გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
330210018002773554
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2/36691-20-8 31 მაისი 20-9 წელი

ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

სხდომის მდივანი მარი კირვალიძე

 

მოსარჩელე წარმომადგენლები ს.ს. ,,ს----------–---------“ ლ-------------

მოპასუხეები: 1. ბ------------–-–---–ი 2. ლ---–-------–-–---–ი 3. გ-------------–-–---–ი 4. ი----------------ი

დავის საგანი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს ს.ს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 31 მარტის #S----0--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #3------) და 20-5 წლის 2- თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან (დანართის #GAI0580-3-#2474972, სესხის #2474972) გამომდინარე დავალიანების 50 538,62 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 42 223,0- აშშ დოლარს, პროცენტი _ 61-7,36 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო _2000 აშშ დოლარს, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო _ 208,20 აშშ დოლარს. 1.2 ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს ს.ს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 31 მარტის #S----0--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #3------) გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე (42137 აშშ დოლარი და 38 ცენტი) წლიური 9%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1- (ათი) აშშ დოლარს და 3-(ოცდაცხრამეტი) ცენტს, სარჩელის აღძვრიდან _ 20-8 წლის 19 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 1.3 ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს ს.ს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 31 მარტის #S----0--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #3------) და 20-5 წლის 2- თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან (დანართის #GAI0580-3-#2474972, სესხის #2474972) გამომდინარე სესხის ძირითად თანხაზე (42223.0- აშშ დოლარი) და დარიცხულ პროცენტზე (61-7.36 აშშ დოლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 24 (ოცდაოთხი) აშშ დოლარს და 20(ოცი) ცენტს, სარჩელის აღძვრიდან _ 20-8 წლის 19 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 1.4 გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს #3-.0-.2-.1--.0-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქ.ტ------––-, კ---------------ას ქუჩა N-1-ში მდებარე უძრავი ქონების და N0-.1-.0-.0--.0--.0-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქ. თ---–--–ი, დ---------------------–---–ი, დ-----------------------–-ს ქუჩა N---ში მდებარე N-- ბინის რეალიზაცია. 1.5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს ი----------------ის, გ-------------–-–---–ის და ბ------------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე. მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, 20-5 წლის 2- თებერვალს ს.ს. ,,ს----------–--------ს’’, როგორც გამსესხებელს და მოპასუხეებს - ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს, როგორც თანამსესხებლებს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ #GAI0580-3 ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით. საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა განისაზღვრა 300 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0-48 %, პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის (ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი) 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად და საფუძველზე ბანკსა და მოპასუხეებს, როგორც თანამსესხებლებს შორის 20-6 წლის 31 მარტს დამატებით გაფორმდა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #S----0---, რომლის საფუძველზეც გაიცა სარგებლიანი სესხი 43 800 აშშ დოლარის ოდენობით (სესხი ჩაირიცხა გ-------------–-–---–ის ანგარიშზე, სესხის #3------). კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 180.2 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი _ 9%, სესხის გაცემის საკომისიო _ სესხის 0,5 %, მინიმუმ 0 ლარი, პირგასამტეხლო _ 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაზღვევის მართვის საკომისიო _0,38%. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად, მხარეებს შორის 20-5 წლის 2- თებერვალს დამატებით გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების GAI0580-3 დანართი #GAI0580-3-2474972, რომლითაც შეთანხმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული პირობები, კერძოდ, შეთანხმების თანახმად, საბანკო მომსახურების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონების დაზღვევისთვის აუცილებელი თანხები ბანკმა თანამსესხებლებზე გასცა სესხის სახით. დაზღვევისთვის კრედიტის ოდენობის მაქსიმალურ ზღვარად განისაზღვრა: 607,5 აშშ დოლარი, მაქსიმალურ ვადად 300 თვე, წლის განმავლობაში ავტომატურად გაცემული თითოეული ტრანშის მაქსიმალურ ოდენობად 124,5 აშშ დოლარი; წლიური საპროცენტო სარგებელი 18%, პირგასამტეხლო_ ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ბანკმა სესხის სახით თანამსესხებლებზე გასცა 124,5 აშშ დოლარი (სესხის #2474972). საბანკო მომსახურების შესახებ #GAI0580-3 და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 20-5 წლის 2- თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები და პირველი რიგის იპოთეკით დაიტვირთა რამდენიმე ქონება, მათ შორის: ქ. ტ------––-, კ---------------ას ქ. N-1 (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 3-.0-.2-.1--.0-.5--), უძრავი ქონების მესაკუთრე სარჩელის აღძვრის დროისათვის - ლ---–-------–-–---–ი, იპოთეკის _ ხელშეკრულების #SAI0580-4; - ქ. თ---–--–ი, დიდი დიღმის დასახლება, დ-----------------------–-ს ქ. #24, ბინა #-- (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-.1-.0-.0--.0--.0-.0--), უძრავი ქონების თანამესაკუთრეები სარჩელის აღძვრის დროისათვის _ ი----------------ი და გ-------------–-–---–ი, იპოთეკის ხელშეკრულების #SAI0580-7. მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებების პირობები და გადახდის გრაფიკები, თანამსესხებლებმა უზრუნველყოფილ სესხებზე გადააცილეს ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. კერძოდ, მოპასუხეებს გადახდა შეწყვეტილი აქვთ: #3------ სესხზე - 20-8 წლის 22 ივნისიდან, ხოლო #2474972 სესხზე _ 20-7 წლის 31 ივლისიდან. სარჩელის შეტანის ეტაპზე (20-8 წლის 19 დეკემბერი) მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს #2474972 სესხზე: 297,67 აშშ დოლარს, საიდანაც ვალდებულების ძირითადი თანხა შეადგენს 85,68 აშშ დოლარს, პროცენტი 22,98 აშშ დოლარს, დარიცხული პირგასამტეხლო 189,0- აშშ დოლარს და ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო – 0 აშშ დოლარს; . #3------ სესხზე: 57 40-,56 აშშ დოლარს, საიდანაც ვალდებულების ძირითადი თანხა შეადგენს 42 137,38 აშშ დოლარს, პროცენტი 6084,38 აშშ დოლარს, დარიცხული პირგასამტეხლო 8971,6 აშშ დოლარს და ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო _ 208,2 აშშ დოლარს;

2. მოპასუხის პოზიცია ი----------------მა, გ-------------–-–---–მა, ბ------------–-–---–მა და ლ---–-------–-–---–მა სარჩელი ცნეს სესხის ძირთადი თანხის ნაწილში, სხვა ნაწილში მოპასუხეებმა მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 20-5 წლის 2- თებერვალს ს.ს. ,,ს----------–--------სა’’ და მოპასუხეებს - ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ #GAI0580-3 ხელშეკრულება, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით, საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა - 300 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0-48 %, პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის (ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი) 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. (ს.ფ. 29-34). 3.1.2 20-6 წლის 31 მარტს ს.ს. ,,ს----------–--------სა’’ და მოპასუხეებს - ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #S----0---, რომლის საფუძველზეც გაიცა სარგებლიანი სესხი 43 800 აშშ დოლარის ოდენობით (სესხის #3------) 180.2 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი _ 9%, სესხის გაცემის საკომისიო _ სესხის 0,5 %, მინიმუმ 0 ლარი, პირგასამტეხლო _ 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაზღვევის მართვის საკომისიო _0,38% (ს.ფ. 35-36). 3.1.3 20-5 წლის 2- თებერვალს ს.ს. ,,ს----------–--------სა’’ და მოპასუხეებს - ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების GAI0580-3 დანართი #GAI0580-3 - 2474972, რომლითაც შეთანხმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული პირობები. კერძოდ, საბანკო მომსახურების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონების დაზღვევისთვის აუცილებელი თანხები ბანკმა თანამსესხებლებზე გასცა სესხის სახით. დაზღვევისთვის კრედიტის ოდენობის მაქსიმალურ ზღვარად განისაზღვრა: 607,50 აშშ დოლარი, მაქსიმალურ ვადად 300 თვე, წლის განმავლობაში ავტომატურად გაცემული თითოეული ტრანშის მაქსიმალურ ოდენობად 124,5 აშშ დოლარი; წლიური საპროცენტო სარგებელი 18%, პირგასამტეხლო_ ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ბანკმა სესხის სახით თანამსესხებლებზე გასცა 124,5 აშშ დოლარი (სესხის #2474972) (ს.ფ 42-43). 3.1.4 საბანკო მომსახურების შესახებ #GAI0580-3 და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 20-5 წლის 2- თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N SAI0580-7 და პირველი რიგის იპოთეკით დაიტვირთა ე--------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თ---–--–ი, დიდი დიღმის დასახლება, დ-----------------------–-ს ქ. #24, ბინა #-- (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-.1-.0-.0--.0--.0-.0--). (ს.ფ. 50-54). 3.1.5 ქ. თ---–--–ი, დიდი დიღმის დასახლება, დ-----------------------–-ს ქ. #24-ში მდებარე ბინა #-- (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-.1-.0-.0--.0--.0-.0--) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა გ-------------–-–---–ს და ი----------------ს (ს.ფ. 55-56). 3.1.6 საბანკო მომსახურების შესახებ #GAI0580-3 და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 20-5 წლის 2- თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება NSAI0580-4 და პირველი რიგის იპოთეკით დაიტვირთა ლ---–-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ტ------––-, კ---------------ას ქ. N-1 (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 3-.0-.0-.0-8.0-.5--), სარჩელის წარმოდგენის დროისათვის აღნიშნული უძრავი ქონების საკადასტრო კოდია 3-.0-.2-.1--.0-.5-- (ს.ფ. 57-61, 65-66). 3.1.7. დადგენილია, რომ მოპასუხეებს წერილობით გაეგზავნათ შეტყობინებები ს.ს. ,,ს----------–---------’’-ს მიმართ არსებული დავალიანების და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. (ს.ფ. 99-1-8).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ არის. სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს.ს. ,,ს----------–---------’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30--ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 40--ე, 463-ე, 465-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დადგენილია, რომ 20-5 წლის 2- თებერვალს ს.ს. ,,ს----------–--------სა’’ და ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს, როგორც თანამსესხებლებს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ #GAI0580-3 ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით, საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა - 300 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0-48 %, პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის (ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი) 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 20-6 წლის 31 მარტს ს.ს. ,,ს----------–--------სა’’ და ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #S----0---, რომლის საფუძველზეც გაიცა სარგებლიანი სესხი 43 800 აშშ დოლარის ოდენობით 180.2 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი _ 9%, სესხის გაცემის საკომისიო _ სესხის 0,5 %, მინიმუმ 0 ლარი, პირგასამტეხლო _ 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაზღვევის მართვის საკომისიო _0,38%. 20-5 წლის 2- თებერვალს ს.ს. ,,ს----------–--------სა’’ და ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების GAI0580-3 დანართი #GAI0580-3 - 2474972, რომლითაც საბანკო მომსახურების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონების დაზღვევისთვის აუცილებელი თანხები ბანკმა თანამსესხებლებზე გასცა სესხის სახით. დაზღვევისთვის კრედიტის ოდენობის მაქსიმალურ ზღვარად განისაზღვრა: 607,5 აშშ დოლარი, მაქსიმალურ ვადად 300 თვე, წლის განმავლობაში ავტომატურად გაცემული თითოეული ტრანშის მაქსიმალურ ოდენობად 124,5 აშშ დოლარი; წლიური საპროცენტო სარგებელი 18%, პირგასამტეხლო_ ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ბანკმა სესხის სახით თანამსესხებლებზე გასცა 124,5 აშშ დოლარი. გ-------------–-–---–ის, ი----------------ის, ბ------------–-–---–ის მიერ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 20-8 წლის 05 ნოემბერს, მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილება ვალდებულების ორი კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. 6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საბანკო მომსახურების შესახებ N GAI0580-3 ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი კლიენტი: თითოეული ასეთი კლიენტი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე; თითოეული კლიენტის სოლიდარული პასუხისმგებლობა ვრცელდება ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან მიმართებაშიც, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ეს კლიენტი ამგვარი სხვა ხელშეკრულების მხარეს; თითოეული კლიენტის სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალაშია მიუხედავად მათ მიერ ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ რაიმე ფორმით გაცემული დამატებითი ვალდებულებების (მათ შორის, თავდებობის ან/და გარანტიის) არსებობა/არარსებობისა; ერთ-ერთ კლიენტთან დაკავშირებული ფაქტები გამოიყენება სხვა კლიენტების მიმართაც, იმის გათვალისწინებით, რომ ბანკის მიერ რომელიმე კლიენტის მიმართ თავისი უფლებების გამოუყენებლობა (სრულად ან ნაწილობრივ) არ გავრცელდება სხვა კლიენტზე და არ ათავისუფლებს მათ შესაბამისი ვალდებულებებისგან. 6.6 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის _ 42 223 აშშ დოლარის და 0- ცენტის მოთხოვნის ნაწილში. 6.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. 6.8 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 40--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. 6.9 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა მიერ ხელშეკრულებებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის 0,5%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ასევე, საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.1.7 პუნქტის თანახმად, პროცენტის დარიცხვა თითოეულ კრედიტზე მოხდება შესაბამისი კრედიტის გაცემის თარიღიდან ყოველდღიურად მის საბოლოო დაფარვამდე, წელიწადში 365 დღის გათვალისწინებით შესაბამის საპროცენტო პერიოდში რეალურად არსებული დღეებისთვის. დადგენილია, რომ 20-8 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით, ს.ს. ,,ს----------–---------“-ს მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს #2474972 სესხზე: 297,67 აშშ დოლარს, საიდანაც ვალდებულების ძირითადი თანხა შეადგენს 85,68 აშშ დოლარს, პროცენტი 22,98 აშშ დოლარს, დარიცხული პირგასამტეხლო 189,0- აშშ დოლარს და ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო – 0 აშშ დოლარს; . #3------ სესხზე: 57 40-,56 აშშ დოლარს, საიდანაც ვალდებულების ძირითადი თანხა შეადგენს 42 137,38 აშშ დოლარს, პროცენტი 6084,38 აშშ დოლარს, დარიცხული პირგასამტეხლო 8971,6 აშშ დოლარს და ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო _ 208,2 აშშ დოლარს; 20-9 წლის 7 მარტს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ს.ს. ,,ს----------–---------“-ს წარმომადგენელმა შეამცირა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და ნაცვლად 9160,61 აშშ დოლარისა ითხოვს მოპასუხეებისათვის 2000 აშშ დოლარის დაკისრებას. ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 0,5%-ის დაკისრებისა, ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას 0,05%-ის ოდენობით, რაც შეადგენს ყოველდღიურად 24,2 აშშ დოლარს. მოპასუხეები ადასტურებენ ბანკის მიმართ 42 223 აშშ დოლარის და 06 ცენტის დავალიანებას 20-8 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით. მოსარჩელის მოთხოვნა ი----------------ის, გ-------------–-–---–ის და ბ------------–-–---–ის მიმართ 20-6 წლის 31 მარტის #S----0--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #3------) და 20-5 წლის 2- თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან (დანართის #GAI0580-3-#2474972, სესხის #2474972) გამომდინარე პროცენტის _ 61-7.36 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს _2000 აშშ დოლარის, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიოს _ 208.20 აშშ დოლარის, 20-6 წლის 31 მარტის #S----0--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #3------) გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე (42137 აშშ დოლარი და 38 ცენტი) წლიური 9%-ის, 20-6 წლის 31 მარტის #S----0--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #3------) და 20-5 წლის 2- თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან (დანართის #GAI0580-3-#2474972, სესხის #2474972) გამომდინარე სესხის ძირითად თანხაზე (42223.0- ა.შ.შ. დოლარი) და დარიცხულ პროცენტზე (61-7.36 ა.შ.შ. დოლარი) პირგასამტეხლოს 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე სოლიდარულად დაკისრების შესახებ გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.1- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საბანკო მომსახურების შესახებ #GAI0580-3 და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 20-5 წლის 2- თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N SAI0580-7 და პირველი რიგის იპოთეკით დაიტვირთა ე--------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თ---–--–ი, დიდი დიღმის დასახლება, დ-----------------------–-ს ქ. #24, ბინა #-- (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-.1-.0-.0--.0--.0-.0--). ქ. თ---–--–ი, დიდი დიღმის დასახლება, დ-----------------------–-ს ქ. #24-ში მდებარე ბინა #-- (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-.1-.0-.0--.0--.0-.0--) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა გ-------------–-–---–ს და ი----------------ს. ასევე 20-5 წლის 2- თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება NSAI0580-4 და პირველი რიგის იპოთეკით დაიტვირთა ლ---–-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ტ------––-, კ---------------ას ქ. N-1 (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 3-.0-.0-.0-8.0-.5--), სარჩელის წარმოდგენის დროისათვის აღნიშნული უძრავი ქონების საკადასტრო კოდია 3-.0-.2-.1--.0-.5--. დადგენილია, რომ მსესხებლებს კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლებისთვის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. 6.11 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.1.14 და 4.1.15 პუნქტების და იპოთეკის ხელშეკრულებების 14.4 პუნქტების მიხედვით, ს.ს. ,,ს----------–--------ს“ უფლება აქვს მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გადახდა მიაქციოს მსესხებლის სხვა ნებისმიერ ქონებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება უნდა მიექცეს ი----------------ის, გ-------------–-–---–ის და ბ------------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე. 6.12 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. განსახილველ შემთხვევაში საბანკო მომსახურების, შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება და იპოთეკის ხელშეკრულებები (იპოთეკის ხელშეკრულებების 6.9 და 20.2 პუნქტები; საბანკო მომსახურების ხელშეკრულების 3.5 და 6.4 პუნქტები) ითვალისწინებს ბანკის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად. გამომდინარე აღნიშნულიდან, ს.ს. ,,ს----------–---------ს“ შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან, მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნეს სარჩელი სესხის ძირთადი თანხის _ 42 223 შშ დოლარის და 6 ცენტის მოთხოვნის ნაწილში, მითითებული თანხის პროპორციულად, ს.ს. ,,ს----------–--------ს“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (5000 ლარი) უნდა დაუბრუნდეს 2387 ლარი და 80 თეთრი, ხოლო ი----------------ს, გ-------------–-–---–ს, ბ------------–-–---–ს და ლ---–-------–-–---–ს ს.ს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2612 ლარის და 20 თეთრის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს.ს. ,,ს----------–---------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს ს.ს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 31 მარტის #S----0--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #3------) და 20-5 წლის 2- თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან (დანართის #GAI0580-3-#2474972, სესხის #2474972) გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის 42223 (ორმოცდაორიათასორასოცდასამი) ა.შ.შ. დოლარის და 0- (ექვსი) ცენტის გადახდა.

3. ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს ს.ს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 31 მარტის #S----0--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #3------) და 20-5 წლის 2- თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან (დანართის #GAI0580-3-#2474972, სესხის #2474972) გამომდინარე პროცენტის _ 61-7 (ექვსიათასასშვიდი) ა.შ.შ. დოლარის და 36 (ოცდათექვსმეტი) ცენტის გადახდა.

4. ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს ს.ს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 31 მარტის #S----0--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #3------) და 20-5 წლის 2- თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან (დანართის #GAI0580-3-#2474972, სესხის #2474972) გამომდინარე პირგასამტეხლოს _ 2000 (ორიათასი) ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

5. ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს ს.ს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 31 მარტის #S----0--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #3------) და 20-5 წლის 2- თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან (დანართის #GAI0580-3-#2474972, სესხის #2474972) გამომდინარე საკომისიოს _ 208(ორასრვა) ა.შ.შ. დოლარის და 20(ოცი) ცენტის გადახდა.

6. ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს ს.ს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 31 მარტის #S----0--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #3------) გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე (42137 აშშ დოლარი და 38 ცენტი) წლიური 9%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1- (ათი) ა.შ.შ. და 3-(ოცდაცხრამეტი) ცენტს, სარჩელის აღძვრიდან _ 20-8 წლის 19 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

7. ი----------------ს, გ-------------–-–---–ს და ბ------------–-–---–ს ს.ს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-6 წლის 31 მარტის #S----0--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის #3------) და 20-5 წლის 2- თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან (დანართის #GAI0580-3-#2474972, სესხის #2474972) გამომდინარე სესხის ძირითად თანხაზე (42223.0- ა.შ.შ. დოლარი) და დარიცხულ პროცენტზე (61-7.36 ა.შ.შ. დოლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 24 (ოცდაოთხი) ა.შ.შ. დოლარს და 20(ოცი) ცენტს, სარჩელის აღძვრიდან _ 20-8 წლის 19 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს #3-.0-.2-.1--.0-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქ.ტ------––-, კ---------------ას ქუჩა N-1-ში მდებარე უძრავი ქონების და N0-.1-.0-.0--.0--.0-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქ. თ---–--–ი, დ---------------------–---–ი, დ-----------------------–-ს ქუჩა N---ში მდებარე N-- ბინის რეალიზაცია.

9. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს ი----------------ის, გ-------------–-–---–ის და ბ------------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

1-. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პირველი პუნქტიდან მეცხრე პუნქტის ჩათვლით გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

11. ი----------------ს, გ-------------–-–---–ს, ბ------------–-–---–ს და ლ---–-------–-–---–ს ს.ს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2612 ლარის და 20 თეთრის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

12. ს.ს. ,,ს----------–--------ს“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (5000 ლარიდან) დაუბრუნდეს 2387 ლარი და 80 თეთრი (გადახდის თარიღი: 18/12/20-8; საგადასახადო დავალება #13-9; სახაზინო კოდი: 300773150).

13. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში გადაწყვეტილებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

15. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი