გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.07.2019
საქმის ნომერი
330210018002270351
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2018-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 ივლისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი

მოსარჩელე - დ----- ბ---–---–ი

წარმომადგენელი - გ------ დ-------ე

მოპასუხე - სს „ს------------- კ-------ა ჯ- პ- ა- ჰ---–-----ი“

წარმომადგენელი - ა------ი პ---------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი დ----- ბ---–---–სა და სს „ს------------- კ-------ა ჯ- პ- ა- ჰ---–-----ს“ შორის 2--- წლის 5 აპრილს გაფორმებული „ს------------- პოლისი ხელშეკრულების - P---- 6------“ 2.5.4.3 პუნქტი;

 

1.2. სს „ს------------- კ-------ა ჯ- პ- ა- ჰ---–-----ს“ დაეკისროს „ს------------- პოლისი ხელშეკრულების - P---- 6------“ შესაბამისად მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი 3200 ლარის გადაცემა დ----- ბ---–---–ისათვის.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ მხარეებს შორის 2--- წლის 05 აპრილს გაფორმდა ს------------- ხელშეკრულება „პ-------- პ-----ის“ თაობაზე. ხელშეკრულების მოქმ---ების ვადად განისაზღვრა ერთი წელი, რა დროის განმავლობაში დადგა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, მოსარჩელეს დასჭირდა გ---–თან დაკავშირებული გამოკვლევა და მკურნალობა. მოსარჩელემ წერილობით მიმართა კ-------ას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. პასუხად კი შეიტყო, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა ერთ შემთხვევაში 12 თვიან, ხოლო მეორე შემთხვევაში 24 თვიან მოცდის ვადას (ხელშეკრულების 2.5.4.3 ქვეპუნქტის თანახმად, დიაგნოსტიკურ, მათ შორის ამბულატორიულ და ჰოსპ-ტალურ კორონაროგრაფიაზე ვრცელდება მოცდის პერიოდი 24 თვე. ინტერვენციული კ---------–-------- ჩარევასთან ერთად/ერთ მომენტად განხორციელებულ კორონაროგრაფიაზე ვრცელდება მოცდის პერიოდი 12 თვე).

 

აღნიშნული სტანდარტული პ-რობა ეწინააღმდეგება სსკ-ის 344-ე მუხლს და შესაბამისად, კანონს, რის გამოც იგი უნდა ცნობილ იქნეს ბათილად (იხ, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება 16:12:19), ხოლო მოსარჩელეს ს------------- შემთხვევისას გადახდილი თანხა 3200 ლარი, უნდა აუნაზღაუროს მოპასუხემ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დამზღვევის (მოსარჩელე) მოთხოვნა არ გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დებულებებიდან და მას უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დაზღვევის პ-რობების 2.5.4.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, ენდოპროთეზირება ითვალისწინებს, ენდოპროთეზირებისთვის საჭირო ქირურგიული ჩარევასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას პოლისის პ-რობების შესაბამისად. მომსახურებაზე ვრცელდება მოცდის პერიოდი 12 თვე; 2.5.4.3 ქვეპუნქტის შესაბამისად, დიაგნოსტიკურ (მათ შორის ამბულატორიულ და ჰოსპ-ტალურ) კორონაროგრაფიაზე ვრცელდება მოცდის პერიოდი 24 თვე, ხოლო ინტერვენციულ კ---------–-------- ჩარევასთან ერთ ეტაპად/ერთ მომენტად განხორციელებულ კორონაროგრაფიაზე ვრცელდება მოცდის პერიოდი 12 თვე.

 

ამასთან, დაზღვევის პ-რობების 2.5.1.1 ქვეპუნქტით მოცემულია გადაუდებელი ჰოსპ-ტალური მომსახურების ჩამონათვალი, კერძოდ, კარდიოლოგიის შემთხვევაში გათვალისწინებულია კარდიოლოგია (ქირურგიული და ინვაზიური ჩარევის გარეშე), მათ შორის, I21 მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევაში, რაც რეალიზებულ იქნა მოცემულ შემთხვევაში, 750 ლარის ოდენობით თანხის გადახდის გზით.

 

დაზღვევის პ-რობების 4.3. და 4.4. პუნქტების თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება ნებისმიერი სახის ეგზოპროთეზირება, და ასევე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება ენდოპროთეზების შეძენასთან, მოხმარებასთან და/ან გართულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

დაზღვევის პ-რობების თანახმად, დაზღვევის მე-2 წლიდან მოთხოვნილი ჩარევა (კორო+სტენტირება) იფარება გეგმიური ჰოსპ-ტალიზაციის მუხლით, „მ---ის“ პროვა-დერი კლინიკების საშუალო ტარიფის მიხედვით, ხოლო ამავე პ-რობების შესაბამისად, გეგმიური ჰოსპ-ტალიზაციის მომსახურებისათვის დაწესებულია 10% თანაგადახდის მარჟა.

 

დაუსაბუთებელია მოთხოვნის მოცულობა. როგორც აღინიშნა, დაზღვევის პ-რობების მეოთხე მუხლის 4.3. და 4.4. პუნქტების თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება ნებისმიერი სახის ეგზოპროთეზირება, და ასევე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება ენდოპროთეზების შეძენასთან, მოხმარებასთან და/ან გართულებასთან დაკავშირებული ხარჯები (DES სტენტი 1600 ლარი), იმავდროულად, დაზღვევის მე-2 წლიდან მოთხოვნილი ჩარევა (კორო+სტენტირება) იფარება გეგმიური ჰოსპ-ტალიზაციის მუხლით, „მ---ის“ პროვა-დერი კლინიკების საშუალო ტარიფის მიხედვით, ხოლო ამავე პ-რობების შესაბამისად, გეგმიური ჰოსპ-ტალიზაციის მომსახურებისათვის დაწესებულია 10% თანაგადახდის მარჟა, ანუ, მოთხოვნილ თანხას 3200 ლარს გამოაკლდებოდა 1600 ლარი და თანაგადხდის (10%) გათვალისწინებით საბოლოო თანხის ოდენობა უნდა განსაზღვრულ იყო 1440 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

1.1.1. 2--- წლის 5 აპრილს დ----- ბ---–---–სა და - სს „ს------------- კ-------ა ჯ- პ- ა- ჰ---–-----ს“ შორის გაფორმდა „ს------------- პოლისი/ხელშეკრულება - P---- 6------“, რომლის თანახმად, მზღვეველს წარმოადგენს სს „ს------------- კ-------ა ჯ- პ- ა- ჰ---–-----ი“, დამზღვევსა და დაზღვრულს - დ----- ბ---–---–ი.

 

ს------------- პერიოდი განისაზღვრა 2--- წლის 30 აპრილიდან 2018 წლის 29 აპრილამდე.

 

წლიური ს------------- პრემია განისაზღვრა 660 ლარით.

 

ხელშეკრულებით მხარეებმა გა-თვალისწინეს ს------------- მომსახურებები (რაც განმარტებულია ხელშეკრულებით): კარდიოლოგია (ქირურგიული და ინვაზიური ჩარევის გარეშე); 2.5.4.3. ქვეპუნქტის თანახმად, „კორონაროგრაფია - დიაგნოსტიკურ (მათ შორის ამბულატორიულ და ჰოსპ-ტალურ) კორონაროგრაფიაზე ვრცელდება მოცდის პერიოდი 24 თვე, ხოლო ინტერვენციული კ---------–--------ი ჩარევასთან ერთ ეტაპად/ერთ მომენტად განხორციელებულ კორონაროგრაფიაზე ვრცელდება მოცდის პერიოდი 12 თვე“.

 

ხელშეკრულების 1.12. პუნქტის თანახმად - მოცდის პერიოდი გ---–ისხმობს პერიოდს, რომელიც ა-თვლება ს------------- პერიოდის დასაწყისიდან და რომლის განმავლობაშიც დაზღვეულს მზღვეველის მიერ არ აუნაზღაურდება კონკრეტული სამ---იცინო მომსახურების ხარჯები.

 

ხელშეკრულების მეოთხე მუხლით მხარეებმა გა-თვალისწინეს გამონაკლისები, ანუ ის შემთხვევები და/ან მათ გართულებებთან დაკავშირებული მომსახურებების ხარჯები, რომლებიც არ ანაზღაურდება. ამგვარ შემთხვევას წარმოადგენდა ნებისმიერი სახის ეგზოპროთეზირება; პროთეზების შეძენასთან, მოხმარებასთან და/ან გართულებასთან დაკავშირებული ხარჯები (4.3.-4.4. პუნქტები).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ს------------- პოლისი/ხელშეკრულება - P---- 6------ (ს.ფ. 20-40).

 

3.1.2. 2--- წლის 06 და 07 ოქტომბერს შ-- „კ---------–--------ი კ-–----- გ---–ის“ სასარგებლოდ დ----- ბ---–---–ის მიერ გადახდილია ჯამურად 3200 ლარი, კორონაროგრაფიისა და ანგიოპლასტიკის ღირებულების ასანაზღაურებლად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ქვითრები (ს.ფ. 45-46).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს 1600 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პ-რველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პ-რთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნა-რად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

საქმეში წარმოდგენილი შ-- „კ---------–--------ი კ-–----- გ---–ის“ მიერ გაცემული "კალკულაციით“ აღწერილია პაციენტ დ----- ბ---–---–ისათვის 0--------- 16:00 – 0--------- 11:00 პერიოდში ჩატარებული გამოკვლევები და მანიპულაციები, განყოფილებაში დახარჯული მ---იკამენტები და ხელფასის ფონდი, მათ შორის ერთ-ერთია 1600 ლარის ღირებულების (რაოდენობა 1) „D----------------------- (-).

 

როგორც აღინიშნა, დაზღვევის ხელშეკრულების მეოთხე მუხლით მხარეებმა შეათანხმეს გამონაკლისი შემთხვევები ანუ ის შემთხვევები და/ან მათ გართულებებთან დაკავშირებული მომსახურებების ხარჯები, რომლებიც არ ანაზღაურდებოდა. ამგვარ გამონაკლისს წარმოადგენდა ნებისმიერი სახის ეგზოპოთეზირება; პროთეზების შეძენასთან, მოხმარებასთან და/ან გართულებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამგვარ გამონაკლის შემთხვევას განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს პროთეზი - სტენტი „DES Abbott Stent 2.25*15 (-), რომლის ღირებულება შეადგენს 1600 ლარს და რომლის ღირებულება არ ანაზღაურდება ხელშეკრულების მეოთხე მუხლის საფუძველზე.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ნაწილობრივ დაადასტურა შესაგებელში მითითებული გარემობა. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პ-რობებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს 1600 ლარით.

 

ამასთან, დამატებით აღსანიშნავია, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოება 10%-იანი თანაგადახდის შესახებ, ხელშეკრულების პ-რობებით მხარეთა შორის შეთანხმებული არ არის. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას გა-თვალისწინოს აღნიშნული გარემოება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ბ---–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 8431-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. დ----- ბ---–---–სა და სს „ს------------- კ-------ა ჯ- პ- ა- ჰ---–-----ს“ შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება დაზღვევის ხელშეკრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოწესრიგებას, სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნორმების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის უპ-რატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს ს------------- შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პ-რობების შესაბამისად. მყარად დადგენილი ს------------- თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადა-ხადოს ს------------- თანხა ან შეასრულოს სხვა შეპ-რებული მოქმ---ება. დამზღვევი ვალდებულია გადა-ხადოს ს------------- შესატანი (პრემია).

 

სსკ-ის 8431.1 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს დაზღვეული პ-რის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული მკურნალობის და ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული სხვა სამ---იცინო მომსახურების ხარჯები ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პ-რობებით. სსკ-ის 8431.2 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დადოს დამზღვევმა დაზღვეული პ-რის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (ს------------- მოწმობა - პოლისი). ს------------- მოწმობა უნდა შეიცავდეს: ა. ხელშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ ადგილს ან იურიდიულ მისამართს); ბ. დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პ-რის დასახელებას; გ. ს------------- რისკის განსაზღვრას; დ. დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას; ე. ს------------- თანხის ოდენობას; ვ. ს------------- შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.

 

დადგენილია, რომ 2--- წლის 5 აპრილს დ----- ბ---–---–სა (დამზღვევსა და დაზღვრულს) და სს „ს------------- კ-------ა ჯ- პ- ა- ჰ---–-----ს“ (მზღვეველი) შორის გაფორმდა „ს------------- პოლისი/ხელშეკრულება - P---- 6------“; ს------------- პერიოდი განისაზღვრა 2--- წლის 30 აპრილიდან 2018 წლის 29 აპრილამდე; წლიური ს------------- პრემია განისაზღვრა 660 ლარით.

 

დადგენილია, რომ სს „ს------------- კ-------ა ჯ- პ- ა- ჰ---–-----მა“ დამზღვევზე გასცა ს------------- პოლისი (რაც განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს ხელშეკრულებასაც), რასაც ხელს აწერენ მხარეები. ამდენად, დაცულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლის პ-რველი ნაწილის მოთხოვნა ხელმოწერილი დაზღვევის ხელშეკრულებისა და მისი წერილობითი ფორმის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ არსებით პ-რობებზე, რომლებიც გამოხატავენ და შეესაბამებიან დაზღვევის ხელშეკრულების ბუნებას. აღნიშნულ პ-რობებზე შეთანხმებისა და მასზე ხელმოწერის შემდეგ, ხელშეკრულება იქცა ნამდვილად და მხარეთათვის წარმოშვა შესაბამისი უფლებები და ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების დარღვევას შედეგად უნდა მოჰყვეს ან დამრღვევი მხარის იძულება შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ან მისი დავალდებულება აანაზღაუროს შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ეს არის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების დაცვის გარანტია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელდეს მხარეთა ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული პ-რობების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი ადგენს, რომ მხარეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი და დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

 

დადგენილია, რომ ს------------- პოლისით მხარეები შეთანხმდნენ გამონაკლის შემთხვევებზე, ანუ იმ შემთხვევებსა და/ან მათ გართულებებთან დაკავშირებულ მომსახურებების ხარჯებზე, რომლებიც არ ანაზღაურდებოდა. ამგვარ შემთხვევას წარმოადგენდა ნებისმიერი სახის ეგზოპროთეზირება; პროთეზების შეძენასთან, მოხმარებასთან და/ან გართულებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამგვარ გამონაკლის შემთხვევას დ----- ბ---–---–ისათვის 0--------- 16:00 – 0--------- 11:00 პერიოდში შ-- „კ---------–--------ი კ-–----- გ---–ის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევებისათვის დახარჯული მ---იკამენტებიდან წარმოადგენდა პროთეზი - 1600 ლარის ღირებულების (რაოდენობა 1) „D----------------------- (-).

 

შესაბამისად, ხელშეკრულებით შეთანხმებული პ-რობის შინაარსი დამზღვევს უფლებას ართმევს მოითხოვოს, ხოლო ს------------- კ-------ას აღჭურვავს უფლებით, უარი თქვას საგამონაკლისო შემთხვევების ანაზღაურებაზე.

 

შესაბამისად, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პ-რობებიდან გამომდინარე (მოსარჩელის მიერ გადახდილი 3200 ლარიდან) განისაზღვრა 1600 ლარით, „სტენტის“ ღირებულების 1600 ლარის გამოკლებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს------------- კ-------ას უფლება აქვს უარი თქვას „სტენტის“ ღირებულების 1600 ლარის ანაზღაურებაზე, ხელშეკრულებით შეთანხმებული პ-რობის შესაბამისად.

 

ამდენად, დ----- ბ---–---–ს, მხარეთა შორის შეთანხმებული პ-რობებიდან გამომდინარე, სსკ-ის 799-ე და 8431-ე მუხლების შესაბამისად, უფლება აქვს მოითხოვოს, ხოლო სს „ს------------- კ-------ა ჯ- პ- ა- ჰ---–-----ი“ ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს 1600 ლარი.

 

6.2. დ----- ბ---–---–ი ითხოვს „ს------------- პოლისი ხელშეკრულების - P---- 6------“ 2.5.4.3 პუნქტის ბათილად ცნობას, რომლის თანახმად „კორონაროგრაფია - დიაგნოსტიკურ (მათ შორის ამბულატორიულ და ჰოსპ-ტალურ) კორონაროგრაფიაზე ვრცელდება მოცდის პერიოდი 24 თვე, ხოლო ინტერვენციული კ---------–--------ი ჩარევასთან ერთ ეტაპად/ერთ მომენტად განხორციელებულ კორონაროგრაფიაზე ვრცელდება მოცდის პერიოდი 12 თვე“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

იურიდიული ინტერესის ცნებაში იგ---–ისხმება მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას. შესაბამისად, იურიდიული ინტერესის ცნებაში მოიაზრება არა თეორიული ინტერესი, შორსმიმავალი მიზანი თუ სურვილი, არამ--- კონკრეტული და ეფექტური მიზანი (სამართლებრივი შედეგი), რომლის მიღწევა აღიარებით სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილებით შემდგომში უკვე გარდაუვალია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით.

 

მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს მოცდის პერიოდი, რაც ხელშეკრულების 1.12. პუნქტის თანახმად გ---–ისხმობდა პერიოდს, რომელიც ა-თვლებოდა ს------------- პერიოდის დასაწყისიდან და რომლის განმავლობაშიც დაზღვეულს მზღვეველის მიერ არ აუნაზღაურდებოდა კონკრეტული სამ---იცინო მომსახურების ხარჯები. აღსანიშნავია, მოცდის პერიოდი არ განისაზღვრებოდა აღნიშნულ პერიოდში ს------------- შემთხვევის დაუდგომლობით, არამ--- გ---–ისხმობდა მზღვეველისაგან ანაზღაურებაზე უარის თქმის შესაძლებლობას (კონკრეტულ, შეთანხმებულ შემთხვევებში).

 

ს------------- პერიოდის დასაწყისად მიჩნეულია 2--- წლის 30 აპრილი. მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის (2019 წლის 02 ივლისი) კი გასულია ერთ წელზე მეტი, რაც გ---–ისხმობს იმას, რომ მზღვეველს უფლება აღარ აქვს დაზღვეულს უარი უთხრას შესაბამისი ს------------- შემთხვევის შედეგად სამ---იცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მატერიალურ სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვაც უნდა უზრუნველეყო დაზღვევის ხელშეკრულების იმ პ-რობას, რომლის ბათილობასაც ითხოვს დ----- ბ---–---–ი, უზრუნველყოფილია მიკუთვნებითი მოთხოვნით (რაც დაკმაყოფილებულია). შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ გასულია მოცდის პერიოდი და მოსარჩელის მიკუთვნებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია მოსარჩელეს იურიდული ინტერესი ხელშეკრულების 2.5.4.3 პუნქტის ბათილობის მიმართ აღარ გააჩნია, რის გამოც სარჩელი აღიარებითი მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პ-რველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვიანიდან სარჩელი ნაწილობრივ 1600 ლარის ფარგლებში დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 25 ლარი, ხოლო ზედმეტად გადახდილი 50 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----- ბ---–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. სს „ს------------- კ-------ა ჯ- პ- ა- ჰ---–-----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს - 1 600 ლარის ანაზღაურება.

 

3. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით - 25 ლარის ანაზღაურება.

 

4. დ----- ბ---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გ------ი დ-------ის მიერ 0--------- წელს საგადახდო დავალება #- გადახდილი ბაჟიდან 100 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩა-ბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა და-წყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე