09.17 (12:00) ჩატარებული აქვს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება დიაგნოზით: R10.4 – ტკივილი გულმკერდის და/ან მუცლის და/ან მცირე მენჯის არეში, დაუზუსტებელი.

 

3.1.3. დადგენილია, რომ პაციენტი ან–--–--------------ვას 01.09.2017 (09:30) – 05.09.2017 (14:00) შპს ,,ავ---------–---კა“-ში ჩაუტარდა სასწრაფო -დაყოვნებული გზით ოპერაცია დიაგნოზი: N81.2 არასრული უტერულ-ვაგინური პროლაფსი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მიმართვა N964119;

 

3.1.2. ,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის ჩანაწერით დგინდება, რომ წარდგენილ შემთხვევათა ნომრებს: 2384307921, 2468051671, 1049712616, შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი ქირურგიული მომსახურება და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება განესაზღვრათ სტატუსი - ,,არ ანაზღაურდება’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის ჩანაწერი;

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 მარტის №04/14/1905 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ დანართის სახით, შპს ,,ავ---------–---კას“ გადაეგზავნა იმ სამედიცინო შემთხვევების რეესტრი, რომლებზეც საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: ზარ----------------ა (პირადი N28001064639) არის საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებთა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით(შემდგომში „დადგენილება’’) დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით დანართი 1.3-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე. პაციენტრს კლინიკაში 15.09.2017 03:20-05:30 ჩატარებული აქვს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება R33-შარდის შეკავება. ეს პაციენტი 11.09.17 (22:15) – 14.09.17 (15:00) იმყოფებოდა ავ---------–---კაში, სადაც დიაგნოზით k35.8 (მწვავე აპენდიციდი, სხვა და დაუზუსტებელი) ჩაუტარდა JESA - აპენდექტომია. აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. აიტ----------------ა (პ/ნ 28650008163) შპს ,,ავ---------–---კაში“ 21.09.17 (19:20) – 22.09.17 (12:00) ჩატარებული აქვს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება დიაგნოზით: R10.4 – ტკივილი გულმკერდის და/ან მუცლის და/ან მცირე მენჯის არეში, დაუზუსტებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

ან–--–--------------ვა (პ/ნ 15001017640) 01.09.2017 (09:30) – 05.09.2017 (14:00) შპს ,,ავ---------–---კა“-ში ჩაუტარდა სასწრაფო -დაყოვნებული გზით ოპერაცია დიაგნოზი: N81.2 არასრული უტერულ-ვაგინური პროლაფსი. აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამედიცინო შემთხვევებს: 2384307921, 2468051671, 1049712616, ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების მე-2 თავის მე-15 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 მარტის №04/14/1905 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

3.1.4. 2018 წლის 16 აპრილს, შპს ,,ავერსის“ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოცილური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2018 წლის 7 მარტის №04/14/1905 გადაწყვეტილება.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018წლის 27 ივნისის №04/37211 გადაწყვეტილებით შპს ,,ავ---------–---კის“ 2018წლის 16 აპრილის ადმინისტრაციული საჩივარი(სააგენტოში რეგისტრირებული 16.04.2018წლის №35900), არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შპს ,,ავ---------–---კის“ 2018წლის 16 აპრილის ადმინისტრაციული საჩივარი;

 

- 2018 წლის 22 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 18-20)

 

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018წლის 27 ივნისის №04/37211 გადაწყვეტილება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ავ---------–---კის“ მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის №04-14/1905 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ - ზარ----------------ას და აიტ----------------ის შემთხვევის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,ავ---------–---კი“-ს მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

შპს ,,ავ---------–---კის“ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის №04-14/1905 გადაწყვეტილების ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ - ან–--–--------------ვას შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში - არ დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. თავად სოციალურ უფლებებში მოიაზრება უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე, რაც უპირველესად სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მოიცავს. ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმნიშველოვანესი უფლება ადმიანის უფლებათა შორის, მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენეტში (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე, მუხლი). ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) და მე-13 მუხლები (სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება) ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ „სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვარტური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით სოციალური დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან სოციალური უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები.’’ ამ მნიშვნელოვანმა უფლება ასახვა პოვა ასევე საქართველოს კოსნტიტუციაში, რომლის 37-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის №04-14/1905 გადაწყვეტილება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.3. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ)ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ)მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ)ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ)ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა)პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ)სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს; ა.ბ) 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები, რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში; ა.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები; ა.დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ–ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულებში(ფილიალებში): ა.დ.ა) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები; ა.დ.ბ) დასაქმებული უფროსი აღმზრდელები და აღმზრდელები; ა.ე) რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას; ა.ვ) სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები; ა.ზ) ამ დადგენილების მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები; ა.თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პაციენტები - ზარ----------------ა, აიტ----------------ა და ან–--–--------------ვა წარმოადგენენ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.3 -ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირებს.

 

6.4. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევა გახდა მოსარჩელისთვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2018 წლის 7 მარტის №04/14-1905 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ დანართის სახით, შპს ,,ავ---------–---კას“ გადაეგზავნა იმ სამედიცინო შემთხვევების რეესტრი, რომლებზეც საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: ზარ----------------ა (პირადი N28001064639) არის საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებთა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით(შემდგომში „დადგენილება’’) დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით დანართი 1.3-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე. პაციენტრს კლინიკაში 15.09.2017 03:20-05:30 ჩატარებული აქვს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება R33-შარდის შეკავება. ეს პაციენტი 11.09.17 (22:15) – 14.09.17 (15:00) იმყოფებოდა ავ---------–---კაში, სადაც დიაგნოზით k35.8 (მწვავე აპენდიციდი, სხვა და დაუზუსტებელი) ჩაუტარდა JESA - აპენდექტომია. აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. აიტ----------------ა (პ/ნ 28650008163) შპს ,,ავ---------–---კაში“ 21.09.17 (19:20) – 22.09.17 (12:00) ჩატარებული აქვს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება დიაგნოზით: R10.4 – ტკივილი გულმკერდის და/ან მუცლის და/ან მცირე მენჯის არეში, დაუზუსტებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. ან–--–--------------ვა (პ/ნ 15001017640) 01.09.2017 (09:30) – 05.09.2017 (14:00) შპს ,,ავ---------–---კა“-ში ჩაუტარდა სასწრაფო -დაყოვნებული გზით ოპერაცია დიაგნოზი: N81.2 არასრული უტერულ-ვაგინური პროლაფსი. აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-10 მუხლის 21.1 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა №IV-100/ა), მოქმედი კანონმდებლობის (,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის (ICD-10) შესაბამისად. ასევე, სავალდებულოა პროცედურების (ჩარევების) კოდების მითითება ,,სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანების მიხედვით.

 

საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ პაციენტი ზარ----------------ა მოათავსეს შპს ,,ავ---------–---კა“-ში. დიაგნოზით k35.8 (მწვავე აპენდიციდი, სხვა და დაუზუსტებელი) ჩაუტარდა JESA - აპენდექტომია.

 

პაციენტი - აიტ----------------ა მოათავსეს შპს ,,ავ---------–---კაში“. დიაგნოზით: R10.4 – ტკივილი გულმკერდის და/ან მუცლის და/ან მცირე მენჯის არეში, დაუზუსტებელი.

 

პაციენტი ან–--–--------------ვა მოათავსეს შპს ,,ავ---------–---კა“-ში. დიაგნოზი: N81.2 არასრული უტერულ-ვაგინური პროლაფსი.

 

სასამართლო მიუთითებს ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის თანახმად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. აკრძალულია, პირმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისაგან მოითხოვოს ამ კანონში მითითებული პრინციპებისა და საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, აგრეთვე აღმსარებლობისა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ,- ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV–100/ა და პაციენტის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია), სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა შპს ,,ავ---------–---კის“ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. გასაჩივრებულ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

 

ხოლო რაც შეეხება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის N04/37211 გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებაში (ზარ----------------ას და აიტ----------------ის შემთხვევის ნაწილში) ზოგადად არის აღნიშნული, რომ ზარ----------------ასთვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურებიდან: აპენდექტომია არ იყო გასული 10 დღიანი ვადა, ხოლო ასევე აიტ----------------ასათვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურებიდან: აპენდექტომია არ იყო გასული 10 დღიანი ვადა და პაციენტს ისევ უნდა მიემართა ჯე-------------–ისათვის, სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა რა გახდა აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი სასამართლოსთვის უცნობია, რამეთუ გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება (სასამართლოს მოსაზრებით დასახელებული გარემოების შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას). აღნიშნული გარემოება კი საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტის მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის №04-14/1905 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ - ზარ----------------ას და აიტ----------------ის შემთხვევის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,ავ---------–---კი“-ს მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის №04-14/1905 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ - ან–--–--------------ვას შემთხვევის ნაწილში). მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის №04/37211 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ პაციენტი ან–--–--------------ვა მკურნალობდა შპს ,,ავ---------–---კაში’’ გეგმიური ქირურგიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 2017 წლის 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით. მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია შეტყობინება რამდენიმე პროგრამული კოდით: 1.09.17-5.09.17 დიაგნოზით: 81.2 არასრული უტერულ-ვაგინური პროლაფსი.

 

შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე დადგინდა, რომ მიმწოდებელს პროგრამის პირობების დარღვევით აქვს წარმოდგენილი ჩატარებული ჩარევების შესაბამისი ტარიფი, ამასთან ჩატარებული ქირურგიული ჩარევა შეუსაბამობაშია საბოლოო დიაგნოზთან, შესაბამისად, სამედიცინო შეთხვევას №1049712616 განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ განმარტებას და მიუთითა, რომ განმახორციელებელთან მიწოდებული ინფორმაცია ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას, კერძოდ პაციენტ ან–--–--------------ვას ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება N81.2 არასრული უტერულ-ვაგინური პროლაფსი. მოცემული დასტურდება იმ გარემოებით, რომ სადავო აქტებში მოცემული პაციენტის მონაცემები და დიაგნოზი იდენტურია საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონულ პროგრამაში გადაცემული მონაცემებისა და დიაგნოზისა.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო იზარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსა და გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში გამოთქმულ მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ იქნა დაცული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის №04-14/1905 გადაწყვეტილება (ან–--–--------------ვას შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში) არ ეწინააღდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნება და არის კანონშესაბამისი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ავ---------–---კის“ სარჩელი აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე- შპს ,,ავ---------–---კის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ავ---------–---კის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის №04-14/1905 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ - ზარ----------------ას და აიტ----------------ის შემთხვევის ნაწილში;

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

 

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,ავ---------–---კი“-ს მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. შპს ,,ავ---------–---კის“ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის №04-14/1905 გადაწყვეტილების ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ - ან–--–--------------ვას შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში - არ დაკმაყოფილდეს.

 

5. მოპასუხეს- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბოლნისი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში

 

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე