განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
010100119002859674
დავის ტიპი
151
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002859674

საქმე N1-135/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 ივლისი 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ოლ-----------–---–ი

 

ბრალდებული: ზვ--------------–-ძე

მამის სახელი: ზუ-----

დაბადებული: 1--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: მქონე

მისამართი: ქ. ბათუმი, ქო----–-----------

 

ადვოკატი - ნა--------–-----ე

 

კვალიფიკაცია: კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------.

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 18;00 საათზე, ქ. ბათუმში, ი. ჭა------ის ქუჩაზე გადაადგილებისას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, მუქარისათვის ნასამართლევი ზვ--------------–-ძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ეკ--------ე დი------ეს, რამაც ეკ--------ე დი------ეს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.2. 2018 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ბათუმში, ალ. პუ–---ის ქუჩა N1--, ბ-------ში ყოფნისასა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, მუქარისათვის ნასამართლევი ზვ--------------–-ძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ეკ--------ე დი------ეს, რამაც ეკ--------ე დი------ეს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.3. 2016 წლის აგვისტოს თვიდან ზვ--------------–-ძე ეკ--------ე დი------ესთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, საიდანაც 2017 წლის 05 ივნისს, მათ შეეძინათ საერთო შვილი ილ----- დი------ე. თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, ზვ--------------–-ძე გამუდმებით აკონტროლებდა ეკ--------ე დი------ის გადაადგილებას, უთვალთვალებდა მის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს, ასევე სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

 

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ - 2018 წლის 16 ნოემბრიდან დაკავებამდე (1--01.2019 წ), ზვ--------------–-ძემ ურთიერთობის განახლების მოთხოვნით და ეჭვიანობის ნიადაგზე გენდერული ნიშნით, ტელეფონს და სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე უკანონო თვალთვალით არაერთხელ დაამყარა არასასურველი კომუნიკაცია არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირთან - ეკ--------ე დი------ესთან, კერძოდ, სისტემატურად უგზავნიდა მას მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, უთვალთვალებდა მის საცხოვრებელ ბინას, აკონტროლებდა მის გადაადგილებას, ინტერესდებოდა მისი ინტიმური ურთიერთობით, ასევე დაზარალებულს რამდენჯერმე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მუქარა, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის;

 

ადევნება , - პირადად, მისი ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის,საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები:

 

2.1. საქმის განხილვისას დაზარალებულმა ეკ--------ე დი------ემ განაცხადა, რომ 2015 წლის აგვისტოდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ზვ--------------–-ძესთან, ამ შემთხვევამდეც, წარსულში, მათ ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, ისინი ვერ თანხმდებოდნენ საყოფაცხოვრებო საკითხებზე; ვერ შეძლო თავი დაღწევა მისი აგრესიული ქმედებებისაგან; უვარდებოდა სახლში, აყენებდა შეურაცხყოფას მას და მის მის ირგვლივ მყოფ პირებს; ზიანს აყენებდა მის მეგობრებსაც; იმ დროს როცა იყო ფეხმძიმედ, - ართმევდა ტელეფონს, რომ არ დაკავშირებოდა პოლოციას, ითხოვდა მუდმივად მასთან ყოფნას, პერიოდულად ხვდებოდა ქუჩაში ტაძართან, ცდილობდა სახლში დაბრუნებას, მსახურების დროს მუდმივად დევნიდა; ეს ხდებოდა ეტაპობრივად; მის მიმართ ხდებოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რასაც ის არ ემორჩილებოდა; ჩაიკეტა სახლში ცხოვრობდა ერთ ოთახში; ცხრა თვის ფეხმძიმეს იარაღით დაემუქრა სახლში, დააკავეს და მისი პატიმრობის პერიოდში იყო მშვიდად; თუმცა მუდმივად ჰქონდა იმის განცდა, თუ რას იზამდა და როგორ მოიქცეოდა მომავალში; საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო კონტაქტი მის ძმასთან ირ---–- დი------ესთ ან და დედასთან - ლი--- კა---------სთან ; მასთანაც კონტაქტობდა და, ვინაიდან იყო ბავშვის დედა, მასზე ითხოვდა, რომ მუდმივად ესაუბრა; სულ იყო პანიკურ შიშში; მისი მდგომარეობა თანდათან გაუარესდა; აყენებდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ; იმ დღეს 2018 წლის 20 დეკემბერს ჭა------ის და ენგელსის ქუჩიდან აედევნა და გადავიდა მუქარაზე და ყვირილზე; ის ეუბნებოდა, რომ მიემართა სასამართლოსთვის ბავშვის ნახვის დროის შესათანხმებლად, მაგრამ ამაზე ბრაზდებოდა; იქვე გამოჩნდა ამ დროს მისი დედა და თან ახლდა ასევე მეგობარი მა----- ნი----–--–---–ი და სიტუაცია განმუხტეს, თუმცა ის არ ჩამოცილდა და სახლამდე თან გაყვა მათ, გზადაგზა ისმენდა მის მუქარას; ეუბნებოდა, რომ თუ მას მოკლავდა, - ღვითის წინაშე აღასრულებდა კარგ საქმეს და მას ამის უფლება ჰქონდა, რადგან ის იყო მრევლი, ღვთის მორწმუნე, - მას მას არ შეეძლო დაშორებოდა მეუღლეს;

 

2018 წლის 27 დეკემბერს განუცხადა მას სახლში, რომ ოჯახის წევრების თვალწინ მოკლავდა, მუქარის მოსმენის შემდეგ ის გავიდა მეორე ოთახში და დაუკავშირდა პოლიციის განყოფილებას;

 

ვინაიდან შემაკავებელი ორდერი იყო განსაზღვრული გარკვეული დროით და მას ჰქონდა შიში, გადავიდა თავშესაფარში, იქ ბავშვი იყო ძალიან ცუდად, ირგვლივ იყო დაძაბული გარემო; თავშესაფარში ხვდებოდა ფსიქოლოგს, რამაც დაამშვიდა; როცა გაიგო რომ ზვ----ი დააკავეს, გადაწყვიტა სახლში დაბრუნება, რადგან ჩათვალა, რომ მას შეეძლო მშვიდად ცხოვრება; შეცვლილი ჰქონდა ზოგადად ცხოვრების წესი; სატელეფონო ნომერიც გამოიცვალა, რადგან ზვ----ი წერდა მის მეგობრებს, ნაცნობებს, იყო ჩასაფრებული, ყოფილა შემთხვევა, ოჯახშიც სრულიად დაუპატიჟებლად მოსულა; ორივე შემთხვევაში მუქარის შიში გაუჩნდა; ის ელოდებოდა რომ მოკლავდა;

 

როცა გათავისუფლდა მის შემდეგ ზვ--------------–-ძემ თავად დაიწყო მასთან შეხმიანება და კონტაქტი; ბავშვს ერთად ასეირნებდნენ, სხვა გზა არ ჰქონდა;

 

ტაძარში როცა მივიდა , მედავითნეა და ლოცვის კითხვის პროცესში იყო, ბავშვი დაუკითხავად წაიყვანა და შემდეგ ბავშვის დაძებნა მოუწია, ეგონა ტაძრის ეზოში იქნებოდა, მაგრამ არ დახვდა, დედამისმა დაურეკა და ამის შემდეგ მიიყვანა სახლში, ამ დროს გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რაც მას უკრძალავდა მიახლოებას და კავშირს, რაც შეეხება ბავშვის ნახვას, - ის წინააღმდეგი არ იყო, თუმცა მას თხოვდა, რომ მიემართა სასამართლოსთვის და დაედგინა ნახვის დღე და დრო, რადგან ჯერ ითხოვდა დღეში ერთხელ, შემდეგ დღეში ორჯერ და სამჯერ ბავშვის ნახვას; იმ დღეს, 2018 წლის 20 დეკემბერს, როცა ქუჩაში აედევნა, ისევ ამ საკითხზე ესაუბრებოდა და ამის შემდეგ დაემუქრა; იმავე წლის 27 დეკემბერს კი სახლშიმივიდა, დაჯდა და დაემუქრა მრომ მოკლავდა;

 

ვინაიდან მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო, იძულებული ხდებოდა ბავშვის ნახვისას ბავშვთან ერთად გასულიყო, არ უარყოფს არც შეხვედრებს, არც მიმოწერას და არც ბავშვთან ერთად გარკვეულ ადგილებში ზვ--------------–-ძესთან ყოფნას, თუმცა ეს ხდებოდა ბავშვის ნახვის საფუძვლით და მისი სურვილის გარეშე; თავიდან ბავშვი მიყავდა მის ძმას და ძმის მეუღლეს , ან მის დედას - ლი--- კა---------ს;

მას არანაირ ფსიქოლოგიურ პრობლემაზე საუბარი არც მასთან და არც მისი ოჯახის წევრებთან არ ჰქონია;

ვინაიდან ზვ--------------–-ძესთან ბავშვის ნახვასთან ჰქონდა გაურკვევლობა და ბავშვის წაყვანას მოითხოვდა, ამიტომ ჩათვალა საჭიროდ, რომ პოლიციისთვის მიემართა; მისი სურვილი იყო სამართლებრივი გზით დაედგინა ბავშვის ნახვის დღეები და დრო;

 

2018 წლის 20 დეკემბერს უკან მიყვებოდა ჯერ ჩუმად, შემდეგ შემოვიდა დიალოგში; ზვ----ი იყო მარტო, მას ახლდა მეგობარი, მა----- ნი----–--–---–ი;

მის დედა გამოჩნდა მა------ის ქუჩიდან გადმოდიოდა მისკენ, რაიმე სახით შეხვედრა მასთან დაგეგმილი არ ჰქონია, ის გამოჩნდა შემთხვევით;

 

2018 წლის 27 დეკემბერს მისმა ძმამ გაუღო კარები; ოთახში მასთან ერთად მისი რძალი - ვა---–----------ა, ძმა ირ---–- დი------ე, მისი ძმის მეგობარი არ---–-----------ძე და მა----- ნი----–--–---–ი იყვნენ; მის ძმა ფეხზე იდგა, როცა ის დაჯდა და დაემუქრა;

ის ყოველთვის ცდილობდა ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა ზვ----ისთან, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც სრულდებოდა მუქარით, თუმცა თავად ცდილობდა ნორმალური ურთიერთობის დამყარებას; (იხ ოქმი 0--05.2019წ 12:32:54სთ13:35:39სთ)

 

2.2. მოწმის სახით დაკითხვისას ლი--- კა---------მ განაცხადა, რომ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ზვ--------------–-ძე დაუკავშირდა და თხოვა ბავშვი ენახა და დაპირდა რომ ხელს შეუწყობდა ყველა სახით; დაელაპარაკა მის შვილებსაც, როცა მოახერხებდნენ ბავშვს აჩვენებდნენ; ერთხელ შვილმა და რძალმა წაიყვანა, შემდეგ რამდენჯერმე თავადაც წაიყვანა, ცდილობდა რომ კონფლიქტი თავიდან აეცილებინა; იყო შემთხვევა, რომ სურდა ბავშვი წაეყვანა ბაკურიანში , გადახდილი ჰქონდა უკვე 2700 ლარი და რადგან ეკ--------ეს არ სურდა მასთან წასვლა, თავად გაყვებოდა ისევ;

 

ერთხელ ეკატრინე იყო განერვიულებული, რომ ზვ----ის წაეყვანა ბავშვი ტაძრიდან და არ იცოდა სად იყო ბავშვი; დაუკავშირდა და ბავშვი მიუყვანა დაძინებული; ეკ--------ემ შეატყობინა პოლიციის განყოფილებას და გამოიცა შემაკავებელი ორდერი; მიუხედავად ამისა, აგრძელებდა მისვლას სადარბაზოში, სახლთან, ასევე უკავშირდებოდა ტელეფონით, მიდიოდა ტაძარში, სადაც ეკ--------ე მსახურებებს ესწრებოდა; ხვდებოდა ქუჩაში და აშინებდა ; ყოველთვის თავისებური პრეტენზიები ჰქონდა; 2018 წლის 15 დეკემბერს გამოიცა შემაკავებელი ორდერი; ზვ----იმ მოინდომა მასთან შეხვედრა ამის შემდეგ; შეხვდა ბულვარის ტერიტორიაზე, უსმინა მის პრეტენზიებს; დაცილებისას შეთავაზა ტაქსით გაეშვა სახლში,რაც არ მოისურვა, წავიდა ავტობუსით და ზვ----იც გაყვა; მე-–---–---–ის ქუჩის კვეთაში დაინახა, რომ მა-----თან ერთად მოდიოდა, გადახტა ავტობუსიდან და შემდეგ თავადაც იძულებული გახდა ჩამოსულიყო, შორიახლო ადევნებდა თვალს; ეკ--------ე მა-----თან ერთად იყო, შეჩერებული ყავდა ისინი ზვ----ის და ემოციებით ესაუბრებოდა; მან იცოდა უკვე მისი ასეთი სახის ქცევები, რადგან მიხვდა, რომ გართულდა მდგომარეობა, ჩაერია, მისვლისას უკვე ზვ----ი დამშვიდდა, თუმცა ვერ მოიშორეს და მათ სახლამდე გაყვა, გვერდით მიყვებოდა და თან ემუქრებოდა გზაში, რომ ბავშვს წაართმევდა, და თან თხოვდა, რომ პოლიციაში არ დაერეკა, არც დაურეკავს იმ დღეს; ზვ----ი კვლავ აგრძელებდა ურთიერთობას, უკავშირდებოდა ტელეფონით; ეკ--------ე ჩაიკეტა და ტიროდა, ბავშვს თავად უვლიდნენ;

 

2018 წლის 27 დეკემბერს ღამით ბავშვი დააძინა, თავადაც ჩაეძინა, და ეკ--------ეს ყვირილზე გაიგო, რომ ზვ----ი იყო მათთან სახლში, როცა გავიდა, უკვე სადარბაზოში იყო გასული და მის მიმართვაზე პასუხობდა, რომ არ ყოფილა მათთან სახლში; ეკ--------ემ დაიწყო კივილი, ამ კივილზე ზვ----ი მივარდა ბავშვს რომ ამ გიჟთან ის ბავშვს როგორ დატოვებდა და უნდოდა წაეყვანა; ბავშვს არც არ გაატანდნენ; ეკ--------ემ შეატყობინა იმ დღესაც პოლიციის განყოფილებას; 2018 წლის 29 დეკემბერს ეკ--------ემ მათ განუცხადა, რომ ვინაიდან ზვ----ი ისევ ქუჩაში იყო, ის ვეღარ გააგრძელებდა სახლში მშვიდად ცხოვრებას და აუცილებელი იყო, რომ მოშორებოდა ამ ადგილს; ახალი წლის წინა დღეები იყო, როცა ზვ----ი მხოლოდ ერთი დღე დააკავეს და გათავისუფლდა; ეკ--------ე თვლიდა, რომ იყო დაუცველი და გამოსავალი იყო მხოლოდ მისი თავშესაფარში გაგზავნა;

 

ზვ----ისთან მას არც კარგი და არც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა; შეიძლება არ მოწონდა, მაგრამ არც გამოხატავდა; 2018 წლის 20 დეკემბერს თავად შეესწრო მისი მხრიდან ეკ--------ეზე მუქარის და შეურაცხყოფის მიყენებას; ის სახლამდე მიყვა მათ და გზადაგზაც ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ეკ--------ეს;

 

იმ დღეს, როცა შორიახლო უთვალთვალებდა, ხედავდა, რომ ეკ--------ე გაშეშებული იდგა და ზვ----ი ხელებს შლიდა, აშკარად ჩანდა, რომ არ იყო სასიამოვნო საუბარი, სახლში წამოსვლისას ვერ მოიშორეს, თხოვდნენ თავი დაენებებინა მათთვის, მაგრამ მაინც მიყვებოდა და ემუქრებოდა ეკ--------ეს, რომ ბავშვს წაართმევდა, დედობის უფლებას ჩამოართმევდა; ის მოდიოდა და ყოველთვის დაჟინებით ითხოვდა ბავშვის ნახვას, შეხვედრას;

 

მისი შვილი ეკ--------ე ავად არ იყო, ბრალდებულმა კი ნამდვილად შეურყია მას ჯანმრთელობა; ზვ----ის თუ სალაპარაკო ჰქონდა, ხვდებოდა, სხვა გზა არ ჰქონდა; ის ყოველდღე ითხოვდა ბავშვის ნახვას, სურდა სიმშვიდე და არ უქმნიდნენ ამიტომ პრობლემას, თავად ცდილობდა, რომ როგორმე დაემშვიდებინა და აძლევდა ამის უფლებას; იხ ოქმი 29.05.2019წ 15:42:33სთ-16:0712სთ)

 

2.3. მოწმის სახით დაკითხვისას ვა---–----------ამ განაცხადა, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს ღამით ბათუმში ალ. პუ–---ის ქ. #1-- ბ-------ში მისი მეუღლე ირ---–- დი------ე, მისი მეუღლის მეგობარი არ---–-----------ძე, ეკ--------ეს მეგობარი - მა----- ნი----–--–---–ი ისხდნენ ოთახში, ნაწილი სვამდა ყავას, ნაწილი, ლუდს; ირ---–-მ გაუღო კარები და შემოვიდა სახლში ზვ--------------–-ძე იქ, სადაც ისხდნენ; ის ცოტა შეშინდა, იცოდა, რომ ზვ----ის აკრძალული ჰქონდა სახლში შემოსვლა და ეკ--------ესთან მიახლოება; ზვ----ი ოთახში ეკ--------ეს მოპირდაპირედ დაჯდა სკამზე, დაუწყო მას საუბარი, მაგრამ, ვინაიდან არ ესმის ქართული, ვერ ხვდებოდა რაზე საუბრობდა; ხედავდა და ამჩნევდა, რომ ხელებით რაღაცას ხსნიდა და აგრესიული ტონით საუბრობდა; შენიშნა, რომ ამ დროს ეკ--------ეს შეეცვალა სახე, გაფითრდა, გაუფართოვდა თვალები და გავიდა ოთახში, სადაც იწვა დედამისი მის შვილთან ერთად, გაიგონა, რომ ეკ--------ე ყვიროდა, ამ ყვირილზე გაეღვიძა ბავშვსაც და ატირდა; საძინებელიდან გამოვიდა ლი--- - ეკ--------ეს დედა და დაუწყო კამათი ზვ----ის, თუ რატომ შემოვიდა ბინაში, ზვ----ი გავიდა, ეკ--------ე გამოვიდა ოთახიდან, ისევ ყვიროდა, შეკითხვაზე უპასუხა, რომ ზვ----ი დაემუქრა, რომ მოკლავდა და გამოიძახა პოლიცია; რამოდენიმე ხანში მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ლი---, ეკ--------ე და მა-----ი ნი----–--–---–ი წავიდნენ განყოფილებაში;

 

ამ შემთხვევამდე ეკ--------ეს მონათხრობიდან იცის, რომ ზვ----ი ხშირი იყო შემთხვევა, რომ ელოდებოდა სადარბაზოში; ერთ დღეს ის სეირნობდა ქუჩაში მა-----თან; პარკში სეირნობისას საიდანღაც გამოჩნდა ზვ----ი და ყვიროდა ბავშვი მიეცა და ემუქრებოდა; იცის ასევე ისიც, რომ ტაძარში, როცა ეკ--------ე ლოცვას კითხულობდა, ზვ----იმ უნებართვოდ გაიყვანა ბავშვი და ეკ--------ე იყო შეშინებული;

 

2017 წლის მაისის დასაწყისში იცის, რომ ზვ--------------–-ძეს სურდა ურთიერთობის აღდგენა, თუმცა ეკ--------ეს თანხმობა არ ჰქონდა, იყო გაბრაზებული და დააზი--- ეზოში მდგომი ავტომანქანა, რომელიც ეკუთვნოდა მის მეუღლეს ირ---–- დი------ეს, თვლის, რომ არის აგრესიული პიროვნება;

 

ირ---–- დი------ე იმ დროს, 2018 წლის 27 დეკემბერს, იყო თუ არა , როცა ზვ----ი დაემუქრა ეკ--------ეს, არ იცის, რადგან მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა ზვ----ისკენ; ირ---–-მ რაც კარი გაუღო და შემოვიდა ზვ----ი, მის შემდეგ არ შეუმჩნევია, ამიტომ ზუსტად ვერ იხსენებს იქ იყო, თუ არა; როცა საპატიმრო დაწესებულებიდან ზვ----ი გათავისუფლდა, პირველად თავის მეუღლესთან ერთად მიყავდა ბავშვი ზვ----ისთვის, რომ ენახა; შემდეგ მისთვის არ იყო ასეთი შეხვედრები მოსახერხებელი და მხოლოდ ირ---–-ს მიყავდა; ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ეკ--------ეს არ სურდა ზვ----ის ნახვა; თავდაპირველად დღეში ერთხელ ითხოვდა შვილთან შეხვედრას, შემდეგ ორჯერ და შემდეგ ძალიან ხშირად; იცის, რომ ეკ--------ეს არ სურდა ზვ----ისთან შერიგება და ურთიერთობის აღდგენა; (იხ ოქმი 22.05.2019წ, 12:26:35სთ-13:13:12სთ);

 

2.4. მოწმის სახით დაკითხვისას სო---------–----ემ განაცხადა, რომ ეკ--------ე დი------ეს იცნობს სასულიერო სემინარიიდან, აქვს მასთან ახლო ურთიერთობა; იცის, რომ ზვ--------------–-ძე ძალიან ავიწროებდა, ბოლოს ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ეკ--------ე კონტაქტზეც არ გამოდიოდა მასთან და ახლობლებთან; ზვ----ი, რაც გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან, ეკ--------ესაგან იცის, რომ ავიწროებდა, სახლშიც უვარდებოდა, იცის, რომ ტაძრიდანაც წაიყვანა ნებართვის გარეშე ბავშვი და ეკ--------ემ ინერვიულა; (იხ ოქმი 22.05.2019წ, 13:21:14სთ-13:26:38სთ);

 

2.5. მოწმის სახით დაკითხვისას მა----- ნი----–--–---–ი აცხადებს, რომ რამდენჯერმე (ორჯერ, სამჯერ ყავს ნახული) ზვ--------------–-ძე; ეკ--------ე დი------ე, ბავშვთა სახლში დადიოდა ტაძარში და იქედან იცნობს; ადასტურებს რომ პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა; თუმცა რამდენჯერ მივიდა განყოფილებაში, არ ახსოვს; იმ დღეს (20 დეკემბერი) ეკ--------ესთან და მის შვილთან ერთად იყო; ზვ----ი მოდიოდა მათკენ დაინახა და შემდეგ მოვიდა ეკ--------ეს დედა; ერთად წავიდნენ და სახლმადე მიყვა მათ ზვ----ი; სრულად გზაზე საუბარს ვერ იხსენებს;

2018 წლის 27 დეკემბერს ეკ--------ეს გვერდით იჯდა, ეკ--------ეს ძმა - ირ---–- დი------ე გასული იყო, რაღაც უნდა მოეტანა; ამ დროს ზვ----იმ უთხრა, რომ ამ სახლში მისი ხელით მოკლავდა; ამ სიტყვებზე ცოტა შეეშინდა; ზვ----ის ხელში არაფერი არ ეჭირა; იმ დღეს უწმაწური სიტყვებით არ მიუმართავს; ეკ--------ე დაუკავშირდა პოლიციას, ზვ----იმ ამის შესახებ გაიგო და წავიდა; ეკ--------ე ნერვიულობდა, ტიროდა და დაუკავშირდა 112-ს, ამ დროს ბავშვს გაეღვიძა; მას ეჭირა ხელში და ზვ----ის უნდოდა წაყვანა;

იცის ეკ--------ე თავშესაფარში იმიტომ წავიდა, რომ მშვიდად ყოფნა სურდა, წავიდა ზვ----ის გამო;

ამავე სხდოამზე გამოქვეყნდა მა----- ნი----–--–---–ის ჩვენებები ; მა----- ნი----–--–---–მა დაადასტურა გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაციის სისწორე; (იხ ოქმი 12.06.2019წ ; 13:23:08სთ-13:40: 43სთ);

 

2.6. მოწმის სახით დაკითხვისას არ---–-----------ძემ განაცხადა, რომ ზვ--------------–-ძეს იცნობს დიდი ხანია, ასევე იცნობს ეკ--------ეს, ირ---–- დი------ე არის მისი მეგობარი;

იმ დღეს - 2018 წლის 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ისხდნენ ეკ--------ე დი------ესთან სახლში, ბათუმში ალ. პუ–---ის ქ. #1-- ბ-------ში, სვამდნენ ლუდს, ზვ----ი შემოვიდა, არანაირი დაძაბული სიტუაცია არ ჩანდა, ანუ, ზვ----ის შემოვლას არ მოჰყოლია რაიმე ისეთი, რაც მის ყურადღებას მიიქცევდა; არაერთხელ დაუნახავს კიდეც ის ბავშვთან და ეკ--------ესთან ერთად ქუჩაში; აქედან გამომდინარე არც გაუკვირდა; გარკვეული პერიოდის შემდეგ ისი ირ---–- დი------ე და ზვ----იო ფე-----–-ძე გავიდნენ ერთად სადარბაზოში სიგარეტის მოსაწევად; ამ დროს მოესმათ ეკ--------ეს კივილის ხმა; შემდეგ გამოვიდა ეკ--------ეს დედა - ლი--- კა--------- და ზვ----ის დაუწყო კამათი, ირ---–- შევიდა ბინაში და ეკ--------ეს ამშვიდებდა; მიხვდა, რომ ისეთი ვითარება შეიქმნა, უნდა წასულიყო; შემდეგ გაიგო, რომ ზვ--------------–-ძე დააკავეს;

 

შემთხვევის დღეს ოთახში იყვნენ ირ---–- მისი მეუღლე, მა-----ი პატარა გოგონა, თავად ეკ--------ე და მისი დედა ლი--- ; ზვ----ი რომ შემოვიდა ჩაჯდა მასსა და ირ---–-ს შორის, ირ---–- გავიდა ლუდის მოსატანად, თავად ესაუბრებოდა ტელეფონზე მის საცოლეს და ამით იყო დაკავებული, მას ზვ----ის მხრიდან ეკ--------ეს მიმართ მუქარა არ გაუგონია, რომ ყოფილიყო ისე დაძაბული და ხმამაღალი ტონით, აუცილებლად გაიგებდა; თვლის, რომ მათ შორის მშვიდი საუბარი იყო; სრულყოფილად არ ესმოდა, მაგრამ ზვიდიმ ეკ--------ეს უთხრა, რომ თუ შეიძლებოდა ესაუბრათ; ამან ჩააგდო თავიდანვე უხურხულ სიტუაციაში თან ტელეფონმა დაურეკა და რა უთხრა ისეთი ზვ----იმ უკვე არ იცის; (იხ ოქმი 12.06.2019წ ; 13:58:59სთ-14:15:05სთ);

 

2.7. მოწმის სახით დაკითხვისას ირ---–- დი------ემ განაცხადა, რომ ეკ--------ე დი------ე არის მისი და; საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ზვ--------------–-ძეს ეხმარებოდა, რომ ენახა თავისი შვილი, თავად ახვედრებდა ბავშვს ზვ----ის და ასეირნებდა, მის დას არ სურდა ზვ----ისთან შეხვედრა; 2018 წლის 27 დეკემბერს ზვ----ი მივიდა მათთან სახლში; მისი დის ეკ--------ეს საქმეში არ ერევა და ვერაფერს იტყვის მათ ურთიერთობებზე; ეკ--------ემ რომ დაიწყო კივილი, ეკითხებოდა რა ხდებოდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო; არც ის იცის პოლიციის განყოფილებას ვინ შეატყობინა; ის ზვ----ისთან ერთად ქუჩაში გავიდა და იქ დააკავეს ; ზვ----ის ოთახში შემოსვლის შემდეგ ის გავიდა ლუდის მოსატანად და არ იცის რა მოხდა, არც ზვ----ის უთქვამს; ეკ--------ე რატომ წავიდა თავშესაფარში არ იცის; (იხ ოქმი 18.06.2019წ; 16:19:37ს-16:39:59სთ);

 

2.8. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით #0-------- 19.03.2019წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის #1----------- მასალების მიხედვით ზვ--------------–-ძის ქმედებების შედეგად ეკ--------ე დი------ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას; ასევე ფსიქოლოგიურ ტრამვას; (იხ დასკვნა)

 

2.9. მოწმის სახით დაკითხვისას ქე------ დი------ემ განაცხადა, რომ ეკ--------ე დი------ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იქნა შესწავლილი; შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ზვ--------------–-ძის მხრიდან ეკ--------ე ნამდვილად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ტანჯვას; აღნიშნულს კი იწვევს თვალთვალი, ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, არასასურველი კომუნიკაცია პიროვნების; წარმოდგენილი მასალების შესწავლით, მოწმეთა ჩვენებებით და თავად გამოსაკვლევი პირის - ეკ--------ეს გადმოცემით და არა მხოლოდ მისი გადმოცემით, დადგინდა ფაქტობრივი გარემოებებით თუ როგორ ხორციელდებოდა ეს მოვლენები, ამ ფაქტებიდან გამომდინარე ეკ--------ე პერიოდულად განიცდიდა, მუდმივ შიშს და მოლოდინს, შიგნიდან ჩაკეტვა, გარიყვა, ინტერესების შეზღუდვა , რასაც ეკ--------ე გადმოცემდა ზუსტად და ხაზგასმით; ზვ--------------–-ძის ქმედებების შედეგად ეკ--------ეს საუბარში იგრძნობოდა სინანული, შეშინება, რაც მას უფრეხებდა ნორმალურ განვითარებას და რეალიზაციას; ის პირველ რიგში არის დედა და მას დიდი პასუხისმგებლობა გააჩნია შვილის წინაშე; ეკ--------ეს ცხოვრებაში იყო მოლოდინი და არდასრულების განცდა, რომ არ დასრულდებოდა მის მიმართ ასეთი სახის დამოკიდებულება და სულ ჰქონდა მოლოდინი, რაღაც მოქმედებების რაც ზღუდავდა მას; შესაბამისად მისი სურვილების რეალიზაცია კი არ ხდებოდა, ფერხდებოდა თავისუფლება;

 

ეკ--------ეს გადმოცემით ვლინდებოდა მისთვის არასასიამოვნო ქმედებების პერიოდულობა; პერმანენტულად რაღაც შეძლება ხორციელდებოდეს და არ განიცდიდეს ადამიანი ფსიქოლოგიურ ტანჯვას და შესაძლებელია ერთმა აქტმაც განაპირობოს იგივე შედეგი; ეკ--------ე სინანულით და სირცხვილის განცდით იყო განმსჭვალული, ეკ--------ე ამას პერიოდულად მომხდარით გადმოცემდა, როცა იყო ფეხმძიმედ, როცა ზვ----ი იყო პატიმრობაში, საშიშროება მაშინ ჰქონდა ნაკლებად და და მისი გათავისუფლების შემდეგ გამძაფრდა;

 

ეკ--------ეს შემთხვევაში ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა ქუჩაში, ჰქონდა შიში დევნის, არაერთხელ ნაცად ფაქტს ჰქონდა ადგილი უკვე ზვ----ისაგან, და ჰქონდა შიში, განცდა; ბოლოს მყარად გამოვლინდა ეკ--------ეს მხრიდან შიშის განცდა, საქმის მასალების შესწავლით ვლინდებოდა ასევე ეჭვიანობაც და აქედან გამოწვეული მოქმედებები; მსხვერპლი გამოსავალს ხედავდა საცხოვრებელი ადგილის დატოვებაში;

 

მის მიერ გაცემული დასკვნა არის კანონიერი; ის გაეცნო წარმოდგენილ მასალებს ჩვენებებს; მისი მოვალეობაა განსაზღვროს ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა და რამდენად სიმართლეს გადმოცემს ეს გამოძიების დასადგენია; განიცდიდე ტანჯვას არ გულისხმობს მხოლოდ მოწმეთა ჩენებებს ეს გულისხმობს ასევე პიროვნების ფქისოემოციური განცდების შესაწავლას და ორივე ერთობლივად აიღება;

 

მოცემულ შემთხვევაში პიროვნების შესწავლისას არ ვლინდებოდა რაიმე სახით რომ ცრუობდა და „თამაშობდა“ არ ვლინდებოდა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე რომ ეკ--------ე არ ამბობნდა სიმართლეს; მან შეისწავლა სწორედ ის პერიოდი, რაც მითითებული იყო მასალებით; დაადგინა, რომ შეურაცხყოფა, მუდმივი მუქარა, ადამიანის მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, შანტაჟი, ზემოქმედება, შეურაცხყოფა იყო ის , რაც ვლინდებოდა ეკ--------ეს მიმართ და ის ამას განიცდიდა; (იხ ოქმი 18.06.2019წ; 15:32:20სთ-16:0057სთ);

 

2.10. მოწმის სახით დაკითხვისას ირ----------ემ განაცხადა, რომ დასაქმებულია ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში, არის ფსიქოლოგი; ეკ--------ე დი------ე თვის მცირეწლოვან შვილთან ილ----- დი------ესთან ერთად 2018 წლის 29 დეკემბერს ჩავიდა მათთან თავშესაფარში; ის ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ტანჯვის მსხვერპლი იყო. ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა ყოფილი მეუღლის მხრიდან; მნიშვნელოვანია როგორ განიცდის მსხვერპლი, ეკ--------ე იყო შეშინებული, უსაფრთხოების განცდა არ ჰქონდა; სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა თავშესაფარში; ეკ--------ესაგან ჰქონდა ინფორმცია მის მიმართ განხორციელებული მუქარის, შანტაჟის, ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, მისივე გადმოცემით, ყოფილა შემთხვევა, რომ სახლშიც მისულა და ემუქრებოდა, ხშირად ხვდებოდა ქუჩაში, მან თავშესაფარი დატოვა და დაუბრუნდა ოჯახს 2019 წლის 19 იანვარს; ადასტურებს მის მიერ გაცემულ დასკვნას ბენეფიციარი როცა შემოდის, მასთან გასაუბრება ხდება, დარღვეულია თუ არა მისი უსაფრთხოების ზომები, მუშაობდნენ მსხვერპლის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაზე. დარწმუნებულია, რომ ეკ--------ე არ ცრუობდა; (იხ ოქმი 18.06.2019წ; 16:03:57სთ-16:15:18სთ);

 

2.11. მოწმის სახით დაკითხვისას ზვ---- ჩა--–--–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს პოლიციის მეორე განყოფილებაში ბრალდებულს იცნობს მხოლოდ სამსახურებრივად, მოცემულ საქმეზე; 2018 წლის 28 დეკემბრის შეტყობინების საფუძველზე გავიდა პუ–---ის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლთან იყო მიახლოებული მისი მეუღლე ზვ--------------–-ძე, ის ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული და გადაყვანილი პოლიციის განყოფილებაში. შედგა სამართალდარღვევის ოქმი, სასამართლოს მიერ მას განესაზღვრა ადმინისტრაციული სახდელი; უშუალოდ ეკ--------ე დი------ესთან მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე ჰქონდა შეხება; გასაუბრების ოქმები შედგა; ინფორმაციული პატაკი შეეხებოდა მას, რომ ეკ--------ემ შემთხვევიდან მეორე თუ მესამე დღეს მოითხოვა თავშესაფარში წასვლა, რადგან ის შიშობდა, რომ მომდევნო დღეებშიც დაემუქრებოდა ზვ--------------–-ძე, რადგან უკვე დაემუქრა და კვლავ აგრძელებდა; ინფორმაციული პატაკი მოამზადა ამასთან დაკავშირებით; შემაკავებელი ორდერიც მის მიერ იქნა შედგენილი როგორც ახსოვს;

თავშესაფარში, რომ ჩაიყვანეს ეკ--------ე განაცხადა, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მას ზვ--------------–-ძე და ამ ინფორმაციით მიმართა მან ხელმძღვანელს; (იხ ოქმი 10.04.2019წ; 11:48:29სთ-11:59:23სთ);

 

2.12. საქმის განხილვისას ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლები ან-----------ძე, კა----------–----ძე, რუ--–---–----–-ძე, რომელთა მიერ გადმოცემული იქნა ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მათ მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტების შესახებ; ან-----------ძემ განაცხადა, რომ მოცემულ საქმეზე გამოძების დაწყების საფუძველი გახდა ზვ---- ჩა--–--–---–ის ინფორმაციული პატაკი, რადგა მასში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები; საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ მას გადაეცა ყველა ის მასალა, რომელიც დაკავშირებული იყო ხსენებულ პირებთან; (იხ. ოქმი 17.05.2019წ 14:16:27სთ-14:23:19სთ); კა----------–----ძემ განაცხადა, რომ ზვ--------------–-ძის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ეკ--------ე დი------ე ითხოვდა შემაკავებელი ორდერის გაცემას, მათ შეადგინეს აღნიშნული საპროცესო აქტი, ზვიდი ფე-----–-ძე არ იმყოფებოდა ადგილზე და მას ეცნობა ამის თაობაზე ტელეფონით და გაუგზავნა ასევე ფოსტით; როგორც მისთვის ცნობილია, მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით დადგენილი მოთხოვნები და მას ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდა სასამართლოს მიერ; ეკ--------ე დი------ეს ის შეხვდა გამყოფილებაში, ეკ--------ე ვარაუდობდა და შიშობდა, რომ ზვ----ი მომავალშიც გააგრძელებდა მასთან მისთვის არასასურველ კომუნიკაციას და ითხოვდა დაცვას, მუქარის შესახებ იმ დროს მას არ უთქვამს; (იხ. ოქმი 17.05.20-19წ; 14:26:39სთ-14:30:53სთ); რუ--–---–----–-ძემ განაცხადა, რომ ზვ--------------–-ძეს იცნობს მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებიდან გამომდინარე; 2019 წლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე მან მოახდინა მისი დაკავება; დაკავებისას მას რაიემ სახით წინააღმდეგობა არ გაუწევია; (იხ ოქმი 12.06.2019წ ; 13:43:22სთ-13:45:45სთ);

 

2.1-- ბრალდებულმა ზვ--------------–-ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავის საერთოდ არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ მას ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან ეკ--------ე დი------ესთან, მას სურვილი ჰქონდა თავიის შვილის შესახებ მიეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და შეხვედროდა მას; ამაზე თანხმობაც კი მიიღო ეკ--------ეს ოჯახის წევრებისაგან; თავად ეკ--------ე უკავშირდებოდა მას და აწუხებდა სხვადსხვა საკითხებზე და მათ შორის პირად საკითხზეც; ყოფილა შემთხევვა, რომ თხოვდა ჩამოეშოერებინა მისთვის არასასრურველი პირი, რომელთან შეხვედრა არ სურდა; დილით ყოველთვის უკავშირდებოდა და აჩვენებდა ტელეფონით ბავშვის გაღვიძებას და ბავშვის გადაადგილებას; ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ერთად წასულან სასეირნოდ ბავშვით და ეკ--------ეს არასდროს პრეტენზია არ ჰქონია; მის დედას ნამდვილად უთხრა იმის შესახებ, რომ ეკ--------ეს ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელზეც ის თავად ესაუბრებოდა მას; იმ დღესაც ტაძრიდან ბავშვი რომ წაიყვანა, ეს ეკ--------ემ დაინახა და არაფერი უთქვამს, ბავშვს მანქანაში ჩაეძინა და ამიტომ ვეღარ მიიყვანა ტაძარში, მაგრამ მიუყვანა ეკ--------ეს დედას - ლი---ს; მას ტელეფონში შენახული ჰქონდა მიმოწერები, სადაც ეკ--------ე სხვადახსვა დავალებებს აძლევს - ბავშვისთვის და თავისთვის თხოვს შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი, ის ასევე ხშირად იძულებული გამხდარა რომ ბავშვი მოემზადებინა დაბადების დღეებზე წასაყვანად, ასევე თავისი საჩუქრით მოეხდინა მათი უზრუნველყოფა; მას მხოლოდ ბავშვის ნახვის სურვილი ამოძრავებდა და ეკ--------ესთან დაკავშირება ამით იყო გამოწვეული; ამდენად თვლის, რომ უდანაშაულოა, ეკ--------ეს სურვილია ის არ იყო თავისუფლებაში; (იხ. სხდომის ოქმი სრულად 22.05.2019წ) ;

 

2.14. სასამართლო მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სადავო მტკიცებულებების ანალიზით თვლის, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომლებიც იძლევიან საკმარის ინფორმაციას ბრალდებულ ზვ--------------–-ძის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე; სასამართლო მოცემული სახით დასკვნას აკეთებს შემდეგ სამართლებრივ ნორმებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

2.15. სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზვ--------------–-ძემ ჩაიდინა ადევნება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თავად ბრალდებულის ზვ--------------–-ძის განმარტებიდან დასტურდება, რომ მას ხშირი კავშირი ჰქონდა ეკ--------ესთან (არ აქვს მნიშვნელობა ვის ასახელებს ის ურთიერთობის დამწყებ და ინიციატორ სუბიექტად - თავის თავს თუ ეკ--------ეს); ის, რომ კავშირი ხორციელდებოდა სხვადასხვა სახით - სოციალური ქსელი, მობილური ტელეფონი, შეხვედრა და ა.შ. გარდა ზვ--------------–-ძის ჩვენებისა დადასტურებულია საქმის განხილვისას მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებებით; ასევე დადასტურებულია, რომ ზვ--------------–-ძე იყო რა მსჯავრდებული იგივე პირის ეკ--------ეს მიმართ განხორციელებული მუქარისათვის, ის საპატიმრო დაწესებულებას ტოვებს 2018 წლის 16 ნოემბერს (იხ გათავისუფლების ცნობა ს.ფ. 101) და ამ პერიოდიდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში; მის მიმართ უკვე შემაკავებელი ორდერი გამოიცა 2018 წლის 15 დეკემბერს; შემაკავებლი ორდერის გამოცემის საფუძველს კი წარმოადგენდა მის ყოფილ მეუღლესთან მისი არასასურველი კომუნიკაცია, მოწმის სახით დაკითხვისას ამ პროცესის მონაწილე პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც არანაირი პირადი ინტერესი არ გააჩნიათ ზვ--------------–-ძის მიმართ და მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ ზვ--------------–-ძის მხრიდან განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე;

 

დადგენილია, რომ 2016 წლიდან იმყოფებოდა ზვ--------------–-ძე ეკ--------ე დი------ესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავთ საერთო შვილი ერთმანეთს დაშორდნენ; დაშორების მიზეზი იყო ბრალდებულის მხრიდან ეკ--------ეს მიმართ შემზღუდველი ქცევა, დაძაბული ურთიერთობა; ბრალდებულისვე განმარტებით ის ცდილობდა ნამდვილად შეხვედრას, ეკ--------ესთან და მისივე თხოვნით ნახულობდა ბავშვს და უკავშირდებოდა მას ასრულებდა ეკ--------ეს თხოვნებს თუ დავალებებს;

 

თუმცა ბრალდებულის განმარტების სრულიად საწინააღმდეგო გარემოემებებზე მიუთითებს დაზარალებული ეკ--------ე დი------ე; დაზარალებულის ჩვენება იძლევა სულ სხვა სახის შეფასების შესაძლებლობას; ეკ--------ეს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის არ იყო სასურველი არცერთ დროს შეხვედრა, ის იძულებული ხდებოდა; ზვ----ი ხვდებოდა ყველგან, სადაც გადაადგილდებოდა, ის უაკვშირდებოდა მის მეგობრებს, ნაცნობებს და მათთანაც არასასურველი კომუნიკაცია ჰქონდა; ამის გამო მან შეცვალა საკონტაქტო ნომერიც; ეკ--------ეს განმარტებით ზვ----ი მუდმივად უკავშირდებოდა უთვალთვალებდა, რამდენჯერმე შეხვდა კიდეც ბავშვთან ერთად, თუმცა მისივე განმარტებით მას სხვა გზა არ ჰქონდა;

 

ის, რომ არასასურველი კომუნიკაცია, და თან ხშირად, ასეთი სახის არსებობდა, სასამართლოს უდასტურდება არა მარტო დაზარალებულის კონკრეტული და ზუსტი ჩვენებით, არამედ მოწმეების ჩვენებებითაც, ოჯახის წევრის ვა---–----------ასათვის ცნობილია ზვ--------------–-ძის ქმედებების შესახებ და ეკ--------ეს განწყობის თაობაზე, სწორედ ამიტომ იყო ის ჩართული ბავშვის ნახვისას ზვ--------------–-ძესთან, რაც მას უხერხულ სიატუაციაშიც აგდებდა; მოწმის სო---------–----ის ჩვენებით ზვ--------------–-ძის ქმედებებიდან იცოდა რომ ეკ--------ე იყო შეწუხებული და ხშირად უხასიათოდ; ტაძრიდან ბავშვის წაყვანის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა მან თავად ნახა ეკ--------ე, თუ რამდენად იყო აღელვებული და განიცდიდა ყოველივეს; კონკრეტულ ჩვენებას იძლება ზვ--------------–-ძის სისტემატიური მოთხოვნების და არასასურველი კომუნიკაციის თაობაზე ეკ--------ეს დედა, ლი--- კა---------, მის განმარტებით მიუხედავადა იმისა, რომ მისთვის არ იყო სასიამოვნო ეს შეხვედრები, თანხმდებოდა, რომ მშვიდობი---დ მოეგვარებინა საკითხები, თანახმა გახდა თავადაც გაყოლოდა ბავშვს ბაკურიანში, ეს იმიტომ, რომ ზვ----ი ითხოვდა დაჟინებით, ხოლო ეკ--------ეს მასთან ერთად წასვლის სურვილი არ ჰქონდა;

 

რაც შეეხება ეკ--------ე დი------ის ძმას - ირ---–- დი------ეს, მან დაუდასტურა კიდეც სასამართლოს, რომ არ ერევა მისი დის ურთიერთობებში და მისთვის ფაქტების შესახებ არც არის ცნობილი, თუმცა ისიც არ უარყოფს , რომ ეკ--------ეს არ სურდა რა ზვ----ისთან შეხვედრა, მას მიყავდა ბავშვი ილ----- დი------ე, მასთან შესახვედრად;

 

ასევე, ზვ--------------–-ძე 2018 წლის 27 დეკემბერს მივიდა რა ეკ--------ესთან სახლში, ბუნებრივია, რომ იმ დროს , როცა მოქმედებს შემაკავებელი ორდერი , რაც ადგენს აკრძალვას ეკ--------ესთან მიახლოებისთვის, არასასურველი იყო სახლში მისვლა და შესაბამისად კომინუკაციაც არასასურველი; ბრალდებულის სურვილი ბავშვის ნახვის საფუძვლით ხდებოდა ხშირ შემთხვევებში ეკ--------ესთან ურთიერთობა და აღნიშნული წარმოადგენს ასევე საფუძველს ბარლდებულმა თავი აარიდოს პასუხისმგებლობას; რადგან ბაშვის ნახვის სურვილი დასტურდება, რომ არ იყო მხოლოდ მიზეზი ;

 

2.16. სასამართლოს ასევე უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ეკ--------ე დი------ეს ზვ--------------–-ძის მიერ განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით დადასტურებულია, რომ, 2018 წლის 20 დეკემბერს, როცა ის მგზავრობდა ლი--- კა---------სთან ერთად და ავტობუსიდან დაი---ხა რა ეკ--------ე დი------ე მიმავალი, ჩამოვიდა მასთან შესახვედრად და სასაუბროდ; ლი--- კაკაურიძის განმარტებით, თავადაც ჩამვიდა, რადგან იცოდა მათ შორის დაძაბული ურთიერთობების შესახებ; შორიახლო მდგომისთვის შესამჩნევი იყო, რომ ზვ----ი იყო აგრესიული ტონით მოსაუბრე და ხელების მოძრაობებით ამჩნევდა დაძაბული იყო შეხვედრა და ჩაერია, მიუხედავად იმისა, რომ მათი სურვილი იყო ზვ----ი წასულიყო მათგან, ის მაინც მიყვებოდა და გზადაგზა ემუქრებოდა როგორც სიცოცხლის მოსპობით, ისე დედობის უფლების ჩამორთმევით;

 

2018 წლის 27 დეკემბერს ის დაჯდა რა ეკ--------ეს პირისპირ დაემუქრა ახლობელბის თანდასწრებით მის მოკვლით;

 

მუქარის ორივე ეპიზოდს შეესწრო მა----- ნი----–--–---–ი და გაიგონა, მიუხედავად იმიას, რომ ამს უჭირს დეტალურად გაიხსენოს ყველაფერი, ამ ნაწილში მისი ჩვენება დამაჯერებელია;

 

სასამართლოს მიერ შიშის რეალურობის სუბიექტურად შესაფასებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საფრთხის სწორედ დაზარალებულისეული აღქმა. დაზარალებულის ეკ--------ე დი------ის ჩვენებით ცალსახად დაადასტურებულია, რომ ზვ--------------–-ძის არაერთი მუქარა მან რეალურად აღიქვა და შეეშინდა, რომ ავნებდა, რადგან იყო აგრესიული და შიში ამ დრომდე არ განელებია. შიშის რეალურობის ობიექტურად შესაფასებლად, სასამართლო იშველიებს ინციდენტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს, რომელთა შეფასებითაც, შიში, რომელსაც განიცდიდა ეკ--------ე დი------ე , იყო რეალური. მოწმე მა----- ნი----–--–---–ის ჩვენებით მასაც შეეშინდა ცოტა ამ სიტყვებზე, ვა---–----------ას განმარტებით - ოთახში ზვ----ი რას საუბრობდა მას არ ესმოდა, რადგან არ იცის ქართული, თუმცა დაინახა ეკ--------ეს როგორ გადაუარა სახეზე ფერმა და გაფითრდა ზვ----ის სიტყვებზე; ლი--- კაკაურიძის განმარტებით მასთან საძინებელში შევიდა ეკ--------ე აღელვებული და დაიწყო ყვირილი; ანუ ჩვენებებით დაადასტურებულია, რომ დაზარალებულმა მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა. დაზარალებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად, სასამართლოსთვის ასევე მეტად მნიშვნელოვანია მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან თითოეული მათგანი აპელირებს დაზარალებულის მძიმე მორალურ მდგომარეობაზე; ასევე მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ფსიქოლოქგიური დასკვნა და ფსიქოლოგების ქე------ დი------ის და ირ----------ის ჩვენებები, ისინი ერთმნიშვნელოვნად უდასტურებენ სასამართლოს, რომ კეატერინეს ცხოვრება ჰქონდა შეზღუდული, ის იყო ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ, იყო დაძაბული და გამოსავალს ხედავდა იმ დროს, როცა ზვ----ი თავისუფლებაში იყო - თავშესაფარში ცხოვრებით , რაც არ უნდა იყოს სასიამოვნო მცირწელოვანი შვილის ყოფა ცხოვრებისთის, მას დაჭირდა ფსიქოლოგის დახმარებაც და მხოლოდ ზვ----ის დაპატიმრების შემდეგ დატოვა თავშესაფარი; აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვისას სხდომაზე ეკ--------ე დი------ე აცხადებდა, რომ მას ესაჭიროება დაცვა ზვ--------------–-ძისაგან და სახელმწოფოსგან ითხოვდა ამ სახით უზრუნველყოფას; მისთვის აუცილებელია , რომ იყოს უსაფრთხოდ და არ ჰქონდეს შიში რომ ბარლდებული მას კიდე რაიმეს დაუშავებს;

 

ფსიქოლოგების მიერ შედგენილი დასკვნების ანალიზი და მათი ჩვენებებიც უტყუარად იძლევა სასამართლოსთვის იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ ზვ--------------–-ძემ ჩაიდინა ადევნება და მუქარა (ორი ეპიზოდით) ;

 

2.17. ამდენად, სასამართლოს, წარმოდგენილი, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ანალიზით, უტყუარად დადგენილად მიაჩნია ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე, სასამართლო, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

სასამართლო მოიშველიებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახის წევრის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა;

 

ასევე სამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ასევე ადევნებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლით, რაც გულისხმობს პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირისა და მისი ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალს, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონისა და სხვა ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს, მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამას ემატება შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვა, ვინაიდან ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, „ფსიქოტერორის“ მსხვერპლია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.

 

ასევე კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

3.2. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ზვ--------------–-ძის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო ადგენს, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს დაახლოებით 18:00 საათზე, ბათუმში, ჭა------ის ქუჩაზე გადაადგილებისას ზვ--------------–-ძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ეკ--------ე დი------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით;

 

ასევე, 2018 წლის 27 დეკემბერს ზვ--------------–-ძე ბათუმში ღამის საათებში ალ. პუ–---ის ქ. #1-- ბ-------ში ყოფნისას დაემუქრა იგივე პირს - ეკ--------ე დი------ეს; ორივე შემთხვევაში ეკ--------ე დი------ეს გაჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში;

 

კონკრეტული ქმედებების ჩადენა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული თავს არ ცნობს დამნაშავედ დადასტურებულია, მოწმის სახით გამოკითხული პირების მიერ; კერძოდ: ეკ--------ე დი------ე ზუსტად და კონკრეტულად აღწერს შემთხვევის დღეს მომხდარ ფაქტებს, ის გადაადგილდებოდა რა ჭა------ის ქუჩაზე, მისთვის მოულოდნელად გამოჩნდა ზვ--------------–-ძე და დაუწყო მას კამათი ბავშვის ნახვასთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ მისი სურვილი არ იყო, გაყვა სახლამდე და გზადაგზა ემუქრებოდა მას; მუქარას ისმენდა ეკ--------ეს დედა - ლი--- კა--------- და ასევე მათ გვერდით იყო მა----- ნი----–--–---–ი, რომელმაც იმ დროს როცა იდგნენ გაიგონა რომ დაემუქრა მოკვლით, თუმცა ის გზაში მსვლელობისას ვეღარ ისმენდა საუბარს, რასაც ისმენდა ეკ--------ეს დედა;

 

ასევე მეორე შემთხვევის დროს მა----- ნი----–--–---–ი იჯდა იქვე, ისინი საუბრობდნენ ჩვეულებრივად, რა დროსაც ზვ----ი დაჯდა რა ეკ--------ეს პირდაპირ სკამზე, დაემუქრა რომ მოკლავდა, რის გამოც მას ცოტა შეეშინდა, როგორც აცხადებს;

ამ დროს განცხორციელებული მუქარის ფაქტს ასევე ზუსტად აღწერს ეკ--------ე დი------ე, იქვე მყოფი ვა---–----------ა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ესმოდა ქართული, ხვდებოდა, რომ ზვ----ი იყო აგრესიული, ხელებით ესაუბრებოდა ეკ--------ეს, რის შემდეგაც ეკ--------ე სახეზე გაფითრდა და აღელდა; შემდეგ მისგან შეიტყო ამ მუქარის შესახებ; რაც შეეხება ირ---–- დი------ეს, ის აცხადებს რომ გაუგია მუქარის შესახებ, თუმცა ასევე მისივე განმარტებით ის ოთახიდან გავიდა ლუდის მოსატანად; ასევე ვერ გაიგონა, როგორც განმარტავს მუქარა, არ---–-----------ძემ, თუმცა იგივე პირიც აცხადებს, რომ როცა ზვ----ი დაჯდა ეკ--------ეს პირისპირ, მას მიმართა, რომ თუ შეიძლებოდა ესაუბრათ, რამაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო და ამ დროს დაუკავშირდა კიდეც ტელეფონით მისი საცოლე და მას აესაუბრებოდა, ის გამორიცხავს ხმამაღალ საუბარს, აყალ მაყალს, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მუქარის არსებობას; იმ დროს, როცა ის არც ყოფილა ხმამაღალი ტონით ნათქვამი;

 

ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზვ--------------–-ძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ეკ--------ე დი------ეს, რომ მოკლავდა , რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. იგივეს ადასტურებს გამოკვლეული მტკიცებულებები;

 

3.3. ზვ--------------–-ძეს ბრალი წარდგენილი აქვს არაერთგზის ჩადენილი მუქარისათვის ოჯახის წევრის მიმართ;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ზვ--------------–-ძე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; აღნიშნული დანაშაულისათვის იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებული არ ყოფილა და არც ნასამართლობა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.

 

ყოველივე ეს კი იძლევა საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

3.4. სასამართლო ასევე საქმის განხილვით დადასტურებულად მიიჩნევს ზვ--------------–-ძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 11-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალს , რადგან მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებების მიხედვით

 

ეკ--------ე დი------ე 2016 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, 2017 წლის 05 ივნისს შეეძინათ საერთო შვილი ილ----- დი------ე; დაძაბული ურთიერთობის გამო დაცილდნენ ერთმანეთს; ზვ--------------–-ძე მიუხედავად თანაცხოვრების შეწყვეტისა, მუდმივად აკონტროლებდა მას; ის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია ეკ--------ე დი------ის მიმართ განხორციელებული მუქარისათვის (არაერთი ეპიზოდით) ; საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ის ასევე ყოველთვის ცდილობდა ეკ--------ესთან კავშირს; კავშირი დასტურდება როგორც სატელეფონო ისე სოციალური ქსელის მეშვეობით; ისე ქუჩაში გაადაადგილებისას; ირ---–- დი------ის, ვა---–----------ას, მა----- ნი----–--–---–ის, ლი--- კაკაურიძის ჩვენებებით დადგენილია, რომ ბავშვთან ურთიერთობის სურვილიდან გამომდინარე ირ---–- დი------ე, ვა---–----------ა (რომლისთვისაც მოუხერხებელი იყო ასეთი შეხვედრები) ახვედრებდნენ პერიოდულად ბავშვს, შემდეგ ირ---–- დი------ე აგრძელებდა და ბავშვის ნახვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებაში ჩართული იყო ასევე ეკ--------ეს დედა - ლი--- კა---------, ის მზად იყო თავად გაყოლოდა თუნდაც დასასვენებლად ბავშვს, ან ხელი შეეწყო მისთვის, იქედან გამომდინარე, რომ ეკ--------ეს მასთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა; მიუხედავად იმისა, რომ მოწმეები - ზვ--------------–-ძე , არ---–-----------ძე, ირ---–- დი------ე, მა----- ნი----–--–---–ი აჩვენებენ, რომ ბავშვთან და ეკ--------ე დი------ესთან ერთად უნახავთ ზვ--------------–-ძე, - ეს არ გამომდინარეობდა ეკ--------ეს სურვილიდან, მის განმარტებით საქმის განხილვისას, - მას სხვა გზა არ ჰქონდა; ეს ჩანს ასევე მოწმეთა ჩვენებებიდან;

 

ზ/მითითებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზვ--------------–-ძე მუდმივად ცდილობდა ბავშვის ნახვას და შეხვედრას, რა მიზეზითაც ეკ--------ესთან მისი მხრიდან ხორციელდებოდა არასასურველი კომუნიკაცია;

 

ზვ--------------–-ძის მხრიდან არასასურველი კომუნიკაციის არსებობა ასევე დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით; შემაკავებელი ორდერის არსებობის მიუხედავად ის მაინც მიდის მასთან სახლში, ცდილობს კვლავ მოინახულოს ბავშვი და ეკ--------ე, ცდილობს მასთან საუბარს; დასტურდება, რომ აქვს სატელეფონო კავშირი;

 

საქმის განხილვისას მოწმე ქე------ დი------ემ დაუდასტურა სასამართლოს, რომ ზვ---- ფე-----–-ძის ზ/აღნიშნული ქმედებებით ეკ--------ე დი------ე განიცდის ფსიქიკურ ტანჯვას, იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, რის გამოც იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, ეშინია სახლიდან გასვლის, აქვს მუდმივად მოლოდინი, რომ ზვ----ის ეს ქცევა გაგრძელდება; ასეთი ცხოვრება მას უფრეხებს განვითარებას, შეზღუდული აქვს ქმედებები და შესაძლებელია აღნიშნულმა გამოიწვიოს ის, რომ მან ვერ შეასრულოს დედის მოავლეობა; სტრესი დაძაბულობა აისახება მის ფსიქიკაზე, რაღაც პერიოდი ის ჩაიკეტა ოთახში და ტიროდა, ბავშვს უვლიდნენ ოჯახის წევრები, როგორც განამარტავს მოწმე ლი--- კა---------; დადგენილია, რომ 2018 წლის 29 დეკმებრს მან მიმართა პოლიციის განყოფილებას და გაემგზავრა თავშესაფარში, საიდანაც წამოვიდა მას შემდეგ, რაც ზვ--------------–-ძე დააკავეს;

 

სასამართლო კვლავ განმარტავს რა, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლით კრიმინალიზებულია ადევნება. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის თავისუფალი გადაადგილება და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამდენად, ადევნება ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს განხორციელებული, რომ დაზარალებულს გაუჩნდეს ფსიქიკური ტანჯვის შეგრძნება, რის გამოც დაერღვეს ცხოვრების ჩვეული წესი. სწორედ ეკ--------ე დი------ის მიერ სახლში ჩაკეტვა და სახლიდან გასვლის შიში, ბოლოს თავშესაფარში წასვლა და იქედან მხოლოდ მას შემდეგ წამოსვლა, რაც ზვ--------------–-ძე დააკავეს, ასევე საკონტაქტო ნომრის გამოცვლა, მიუთითებს ამ უკანასკნელის ცხოვრების წესის შეცვლაზე. რაც შეეხება ფსიქიკურ ტანჯვას, აღნიშნულს სრულად ადასტურებს წარმოდგენილი დასკვნები და ფსიქოლოგთა ჩვენებები; ეკ--------ე დი------ის ფსიქიკური ტანჯვა გამოწვეულია არა მისი ჯამნმრთელობის მდგომარეობით, (რისი მტკიცების მცდელობაც ჰქონდა ბრალდებულს) არამედ ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებებით;

 

ყოველივე კი ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 111.1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.5. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ზვ--------------–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ე.ი არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად და ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111.1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე ზვ--------------–-ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ზვ--------------–-ძეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.1511-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადებისთვის სასარგებლო შრომას 120-იდან 180 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ორი წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სსკ-ის 111.151-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადებისთვის სასარგებლო შრომას 170-იდან 200 საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ბრალდებულ ზვ--------------–-ძის მიმართ შერაცხული ბრალდებები სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური დანაშაულებრივი ქმედებები ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის დანაშაულისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.

 

5.2. სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

5.3. მოცემულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები, რომ ზვ--------------–-ძე გასამართლებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 31 ივლისს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლით 111151-ე მუხლით და 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილის 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით;

 

ზვ--------------–-ძე საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის ნოემბრის თვეში, ის იმყოფებოდა აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში;

 

5.4. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ზვ--------------–-ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება გაამახვილოს სასჯელის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასჯელის დანიშვნის საკითხზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება და ამ დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მხოლოდ ამ კოდექსის 55-? ?????? ან 63-? მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

შესაბამისად სასამართლო ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნევს ზვ--------------–-ძეს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა;

 

5.5. სასამართლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლი---დ მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

5.6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ზვ--------------–-ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიატებლებ, ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, თვლის, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-1511-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის (ორი ეპიზოდი) - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელსაც უნდა დაემატოს ნაწილობრივ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, - აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ზვ--------------–-ძის პიროვნების გათვალისწინებით - შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ზვ--------------–-ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბარი ზომის სასჯელებიდან ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და ზვ--------------–-ძეს, დანაშულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ზვ--------------–-ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, 111-151-ე მუხლით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა - 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ზვ--------------–-ძეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზვ--------------–-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ზვ--------------–-ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 13 იანვრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შსს სსიპ 112-დან მოწოდებული აუდიოჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე