განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1733-15 (№-------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ
თ----- შუბითიძის მდივნობით
პროკურორების - ზ------------–---–ისა და თ--------------–--ის,ადვოკატ დ----- ა-----ის მონაწილეობით,განსასჯელ დ----- ს------–---–ის დაუსწრებლად,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ--------------------------–---–ი (დაბადებული 1----–-–----------ს, რეგისტრირებული: თბილისი, გ-–--------------–---------------------------ში, ამჟამად ძებნილი) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დ----- ს------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 24:00 საათზე, ქ.თბილისში, კ----------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-------------ს ყაჩაღურად თავს დაესხა დ----- ს------–---–ი გამოძიებით დაუდგენელ ორ პიროვნებასთან ერთად. ხსენებულმა პირებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მ-------------ს წაართვეს კუთვნილი 5000 ა.შ.შ. დოლარად ღირებული ,,ბმვ“-ს მარკის ა/მანქანა სახ№-------, 475 ა.შ.შ დოლარად ღირებული ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, 150 ა.შ.შ დოლარად ღირებული ,,შივაკის’’ ფირმის ტელევიზორი, 150 ა.შ.შ დოლარად ღირებული ფოტოაპარატი. დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 10 755 ლარის დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, საბრალდებო დასკვნის თანახმად, დ----- ს------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ-------------მა დაადასტურა საჯაროდ წაკითხული, გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენებების სისწორე და განმარტა შემდეგი:
2003 წლის გაზაფხულზე №------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა მიწის ნაკვეთი და გადაწყვიტა მაღაზიის მშენებლობა. მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია მოაწესრიგა და დაიქირავა მუშები, რომლებმაც დაიწყეს მშენებლობა. მშენებლობის პერიოდში, დაზარალებული ს------–--–--სთან შეხვდა ნაცნობს თ----- ყ---–--–---–ს, უამბო დაწყებული მშენებლობის თაობაზე, თ-----ი დაინტერესდა და სთხოვა ობიექტის ჩვენება. თ----- ყ---–--–---–მა დაათვალიერა ობიექტი, გაესაუბრა მუშებს და დაახლოებით 2-3 საათში წავიდა სახლში. დაზარალებულის ჩვენებით, იმ დღის შემდეგ მუშები აღარ უნახავს და თუ რა იყო ამის მიზეზი, მისთვის უცნობია. მოგვიანებით მ-------------მა თ-----–--–---–ისაგან შეიტყო, რომ მასთან საუბრის შემდეგ, მუშები აღარ დაბრუნდებოდნენ, რამაც დაზარალებული გააღიზიანა, ვინაიდან 800 ლარი წინასწარ ჰქონდა მათთვის გადახდილი. თ-----–--–---–ი დაპირდა დაზარალებულს, რომ თავად მოიყვანდა სხვა მუშებს და გააგრძელებდნენ მშენებლობას. მომდევნო დღეს თ-----ი მივიდა ობიექტზე შ----– ხ-------თან და დ----- გ---–---თან ერთად, რომელიც იყო თ-----ის სიძე და განაგრძეს მშენებლობა. შეთანხმებისამებრ, თ-----ი და დ----- გ---–---ის ანაზღაურება იქნებოდა დღეში 10 ლარი, ხოლო შ----–ის, როგორც ე.წ.“პრარაბის“ – 15 ლარი. დაახლოებით ერთ თვეში მ-------------მა მუშებს გადაუხადა 800 ლარი. როდესაც მუშები მორჩნენ სარდაფის მშენებლობას, თ----- ყ---–--–---–მა დაზარალებულს უთხრა, რომ უნდა გაეზარდა მომსახურების საფასური, კერძოდ, მისთვის და დ-----–---ისთვის უნდა გადაეხადა დღეში 15 აშშ დოლარი, ხოლო შ----– ხ-------ისათვის - 20 აშშ დოლარი. დაზარალებულმა უარი განაცხადა თანხის გაზრდაზე და მოითხოვა მშენებლობის შეჩერება საკითხის გარკვევამდე. მუშების მიერ შესრულებული სამუშაოების შესაფასებლად მიყვანილმა პირმა - ა------- ხ-------მა დაზარალებულს განუცხადა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 2400 ლარს, რომელიც უნდა გადაეხადა მუშებისათვის, მ-------------მა კი აღნიშნული თანხის გადახდაზე განცხადა უარი. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ მუშებმა დაიწყეს მისი შეწუხება და დაშინება. თ----- ყ---–--–---–სა და მ-------------ს შორის არსებული პრობლემის მოგვარებაში ჩაერთო მათი საერთო ნაცნობი მ-–- ბ------–---–იც. ამ უკანასკნელმა მ---------ს განუცხადა, რომ პრობლემას მოაგვარებდა დ----- ს------–---–ი, ზედმეტსახელად „---ა“, რომელიც აღმოჩნდა ასევე მ---------ის დიდი ხნის ნაცნობი. დაზარალებული „---ას“ შეხვდა მისსავე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც განსასჯელი დაპირდა, რომ პოლიციაში დასაქმებული ბიძაშვილის დ----- ს------–---–ის დახმარებით მოაგვარებდა წარმოქმნილ პრობლემას. მომდევნო დღეს მ-------------თან მივიდნენ დ----- ს------–---–ი ე.წ. „---ა“ და მისი ბიძაშვილი - დ----- ს------–---–ი ე.წ. „---–ა“. ,,---–ამ’’ შესთავაზა მ----ს, რომ თუკი არ ჰყავდა ე.წ. ,,კრიშა’’, თავად ,,დაკრიშავდა’’, რაზედაც დაზარალებულმა უპასუხა რომ მას ,,კრიშა’’ არ ჭირდებოდა. ბიძაშვილები დაპირდნენ მ-------------ს პრობლემის მოგვარებას და წავიდნენ. დაახლოებით 2-3 დღეში, მ-------------თან მივიდნენ შ----– ხ-------ი, თ----- ყ---–--–---–ი, დ----- გ---–---ი და მოსთხოვეს მისი ხალხის მოყვანა, რის გამოც დაზარალებულმა დაურეკა „---ას“ და უთხრა, რომ მუშები მისულები იყვნენ სალაპარაკოდ და მისულიყვნენ თავადაც, თუმცა დ----- ს------–---–მა მ-------------ს უარი განუცხადა. დაზარალებულმა მუშებს აცნობა, რომ ს------–---–ები მოსვლას არ აპირებდნენ. გაბრაზებული მუშები თ----- ყ---–--–---–ის კუთვნილი შავი ფერის ავტომანქანა ,,ვოლგით“ წავიდნენ, თუმცა შ--- ხ-------მა დაიბარა ,,ჩვენ ვიცით, ამას რასაც ვუზამთო’’.
დაზარალებულის განმარტებით, 2003 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 24 საათზე, იმყოფებოდა კუთვნილ ჯიხურში, როდესაც შემოესმა ხმაური და მისი ავტომანქანის სირენის გაბმული ხმა. მ-------------ი გავიდა გარეთ ავტომანქანის შესამოწმებლად, რომელიც ჯიხურთან იდგა. შემოწმების შემდეგ, როდესაც ჯიხურში ბუნდებოდა, დაახლოებით 3 მეტრში შენიშნა მისკენ მომავალი თეთრი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული თეთრი პირისახის ბიჭი, დაახლოებით 22-23 წლის, რომელსაც თავზე ეხურა ,,პანამა’’ ქუდი. აღნიშნულ პიროვნებას ხელში ეჭირა შავი ფერის იარაღი, რომელიც მ-------------ისკენ იყო მიმართული. მის დანახვაზე მ---------მა დაიწყო ტირილი, რაზედაც პიროვნებამ პირზე ხელის აფარებით და ძალის გამოყენებით შეიყვანა დაზარალებული ჯიხურში და გააფრთხილა, რომ ჩუმად ყოფილიყო, თვითონ კი ჯიხურიდან გადიოდა, რა დროსაც დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელმა უთხრა: ,,იმათი დედაც... ვინც შენზე ნაკოლი მოგვცაო’’. სწორედ ამ დროს კართან მოვიდა დ----- ს------–---–ი, მეტსახელად ,-----’’ და რამდენიმე პიროვნება. დ----- ს------–---–მა ხელი კრა თეთრებში ჩაცმულ პიროვნებას და მოუხურა კარები, ხოლო გარეთ მდგომ ერთ-ერთ პიროვნებას უთხრა, რომ შესულიყო ჯიხურში, რის შემდგომაც დაზარალებულის განმარტებით, ჯიხურში შევიდა შავგვრემანი პიროვნება, საშუალო სიმაღლის, შავი ფერის თვალ-წარბით, გაუპარსავი პირისახით. ხსენებულ პირს ,-----მ’’ უბრძანა მ-------------ის გაკოჭვა და თვალების ახვევა. თავდამსხმელებმა გაკოჭეს დაზარალებული, რის შემდგომაც დ----- ს------–---–მა მიუთითა მათ თუ სად იყო სეიფი და მისი გასაღები და უთხრა, რომ ყველაფერი ჩაელაგებინათ ,,ზეწარში’’ და წაეღოთ. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელებმა წაიღეს ფერადი ტელევიზორი, რომლის ღირებულება შეადგენდა 150 დოლარს, მობილური ტელეფონი 150 დოლარად ღირებული, ფოტოაპარატი 35 ლარად ღირებულები, თმის უთო (ფენი), იარაღი 475 დოლარის ღირებულების და ასევე წაიყვანეს მ-------------ის კუთვნილი ავტომანქანა BMW-520, სახელმწიფო ნომრით T------, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 5000 აშშ დოლარს. დაზარალებულის ჩვენებით, მას მიადგა დაახლოებით 11000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი. თავდამსხმელების შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, დაზარალებულმა შეძლო თავის განთავისუფლება, ე.წ. ,,ლომით’’ გააღო გარედან ჩაკეტილი ჯიხურის კარი და წავიდა მეგობარ მ-----------–---ასთან, საიდანაც დაუკავშირდა პოლიციას. დაზარალებულის განმარტებით, მის სარგებლობაში არსებული საფანტის იარაღის შესახებ ,-----მ’’ შეიტყო მაშინ, როდესაც თავის ბიძაშვილ დ----- ს------–---–თან ერთად მივიდა მ---------თან ჯიხურში და ჰკითხა ხომ არ ეშინოდა მუშების, ე.წ ,-------ის’’, რაზედაც დაზარალებულმა უპასუხა, რომ თავდაცვის მიზნით ჰქონდა იარაღი. დაზარალებულის ჩვენებით, 13 ივლისის ინციდენტის შემდეგ, არც მუშები ე.წ ,-------ი’’ და არც თავდამსხმელები აღარ უნახავს.
მოწმე მ-----– ბ------–---–ის ჩვენებით, იცნობს დაზარალებულ მ-------------ს, რომელმაც უამბო დაყაჩაღების თაობაზე, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილად კი მიაჩნდა დ----- ს------–---–ი ე.წ.“----“. ვინაიდან მოწმეს ნათესაური კავშირი აქვს ხსენებულ პირთან, „---ას“ ოჯახის თხოვნით, მივიდა მათთან სახლში - გ-–---------------------------ში, რა დროსაც განსასჯელის მამამ კ----–-- ს------–---–მა უთხრა, რომ „---ა“, რომელიც მ---------ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის გამო ძებნილი იყო, საქართველოში ვერ ჩამოდიოდა და სთხოვა დაზარალებულთან სიტუაციის გარკვევა, დადგენა იმისა, თუ რა ოდენობის თანხას ითხოვდა მ-------------ი ზიანის ასანაზღაურებლად, რომ „---ას“ თანხა გადმოერიცხა საფრანგეთიდან და დაზარალებულს აღარ ჰქონოდა პრეტენზია მის მიმართ. მოწმის განმარტებით, დანაბარები გადასცა მ-------------ს, რომელმაც განუცხადა, რომ მანქანის დაბრუნებისა და 30 000-50 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ არანაირი პრეტენზია აღარ ექნებოდა დ.ს------–---–თან. აღნიშნულის შემდეგ, მ.ბ------–---–მა დაზარალებულს შესთავაზა პირადად დაემყარებინა კონტაქტი განსასჯელსა და მის ოჯახთან, ვინაიდან თავადაც აკავშირებდა დიდი ხნის ნაცნობობა და მისი შუამავლობის საჭიროება არ იყო. მოწმის ჩვენებით, იცნობდა დ----- ს------–---–ის მეგობარს გ-------–-----------ს, ზედმეტსახელად ,,ბაღდუს’’, რომელსაც შეხვედრია განსასჯელის ოჯახში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ------ გ---–---მა დაადასტურა საჯაროდ წაკითხული, გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე და განმარტა შემდეგი:
დაზარალებული მ-------------ი გაიცნო 1975 წელს პოლიციის განყოფილებაში, როდესაც იყო სამძებრო განყოფილების უფროსი, მ---------ი კი უბნის ინსპექტორს უჩიოდა. დაზარალებულის განმარტებით, მეზობლები, უბნის ბიჭები აწუხებდნენ და მოწმეს, როგორც პოლიციის თანამშრომელს სთხოვა თანხმობა, რომ ესარგებლა მისი სახელითა და ავტორიტეტით, თითქოს გ-----–---ი იყო მ---------ის ნათესავი. მოწმის განმარტებით, ყაღაღობის თაობაზე ინფორმაციას ფლობს თავად მ---------ისაგან, რომელმაც თავდამსხმელთაგან ამოიცნო ერთი პირი. გ-----–---მა დაზარალებულს ურჩია პოლიციისათვის მიემართა, უშუალოდ მისთვის მ---------ს დახმარება არ უთხოვია. მოწმემ ვერ გაიხსენა მ-------------თან დაპირისპირების ფაქტი, რადგან მისი განმარტებით, გასულია დიდი დრო და დაზარალებულთან არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს.
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე თ----- ყ---–--–---–ის 2003 წლის 27 სექტემბრის დაკითხვის ოქმის თანახმად, 2003 წლის გაზაფხულზე, კ----------------–--–-------------–--–ოს ასახვევში შეხვდა ნაცნობს მ-------------ს და შეიტყო, რომ ქალბატონს მაღაზიის მშენებლობის დასაწყებად მუშები. ვინაიდან იყო უმუშევარი, შ----– ხ-------თან და დ----- გ---–---თან ერთად მივიდა დაზარალებულთან ობიექტის დასათვალიერებლად და მოსალაპარაკებლად. ხსენებულ პირებთან ერთად დაიწყეს სამშენებლო სამუშაოები და პირველი სართულის დასრულების შემდეგ, მ----ს მოსთხოვეს შესაბამისი ანაზღაურება, თუმცა თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და დაზარალებულმა გადაწყვიტა შესრულებული სამუშაოების შესაფასებლად მიეყვანა სპეციალისტი. დაახლოებით ერთი თვეში, თ-----–--–---–თან მივიდა მ---------ის მიერ გამოგზავნილი, მისი ნაცნობი პირი - მ-–- ბ------–---–ი, რომელიც თხოვდა მორიგებას, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ შეთანხმდნენ თანხაზე. ამ ფაქტიდან დაახლოებით ორი კვირაში, თ----- ყ---–--–---–ს დაზარალებულმა უთხრა, რომ სასაუბროდ შეახვედრებდა ხალხს, მის ,,პატრონებს’’, თუმცა ვისზე იყო საუბარი, მოწმისათვის უცნობია. 12 ივლისს თ-----–--–---–ი, შ---------ი და დ-----–---ი მივიდნენ მ---------თან იმ მიზნით, რომ შეხვედროდნენ მის „პატრონებს“, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული ფაქტიდან 3 დღეში თ-----–--–---–მა შეიტყო მ-------------ის დაყაჩაღების თაობაზე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე კ---------------–---–მა დაადასტურა საჯაროდ წაკითხული, გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე და განმარტა შემდეგი:
2003 წელს სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 8-----------, რომელიც აჩუქა მეზობელმა, გ-----------------მა, 3-4 დღით ადრე, სანამ ოჯახთან ერთად წავიდოდა დასასვენებლად. მოწმის განმარტებით, იმ დროისათვის მას ჰქონდა სხვა ნომერიც. კ---------------–---–ი აგვისტოს დასაწყისში თავის ოჯახთან ერთად წავიდა დასასვენებლად, რა დროსაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი სახლი იყო გატეხილი და წაღებული იყო ყველაფერი, მათ შორის, ის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული იყო ნომერი 8-----------. მოწმის განმარტებით, ბინის გაქურდვის ფაქტზე პოლიციისათვის არ მიუმართავს.
მოწმე მ------------–---–ის განმარტებით, არის დაზარალებულ მ-------------ის მეზობელი, რომელთანაც დიდი ხანია ურთიერთობა არ აქვს. მოწმემ უარყო 2003 წლის სექტემბერში სამართალდამცავი ორგანოებისათვის ჩვენების მიცემის ფაქტი, მანვე უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე გამოძიების ეტაზე მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვაზე. დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, მოწმემ განმარტა, რომ 2003 წლის 22 სექტემბრის დაკითხვის ოქმზე არსებული ხელმოწერა გავს მის ხელმოწერას, თუმცა არ ახსოვს ჩვენების მიცემის ფაქტი და მისი შინაარსი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ჟ--–-------------–---–მა დაადასტურა საჯაროდ წაკითხული, გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე და განმარტა შემდეგი:
2003 წლის მდგომარეობით, ქ------–--------------------------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდა მაღაზია. 2003 წლის სექტემბრის თვეში, მას უცნობმა პირმა დაუტოვა წერილი მ-------------ისათვის გადასაცემად, თუმცა გადაცემის ფაქტი არ ახსოვს, ასევე არ შეუძლია უცხო პიროვნების აღწერა და ამოცნობა, ვინაიდან არ დაკვირვებია.
მოწმე თ-----------------–---–ის ჩვენებით, 2003 წელს მუშაობდა ქ.თ---–----------------------------------------------ში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2003 წლის 15 აგვისტოს, გამოძიება დაიწყო მოქ. მ-------------ის დაყაჩაღების ფაქტზე. მოწმის განმარტებით, მ---------მა თავდამსხმელებიდან ამოიცნო ერთ-ერთი პირი - დ----- ს------–---–ი, მეტსახელად ,-----’’. მოწმის განმარტებით, მან გამოიტანა ბრალდების შესახებ დადგენილება დ----- ს------–---–ის მიმართ და გამოცხადდა ძებნა. ოჯახის წევრების მითითებით, დ----- ს------–---–ი იმყოფებოდა უცხოეთში. თ-----------------–---–ის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდში არ ხდებოდა სახელმწიფო საზღვრებზე კონტროლის განხორციელება, ვერ დადგინდა, თუ როდის გადაკვეთა განსასჯელმა საზღვარი. მოწმის ჩვენებით, ვინაიდან დაზარალებული უკმაყოფილო იყო გამოძიებით, კერძოდ, აცხადებდა, რომ დანაშაულზე არ მოახდინეს დროული რეაგირება სამართალდამცავებმა, საქმე გადაეწერა სხვა გამომძიებელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2003 წლის 28 აგვისტოს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - თბილისში, კ----------------–--–ზე მშენებარე ობიექტი, რა დროსაც შედგენილი იქნა სქემა, რაც დაერთო ოქმს (გამომძიებელი თ-------–---–ი).
წარმოდგენის ოქმის თანახმად, 2003 წლის 22 სექტემბერს, დაზარალებულმა მ---------მა გამოძიებას წარუდგინა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3----------------- და ხელმოუწერელი წერილის ასლი შემდეგი ტექსტით - „თქვენ ქალბატონო მ---- ტელეფონს რატომ არ რთავ, ფულის გადახდას არ აპირებ თუ ვიღაცეების იმედზე ხარ. მომისმინე ნურავის ნუ უსმენ ჩართე ტელეფონი, ნახე ვინმე შავი, ვისაც შენ ენდობი და მეც ვენდობი თუ არა და ამასაც დაემშვიდობე და შენც არ მოგასვენებ, ორი დღე გაქვს ვადა“ (გამომძიებელი თ-------–---–ი).
ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2003 წლის 29 ოქტომბერს, დაზარალებულმა მ-------------მა ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო დ----- ს------–---–ი (მარცხნიდან მარჯვნივ, რიგით №2 სურათი), რომელმაც 2003 წლის 13 ივლისს დააყაჩაღა (გამომძიებელი თ-------–---–ი).
საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს 2007 წლის 20 დეკემბრის, №-------------- წერილის თანახმად, ავტომობილი „ბმვ 520I“ სახ.ნომრით №-------, მესაკუთრე - მ-------------ი, 2003 წლიდან აღირიცხება როგორც გატაცებული.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მობილური ტელეფონების ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, თუმცა ბრალდების მხარეს საერთოდ არ უსაუბრია აღნიშნული მტკიცებულებების სს საქმესთან შემხებლობაზე, თუ რა გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად იქნა წარდგენილი ისინი სასამართლოში, კერძოდ, ეს მტკიცებულებებია:
· შპს „ჯეოსელის“ 2008 წლის 11 მარტის №---------- წერილის თანახმად, მობილური ტელეფონის აპარატში, რომლის იმეი კოდია: 3--------------, 2003 წლის 13 ივლისის 23:00 საათიდან 2008 წლის 29 თებერვლამდე დაფიქსირებულია შემდეგი ნომერი და მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები: 8--------- - ი------------–---–ი, დაბ. 2---------, მისამართ - ლ-------------------.
· შპს „მაგთიკომის“ 2008 წლის 15 იანვრის №---/2 წერილის თანახმად, მობილური ტელეფონის აპარატში, იმეი კოდით: 3-------------, 2003 წლის 17 ივლისის მონაცემებით დაფიქსირებულია შემდეგი ნომერი და მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები: 9------- – ბ---------ი გ-------–, მისამართ - თბილისი, ლ-------------------.
· შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 3 აპრილის №ბ-1----- წერილის თანახმად, მობილური ტელეფონის აპარატში, იმეი კოდით: 3-------------, 2003 წლის 17 ივლისს, 2003 წლის 31 ივლისს, 2003 წლის 22 სექტმბერს და 2003 წლის 9 ოქტომბერს, დაფიქსირებულია შემდეგი ნომერი და მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები: 9------- – ბ---------ი გ-------–, მისამართ - თბილისი, ლ-------------------.
· შპს „ჯეოსელის“ 2015 წლის 6 პარილის №1-------- წერილის თანახმად, მობილური ტელეფონის აპარატში, იმეი კოდით: 3-------------0, 2003 წლის 16 ივლისს დაფიქსირებულია შემდეგი ნომერი და მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები: 9-------- - ი------------–---–ი, დაბ. 2---------, მისამართ - ლ-------------------.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ, დანაშაულებრივი ქმედება ხასიათდება პირდაპირი განზრახვით - დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.
მოცემულ შემთხვევაში სს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან (მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები) ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დანაშაულებრივ ქმედებასთან დ----- ს------–---–ის სავარაუდო კავშირზე არის თავად დაზარალებულ მ-------------ის ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმი. სხვა არცერთი მტკიცებულება არათუ პირდაპირ, არამედ ირიბადაც არ ადასტურებს დ.ს------–---–ის ბრალეულობას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში, უფრო მეტიც, გამოკვლეული მტკიცებულებები არანაირ ინფორმაციას არ შეიცავენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება (ამასთან აღსანიშნავია, რომ თავად დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს შორის არის წინააღმდეგობები საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მაგ: მ---------ი ხან აცხადებს, რომ დაინახა თავდამსხმელი დ.ს------–---–ი, ხან ადასტურებს, რომ მისი ხმა იცნო) და მისი მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმი თავისი შინაარსით წარმოადგენს ერთ მტკიცებულებას, ვინაიდან ამოცნობის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია დაზარალებულის ჩვენების შემადგენელი ნაწილია და იმის გათვალისწინებით, რომ დ.ს------–---–ი არის მ---------ის დიდი ხნის ნაცნობი, სასამართლოს აზრით, ამოცნობის ოქმი ცალკე აღებული ვერ იქნება მიჩნეული დამოუკიდებელ მტკიცებულებად და იმავე დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად ვერ დაედება საფუძვლად დ----- ს------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან სახეზე იქნება არაა უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, არამედ ერთი წყაროსაგან მიღებული ინფორმაციის შემცველი ორი მტკიცებულების ფორმალური ერთობლიობა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სს საქმეში არსებულ საპროცესო დარღვევებს - უთარიღო დადგენილებებს სს საქმეზე საგამოძიებო ვადის გაგრძელების თაობაზე, ადვოკატის მიერ წარმოდგენილ სს საქმის მასალებს (რომლებიც ასლების სახით გადაცემული აქვს დაცვის მხარეს, თუმცა არ მოიპოვება სასამართლოში წარმოდგენილ სს საქმეში), სადაც საუბარია 3 თვიანი საგამოძიებო ვადის დარღვევაზე და სხვა პროცესუალურ ხარვეზებზე, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლით დადგენილ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ვადებთან, რომელთა დაუცველობა იწვევს პირის გათავისუფლებას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების გამოკვლევისა და გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ დაზარალებულის ჩვენება არ იყო გამყარებული სხვა არცერთი მტკიცებულებით და სწორედ ამ ერთადერთ მტკიცებულებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დ----- ს------–---–ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებაში.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მხოლოდ დაზარალებულ მ-------------ის ჩვენება (რომელიც თავის მხრივ, არ არის თანმიმდევრული) არ შეიძლება საფუძვლად დაედოს წარდგენილ ბრალდებაში დ----- ს------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შესაბამისობაშია როგორც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობასთან, ისე ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.
საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით _ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლით, რომლის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ----- ს------–---–ის დაშავედ ცნობისათვის, რის გამოც დ.ს------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-496-ე, 498-ე, 504-ე, 510-ე, 511-ე, 512-ე, 513-ე, 523-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ----- ს------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა~ ქვეპუნქტის საფუძველზე.
დ----- ს------–---–ს მიმართ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 დეკემბრის ბრძანებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
დ----- ს------–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ნაჭყებია