განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2019
საქმის ნომერი
170100119002966802
დავის ტიპი
177 3 ბ , 177 3 ა , 177 3 ა
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/30-19

გამოძიების #0-----------

თ------–------- რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

11 ივლისი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ----------------------------–---–-, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------–---, პ/ნ 2----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, უმუშევარი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - თ------–------- რაიონი, სოფელი ბ-------–--.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი, სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

 

ადვოკატები - დ------------–--------, თ----------–--–---–-

 

ბრალდებული - თ------------------------------–---–-, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------, პ/ნ 2----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, უმუშევარი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული - თ------–------- რაიონი, სოფელი ღოუბანი, ფაქტობრივად მცხოვრები - თ------–------- რაიონი, სოფელი ბ-------–--.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი, სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ადვოკატი - ნ----------–---

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე, თ------–------- რაიონის სოფელ ბ-------–--–-, 2----–-–------------- განაჩენის საფუძველზე ქურდობისათვის ნასამართლევი გ---------------–---–- და თ-----------------–---–- ერთმანეთთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ფ------------------–---- კუთვნილ ლითონის მილებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 32,34 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

1.2. 2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე, თ------–------- რაიონის სოფელ ბ-------–--–- თ-----------------–---–- და 2----–-–------------- განაჩენის საფუძველზე ქურდობისათვის ნასამართლევი გ---------------–---–- ერთმანეთთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ფ------------------–---- კუთვნილ ლითონის მილებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 32,34 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. არ დასტურდება 2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე, თ------–------- რაიონის სოფელ ბ-------–--–-, გ---------------–---–-ს მიერ თ-----------------–---–---- წინასწარი შეთანხმებით ფ------------------–---- კუთვნილი ლითონის მილების ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

2.2. 2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ------–------- რაიონის სოფელ ბ-------–--–- თ-----------------–---–- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლითონის მილებს, რითაც ფ------------------–---- მიადგა 32,34 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. მტკიცებულებათა შეფასების წესი

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.

 

3.2. გამოსაყენებელი კანონი

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას და, მეორე მხრივ, პირს უნდა ამოძრავებდეს აღნიშნული ნივთის მისაკუთრების მიზანი. აღნიშნული დანაშაული სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ პირი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით, ესე იგი, გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, იცის, რომ ნივთი, რომელსც ეუფლება მას არ ეკუთვნის და ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას აცნობიერებს რა, რომ ნივთის მფლობელს აყენებს ზიანს და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედების დაკვალიფიცირება ზემოაღნიშნული მუხლით ვერ მოხდება.

 

3.3. მტკიცებულებები ორივე ბრალდებულთან დაკავშირებით

 

3.3.1. სასამართლო სწორედ აღნიშნული ელემენტების საფუძველზე შეაფასებს მტკიცებულებებს და ვინაიდან წარმოდგენილი ორივე ბრალდება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან სასამართლო გამოკვლეულ მტკიცებულებებს შეაფასებს ერთობლიობაში.

 

3.3.2. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, 2019 წლის 12 მარტს გამოძიება დაიწყო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, გ---------------–---–-სა და თ-----------------–---–-ს მიერ თ------–------- რაიონის სოფელ ბ-------–--–- მდებარე ფ------------------–---- კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან რკინის მილების ქურდობის ფაქტზე (გამომძიებელი მ---------------–---–-). ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2019 წლის 12 მარტს 15:23 საათზე გამომძიებელ კ-------------–---–-- მიერ თ------–------- რაიონის სოფელ ბ-------–--–- გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, წყაროს მოპირდაპირედ გზის მარჯვენა მხარეს დაკავებულ იქნა გ---------------–---–-. ოქმი შედგა 15:25-15:55 საათების პერიოდში. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის დროთ მითითებულია 15:50 საათი. გ---------------–---–-- უარი განაცხადა ოქმის გაცნობაზე, ხელმოწერასა და ასლის მიღებაზე გაურკვეველი მიზეზით. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2019 წლის 12 მარტს 15:25 საათზე გამომძიებელ ხ-------–----–---–-- მიერ თ------–------- რაიონის სოფელ ბ-------–--–- გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, წყაროს მოპირდაპირედ გზის მარჯვენა მხარეს დაკავებულ იქნა თ-----------------–---–-. ოქმი შედგა 15:27-15:57 საათების პერიოდში. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის დროთ მითითებულია 15:50 საათი. თ-----------------–---–-- უარი განაცხადა ოქმის გაცნობაზე, ხელმოწერასა და ასლის მიღებაზე. მოწმე ფ------------------–---- გამოკითხვის ოქმის მიხედვით (12.03.19, 16:05-17:00), სოფელ ბ-------–--–- სახლთან ახლოს აქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილია მავთულბადით რკინის მილებზე. 2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე მიდიოდა აღნიშნულ ნაკვეთში, რა დროსაც დაინახა, რომ ღობე იყო დაშლილ მდგომარეობაში, რკინის მილები იყო მიწიდან ამოღებული და ადგილზე აღარ იყო. ამის გამო, ახლოს აღარ მისულა ნაკვეთთან და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას მისი ნაკვეთიდან დაახლოებით 150 მეტრში, საავტომობილო გზასთან დაინახა დასაწყობებული მილები, იქვე იყვენენ მისი თანასოფლელები თ-----------------–---–- და გ---------------–---–- (რომლებსაც ბავშვობიდან იცნობს), რომლებმაც დაიწყეს მილების ლურჯი ფერის ავტომობილში ჩალაგება. ამის შემდეგ დაურეკა გამომძიებელ ნ---------–---–---–-, პარალელურად იყურებოდა გზისკენ და დაინახა თუ როგორ ჩააწყვეს ზემოაღნიშულმა პირებმა მისი კუთვნილი 7 მილი ავტომანქანაში. მათ მიერ ტერიტორიის დატოვებამდე ადგილზე მივიდა პოლიციის მანქანა. მისი კუთვნილი მილები იყო 2,5 მ. სიგრძისა და 50 მმ. დიამეტრის, რომელთა ის მხარე, რომელიც მიწაშია, მოღუნულია. დამატებითი გამოკითხვისას ფ------------------–---- აღნიშნა, რომ მის მეზობლად დაახლოებით 200 მეტრში არის თ-----------------–---–-ს ეზო, რომლის შემოსაღობი მილები დარწმუნებით იცის, რომ 2019 წლის 12 მარტს ადგილზე იყო. ავტომანქანის ჩხრეკის (ჩატარდა 2019 წლის 12 მარტს, 17:15-17:45 საათების შუალედში) ოქმის მიხედვით, სოფელ ბ-------–--–- გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, წყაროს მოპირდაპირე მხარეს, გზის მარჯვენა მხარეს გაჩერებულ ავტომანქანა ტ----------------–- ს/ნ Z-------- გ---------------–---–---- ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის უკანა საბარგულიდან ამოღებულ იქნა დაახლოებით 2,5 მ. სიგრძისა და 50 მმ. დიამეტრის 7 ლითონის მილი, რომელთა ერთი ბოლო სწორ მდგომარეობაშია, ხოლო მეორე - მოღუნულია და ეტყობა მიწაყრილი, თუმცა დაწვრილებით აღწერილი არ არის. ჩხრეკის ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომლებზეც ასახული მილებიდან მხოლოდ ორს აქვს მოღუნული ბოლოები. ამოღების (ჩატარდა 2019 წლის 12 მარტს, 17:50-18:15 საათების პერიოდში) ოქმის მიხედვით, სოფელ ბ-------–--–- გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, წყაროს მოპირდაპირე მხარეს, გზის მარჯვენა მხარეს გ---------------–---–-სგან ამოღებულ იქნა „ტ---------“ მარკის ავტომანქანა, ს/ნ Z--------. ჩხრეკაც და ამოღებაც ჩაატარა გამომძიებელმა ბ------------–--------, კ-------------–---–--ა და მ-----–-----–--–---–-- მონაწილეობით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების (ჩატარდა 2019 წლის 12 მარტს 18:40-19:25 საათების პერიოდში) ოქმის მიხედვით, დათვალიერდა ფ------------------–---- მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილია რკინის მილებზე დამაგრებული მავთულბადით. ნაკვეთში შესასვლელი კარი დაშლილია, მავთულბადე გახსნილია და ხის ძელები დაყრილია იქვე. ნაკვეთში მიწას ეტყობა მილების ამოღების კვალი, რის შედეგადაც ნიადაგში დარჩენილია 7 მცირე ზომის ორმო. აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 15-20 მეტრში მდებარეობს წყარო, რომლის წინაც გადის ცენტრალური საავტომობილო გზა. მიწის ნაკვეთიდან იმ ადგილამდე, სადაც გაჩერებული იყო ავტომანქანა, დაახლოებით 150 მეტრია. ოქმს ერთვის ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია მოშლილი ღობე და ორმოები (დათვალიერების ჩამტარებელი პირი - მ---------------–---–-, მონაწილე პირები - ი-----–--–-------, ა-–-----------–-–---–- (ექსპერტები) და ფ------------------–---). საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის #------------) მიხედვით, ფ------------------–---- სახელზე თ------–------- რაიონის სოფელ ბ-------–--–- ირიცხება 5367 კვ.მ. მიწის ნავეთი, ს/კ 8-------.1--. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმისა და ამოცნობის ოქმების მიხედვით, ცალ-ცალკე აღიწერა ყველა მილი და წარედგინა ფ------------------–----, რომელმაც შვიდივე ამოიცნო შესაბამისი ნიშნებით. 2019 წლის 1--------–-- საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის #------ დასკვნის მიხედვით, 7 მილის საბაზრო ღირებულება 32,34 ლარია. ადგილმდებარეობის დათვალიერების (14.03.19) ოქმის მიხედვით, დათვალიერდა თ-----------------–---–-ს მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილია მავთულბადით, რაც დამაგრებულია ბეტონის კონსტრუქციითა და ლითონის მილებით და დაზიანების კვალი არ აღენიშნება. ზ------------ რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- #--------- განაჩენით, საპროცესო შეთანხმებით, გ---------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შთანთქმის პრინციპით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 10000 ლარი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2015 წლის 6 ოქტომბრიდან იმავე წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები მხარეებმა უდავო გახადეს.

 

3.3.3. ნ---------–---–---–-- (ასურეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) განმარტებით, სამუშაო დღე იყო, ხ-------–----–---–---- ერთად იმყოფებოდა სოფელ მ-------- ტერიტორიაზე. ფ------------------–---, რომელიც ადრეც არაერთხელ დაკავშირებია დახმარების თხოვნით, დაუკავშირდა და უთხრა, რომ მილები მოპარეს და ხედავდა თუ როგორ ალაგებდნენ ავტომანქანაში, მილები ეწყო ბეტონის ჯებირთან და სთხოვა დახმარება. მაშინვე გაემართნენ ბ-------–--- მიმართულებით, მაქსიმუმ 5 წუთი დასჭირებოდათ მისასველად, ბ-------–--- გადასახვევამდე 1 კოლომეტრი იყო, ხოლო გადასახვევიდან შემთხვევის ადგილამდე 3-4 კილომეტრი. წყაროსთან დაახლოებით 150 მეტრში იდგა ლურჯი ფერის ავტომანქანა, გადმოსვლისას გ---------------–---–-- საბარგული დაკეტა, იკითხეს რას აკეთებდნენ ვის მილებს ალაგებდნენ, რაზეც გ---------------–---–-- უთხრა, რომ იმედი ჰქონდა ჟანგიანი მილების გამო არ დაიჭერდნენ. მანქანაში უკვე იდო 7 მილი. მორიგეს გადასცა ინფორმაცია, მივიდნენ გამომძიებლები და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. ბრალდებულები ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ თ--------- უნდა აეღო თავის თავზე, რადგან გ------- ნასამართლევი იყო. ამის შესახებ ვინაიდან პროცესზე ჰკითხა პროკურორმა ამიტომ აღნიშნა, გამომძიებელს შეკითხვა არ დაუსვია ამის შესახებ. მოწმის განმარტებით, მისი შეცდომა იყო, რომ გამომძიებელთან არ თქვა აღნიშნული, ახლა გაახსენდა რომ ასეთი საუბარი იყო. თავად მალევე დაბრუნდა უკან, ვინაიდან მ---------------–---–-სთვის ჩვენება უნდა მიეცა, დაკავებით არ დაუკავებიათ, ვინაიდან გაქცევის მცდელობა არ ყოფილა. ხ-------–----–---–-- (ასურეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) განმარტებით, 2019 წლის 12 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და სოფელ მ-------- მიმდებარედ იმყოფებოდა სამსახურებრივი ავტომანქანით ნ---------–---–---–---- ერთად, რა დროსაც ნ----- ტელეფონზე დაურეკეს, რის გამოც სასწრაფოდ წავიდნენ სოფელ ბ-------–--–-, ვინაიდან დაზარალებულის განცხადებით მისი მიწის ნაკეთის ღობიდან მილები იყო მოპარული და გ---------------–---–- ალაგებდა ავტომანქანაში. ბ-------–--- გადასახვევამდე 2 კმ. იქნება, ხოლო გადასახვევიდან სოფელ ბ-------–------ 3-4 კმ. დაახლოებით 10 წუთი მაინც დასჭირდებოდათ მისასვლელად (შეიძლება ნაკლები ან მეტი, ზუსტად არ ახსოვს რამდენ წუთში მივიდნენ). ადგილზე რომ მივიდნენ ბრალდებულებს უკვე ჩალაგებული ჰქონდათ მილები, რომელთა ბოლოები ტალახიანი იყო, თ-------- იქვე იდგა, გ-------მ საბარგული დაახურა და გაჩერდა იქვე. ჰკითხეს მილების თაობაზე, გ---------------–---–-- უთხრა, რომ მისი იყო, სიმამრისგან გაიგო, რომ დაკარგული ჰქონდა და იფიქრა მისი იყო და ატანა გადაწყვიტეს. მიწის ნაკვეთიდან 100-150 მეტრის მოშორებით იყვნენ. ნ---------–---–---–-- დარეკა პოლიციის განყოფილებაში, მალევე მივიდნენ სხვა თანამშრომლები, ოთხნი და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, თავად დაიკითხა მოწმის სახით და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ადგილზე იმყოფებოდა ბრალდებულები რომ წაიყვანეს, როგორც ახსოვს ადგილზე დააკავეს, თუმცა ზუსტად არ იცის. მოწმემ დაცვის მხარის შეკითხვაზე გაიხსენა, რომ თავად წაიყვანა ბრალდებულები, რამდენიმე მიმართულებით ატარეს, ტყეშიც იყვნენ გაჩერებულები, ვინაიდან მიყვანის ადგილი შეიცვალა და ზუსტ მითითებებს ელოდებოდა. თ-----------------–---–- ეუბნებოდა გ------- ა------–---–-, რომ თუ რამე მოხდებოდა მისი იყო ეს მილები, რადგან ის პირობითის ქვეშ იყო და დაუმძიმდებოდა მდგომარეობა. არ ახსოვს მისი ხელმეორე გამოკითხვა რატომ გახდა საჭირო, არ ახსოვს, რომ მეორე გამოკითხვისას აღნიშნა ბრალდებულებს შორის ამგვარი საუბარი. მოწმის განმარტებით, სულ ამ თემაზე არ საუბრობდნენ და მხოლოდ ერთხელ ისაუბრეს ამ თემაზე ავტომანქანაში, თუმცა რა ადგილას არ ახსოვს. ნ---------–---–---–- იმ მანქანაში არ იმყოფებოდა. მეორე დღეს რომ დააფიქსირა ასეთი საუბრის შესახებ იმით ხსნის, რომ შეიძლება მეორე დღეს გაახსენდა აღნიშნული. მოწმე კატეგორიულად უარყოფდა მის მიერ ბრალდებულების დაკავებას, თუმცა მას შემდეგ რაც დაცვის მხარემ წარუდგინა დაკავების ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ თ-----------------–---–- მისი დაკავებულია, არც მაშინ დაუდასტურებია, აღნიშნა, რომ არ ახსოვს და არც დაკავების ოქმის შედგენა ახსოვს.

 

3.3.4. თ-----------------–---–-ს განმარტებით, ყოველ დილით საქონელი ჩაჰყავს წყალზე, უკან ამოყვანისას საქონელი იფანტება და აგროვებს ხოლმე. იმ დღეს ჯებირთან ეყარა დაჟანგებული მილები. იფიქრა, რომ მანქანით ჩავიდოდა და წაიღებდა. პაპა იყო გარდაცვლილი და სახლში რომ ავიდა, მამამისი მანქანით იყო წასული, ამიტომ გ------- ა------–---–- სთხოვა დახმარებოდა თავისი მილების ამოტანაში. თავად ფეხით ჩავიდა მილებამდე. 2-3 წუთი დასჭირდათ მილების ჩასაწყობად, როგორც კი დააფარეს საბარგული, პოლიცია მივიდა. უთხრა, რომ მისი მილები იყო, ხოლო მათ უთხრეს, რომ ფ------------------–---- იყო. შემდეგ სხვა თანამშრომლებიც ავიდნენ, წაიყვანეს კ------ მიმართულებით, შემდეგ ისევ თ------–------- მიმართულებით, მანამდე ე.წ. „დ--------“ ტყეში ჰყავდათ გაჩერებული დაახლოებით 2 საათი, ისევ აიყვანეს შემთხვევის ადგილზე, მანქანიდან არ გადმოუყვანიათ, რაღაც ფურცლები მიაწოდეს და ხელი მოაწერინეს უთხრეს, რომ მანქანის ჩხრეკა იყო. ბრალდებულის განმარტებით, ვერ წარმოიდგენდა, რომ მილები ფ------------------–---- ეკუთვნოდა. ეს უკანასკნელიც მივიდა შემთხვევის ადგილზე. ბრალდებული უარყოფს გ---------------–---–---- საუბარს დანაშაულის თავის თავზე აღების თაობაზე, ამ უკანასკნელს მხოლოდ იმას ეუბნებოდა, რომ ყველაფერი გაირკვეოდა. თ-----------------–---–-- გამორიცხა პირადი ჩხრეკის ჩატარების ფაქტი. ბრალდებულმა გ---------------–---–-- დუმილის უფლებით ისარგებლა.

 

3.3.5. სასამართლოს შეფასებით, არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ გ---------------–---–- და თ-----------------–---–- აღნიშნულ მილებს უშუალოდ ფ------------------–---- ნაკვეთიდან დაეუფლნენ. პირველი შემსწრე თავად დაზარალებულია, რომლის განმარტებითაც მან მისი ნაკვეთიდან 150 მეტრში შენიშნა მილებიც და ბრალდებულებიც. ასევე შეუძლებელია იმის უტყუარი დადასტურება, რომ მილები ახალი ამოღებული იყო მიწიდან ან ბრალდებულებზე რაიმე კვალი იყო, რაც მიანიშნებდა სწორედ მათ მიერ მილების მიწიდან ამოღებას. სხვათა შორის ფოტოსურათებზე არც თუ ისე პატარა ორმოები ჩანს, ამასთან არც მილებია პატარა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ მილებზე ბადე იყო შემოვლებული, მაშინ გარკვეული ნიშანი მაინც უნდა აღმოეჩინა ბრალდების მხარეს იმისა, რომ სწორედ ბრალდებულებმა დაშალეს ეს ღობე და გადაადგილეს იმ ადგილამდე, საიდანაც დატვირთეს ავტომანქანაში. აღნიშნულის თაობაზე არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ამასთან უტყუარად დასტურდება, რომ აღნიშნული მილები სწორედ ფ------------------–---- ეკუთვნის და არა რომელიმე ბრალდებულს, რასაც ასევე ადასტურებს ბრალდებული თ-----------------–---–-.

 

3.3.6. სასამართლო ასევე ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ არცერთი უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ გ---------------–---–- დაეუფლა აღნიშნულ მილებს, ვინაიდან მხოლოდ მისი ადგილზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ იგი მათ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ბრადებულ თ-----------------–---–-ს განმარტებით მან სთხოვა გ------- ა------–---–- დახმარება საკუთარი მილების ამოტანაში, ვინაიდან თავიანთი მანქანა არ დახვდა სახლში და, ბუნებრივია, აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება, მით უმეტეს, იმის კატეგორიულად თქმა, რომ გ---------------–---–-- დადასტურებით იცოდა თ-----------------–---–-ს ან ზოგადად მათ მიერ სხვისი ნივთების დაუფლების შესახებ, წარმოუდგენელია. აღნიშნულთან დაკავშირებით ეჭვის გამყარება ბრალდების მხარემ სცადა ინსპექტორ გამომძიებლების - ნ---------–---–---–--ა და ხ-------–----–---–-- ჩვენებებით. როგორც ნ---------–---–---–-- სასამართლო სხდომაზე განმარტა ბრალდებულები დანაშაულის თ-----------------–---–-ს მიერ აღებაზე და ამით გ---------------–---–-ს ამ სიტუაციიდან „დაძვრენაზე“ გამუდმებით საუბრობდნენ, თუმცა მაშინ გაუგებარია ამის შესახებ მხოლოდ ხ-------–----–---–-- რატომ განაცხადა ისიც მეორე გამოკითხვისას. ისიც ნიშანდობლივია, რომ თუკი ხ-------–----–---–- და ნ---------–---–---–- იყვნენ პირველი პირები ვისაც კონტაქტი ჰქონდათ ბრალდებულებთან, ხოლო ნ---------–---–---–-- მალევე დატოვა ბ-------–-- და მას შემდეგ არ ჩართულა გამოძიების პროცესში და ამასთან აცხადებდა, რომ ბრალდებულები გამუდმებით ამაზე საუბრობდნენ, გაუგებარია ხ-------–----–---–-- განმარტება, რომ ამგვარი შეთანხმება ბრალდებულებს შორის მხოლოდ ერთხელ მოისმინა ისიც ავტომანქანაში და ნ---------–---–---–-- დაუსწრებლად, რაც კიდევ უფრო საეჭვოს ხდის ამ მოცემულობას. სასამართლო არასარწმუნოდ მიიჩნევს ნ---------–---–---–-- განმარტებას ამ საკითხზე, თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ სასამართლო სხდომაზე როდესაც იგი ფაქტობრივად არჩევანის წინაშე იდგა რა დაესახელებინა იმის მიზეზად, რომ მან როგორც პოლიციის თანამშრომელმა საქმის გამოძიების ეტაპზე არაფრად მიიჩნია და არ აღნიშნა გამოკითხვისას, ან მას შემდეგ, ასეთი საუბრების მის მიერ მოსმენის შესახებ, უბრალოდ აირჩია ვარიანტი, რომ ახლა გაახსენდა პროკურორის შეკითხვაზე, რაც ბუნებრივია, სასამართლოსთვის ვერ იქნება სანდო პასუხი. საბოლოო ჯამში, სასამართლო თავის დასკვნას რაიმე ფაქტის უტყარობასთან დაკავშირებით ვერ დაამყარებს მხოლოდ ერთი პოლიციელის განაგონზე, რომელსაც ისიც კი არ ახსოვს დააკავა თუ არა ბრალდებული, რასაც კატეგორიულად უარყოფდა, მით უმეტეს, გამორიცხავდა დაკავების ოქმის შევსებას, და საერთოდ, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას მაშინ, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები საწინააღმდეგოზე მეტყველებს. მით უმეტეს ზედმეტია საუბარი თ-----------------–---–-სა და გ---------------–---–-ს წინასწარ შეთანხმებაზე 32 ლარიანი მილების დასაუფლებლად.

 

3.3.7. რაც შეეხება დანაშაულის ჩდენის დროს, აღნიშნულ საკითხზე მნიშვნელოვანია დაზარალებულის განმარტება, რომ დაახლოებით 13:00 საათზე დაინახა ბრალდებულები, ხოლო ამ მომენტიდან მაქსიმუმ 10 წუთში მივიდა პოლიცია. ნ---------–---–---–-- განმარტებით დიდი ხანი არ გაჩერებულა (დაახლოებით 40 წუთი) ადგილზე და მალევე წავიდა პოლიციის განყოფილებაში გამოსაკითხად, ხოლო იგი გამოკითხულია 2019 წლის 12 მარტს 14:50-15:15 საათების პერიოდში, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დანაშაულის ჩადენის დრო დაახლოებით 14:00 საათია.

 

3.3.8. სასამართლო გვერდს ვერ აუვლის გამოძიების იმ ხარვეზებს, რომელსაც ამ საქმეში ჰქონდა ადგილი და რაზეც დაცვის მხარემაც გაამახვილა ყურადღება. პირველ რიგში, ეს ეხება ბრალდებულების დაკავებას, რაც ხ-------–----–---–-- და ნ---------–---–---–-- არ ჩათვალეს საჭიროდ თავიდანვე, თუმცა როგორც ჩანს ხ-------–----–---–-- მაინც დააკავა თ-----------------–---–- ადგილზე რამდენიმე საათის შემდეგ - 15:25 საათზე. აღნიშნულიდან მხოლოდ 2 საათის შემდეგ ხდება ავტომანქანის ჩხრეკა და ამოღება დაკავებული გ---------------–---–-ს მონაწილეობით 17:15-18:15 საათის პერიოდში, ხოლო შემთხვევის ადგილი კი ამის შემდეგ დათვალიერდა. გაუგებარია იმ ფონზე, როცა რამდენიმე წუთში დამატებით 4 გამომძიებელი მივიდა შემთხვევის ადგილზე, რას მოქმედებდნენ ისინი დაახლოებით 4 საათის განმავლობაში. ისიც აღსანიშნავია, რომ დაზარალებული ბრალდებულების დაკავების შემდეგ მალევე გამოკითხეს, რაც ხელშემშლელი გარემოება ვერ გახდებოდა. ისიც ნიშანდობლივია, თუ რატომ უარყოფდა ხ-------–----–---–- ბრალდებულების დაკავებაში მონაწილეობას და ის თუ საერთოდ როგორ ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, რასთან დაკავშირებითაც სერიოზული კითხვის ნიშნები გაჩნდა თ-----------------–---–-ს დაკითხვის შემდეგ, ისევე როგორც ბრალდებულების პირადი ჩხრეკის თაობაზე, თუმცა სასამართლო აღნიშნულზე აღარ შეჩერდება, რადგან თავისთავად თ-----------------–---–-ს მიერ მილების დაუფლების ფაქტში მცირეოდენი ეჭვის შეტანის საფუძველიც კი არ არსებობს. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულებს მოუწყვეს აღნიშნული, რისი დადასტურებაც მოცემული მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლებელია და თანაც არალოგიკურია იმ მოქმედებების გაანალიზების ფონზე, რაც ბრალდების მხარემ განაცხორციელა.

 

3.3.9. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ (2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, #1\1\548, პარ II-44-45) აღნიშნა, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს.

 

3.3.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ გ---------------–---–---- მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის მიერ წინამდებარე განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებულ გარემოებებს. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, კი ასეთი არაერთი ეჭვის წამოჭრაა შესაძლებელი, რომელთა შესახებ სასამართლომ ზევით უკვე ისაუბრა. ამასთან თ-----------------–---–---- მიმართებით დასტურდება განაჩენის 1.2. პუნქტში აღნიშნული გარემოებების განხორციელება მხოლოდ თ-----------------–---–-ს მიერ და იმ განსხვავებით, რომ ისინი დაუფლებულ არ იქნა უშუალოდ ფ------------------–---- მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 14:00 საათზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს შეფასებით, ერთი მხრივ, არ დადასტურდა გ---------------–---–-ს მიერ ქურდობა, ესე იგი, სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც ავტომატურად გულისხმობს თ-----------------–---–-ს მიერ ქურდობის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განუხორციელებლობას, ამასთან სასამართლო აღარ აფასებს არაერთგზის დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან ზოგადად ქმედების განხორციელება ვერ დადასტურდა. მეორე მხრივ, თ-----------------–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებით - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის ფარული დაუფლებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათალისწინებული დანაშაული.

 

4.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.3. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა გ---------------–---–-სა და თ-----------------–---–-ს მიერ ქურდობის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რის გამოც გ---------------–---–- უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, თ-----------------–---–-ს ქმედება უნდა გადაკვაიფიცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისი დაამტკიცებაც ბრალდების მხარემ შესძლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ამიტომ თ-----------------–---–- ამ ნაწილში ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ თ-----------------–---–-ს ქმედება უნდა შეფასდეს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით (დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე), რადგან სასამართლო ვერ მიიჩნევს ჩადენილ ქმედებას მცირემნიშვნელოვნად, თუნდაც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთების ღირებულების, მათი რაოდენობისა და დანიშნულების გათვალისწინებით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. თ-----------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს მის მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი ნაწილის აღიარებას, ზიანი ანაზღაურებულია და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს მის მიმართ, არის ახალგაზრდა, ხასიათდება დადებითად.

 

5.2. თ-----------------–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

6.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია დანაშაულის პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

6.3. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას - ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. სასამართლო ითვალისწინებს შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე იმ გარემოებას, რომ თ-----------------–---–- ეწევა ბიზნესს სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, არ არის ნასამართლევი და მიაჩნია, რომ შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა არ იქნება ადეკვატური სასჯელის ღონისძიება, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულ იქნეს ჯარიმა. სსკ-ის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. სასამართლოს შეფასებით, მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება ავტომატურად არ გულისხმობს მის მსუბუქ ზომასაც, მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენების პირობებში მნიშვნელოვანია მისი ოდენობის იმდაგვარი განსაზღვრა, რომ პროპორციულობა იქნეს დაცული დანაშაულის სიმძიმესა და მსჯავრდებულის მატერიალურ მდგომარეობასთან მიმართებით, რამაც, თავის მხრივ, უნდა განაპირობოს სასჯელის მიზნების ადეკვატური განხორციელება. ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ 6000 ლარიანი ჯარიმა საკმარისია თ-----------------–---–---- მიმართებით. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან. თ-----------------–---–- დაკავებულ იქნა 2019 წლის 12 მარტს, ხოლო პატიმრობიდან გათავისუფლდა 18 ივნისს. ამიტომ, თ-----------------–---–-ს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით მას საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---------------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გაუქმდეს გ---------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ------- ა------–---–- უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. თ-----------------–---–-ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

5. თ-----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარი.

 

6. გაუქმდეს თ-----------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში 2000 ლარის ნაწილში ყადაღა მოეხსნას დ--------------–---–-- (პ/ნ 2----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: თ------–------- რაიონის სოფელ ბ-------–--–-, დაზუსტებული ფართობი - 100000 მ2, ს/კ 8-----------.

 

7. ნივთმტკიცებები: ლითონის მილები და ავტომანქანა „ტ-----------------“ ს/ნ Z--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაცო წესით, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თ------–------- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი