განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
330100119002985849
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ლ-–- გ-------–--ის

ბრალდებულ _ ლ---–-- ა---------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ლ---–-- ვ------ის ასული ა---------ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №----------3), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, ქვრივის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ-------–--–-------------–-----------–----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------–-----------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---–-- ა---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

ლ---–-- ა---------ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის მარტიდან 2019 წლის 10 მარტის ჩათვლით, ქ------–--–----–--–-----------–--------–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ---–-- ა---------ი დედას - ა-–--–- ფ---------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.

ე.ი. ლ---–-- ა---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2019 წლის 8 მარტს გამოიცა №------ შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, ლ---–-- ა---------ს აეკრძალა დედასთან - ა-–--–- ფ---------თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ა-–--–- ფ---------ი იმყოფებოდა.

მიუხედავად ამისა, 2019 წლის 10 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ------–--–----–--–-----------–--------–-----------------ში მივიდა ლ---–-- ა---------ი და კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ა-–--–- ფ---------ს. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად ლ---–-- ა---------მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

ე.ი. ლ---–-- ა---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ლ---–-- ა---------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, №------, №------ და №------ შემაკავებელ ორდერებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ლ---–-- ა---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ლ---–-- ა---------ი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის (დედის) მიმართ (სსკ-ის 111, 3811-ე მუხლთან მიმართებით).

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სამართლიანი სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან და სიმძიმესთან, ამასთან გათვალისწინებული უნდა იქნეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, აგრეთვე, მსჯავრდებულის პიროვნება და მისგან მომდინარე საფრთხეები.

სასამართლო მსხვერპლის მიმართ განხორციელებული ძალადობის შეფასებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, მის ინტენსიურობასა და განმეორების რისკს. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა ატარებდა სისტემატურ ხასიათს, რაც ვერ იქნა აღკვეთილი მის მიმართ უკვე მიღებული ადმინისტრაციულსამართლებრივი ღონისძიებებით და გაგრძელდა შემაკავებელი ორდერის მოქმედების პირობებშიც, რის გამოც ლ---–-- ა---------ს უნდა დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ადგილი არ ჰქონია ისეთი დაუნდობელი ხასიათის ძალადობას, რაც აუცილებელს გახდიდა ბრალდებულის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან.

რაც შეეხება ძალადობის განმეორების რისკს, როგორც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით ირკვევა და ბრალდებულმაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, კონფლიქტის მაპროვოცირებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა, რა დროსაც იგი აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ უკვე მიღებული ზომები არ აღმოჩნდა ბრალდებულისათვის შემაკავებელი, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს კონფლიქტის განმეორების რისკი, თუმცა ჩადენილი დანაშაულისადმი ბრალდებულის დამოკიდებულებისა და ძალადობის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შესაძლებელია ბრალდებულისაგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთა არასაპატიმრო სასჯელის პირობებშიც.

რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს, სასამართლოს ბრალდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რამდენადაც მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში აპირებს დასთან ხანგრძლივი დროით საზღვარგარეთ გამგზავრებას მუშაობის მიზნით, რაშიც ხელი შეეშლება პირობითი მსჯავრის პირობებში, ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის თქმით, აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რაც ხელს შეუშლის ფიზიკური სამუშაოების შესრულებაში, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბოლოო სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---–-- ა---------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ზემოაღნიშნული გარემოებების, ჩადენილი დანაშაულისადმი ბრალდებულის დამოკიდებულებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ საბოლოო სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება, ხოლო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ქონებრივ მდგომარეობას. აღნიშნული სასჯელი იქნება ყველაზე ადეკვატური და ეფექტური ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის ზოგადი და კერძო მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---–-- ა---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

2. ლ---–-- ა---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---–-- ა---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. გაუქმდეს ლ---–-- ა---------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------–ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი