განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2019
საქმის ნომერი
020100119003081076
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N020100119003081076

№1/373-2019 წელი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 ივლისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი - სალომე ქობალია

 

პროკურორი - მ-----------

ადვოკატი- კ------------------

ბრალდებული-შ--------------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N------------

 

ბრალდებული: შ--------------;

პირადი ნომერი: 1-----------

დაბადების თარიღი: 1----–-–--------------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: საშუალო;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე;

რეგისტრაციის ადგილის მისამართი: ზ---------------------------–----------–--

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ზ---------------------------–----------–--

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრწულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის - 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2----–-–---------------- თვიდან თ--------------- და შ-------------- იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2----–-–------------, ზ----------------------------–---------––--–--------------- მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - თ---------------ს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმ მიზეზით, რომ ის იყო მისი მეუღლე და ოჯახის წევრი, რის გამოც მასაც უნდა ემუშავა ყანაში მოსთხოვა მუშაობა, რასაც ვერ ასწრებდა თ--------------- ორი მცირეწლოვანი შვილის მოვლისა და სხვა საოჯახო საქმეების შესრულების გამო. აღნიშნულზე მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურში, შ--------------- იძალადა თ---------------ზე, კერძოდ, მცირეწლოვანი შვილის - 9--------–---------------- თანდასწრებით სააბაზანო ოთახში ლ---------------- დასაბანად შესულს თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შემდეგაც აბაზანიდან მისაღებ ოთახში, გამოსულ თ---------------ს ასევე მცირეწლოვანი ლ---------------- თანდასწრებით დაუწყო ჩხუბი, რის შემდეგაც რამდენჯერმე დაარტყა მარჯვენა ხელი სახის არეში და ძლიერად მოქაჩა ხელებზე, თმაზე და ამოარტყა პანღური, ძალადობის შედეგად თ---------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი; (პირველი ეპიზოდი).

 

2----–-–------------ ზ----------------------------–---------––- მდებარე საცხოვრებელ სახლში შ--------------- მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - თ---------------ს თმებზე დაავლო ხელი და თავში, უკანა მხარეს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ასევე ფეხი დაარტყა მუცლისა და ზურგის მიდამოში, რის შედეგადაც თ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.( მეორე ეპიზოდი).

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ შ--------------ს მიმართ უნდა დადგეს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გამამართლებელი განაჩენი, რამეთუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დგინდება ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, ე.ი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისთვის არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა შ--------------ს ბრალეულობაში;

 

საქართველოს სსსკ-ს მე-13 მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს;

 

საქართველოს სსსკ-ს მე-5 მუხლის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს; მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;

 

3.სასამართლო თავის მოსაზრებას ამყარებს სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებზე:

 

წარმოდგენილ მტკიცებულებებიდან მოწმე ნ--------------- უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. (-----–-------–--------

 

მოწმე ლ-–------------- უარი თქვა ჩვენების მიცემაზე .(-----–-------–---------

 

მოწმე ე-----------------–--- უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.(-----–-------–-----------

 

მოწმე რ----------------- უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. (-----–-------–-----------

 

მოწმე თ---------------მ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. (ბ----–-------–----------–---

 

ბრალდებულმა შ--------------- გამოიყენა დუმილის უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, მოწმეების რ-----------------------–--------------------------------–---–------------------------- ჩვენებები მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს და ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მოწმე ნ---------------- წინასწარ გამოძიებაში გამოკითხვის შედეგად (მიენიჭა პრეიუდიციული ძალა) დგინდება, რომ თ--------------- მისი დაა. ეს უკანასკნელი 2----–--–--–---–--- გაჰყვა ზ----------------------------–---------––- მცხოვრებ შ--------------, ჰყავთ 2 მცირეწლოვანი შვილი. 2----–-–------------ თ----- შვილებთან ერთად მამამ მიიყვანა სახლში. დაზარალებულმა მოუყვა, რომ ქმარმა ცემა. ბრალდებული ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხოფას, რის გამოც განიცდიდა ძლიერ სულიერ, ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას, რაც არავისთვის არ მოუყოლია.

მოცემულ შემთხვევაში, 2----–-–------------- ეპიზოდში მოწმე ნ---------------- ჩვენება ირიბი მტკიცებულებაა და სსსკ-ს 13-ე და 76-ე მუხლების თანახმად ამ ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რამეთუ გამყარებული არაა პირდაპირი მტკიცებულებებით;

 

მოწმე ზ-------------–---–--- წინასწარ გამოძიებაში გამოკითხვის შედეგად (მიენიჭა პრეიუდიციული ძალა) დგინდება, რომ მან მოიპოვა ოპერატიული ინფორმაცია, მასზედ რომ 2----–-–--------------- ზ----------------------------–---------––-, თ---------------ს მიმართ ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტი ჩადენილი აქვს შ--------------.

 

მოცემულ შემთხვევაში 2----–-–------------- ეპიზოდში მოწმე ზ-------------–---–--- ჩვენება ირიბი მტკიცებულებაა და სსსკ-ს 13-ე და 76-ე მუხლების თანახმად ამ ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რამეთუ გამყარებული არაა პირდაპირი მტკიცებულებებით;

 

მოწმე რ---------------- წინასწარ გამოძიებაში გამოკითხვის შედეგად (მიენიჭა პრეიუდიციული ძალა) დგინდება, რომ თ--------------- შვილია, რომელიც ცოლად გაყვა შ--------------. 2----–-–------------ დაურეკა შვილმა და თხოვა წაეყვანა სახლში. როდესაც მიუახლოვდა შ--------------ს სახლს, გზაში შემოეგება თ----- და თან მოჰყავდა ბავშვები. უთხრა, რომ ბრალდებულთან იკამათა და ცოტახანი მასთან დარჩებოდა. შეკითხვაზე, შ---- ხომ არ უცემია, უარი მიიღო; დარჩელის პოლიციისკენ მიმავალ გზაზე შვილმა უთხრა, რომ ბრალდებული მთელი ოთხი წლის განმავლობაში ცემდა;

მოცემულ შემთხვევაში 2----–-–------------- ეპიზოდში მოწმე რ---------------- ჩვენება ასევე ირიბი მტკიცებულებაა და სსსკ-ს 13-ე და 76-ე მუხლების თანახმად ამ ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რამეთუ ასევე გამყარებული არაა პირდაპირი მტკიცებულებებით;

 

მოწმე რ---–--------------- წინასწარ გამოძიებაში გამოკითხვის შედეგად (მიენიჭა პრეიუდიციული ძალა) ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–------------ საღამოს საათებში დაუკავშირდა ძმა რ--------------- და უთხრა, რომ მასთან მივიდა შვილი თ---------------, მიიყვანა ბავშვები და უთხრა ქმართან აქვს უთანხმოება და გაყოლოდა ვითარების გასარკვევად. დათანხმდა და იმავე საღამოს წავიდნენ შ--------------ს სახლში შესარიგებლად. დარჩელის პოლიციისკენ გზაზე დაზარალებულმა მათ მოუყვა, რომ 4 წლის განმავლობაში ბრალდებული აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას;

მოცემულ შემთხვევაში 2----–-–------------- ეპიზოდში მოწმე რ---–--------------- ჩვენება ასევე ირიბი მტკიცებულებაა და სსსკ-ს 13-ე და 76-ე მუხლების თანახმად ამ ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რამეთუ არაა გამყარებული პირდაპირი მტკიცებულებებით;

 

ამდენად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით ბრალდებულ შ--------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება არ დასტურდება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებები მხარეებმა სადაოდ არ მიიჩნიეს და ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნენ მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამასთან, სასამართლო ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ უდაოდ მიჩნეული პრეიუდიციული ძალის მქონე წერილობითი მტკიცებულებები არაა პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებულ შ--------------ს მიმართ ბრალდების პირველ ეპიზოდში; კერძოდ, დაზარალებულ თ---------------ს განცხადება, ბრალდებულ შ--------------ს დაკავების ოქმი, შე---------–--------------------- , ამავე ორდერის ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საედიცინო ე------------------------- დასკვნა ვერ ადასტურებენ ბრალდებულ შ--------------ს ბრალეულობას წარდგენილი ბრალდების პირველ ეპიზოდში, რამეთუ ასევე არაა გამყარებული პირდაპირი მტკიცებულებებით;

 

სსსკ-ს 13-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; აქვე საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილება მასზედ, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს მხოლოდ პირდაპირი და არა ირიბი მტკიცებულებები;

ამდენად, როგორც აღინიშნა, 2----–-–------------- ეპიზოდში (დანაშაული სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი) ბრალდებული შ-------------- უნდა გამართლდეს;

 

4.რაც შეეხება 20---–-–------------- ეპიზოდს (დანაშაული სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი), ბრალდებული შ-------------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და განესაზღროს შესაბამისი სასჯელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადგენილია, რომ ბრალდებული შ-------------- ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა დაზარალებულ თ---------------სთან, ცხოვრობენ ერთ ოჯახად და ზრდიან ორ საერთო მცირეწლოვან შვილს; ამდენად ბრალდებული და დაზარალებული ოჯახის წევრებია (დღეისათვის რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან);

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება ძალადობაში. ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–------------ დაზარალებულზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, რითაც თ---------------მ ძლიერი ტკივილი განიცადა;

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია დაზარალებულის განცხადება (რომელსაც მიენიჭა პრეიუდიციული ძალა), რომელიც უთითებს მასზედ, რომ ბრალდებულმა 2----–-–------------ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა, რასაც ესწრებოდა მისი მამა;

ასევე წარმოდგენილია შე---------–--------------------- , ამავე ორდერის ოქმი (პრეიუდიციული ძალის მქონე), რომლის თანახმად ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნა შემაკავებელი ორდერი დაზარალებულზე 2----–-–------------ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, მოწმეების რ-----------------------–--------------------------------–---–------------------------- ჩვენებები მხარეებმა სადაოდ არ მიიჩნიეს და ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მოწმე რ---------------- წინასწარ გამოძიებაში გამოკითხვის შედეგად (მიენიჭა პრეიუდიციული ძალა) დგინდება, რომ თ--------------- შვილია, რომელიც ცოლად გაჰყვა შ--------------. 2----–-–------------, დილის საათებში დაზარალებული შვილებთან ერთად მიიყვანა თავის სახლში; იმავე საღამოს, დაახლოებით 10 საათზე ძმასთან, რ---–---------------თან ერთად მივიდნენ ბრალდებულის სახლში გასარკვევად თუ რა ხდებოდა; ამ დროს მოიყვანეს თ--------------- და დაინახა თუ როგორ ჩაავლო მარცხენა ხელი შ--------------- დაზარალებულს თმებში და რამოდენიმეჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში, ასევე რამოდენიმეჯერ ჩაარტყა ფეხი ზურგისა და მუცლის არეში. მოახერხეს გაშველება, ჩასხდნენ ავტომანქანაში და გაემართნენ დარჩელის პოლიციის განყოფილებაში, სადაც თ-----მ განაცხადა ყოველივე. გზაში თ-----მ უთხრა, რომ შ--- მთელი 4 წლის განმავლობაში ხშირად ცემდა.

 

მოწმე რ---–--------------- წინასწარ გამოძიებაში გამოკითხვის პროცესში (მიენიჭა პრეიუდიციული ძალა) ანალოგიური განმარტება მისცა, რაც მოწმე რ---------------მ;

 

მოწმე ნ---------------- წინასწარ გამოძიებაში გამოკითხვის შედეგად (მიენიჭა პრეიუდიციული ძალა) დგინდება, რომ თ--------------- მისი დაა; შ-------------- დის ქმარი; დაზარალებულისგან იცის, რომ 2----–-–------------, როცა და დააბრუნეს ბრალდებულის სახლში, ამ უკანასკნელს კვლავ უცემია; აღნიშნულზე დაზარალებულმა განაცხადა პოლიციაში;

 

სსსკ-ს 76-ე მუხლის 3-ე ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვებია თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება;

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ეყრდნობა წერილობით მტკიცებულებებსა (დაზარალებულის განცხადება, შემაკავებელი ორდერი) და მოწმეების ნ----------------, ზ-------------–---–--- ჩვენებებს, რამეთუ გამყარებულია სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით-მოწმეთა ჩვენებებით;

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მასზედ, რომ 20---–-–------------- ეპიზოდში არაა დადგენილი გარემოება მასზედ, რომ თ---------------მ ფიზიკური შეურაცყოფის შედეგად ტკივილი განიცადა; სასამართლო ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, ბრალდებული ფიზიკურად ძლიერი პიროვნებაა; ასევე საყურადღებოა ცემის ინტენსიობა და დარტყმების მიყენების ადგილები-თავის, მუცლისა და ზურგის მიდამოები; ამდენად დაზარალებულის მხრიდან ცემის შედეგად მიყენებული ტკივილი უდაოდ სახეზეა;

 

მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, როგორც გამოქვეყნებული განცხადება, ასევე ირიბი მოწმის ჩვენება წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, სხვა პირდაპირ მკიცებულებათა ერთობლიობაში, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.

 

2019 წლის 0-----–------------–---------------------------------------- 1-.0--2019 წელს 0---------- საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას თ---------------ს გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ექსპერტიზის ჩატარების პროცესში დაზარალებულმა ექსპერტს განუმარტა, რომ 2019 წლის 1---------------–------------- საათზე ზ----------------------------–---------––-, თავის საცხოვრებელ სახლში მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება მეუღლესთან შ--- ჭ------------- რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა;

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ბრალდებულ შ--------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად სსსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილის შემადგენლობის განხორციელება.

 

5.სამართლებრივი შეფასება:

 

შ--------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

6.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

შ--------------ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: ადრე ნასამართლევი არაა, ახალგაზრდაა, კმაყოფაზე ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად, დაზარალებული შეურიგდა; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები დადგენილი არაა;

 

7.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის ობიექტის, მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ადგილისა და ვითარების, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, და რომ დაზარალებულს შეურიგდა, მძიმე შედეგი არ დამდგარა, სასამართლო თვლის, რომ შ-------------- სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე (შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია) სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით ( საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80-150 საათამდე) სანქციის ზედა ზღვარით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით, რათა ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს შ--------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ შ--------------ს მიმართ ამ სასჯელის სახით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით, გამოყენება სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორი და სამართლიანი განმსაზღვრელი ფაქტორია; რაც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნებთან;

 

ბრალდებულის მიმართ სსკ-ს 44-ე მუხლით დაწესებული შეზღუდვები ამ სახის სასჯელის განსაზღვრისათვის დადგენილი არაა;

 

ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2----–-–----- ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ”საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–-- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განვითარებული მოსაზრება მასზედ, რომ ”დანაშაულის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი პირველ რიგში, მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით, საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით, მინიმალიზაციით,” ”არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ სხვა პირების დაშინება”, ”ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება”, ”სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სანქციის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი(კონკრეტული დაზარალებულისთვისაც და საზოგადოებისათვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისათვის ამ კონკრეტული დამნაშავის ქცევის შეკავების გზით, მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2----–-–--------------------–-------–----; სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;

 

ამდენად, სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას; ბრალდებულ შ--------------ს მიმართ სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა დანაშაულის ხასიათისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით ვერ იქნება მისი ღირსების შემლახავი;

 

ბრალდებულ შ--------------ს პიროვნებიდან და ბრალის ხასიათიდან გამომდინარე დამატებითი სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებით უფლებების შეზღუდვის დანიშვნა არ იქნება სამართლიანი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-1- ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-272-ე, 273-2, 274-ე, 275-277-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შ-------------- (პ/ნ 1----------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

შ-------------- (პ/ნ 1----------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

სსკ-ს 61-62-ე მუხლების თანახმად მსჯავრდებულ შ-------------- სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 1- ივნისიდან 2019 წლის 2-----–------------–------ (ორმოცდაერთი) დღე შემდეგი გაანგარიშებით პატიმრობის ერთი დღე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 05 საათი (205 საათი) და საბოლოოდ ბრალდებული შ-------------- გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

 

შ--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და შ-------------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით კეკენაძე