განაჩენი

სისხლის სამართლის 10.06.2019
საქმის ნომერი
330100119002812510
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ვ--------–--–------–-–---–--,ადვოკატის - ა-----------------–--,ბრალდებულის – ჰ---–--------------- ო---–-ს

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

ჰ---–--------------- ო---–-ს, დაბადებულის - 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ–------ რაიონი, ს------–--–---------, მ---------, 1--–------, სახლი №--ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ჰ---–--------------- ო---–-ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ჩადენილი არაერთგზის და იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და 2. ნარკოტიკული საშუალების გასაღება, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (ოთხი ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის და ნარკოტიკული საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ნასამართლევმა ჰ---–--------------- ო---–-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 0.03464 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება.

2018 წლის 20 ნოემბერს, მ–------ რაიონის ს------– ც--------–ი ჰ---–--- მ--------- ო---–-მ ნარკოტიკული საშუალება - 0,0151 გარმი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, 200 (ორასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ა-–----------ზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კ--------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული.

2018 წლის 23 ნოემბერს, მ–------ რაიონის ს------– ც--------–ი ჰ---–--- მ--------- ო---–-მ ნარკოტიკული საშუალება - 0,0128 გარმი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, 400 (ოთხასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ა-–----------ზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კ--------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული.

2018 წლის 24 ნოემბერს, მ–------ რაიონის ს------– ც--------–ი ჰ---–--- მ--------- ო---–-მ ნარკოტიკული საშუალება - 0,00094 გარმი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, 200 (ორასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ა-–----------ზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კ--------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული.

2018 წლის 25 ნოემბერს, მ–------ რაიონის ს------– ც--------–ი ჰ---–--- მ--------- ო---–-მ ნარკოტიკული საშუალება - 0,0058 გარმი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, 200 (ორასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ა-–----------ზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კ--------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული.

ჩადენილი ქმედებისათვის ჰ---–--------------- ო---–- 2019 წლის 14 იანვრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი).

სასამართლო აღნიშნავს, რომ ჰ---–--------------- ო---–-ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნასამართლობა ქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. ჰ---–--------------- ო---–-მ მ–------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (სსკ-ის 273-ე მუხლი) მოიხადა 2017 წლის 11 სექტემბერს და შესაბამისად, ნასამართლობა გაუქარწყლდა 2018 წლის 11 სექტემბერს, ხოლო დანაშაული ჩადენილია 2018 წლის ნოემბრის თვეში. ამდენად, მაკვალიფიცირებელი გარემოება - სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, არ არსებობს.

ბრალდებულმა ჰ---–--------------- ო---–-მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის და ამოღების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალა, მ–------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განაჩენი და ქიმიური ექსპერტიზის №----------------, №----------------, №---------------- დასკვნები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ჰ---–--------------- ო---–-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული.

ჰ---–--------------- ო---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

ჰ---–--------------- ო---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ბრალად შეაცხული ქმედება ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე - 2020 წლის 12 იანვრამდე.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ჰ---–--------------- ო---–- უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

<

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჰ---–--------------- ო---–- წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება.

2. ჰ---–--------------- ო---–- ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა - 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ჰ---–--------------- ო---–-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს მ–------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ჰ---–--------------- ო---–-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

5. ჰ---–--------------- ო---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 15 დეკემბრიდან.

6. ჰ---–--------------- ო---–-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

7. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

8. ნივთმტკიცება:

- ნარკოტიკული საშუალებები, მათი შესაფუთი მასალა და ჰ---–--------------- ო---–-ს ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კ--------–----------–-–-------------------ის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

- ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კომპიუტერული დისკები, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- ჰ---–--------------- ო---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, მობილური და სხვა ნივთები, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კ--------–----------–-–-------------------ის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი