განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2415-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 18 ივნისი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-–----------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--------–-----ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–------------–ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–----------------------–-----------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 თებერვლის განაჩენით მ--------–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მ--------–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეიცვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, 2065 (ორიათას სამოცდახუთი) საათის ვადით.
2017 წლის 9 ნოემბერს მ--------–-----ეს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ,,ამფეტამინის“, ,,მეტამფეტამინის“ და ,,ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა, მაშინ როდესაც იგი იყო ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა მ--------–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ი------–---–-ს, ბ-----–-–---–-ს, ა---–--–-–---–-ს, გ-----–-–---–-ს, გ---------ს, თ----–----ს, რ-----------–---–-ს, ლ----------ს და მ--------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის განაჩენს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებას, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნას და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მ--------–-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებაში, თუკი პირს ასეთი ქმედებისათვის იყო ნასამართლევი. ანუ აუცილებელია, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უნდა უსწრებდეს ნასამართლობა ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ მ--------–-----ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის განაჩენით იყო რა ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის მან კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.
ბრალდებულ მ--------–-----ის მიერ მოხმარებული ნარკოტიკული საშუალებები ,,ამფეტამინი”, ,,მეტამფეტამინი“ და ,,ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალებები, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით წარმოადგენს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ხ“ ქვეპუნქტის თანახმად, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება წარმოადგენს უკანონო მოხმარებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ--------–-----ე იყო რა ნასამართლევი პირი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ექიმის დანიშნულების გარეშე კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები, რაც ქმნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ შემადგენლობას, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ--------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას, იგი არაერთხელ არის ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ--------–-----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას უნდა დაენიშნოს ძირითადი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით მ--------–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით, მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად 1 წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ--------–-----ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად 1 წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მ--------–-----ეს საქართველოს სისხლის სამართლის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი აქვს 2017 წლის 9 ნოემბერს, ამასთან სახეზეა დანაშაულის რეციდივი, მის მიმართ საბოლოო სასჯელი უნდა განისაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე და 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად 1 წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
3. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ბოლო განაჩენის მიღების დღიდან, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის 18 ივნისის ჩათვლით.
4. "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის
შესაბამისად 3 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე