განაჩენი

სისხლის სამართლის 08.07.2019
საქმის ნომერი
330100119003028275
თარიღი
08.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1/2522-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 ივლისი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: გ-------– ნ-–------ე

ადვოკატი: კ------- ჩ-------ე

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ა------ კ-------ი

მამის სახელი: ა-----

დაბადებული: 0---------წ.

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------------------–-----------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები.

აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ა------ კ-------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: ა------ კ-------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მარნეულის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის ნასამართლევი ა------ კ-------ი 2019 წლის 14 მარტს, ღამის საათებში, თბილისში, ი-–----------------------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ მჩხვლეტავ-მჭრელ დანას.

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები წინასასამართლო სხდომაზე არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ა------ კ-------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული დანით, მარნეულის რაიონული სასამართლოს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ა------ კ-------მა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 03 წლამდე ვადით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ა------ კ-------ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ა------ კ-------ი (პ№3----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთქოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით ა------ კ-------ის მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1719 ლარისა და 62 სამოცდაორი თეთრის (ათასშვიდასცხრამეტი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ოდენობით და საბოლოოდ, ა------ კ-------ს, განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ა------ კ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

ა------ კ-------ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ა------ კ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე