განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5706-18
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ----–----------ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ-----------–----------------------–---ი, დაბადებული - 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს-----------, სოფელი მ--–-----ი, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------------–-;
ბრალდებული - ზ-----------------------------ი, დაბადებული - 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ------–------ს რაიონის სოფელ ჯ-----ში;
ბრალდებული - გ-------------------------------ი, დაბადებული - 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ------–------ს რაიონის სოფელ ჯ-----ში;
ბრალდებული - გ--------–-----------------–---–ი, დაბადებული - 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ა---––--ის რაიონი, დ--------–---–------------–-;
ბრალდებული - დ----------–-----, დაბადებული - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ზ--------ი, სოფელი ნ--------ი;
ადვოკატები - ნ--------–-–---–ი, მ--------------–---- და თ--------------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის მომზადება, ე.ი. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაგეგმილი თავდასხმის მომზადება, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად - ვ-----------------–---ი და გ-----------------ი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და “,,ბ“ ქვეპუნქტები (ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის მომზადება, ე.ი. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაგეგმილი თავდასხმის მომზადება, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ჯგუფურად - ზ---------------ი, გ------------–---–ი და დ----------–-----).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2----–-–------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ზ---------------ი არის ყაჩაღობისათვის ნასამართლობის მქონე პირი. 2----–-–----------------- ა---––--ის რაიონული სასამართლოს განაჩენით, გ------------–---–ი არის ქურდობისათვის ნასამართლობის მქონე პირი. 2----–-–-----------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, დ----------–----- არის ყაჩაღობისთვის ნასამართლობის მქონე პირი.
1.2. 2018 წლის ნოემბერში ზ---------------ისთვის, გ-----------------ისთვის, დ----------–-----სთვის, ვ-----------------–---ისა და გ------------–---–ისათვის ცნობილი გახდა, რომ თ------–------ს რაიონის სოფელ ნ-------ში მცხოვრებ ტ---------------–---ს გააჩნდა მნიშვნელოვანი ოდენობის ფულადი დანაზოგი, რასაც იგი ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში. ზ---------------მა, გ-----------------მა, დ----------–-----მ, ვ-----------------–---მა და გ------------–---–მა განიზრახეს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დასხმოდნენ ტ---------------–---ის ოჯახს და ამ გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ მისი კუთვნილი ფულადი თანხა. ამ მიზნით მათ დაიწყეს დანაშაულის ჩასადენად პირობების განზრახ შექმნა, მოიძიეს ყაჩაღობის ჩასადენად განკუთვნილი სხვადასხვა ნივთები, რომელთა შორის აღსანიშნავია მცირე ზომისა და ფორმის დანები, წებოვანი ლენტი, დამატებით სხვა ტანსაცმელი, ხელთათმანები და კუსტარულად დამზადებული ნიღბები, რათა მაქსიმალურად შეემცირებინათ მომავალში თავიანთი მხილების რისკი. ამავდროულად, თანამზრახველებმა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, მოიპოვეს ხორცი და ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებითაც აპირებდნენ ტ---------------–---ის ეზოში არსებული ძაღლის მოწამვლას და გაუვნებელყოფას. აღნიშნული ნივთები ზემოხსენებულმა თანაამსრულებლებმა მოათავსეს „--–----–--- მარკის „----------- მოდელის ავტომანქანაში (სახ. #---------) და 2018 წლის 20 ნოემბერს, ერთობლივად გაემართნენ თ------–------ს რაიონის სოფელ ნ-------ის მიმართულებით, თუმცა მათი დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელება მომზადების ეტაპზე იქნა აღკვეთილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს თანამშრომელთა მიერ თ------–------ს რაიონში, კ------–--–--------–-----ის გზატკეცილის პ------–-----–--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2. სასამართლომ დაადგინა:
სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა პირთა ბრალდების შესახებ დადგენილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, ვ-----------------–---ის, ზ---------------ის, გ-----------------ის, გ------------–---–ისა და დ----------–-----ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენის შესახებ.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის მომზადება, ე.ი. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაგეგმილი თავდასხმის მომზადება, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად - ვ-----------------–---ი და გ-----------------ი.
ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის მომზადება, ე.ი. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაგეგმილი თავდასხმის მომზადება, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ჯგუფურად - ზ---------------ი, გ------------–---–ი და დ----------–-----.
3.1. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–-----------–------------–--ის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ე-–---------------–---–ის მიერ, 2018 წლის 20 ნოემბერს შედგენილი პატაკის თანახმად, ამ უკანასკნელმა მიიღო ინფორმაცია, რომ ზ---------------ი, გ-----------------ი, დ----------–-----, გ------------–---–ი და ვ-----------------–---ი, „--–----–------------- მარკის ავტომანქანით მიემართებიან ქ-------------–-- მიმართულებით და განზრახული აქვთ თ------–------ს რაიონის სოფელ ნ-------ში მცხოვრები ტ---------------–---ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა. პატაკში მითითებულია ხსენებულ პირთა დემოგრაფიული მონაცემები და საცხოვრებელი მისამართები. ასევე აღნიშნულია, რომ მათ თან უნდა ჰქონდეთ ცეცხლსასროლი იარაღები, დანები და ყაჩაღობის ჩასადენად საჭირო ნივთები. დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, თავდამსხმელები აპირებენ მოწამლული საკვების გამოყენებით, ოჯახში ძაღლის ყოლის შემთხვევაში მის მოწამვლას.
3.2. მოწმე ე-–---------------–---–მა სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ შედგენილი პატაკის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 5 საათზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზ---------------ი, გ-----------------ი, ვ-----------------–---ი, დ----------–----- და გ------------–---–ი „--–----–------------- მარკის ავტომანქანით მიემართებოდნენ ქ-------------–-- მიმართულებით და განზრახული ჰქონდათ თ------–------ს რაიონის სოფელ ნ-------ში მცხოვრებ პიროვნებაზე ყაჩაღური თავდასხმა. ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო თავდამსხმელებს თან უნდა ჰქონოდათ ცეცხლსასროლი იარაღები, დანები და ყაჩაღობის განსახორციელებლად აუცილებელი სხვა ნივთები. ისინი ტ---------------–---ის ძაღლის მოწამვლას აპირებდნენ თანნაქონი საკვების მეშვეობით. მოწმეს წყარომ ასევე განუცხადა, რომ ბრალდებულები თავიანთ სახლებში უნდა ინახავდნენ ცეცხლსასროლ იარაღს. ე-–---------------–---–მა დაუყოვნებლივ დაადგინა ინფორმაციაში მითითებული პიროვნებები, შეადგინა პატაკი და მოახსენა აღნიშნულის შესახებ ხელმძღვანელობას. იმავე დღეს, პატაკის დაწერიდან რამდენიმე წუთში იგი გამოიკითხა გამომომძიებლის მიერ. ე-–---------------–---–ს უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. მან მოგვიანებით, თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ნაწილობრივ დადასტურდა, ბრალდებულებისგან ამოღებულ იქნა ყაჩაღობის ჩასადენად გამიზნული ნივთები, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღი აღმოჩენილი ვერ იქნა. ინფორმაციის მიღების შემდეგ, საინფორმაციო ბაზაში ბრალდებულების შესახებ ცნობების მოძიებას, პატაკის შედგენას და ხელმძღვანელისთვის გადაცემას მოწმემ დაახლოებით 15 წუთი მოანდომა.
3.3. 2018 წლის 20 ნოემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–-----------–------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ ი-----–--–--------ს მიერ, 2018 წლის 20 ნოემბერს, 20:57 საათზე გაჩხრეკილ იქნა ვ-----------------–---ი, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება მისგან ამოღებული არ ყოფილა.
3.4. 2018 წლის 20 ნოემბრის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–-----------–------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ ი-----–--–--------ს მიერ, თ------–------ს რაიონი, კ------–--–---------–-----ის გზატკეცილის პ------–----–--------ზე, ვ-----------------–---ის თანდასწრებით, ს----–---------–---ისა და დ-------–---–----ის მონაწილეობით, გაჩხრეკილ იქნა „--–----–------------- მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით -----------, რა დროსაც ამოღებულ იქნა მცირე ზომის დანა შავი ტარითა და თეთრი ხაზებით, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა გაცემული მ-----–-----------ის სახელზე, ორი წყვილი ხელთათმანი - წითელი და შავი ფერის წებოვანი ლენტის რულონი, პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული შავი ფერის ნაჭრის კაპიშონიანი ქურთუკი, ერთი წყვილი ნაცრისფერი წინდა, შავი ფერის ნაჭრის კეპიანი ქუდი, მუქი ფერის ნაჭრის ნაგლეჯი. ავტომანქანიდან ასევე ამოღებულ იქნა შავი ფერის კეპი თეთრი ფერის ზოლებით, შავი ფერის ნაჭრის ზურგჩანთა, რომელშიც დევს ხორცის ნაჭერი მოთავსებული პოლიეთილენის პარკში, დადებული ერთჯერად თეფშზე. ზურგჩანთიდან ასევე ამოღებულ იქნა ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი, „-------- ფირმის მობილური ტელეფონი დაშლილ მდგომარეობაში, შავი ფერის სანთებელა. თერთმეტი ცალი თეთრი ფერის ე.წ. ხამუტი, ერთი ცალი ნაჭრის შავი ქუდი კუსტარულად ამოჭრილი წრით, ორი წყვილი ხელთათმანი - ნაცრისფერი და შავი ფერის, ორი ცალი დასაკეცი დანა - შავი და თეთრი ფერის ტარით, ყელსახვევი და „ადიდასის“ ფირმის მუქი ფერის სპორტული ზედატანი კაპიუშონით. ჩხრეკისას ავტომანქანის საბარგულიდან ასევე ამოღებულ იქნა კომუფლირებული ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებულია შაფი ფერის სპორტული ქურთუკი, შაფი ფერის გრძელმკლავიანი ზედატანი, ჭრელი ცხვირსახოცი, ნაცრისფერი სპორტული შარვალი, დანა ღია ფერის ტარით და შავი ფერის შალითით, ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი, სამი ცალი შავი ფერის ქუდი, რომლებსაც აღენიშნებათ კუსტარულად ამოჭრილი წრეები. ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი მწვანე ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ასევე ნაცრისფერი სპორტული ფეხსაცმელი თეთრი ძირით. ამოღებული ნივთები დაილუქა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლების მიერ.
3.5. 2018 წლის 20 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–-----------–------------–--ის დეტექტივ-გამომძებელ ი-----–--–--------ს მიერ ამოღებულ იქნა ავტომანქანა „--–----–------------ სახ. ნომრით -----------.
3.6. გამომძიებელმა ი-----–--–--------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს, მისმა თანამშრომელმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იგეგმებოდა თ------–------ს რაიონის სოფელ ნ-------ში, ტ---------------–---ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა და ხუთი პიროვნება მიემართებოდა აღნიშნულ მისამართზე დანაშაულის ჩასადენად. ხელმძღვანელობის მიერ შეიქმნა რამდენიმე ოპერატიული ჯგუფი; გაემართნენ თ------–------ს მიმართულებით და კ------–--–-ის გზაზე შეამჩნიეს „--–----–------------- მარკის ავტომანქანა, რომელიც შეაჩერეს. ს----–---------–---თან და დ-------–---–----ესთან ერთად, ი-----–--–--------მ გაჩხრიკა საჭესთან მჯდომი ვ-----------------–---ი. ასევე ჩატარდა აღნიშნული ავტომაქნანის ჩხრეკა, რომელშიც ვ-----------------–---ი იღებდა მონაწილეობას. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე, მოწმემ ბრალდებულს გააცნო დადგენილება ავტომანქანის ჩხრეკის თაობაზე; შეადგინა საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმი, სადაც მიუთითა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ყველა ნივთი (დანები, ხორცი, ნიღბებად გადაკეთებული ქუდები). ბრალდებული ვ-----------------–---ი ჩხრეკის ოქმს გაეცნო, თუმცა ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის შემდეგ, ი-----–--–--------მ შეადგინა ვ-----------------–---ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. მანვე ბოლოს ამოიღო ავტომანქანა „--–----–--, რომელიც გადაყვანილ იქნა თბილისის პოლიციის პოლიციის დეპარტამენტში. გარდა ვ-----------------–---ისა, ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდნენ გ------------–---–ი, დ----------–-----, ზ----- და გ-----------------ები. საგამოძიებო მოქმედებები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ვინაიდან ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ძაღლის მოსაწამლად განკუთვნილი ხორცი, დანები, „ხამუთები“, ნიღბები და სხვა ნივთები, გაჩნდა ეჭვი ბრალდებულების მიერ ყაჩაღობის მომზადების თაობაზე, რის გამოც ისინი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებებისას ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული არ ყოფილა. დაკავებულები თავდაპირველად გადაყვანილ იქნენ ა---------ს პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ თბილისში. ავტომანქანის ჩხრეკა დაახლოებით 19:40 საათზე ჩატარდა. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მოწმეს ხელთათმანები ეკეთა.
3.7. ბრალდებულ ვ-----------------–---ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, ასევე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის კანონიერება დაადასტურეს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს დეტექტივ-გამომძიებლებმა, ს----–---------–---მა და დ-------–---–----ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმეთა განმარტებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2018 წლის 20 ნოემბერს, საღამოს საათებში, შეაჩერეს თ------–------ს მიმართულებით მოძრავი „--–----–--- მარკის ავტომანქანა, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ბრალდებულები; მონაწილეობა მიიღეს ბრალდებულ ვ-----------------–---ის პირად ჩხრეკასა და დაკავებაში, ასევე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკაში, რა დროსაც რაიმე დარღვევას, წინააღმდეგობის გაწევას ან გაქცევის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატაკში მითითებული სხვადასხვა ნივთები (მობილური ტელეფონი გათიშულ მდგომარეობაში, წებოვანი ლენტი, „ხამუთები“), რის შემდეგაც მიიღეს ბრალდებულების დაკავების გადაწყვეტილება. პატაკის გაცნობის შემდეგ, ხელმძღვანელობამ ოპერატიული ჯგუფის წევრებს ჩაუტარა მცირე ინსქტურქტაჟი, რის შემდეგაც გავიდნენ დავალების შესასრულებლად. ოპერატიული ჯგუფის წევრებს პოლიციის ფორმის ჟილეტები ეცვათ.
3.8. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 20 ნოემბერს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს მ--------------–--ის გამომძიებელ ზ--------------–---–ის მიერ, გ--–-----–----ისა და კ------------------–------ის მონაწილეობით, კ------–--–--------–-----ის გზატკეცილის პ------–-----–--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩხრეკილ იქნა ზ---------------ი, რა დროსაც ამოღებულ იქნა შავი ფერის მაშუქი საშუალება და მაჯის საათი.
3.9. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 20 ნოემბერს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს მ--------------–--ის გამომძიებელ - ზ--------------–---–ის მიერ დაკავებულ იქნა ზ---------------ი.
3.10. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს დეტექტივ - გამომძიებელმა ზ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული - ზ---------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის სისწორე/კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს, დეტექტივ-გამომძიებელმა ე-–---------------–---–მა მიიღო ინფორმაცია, რომ ხუთი პიროვნება ამზადებდა ყაჩაღობას. დაიწყო გამოძიება, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და გაემართნენ პატაკში მითითებული ადგილისკენ, სადაც „--–----–--- მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა ხუთი პიროვნება - ვ-----------------–---ი, დ----------–-----, გ------- და ზ---------------ები და გ------------–---–ი. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულებს თან უნდა ჰქონოდათ ცეცხლსასროლი იარაღი და ყაჩაღობის ჩასადენად საჭირო სხვა ნივთები (ნიღბები და ხამუთები). ოპერატიული ჯგუფები გაემართნენენ თ------–------ს რაიონისკენ, სადაც საავტომობილო გზაზე შემჩნეულ იქნა „--–----–--- მარკის ავტომანქანა, რომელიც შეაჩერეს. გ--–-----–----ესთან და კ------------------–------თან ერთად, ე-–---------------–---–მა გაჩხრიკა ზ---------------ი, რა დროსაც მისგან ამოიღო ფანარი და მაჯის საათი. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე ბრალდებულს განუმარტა უფლებები. პარალელურად, თანამშრომლების მიერ მიმდინარეობდა ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა დანები, „ხამუთები“, ნიღბები, „სკოჩი“, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ავტომანქანის ჩხრეკის დასრულების შემდეგ მან დააკავა ზ---------------ი. ე-–---------------–---–ის თანამშრომლების მიერ ასევე დაკავებულ იქნა სხვა ბრალდებულები, რომლებიც თავდაპირველად მიიყვანეს იქვე მდებარე პოლიციის განყოფილებაში და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გადაიყვანეს თბილისში. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ბრალდებულების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ამოღებულ ნივთებზე დაინიშნა ექსპერტიზები და ბრალდებულებისგან აღებულ იქნა დნმ-ის ნიმუშები. ე-–---------------–---–ის მიერ პატაკის შედგენას, ოპერატიული ჯგუფის შექმნას, მცირე ინსტრუქტაჟის ჩატარებას რამდენიმე წუთი დასჭირდა. პოლიციის განყოფილბაში თათბირი დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა.მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ბრალდებულები ნელა მოძრაობდნენ და პოლიცია მათ დაეწია სოფელ თ--–----ს შემდეგ. მანვე განმარტა, რომ ავტომანქანიდან ამოღებული ნივთები, ცალკე აღებული, კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა ერთობლიობაში ისინი ქმნიდა დანაშაულის ჩადენის ეჭვის საფუძველს; სხვა ნივთებთან ერთად ავტომანქანიდან ამოიღეს ხორცი, რომელიც პატაკის თანახმად, ძაღლის მოსაწამლად იყო განკუთვნილი. ე-–---------------–---–ის ჩვენების თანახმად, გზა, სადაც ბრალდებულები გადადგილდებოდნენ, მიდიოდა რამდენიმე სოფელში, მათ შორის ნ-------ში.
3.11. საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხვისას, ზ---------------ისა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონიერება/სისწორე დაადასტურეს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს დეტექტივ- გამომძიებლებმა - გ--–-----–----ემ და კ------------------–------მა. მოწმეთა განმარტებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ხელმძღვანელობის მიერ მცირე ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ, ისინი გაემართნენ თ------–------ს მიმართულებით, საითკენაც „--–----–--- მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ ბრალდებულები. მათ გზაზე გააჩერეს აღნიშნული ავტომანქანა და ზ---------------ს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა; იქვე მიიღეს გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ. ადგილზე სხვა პოლიციელებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც დანარჩენ ბრალდებლებთან ახორციელებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს. ზ---------------ის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფანარი და მაჯის საათი, რაზედაც შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც ზ---------------მა ხელი არ მოაწერა. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულების დაკავებაში საპატრულო პოლიცია არ მონაწილეობდა. დაკავებულები თავდაპირველად მიიყვანეს იქვე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, მოგვიანებით კი გადაიყვანეს თბილისში.
3.12. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 20 ნოემბერს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს მ--------------–--ის გამომძიებელ გ--------------ის მიერ, ი-----–-----–-–---–ისა და ზ-----------–--–---–ის მონაწილეობით, კ------–--–--------–-----ის გზატკეცილის პ------–-----–--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩხრეკილ იქნა გ-----------------ი, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა შავი ფერის მაჯის საათი და შავი ფერის ხელთათმანი.
3.13. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 20 ნოემბერს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს მ--------------–--ის გამომძიებელ გ--------------ის მიერ დაკავებულ იქნა გ-----------------ი.
3.14. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს დეტექტივ - გამომძიებელმა - გ--------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ბრალდებულ გ-----------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონიერება და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს ჩაატარა გ-----------------ის პირადი ჩხრეკა და დაკავება, რა დროსაც მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა (ამოღებულ იქნა ხელთათმანი და მაჯის საათი). ჩხრეკის შედეგ დააკავეს ბრალდებული. მოწმის განმარტებით, გამოძიების დაწყების საფუძველი იყო მისი თანამშრომლის ინფორმაციული პატაკი; შეიქმნა რამდენიმე ოპერატიული ჯგუფი და გაემართნენ პატაკში მითითებული ადგილისკენ; გზაზე გააჩერეს ავტომანქანა, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ და გაჩხრიკეს ისინი. პარალელურად მიმდინარეობდა ავტომანქანის ჩხრეკაც. დაკავებისას გ-----------------ს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის დაკავების საფუძველი გახდა ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, რაც ინფორმაციულ პატაკში იყო მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანის ჩხრეკას გ------------------ე პირადად არ დასწრებია, მისთვის ცნობილია თუ რა ნივთები იქნა ამოღებული. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას არ დაუნახავს, საპატრულო პოლიცია მონაწილეობდა თუ არა ბრალდებულების შეჩერებაში.
3.15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს დეტექტივ- გამომძიებელმა - ზ-----------–-–---–მა და განმარტა, რომ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შესული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფი მიემგზავრებოდა სოფელ ნ-------ში დანაშაულის ჩასადენად. ინფორმაციის მოძიების შემდეგ, პოლიციელები გაემგზავრნენ თ------–------ს რაიონის მიმართულებით. მათ გზაზე შენიშნეს ავტომანქანა, შეაჩერეს იგი და გადმოიყვანეს შიგნით მსხდომი პიროვნებები. ზ-----------–-–---–მა მონაწილეობა მიიღო გ-----------------ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა მაჯის საათი და ხელთათმანი. ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა რამდენიმე პოლიციელი, რომლებიც სხვა ბრალდებულებთან ახორციელებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბრალდებულები ორკარიანი, „--–----–--- მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ; ისინი პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილნენ და გააჩერეს ავტომანქანა; საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებს პოლიციის ფორმა ეცვათ. ბრალდებულების მხრიდან მოწმეს ჩხუბი ან ყვირილი არ გაუგონია. ავტომობილი გაჩხრიკა გამომძიებელმა ი-----–--–--------მ, რა დროსაც ამოღებულ იქნა „ხამუთები“, დანები, ხორცი, ნიღებები და სხვა ნივთები. ბრალდებულის დაკავება მოხდა ავტომანქანის ჩხრეკის დასრულების შემდეგ.
3.16. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 20 ნოემბერს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–-----------–------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ - ა--------–------–---–ის მიერ, ქ------–-------------სა და ი-----–-------------–---–ის მონაწილეობით, კ-------–--–---------–-----ის გზატკეცილის პ------–-----–--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩხრეკილ იქნა გ------------–---–ი, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა გასაშლელი დანა მოყვითალო ფერის ტარით, რომელსაც ახატია რ-------------------–--ი.
3.17. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 20 ნოემბერს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–-----------–------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ - ა--------–------–---–ის მიერ დაკავებულ იქნა გ------------–---–ი.
3.18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–-----------–------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელმა ა--------–------–---–მა დაადასტურა, მის მიერ ჩატარებული, ბრალდებულ გ------------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონიერება და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ში ჩატარდა მცირე თათბირი, სადაც შეიტყო, რომ ბრალდებულებს უნდა დაეყაჩაღებინათ თ------–------ს რაიონის სოფელ ნ-------ში მცხოვრები პიროვნების ოჯახი, რის შემდეგაც რამდენიმე ოპერატიული ჯგუფი გაემართა თ------–------ს მიმართლებით. ოპერატიული ჯგუფის წევრებმა გზაზე შეამჩნიეს „--–----–--- მარკის ავტომანქანა, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მოწმემ ავტომანქანიდან გადმოიყვანა გ------------–---–ი, განუმარტა მას უფლებები და გაჩხრიკა, რა დროსაც მისგან ამოიღო დანა, 8-----------------–--ით. ა--------–------–---–მა ამოღებული ნივთი დალუქა და შეადგინა პირადი ჩხრეკის ოქმი, რასაც ბრალდებულმა ხელი არ მოაწერა. პარალელურად გაიჩხრიკა ავტომანქანაც, საიდანაც ამოღებულ იქნა პატაკში მითითებული ნივთები (ხელბორკილები, ძაღლის საწამლავი საშუალება, ცივი იარაღი), რის შემდეგაც მოწმემ გ------------–---–ი დააკავა ბრალდებულის სახით.
3.19. სასამართლო სხდომაზე, ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს დეტექტივ-გამომძიებლებმა - ქ------–-------------მ და ი-----–-------------–---–მა. მოწმეებმა განმარტეს, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს, თ------–------ს მიმართულებით გადაადგილებისას, თ------–------ს გადასახვევიდან ერთ კილომეტრში შეაჩერეს „--–----–--- მარკის ავტომანქანა და გაჩხრიკეს ბრალდებული გ------------–---–ი, რა დროსაც მისგან ამოიღეს გასაშლელი დანა. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე, მათ ბრალდებულს განუმარტეს უფლებები და შეადგინეს პირადი ჩხრეკის ოქმი, რაზედაც გ------------–---–მა ხელი არ მოაწერა. პარალელურად, მათგან დაახლოებით ერთ-ორ მეტრში მიმდინარეობდა ავტომანქანისა და სხვა ბალდებულების ჩხრეკა. ავტომანქანის ჩხრეკის დასრულების შემდეგ, რა დროსაც ამოღებული იყო დანები, „სკოჩი“, ხელთათმანები, „ხამუთები“ და ხორცი, დააკავეს ბრალდებულები, მათ შორის გ------------–---–ი. დაკავებისას მათ რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
3.20. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 20 ნოემბერს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს მ--------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ ს-----------–-----ის მიერ, გ----------------ისა და გ-----------–--ს მონაწილეობით, კ------–--–--------–-----ის გზატკეცილის პ------–-----–--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩხრეკილ იქნა დ----------–-----, რა დროსაც მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.
3.21. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს მ--------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ ს-----------–-----ის მიერ დაკავებულ იქნა დ----------–-----.
3.22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დ----------–-----ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის სისწორე დაადასტურა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს მ--------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელმა - ს-----------–-----მა. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 20 ნოემბერს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–--ს თანამშრომლის მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, პირთა ჯგუფი აპირებდა ყაჩაღურ თავდასხმას თ------–------ს რაიონის სოფელ ნ-------ში მცხოვრებ პიროვნებაზე. პოლიციელებს ხელმძღვანელისგან ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი, გაეცნენ პატაკის შინაარსს და გავიდნენ თ------–------ს მიმართულებით, რა დროსაც გზაზე შენიშნეს „--–----–--- მარკის ავტომანქანა, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ბრალდებულები. მათ ბრალდებულებს უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და შეაჩერეს ისინი. გ----------------თან და გ-----------–--სთან ერთად, ს-----------–-----მა დ----------–-----ს ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. პარალელურად, ტარდებოდა სხვა ბრალდებულების პირადი ჩხრეკა და ავტომანქანის ჩხრეკა. მოწმემ განმარტა, რომ იგი ავტომანქანის გვერდით იმყოფებოდა და ვიზუალურად უყურებდა, თუ რა ნივთები ამოიღეს ავტომანქანიდან. აღნიშნულის შემდეგ, მან დააკავა დ-------------–--, რომელიც გაეცნო ოქმს, თუმცა მასზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა გაურკვეველი მოტივით; მისთვის ასევე ცნობილია, რომ ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში ჩადებული ხორცი იქნა ამოღებული.
3.23. დაზარალებულ ტ---------------–---ის განმარტებით, სახლში ფულადი თანხა ან ძვირფასეულობა არ გააჩნია. მან პირუტყვი ზაფხულის პერიოდში გაყიდა და აღებული თანხა - დაახლოებით 9000 ლარამდე მთლიანად სახლის მშენებლობას მოახმარა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ სახლის სარემონტო სამუშაოები დღეის მდგომარეობით დასრულებული არ აქვს და პირუტყვის გაყიდვიდან მიღებულ თანხას ნოემბრის თვის პენსიის თანხაც დაამატა და ხბოების გაყიდვიდან აღებული ფულიც, თუმცა ყველაფერი სახლის რემონტში დაიხარჯა. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, მას ბრალდებულები თვალით არ უნახავს.
3.24. საქართველოს შ----------------------------------------–-----------------------------------–-–------------------------------------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი: მოთეთრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით - 2.3157 გრამი, შეიცავს ი------------ს, რომელიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას (ობ. #1); ორი ცალი მთლიანობადარღვეული კაფსულის შიგთავსი, თეთრი ფერის ფხვნილი, გაშრობის შემდეგ საერთო წონით - 0.2037 გრამი, შეიცავს მ--–--------ს, რომელიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას (ობ. #2-3). ობიექტის #1-3 გარეგნული მახასიათებლებიდან (ფორმა, კონსისტენცია) გამომდინარე, ვერ დადგინდა ქარხნული დამზადების ნიშნების არსებობა; ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ნიმუშები არ შეიცავს არაორგანული წარმოშობის მომწამლავ ნივთიერებას.
3.25. ექსპერტი ნ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში აღმოჩნდა მოვარდისფრო მასა, ჩამოფხეკილი ხროცისმაგვარი ნივთიერებიდან და კაფსულა. კონტეინერში მოთავსებული კაფსულა დათვალიერდა მიკროსკოპის ქვეშ და გამოირიცხა „ოპიატების ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების არსებობა. მომზადდა ნიმუშები ინსტრუმენტული ანალიზისთვის, რომელიც ჩაატარა ექსპერტმა - პ-------–--–---–--ემ. ნ----------–---–ის განმარტებით, მოთეთრო ფერის ნივთიერება შეიცავს ი------------ს, რომელიც არ არის ნარკოტიკული საშუალება. კაფსულაში აღმოჩენილ იქნა მ--–--------ი, რომელიც ასევე არ არის ნარკოტიკი. აღნიშნული ნივთიერებების ქარხნული წესით დამზადების ნიშნების არსებობა ვერ დადგინდა. გამოკვლეული პრეპარატები წარმოადგენს თუ არა ტოქსიკურ ნივთიერებას, აღნიშნულზე კვლევა ექსპერტმა მ--------------ემ ჩაატარა. მოწმემ განმარტა, რომ ტოქსიკოლოგიის მიმართულება მის დეპარტამენტში არ შედის; შესაბამისად, მის მიერ მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულის თაობაზე არ არ არის მითითებული.
3.26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტიზის #------------------------- დასკვნის სისწორე ასევე დაადასტურა ექსპერტმა - პ-------–--–---–--ემ და დამატებით განმარტა, რომ საკვლევი ნიმუშები შეიცავს პრეპარატ ი------------ს, რომელიც არ არის ნარკოტიკული საშუალება; ორი ცალი კაფსულის შიგთავსი შეიცავს მ--–--------ს, რომელიც ასევე არ არის ნარკოტიკი. აღნიშნული ნივთიერებები არ შეიცავს არაორგანულ მომაწამვლელ ნივთიერებას. პირადად მან ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუშების ინსტრუმენტული ანალიზი ჩაატარა და არაორგანული ხასიათის მომწამვლელი ნივთიერებები არ გამოუკვლევია. ექსპერტმა განმარტა, რომ იგი პასუხს აგებს ექსპერტიზის დასკვნის პირველ ნაწილზე. ხსენებული პრეპარატები საძილე ან მომწამვლელ ნივთიერებებს მიეკუთვნება თუ არა, აღნიშნული საკითხის განსაზღვრა სხვა ექსპერტიზის კომპეტენციას განეკუთვნება.
3.27. ექსპერტ მ--------------ის განმარტებით, კვლევა ჩაატარა არაორგანულ მომწამვლელ ნივთიერებებზე. ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუშები არ შეიცავს არაორგანული ხასიათის მომწამვლელ ნივთიერებებს. ი------------ი და მ--–--------ი მისი კვლევის სფეროს საგანს არ წარმოადგენს. მან დაადგინა გარკვეული ნივთიერებები, რომლებსაც ნამდვილად არ შეიცავს ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუშები. მოწმემ განმარტა, რომ ნივთიერების ტოქსიკურობაზე მისი დეპარტამენტი არ მსჯელობს, აღნიშნულს იკვლევს ტოქსიკოლოგი. ასევე მისი კვლევის სფეროს არ განეკუთვნება საძილე პრეპარატზე დასკვნის გაცემა. მ--------------ემ გამოკვლევით დაადგინა მხოლოდ ის გარემოება, რომ ხსენებული პრეპარატები მომწამლავი არ არის.
3.28. ლ----------------–--------–-----------------–------------------------------–-----------------–-–---------------–------------- დასკვნის თანახმად: ბიოლოგიური კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით - „-------------- 21.11.2018, ხორცისმაგვარი ნაჭრები, მოთავსებული კონტეინერზე და ცელოფნებში...„ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ხორცი, სს. #------------ საქმე 20.11.2018“ მოთავსებული ხორცის მასა (ობ. #1,2,3,) წარმოადგენს ღორის ხორცს.
3.29. ექსპერტმა მ-----------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.30. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–---------------–------------- დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილ ხორცის მასაში არსებულ მოთეთრო ფერის ფხვნილოვან - ჟელატინის მაგვარ ჩანართში აღმოჩნდა ანტიტუბერკულოზური საშუალება - ი------------ი, ხოლო მოთეთრო-მოცისფრო კაფსულის შიგთავსში აღმოჩნდა არანარკოტიკული /არაფსიქოტროპული საშუალება - მ--–--------ი.
ი------------ი და მ--–--------ი გამოიწვევდა თუ არა ძაღლის მიერ საკვებად მიღების შემთხვევაში, მის დაძინებას, დროებით გათიშვას, ან სიკვდილს, არ შედის ექსპერტ-ქიმიკოსის კომპეტენციაში.
3.31. ექსპერტმა - მ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ხორცისმაგვარი მასის ორ ნაჭერში, აღმოჩნდა მოთეთრო - მოცისფრო კაფსულა და ჟელატინისმაგვარი მასა. ექსპერტის გამარტებით, მისი კომპეტენცია არ არის ხორცისმაგვარ მასაში არსებული ნივთიერების მოქმედების ხასიათის დადგენა; მან მხოლოდ დააფიქსირა ი------------ი და მ--–--------ი, თუმცა დადგენა იმისა, თუ რას გამოიწვევს ისინი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, მის კომპეტენციას არ განეკუთვნება.
3.32. მოწმე ნ---------–------–---–ის განმარტებით, არის ვეტექიმი და ამჟამად მუშაობს შ-----------------------–----ის სამსახურში. მის მოვალეობაში შედის ძაღლების მოვლა და მკურნალობა. მოწმის განმარტებით, პრეპარატი ი------------ი განკუთვნილია ადამიანებისთვის და ძაღლებში აქვს უკუჩვენება, კერძოდ, მოქმედებს თავის ტვინზე, იწვევს მკვებავი ნივთიერების მიწოდების ნაკლებობას, რის გამოც მიღებიდან 15 წუთში ძაღლი კვდება. აღნიშნულ პრეპარატს ახასიათებს კურნჩხვები და დორბლიანობა სისხლთან ერთად, საბოლოო ჯამში კი დგება სიკვდილი. პრეპარატი აბების სახით გამოდის. ძაღლის სიკვდილისთვის აუცილებელია 50 მილიგრამი ძაღლის სხეულის მასის ერთ კილოგრამზე. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული მედიკამენტის მოქმედების თაობაზე პროფესიული კვლევა მას არ ჩაუტარებია და არც სამეცნიერო ხარისხი გააჩნია; მისთვის უცნობია პრეპარატი თავისუფალ გაყიდვაშია თუ არა. მოწმემ განმარტა, რომ პრეპარატ ი------------ს, საზღვარგარეთ, ე.წ. ,,დოგჰანტერები“ იყენებენ ძაღლების დასაძინებლად, რის შესახებაც მან ინფორმაცია მოიძია უცხოურ ვეტერინარულ ვებგვერდებზე და ერთ-ერთ მათგანად დაასახელა ვებგვერდი - . მანვე განმარტა, რომ 300 მილიგრამიანი ი------------ის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება ინტერნეტში. თავად მოწმეს პრეპარატის ოფიციალური ანოტაცია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში არ მოუძიებია და არც ცდები ჩაუტარებია პრეპარატ ი------------ზე.
3.33. ლ----------------–--------–-----------------–-----------------------------–-----------------–-–---------------–------------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევის სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
პაკეტში წარწერით „... გ---------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა...“ მოთავსებული დანის პირზე ობ #1) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. #2) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;
პაკეტში წარწერით: „ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი დანა...“ მოთავსებულ: ერთ-ერთი მოვერცხლისფრო მეტალის დანისპირზე (რომელზეც აღინიშნება წარწერები) არსებული ბიომასალის (ობ. #3) შერეულ გენეტიკურ პროფილში ზ---------------ისა (ობ. #15; პაკეტი წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში..,.აღებული ბრალდებული ზ-----------------------------ის.. პირის ღრუდან..“) და გ-----------------ის (ობ. #19; პაკეტი წარწერით „...ნერწყვის ნიმუში...აღებული ბრალდებული გ-------------------------------ის დან. 0--0--1--- წ. პირის ღრუდან...“) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. #4) გენეტიკური პროფილი და გ-----------------ის (ობ. #19) გენეტიკური პროფილი იდენტურია; მეორე მოვერცხლისფრო მეტალის დანის პირზე არსებული ბიომასალის (ობ. #3) შერეულ გენეტიკურ პროფილში ზ---------------ის (ობ. #15) და გ-----------------ის ობ. #19) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის. ამავე დანის პირზე არსებული ბიომასალის (ობ. #6) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ზ---------------ის (ობ. #15) გენეტიკური პროფილი იდენტურია;
ობ. #3-5 გენეტიკურ პროფილებში ვ-----------------–---ის (ობ. #16) პაკეტი წარწერით „... ნერწყვის ნიმუში...აღებული ბრალდებულ ვ-----------–----------------------–---ის... პირის ღრუდან...“, დ----------–-----სა (ობ. #17; პაკეტი წარწერით „... ნერწყვის ნიმუში... აღებული ბრალდებულ დ-------------------------–-----ს...პირის ღრუდან...“) და გ------------–---–ის (ობ. #18; პაკეტი წარწერით „... ნერწყვის ნიმუში აღებული გ--------–-----------------–---–ის...პირის ღრუდან...“ გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
ობ. #6-ის პროფილში ვ-----------------–---ის (ობ. #16), დ----------–-----ს (ობ. #17), გ------------–---–ისა (ობ. #18) და გ-----------------ის (ობ. #19) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
პაკეტში წარწერით: „ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული მცირე ზომის დანა, ხელთათმანი, რეგისტრაციის მოწმობა...“ მოთავსებულ:
მ-----–-----------ის სახელზე გაცემული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მოწმობაზე არსებული ბიომასალის (ობ. #12) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია. პაკეტში მოთავსებულ დანასა (ობ. #10-11) და ხელთათმანზე (ონ. #13,14) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
3.34. ლ----------------–--------–-----------------–-----------------------------–-----------------–-–------------------------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
პაკეტში, წარწერით: „...ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნაჭრის ქუდი (N2)..“ მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. #2) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ზ---------------ის (ექსპერტის N---------) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N2-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე ქუდზე არსებულ თმაზე (ობ..N1) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით: „ა/მანქანის ჩხრეკისას კომუფლირებული ჩანთიდან ამოღებული ერთი წყვილი ფეხსაცმელი...“ მოთავსებულ მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N3) სისხლს არ წარმოადგენს. ფეხსაცმელებზე არსებული ბიომასალის (ობ. #4) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ზ---------------ის (ექსპერტის N---------) გენეტიკური პროფილი იდენტურია; ობ. #4-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
პაკეტში წარწერით: შავი ფერის ერთი წყვილი ფეხსაცმელი ზურგჩანთიდან...“ მოთავსებულ მარცხენა ფეხსაცმელზე არსებული მოყვითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. #5) სისხლს არ წარმოადგენს.
პაკეტში წარწერით: „...ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ორი წყვილი ფეხსაცმელი...“ მოთავსებულ მონაცრისფრო ფეხსაცმელებზე არსებული ბიომასალის (ობ. #7) გენეტიკური პროფილი და ვ-----------------–---ის (ექსპერტისN--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი იდენტურია. მარცხენა ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N6) სისხლს არ წარმოადგენს.
მომწვანო ფერის ფეხსაცმელებზე (ობ. N8), გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვულ დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით: „...ა/ მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ქუდი და ორი წყვილი ხელთათმანი...“ მოთავსებულ ქუდზე (ობ.N9) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
შავი ფერისა (ობ.#10) და მონაცრისფრო (ობ. N11) ხელთათმანებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ზ---------------ის (ექსპერტიN---------); გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N10-11 -ის პროფილების მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.;
პაკეტში წარწერით: „...ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული კეპიანი ქუდი, ნაჭრის ნაგლეჯი, შავი კეპი...“ მოთავსებული: შავი ფერის ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ.N14) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ვ-----------------–---ის (ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N14-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე ქუდზე არსებულ თმებზე (ობ.N12,13) და პაკეტში მოთავსებული ქსოვილის ფრაგმენტზე (ობ.N16) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში მოთავსებულ კეპიან ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. #15) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
პაკეტში წარწერით: „...ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნაჭრის ქუდი (N3)..“ მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. #17) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ექსპერტის N--------- დასკვნაში წარდგენილი ზ---------------ის, ვ-----------------–---ის, დ----------–-----ს, გ------------–---–ისა და გ-----------------ის გენეტიკური პროფილებისაგან;
პაკეტში, წარწერით: „...ა/ჩხრეკისას ამოღებული ნაჭრის ქუდი (N1)..“ მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ.N19) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ექსპერტის N--------- დასკვნაში წარმოდგენილი ზ---------------ის, ვ-----------------–---ის, დ----------–-----ს, გ------------–---–ისა და გ-----------------ის გენეტიკური პროფილებისაგან. ამავე ქუდზე არსებულ თმაზე (ობ.N18) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით: „გ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხელთათმანები.“ მოთავსებულ ხელთათმანებზე არსებული ბიომასალის (ობ.N20) შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
პაკეტში, წარწერით: „.. „ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული წებოვანი ლენტი.“ მოთავსებულ წებოვანი ლენტის ხვიაზე არსებული ბიომასალის (ობ.N21) გენეტიკური პროფილი და გ------------–---–ის ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი იდენტურია;
პაკეტში, წარწერით: „ა/ჩხრეკისას ამოღებული 11 (თერთმეტი) ცალი ე.წ. „ხამუტი“...“ მოთავსებულ პოლიმერული მასალის ლენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N22) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ზ---------------ის, ხოლო მეორე წილი გ-----------------ის (ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილები იდენტურია;
პაკეტში წარწერით „..ა/მანქანის ცხრეკისას ამორებული ზურგჩანთა, მასში არსებული ნივთებით..“ მოთავსებულ ჩანთაზე (ობ. #23-24) ფოჩებიან ქსოვილზე (ობ. #25) და მოსაცმელზე (ობ. #26) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
პაკეტში წარწერით: „ ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ჭრელი პარკი, მასში არსებული ნივთებით...“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული ბიომასალის (ობ. #28-30) შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე ქურთუკის უკანა ზედაპირზე (ობ. #31) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
წინდებზე არსებული ბიომასალის (ობ. #32) შერეულ გენეტიკურ პროფილში (ობ. #17-ის, ობ. #19-ის და ექსპერტიზის N--------- დასკვნაში წარმოდგენილი ზ---------------ის, ვ-----------------–---ის, დ----------–-----ს, გ------------–---–ის და გ-----------------ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
პაკეტში წარწერით: „ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული კომუფლირებული ზურგჩანთა მასში არსებული ტანსაცმელი..“ მოთავსებული ზურგჩანთის ელვაშესაკრავებზე არსებული ბიომასალის (ობ. #34) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ზ---------------ის (ექსპერტისN--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. #34-ის პროფილის მინორული წილი და ამავე ჩანთის სახელურებზე და სამხრეებზე არსებული ბიომასალის (ობ. #33) შერეული გნეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.
მოსაცმელზე არსებული ბიომასალის (ობ. #35-36) შერეული გენეტიიური პროფილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია. მონაცრისფრო ქსოვილის შარვალზე არსებული ბიომასალის (ობ. #37) გენეტიკური პროფილი და ზ---------------ის (ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
შავი ფერის მაისურის სახელოებზე არსებული ბიომასალის (ობ. #38) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ზ---------------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. #38-ის პროფილის მინორული წილი და ამავე მაისურის ყელის არეში არსებული ბიომასალის (ობ. #39) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.
ჩანთაში მოთავსებულ დანარჩენ ნივთებზე არსებული ბიომასალის (ობ. #40-43) შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი და ზ---------------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. #40-43-ის პროფილების მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.
3.35. ექსპერტმა - შ-----------–-----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ტერმინი „გამორციხული არ არის“ ნიშნავს იმას, რომ მიღებული გენეტიკური პროფილები დამახასიათებელია სამი პირისთვის. მოცემულ შემთხვევაში, ზ----- და გ-----------------ის გენეტიკური პროფილების გარდა საგანზე აღმოჩენილ იქნა სხვა, მესამე პირის გენეტიკური პროფილი; შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნაში მიუთითა, რომ ბრალდებულების მონაწილეობა გამორიცხული არ არის.
3.36. ლ----------------–--------–-----------------–-----------------------------–-----------------–-–------------------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილი #1, #2 და #5 ტელეფონების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობები არის ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში, კერძოდ არ იტვირთება ოპერაციული სისტემა; შესაბამისად, მოწყობილობებიდან შესაძლო არსებული ინფორმაციის ამოღება ვერ მოახერხდა;
#3 ტელეფონის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მასში რაიმე სახის სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია არ ფიქსირდება. #4 ტელეფონის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობა არის ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში, არ ფუნქციონირებს მოწყობილობის ეკრანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწყობილობიდან შესაძლო არსებული ინფორმაციის ამოღება ვერ მოხერხდა. ასევე ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში იყო ექსპერტის წინაშე წარდგენილი პირობითად დანომრილი #1 სიმბარათი;
ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილი #6 ტელეფონიდან, მასში მოთავსებული #2 სიმბარათიდან და #1 მეხსიერების ბარათიდან ამოღებული სრული სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია გადატანილ იქნა საქაღალდეში, სახელწოდებით -I----- #6; #7 ტეელფონიდან და მასში მოთავსებული #3 სიმბარათიდან ამოღებული - სრული სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია გადატანილ იქნა საქაღალდეში სახელწოდებით - „ა------ #7; #8“. ტელეფონიდან და მასში მოთავსებული #4 სიმბარათიდან ამოღებული - სრული სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია გადატანილ იქნა საქაღალდეში, სახელწოდებით - „ა------ 8“; #9 და #10 ტელეფონების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობები არის ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში და არ იტვირთებოდა ოპერაციული სისტემა. მითითებულიდან გამომდინარე, მოწყობილობიდან შესაძლო არსებული ინფორმაციის ამოღება ვერ მოხერხდა;
ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილი #11 ტელეფონის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობა არის ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში და არ ფუნქციონირება მოწყობილობის ეკრანი, რის გამოც შესაძლო არსებული ინფორმაციის ამოღება ვერ განხორციელდა, ხოლო აღნიშნულ მოწყობილობაში მოთავსებული #5 სიმბარათიდან ამოღებული - სრული სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია გადატანილ იქნა საქაღალდეში - ,,S----------;“
#12 ტელეფონიდან ამოღებული სრული სამომხმარებლო ინფორმაცია გადატანილ იქნა საქაღალდეში სახელწოდებით - „ა------ #12“; #13 ტელეფონის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მასში რაიმე სახის სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია არ ფიქსირდება, ხოლო აღნიშნულ მოწყობილობაში მოთავსებული #6 სიმბარათიდან ამოღებული სრული სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია გადატანილ იქნა საქაღალდეში, სახელწოდებით ,, S----------“;
#14, #15 და #16 ტელეფონებიდან და #12-#15 ტელეფონებში მოთავსებული #2-3 მეხსიერების ბარათებიდან ინფორმაციის ამოღება ვერ მოხერხდა, რადგან აღნიშნული ტელეფონები იყო ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში და არ იტვირთებოდა ოპერაციული სისტემა, ხოლო მეხსიერების ბარათებს აღენიშნებოდათ ფიზიკური დეფექტები, შესაბამისად, შეუძლებელი იყო აღნიშნული მოწყობილობების ფაილური სისტემის წაკითხვა;
პორტატულ კომპიუტერში მოთავსებული მყარი დისკიდან ამოღებული - სრული სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია გადატანილ იქნა საქაღალდეში, სახელწოდებით - H--, რომელიც დაარქივებულ იქნა პროგრამა - W---ar-ის გამოყენებით, ფაილის სახელწოდებით - H--.r-- (მოცულობა 9---7---9-- ბაიტი). აღნიშნული შემდგომ ჩაწერილ იქნა კომპიუტერულ დისკზე.
ზემოაღნიშნული საქაღალდეები გადატანილ იქნა ძირითად საქაღალდეში სახელწოდებით - I-----, რომელიც შემდეგ დაარქივებულ იქნა W---ar-ის გამოყენებით, შესაბამისი ფაილის სახელწოდებით, აღნიშნულის შემდეგ კი ჩაწერილ იქნა კომპიუტერულ დისკზე.
3.37. ექსპერტმა დ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.38. ექსპერტებმა - რ--------------მა და ტ-----------------მ დაადასტურეს მათ მიერ განხორციელებული ნიმუშის აღების სისწორე.
3.39. ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------------ განაჩენით, გ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის; გაუქმდა გ------------–---–ის მიმართ 2----–-–----------------- #-------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.
3.40. ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით, ზ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------------- განაჩენით, ზ---------------ის მიმართ ბ---–----- რაიონული სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელი.
ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–------------ განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ზ---------------ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისგან; მასვე სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის, 8 თვისა და 7 დღის ვადით. თბილისის საპელაციო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, ცვლილება შევიდა ბ---–----- რაიონული სასამარათლოს გაჩინებაში და ზ---------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 9 თვის ვადით.
3.41. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------------- განაჩენით, დ----------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------------- განჩინებით, დ----------–-----ს, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა 2----–-–-----------ს განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით.
3.42. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულების - ზ---------------ის, გ-----------------ის, ვ-----------------–---ის, დ----------–-----სა და გ------------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე უდავოდ იქნა ცნობილი შემდეგი მტკიცებულებები: მ-------------–--ის, ლ----------–---–ის, თ-------------ის, ი-------------ის, კ----–--------–--–---ს, გ-----------–-–---–ის, მ-----–-----------ის, თ---------------–---–ის, ქ------------------ის, თ-----------ის და მ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ო--------------ის, გ------------–---–ისა და ვ-----------------–---ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმები, ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ქსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------------------- დასკვნა და ექსპერტ ლ---------------ის გამოკითხვის ოქმი, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ჩამოთვლილ მტკიცებულებათა შინაარსსზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.
დაცვის მხარის პოზიცია:
3.43. ბრალდებულმა ვ-----------------–---მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ბრალდებულები მისი მეგობრები არიან. ზ----- და გ-----------------ებმა იგი დაპატიჟეს მათი ძმის - ჩ--------------ის ქორწილში, რომელიც დანიშნული იყო 2018 წლის 24 ნოემბერს, თ------–------ს რაიონის სოფელ ჯ-----ში. ვინაიდან ქორწილის მოსამზადებელი სამუშაოები იყო ჩასატარებელი, 2018 წლის 20 ნოემბერს, ვ-----------------–---ი გაემგზავრა მეგობრებთან ერთად სოფელ ჯ-----ში, გ-----------ს ქორწილის სამზადისში დასახმარებლად, რა დროსაც თ------–------სკენ მიმავალი შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და ავტომანქანის საბარგულში ჩაუდეს ხორცი და ნიღბები. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, მას სოფელ ნ-------თან შეხება არ ჰქონია და არ იცის, სად ცხოვრობს დაზარალებული ტ---------------–---ი, არც ავტომ----------- ჰყოლია არასოდეს; პრეპარატ ი------------ის შესახებ კი მხოლოდ სასამართლოში გაიგო. ბრალდებულმა მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ პატრულის თანამშომელმა მას გააჩერებინა ავტომანქანა, რის შემდეგაც მიცვივდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გადმოიყვანეს ბრალდებულები ავტომანქანიდან და მიწაზე დააწვინეს. პოლიციის თანამშრომლები დამცინავად პასუხობდნენ მის შეკითხვებს, თუ რა ხდებოდა და რატომ გააჩერეს ისინი. ისინი დაპირდნენ ბრალდებულებს, რომ გადამოწმების შემდეგ გაუშვებდნენ, თუმცა პირობა არ შეასრულეს და არც ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება მისცეს. ვ-----------------–---ის ჩვენების თანახმად, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ორჯერ გაჩხრიკეს - პირველად მათი შეჩერებისთანავე, ხოლო მოგვიანებით კი ჩაატარეს ოფიციალური ჩხრეკა, რომელსაც თვითონაც ესწრებოდა. ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ ხორცი და ნიღაბი მაღალმა პოლიციელმა თეთრი ფერის პარკით შეაგდო ავტომანქანის საბარგულში. ვ-----------------–---მა განმარტა, რომ მათ დანაშაულებრივი განზრახვა და მიზანი არ ჰქონიათ და მხოლოდ გ-----------ს ძმის ქორწილის სამზადისში დასახმარებლად მიდიოდნენ სოფელ ჯ-----ში.
3.44. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს ბრალდებულებმა - გ------------–---–მა და დ----------–-----მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. ბრალდებულებმა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნეს დამნაშავედ და განმარტეს, რომ მეგობრებმა, ზ----- და გ-----------------ებმა, იგი დაპატიჟეს მათი ძმის - ჩ--------------ის ქორწილში და ბავშვის ნათლობაში, რომელიც უნდა შემდგარიყო 2018 წლის 24 ნოემბერს, სოფელ ჯ-----ში. ვინაიდან სოფელ ჯ-----ში მცირე რაოდენობით ახალგაზრდა ცხოვრობს, მოილაპარაკეს, რომ 20 ნოემბერს ჩავიდოდნენ თ------–------ში და დაეხმარებოდნენ ოჯახს ქორწილისთვის სამზადისში. აღნიშნულ დღეს, ხუთივე მათგანი მოთავსდა მანქანაში და წავიდნენ სოფელ ჯ-----ს მიმართულებით; ვინაიდან რამდენიმე დღე მოუწევდათ სოფელში გაჩერება, გამოსაცვლელი ტანსაცმელიც გაიყოლეს. ბრალდებულები სოფელ კ------თან გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანაშრომლებმა; გაჩერებისთანავე კი მათთან მიცვივდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 50 პოლიციის თანამშრომელი, გადმოათრიეს ავტომანქანიდან, ბორკილი დაადეს და მიწაზე დააწვინეს. ამასობაში კიდევ ერთი ავტომანქანა მოვიდა, საიდანაც გადმოვიდა პიროვნება, რომელსაც პარკი ეკავა ხელში, რაც ბრალდებულების ავტომანქანის საბარგულში შეაგდეს. აღნიშნული ავტომანქანა ორჯერ გაიჩხრიკა; აქედან პირველ ჩხრეკას, რომელიც მათი დაკავებისთანავე ჩატარდა, არავინ დაასწრეს. გ------------–---–მა და დ----------–-----მ გაიგონეს ბიჭების ყვირილი - „რას ჰყრით“. პოლიციის თანამშრომლებმა მეორეჯერ ოფიციალურად გაჩხრიკეს ავტომანქანა და ვ-----------------–---ს ფორმალურად შესთავაზეს ჩხრეკაში მონაწილეობა. პოლიციელების თქმით, საბარგულიდან ამოიღეს „ხამუთები“ და ნიღბები; ერთმა მათგანმა კი მადლობის გადახდაც მოითხოვა ბრალდებულებისგან, რომ იარაღი არ ჩაუდეს ავტომანქანაში. ბრალდებულებმა ასევე განმარტეს, რომ ავტომანქანა ,------ არასდროს ჰყოლიათ, სოფელ ნ-------თან და პრეპარატ ი------------თან შეხება არ ჰქონიათ და არც დაზარალებულ ტ---------------–---ს იცნობენ.
3.45. ბრალდებულებმა - ზ---------------მა და გ-----------------მა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნეს დამნაშავედ და განმარტეს, რომ ვ-----------------–---ი, გ------------–---–ი და დ----------–----- მათი მეგობრები არიან. 2018 წლის 24 ნოემბერს, დანიშნული იყო მათი ძმის - ჩ--------------ის ქორწილი და ბავშვის ნათლობა. ვინაიდან სოფელში ცოტა რაოდენობით ახალგაზრდა ცხოვრობს, მეგობრებს სთოვეს ქორწილის სამზადისში დახმარებოდნენ. მათგან თანხმობა მიიღეს და 2018 წლის 20 ნოემბერს ყველანი გაემგზავრნენ თ------–------ს რაიონის სოფელ ჯ-----ში. სოფელ კ------თან ისინი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის გამოც დაგეგმილი ქორწილი ზ----------ში ჩატარდა მათი მონაწილეობის გარეშე. ავტომანქანა ,------ გ----------ს არასდროს ჰყოლიათ და არც დაზარალებულ ტ---------------–---ს იცნობენ. ბრალდებულების განმარტებით, ავტომანქანაში გამოსაცვლელი ტანსაცმელი ედოთ. ამოჭრილი ქუდები და ხორცი მათ არ ჰქონიათ. პოლიციის თანამშრომლებმა გ----------- გადმოიყვანეს ავტომანქანიდან და მიწაზე დააწვინეს. მათთვის ბოლომდე გაუგებარი იყო, რისთვის დააკავეს. ბრალდებულებმა განმარტეს, რომ მათ დანაშაულის ჩასადენად არანაირი პირობები არ შეუქმნიათ. გ---------------მა აღნიშნა, რომ მობილური ტელეფონი გაბრაზებულმა, ოჯახური ეჭვიანობის გამო დაამტვრია და მას შემდეგ არ შეუძენია. პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც ისინი დააკავა, პოლიციის ფორმა არ ეცვათ. მხოლოდ გამომძიებლებიდან, რომლებიც მოგვიანებით მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, რამდენიმე მათგანს ეცვა პოლიციის ფორმის ქურთუკი. ბრალდებულები პოლიციელებს სთხოვდნენ, არაფერი ჩაედოთ ავტომანქანაში, რაზედაც მათგან დამცინავი პასუხი მიიღეს. ზ---------------ის განმარტებით, პოლიციის შენობაში ყოფნისას გახადეს მაისური, რომელიც პოლიციის თანამშრომელმა გაიტანა მეორე ოთახში. რამდენიმე წუთის შემდეგ მივიდა ხელთათმანიანი პიროვნება, რომელმაც შეამოწმა, „ბრიტვა“ ხომ არ ჰქონდა პირში. აღნიშნულის შემდეგ კი დაუბრუნეს ტანსაცმელი და იგი ვარაუდობს, რომ ამ გზით მოიპოვეს მისი დნმ-ის ნიმუში. ზ---------------მა განმარტა, რომ იგი სარგებლობდა მეუღლის ორ სიმბარათიანი მობილური ტელეფონით.
3.46. დაცვის მხარის მოწმე ე----------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 19 ნოემბერს, მის შვილს - გ------------–---–ს, დაურეკა ზ---------------მა და 2018 წლის 24 ნოემბერს, ძმის ქორწილში დაპატიჟა. ამასთანავე, სთხოვა რამდენიმე დღით ადრე წასულიყვნენ სოფელში, რომ გ---- ქორწილის სამზადისში მიხმარებოდა გ-----------ს ოჯახს. 2018 წლის 20 ნოემბერს, ისინი წავიდნენ სოფელ ჯ-----ში. ღამის 9 საათზე, გ------------–---–ის ბინის გასაჩხრეკად, მის საცხოვრებელ სახლში მივიდა პოლიცია. მოწმემ განმარტა, რომ ბინაში არაფერი ინახებოდა და ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ. ოჯახის წევრებმა სწორედ მაშინ შეიტყვეს, რომ გ------------–---–ს ყაჩაღობის მომზადებაში ედებოდა ბრალი.
3.47. დაცვის მხარის მოწმე ჩ--------------ის ჩვენების თანახმად, იგი არის ზ----- და გ-----------------ების ძმა. 2018 წლის 24 ნოემბერს, ჩ--------------ს ჰქონდა ჯვრისწერა და ბავშვის ნათლობა თ------–------ს რაიონის სოფელ ჯ-----ში. ვინაიდან სოფელში ახალგაზრდობა თითქმის არ არის, ქორწილის სამზადისში დახმარება ძმებს სთხოვა. ზ---------------მა მეგობრებს სთხოვა აღნიშნული და ისინი, 2018 წლის 20 ნოემბერს, წავიდნენ სოფელ ჯ-----სკენ, თუმცა გზაში დააკავეს, რის გამოც ჩ--------------ი იძულებული გახდა სუფრა მეუღლის სახლში (ზ----------ში), ვიწრო წრეში გაეკეთებინა. ჩ--------------მა განმარტა, რომ დაზარალებულ ტ---------------–---ს არ იცნობს; სოფელ ნ-------ში დაახლოებით ხუთი მოსახლე ცხოვრობს; სოფლის გზა დაზიანებულია, რის გამოც აღნიშნულ სოფელში მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა გადაადგილება შესაძლებელი.
3.48. დაცვის მხარის მოწმე ე-----------მა დაადასტურა, რომ იგი გ-----------ს მეზობელია. მეზობლები ემზადებოდნენ ზ----- და გ-----------------ის ძმის ქორწილისთვის, რომელიც 2018 წლის 24 ნოემბერს იყო დანიშნული. 20 ნოემბერს, ზ---------------ი თბილისში წავიდა მეუღლესთან ერთად; იგი იმავე დღეს უნდა დაბრუნებულიყო სოფელში მეგობრებთან ერთად, რომლებიც ქორწილის სამზადისში დაეხმარებოდნენ გ----------ს. საღამოს მოწმისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ----- და გ-----------------ები გზაში დააკავეს მათ მეგობრებთან. მოწმემ განმარტა, რომ დაზრალებულ ტ---------------–---ს არ იცნობს და არც სოფელ ნ-------შია ნამყოფი. მისივე განმარტებით, სოფელ ჯ-----დან სოფელ ნ-------ამდე დაახლოებით 6-7 კილომეტრია.
3.49. დაცვის მხარის მოწმე გ-----------------ის განმარტებით, 2018 წლის 20 ნოემბერს, ზ---------------ი თბილისში წავიდა მეგობრების ჩამოსაყვანად, რადგან ძმის ქორწილის მოსამზადებლად დახმარება სჭირდებოდა. ვინაიდან სოფელი ახალგაზრდობისგან დაცლილია, ოჯახი ქორწილის მომზადებას მარტო ვერ შეძლებდა. ქორწილი დაახლოებით 120 ადამიანზე იყო გათვლილი. გ-----------------მა, გ-----------ს დაკავების შესახებ საღამოს გაიგო. მანვე განმარტა, რომ თბილისიდან როდესაც მიემგზავრები, ჯერ სოფელ ჯ-----ს გადასახვევია, შემდეგ ა-–-------- და ბოლოს სოფელი ნ-------ი; ეს უკანასკნელი უგზოობის გამო ძნელად მისადგომია.
3.50. დაცვის მხარის მოწმე დ----------------მა დაადასტურა, რომ მუშაობს ე------------------------ში, ტ-----------–-----------ის თანამდებობაზე და ევალება მრიცხველების მაჩვენებლების ამოწერა, აბონენტებისთვის ქვითრების დარიგება და ელექტროენერგიის შეწყვეტა გადაუხდელობის შემთხვევაში; ასევე დაზიანების შემთხვევაში ტექნიკურ მომსახურებას უწევს მოსახლეობას. სამსახურს ჰყავს ოთხი ავტომანქანა, ,,უაზი“ და სამი თეთრი ფერის ,------. აღნიშნული ავტომანქანები ემსახურება რამდენიმე სოფელს, მათ შორის ნ-------საც. ხშირ შემთხვევაში, მოწმე ,-------- გადაადგილდება. დ----------------ის ჩვენების თანახმად, სოფელ ნ-------ში 12 მრიცხველია დამონტაჟებული, აქედან შვიდის აბონენტი მუდმივი მომხმარებელია; სოფელი ნ-------ი რთული რელიეფით გამოირჩევა და ავტომობილის გადაადგილება რთულია წვიმიან ამინდში. მოწმის განმარტებით, დაზარალებული ტ---------------–---ი ე------------------------ს აბონენტია.
3.51. დაცვის მხარის მოწმე ე-----------------–--ემ აღნიშნა, რომ ზ----- და გ-----------------ები მისი მეზობლები არიან. ისინი ემზადებოდნენ ჩ--------------ის ბავშვის ნათლობისთის და ჩ--------------ის ჯვრისწერისთვის, თუმცა, ბრალდებულები 2018 წლის 20 ნოემბერს დაიჭირეს და ქორწილი სოფელ ჯ-----ში ვერ ჩატარდა. 20 ნოემბერს, ზ---------------ი და მისი მეუღლე დილით წავიდნენ თბილისში; მეუღლე ადრე დაბრუნდა სოფელში. მათ მცირე ვახშამი უნდა მოემზადებინათ სტუმრებისთვის. ე-----------------–--ემ, დაახლოებით ღამის 11-12 საათისთვის, ზ---------------ის მეუღლისგან შეიტყო, რომ ბიჭები დააკავეს.
3.52. დაცვის მხარის მოწმე მ--------------ის განმარტებით, იგი ზ----- და გ-----------------ების მეზობელი და მეგობარია. ბრალდებულების დაკავების შესახებ მან გაიგო 2018 წლის 20 ნოემბერს, საღამოს საათებში. მოწმემ განაცხადა, რომ დილით, ზ---------------ი წავიდა თბილისში მეგობრების ჩამოსაყვანად, რათა ისინი დახმარებოდნენ საქორწილო სამზადისში გ----------ს. მოწმე დაზარალებულ ტ---------------–---ს არ იცნობს. მისი განმარტებით, სოფელი ნ-------ი ფაქტიურად მიუვალია, ვინაიდან მასთან მისასვლელი გზა გაფუჭებულია.
3.53. დაცვის მხარის მოწმე ო---------–---მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს, იგი მივიდა მეზობლის - ზ---------------ის სახლში, სადაც მას უთხრეს, რომ ზ-----ი წასული იყო თბილისში მეგობრების ჩამოსაყვანად, რადგან ოჯახი ქორწილისთვის ემზადებოდა და დახმარება სჭირდებოდათ. სოფელში ცოტა მაცხოვრებელია და ოჯახს საკუთარი ძალით გაუჭირდებოდა ქორწილის მომზადება. ო---------–---მა ასევე განაცხადა, რომ სოფელ ნ-------ში ცუდი გზაა და მხოლოდ ,-------- არის გადაადგილება შესაძლებელი; მისი განმარტებით, სოფელ ნ-------ამდე ჯერ სოფელი ჯ----- მდებარეობს, შემდეგ - ა-–-------- და ბოლოს - სოფელი ნ-------ი.
3.54. დაცვის მხარის მოწმე ე-----------–--–---მ დაადასტურა 2018 წლის 20 ნოემბერს, საღამოს საათებში, პოლიციის მიერ ვ-----------------–---ის ბინის ჩხრეკის ფაქტი. მის სიძეს, ვ-----------------–---ს, მობილური ტელეფონი დაკავებამდე სამი - ოთხი დღით ადრე გაუფუჭდა. როგორც ე-----------–--–---სთვის ცნობილია, ვ-----------------–---ის მეგობარს - გ--------- ჰქონდა ქორწილი, რომლის სამზადისშიც ვ--------- უნდა მიხმარებოდა.
3.55. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, ჯვრისწერის მოწმობის მიხედვით, 2018 წლის 24 ნოემბერს, ზ----------ში, ჯვარი დაიწერეს დ---------------მა და მ----------------–--ემ. ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ნათლობის მოწმობით დგინდება, რომ 2018 წლის 24 ნოემბერს, მოინათლა ქ-----------------ი. დაბადების მოწმობის მიხედვით, ქ-----------------ის, დაბადებული 2018 წლის 20 აგვისტოს, მშობლებად მითითებულია ჩ--------------ი და მ----------------–--ე.
3.56. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - წ---–--------------------–-–------------- წერილისა და პრეპარატ ი------------ის გამოყენების ინსტუქციით დასტურდება, რომ პრეპარატი ი------------ი, სიროფის, საინექციო სხნარისა და ტაბლეტის სახით იწარმოება უ------აში, პრეპარატი გაიცემა №3 რეცეპტით; დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნული რეცეპტი არც ელექტრონული და არც მატერიალური სახით არ არის გაცემული ბრალდებულთა სახელზე.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.3. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა; ამდენად, უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად, რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.
4.7. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4.8. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
4.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში კრიმინალიზებულია ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
4.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა. ამავე მუხლის მეორე ნაწილი მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, აგრეთვე ?? ???????? 182-? ?????? ??????? ???????, 186-? ?????? ??????? ?? ??-2 ????????? , 194?1 ?????? ??????? ?? ??-2 ????????? , 202-? ?????? ??????? ??????? , 221-? ?????? ???????–??-3 ????????? , 332-? ?????? ??????? ?? ??-2 ????????? , 339-? ?????? ??????? ??????? , 339?1 ?????? ??????? ?? ??-2 ????????? , 365-? ?????? ???????–??-3 ????????? და 372-? ?????? ??????? ??????? გათვალისწინებული დანაშაულების მომზადებისათვის.
4.11. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნაში მოიაზრება დანაშაულის ჩასადენად იარაღის ან სხვა საშუალების გამონახვა, მომარჯვება ან მის ჩასადენად პირობების სხვაგვარი შექმნა. აღნიშნული გულისხმობს დამნაშავის მიერ იარაღის ან სხვა საშუალების ისეთ მდგომარეობაში მოყვანას, როდესაც შესაძლებელია დანაშაულის ობიექტური მხარის განხორციელება; ზოგადად, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ანდა ისეთი ნივთის შეძენა და დამზადება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, დანაშაულის მომზადებად ვერ ჩაითვლება, თუ აღნიშნული არ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ნივთის შეძენისთვის, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი. ,,დანაშაულის მომზადება სუბიექტურ სფეროში გულისხმობს პირის ნააზრევს დანაშაულის შესახებ, რომელიც მოტივირებულია კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილებით, ხოლო ობიექტურ სფეროში - დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი სხვადასხვა პირობების შექმნას, როგორიცაა იარაღისა და სხვა საშუალების შეძენა ან დამზადება, დანაშაულის ჩადენის შესახებ შეთანხმება, მისი დაგეგმვა, შემთხვევის ადგილზე ჩასაფრება და ა.შ.“ რადგან ქართული სისხლის სამართალი როგორც მომზადებას, ასევე მცდელობას ობიექტური ნიშნის მიხედვით განსაზღვრავს, დანაშაულის დასჯადი მომზადების და სოციალურად ადექვატური ქმედების გამიჯვნაც ობიექტური ნიშნების საფუძველზე უნდა მოხდეს. ,,მოსამზადებელი ქმედებები მხოლოდ მაშინ უნდა იყოს დასჯადი, როცა აშკარაა, რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დელიქტის ჩასადენად პირობებია მომზადებული, როდესაც პირის მიერ განხორციელებული ქმედება ობიექტურად ცალსახად მიუთითებს დანაშაულის ჩასადენად პირობების მომზადებაზე, ანუ როდესაც მოსამზადებელი ქმედება დანაშაულის მცდელობის სტადიასთან დგას.“ დანაშაულის დასჯად მომზადებად უნდა ჩავთვალოთ ქმედებანი, რომლებიც დანაშაულის შემადგენლობის უშუალოდ განხორციელების დაწყებას უძღვიან წინ, ე.ი. როდესაც მოსამზადებელი ქმედება ახლოსაა დანაშაულის მცდელობასთან.“ ,,რაც შეეხება დაუმთავრებელი დანაშაულის სუბიექტურ მხარეს, აღნიშნული ჭარბობს ობიექტურს. დანაშაულის მომზადების სუბიექტური მხარე მოიცავს დანაშაულის ჩასადენად პირობების შექმნის და დანაშაულის შემადგენლობის (თუ შემადგენლობა შედეგს მოიცავს, მაშინ დანაშაულებრივი შედეგის) განხორციელებისკენ მიმართულ განზრახვას. მიზნით დაფუძნებულ დელიქტებში დანაშაულის მომზადების სუბიექტური მხარე შესაბამის მიზანსაც უნდა მოიცავდეს“. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 179-ე მუხლით კრიმინალიზებული ქმედება - ყაჩაღობა სწორედ სპეციალური მიზნით დაფუძნებული დელიქტია; შესაბამისად, ბრალდებულთა მიმართ აუცილებელია, მათ მიერ არა მხოლოდ ყაჩაღობის მომზადების ობიექტური შემადგენლობის, არამედ სუბიექტური შემადგენლობის დასადასტურებლადაც გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ყაჩაღობა (მესამე ნაწილი), რომლის მომზადებასაც ბრალდების მხარე ედავება ვ-----------------–---ს, ზ---------------ს, გ-----------------ს, გ------------–---–სა და დ----------–-----ს, წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს; შესაბამისად, აღნიშნული დანაშაულის მომზადება ცალსახად დასჯად ქმედებას წარმოადგენს, თუმცა ბრალდების მხარის მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ვ-----------------–---ი, ზ----- და გ-----------------ები, დ----------–----- და გ------------–---–ი ემზადებოდნენ დანაშაულისთვის და განზრახ შექმნეს პირობები ყაჩაღობის ჩასადენად. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახა პასუხი ვერ გაეცა დაცვის მხარის მიერ დასმულ არაერთ ლეგიტიმურ კითხვას და არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე წონადი არგუმენტი მათი ვერსიის გასაბათილებლად, კერძოდ:
- დაცვის მხარის მტკიცებით, პროკურატურას არ გააჩნია მტკიცებულებები, რომლებიც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სახეზე არ არის კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი მტკიცებულებათა ერთობლიობის სახით. სასამართლო სავსებით იზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ მხოლოდ ბრალდებულთა დამკავებელ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ ვ-----------------–---ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან ხორცის, წებოვანი ლენტის, ე.წ. „ხამუთების“, კუსტარულად დამზადებული ნიღბების, დაზიანებული მობილური ტელეფონის, დანებისა და ტანსაცმლის ამოღების თაობაზე, არ არის საკმარისი ზ----- და გ-----------------ების, ვ-----------------–---ის, დ----------–-----სა და გ------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ავტომანქანაში, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, აღნიშნული ნივთების აღმოჩენა თავისთავად არ მიუთითებს ბრალდებულთა მიერ დანაშაულისათვის მზადებაზე. ცალკე აღებული რომელიმე ნივთის ფლობა არ წარმოადგენს სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას. თუ დანაშაულის ჩასადენად გამოსადეგი საგნის შეძენა ან მისი გაკეთება სოციალურად ადექვატური ქმედებაა, დანაშაულის მომზადება გვექნება მაშინ, როდესაც პირი ამ იარაღს ისე მოიმარჯვებს, რომ მესამე პირს მისი ქმედების სოციალური ადექვატურობის დაჯერება უკვე აღარ შეუძლია, ე.ი. როდესაც მოსამზადებელი მოქმედება საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე იმ დელიქტზე მიუთითებს, რომლის ჩადენაც პირს ჰქონდა გადაწყვეტილი (კიბის მიდგმა სხვისი სახლის კედელზე ფანჯარაში გადასაცოცებლად, სხვის ბინაში ან ეზოში იარაღით შესვლა ხელში). იმის დადგენა, რომ კონკრეტულ შემთხვევში, ბრალდებულებისგან ერთობლიობაში ამოღებული საგნები მიმართული იყო ყაჩაღობის ჩასადენად, საჭიროებს მაღალ მტკიცებულებით სტანდარტს, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
- სასამართლო ასევე სრულად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმ გარემოებებთან მიმართებით, რომ საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა დაზარალებულ ტ---------------–---ის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული თანხის ფლობის ფაქტი. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ცალსახად დაადასტურა, რომ მსხვილფეხა საქონელი გაყიდა ზაფხულში და აღებული თანხა მოახმარა სახლის მშენებლობას. 2018 წლის ნოემბრის თვისთვის, მას არ გააჩნდა არც ფულადი თანხა და არც რაიმე სახის ძვირფასეულობა. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ტ---------------–---ის მიერ ფულადი სახსრების ან ძვირფასეულობის ფლობის ფაქტი, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია; შესაბამისად, სასამართლო პირის ბრალდების შესახებ მითითებულ გარემოებას, რომელიც შეეხება დანაშაულის შედეგად შესაძლო ზიანის ოდენობას, დადასტურებულად ვერ მიიჩნევს.
- სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით ასევე ვერ დადასტურდა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი ნივთები შეძენილი ან მომზადებული იყო სპეციალურად 2018 წლის 20 ნოემბრისთვის. ასევე პასუხი ვერ გაეცა კითხვას, თუ ხუთივე ბრალდებული მიდიოდა დანაშაულის ჩასადენად, რატომ აღმოჩნდა ავტომანქანაში სამი ცალი, კუსტარულად დამზადებული ნიღაბი (ქუდი) და რა როლს შეასრულებდა ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელებისას ის ორი ადამიანი, რომლებსაც ქუდი არ შეხვდებოდათ.
- ბრალდებამ ასევე ვერ დაადასტურა ამოღებული ხორცის ვარგისიანობა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტთა ჩვენებებით უტყუარად ვერ დადგინდა, რომ ვ-----------------–---ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან (რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ) ამოღებული ხორცი, დამუშავებული იყო მომწამვლელი, ტოქსიკური ან საძილე საშუალებებით. მართალია, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა ხორცისმაგვარ საგანში პრეპარატ ი------------ის არსებობის ფაქტი, თუმცა უტყუარად ვერ დადასტურდა, თუ რა რეაქციას იწვევს აღნიშნული მედიკამენტი (განკუთვნილია ადამიანის სამკურნალოდ) ძაღლის ორგანიზმში, იწვევს თუ არა ცხოველის მოწამვლას, დაძინებას ანდა სიკვდილს; მხოლოდ ექიმ-ვეტერინარის განმარტება, რომ მან ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით დაასკვნა, რომ პრეპარატი ი------------ი გამოიყენება ძაღლების მოსაწამლად, წარმოადგენს ვარაუდს, რომელიც არ დასტურდება არცერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულებით. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც პრეპარატი ი------------ი თავისუფალ მიმოქცევაში არ არის და მის შესაძენად აუცილებელია #3 რეცეპტი; სააფთიაქო ქსელებიდან მიღებული ინფორმაციით კი, ბრალდებულებს აღნიშნული პრეპარატის შესაძენად, შესაბამისი რეცეპტი ელექტრონული თუ მატერიალური სახით არ წარუდგენიათ; ამასთან, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, ასევე ვერ დგინდება, ჰყავდა თუ არა ძაღლი დაზარალებულ ტ---------------–---ს.
- სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები დააკავეს თ------–------ს გზაზე, სოფელ კ------ გადასახვევთან. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ სოფელ ნ-------ში მოსახვედრად, ზ---------------ს, გ-----------------ს, ვ-----------------–---ს, დ----------–-----სა და გ------------–---–ს უნდა გაევლოთ რამდენიმე სოფელი, მათ შორის სოფელი ჯ-----, სადაც მდებარეობს ზ----- და გ-----------------ების საცხოვრებელი სახლი; შესაბამისად, ბრალდების მხარის მტკიცება, რომ ბრალდებულები მიემართებოდნენ სოფელ ნ-------ში, კონკრეტულად კი, ტ---------------–---ზე ყაჩაღური თავდახმისთვის, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დასტურდება არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით. საპირისპიროდ აღნიშნულისა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა არაერთი მოწმე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ 2018 წლის 24 ნოემბერს, დანიშნული იყო ზ----- და გ-----------------ების ძმის - ჩ--------------ის ქორწილი (ნიშნობა და ნათლობა), რისთვისაც ოჯახი რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდა. ბრალდებულები სწორედ საქორწილო სამზადისში ოჯახისთვის დასახმარებლად ჩადიოდნენ სოფელ ჯ-----ში. დაგეგმილი ღონისძიება ბრალდებულების 2018 წლის 20 ნოემბერს დაკავების გამო ჩატარდა ზ----------ში. აღნიშნულის დასტურად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ჯვრისწერისა და ნათლობის მოწმობები, საიდანაც ირკვევა, რომ 2018 წლის 24 ნოემბერს, ნამდვილად იქორწინა ჩ--------------მა და მოინათლა მისი მცირეწლოვანი შვილი. დაცვის მხარის აღნიშნული ვერსიის გასაბათილებლად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად არასაკმარისია, რის გამოც პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მოცემული მტკიცებულებების პირობებში სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს.
- სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულების განცხადებას მათ მიმართ პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის ინფორმაციით, აღნიშნულზე დაწყებულია გამოძიება და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია უტყუარად დადგინდეს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ზ---------------ის, გ-----------------ის, დ----------–-----ს, ვ-----------------–---ისა და გ------------–---–ის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ადგილი, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნული, მოცემული ბრალდების ფარგლებში განსახილველ საკითხს არ წარმოადგენს და საჭიროებს გამოძიებას, რომელზეც კონტროლი და ეფექტური ღონისძიებების გატარება სახელმწიფოს უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს.
4.13. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ზ---------------ის, გ-----------------ის, დ----------–-----ს, ვ-----------------–---ისა და გ------------–---–ის მიერ ქმედების შემადგენლობის განხორციელება, სასამართლო მათზე აღარ იმსჯელებს.
4.14. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2----–-–----------------------- გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
4.15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (EL-MASRI V. THE FORMER YUGOSLAV REPUBLIK OF MACEDONIA, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (HASSAN V. THE UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).
4.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.17. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს; კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისას წარმოიშვა არაერთი კითხვა ზ---------------ის, გ-----------------ის, დ----------–-----ს, ვ-----------------–---ისა და გ------------–---–ის ბრალეულობასთან მიმართებაში, რაც პასუხგაუცემელი დარჩა; შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უნდა გადაწყდეს რა ბრალდებულების სასარგებლოდ, ვ-----------------–---ი და გ-----------------ი უნდა გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ზ---------------ი, გ------------–---–ი და დ----------–----- - 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და “,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- 2018 წლის 20 ნოემბერს თ------–------ს რაიონში, კ------–--–--------–-----ის გზატკეცილის I----–---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი დასაკეცი დანის მაგვარი საგანი; ,,მ-–----–-ს“ მარკის ,,პ---------“ მოდელის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით O--------) ამოღებული 4 (ოთხი) ცალი დანის მაგვარი საგანი; ,,მ-–----–-ს“ მარკის ,,პ---------“ მოდელის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით O--------) ამოღებული ხორცი და ხორციდან აღებული ნიმუშები, 3 (სამი) ქუდი ამოჭრილი, დ----------–-----ს, ვ-----------------–---ის, გ------------–---–ის, გ-----------------ის და ზ---------------ის ნიმუშები - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- 2018 წლის 20 ნოემბერს თ------–------ს რაიონში, კ------–--–--------–-----ის გზატკეცილის I----–---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი და ფანარი; 2018 წლის 20 ნოემბერს, თ------–------ს რაიონში, კ------–--–--------–-----ის გზატკეცილის I----–---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი და ფანარი; 2018 წლის 20 ნოემბერს, გ------------–---–ის საცხოვრებელი სახლის (ა-------- რაიონის ს------–-------) ჩხრეკისას ამოღებული: 5 (ხუთი) ცალი სხვადასხვა ფირმის მობილური ტელეფონი; ასევე 2018 წლის 20 ნოემბერს ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით - O------ ჩხრეკისას (თ------–------ს რაიონი, კ------–--–--------–-----ის გზატკეცილის I----–---------) ამოღებული 1 (ერთი) ცალი ნ------ ფირმის მობილური ტელეფონი; ასევე, 2018 წლის 20 ნოემბერს, ზ---------------ის და გ-----------------ის საცხოვრებელი სახლის (ქ. თბილისი, ჰ---–---------------------------) ჩხრეკისას ამოღებული: 4 (ოთხი) ცალი მობილური ტელეფონი, კერძოდ 2 (ორი) ცალი ნ------ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებსაც კვების წყარო არ აქვთ, ს--------- ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც არ აქვს კვების ელემენტი; მონაცრისფრო სპორტული ზურგჩანთიდან ამოღებული ს--------- ფირმის მობილური ტელეფონი; ასევე, 2018 წლის 20 ნოემბერს ვ-----------------–---ის საცხოვრებელი სახლის (ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------------- ჩხრეკისას ამოღებული 7 (შვიდი) ცალი სხვადასხვა ფირმის მობილური ტელეფონი, კერძოდ: შავი ფერის ს---------------ს ფირმის მობილური ტელეფონი იმეიკოდით - 3----------------; შავი ფერის, ნ------ ფირმის მობილური ტელეფონი იმეიკოდებით -3-----------------------------------; ვერცხლისფერი 2 (ორი) ცალი მობილური ტელეფონი, ა------ 4 ფირმის მობილური ტელეფონი; ს--------- ფირმის მობილური ტელეფონი, ნ------ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეიკოდებით - 3-------------------------------; რუხი ფერის ლეპტოპი M----- ფირმის; ,,მ-–----–-ს“ მარკის ,,პ---------“ მოდელის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით O------) ამოღებული ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, 1 (ერთი) ცალი ,,შალითა“ და ხელთათმანები, მოშავო და მოწითალო ფერის 2 (ორი) წყვილი ხელთათმანი, წებოვანი ლენტი (სკოჩის რულონი), ქურთუკი, წინდა, მუქი ფერის კეპი, მუქი ფერის ნაჭრის ნაგლეჯი, კეპი მოთეთრო ზოლებით, მოშავო ფერის ზურგჩანთა, მოშავო ფერის ფეხსაცმელი 1 (ერთი) წყვილი, 11 (თერთმეტი) ცალი ხამუთი, 2 (ორი) ხელთათმანი, ყელსახვევი, ზურგჩანთა, სპორტული ზედა, კომუფლირებული ზურგჩანთა, მოშავო ქურთუკი, გრძელმკლავიანი ზედა სამოსი, ზოლებიანი გრძელმკლავიანი ზედა სამოსი, ცხვირსახოცი, სპორტული შარვალი, მოშავო 1 (ერთი) წყვილი ფეხსაცმელი, მომწვანო ფერის სპორტული ფეხსაცმელი და მონაცრისფრო თეთრი ძირის ფეხსაცმელი; ამოღებული ავტომობილი სახელმწიფო ნომრით - O------, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–----------------–--ის ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ნიმუშის აღების ფოტომასალა - 01 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:
1. ვ-----------------–---ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ვ-----------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. გ-----------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. გ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. ზ---------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
6. ზ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
7. გ------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
8. გ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
9. დ----------–----- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
10. დ----------–-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ვ-----------------–---ს, გ-----------------ს, ზ---------------ს, გ------------–---–ს და დ----------–-----ს უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.
12. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- 2018 წლის 20 ნოემბერს, თ------–------ს რაიონში, კ------–--–--------–-----ის გზატკეცილის I----–---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი დასაკეცი დანის მაგვარი საგანი; ,,მ-–----–-ს“ მარკის ,,პ---------“ მოდელის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით O------) ამოღებული 4 (ოთხი) ცალი დანისმაგვარი საგანი; ,,მ-–----–-ს“ მარკის ,,პ---------“ მოდელის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით O------) ამოღებული ხორცი და ხორციდან აღებული ნიმუშები, 3 (სამი) ქუდი ამოჭრილი, დ----------–-----ს, ვ-----------------–---ის, გ------------–---–ის, გ-----------------ის და ზ---------------ის ნიმუშები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- 2018 წლის 20 ნოემბერს, თ------–------ს რაიონში, კ------–--–--------–-----ის გზატკეცილის I----–---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი და ფანარი; 2018 წლის 20 ნოემბერს, თ------–------ს რაიონში, კ------–--–--------–-----ის გზატკეცილის I----–---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი და ფანარი; 2018 წლის 20 ნოემბერს, გ------------–---–ის საცხოვრებელი სახლის (ა-------- რაიონის ს------–-------) ჩხრეკისას ამოღებული: 5 (ხუთი) ცალი სხვადასხვა ფირმის მობილური ტელეფონი; ასევე 2018 წლის 20 ნოემბერს ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით O------ ჩხრეკისას (თ------–------ს რაიონი, კ------–--–--------–-----ის გზატკეცილის I----–---------) ამოღებული 1 (ერთი) ცალი ნ------ ფირმის მობილური ტელეფონი; ასევე, 2018 წლის 20 ნოემბერს, ზ---------------ის და გ-----------------ის საცხოვრებელი სახლის (ქ. თბილისი, ჰ---–---------------------------) ჩხრეკისას ამოღებული: 4 (ოთხი) ცალი მობილური ტელეფონი, კერძოდ 2 (ორი) ცალი ნ------ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებსაც კვების წყარო არ აქვთ, ს--------- ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც არ აქვს კვების ელემენტი; მონაცრისფრო სპორტული ზურგჩანთიდან ამოღებული ს--------- ფირმის მობილური ტელეფონი; ასევე, 2018 წლის 20 ნოემბერს ვ-----------------–---ის საცხოვრებელი სახლის (ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------------- ჩხრეკისას ამოღებული 7 (შვიდი) ცალი სხვადასხვა ფირმის მობილური ტელეფონი, კერძოდ: შავი ფერის ს---------------ს ფირმის მობილური ტელეფონი იმეიკოდით - 3----------------; შავი ფერის, ნ------ ფირმის მობილური ტელეფონი იმეიკოდებით - 3-----------------------------------; ვერცხლისფერი 2 (ორი) ცალი მობილური ტელეფონი, ა------ 4 ფირმის მობილური ტელეფონი; ს--------- ფირმის მობილური ტელეფონი, ნ------ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეიკოდებით - 3-------------------------------; რუხი ფერის ლეპტოპი M----- ფირმის; ,,მ-–----–-ს“ მარკის ,,პ---------“ მოდელის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით O------) ამოღებული ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, 1 (ერთი) ცალი ,,შალითა“ და ხელთათმანები, მოშავო და მოწითალო ფერის 2 (ორი) წყვილი ხელთათმანი, წებოვანი ლენტი (სკოჩის რულონი), ქურთუკი, წინდა, მუქი ფერის კეპი, მუქი ფერის ნაჭრის ნაგლეჯი, კეპი მოთეთრო ზოლებით, მოშავო ფერის ზურგჩანთა, მოშავო ფერის ფეხსაცმელი 1 (ერთი) წყვილი, 11 (თერთმეტი) ცალი ხამუთი, 2 (ორი) ხელთათმანი, ყელსახვევი, ზურგჩანთა, სპორტული ზედა, კომუფლირებული ზურგჩანთა, მოშავო ქურთუკი, გრძელმკლავიანი ზედა სამოსი, ზოლებიანი გრძელმკლავიანი ზედა სამოსი, ცხვირსახოცი, სპორტული შარვალი, მოშავო 1 (ერთი) წყვილი ფეხსაცმელი, მომწვანო ფერის სპორტული ფეხსაცმელი და მონაცრისფრო თეთრი ძირის ფეხსაცმელი; ამოღებული ავტომობილი სახელმწიფო ნომრით - O------, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------------–----------------–--ის ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ნიმუშის აღების ფოტომასალა - 01 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
13. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე