განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2019
საქმის ნომერი
080100119003020280
დავის ტიპი
342 1 , 341
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

საქმე №1/439-19 03.07.2019 წელი ქუთაისი

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი დ----- ც--------

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი ნ----- მ---------–--

 

ბრალდებული გ--- ტ--–----- ძე ქ---------

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

დაბადების ადგილი: ხონი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

მცხოვრები: ხონის რაიონი, სოფელი ი---------

 

სისხლის სამართლის საქმე №067150318001

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 341-ე მუხლი

 

- სამსახურებრივი გულგრილობა ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია;

 

- სამსახურებრივი სიყალბე - ე.ი მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ე---------–---------------------- უფროსის 2016 წლის 01 თებერვლის N98/კ ბრძანებით გ--- ქ--------- დაინიშნა იმერეთის სატყეო სამსახურის ხ-----------------------------–---–-- თანამდებობაზე. იგი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლებოდა მოხელედ. აღნიშნული თანამდებობაზე გ--- ქ--------- მუშაობდა 2017 წლის 09 ოქტომბრამდე.

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებისა და 2016 წლის 26 დეკემბრის N50 ბრძანებებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–---------------------- დებულების მეცხრე მუხლის თანახმად, გ--- ქ---------ს, როგორც ტყის მცველის მოვალეობას, სხვა დანარჩენთან ერთად, წარმოადგენდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა.

 

სსიპ ე---------–---------------------- უფროსის 2017 წლის 03 იანვრის N86/კ ბრძანებით, გ--- ქ---------ს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა იმერეთის სატყეო სამსახურის ხონი-წყალტუბოს სატყეო უბნის N2 (კინჩხა) სამცველო, რომლის ფარგლებში, სხვა კვარტლებთან ერთად, N3, N4 და N13 კვარტლები შედიოდა.

 

გ--- ქ--------- გულგრილად მოეკიდა სამსახურებრივ მოვალეობას, არ განახორციელა სათანადო კონტროლი მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ვერ შეძლო ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა. მოვალეობისადმი ამგვარი დამოკიდებულების გამო, 2017 წლის მაისიდან იმავე წლის აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთში, ტყის მცველის მხრიდან არასათანადო კონტროლის პირობებში, დაუდგენელი პირების მიერ, N3, N4 და N13 კვარტლებში უკანონოდ იქნა გაჩეხილი 611 ძირი წიფლისა და რცხილას ჯიშის ხე-ტყე, კერძოდ N3 კვარტალში - 27 ძირი წიფელი და 3 ძირი რცხილა, N4 კვარტალში - 90 ძირი წიფელი და 11 ძირი რცხილა, ხოლო N13 კვარტალში - 479 ძირი წიფელი და 1 ძირი რცხილა. საერთო ჯამში, 611 ძირი ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის შედეგად გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 243 978,25 (ორას ორმოცდასამი ათას ცხრაას სამოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

 

2017 წლის სექტემბერში გ--- ქ---------სთვის ცნობილი გახდა, რომ ხონის სატყეო უბნის კინჩხის სამცველოს ტყის ფონდში, რაც მის სამოქმედო ტერიტორიას წარმოადგენდა, გამოვლენილ იქნა სხვადასხვა ჯიშის ხე-ტყის მასიურად უკანონო გაჩეხვის ფაქტები, რაზეც მას, როგორც პასუხისმგებელ ტყის მცველს, არ ჰქონდა გატარებული არანაირი ღონისძიება. ეს გარემოება შესაძლებელია გამხდარიყო მისი სამსახურიდან დათხოვის საფუძველი. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, გ--- ქ---------მ განიზრახა ოფიციალურ დოკუმენტებში - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით შეექმნა ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტებზე რეაგირების იმიტაცია, თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი პასუხისმგებლობა და სამსახურიდან დათხოვა. იგი დაუკავშირდა ხონის რაიონის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ მაცხოვრებლებს - ბ------ ლ-----------, ე-–------- კ-----–----, ჯ------- მ---------, ზ----- ჯ----–---- და ი----- რ------- და შეუთანხმდა, რომ მათ სახელზე შეადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს, სადაც მიუთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს მათ უკანონოდ მოჭრეს ხონის სატყეო უბნის კინჩხის სამცველოში ხეები, ხოლო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ მოუწევდათ, რადგან იყვნენ სოციალურად დაუცველი პირები. დაიყოლია რა აღნიშნული მოქალაქეები, დანაშაულებრივი განზრახვის შესაბამისად, გ--- ქ---------მ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ყალბი მონაცემების შემცველი ოქმები, კერძოდ:

 

1. შეადგინა 2017 წლის 05 სექტემბრით დათარიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N0-----, რომელშიც შეიტანა ყალბი ჩანაწერი, თითქოს ხონის რაიონის სოფელ ი--------–- მცხოვრებმა ბ------ ლ------------ კინჩხის სატყეო უბანში N13 კვარტალში უკანონოდ მოჭრა და დაიტაცა 4 ძირი წიფლის ჯიშის ხე-ტყე;

 

2. შეადგინა 2017 წლის 06 სექტემბრით დათარიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N0-----, რომელშიც შეიტანა ყალბი ჩანაწერი, თითქოს ხონის რაიონის სოფელ ი--------–- მცხოვრებმა ე-–------- კ-----–----- კინჩხის სატყეო უბანში N13 კვარტალში უკანონოდ მოჭრა და დაიტაცა 4 ძირი წიფლის ჯიშის ხე-ტყე;

 

3. შეადგინა 2017 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N0-----, რომელშიც შეიტანა ყალბი ჩანაწერი, თითქოს ხონის რაიონის სოფელ ქ-------–ი მცხოვრებმა ი----- რ------- კინჩხის სატყეო უბანში N13 კვარტალში უკანონოდ მოჭრა და დაიტაცა 4 ძირი წიფლის ჯიშის ხე-ტყე;

 

4. შეადგინა 2017 წლის 05 სექტემბერით დათარიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N0-----, რომელშიც შეიტანა ყალბი ჩანაწერი, თითქოს ხონის რაიონის სოფელ ი--------–- მცხოვრებმა ჯ-------ი მ--------- კინჩხის სატყეო უბანში N13 კვარტალში უკანონოდ მოჭრა და დაიტაცა 4 ძირი წიფლის ჯიშის ხე-ტყე;

 

5. შეადგინა 2017 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N0-----, რომელშიც შეიტანა ყალბი ჩანაწერი, თითქოს ხონის რაიონის სოფელ კ-----–- მცხოვრებმა ზ----- ჯ----–---- კინჩხის სატყეო უბანში N13 კვარტალში უკანონოდ მოჭრა და დაიტაცა 3 ძირი წიფლის ჯიშის ხე-ტყე.

რეალურად, ზემოაღნიშნულ პირებს ხე-ტყე არ მოუჭრიათ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები ხელმოწერით დაადასტურეს გ--- ქ---------ს თხოვნით.

გ--- ქ---------ს მიერ შედგენილი ყალბი მონაცემების შემცველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები წარდგენილ იქნა სასამართლოში, რომელთა საფუძველზე სამართალდამრღვად იქნენ ცნობილნი ბ------ ლ-----------, ე-–------- კ-----–----, ი----- რ------, ჯ------- მ-------- და ზ----- ჯ----–---.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2019 წლის 05 ივნისს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ--- ქ---------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს გ--- ქ---------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გ--- ქ---------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების ი-–-- გ----------, პ---–- გ---------, ბ------ ლ-----------ს, ე-–------- კ-----–----ს, ჯ------- მ--------ს, ზ----- ჯ----–----, ი----- რ-------, გ------- ლ----------, ა---------– ქ------- ჩვენებებით, თავად გ--- ქ---------ს ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, სატყეო სააგენტოდან გადმოგზავნილი მასალებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა გ--- ქ---------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ--- ქ---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: გ--- ქ---------მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა და ხელი შეუწყო გამოძიებას დანაშაულის სწრაფ გახსნაში; გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; არ არის ნასამართლევი; მსგავს ფაქტს წარსულში ადგილი არ ჰქონია;

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ--- ქ---------ს უნდა შეერჩეს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების შეზღუდვასთან და ამასთანავე სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში გ--- ქ---------ს საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და ბოლოს, უნდა შეამციროს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--- ქ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--- ქ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

გ--- ქ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა მ----- ჩ--------- (პ/ნ 6----------), მ------- ჩ--------- (პ/ნ 1----------), ნ-----–----- ჩ--------- (პ/ნ 2----------) და დ------ თ------–-–---–-- (პ/ნ 1----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარეს სამტრედიის რაიონი, სოფელი ღ------ (საკადასტრო კოდი №3-----------).

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ--- ქ---------ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 მარტიდან 2019 წლის 26 მარტის ჩათვლით, ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ--- ქ---------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები: N0-----, N0-----, N0-----, N0-----, N0-----, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე