გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 251210019002998120
საქმე №2/93-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
ახმეტის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - მიხეილ მოსიაშვილი
მოსარჩელე - ი-----–----------–---ი
წარმომადგენელი - ი-–-----------–---–ი
მოპასუხე - შ--–-----–------–---–ი
წარმომადგენელი - ნ---------–----–---–ი
დავის საგანი: საკუთრებაზე ხელშეშლის აღკვეთა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 აღიკვეთოს მოპასუხე შ--–-----–------–---–ის მიერ მოსარჩელე ი-----–----------–---ის კუთვნილი ქონებით სარგებლობაში ხელშეშლა, მოსარჩელე ი-----–----------–---ს საკუთრებაში არსებული სახლიდან, მდებარე: ქ. ახმეტაში, ე------------–---–ის ქ. N21-ში, საკადასტრო კოდით N5-.0-.3-.1-- გამოსახლებულ იქნეს მოპასუხე შ--–-----–------–---–ი და მოსარჩელეს ჩაბარდეს საცხოვრებელი სახლი გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი პროცესის ხარჯების ანაზღაურება, რასაც დამატებით წარმოგიდგენთ.
მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი სარჩელით განმარტა, რომ ი-----–----------–---ი საბერძნეტში იმყოფებოდა სამუშაოდ. 2007 წელს შეიძინა უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი და სახლი ქ. ახმეტაში, ნ----–---–ის ქ. N21-ში, იმ მიზნით, რომ ახმეტაში ჰქონოდა სახლი, სადაც ზაფხულობით ჩამოვიდოდა, დაისვევებდა და როდესაც საქართველოში დაბრუნდებოდა ეცხოვრა. რამოდენიმე წელი სახლი აღრიცხული იყო მის სახელზე და მიწის ნაკვეთი და სახლი უპატრონოდ რომ არ ყოფილიყო, ნება დართო თავის დის შვილს მინდია ალბუთაშვილს ეცხოვრა თავისი ცოლშვილით ამ სახლში. 2014 წელს გადაწყვიტა აღნიშნული ქონება ეჩუქებინა მინდია ალბუთაშვილის არასრულწლოვანი შვილისთვის შ--–-----–------–---–ისთვის, რის შემდგომ 2014 წლის 30 დეკემბერს მასა და შ--–-----–------–---–ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება და ქონება აღირიცხა შ--–-----–------–---–ის სახელზე. იმის გამო, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა მძიმე შეურაწყოფას და უმადურობის გამოჩენის ფაქტს, მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს , რომლის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა 2014 წლის 30 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ი-----–----------–---ს და შ--–-----–------–---–ს შორის უძრავ ქონებაზე და აღსდგა მასზე მოსარჩელე ი-----–----------–---ის საკუთრების უფლება და აღირიცხა მის სახელზე. ი-----–----------–---ის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედაგვად მოპასუხე შ--–-----–------–---–ი უარს აცხადებს მისი საცხოვრებელი სახლის გამონთავისუფლებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უადვო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2007 წელს შეიძინა უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი და სახლი ქ. ახმეტაში, ნ----–---–ის ქ. N21-ში, იმ მიზნით, რომ ახმეტაში ჰქონოდა სახლი, სადაც ზაფხულობით ჩამოვიდოდა, დაისვევებდა და როდესაც საქართველოში დაბრუნდებოდა ეცხოვრა. რამოდენიმე წელი სახლი აღრიცხული იყო მის სახელზე და მიწის ნაკვეთი და სახლი უპატრონოდ რომ არ ყოფილიყო, ნება დართო თავის დის შვილს მინდია ალბუთაშვილს ეცხოვრა თავისი ცოლშვილით ამ სახლში. 2014 წელს გადაწყვიტა აღნიშნული ქონება ეჩუქებინა მინდია ალბუთაშვილის არასრულწლოვანი შვილისთვის შ--–-----–------–---–ისთვის, რის შემდგომ 2014 წლის 30 დეკემბერს მასა და შ--–-----–------–---–ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება და ქონება აღირიცხა შ--–-----–------–---–ის სახელზე. იმის გამო, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა მძიმე შეურაცხყოფას და უმადურობის გამოჩენის ფაქტს, მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს , რომლის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა 2014 წლის 30 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ი-----–----------–---ისსა და შ--–-----–------–---–ს შორის უძრავ ქონებაზე და აღსდგა მასზე მოსარჩელე ი-----–----------–---ის საკუთრების უფლება და აღირიცხა მის სახელზე. ი-----–----------–---ის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედაგვად მოპასუხე შ--–-----–------–---–ი უარს აცხადებს მისი საცხოვრებელი სახლის გამონთავისუფლებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 14-15)
- სასამართლოს გადაწყვეტილება(16-23)
სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105. 2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპსაუხე მხარის მოსაზრებას რომ შ--–-----–------–---–ი არ ცხოვრობს ი-----–---------–---ის სახლში, ვინაიდან აღნიშნულის დასადსტურებლად მას არ წარმოდუგენია სარწმუნო მტკიცებულება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი, მუხლი 1, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 21-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე, 172-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ი-----–----------–---ი უფლებამოსილია როგორც მესაკუთრემ გამოითხოვოს მოპასუხე მხარის უკანონო მფლობელობიდან მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მდებარე - ქ. ახმეტაში ნ----–---–ის ქ. N21 (ს.კ. 5-.0-.3-.1--).
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე ი-----–----------–---ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა მთლიანად და მოსარჩელის მიერ გადახდილის სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრება მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 251-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ი-----–----------–---ის სარჩელი მოპასუხე შ--–-----–------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. აღიკვეთოს შ--–-----–------–---–ის მხრიდან მოსარჩელე ი-----–----------–---ისის კუთვნილი ქონებით სარგებლობა, მდებარე ქ. ახმეტა, ე------------–---–ის ქ. N21 საკადასტრო კოდი: N5-.0-.3-.1-- და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე ი-----–----------–---ისს.
2. მოპასუხეს მოსარჩელე ი-----–----------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახმეტის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარინე ცერცვაძე