გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.07.2019
საქმის ნომერი
820310018002768658
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820310018002768658

№3-117/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 ივლისი 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

მოსარჩელე: ა-----– მ----–--ე

მოპასუხე: ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: ი-----–- ხ----–---–ი

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (2018 წლის 09 ნოემბრის წერილი №-------) საჯარო რეესტრში წარდგენილ №8----------- სარეგისტრაციო განაცხადზე გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის არაიდენტურობის თაობაზე უფლების დამდგენ დოკუმენტებთან.

 

1.2. დადგინდეს №8----------- სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთთან.

 

თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

2018 წლის 15 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება (№8------------14, 15/11/2018წ), რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარეგისტრაციო განაცხადის რეგისტრაციაზე, რასაც საფუძვლად უდევს ხ---–--- მერიის წერილი №-------.

 

მოსარჩელე დაბადებიდან ცხოვრობს ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ დ------------–ში ოჯახთან ერთად და სხვადა სხვა დროის განმავლობაში საკუთრებაში, მფლობელობაში გააჩნდა მიწის ნაკვეთი/ნაკვეთები. საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, 1997 წლის 22 ნოემბრის №5 ოქმით კრების ოქმით კომლის დამატებით გამოეყო ნაკვეთები და იმ დროისათვის დადგენილი ზღვრულ ნორმამდე იქნა შევსებული (8500კვ.მ). როგორც საყოველთაოდაა ცნობილი მაღალმთიან აჭარაში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოსახლეობის მიერ განხორციელდა ტრადიციების მიხედვით მიწების დანაწილება გვარების მიხედვით. იმ დროის განმავლობაში ჩვეულებრივად მოსარჩელე სარგებლობდა მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. 2010 წელს მისთვის ცნობილი გახდა რომ 1997 წლის კრების გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო უზუსტობა, იმ მხრივ, რომ მასში (მიზომვის აქტში) არ იყო აღნიშნული მიწის ნაკვეთი რომელსაც ფლობდა და სარგებლობდა მრავალი წლის განმავლობაში და პირიქით, მითითებული იყო ნაკვეთი, რომელიც არც კრების ოქმის დროს, არც მანამდე და არც შემდგომ არ ყოფილა მოსარჩელის მფლობელობასა თუ სარგებლობაში. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდგომ 2010 წელს მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერაც გაიცა შესაბამისი ცნობა. მ/წელს მიმართა საჯარო რეესტრს და წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტებით მოითხოვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის მიერ გამოთხოვილი იქნა დოკუმენტები ხ---–--- არქივიდან, სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოდან, ყოველივე ამის შემდეგ რეესტრის მიერ, ხ---–--- მერიას ეთხოვა (03/08/2018წ წერილით) სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა უფლების დამდგენ დოკუმენტებიდან. ხ---–--- მერია აღნიშნულ მოთხოვნაზე მ/წლის 9 ნოემბერს მიწერილი წერილით საჯარო რეესტრის მიერ მოთხოვნაზე უთითებს, რომ აზომვით ნახაზებზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დადგინდა. საჯარო რეესტრი დაეყრდნო რა მერიის წერილს მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. რითაც შემეზღუდა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება არაიდენტურობის თაობაზე არის კანონის სრული დაცვით მიღებული და არ არსებობს ბათილად ცნობის საფუძველი; ასევე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით მიწის ნაკვეთი და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური და შესაბამისად წარმომადგენლის მიერ იდენტურობის დადასტურება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ვერ მოხდება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სოფელ დ------------–ის კოოპერაციული სასოფლო სამეურნეო საწარმოს საერთო კრების 1997 წლის 22 ნოემბრის №5 კრების გადაწყვეტილებით მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი ზღვრულ ნორმამდე (8500კვ.მ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-1997 წლის 22 ნოემბრის №5 კრების ოქმი

-მხარეთა ახსნა განმარტებები

 

3.1.2. 2018 წლის 20 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა-----– მ----–--ის განცხადება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების გეგისტრაციაზე, მდებარეხულო, დ------------–ი,(ზონა ხულო, სექტორი:რიყეთი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-განაცხადის მიღების ბარათი

 

3.1.3. 2018 წლის 3 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა ხ---–--- მუნიცეპალიტეტის მერიას და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 03 აგვისტოს მიმართვა #340177

 

3.1.4. ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 09 ნოემბრის №------- წერილით საჯარო რეესტრს წარდგენილ №8----------- სარეგისტრაციო განაცხადზე ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი არაიდენტურია ა-----– მ----–--ის მიერ წარმოდგენილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის. თაობაზე უფლების დამდგენ დოკუმენტებთან .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 09 ნოემბრის №------- წერილი

 

3.1.5. 2018 წლის 15 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი უთხრა მოსარჩელეს უფლების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ ხ---–--- მუნიცეპალიტეტის მერიას წერილის თანახმად უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არის არაიდენტური.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 15.11.2018 წლის N8------------14

 

3.2. 1 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ხ---–--- მუნიცეპალიტეტის მერიაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხის შესასწავლად ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა, შეესაბამისად უცნობია რა გარემოებები დაედო საფუძვლად ხ---–--- მუნიცეპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 09 ნოემბრის №------- წერილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სასამართლოს განჩინება მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე. წარმოდგენილი მტკიცებულებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 09 ნოემბრის №------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ა-----– მ----–--ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლების დამდგენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე .

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს; დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას; ე) გამოცემის დროსა და ადგილს;

ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.

 

ამავე კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" პუნქტის თანახმად დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება;

 

მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 09 ნოემბრის №------- წერილი არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს და სარჩელი წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის დაინტერესებული მხარის მიერ, რადგან აღნიშნული აქტის საფუძველზე საჯარო რეეტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით უარი უთხრა ა-----– მ----–--ეს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.

 

6.2. საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" 16-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

საჯარო რეეტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიიდან. სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს:ა) განმცხადებელს;ბ) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე; გ) პირს, რომელსაც კანონმდებლობით ენიჭება ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება;დ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ე) დაინტერესებულ მხარეს.

 

ამავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა). დაინტერესებული პირის განცხადება; ბ). ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამავე კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმეთა მასალებით, ასევე მხარეთა განმარტებებით დადგენილა, რომ ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიას არ უწარმოებია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ წარმოებისა არ მიუწვევია დაინტერესებული პირი ა-----– მ----–--ე, არ გამოუკვლევია და შეუსწავლია საქმისთვის აუცილებელი არცერთი ფაქტობრივი გარემოებები, არ მოუხდენია ადგილის დათვალიერება და არც დაუდგენია ფაქტობრივად სად მდებარეობდა სადავო ტერიტორია, შესაბამისად უცნობია თუ რას დაეყრდნო მოპასუხე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიამ, ა-----– მ----–--ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურობის დადგენაზე ისე უთხრა უარი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის არცერთი გარემოებები, არც განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები, არც მიუწვევია დაინტერესებული პირი და არ გამოუკითხავსს მოწმეები, რომელთა მიერაც მოხდა რეფორმის დროს მიწის ნაკვეთის გადაცემა მოსარჩელისათვის(მათ შორის ისინიც ვინც დაკითხული იქნა სასამართლო სხდომაზე).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.

 

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, რომლითაც ა-----– მ----–--ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის არაიდენტურობაზე იმსჯელა, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 09 /11/ N 0------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, და ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ა-----– მ----–--ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლების დამდგენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე .

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10, მე-12, მე-13-ე, 24-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ა-----– მ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ

 

2. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 ნოემბრის №------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

3. მოპასუხე ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ა-----– მ----–--ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლების დამდგენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე.

 

4. ხ---–--- მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელე ა-----– მ----–--ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N 358.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი