გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№030210019002822989
№2/39-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 ივნისი 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე მ------- ს-----–------
წარმომადგენელი ნ---- ბ-----
მოპასუხე გ------ ს-----–----
წარმომადგენელი ა--- ბ-----
მესამე პირი მ------------- და მ----------–----- ო-------
წარმომადგენელი შ------- ღ-----
დავის საგანი მშობლის უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე გ------ ს-----–----ს არასრულწლოვანი შვილების: ქ--------- ს-----–------- (პირადი ნომერი 4----------, დაბადებული: 2--- წლის 1- ი-----) და ლ---- ს-----–----ს (პირადი ნომერი 4----------, დაბადებული 2--- წლის 0- თ--------–-) მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი შემდეგი უფლებები: კერძოდ, ქ--------- ს-----–------- (დაბადებული: 2--- წლის 1- ი-----) და ლ---- ს-----–----ს (დაბადებული 2--- წლის 0- თ--------–-) პასპორტის გაცემაზე მამის თანხმობისა და მათი საზღვარგარეთ, კერძოდ, ს-----------–-, ერთჯერადად გაყვანაზე, მამის თანხმობის უფლება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მ------- ს-----–------- და გ------ ს-----–----ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ქ--------- ს-----–------(პირადი ნომერი 4----------, დაბადებული 2--- წლის 1- ი-----) და ლ---- ს-----–---- (პირადი ნომერი 4----------, დაბადებული 2--- წლის 0- თ--------–-). თანაცხოვრების პერიოდში ისინი ცხოვრობდნენ ქ. ფოთში, 9-------–-- ხ------ N1-/1--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხის ძმის - გ-------– ს-----–----ს სახელზე. ხასიათების შეუთავსებლობისა და ხშირი კონფლიქტის გამო მხარეები 2014 წლის 21 ივლისს განქორწინდნენ. მოსარჩელე 2019 წლის იანვარში გაემგზავრა ს-----------–-, სამუშაოდ, ბავშვებს დედასთან ს-----------–- გამგზავრების სურვილი აქვთ, მაგრამ მამა - გ------ ს-----–---- არ აძლევს მათ დედასთან გამგზავრების უფლებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარე სარჩელს არ ცნობს.
3. მ------------- და მ----------–----- ო-------ს პოზიცია
მესამე პირის - ს--- ს--–---–----- მ-------------- ს---------- ფ------ ს----–---- გ---------–---- 2019 წლის 21 ივნისის N0--0--0-/1-3- დასკვნის მიხედვით, ბავშვებს დავის არსთან დაკავშირებით შემდეგი ტიპის პოზიცია აქვთ: მათ სურვილი აქვთ წავიდნენ დედასთან ს-----------–- ერთი თვით. ამ საკითხზე რადგან მამასთან კომპრომისის მიღწევა შეუძლებელი გახდა, ბავშვები თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას მამის მიმართ აშკარად ამჟღავნებენ, რის გამოც გადაწყდა მათი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ინტერვიუს მსვლელობისას ქ---------ს გამძაფრებული ემოციური მდგომარეობის დამადასტურებელი იყო ის ფაქტი, რომ საუბრისას იგი ცრემლებს ვერ იკავებდა, რის გამოც ინტერვიუ რამდენჯერმე შეწყდა ბავშვის დამშვიდების მიზნით. იგი აღნიშნავდა, რომ დედას ესაუბრება ყოველდღიურ რეჟიმში სკაიპით, ძალიან ენატრება და სურვილი აქვს მასთან გაემგზავროს ერთი თვით, აღნიშნულს ეთანხმება ლ----ც.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1.მ------- ს-----–------- და გ------ ს-----–----ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 1- ი----- დაბადებული ქ--------- ს-----–------ და 2--- წლის 0- თ--------–- დაბადებული ლ---- ს-----–----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობები
4.1.2. მხარეები, მ------- ს-----–------ და გ------ ს-----–---- რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი)
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1.ს--- ს--–---–----- მ-------------- ს---------- ფ------ ს----–---- გ---------–---- 2019 წლის 21 ივნისის N0--0--0-/1-3- დასკვნის მიხედვით, ბავშვებს სურვილი აქვთ წავიდნენ დედასთან ს-----------–- ერთი თვით. ამ საკითხზე რადგან მამასთან კომპრომისის მიღწევა შეუძლებელი გახდა, ბავშვები თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას მამის მიმართ აშკარად ამჟღავნებენ, რის გამოც გადაწყდა მათი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ინტერვიუს მსვლელობისას ქ---------ს გამძაფრებული ემოციური მდგომარეობის დამადასტურებელი იყო, ის ფაქტი, რომ საუბრისას იგი ცრემლებს ვერ იკავებდა, რის გამოც ინტერვიუ რამდენჯერმე შეწყდა ბავშვის დამშვიდების მიზნით. იგი აღნიშნავდა, რომ დედას ესაუბრება ყოველდღიურ რეჟიმში სკაიპით, ძალიან ენატრება და სურვილი აქვს მასთან გაემგზავროს ერთი თვით, აღნიშნულს ეთანხმება ლ----ც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს--- ს--–---–----- მ-------------- ს---------- ფ------ ს----–---- გ---------–---- 2019 წლის 21 ივნისის N0--0--0-/1-3- დასკვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები, "ბავშვთა უფლების შესახებ" კონვეცია (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში)
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მ------------- და მ----------–----- ო------- ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მ------- ს-----–------- და გ------ ს-----–----ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 1- ი----- დაბადებული ქ--------- ს-----–------ და 2--- წლის 0- თ--------–- დაბადებული ლ---- ს-----–----.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა და მოსარჩელისათვის მოპასუხის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი ქ--------- ს-----–------- და ლ---- ს-----–----ს საზღვარგარეთ გაყვანის უფლების მინიჭება.
,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად: 1. 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.
მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია (21.04.1994წ.), რომლის მე-3 მუხლის თანახმად,1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.
ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე N41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას აღნიშნავს, რომ საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
მშობლები უნდა ცდილობდნენ უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის მშვიდი გარემო. მშობლებს ეკისრებათ პასუხიმგებლობაც მათი კონფრონტაციის ასახვის გამოც ბავშვის ფსიქიკასა და შესაბამისად მის განვითარებაზეც. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვების ინტერესებისათვის მიზანშეწონილია მათი გამგზავრება დედასთან საზღვარგარეთ. სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას იცხოვროს შვილთან, წარმოადგინოს ბავშვის ინტრესები, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს.
სასამართლოს არაერთი ძალისხმევა საქმე მორიგებით დაესრულებინა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა მხარეებისათვის, უშედეგოდ დასრულდა.
ა------ ტ--------------–- ს-----------–--- დ------------- 2019 წლის 31 მაისის წერილის მიხედვით, ჟ------ გ--–-------- ს------------- ე------–---- და ი--------–--- ტ--------------–- ს-----------–--- დ------------, ადასტურებს, რომ ს-----–------ მ-------სა და ბ------- ლ-–-- მიეცათ თავშესაფარი და დაბინავებული არიან, ამიტომ ის ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას, რომ მ------- ს-----–------- შვილები ჩამოვიდნენ დედასთან სტუმრად ერთი თვით.
ა------ ტ--------------–- გ------------- 2019 წლის 17 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული წერილის თანახმად, ჟ------ გ--–------, ს------------- ი------–---- და ი--------–--- ტ--------------–- ოფისის დ------------ ადასტურებს, რომ მ------- ს-----–------ და ლ-–- ბ------- ღებულობენ 700-დან 800 ევრომდე თვეში და თავშესაფრად მიცემული აქვთ ბინა შემდეგ მისამართზე: ბინა B---, 3--–--- ქუჩა, 8---- ბ----. ჟ------ გ--–------, ადასტურებს, რომ მ------- ს-----–------- მცირეწლოვანი შვილები დაბრუნდებიან ს----------–--–- სასამართლოს მიერ დადგენილ დღეს და ბავშვებს დედასთან ვიზიტისას არ დაემუქრებათ საფრთხე და მათი უფლებები იქნება დაცული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოპასუხე გ------ ს-----–----ს (პირადი ნომერი 3----------) არასრულწლოვნების: ქ--------- ს-----–------- (პირადი ნომერი 4----------, დაბადებული 2--- წლის 1- ი-----) და ლ---- ს-----–----ს (პირადი ნომერი 4----------, დაბადებული 2--- წლის 0- თ--------–-) მიმართ უნდა შეეზღუდოს შემდეგი უფლებები: ქ--------- ს-----–------- (პირადი ნომერი 4----------, დაბადებული 2--- წლის 1- ი-----) და ლ---- ს-----–----ს (პირადი ნომერი 4----------, დაბადებული 2--- წლის 0- თ--------–-) პასპორტის გაცემაზე მამის თანხმობისა და მათი საზღვარგარეთ, კერძოდ, ს-----------–- გაყვანაზე მამის თანხმობის უფლება, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით შეძლოს (დედამ) შვილების ერთჯერადად 01 (ერთი) თვით საზღვარგარეთ გაყვანა და შემოყვანა, მშობლების ან მამის ან დედის მხრიდან სანდო (მინდობილი) პირის მეშვეობით (ს-----------–- დედაზე ჩაბარებით).
ამდენად, არასრულწლოვანი ქ--------- ს-----–------- და ლ---- ს-----–----ს უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მოპასუხე გ------ ს-----–----ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, რაც შეესაბამება არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს და კანონით დაცულ უფლებებს. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მ------------- და მ----------–----- ო-------ს დასკვნის, ბავშვების ასაკის გათვალისწინებით, არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მოპასუხე გ------ ს-----–----ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში.
8. საპროცესო ხარჯები
მხარეები სახ. ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ------- ს-----–------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე გ------ ს-----–----ს (პირადი ნომერი 3----------) არასრულწლოვნების: ქ--------- ს-----–------- (პირადი ნომერი 4----------, დაბადებული 2--- წლის 1- ი-----) და ლ---- ს-----–----ს (პირადი ნომერი 4----------, დაბადებული 2--- წლის 0- თ--------–-) მიმართ შეეზღუდოს შემდეგი უფლებები: ქ--------- ს-----–------- (პირადი ნომერი 4----------, დაბადებული 2--- წლის 1- ი-----) და ლ---- ს-----–----ს (პირადი ნომერი 4----------, დაბადებული 2--- წლის 0- თ--------–-) პასპორტის გაცემაზე მამის თანხმობისა და მათი საზღვარგარეთ, კერძოდ, ს-----------–- გაყვანაზე მამის თანხმობის უფლება, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით შეძლოს (დედამ) შვილების ერთჯერადად 01 (ერთი) თვით საზღვარგარეთ გაყვანა და შემოყვანა, მშობლების ან მამის ან დედის მხრიდან სანდო (მინდობილი) პირის მეშვეობით (ს-----------–- დედაზე ჩაბარებით).
3. მხარეები სახ. ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე