განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003049167
საქმე №1-492/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ რ------–----ის
ბრალდებულის _ ა------- გ-------ის
ადვოკატის - ტ-----------------ის
მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №172060519004 საქმე:
ბრალდებულ ა------- გ-------ის მიმართ
მამის სახელი: ვ--------
დაბადებული: 0--------- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს
პირადი ნომერი: 6----------
განათლება: ს-–----–--
ნასამართლობა: არმქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–-----------–----–----------------–-----------------------------–-–---–-----------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. სრულწლოვანმა ა------- გ-------ემ, 2019 წლის თებერვლისა და მარტის თვის განმავლობაში, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, თერთმეტი წლის ე-–--- ნ-----ესთან, ძალადობის გარეშე ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, კერძოდ, აიძულებდა საკუთარ სხეულზე განეხორციელებინა სექსუალური ხასიათის ქმედება, ხელით შეხებოდა სასქესო ორგანოს, აიძულებდა სექსუალური ხასიათის შემცველი ფოტოსურათების და ვიდეოების საკუთარ სხეულზე გადაღებას, ასევე გაუგზავნა მას საკუთარი სასქესო ორგანოს ფოტო.
2. 2019 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვეებში, სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ და მობილური ტელეფონის მეშვეობით, ა------- გ-------ემ სახელის გამტეხი ცნობების გახმაურების, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, ე-–--- ნ-----ეს მოსთხოვა ფულადი თანხის გადარიცხვა და პირადად გადაცემა, ვინაიდან ე-–--- ნ-----ეს გაუჩნდა აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, 2019 წლის მარტის და აპრილის თვეებში, ასევე 2019 წლის 1 მაისს, ა------- გ-------ეს, ამ უკანასკნელის მიერ მითითებულ ონლაინ კაზინოს ანგარიშზე გადაურიცხა, ასევე პირადად გადასცა ფულადი თანხა - ჯამში 925 ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
3. ბრალდებულმა ა------- გ-------ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------- გ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
6. დაზარალებულ ე-–--- ნ-----ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - ე------------ის, მ--------------ის, ლ--------------–-–---–ის, ე-------–----ის, თ--------------ის, დ---------–--შის, ჯ------------–--–--ის, რ---------------ძის, ლ-----------ის, ვ------- გ-------ის გამოკითხვის ოქმები; 2019 წლის 06 მაისს ჩატარებული, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, არასრულწლოვან ე-–--- ნ-----ის თანხმობის საფუძველზე, მისივე კუთვნილი „აიფონ 5ს“ მოდელის მობილური ტელეფონის ამოღება; დაზარალებულ ე-–--- ნ-----ის წინასწარი თანხმობის საფუძველზე ჩატარებული, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მისი კუთვნილი ფეისბუკ გვერდის დათვალიერების ოქმები; ფოტოსურათები და პირადი მიმოწერები; 2019 წლის 06 მაისით დათარიღებული, ქ------–-----------–----–-------------------------–-----------–-–---–------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, რა დროსაც ამოღებული იქნა ა------- გ-------ის კუთვნილი „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი; ა------- გ-------ის პირადი ნივთების ამოღების ოქმები; 2019 წლის 08 მაისს შედგენილი, დაზარალებულ ე-–--- ნ-----ის მონაწილეობით ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმი, რომლის თანახმად, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან დაზარალებულმა ამოიცნო ბრალდებული ა------- გ-------ე, როგორც პიროვნება, რომელსაც 2019 წლის აპრილის თვეში და ამავე წლის 01 მაისს შეხვდა პირადად და რომელმაც სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ და მობილური ტელეფონის მეშვეობით, მუქარის გამოყენებით გამოსძალა მას ფულადი თანხა; ბრალდებულ ა------- გ-------ის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, 2019 წლის 08 მაისს შედგენილი, ა------- გ-------ის პერსონალურ კომპიუტერში, მისი "ფეისბუკ" გვერდის დათვალიერების ოქმი და თანდართული ფოტოები; შპს „კრისტალბეთიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ა------- გ-------ის ანგარიშზე ფულადი თანხის ჩარიცხვის შესახებ, კომპაქტ-დისკების დათვალიერების ოქმები, ოქმი ე-–--- ნ-----ის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და გადაღებული სკრინშოტები; ოქმები ა------- გ-------ის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და გადაღებული სკრინშოტები; ნივთიერი მტკიცებულებები.
7. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, სრულად დადასტურდა ა------- გ-------ის მიერ ძალადობის გარეშე წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, თერთმეტი წლის ე-–--- ნ-----ის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და ე-–--- ნ-----ის მიმართ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების მუქარით ფულადი თანხის გამოძალვის ფაქტი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N90აპ-17, N77აპ-17 და N293აპ/18 გადაწყვეტილებებით განმარტებულია, რომ განსახილველ საქმეზე ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას უკავშირდება არა უშუალო ფიზიკური კონტაქტის, არამედ სოციალურ ქსელის მეშვეობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან და გამოიხატება მის იძულებაში საკუთარ სხეულზე განეხორციელებინა სექსუალური ხასიათის ქმედება, ხელით შეხებოდა სასქესო ორგანოს, გადაეღო სექსუალური ხასიათის შემცველი ფოტოსურათები და ვიდეოების საკუთარ სხეულზე, ასევე საკუთარი სასქესო ორგანოს ფოტოს გაგზავნა 16 წლამდე ასაკის მსხვერპლისთვის, ქმნის სწორედ სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
9. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
10. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
11. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
12. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა------- გ-------ის ბრალდების დადასტურება.
13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
16. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
17. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
18. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
19. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
21. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და ურთიერთჯერების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სრულწლოვანმა ა------- გ-------ემ, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ე-–--- ნ-----ესთან, ძალადობის გარეშე ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, მანვე, სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ და მობილური ტელეფონის მეშვეობით, სახელის გამტეხი ცნობების გახმაურების, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, ე-–--- ნ-----ეს მოსთხოვა ფულადი თანხის გადარიცხვა და პირადად გადაცემა, ვინაიდან ე-–--- ნ-----ეს გაუჩნდა აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ა------- გ-------ეს, ამ უკანასკნელის მიერ მითითებულ ონლაინ კაზინოს ანგარიშზე გადაურიცხა, ასევე პირადად გადასცა ფულადი თანხა - ჯამში 925 ლარის ოდენობით, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
22. ა------- გ-------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მის მიერ ჩადენილი ქმედების არსში მდგომარეობს, როდესაც სრულწლოვანი, დაოჯახებული და სახელმწიფოს სამსახურში მყოფი - დაცვის პოლიციის ინსპექტორი თერთმეტი წლის ბავშვის მიმართ ახორციელებდა არა მხოლოდ სისხლის სამართლოს კანონით გათვალისწინებულ დასჯად, არამედ მორალურ დონეზე უკიდურესად გასაკიცხ ქმედებებს და გაუსაძლისს ხდიდა ბავშვის ყოველდღიურობას.
23. ა------- გ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
25. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
26. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
27. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
28. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
29. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
30. სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით, ხოლო სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
31. პასუხისმგებლობის შემამასუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების და ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა------- გ-------ეს, უნდა დაენიშნოს ორივე ბრალდების ეპიზოდში მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით - სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის შთანთქმის წესის გათვალისწინებით.
32. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა------- გ-------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
33. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ე------------ესთან არსებული მეხსიერების ბარათიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთ) CD დისკზე, ე-–--- ნ-----ის ნიმუშის აღებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთ) ცალ CD დისკზე, ე-–--- ნ-----ის ფეისბუქ გვერდის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთ) ცალ CD დისკზე, ასევე შპს „მაგთიკომიდან“, შპს „სილქნეტიდან“ და შპს „მობიტელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით, ხოლო დაზარალებულ ე-–--- ნ-----ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, რ---------------ძისგან ამოღებული ზურგჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით, „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ა------- გ-------ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, შავი ფერის პლანშეტი სამუხტი მოწყობილობით, ფულადი თანხა 407 (ოთხას შვიდი) ლარი და 74 (სამოცდათოთხმეტი) თეთრი, უცხოური ვალუტა 01 გრივნა, ყავისფერი საფულე, პირადობის მოწმობა, სამსახურეობრივი მოწმობა, სხვადასხვა დასახელების პლასტიკური ბარათები, "ჯეოსელის" სიმ ბარათი, შავი ფერის ბლოკნოტი, რამდენიმე ქაღალდის ფურცელი, სამსახურეობრივი ჟეტონი, ვერცხლისფერი მეტალის და თეთრი რეზინის სამაჯურები, ვერცხლისფერი მეტალის ბეჭედი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამომძიებელ თემურ გურამიშვილთან - დაუბრუნდეს მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ა------- ვ--------ს ძე გ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა------- გ-------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 06 მაისიდან.
მსჯავრდებულ ა------- გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთმტკიცებები - ე------------ესთან არსებული მეხსიერების ბარათიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთ) CD დისკზე, ე-–--- ნ-----ის ნიმუშის აღებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთ) ცალ CD დისკზე, ე-–--- ნ-----ის ფეისბუქ გვერდის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთ) ცალ CD დისკზე, ასევე შპს „მაგთიკომიდან“, შპს „სილქნეტიდან“ და შპს „მობიტელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით, ხოლო დაზარალებულ ე-–--- ნ-----ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, რ---------------ძისგან ამოღებული ზურგჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით, „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ა------- გ-------ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, შავი ფერის პლანშეტი სამუხტი მოწყობილობით, ფულადი თანხა 407 (ოთხას შვიდი) ლარი და 74 (სამოცდათოთხმეტი) თეთრი, უცხოური ვალუტა 01 გრივნა, ყავისფერი საფულე, პირადობის მოწმობა, სამსახურეობრივი მოწმობა, სხვადასხვა დასახელების პლასტიკური ბარათები, ჯეოსელის სიმ ბარათიб შავი ფერის ბლოკნოტი, რამდენიმე ქაღალდის ფურცელი, სამსახურეობრივი ჟეტონი, ვერცხლისფერი მეტალის და თეთრი რეზინის სამაჯურები, ვერცხლისფერი მეტალის ბეჭედი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამომძიებელ თემურ გურამიშვილთან - დაუბრუნდეს მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი