განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
080100118002660041
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/871-18 (№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

28 მაისი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--------------–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------ ო-–----- ძე გ--–--- - დაბადებული 1--- წლის 1-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქ--------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------------------

 

ადვოკატი - ზ---------------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე ქუთაისში ქ-------- ქუჩა N 2-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------ გ--–---მ სიტყვიერი შელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს- ნ--------–---ს. ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის შედეგად ნ--------–--- ასევე დაეჯახა კედელს.

 

2018 წლის 26 აგვისტოს ქუთაისში ქ-------- ქუჩა N 2----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------ გ--–---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის შვილს, არასრულწლოვან მ---------------ს. ხელი დაარტყა სახეში ორჯერ რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 27 აგვისტოს ქუთაისში კ-------- ქუჩა N2--- -ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------ გ--–---მ სიტყვიერი შელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილის (მ---- ბ--------ის) თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ--------–---ს. რამდენჯერმე მოქაჩა თმებში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ნ--------–---- ჩვენებით დ--------–--, რომ გ------ გ--–---სთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში 2015 წლიდან. ჰყავს სამი შვილი მ---------------, ა---- ბ--------ე და ლ---- გ--–---. დაქორწინებიდან მცირე ხანში დაიწყო კონფლიქტური სიტუაციები, რაც გამოიხატებოდა გ------ გ--–--ის მხრიდან ჩხუბში, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ცემაში. პირველად მან პოლიციას მიმართა 2018 წლის 7 სექტემბერს, მათ შორის ჩხუბი მოხდა დილის საათებში, რაც გამოწვეული იყო დაზარალებულის შვილის მ---- ბ--------ის მეზობელთან სტუმრობის გამო, როდესაც დაზარალებული შეეცადა შვილის დაცვას გ------ გ--–---მ მასაც ხელი დაარტყა სახის არეში, აღნიშნულით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ შემთხვევადე დაახლოებით ათი დღით ადრე მ----ს ტელეფონში გ------ გ--–---მ ნახა მ----ს მამის კომენტარი, რის გამოც ცემა. მეორე დილას ძილში შეჭრა თმა, აღნიშნული ფაქტის გამო დაზარალებულ ნ--------–---სა და გ------ გ--–---ს შორის მოხდა ჩხუბი და გ------მა სახეში დაარტყა ხელი. დაზარალებულმა დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნა, რომ 2018 წლის 7 სექტემბერს დილით სახლში იყვნენ თავად, გ------ გ--–---, მ--------------- და ლ--- გ--–---, გ------ი აუშარდა მ---------------ს და აგინებდა დედისა და ახლობლების მისამართით, თავად მოუწოდა, რომ შეეწყვიტა მ----ს თანდასწრებით გინება, რის გამოც უფრო აგრესიული გახდა, მიაყენა სიტყვიერი შურაცხყოფა და სასტუმრო ოთახში მყოფს გ------ გ--–---მ მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა მარცხენა ხელის არეში, რა დროსაც იგრძნო ფიზიკური ტკივილი და ინერციით დაეჯახა კედელს, თუმცა გონება არ დაუკარგავს და მოახერხა მისგან თავის დაღწევა, აღნიშნულს უყურებდა მ---------------. დაახლოებით ათი დღის უკან, სახლში სასტუმრო ოთახში ყოფნისას მისი თანდასწრებით გ------ გ--–---მ სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენა მის არასრულწლოვან ქალიშვილს მ---------------ს, კერძოდ უთხრა, რომ სილამაზეს სიმახინჯედ გიქცევო, აგინა დედისა და ახლობლების მისამართით და გაშლილი მარჯვენა ხელი სახის ორივე მხარეს ერთმანეთის მიყოლებით დაარტყა, რა დროსაც მ---- დარტყმისას წაიქცა, ატირდა და იძახდა მეტკინაო. აღნიშნული ფაქტდან მეორე დილით ადრე აღმოაჩინა, რომ მძინარე მ----ს თმა 25 სმ. სიგრძე ჰქონდა შეჭრილი, რაზეც მ----მ უთხრა, რომ გამთენიისას გაიღვიძა და დაინახა, თუ როგორ შეაჭრა მაკრატლით თმა გ------ გ--–---მ. მალევე საწოლიდან ადგომის შემდეგ გ------ი მივარდა მ----ს უნდა დაგამახინჯოო უთხრა და ამოაჭრა თმები. თავად ჩაერია, რაც ისევ ვერ აიტანა გ------მა, თმაში წვდა და ძლიერად სამჯერ მოქაჩა, რის გამოც იგრძნო ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არ არის გ------ გ--–--ის მკაცრად დასჯით დაინტერესებული.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული არასრულწლოვანი დაზარალებულის მ---- ბ--------ის ჩვენებით დ--------–--, რომ გ------ გ--–--- და მისი დედა ნ--------–--- დაქორწინდნენ 2015 წელს. დაზარალებულის განმარტებით გ------ გ--–--- მის მიმართ თავიდან კარგ დამოკიდებულებას გამოხატავდა, თუმცა ბოლო პერიოდში შეიცვალა, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფებს დედას და მის მიმართაც გამოხატავდა აგრესიას. განსაკუთრებულად აგრესიული გახდა მას შემდეგ რაც ნახა სოციალურ ქსელში მისი და მისი მამის მიმოწერები, ორჯერ გაარტყა ხელი სახის არეში, დაემუქრა, რომ სილამაზეს - სიმახინჯედ უქცევდა და შეასრულა კიდეც, ერთ-ერთ დილას დაძინებულს შეაჭრა თმა; მ---------------მ დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენება, სადაც მიუთითა, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს გ------ გ--–---მ დაუწყო ჩხუბი თუ რატომ ჰყავდა სოციალურ ქსელში ამდენი ბიჭი მეგობარი და რატომ წერდნენ. ეძახდა, რომ მის სილამაზეს სიმახინჯედ აქცევდა, აღნიშნულის შემდგომ ხელი დაარტყა ორჯერ სახეში, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი, დაეცა ძირს და დაიწყო ტირილი, მეორე დღეს 27 აგვისტოს გააღვიძა მაკრატლის ხმამ, ნახა, რომ გ------ს ხელში მისი მოჭრილი თმები ეჭირა. აღნიშნულის შესახებ უამბო დედას, რა დროსაც გ------ი ისივ მივიდა მასთან თმის შესაჭრელად, წააქცია და შეაჭრა თმები. მ---- ტიროდა, რა დროსაც ჩაერია ნ--------–---, გ------ი წვდა ნ----ს თმებში და რამოდენიმეჯერ ძლიერად დაქაჩა. აღნიშნულ ფაქტს ასევე შეესწრო არასრულწლოვანი ლ---, რომელმაც შიშისგან დაიწყო ტირილი. მ---- ასევე იხსენებს, რომ 2018 წლის 7 სექტემბერს დაახლოებით 09:00 საათზე, სვამდა ყავას სახლში დედასთან ერთად, რა დროსაც გ------მა დაუწყო ყვირილი აგინებდა დედის მისამართით. აიძულებდა, რომ იატაკი მოეწმინდა. დედის ჩარევის გამო გ------ი გაბრაზდა და დედას ხელი დაარტყა ძლიერად სახის არეში, რა დროსაც მან წონასწორობა დაკარგა და შეეჯახა კედელს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების გამომძიებელ ი----- დ------–---–ის ჩვენებით დ--------–--, რომ როგორც არასრულწლოვანთა ხაზით სერთიფიცირებულმა გამომძიებელმა აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები არასრულწლოვან მ---------------სთან, კერძოდ მისი გამოკითხვა, მის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა, დაზარალებულად ცნობა, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნა-დათვალიერების ოქმის შედგენა. დაზარალებულმა მას განუმარტა, რომ ბრალდებულმა მას დაარტყა ხელი სახის არეში, რაც ასახულია გამოკითხვის ოქმში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების გამომძიებელ ი-–-- კ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებულ ნ--------–---- განცხადების საფუძველზე მის მიერ 2018 წლის 7 სექტემბერს დაიწყო გამოძიება. მის მიერ ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა დაზარალებული ნ--------–---, განუმარტა მისი უფლება - მოვალეობები, ექსპერტთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაზარალებულმა მას მიუთითა ის ადგილები სადაც მისმა მეუღლემ განახორციელა ძალადობები, რაც ექსპერტმა დაასურათა. ასევე, დააკავა ბრალდებული, განუმარტა მას უფლებები და შეადგინა შესაბამისი ოქმები, დანიშნა ექსპერტიზები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის გიორგი შალიკიანის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 სექტემბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე ქ. ქუთაისში კ-----------ს ქუჩა N2----ში, სადაც დახვდათ დაზარალებული, რომელიც საუბრობდა მის მიმართ გ------ გ--–--ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. ექსპერტების მიერ დაფიქსირებული იქნა შემთხვევის ადგილი, რაზეც შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია და დადასტურდა გამომძიებლის მიერ შედგენილი ოქმი.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებული გ------ გ--–---, რომელმაც წარდგენილ ბრადებაში ითხოვა გამართლება, იმ საფუძვლით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და დაზარალებულები ნ--------–--- და მ--------------- მას დანაშაულის ჩადენას აბრალებენ, ვინაიდან მის მიმართ აქვთ პირადი ინტერესი, რაც ქონების მისაკუთრებასთან არის დაკავშირებული.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 სექტემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, გ------ გ--–--ის მიერ მეუღლის ნ--------–---- მიმართ სისტემატურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

 

2019 წლის 7 სექტემბრის მოქალაქე ნ--------–---- განცხადებით დადგენილია, რომ მიმართა შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას და ითხოვა დახმარება მის მიმართ 2015 წლიდან - განცხადებით მიმართვის დღემდე გ------ გ--–--ის მიერ, მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ------ ო-–----- ძე გ--–--- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2018 წლის 07 სექტემბერს.

 

2018 წლის 07 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში კ-------- ქ. N 2----ში სამ სართულიანი ბინის მეორე სართულზე ორ ოთახიან ბინაში. დათვალიერებისას ნ--------–---მ მიუთითა, რომ მისაღებ ოთახში 2018 წლის 07 სექტემბერს დილის საათებში, მეუღლემ გ------ გ--–---მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მუშტი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში, რის შედეგადაც მიეჯახა კედელს. ნ--------–---მ ასევე მიუთითა საძინებელ ოთახში ხის ტახტზე და აღნიშნა, რომ სწორედ მასზე იწვა მისი შვილი მ---------------, რომელსაც გ------ გ--–---მ მოაჭრა თმები. მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება ექსერტების მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით, ასევე არასრულწლოვნის მიმართ.

 

რაც შეეხება ოჯახის წევრის ცნებას მოცემულია საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნაში. კერძოდ ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 1. 2018 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე ქუთაისში ქ-------- ქუჩა N 2-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------ გ--–---მ სიტყვიერი შელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს- ნ--------–---ს. ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის შედეგად ნ--------–--- ასევე დაეჯახა კედელს; 2. 2018 წლის 26 აგვისტოს ქუთაისში ქ-------- ქუჩა N 2----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------ გ--–---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის შვილს, არასრულწლოვან მ---------------ს. ხელი დაარტყა სახეში ორჯერ რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი; 3. 2018 წლის 27 აგვისტოს ქუთაისში კ-------- ქუჩა N2--- -ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------ გ--–---მ სიტყვიერი შელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილის (მ---- ბ--------ის) თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ--------–---ს. რამდენჯერმე მოქაჩა თმებში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო უთითებს, რომ სხდომაზე დაკითხუმა დაზარალებულმა ნ--------–---მ დაადასტურა მის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2018 წლის 7 სექტემბერს გ------ გ--–---მ მ---------------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, როდესაც მოუწოდა, რომ შეეწყვიტა მ----ს თანდასწრებით გინება, უფრო აგრესიული გახდა, მიაყენა სიტყვიერი შურაცხყოფა და სასტუმრო ოთახში მყოფს მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა მარცხენა ხელის არეში, რა დროსაც იგრძნო ფიზიკური ტკივილი და ინერციით დაეჯახა კედელს, თუმცა გონება არ დაუკარგავს და მოახერხა მისგან თავის დაღწევა, აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მისი არასრულწლოვანი შვილი მ---------------. რაც შეეხება მ---- ბ--------ის მიმართ 2018 წლის 26 აგვისტოს განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, დაზარალებულმა განმარტა, რომ სახლში სასტუმრო ოთახში ყოფნისას მისი თანდასწრებით გ------ გ--–---მ სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენა მის არასრულწლოვან ქალიშვილს მ---------------ს, კერძოდ უთხრა, რომ სილამაზეს სიმახინჯედ გიქცევო, აგინა დედისა და ახლობლების მისამართით და გაშლილი მარჯვენა ხელი სახის ორივე მხარეს ერთმანეთის მიყოლებით დაარტყა, რა დროსაც მ---- წაიქცა, ატირდა და იძახდა მეტკინაო. დაზარალებულმა ასევე მიუთითა 2018 წლის 27 აგვისტოს ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ როდესაც ჩაერია მ---- ბ--------ისა და გ------ გ--–--ის კონფლიქტში, გ------ გ--–--- ნ--------–---ს თმაში წვდა და ძლიერად სამჯერ მოქაჩა, რის გამოც იგრძნო ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულ მ---- ბ--------ის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულ ნ--------–---- ჩვენებასთან, რომელმაც სრულად დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენება და განმარტა 2018 წლის 26 აგვისტოს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ: გ------ გ--–---მ დაუწყო ჩხუბი მამასთან მიმოწერისა და იმის გამო, თუ რატომ ჰყავდა სოციალურ ქსელში ამდენი ბიჭი მეგობარი. ეძახდა, რომ მის სილამაზეს სიმახინჯედ აქცევდა, აღნიშნულის შემდგომ ხელი დაარტყა ორჯერ სახეში, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი, დაეცა ძირს და დაიწყო ტირილი. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენება, სადაც მიუთითა დაზარალებულ ნ--------–---- მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც განმარტა, რომ 2018 წლის 7 სექტემბერს დაახლოებით 09:00 საათზე, სვამდა ყავას სახლში დედასთან ერთად, რა დროსაც გ------ გ--–---მ დაუწყო ყვირილი აგინებდა დედის მისამართით. დედის ჩარევის გამო გ------ი გაბრაზდა და ნ--------–---ს ხელი დაარტყა ძლიერად სახის არეში, რა დროსაც მან წონასწორობა დაკარგა და შეეჯახა კედელს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც დაზარალებულ ნ--------–---- მიერ მითითებული იქნა ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ადგილები, რაც ასევე დასურათდა ექსპერტის მიერ. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა ი----- დ------–---–მა და ი-–-- კ--------ემ დაადასტურეს, რომ გამოკითხვისას დაზარალებულებმა დეტალურად აღწერეს გ------ გ--–--ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.

 

სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ გ------ გ--–--- საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებული და დაზარალებულები ოჯახის წევრები არიან. ამასთან, სერვისების განვითარების სააგენტოდან მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ მ--------------- არის ნ--------–---- შვილი და იგი დაბადებულია 2005 წლის 26 აპრილს.

 

რაც შეეხება ბრალდებულ გ------ გ--–--ის პოზიციას, რომ დაზარალებულები ნ--------–--- და მ--------------- დაინტერესებული არიან და არასწორად აღწერენ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან მათ სურთ გ------ გ--–--ის პატიმრობაში ყოფნა და მატერიალური ინტერესი ამოძრავებთ, სასამართლო აღნიშნულს არ იზიარებს, ვინაიდან დაზარალებულების ნ--------–----ა და მ---- ბ--------ის ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, რაიმე გარემოება, რაც მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი შეიძლება გახდეს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არ ყოფილა, ამასთან აღსანიშნავია დაზარალებულ ნ--------–---- პოზიცია, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მას გ------ გ--–--ის მკაცრად დასჯა არ სურს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ გ--–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------ გ--–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით- მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ გ--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, დანაშაულის მოტივსა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, გ------ გ--–--ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ გ--–---ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკად - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------ გ--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ გ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

გ------ გ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

გ------ გ--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 7 სექტემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკად, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური